IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
> არის თუ არა მსახიობობა ცოდვა
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 12 2012, 10:46 AM
პოსტი #181


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



marine
ციტატა
"მსახიობობა ეს ღვთის ტალანტია. შენ კი სხვის ტალანტს კი არ უნდა შეეხო. რამდენი გამორჩეული მსახიობია! თუ მოგეცა ღვთისაგან ეს ნიჭი, მაშინ უნდა ეცადო, ამ ტალანტით უფალთან მიიყვანო ხალხი და არა გართობის მიზნით გამოიყენო."


პირველად მესმის რომ მსახიობობა თურმე ღმრთის ტალანტი ყოფილა. გაბრიელ ურგებაძე ცდება ამ საკითხში. ტალანტი მსახიობობა (პროფესია) კი არ არის, არამედ ადამიანის სხვადასხვა უნარები.

შემდეგ, რით არიან გამორჩეული ის მსახიობები (და ვინ არიანი ისინი?), ბ-ნი ურგებაძე რომ მსჯელობს? ღმერთს ადიდებენ თავიანთი მსახიობობით? ოდესმე, ქრისტეანობის ისტორიაში, რომელიმე წმინდანს "უდიდებია" ასე ღმერთი. როგორც ჩანს, ბ-ნი გაბრიელი ამსოფლიურ სიამეებსა და გატაცებებს გუნდრუკს უკმევს.

ამ თემაზე საკმაოდ ითქვა და დაიწერა. ამდენი ხანი გამგები გაიგებდა, რომ მსახიობობა, რომელსაც წმიდა მამები პირმოთნეობას უწოდებენ, არის ქრისტეანისთვის შეუფერებელი საქმიანობა და ცოდვა. მსახიობს, ეკლესიაში არ ღებულობენ თუ არ დატოვებს თავის პროფესიას.

გაბრიელ ურგებაძე კი ცდება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2012, 10:56 AM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



dzvelmartlmadidebeli

მამა გაბრიელი დიდი სულიერების ადამიანი იყო და ნაკლებად დასაჯერებელია რომ იგი ცდებოდა. მე პირადად მომწონს მისი შეხედებულება მსახიობობის შესახებ და ვეთანხმები.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 12 2012, 11:03 AM
პოსტი #183


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



marine
ციტატა
მამა გაბრიელი დიდი სულიერების ადამიანი იყო და ნაკლებად დასაჯერებელია რომ იგი ცდებოდა. მე პირადად მომწონს მისი შეხედებულება მსახიობობის შესახებ და ვეთანხმები.


ნება თქვენია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მამა გაბრიელი კი არა ნათლის ანგელოზი შეცდა...

გარდა ამისა, ამა თუ იმ ადამიანის სულიერებას, ჩვენ წმიდა მამათა სწავლებით ვამოწმებთ. და არ შეიძლება ის მამათა სულიერების საწინააღმდეგო იყოს.

ასე, რომ ყველა საკითხში ჩვენ წმიდა მამათა პოზიციას ვადგავართ და გაბრიელ ურგებაძის შეხედულებას უარვყოფთ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2012, 11:07 AM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 12 2012, 12:03 PM) *

marine
ნება თქვენია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მამა გაბრიელი კი არა ნათლის ანგელოზი შეცდა...

გარდა ამისა, ამა თუ იმ ადამიანის სულიერებას, ჩვენ წმიდა მამათა სწავლებით ვამოწმებთ. და არ შეიძლება ის მამათა სულიერების საწინააღმდეგო იყოს.

ასე, რომ ყველა საკითხში ჩვენ წმიდა მამათა პოზიციას ვადგავართ და გაბრიელ ურგებაძის შეხედულებას უარვყოფთ.


ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულება ჰქონდეს. მე პირადად არ ვუარყობ გაბრიელ ბერის შეხედულებას და ვემხრობი კიდეც.

იმ შემთხვევაში არ მიმაჩნია მსახიობობა ცოდვად, თუკი ის არ ეწინააღმდეგება უფლის მცნებებს. ის ვინც გარყვნილებას ემსახურება მსახიობობით რათქმაუნდა დასაგმობია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminarieli89
პოსტი Sep 11 2012, 12:05 PM
პოსტი #185


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 18-July 12
წევრი № 12,516



მსახიობობა იმ შემთხვევაშია დასაგმობი, როცა იმ ფილმსა ტუ სპაქტაკლში იგმობა ღმერთი, წმინდანები, თუ მრვდლებს აშარჟებენ და ასე შემდეგ. ასევ თუ გამრყვნელი სანახაობები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 2 2013, 01:15 AM
პოსტი #186


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



პორნო ვარსკვლავობა ნამდვილად არასწორია biggrin.gif აი მსახიობობა თუ ცოდვაა... არადა ვიცნობ ადამიანს რომელიც მართლაც კარგი მსახიობი გამოვიდოდა და იმიტომ არ აბარებს თეატრალურში რომ მოძღვარმა კურთხევა არ მისცა ამის... ახლა ცუდი სტომატოლოგი გამოვა და ცხოვრებას დაინგრევს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 9 2013, 08:04 PM
პოსტი #187


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857





რა დროს მსახიობობაა ჩვენმა წინაპარმა ადამმა შესცოდა და დედამიწაზე ვიბადებით, და ღმერთი ჩვენთან მოვიდა განკაცდა რათა გვიხსნას და თქვენ კი მსახიობობაზე კითხულობთ ცოდვაა თუ არაო?

ამაზე დროს რომ ჰკარგავთ უკვე ცვოდვაა ბრმანო


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 03:43 AM
პოსტი #188


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 9 2013, 08:04 PM) *

რა დროს მსახიობობაა ჩვენმა წინაპარმა ადამმა შესცოდა და დედამიწაზე ვიბადებით, და ღმერთი ჩვენთან მოვიდა განკაცდა რათა გვიხსნას და თქვენ კი მსახიობობაზე კითხულობთ ცოდვაა თუ არაო?

ამაზე დროს რომ ჰკარგავთ უკვე ცვოდვაა ბრმანო


შენ პოსტებს რასაც ვკითხულობ რაღაც ძალიან რადიკალურია ყველა. ხოდა სადღაც წერდი კიდევ რომ გამეცანითო.
გამარჯობა. ჩემი სახელია ბახვა. 19 წლის ვარ, არ ვარ კონტაქტური ადამიანი, მიზიდავს მათემატიკა და ზოგადად მეცნიერებები, განსაკუთრებით კოსმოლოგია. დანარჩენი მერე. ახლა შენი ჯერია. რა გქვია და რამდენი წლის ხარ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 10 2013, 09:54 AM
პოსტი #189


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ციტატა
რა დროს მსახიობობაა ჩვენმა წინაპარმა ადამმა შესცოდა და დედამიწაზე ვიბადებით, და ღმერთი ჩვენთან მოვიდა განკაცდა რათა გვიხსნას და თქვენ კი მსახიობობაზე კითხულობთ ცოდვაა თუ არაო?ამაზე დროს რომ ჰკარგავთ უკვე ცვოდვაა ბრმანო


აბა რა ვქნათ, გულჩათხრობილებმა ვიაროთ და თავზე ნაცარი ვიყაროთ? biggrin.gif


ერთი შეხვედრა მოაწყვეთ და ეს კაცი გამაცანით რა. გასაუბრება მინდა ძალიან!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 10 2013, 10:57 AM
პოსტი #190


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Atm@n
ციტატა
ერთი შეხვედრა მოაწყვეთ და ეს კაცი გამაცანით რა. გასაუბრება მინდა ძალიან!

სულ შენი იყოს და მარტო შენ ესაუბრე მაგაში არ შეგეცილო...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 06:27 PM
პოსტი #191


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



მე მაინტერესებს რამდენი წლისაა. ვიცოდე ჩემზე პატარაა თუ უფროსი... მისი ნაწერებიდან ვერაფრით ვხვდები მის წლოვანებას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2013, 11:10 PM
პოსტი #192


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თემის სათაური :

ცეკვა , როკვა და მართლმადიდებლური სარწმუნოება



თემის ავტორი :

თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი – გურამ ლურსმანაშვილი .







1 – ,, ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში , მათი მათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში უკუნისამდე .’’ (II რჯლ.23 , 3 )

2 – ,, უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის : …‘’(რუთ.2-2 )

3 – ,, ბოოს შვა იობედ რუთისგან : იობედ შვა იესე ; იესე შვა დავით მეფე ; ‘’ (მთ.1:5-6 )













2013 წელი

შინაარსი

1 – შესავალი

2 – I ნაწილი - ყველა სახის ცეკვა ცოდვაა

3-არგუმენტებისახარებიდან

4 – არგუმენტები სჯულისკანონიდან

5 – სხვა არგუმენტები

6 – II ნაწილი – ყველა სახის ცეკვა , ცოდვა არაა

ქრისტიანობა და საერო კულტურა

7 – არგუმენტები ძველი აღთქმიდან

8-პასუხი , ოპონენტების არგუმენტებზე ახალი აღთქმიდან

9-პასუხი , ოპონენტების არგუმენტებზე სჯულისკანონიდან

10 – პასუხი სხვა არგუმენტებზე

11 – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის , სასულიერო პირების , რამდენიმე ციტატა ამ საკითხის შესახებ

12 – დასკვნის მაგივრად

13 – გამოყენებული ლიტერატურა



ცეკვა , როკვა და მართლმადიდებლური სარწმუნოება

შესავალი

თუ დღევანდელ მორწმუნე საზოგადოებას დავაკვირდებით ნათელი გახდება , რომ სათაურში აღნიშნული საკითხის შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი . მართალია, ამ ორ ჯგუფს შორის მკვეთრად შესამჩნევია რიცხვობრივი სხვაობა , მაგრამ გულდასაწყვეტი ის უფროა , რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო სერიოზული დისკუსია , ნაშრომები , გამოკვლევები თუ სხვა სახის ღონისძიებები აღნიშნული საკითხის შესახებ არ არსებობს . ( ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ამგვარი ნაშრომი მახსენდება და იგი ეკუთვნის - მამა ვახანგ დავითაშვილს . ) ხოლო თუკი იმართება მოკლე დისკუსია მის შესახებ , უმეტესწილად შემდეგნაირი სურათით მიმდინარეობს.მათ , ვინც მიიჩნევს რომ მორალისა და ზომიერების ფარგლებში შესრულებლი ცეკვა არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ პრინციპებს , მოყავთ შემდეგი არგუმენტები :

- თუ ცეკვა უარყოფითი მოვლენაა მართლმადიდებლობისთვის , რატომ წერია ბიბლიაში რომ დავითი კიდობნის გარშემო როკავდა?

არსებობს მეორე არგუმენტი , რომელიც ამ აზრის მომხრეებს მოყავთ : თუ ცეკვა ეწინააღმდეგება ჩვენი რელიგიის მოძღვრებას , მაშინ , პატრიარქი რატომ ესწრება სხვადასხვა საოპერო თუ საცეკვაო წარმოდგენებს?

ოპონენტი მხარის პასუხი ამ ,,არგუმენტებზე’’ როგორც წესი შემდეგნაირია :

- დავითს, მაგ ცეკვის გამო , საულის ცოლმა უსაყვედურა და დასცინა , თან ძველი აღთქმის მოვლენაა ეგ , ხოლო პატრიარქის ყველა ქმედებას ხომ ვერ გავამართლებთ ? სხვა პატრიარქი რომ მოვიდეს , ვისაც ცეკვა არ ეყვარება შემდეგ რას ვიზამთ ? პაპისტები ხომ არ ვართ ?

უმეტესი პაექრობანი აღნიშნული საკითხის შესახებ , სწორედ ამგვარად მიმდინარეობს . ნუთუ ასე მარტივია ყველაფერი ? მიმაჩნია რომ არა .

დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორი სტილით წარმემართა ამ თემის შესახებ მსჯელობა , რომ მაქსიმალურად ობიექტური და მიუკერძოებელი ვყოფილიყავი , საბოლოოდ კი ამგვარი რამ გადავწყვიტე : პირველ ნაწილში ვიქნები ერთ-ერთი რიგითი წევრი იმ ჯგუფისა , რომელიც ფიქრობს რომ ცეკვა , ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ პრინციპებს და მოვიტან ყველა იმ არგუმენტს რომლის მოძებნაც შევძელი მთელი ამ პერიოდის მანძილზე . ხოლო მეორე ნაწილში კი ვიქნები მეორე ჯგუფის წევრი და შევეცდები გავაბათილო ყველა ის არგუმენტი , რომელიც პირველი მოსაზრების მომხრეთა მიერაა წარმოთქმული , ან შეიძლება წარმოითქვას . თემაში გამოვიყენებ როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის მითითებებს ამ საკითხის შესახებ , რა თქმა უნდა, სჯულისკანონს , ეკლესიის ისტორიის პერიპეტიებს , პატროლოგიურ მონაცემებს , როგორც წარსულ , ისე თანამედროვე სასულიერო პირების აზრს აღნიშნული საკითხის შესახებ დაა.შ. მოკლედ რომ ვთქვა , ყველა იმ ხელჩასაჭიდ მასალას , რაც შეიძლება გამოადგეს საკითხით დაინტერესებულ პირს.

I ნაწილი – ყველა სახის ცეკვა ცოდვაა

არგუმენტებისახარებიდან

შეგახსენებთ, რომ პირველ ნაწილში მე წარმოვადგენ პიროვნებას , რომლისთვისაც ნებსმიერი სახის ცეკვა მიუღებელია და თვლის, რომ იგი ეწინააღმდეგება მართლმკვეთელური სარწმუნოების ფუნდამენტალურ პრინციპებს . საუბარს დავიწყებ სახარების ეპიზოდის განხილვით , რომელიც თამამად შეიძლება ითქვას , რომ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არგუმენტია ჩემს ხელში .

საქმე ეხება მათეს სახარების მეთოთხმეტე თავში და მარკოზის სახარების მეექვსე თავში განვითარებულ მოვლენებს : ,, და ვითარცა შობისა დღენი იყვნენ ჰეროდესნი , როკვიდა ასული ჰეროდიასი შორის , და სთნდა ჰეროდეს როკვა იგი მისი . ‘’ (მთ.14-6)

ახლა კი ამ მუხლის წმ.იოანე ოქროპირისეულ განმარტებას გაგაცნობთ და გამოკრებილი სახით შემოგთავაზებთ იმ სიტყვებს,რომლებიც ჩემი პოზიციის დამცველს გამოადგება:,, ორმაგი დანაშაული : ჯერ ერთი იმიტომ , რომ როკავდა და მეორეც იმიტომ , რომ აამა , და იმდენად აამა , რომ ჯილდოს წილ მკვლელობა აღესრულება …

დაე ყურადღება მიაქციონ ამას იმ ასულებმა და უფრო მეტად კი გათხოვილმა ქალებმა , ვინც სხვათა ქორწილებში უარს არ ამბობენ უკადრის საქციელზე , ხტუნვაზე , ცეკვაზე და არცხვენენ საკუთარ სქესს …

სადაც ცეკვაა , იქაა ეშმაკიც . ღმერთმა იმიტომ კი არ მოგვცა ფეხები , რომ უწესობისთვის გამოვიყენო , არამედ იმისთვის , რომ წესიერად ვიაროთ ; არა იმისთვის , რომ აქლემებივით ვიხტუნოთ . ( აქლემებიც , ისევე როგორც ქალები , საშინელი სანახავნი არიან , როდესაც ხტიან . ) არამედ იმისთვის , რომ ანგელოზებთან ერთად ვიდღესასწაულოთ და თუკი სხეული ესოდენ საშინელი ხდება ამგვარი უწესობით , განა სული უფრო მეტად არა ? ასე ეშმაკნი როკავენ , ასე ეშმაკის მსახურნი აცდუნებენ !…

ნუ მეტყვი , რომ როდესაც ღვინით შეხურული და მთვრალი უყურებ როკვას და ქალის ურიცხვ საუბარს ისმენ , არაფერს გრძნობ მისდამი და არ ისწრაფვი გარყვნილებისკენ , ავხორცობით ძლეული . ‘’ (1)წმ.იოანე ოქროპირის შემდეგ სხვა ეგზეგეტებსაც მოვუსმინოთ . აი, რას წერს ნეტარი თეოფილაქტე ბუგარელი : ,, დაუკვირდი როგორი ურცხვობაა ! როკავს

1-წმ.იოანე ოქროპირი ; განმარტება სახარებისათვს წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ; გვ.406-413

მეფის ასული და რაც უფრო დახვეწილად ცეკვავს , მით უარესად იქცევა . მართლაც სამარცხვინოა მეფის ასულისათვის შეუფერებლად მოქცევა ; ისიც ბოროტი განზრახვით. იგივე ეგზეგეტი მარკოზის სახარების განმარტებისას ამბობს : ,,სატანა ცეკვავს ქალაქში…’’ (2)

უფრო ფუნდამენტალურ და მისთვის დამახასიათებელ ინფორმაციულ ცნობებს გვაწვდის მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო : ,, როკვა , ცეკვა , წვეულებებზე იუდეველთა შორის გავრცელებული ჩვეულება არ იყო ; იგი წარჩინებულ ებრაულ ოჯახებში წარმართთაგან იქნა გადაღებული … თუმცა , ზოგიერთნი წარმართი კანონმდებლებიც კრძალავდნენ ცეკვა-თამაშს წვეულებების დროს , რადგან ეს კეთილწესიერების საწინააღმდეგო ჩვეულებად მიაჩნდათ . როკვას იუდეველნიც , ასეთი წარმართნიც , ვნებათა სასწავლებლად მიიჩნევდნენ . მაგრამ ჰეროდე ავხორცობის ვნების მონა იყო და როგორც ჩანს , მას დიდად მოსწონდა ჰეროდეადას ასულის , სალომეას ეშხიანი , ავხორცობით აღსავსე როკვა . ამიტომაც , ალბათ , უკვე შეზარხოშებულმა ჰეროდემ, აღტაცებულმა ლამაზი ქალიშვილის დახელოვნებული როკვით , გადაწყვიტა…

სანამ მეინახეებს ღვინის ზარხოში და ქალიშვილის ეშხიანი როკვისგან გამოწვეული აღტაცება არ გასვლიათ… (3)

ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ . აი რას წერს სახარების განმარტებისას , ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი : ,, აი სადამდე შეიძლება დაბნელდეს ვნება ! იროდი პირდება ნახევარი სამეფოს მიცემს , მაგრამ რისთვის ? – უსირცხვილო ქალწულის ცეკვისთვის !’’ (4)

არგუმენტები სჯულისკანონიდან

სახარებაზე საუბრის შემდეგ სჯულისკანონზე გადავალ . უპირველესად შემოგთავაზებთ ჩემი პოზიციის გამამყარებელ დადგენილებებს მსოფლიო კრებებისას , შემდეგ კი ადგილობრივი კრებების განჩინების შესახებ მოგახსენებთ.

ყველაზე მკაფიოდ აღნიშულსაკითხზე საუბრობს კონსტანტინოპოლის მეექვსე კრება , რომელიც ცნობილია როგორც ,,ტრულის კრება’’ , სწორედ მის განჩინებებებს შემოგთავაზებთ :

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მათეს სახარების განმარტება ; გვ.196

2 - http://library.church.ge/index.php?option=...emid=65&lang=en

3-სადღესასწაულო სახარებათა განმარტება ; გრიგოლ დიაჩენკო ; გვ.206-208 4http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/14_1-13.htm#sthash.X3Y5kKsL.dpuf

,, სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს იპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება . თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილზე , იგი უნდა გაეცალოს იქაურობას , როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა , ანუ თამაშობანი , ვინაიდნ ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება . ‘’ (ტრული. 24 )

,, წმინდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობას , სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას . ხოლო თუ ვინმე დაარღვევს კანონს , თუ სასულიერო პირი იქნება განიკვეთოს , ხოლო თუ ერისკაცი – უზიარებელ იყოს . ‘’ (ტრულ . 51 )

,, ქრისტეს აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე მთელ იმ შვიდ დღეს მორწმუნეები წმინდა ეკლესიაში უნდა იყვნენ ფსალმუნებით და გალობით და სულიერი ქებით გამხიარულებულნი ქრისტეს მიერ და ასე დღესასწაულობენ . იკითხონ საღვთო წერილი და შვებას მიეცნენ უხრწნელი საიდუმლოს ზიარებით , რომ ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ამაღლებულნი იყვნენ . ამ დღეებში ნურც ცხენთა შეჯიბრება და თეატრონი , ნურც სხვა რაიმე საერო სანახაობა და განცხრომა იქნება . ‘’ (ტრული.66)

ახლა დაპირებისამებრ ადგილობრივ საეკლესიო კრებების იმ დადგენილებებზე გადავალ , რომელიც ჩემს პოზიციას ამყარებს (კვლავ შეგახსენებთ რომ თემის პირველ ნაწილში იმ ჯგუფს წარმოვადგენ , რომლელიც ფიქრობს რომ ცეკვის ნებისმიერი სახე მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის . ) აღნიშნული კანონებია :

,,ქორწილში მისულმა ქრისტიანებმა არ უნდა იხმაურონ და იცეკვონ , არამედ პატიოსნად უნდა ისხდნენ სუფრასთან და ივახშმონ და ისამხარონ , როგორც შეეფერება ქრისტიანს . ‘’ (ლაოდ . 53 )

,, მღვდლებმა ან საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაზე წარმოდგენილ სანახაობებს , არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები , უნდა ადგნენ და წავიდნენ . ‘’ (ლაოდ . 54 )

,, … მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ , ნურც სანახავად წავლენ . ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის , რომ სადაც გმობა იყოს , იქ არ უნდა მივიდნენ.‘’(კართ.15)

,, … თუ მომღერლებმა , მსახიობებმა და სხვა ასეთი სახის პირებმა , როგორც განდგომილებმა , მოინანიონ და ღვთის მადლით მოიქცენ , მათ ნუ ეტყვიან უარს შეწყალებაზე . ‘’ (კართ.45)

,, ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ , თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი .

უნდა ვითხოვოთ ისიც , რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრები გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისაგან განთავისუფლდება , არავინ უნდა აიძულოს ის , რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას . ‘’(კართ.63)

სხვა არგუმენტები

ჩვენ უკვე დავასახელეთ სახარებისეული და სჯულისკანონის არგუმენტები ამ საკითხის შესახებ . ახლა კი საჭიროდ მიმაჩნია ეკლესიის მამების სხვადასხვა სწავლება მოვიტანოთ ჩემი არგუმენტების გასამყარებლად :

დავიწყებ წმ.ეფრემ ასურით . სიმართლე გითხრათ პირადად მე ვერ ვიხსენებ თუ სად უწერია აღნიშნულ მოღვაწეს ეს სიტყვები , მაგრამ გამიგია რომ მას ეკუთვნის და დავდებ : ,, ცეკვა , ეშმაკის დღესასწაულია . ‘’ ,მაგრამ ზუსტად მახსოვს ამ უდიდესი მამის შემდეგი სიტყვები : ,,განვეშორები დაცინვას, საკრავებზე დაკვრას, საეშმაკო სიმღერებს, როკვას, სანახაობებს…’’(1)

აღნიშნულ საკითხზე კლარჯულ მრავალთავშიც მოგვეძებნება შესაბამისი არუმენტები : ,,ხოლო რომელნი – იგი მოვიდიან თეატრონსა , რაი – მე იხილიან ? შესხმანი დევთანი და ხმანი და ოხრანი საეშმაკონი , ტყუელვანი დაცემისანი , დედათა როკვანი ვითარცა მკუნესარენი რაი არიან როკვანი იგი დედანი , ანუ თუ ტყუელვანი , გინა თუ შეშპრობანი ? არამედ ყოველნი სიბოროტენი დევნი არიან …

იხილეღა , რასა იგი იქმან : რომელი – იგი როკავნ , განიშიშულს თავი თვისი ურცხვინოდ და ხრინ თავსა , რომელსა იგი ამცნებს და განაკრძალებს წმიდა მოციქული პავლე და იტყვის : ,, არა ჯერ არს დედაკაცისა თავდაუბურველობა . ‘’ ხოლო ამათ განიდრიკნიან ქედნი მათნი და მიმოიყრიედ მხართა იქცევედ და იდრეკედ ასოთა , ვითარცა დახსნილთა და თეძოთა , ხლდებიედ და რბიედ , რამეთუ ესრევე სახედ იქმან ეშმაკეულნი . ..

ხოლო აწ კმა იყვნენ ჩუენდა ექუსთა მათ დღეთა სიბორძილისა საქმენი , მოიცალე და დასცხერ დღესა მას კურიაკესა ბოროტსა საქმეთაგან …

აწ ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა . ნუ სიმღერითა , მთვრალობითა , ნუცა როკვითა და ფანდურითა , ნუცა შუშპრობითა და ძნობითა არამედ გალობითა ახლითა და შესხმითა სულიერითა …

ამისთვისცა ნუ შეურაცხ-ჰყოფ შენ დღესა საუფლოსა , ეკლესიად ლოცვად მიისწრაფე რამეთუ ესე დღელოცვისთვის მოგეცა შენ . ‘’ (2)

მშვენიერი არგუმენტია ტიხონ ზადონელისსიტყვებიც : ,,იქ ყველა ცოდვილს წარმოუდგება თავისი ცოდვები … ნადიმები , ღრეობები , მეჯლისები , ოპერები , მასკარადები , ცეკვები , ბანქოს თამაშობები , ძაღლით ნადირობები , სხვა გასართობები . ‘’(3)

1-http://www.orthodoxy.ge/tserilebi/efrem_asuri-meored_mosvla.htm#sthash.h4EfxQol.dpuf

2-კლარჯული მრავალთავი ; გვ . 282-285 .

3-www . martlmadidebloba . ge / codvebi

არ შეიძლება ამ საკითხზე ვსაუბრობდეთ და მხედველობიდან გამოგვრჩეს ნიკოდიმოს მთაწმინდელი : ,, საერთოდ კი ერიდე ცეკვებს, დღესასწაულებს, ქეიფებს, კამათს, ჩხუბს, უქმადმეტყველებას და სხვა შეუფერებელ და ბილწ საქმეთ, რაც უყვარს უგუნურ სოფელს და რასაც კრძალავას საღვთო სჯული. ‘’ (1)

აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ ეგნატე ბრიანჩანინოვსაც : ,, ეკლესია კრძალავს არა მხოლოდ სიძვას , არამედ ყველაფერს რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს , ასეთია : თეატრი , ცეკვა , ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი . აგრეთვე წარმართული ლიტერატურა . ქრისტიანობა ითხოვს სრულ განდგომას დაცემული ბუნებისაგან . ‘’

კიდევ რა არგუმენტი შეიძლება მოვიტანო ? გამახსენდა . დღევანდელი ლოცვანები , სადაც ჩამოთვლილ ცოდვებს შორის , ფიგურირებს როკვა , ხანდახან ცეკვაც…

1- http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brdzola/...h.hqtDMVrJ.dpuf



II ნაწილი – ყველა სახის ცეკვა , ცოდვა არაა

უფალმა უწყის, თავი არ დამიზოგია ყველანაირი არგუმენტი მომეძებნა, რომ პირველ ნაწილში ჩემი პოზიცია გამემართლებინა . ამგვარივე შემართებით ვაპირებ ახლა , ყველა ზემოთჩამოთვილს პასუხი მოვუძებნო თემის მეორე ნაწილში . კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ პირველ ეტაპზემე წაროვადგენდი პიროვნებას , რომლისთვისაც ყველანაირი ცეკვა მიუღებელია , რადგან მისი აზრით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას . ხოლო მეორეში კი ვიქნები ადამიანი , ვინც ფიქრობს რომ ყველა სახის ცეკვა არ ეწინააღმდეგება ზემოთხსენებული სარწმუნოების პრინციპებს .

ქრისტიანობა და საერო კულტურა

სანამ უშუალოდ ცეკვის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს , ჯერ საერო კულტურისა და ქრისტიანობის დამოკიდებულების შესახებ მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვით . მართალია ეს ძალიან ფართო ცნებაა და ცალკე , სპეციალურ განხილვას საჭიროებს , თუმცა რადგან მისი ერთი შემადგენელი ნაწილი ცეკვა გახლავთ , მცირე დოზით შევეხებით . მოვუსმინოთ პროფესორ – ალექსანდრ ოსიპოვს : ,, То есть она ( культурa გ.ლ. )оценивается по результатам, по тому, как она воздействует на человека, что она приносит человеку. ’’(1) დამეთანხმებით რომ სწორი მიდგომაა . ჩვენ , ნებისმიერი რამ უნდა შევაფასოთ არა ბრმად , არამედ იმით თუ რა შედეგს მოუტანს იგი ადამიანს . გავაგრძელოთ განხილვა . მოვუსმინოთ სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს : ,, При всей критике аморальности языческого мира, при всем трезвом видении его религиозных и философских заблуждений, ранние христиане не собирались уничтожать его культуру, они не были культурными нигилистами. Еще во втором веке великий апологет Иустин Философ провозгласил следующий принцип: “Все хорошее, что сказано или написано людьми, принадлежит нам, христианам”.Позднее блаженный Августин, говоря о христианском отношении к языческой образованности, напоминает о примере древних Евреев, которые, выходя из Египта, взяли с собой золото и серебро египтян. Так и христиане, уходя из языческого мира, должны взять с собой все действительно ценное из его образования, философии, культуры. В результате подобного отношения в Византии во многом сохранилась античная традиция, античная образованность, была создана блестящая христианская культура, плоды которой были переданы‘’Руси. (Епископ Тихвинский Константин (Горянов).)(2) მშვენიერი მაგალითი და მისი ეგზეგეზაა მოცემული რექტორის მიერ . (ქვემოთ უფრო ვრცლად შევეხებით ეგვიპტელთათვის ებრაელთა მიერ სამკაულთა გამორთმევას ). გავაგრძელოთ განხილვა , გადმოვინაცვლოთ საქართველოში და მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი ) ამონარიდს მოვუსმინოთ მოხსენებიდან – ,,რელიგია და კულტურა’’ : ,, პირველი საუკუნის დიდი მამებიც კი არ იყვნენ კატეგორიულნი ამ საკითხთან მიმართებაში. ერთ-ერთი დიდი მამა, ბასილი დიდი წერს, თუ როგორ უნდა მიეღოთ ახალგაზრდებს სარგებელი ელინური

1-http://azbyka.ru/tserkov/kultura/5g18_5-all.shtml

2-http://azbyka.ru/tserkov/kultura/5g18_1-all.shtml

კულტურისაგან. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა კულტურის უმაღლესი გამოვლინებაა .’’(1)

საკითხზე საუბარს კი დავასრულებთ მისი უწმინდესობის ბრძნული სიტვებით : ,,ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ , რაც აახლოვებს ერებს . იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნის კულტურას არ შეურაცხყოფს. არც შეიძლება რომელიმე კულტურა ჩიკეტოს საკუთარ თავში , თავის ნაჭუჭში . დიდი შეცდომაა , რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს , რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია . (2)

ჩემმა ,,ოპონენტმა’’ საუბარი ბიბლიური მუხლები განხილვით დაიწყო . მეც ანალოგიურად მოვიქცევი , ოღონდ დავიწყებ ძველი აღთქმიდან . ვნახოთ , რა დამოკიდებულება ჰქონდათ ,თავად რამდენად მონაწილეობდნენ და საერთოდ , როგორ ,,ურთიერთობს’’ ძველი აღთქმა და ცეკვა-როკვა . იქამდე კი ჯერ თავად ტერმინს მივუბრუნდები . ვნახოთ, როგორ განმარტავდა მას სულხან-საბა ორბელიანი : ,, როკვა – ესე არს სამა , ცეკვა , ბუქნა და რაოდენსა იქმან მგოსნები .’’

რგუმენტები ძველი აღთქმიდან :

ახლა კი დავუბრუნდეთ ბიბლიას . ,,აიღო ხელში დაფდაფი მარიამ წინასწარმეტყველმა აარონის დამ და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული . ‘’ ( გამ. 15 – 20 )

ნათელია, რომ თავად მარიამ წინასწარმეტყველს და მასთან მყოფ ქალწულებს უცეკვიათ . ვერ ვიხსენებ ფაქტს წმიდა წერილიდან , რომ ამის გამო საყვედური ან სასჯელი მიეღო მას . პირიქით , ეს ჩამოყალიბებული , დახვეწილი და სრულყოფილი ქორეოგრაფიული წარმოდგენა ყოფილა . აი, როგორ განმარტავს ამ მუხლს პროფესორი ალექსანდრ ლოპუხინი : ,, როგორც ჩანს , პირველი მუხლიდან სიმღერას მამაკაცები ასრულებდნენ . მისი დასრულების შემდეგ ყვებოდნენ განთავისუფლებულების ისტორიას (19) , ხოლო შემდეგ დასკვნით ნაწილში ქალთა გუნდი , რომელსაც მარიამი ედგა სათავეში , ასრულებდა სიმღერის პირველ ლექსს . ‘’ (3)

გავაგრძელოთ ბიბლიის კითხვა . რიცხვთა წიგნის 29-ე თავში საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ განსაზღვრული დღესასწაულები ებრაელებს . ვნახოთ თუ როგორ განმარტავს ამ ყოველივეს ზემოთხსენებული მკვლევარი : ,, მეორე რიტუალი მდგომარეობდა იმაში რომ საღამოს მსხვერპლშეწირვის შემდეგ ტაძრის ეზოში ანთებდნენ ოთხ მაღალ შანდალს . ქალების ნაწილისკენ მიმავალი კიბის საფხურზე ასვლის დროს ინსტრუმენტებს უკრავდნენ და მღეროდნენ . საუფლო სიმღერისა და ინსტრუმენტებზე შესრულებული

1-http://www.ambioni.ge/samecniero-seminari-eklesia-da-kultura

2-მართლმადიდებლური ენციკლოპედია ; გვ. 193 .

3-ბიბლიის განმარტებანი ; ალექსანდრ ლოპუხინი ; ტ-II ; გვ.85

მუსიკის აკომპანიმენტის თანხმლებით , იქ დამსწრენი სიხარულს გამოხატავენ სხეულის

გარკვეული მოძრაობით და თითქოს დღესასწაულის მოტივაციის ასახსნელად , მღვდლები მიმართავდნენ ხალხს შემდეგი სიტყვებით : ჩვენი მამები განუდგნენ ტაძარს და თაყვანს სცემდნენ მზეს , ჩვენ კი - არა , ჩვენ იაჰვეს და მისი ტაძრის ერთგულნი ვართ . ხალხის ყოვლისმომცველი სიხარული იმდენად დიდი იყო ამ დღესასწაულის განმავლობაში , რომ გამოთქმაც დამკვიდრდა : ,,არ უხილავს მას ნათელი დღეები , ვინც არ ნახა კარვობის დღესასწაული . ‘’ (1)ფაქტია რომ ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი , სწორედ ცეკვის ამგვარი სახე იყო .

ახლა მსაჯულთა წიგნს გადავხედოთ : ,, შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და , აჰა , როკვით გამოეგება თავისი ასული , დაირით ხელში .’’(მსჯ.11-34)

,, თვალი გეჭიროთ და , როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები , თქვენც გამოდით , თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან , და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში . ‘’ (მსჯ.21.21)

გავაგრძელოთ ბიბლიის კითხვა,, როცა ბრუნდებოდ დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ , გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებლად სიმღერით და ცეკვით , დაფდაფებით , მხიარული შეძახილებით . ‘’ (1მეფ.18-6)

კვლავ წავიკითხოთ წმიდა წერილი და განვიხილოთ ის ადგილი , რომელიც ესოდენ ხშირად წარმოდგება ხოლმე ამ საკითხზე საუბრისას და ძალიან მარტივად ,,განმარტავენ’’ ჩვენი თანამედროვენი : : ,,რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე ; სელის ეფოდი ემოსა დავითს .’’ (2 მეფ.6-14) პარალელური მუხლია : ,, როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია , სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში.‘’(1ნეშტ . 15-29)

რადგან მან დასცინა , იმიტომაა მიუღებელ ეს საქციელი ?საინტერესოა თუ როდის მერე ვამხელთ ქრისტიანები ვინმეს დაცინვითა და ირონიით ? როდის შემდეგ გახდა დაცინვა სიმართლის გამოაშკარავების საფუძველი ? ამის შემდეგ კი ვნახო თუ რას დასცინა მილქამ , რას ვამართლებთ და რას ვამტყუნებთ . (სპეციალურად შემოგთავაზებთ ლოპუხინის განმარტებას რუსული ენაზე , ანუ დედანზე . ) ,, Опуская показание кн. Царств, он восполняет ее рассказ упоминанием, что Давид и все левиты были одеты в виссонную одежду, точнее в меил. Так как меил был одеждой священников (Исх XXVIII:31), то это замечание указывает, что вся процессия носила церковно-богослужебный характер. . ‘’(2)გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამას – ,, вся процессия носила церковно-богослужебный характер’’

1-ბიბლიის განმარტებანი ; ალექსანდრ ლოპუხინი ; ტ-II ; გვ.424 – 425

2-http://lopbible.narod.ru/1ch/txt1ch15.htm

,, 5. Играли пред Господом на всяких музыкальных орудиях - для выражения и наибольшего возбуждения своего

14. Давид сказал из всей силы пред Господом - от полноты своего религиозного восторга.’’ (1)

ახლა მელქოლას საქიელზეც ვთქვთ ორიოდე სიტყვა : ,,Уничижила его в сердце своем. Дочь Саула не способна была пережить и даже понять тот религиозный подъем духа, в котором находился в данный момент царь и пророк Давид. ‘’ (2) თქვენის ნებართვით გავამუქებ :ДочьСаула не способна была пережить и даже понять . გეკითხებით როგორ ვიქცევით ჩვენ? როდესაც ადამიანს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია რაიმე გაიგოს და დაიტიოს , ამის გამო კი დასცინის სხვას და ჩვენ კიდევ მის ამგვარ საქციელზე დაყრდნობით ვგმობთ არა დაცინვას , არა გაუცნობიერებლობას , არამედ ქმედებას , რომლითაც რელიგიური გრძნობა გამოხატა უდიდესმა წინასწარმეტყველმა .

კვლავ გავაგრძელოთ წმიდა წერილის კითხვა და ამჯერად ფსალმუნთა წიგნს გადავხედოთ . შეგახსენებთ რომ ეს სწორედ ის წიგნია , რომლის შესახებაც პირველ ნაწილში ხსენებული ბურჯი ეკლესიისა – იოანე ოქროპირი ამბობს : „ფსალუნთა გალობა ზეიმია მოხარულთათვის და ნუგეშინისცემა მოწყინებაში მყოფთათვის. ის ათვინიერებს ვნებებს, როგორც ველურ მხეცებს, ლაგამს სდებს თავშეუკავებლობას, აღხოცავს უსამართლობას და გვერდში უდგას სიმართლეს, დაამხობს ღვთისმგმობ ზრახვებს, კლავს ბილწ სურვილებს, გვაწყებს ღვთაებრივ კანონს, გვიქადაგებს ღმერთს, განგვიმარტავს სარწმუნოებას, ბაგეებს დაუხშობს მწვალებლებს, აღაშენებსეკლესიებს“(3)

ხოლო ასევე ნახსენები მამა – ეფრემ ასური კი ამას ამბობს : „ფსალმუნნი განდევნაა ეშმაკთა. ფსალმუნნი იარაღია შიშისაგან ღამისა. ფსალმუნნი უსაფრთხოებააა ჩვილთათვის. ფსალმუნნი ნუგეშისცემაა მოხუცთა. ფსალმუნნი ყველაზე ღირსეული სამკაულია დედათათვის. ფსალმუნნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური სამკვიდრებელი და სულიერი საკმეველია. ფსალმუნნი განანათლებს გონებას, აღმყვანებელია ზეცად, კაცთ ღვთის თანამოსაუბრედ ჰყოფს. ფსალმუნნი სადაც შემუსვრილებით იგალობება, იქვეა ღმერთი ანგელოზთა თანა“(4)

,, უფალო , მომისმინე და შემიწყალე , იყავი შემწე ჩემი . შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე , ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე . ‘’ (ფს.29. 11-12 ) ; ვნახოთ სხვა ფსალმუნი : ,, წინ დადგნენ მგალობლები , უკან მემუსიკენი , შუაში – მედაირე ქალწულები . ‘’ (ფს.67.26 )

1-http://www.biblioteka3.ru/biblioteka/lopuhin/2tsarstv/txt06.html

2-იქვე

3-http://www.orthodoxy.ge/sakhli/fsalmuni.htm#sthash.6CdLOgXv.dpuf

4-http://www.orthodoxy.ge/sakhli/fsalmuni.htm#sthash.6CdLOgXv.dpuf

დავდოთ კიდევ ერთი მუხლი : ,, მთებო რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო კრავებივით ? ‘’ (ფს.113-6) ,, განადიდეთ მისი სახელი ცეკვით , დაფით და ქნარით უგალობონ მას . ‘’ (ფს.149.3),,ადიდეთ იგი დაფით და როკვით , ადიდეთ იგი ებანით და სტვირით . ‘’ (ფს.150.4)თქვენის ნებართვით ეკლესიასტესაც შევეხებით : ,, ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა .’’ (ეკლ.3-4)(ბიბლ.2001 წელი)

ახლა დიდ წინასწარმეტყველსაც მოვუსმინოთ : ,, კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები , ისრაელის ქალწულო . კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ . ‘’ (იერ.31-4)

პასუხი , ოპონენტების არგუმენტებზე ახალი აღთქმიდან

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ვახსენეთ, რომ სალომეას როკვის ეპიზოდი და განსაკუთრებით მისი წმ.იოანე ოქროპირისეული განმარტება ერთ-ერთ ყველაზე ხელჩასაჭიდ არგუმენტს წარმოადგენს პირველი პოზიციის მომხრეთათვის . ვიწყებთ ამაზე საუბარს . წმიდა იოანე წერს:,,ორმაგი დანაშაული : ჯერ ერთი იმიტომ , რომ როკავდა და მეორეც იმიტომ,რომ აამა , და იმდენად აამა,რომ ჯილდოს წილ მკვლელობა აღესრულება …’’

სალომეას საქციელი რა თქმა უნდა დანაშაულია და დანაშაულია არაერთი კუთხით . ჩვენ იმ კუთხით განვიხილოთ , რომლითაც გვაინტერესებს . (აღნიშნული აზრი თეოლოგთა შორის ხშირადაა ხოლმე განსჯის საგანი და ნამდვილად აქვს უფლება არსებობდეს . ) სახარებიდან და განმარტებლებისგან არაორაზრვნად ვიგებთ , რომ ჰეროდეს სალომეას როკვა ეამა . საინტერესოა, მას ცეკვის ქორეოგრაფიული დახვეწილობა ეამა , მისი მიმზიდველობა , სხეულის მომხიბვლელობა , ეროტიული მოქმედება , სექსუალურობა და.ა.შ. თუ ის რომ , ამას სალომეა ასრულებდა . შევეცდები უფრო მკაფიოდ ავხსნა სათქმელი. ვერსია , რომლის შესახებაც ვაპირებ ვისაუბრო საკმაოდ ხშირად ისმის თეოლოგთა წრეში(#). აი, რაში მდგომარეობს იგი . საქმე იმაშია , რომ თავად ჰეროდე ანტიპა უბრალო გლეხის შვილი იყო, რის გამოც არ შეეძლო გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი მმართველი გამხდარიყო . ხოლო ჰეროდეადა კი მაკაბელთა სამეფო სისხლის წარმომადგენელი (ანუ სალომეაც ) და მას შემდეგ რაც იგი მოსტაცა თავის ძმას , უფრო მეტი შანსი გაუჩნდა ოცნების ასრულების . ახლა ოდნავ შევცვალოთ საუბრის მიმართულება და დავფიქრდეთ, თუ საიდან უნდა ესწავლა იმ დონეზე ცეკვა სალომეას , რომ ისეთი დიდებისმოყვარე მმართველი , როგორიც ჰეროდე ანტიპა იყო , დაეყოლიებინა სამეფოს ნახევარის მიცემაზე . რა გვაძლევს ამ ეჭვის საფუძველს. საქმე იმაშია, რომ იმ დროინდელი ისრაელის წეს-ჩვეულებები მთლიანად რომანიზებული იყო , რომანიზებული იყო თვით სუფრასთან ჯდომის წესიც . (ამაზე მეტყველებს ის , რომ საიდუმლო სერობისას იესო თავის მოწაფეებთან ერთად ,,ინახით იჯდა.’’.) რომაული წესებით კი უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა არისტოკრატის მიერ შესრულებული ცეკვა . ამიტომ ისინი საერთოდ არ ასრულებდნენ აღნიშნულ ქმედებას , რადგან მას მონების და დაბალი ფენის წარმომადგენლების საქმიანობად მიიჩნევდნენ . (არა მარტო რომაული . თვით აღმოსავლური ტრადიციისგანაც აღნიშნული

#http://www.youtube.com/watch?v=95NARbaVIgU

ქმედება არ მიიჩნეოდა დადებითად . ) რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ სალომეას არ ეცოდინებოდა მაღალ დონეზე ცეკვა . მით უმეტეს ისე , რომ აგონიაში ჩაეგდო ანტიპა . ერთგვარ ნონსენსამდეც კი მივდივართ . ე.ი. სალომეამ გადაფარა ყველა იმ ოსტატი მოცეკვავის და მროკავის ქორეოგრაფიული დონე , ვი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Sep 12 2013, 11:21 PM
პოსტი #193


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ლაიქ


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2013, 11:26 PM
პოსტი #194


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203





მაშ რა ეამა სალომეასგან ? რა და ის , რომ მის წინაშე , მის საპატივსაცემოდ , მოწვეული სტუმრების და არისოკრატების დასანახად , როკავს მაკაბელთა წარმომადგენელი . სწორედ ამან ჩააგდო აგონიაში ანტიპა . აღნიშნული საქციელი სამათლიანადაც არის შეფასებული ფსიქოლოგების მიერ , როგორც ყველაზე დახვეწილად დაგეგმილი ფსიქოლოგიური დანაშაული მსოფლიოს ისტორიაში. ამან აამა მმართველი და არა ცეკვის განსაკუთრებულმა დონემ . იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მას ეს არ ეცოდინებოდა მით უმეტეს პროფესიონალურად . ამ ყოველივეს კი სალომეამ, სავარაუდოდ, დაამატა შეძლებისდაგვარად სექსუალური მოქმედებანი და საბოლოოდ მივიღეთ ცნობილი ტრაგედია . რა თქმა უნდა, აღნიშნული საქციელი უამრავი მხრივაა დანაშაული , მაგრამ განსაკუთრებით ორი მიმართულებით . იმიტომ რომ ურცხვად როკავდა და იმიტომ რომ ეს ყოველივე კარგად დაგეგმილი პროვოკაციით აამა ანტიპას .რამაც გამოიწვია მისი აგონიაში ჩაგდება . გავაგრძელოთ ამ უდიდესი მამის ეგზეგეზის განხილვა :

,, დაე ყურადღება მიაქციონ ამას იმ ასულებმა და უფრო მეტად კი გათხოვილმა ქალებმა , ვინც სხვათა ქორწილებში უარს არ ამბობენ უკადრის საქციელზე , ხტუნვაზე , ცეკვაზე და არცხვენენ საკუთარ სქესს …’’

დიდი მამა მოუწოდებს ასულებს, რომ არ ჩაიდინონ უკადრისი საქციელი . განსაკუთრებით კი აფრთხილებს გათხოვილ ქალებს , რადგან მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ არაერთი კუთხით . აღნიშნული დავალება კარგად უნდა გავითავისოთ ყველამ და უარი ვთქვათ ყოველგვარ უკადრის საქციელზე . იქნება ეს ცეკვა , ხტუნვა , სიმღერა , ჩხუბი , განკითხვა , პატრიარქისადმი ან წმიდა სინოდისადმი დაუმორჩილებლობა , თუ სხვა ვნებანი . და ავლაგმოთ ისინი არა მხოლოდ ქორწილებში , არამედ ნებისმიერ ადგილზე .

,, სადაც ცეკვაა , იქაა ეშმაკიც . ღმერთმა იმიტომ კი არ მოგვცა ფეხები , რომ უწესობისთვის გამოვიყენო , არამედ იმისთვის , რომ წესიერად ვიაროთ ; არა იმისთვის , რომ აქლემებივით ვიხტუნოთ . ( აქლემებიც , ისევე როგორც ქალები , საშინელი სანახავნი არიან , როდესაც ხტიან . ) არამედ იმისთვის , რომ ანგელოზებთან ერთად ვიდღესასწაულოთ და თუკი სხეული ესოდენ საშინელი ხდება ამგვარი უწესობით , განა სული უფრო მეტად არა ? ასე ეშმაკნი როკავენ , ასე ეშმაკის მსახურნი აცდუნებენ !…’’

აღნიშნული მუხლით წმიდა მამა ნათლად გვანახებს თუ როგორი იყო მაშინდელი წარმოდგენები .განურჩევლად ყველა მათგანი შედგებოდა გარყვნილი და ძალადობის შემცველი კომპონენტებისგან . (რაზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ სჯულისკანონის განხილვისას . ) ხოლო სადაცაა გარყვნილება , ძალადობა თუ სხვა ცოდვები , რა თქმა უნდა, იქაა ეშმაკიც . ყურად უნდა ვიღოთ დიდი მამის დავალება ყველამ და გამორჩეულად კი ქალბატონებმა . მათი ქცევიდან უნდა გამოსჭვიოდეს კდემამოსილება , სიწმინდე , თავდაჭერილობა , ღირსება და სხვა სათნოებანი . მისი უწმინდესობა , მრავალი სასულიერო პირი და პირადად მეც , ამ სათნოებებს განსაკუთრებული სისავსით ვხედავ ქართულ , არაერთ ცეკვაში .ცეკვაში , რომელშიც არც გარყვნილებაა , არც ძალადობა და არც სხვაგვარი ვნებანი . ქალბატონებმა თავისი სხეული სიწმინდეს უნდა მოახმარონ და არა აქლემებივით ხტუნვას . არა ისეთ სანახაობებს, როგორებიც გავრცელებული იყო წმიდა იოანე ოქროპირის მოღვაწეობისას და არც ისეთ უმსგავსო ქმედებებს , როგორიც დღესაა გაბატონებული ავადსახსენებელი გლობალიზაციის და აღვირახსნილობის ხანაში .

განსახილველი ბოლო მუხლი შემდეგნაირია :

,, ნუ მეტყვი , რომ როდესაც ღვინით შეხურული და მთვრალი უყურებ როკვას და ქალის ურიცხვ საუბარს ისმენ , არაფერს გრძნობ მისდამი და არ ისწრაფვი გარყვნილებისკენ , ავხორცობით ძლეული .’’

აქ , წმიდა მამა გვაძლევს იმ ძვირფას სწავლებას , რაც საკმაოდ გავრცელებულია ასკეტურ ლიტერატურაში . ქრისტიანული ეკლესია მკაფიოდ ამბობს, რომ გემოთმოყვარეობა და განსაკუთრებით მემთვრალეობა , მრავალი ცოდვის დასაბამია . განსაკუთრებით კი სიძვისა და მრუშობის . აუცილებელია, რომ თავი დავაღწიოთ სიმთვრალის მარწუხებს , რათა არ ვისწრაფოთ გარყვნილობისა და ავხორცობისკენ .

მივყვეთ მსჯელობას და განვიხილოთ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვები :

,, დაუკვირდი როგორი ურცხვობაა ! როკავს მეფის ასული და რაც უფრო დახვეწილად ცეკვავს , მით უარესად იქცევა . მართლაც სამარცხვინოა მეფისასულისათვის შეუფერებლად მოქცევა ; ისიც ბოროტი განზრახვით .’’

ნეტარი მამა ამ სიტყვებით უფრო მეტად ამყარებს ჩვენ მიერ თავში წარმოთქმულ ვარაუდებს , რომ სამარცხვინო იყო სამეფო კარისთვის ცეკვა . ეს თავის დამდაბლებას და მორჩილებას აღნიშნავდა . ჰეროდეს სტუმრების თვალწინ მაკაბელის მხრიდან თავის დამდაბლებამ და დამორჩილებამ კი რა მოიტანა შედეგად ვიცით . ერთია როდესაც ურცხვად იქცევი (არ აქვს მნიშვნელობა ცეკვავ , იცინი თუ განიკითხავდა.ა.შ. ) და მეორე , როდესაც ამ ყველაფრის უკან ავი განზრახვა გაქვს . გსურს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოიკიდო ვინმე , დააბნიო და ჩაადენინო დანაშაული . ძალიან ზუსტად გვასწავლის ამ ყოველივეს ნეტარი თეოფილაქტე .

რაც შეეხება მეორე ფრაზას : ,,სატანა ცეკვავს ქალაქში…’’ რა თქმა უნდა, არავის ექნება ილუზია, რომ ამ დროს ბოროტი ,,დავლურს’’ , ,,კინტოურს’’ თუ სხვა სახის ცეკვას ასრულებდა . აქ ალეგორიულადაა განმარტებული ის საქციელი, რაც მაშინ მიმდინარეობდა . ბოროტი ჰეროდეადას მიერ , სატანის შთაგონებით დაგეგმილ საქციელს და ამ ყველაფრის განხორციელებას ურცხვი და უღირსი სალომეას მიერ , ბევრ ეპითეტთან ერთად ,, სატანას ცეკვა’’ , ,,ეშმაკის ბედნიერება ‘’ , ,, ბოროტის სიხარული’’ და სხვანი შეგვიძლია შეგვიძლია ვუწოდოთ .

ახლა განვიხილოთ ცნობილი მკვლევრის – გრიგოლი დიაჩენკოს აზრები :

,, როკვა , ცეკვა , წვეულებებზე იუდეველთა შორის გავრცელებული ჩვეულება არ იყო ; იგი წარჩინებულ ებრაულ ოჯახებში წარმართთაგან იქნა გადაღებული … თუმცა , ზოგიერთნი წარმართი კანონმდებლებიც კრძალავდნენ ცეკვა-თამაშს წვეულებების დროს , რადგან ეს კეთილწესიერების საწინააღმდეგო ჩვეულებად მიაჩნდათ . როკვას იუდეველნიც , ასეთი წარმართნიც , ვნებათა სასწავლებლად მიიჩნევდნენ . ‘’

განმარტების ამ ნაწილში ეგზეგეტი აბსოლიტურად ეთანხმება ზემოთმოყვანილ თეოლოგთა მოსაზრებებს და უფრო მეტად ამყარებს მათ . არც რომაული , არც იუდეური , არც წარმართული ტრადიციის მიხედვით არ სწავლობდნენ და არ ასრულებდნენ სამეფო კარის წარმომადგენლები ცეკვებს . მათ მიიჩნევდნენ ზნეობრიობის , სხვისადმი დამორჩილების და ღირსების შემლახველ საქმიანობას . სწორედ აქედან იყო გამოწვეული, რომ მათ არც იცოდნენ მაღალ დონეზე ეს საქმიანობა .

,,მაგრამ ჰეროდე ავხორცობის ვნების მონა იყო და როგორც ჩანს , მას დიდად მოსწონდა ჰეროდეადას ასულის , სალომეას ეშხიანი , ავხორცობით აღსავსე როკვა . ამიტომაც , ალბათ , უკვე შეზარხოშებულმა ჰეროდემ, აღტაცებულმა ლამაზი ქალიშვილის დახელოვნებული როკვით , გადაწყვიტა…

სანამ მეინახეებს ღვინის ზარხოში და ქალიშვილის ეშხიანი როკვისგან გამოწვეული აღტაცება არ გასვლიათ… ‘’

პირველი ნაწილისგან განსხვავებით , ეგზეგეზის მეორე პუნქტში განმმარტებელსა და ზემოთჩამოთვლილ მოსაზრებებს შორის შესამჩნევი სხვაობაა . და ამბობს , რომ სალომეა დახელოვნებული მოცეკვავე იყო .(თუმცა არ ასახელებს რაზე ან ვიზე დაყრდნობით ამბობს ამას ) . მაგრამ ეს არაფერს ცვლის . მთავარი ისაა, რომ გრიგოლ დიაჩენკო არ საუბრობს ყველა სახის ცეკვების შესახებ . იგი ხაზს უსვამს, რომ სალომეას როკვა იყო ეშხიანი , გამომწვევი , ვნებიანი და ავხორცობის შემცველი . ამგვარი ქმედება კი ნებისმიერ დროში , ნებისმიერ სიტუაციაში , ნებისმიერი პიროვნების მიერ შესრულებული , არის ცოდვიანი , უარყოფითი მოვლენა და საჭიროებს დაგმობას .

მოვისმინოთ ბოლო განმარტებაც და განვიხილოთ მეუფე ზოსიმეს სიტყვები :

,, აი სადამდე შეიძლება დაბნელდეს ვნება ! იროდი პირდება ნახევარი სამეფოს მიცემს , მაგრამ რისთვის ? – უსირცხვილო ქალწულის ცეკვისთვის !’’

ნამდვილად უსირცხვილო იყო სალომეა და ამის თქმის საფუძველს არაერთი მდგომარეობა გვაძლევს . უსირცხვილო იყო იმიტომ , რომ წინასწარდაგეგმილ პროვოკაციაზე წამოაგო ჰეროდე , მოაკვლევინა უდანაშაულო პიროვნება , გამომწვევად და ავხორცულად როკავდა და.ა.შ.

როდესაც ოპონენტებს ვუსმენ , ხანდახან მგონია , რომ ცეკვას აღიქვავენ უფრო მძიმე ცოდვას , ვიდრე კაცის მოკვლას , რადგან მკვლელობა ხშირად მართლდება ხოლმე . ავიღოთ თუნდაც ეს ფაქტი : ,, დადგა ფინეზ და ლხინება ჰყო და შეერაცხა მას სიმართლედ.’’ შეგახსენებთ რომ ეს ის ეპიზოდია , როდესაც ფინეზმა შუბით განგმირა პიროვნებები . ამგვარი ფაქტის დასახელება უამრავი შეგვიძლია ბიბლიური თუ არაბიბლიური თხრობიდან , მაგრამ როგორაა საქმე როდესაც ცეკვის შესახებ ვმსჯელობთ ? როგორ და არცერთ ეპოქაში , არცერთ დროში , არცერთი სახით , არცერთი პიროვნების მიერ შესრულებული ცეკვა არ მართლდება , ყველა ცოდვიანია , ყველა დამღუპველია და ყველა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ მართლმადიდებლურ პრინციპებს . თქვენი არ ვიცი და პირადად მე არ ვემხრობი იმ აზრზს, რომ თუნდაც ქართული ( და არა მარტო ქართული ) , ტრადიციული , თავდაჭერილი და დახვეწილი ცეკვა უფრო მეტად ცოდვილი საქმიანობაა ვიდრე ღმერთის ხატისა და მსგავსი ქმნილების სიცოცხლის ხელყოფა .

იმას შემდეგ, რაც ოპონენტის არგუმენტების შესახებ ვიმსჯელეთ , ახლა ვაპირებთ სახარების ერთი მუხლის შესახებ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა .

იწყო სიტყუად იესე ერისა მის მიმართ იოვანესთვის : ,, მსგავს არიან ყმათა , უბანთა ზედა მსხდომარეთა , რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყვიედ : გისტვენდით თქუენ , და არა ჰროკევდით ; გიგოდებდით თქუენ , და არა სტიროდეთ.’’ (ლკ . 7 . 32 )ვნახოთ თუ როგორ განმარტავს მას ზემოთნახსენები ეგზეგეტი – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი : ,, იუდეველებს ჰქონდათ ერთგვარი სახის თამაში : ბავშვების დიდი რაოდენობა იყოფოდა ორ ნაწილად და თითქოსდა ცხოვრების დასაცინად , ერთნი ერთ მხარეს ტიროდნენ , ხოლო მეორენი მეორე მხარეს უკრავდნენ სალამურზე და არც დამკვრელნი ეთანხმებოდნენ მგლოვიარეთ და არც მგლოვიარენი დამკვრელთ . უფალი ფარისევლებსაც წარმოგვიდგენს რაღაც ამგვარის მოქმედად . ვინაიდან ,არც იოანესთან ერთად მწუხარებდნენ , რომელიც მგლოვიარე ცხოვრებას ეწეოდა და სინანული შემოჰქონდა და არც ბაძავდნენ მას ; არც იესოს , რომელიც სასიამოვნო ცხოვრებას უჩვენებდა , არ ემორჩილებოდნენ და არ ეთანხმებოდნენ მას , არამედ ორივესგან მოიკვეთეს საკუთარი თავი, არ აღმოუჩინეს რა თანაგრძნობა არც მგლოვიარე იოანეს , არც იესოს , უკრავდა რა და შეუნდობდა.‘’(1)

სხვისი არ ვიცი და პირადად მე ვხედავ, რომ ჩემი უფალი შედარებულია მროკველ ყრმებს . დანარჩენი თქვენთვის მომინდია . ახლა კი ვნახოთ, როგორ განმარტავს ამ ყოველივეს უდიდესი მამა – წმიდა ბასილი დიდი . წმიდანი , რომელი იოანე ოქროპირთან და გრიგოლი ღვთისმეტყველთან ერთად , ბურჯია მართლმადიდებლობისა . ,, სტვირი

1-ნეტ.თეოფილაქტე ; ლუკას სახარების განმარტება ; გვ.84 .

მუსიკალური საკრავია , რომელიც მელოდიას სულის ჩაბერვით გამოსცემს . ამიტომაც ვფიქრობ , რომ ყველა წმიდა წინასწარმეტყველს სხვაგვარად სტვირი ეწოდება , რადგანაც იგი სული წმიდისაგან მოძრაობს . ამიტომაც ითქვა : გისტვენდით თქუენ და არა ჰროკევდითო , რომ წინასწარმეტყველთა სიტყვები წმიდა წინასწარმეტყველებთან შეწყობილი მოქმედებისთვის აღგვძრავენ , რომელსაც ცეკვა ეწოდება . მაგრამ წინასწარმეტყველები დაგვტირიან კიდევაც და ჩვენც ცოდვებისაკენ მოგვიწოდებენ , რათა წინასწარმეტყველური სიტყვებისგან საკუთარი ცოდვები შევიგრძნოთ , ჩვენი წარწყმედა დავიტიროთ და ხორცი ჩვენი ჯაფითა და ტანჯვით ავლაგმოთ . ვინც საკუთარ ცოდვებს დაიტირებს , სამგლოვიარო სამოსელი უნდა შემოიხიოს და შეიმოსოს სამოსელი სიხარულისა და მოსასხამი ხსნისა , ანუ ბრწყინვალე საქორწინოსამოსელი და მისით მორთულს საქორწინო სახლიდან არ განდევნიან . (1)

ახლა წმ.იოანე ოქროპისაც მოვუსმინოთ : ,, გისტვენდით თქუენ და არა ჰროკევდით , – ანუ ჩემი ცხოვრების წესი არ იყო მკაცრი , თქვენ კი არ დამემორჩილეთ მე ; ‘’ დიდი მამა , ამ შემთხვევაში , ცეკვას განიხილავს როგორც ჩველებრივ , ცხოვრებისეულ ,მსუბუქ საქმიანობად და არა ,, საყოველთაოდ დამღუპველ ცოდვად. ‘’(2)

არც ახლა შემიძლია ვთქვა, თუ რას ფიქრობს ამ სიტყვების მკითხველი , მე კი თვალნათლივ ვხედავ რომ წმიდა წინასწარმეტყველებასთან შეწყობილ მოქმედებას ცეკვა ეწოდება და ამას ვამბობ არა მე , არამედ ბიბლია , კიდევ ერთხელ კი იმეორებს წმიდა ბასილი დიდი . მეეჭვება რომ ჩემი უფალი , წმიდა წინასწარმეტყველები და მათთან შეწყობილი ქმედებები ბიბლიისა და ბასილი დიდისათვის , შედარებული იყოს მართლმადიდებლობის პრინციპებისთვის საწინააღმდეგო საქმიანობასთან , რომელიც ცოდვაა - ყველა დროში , ყველა ფორმით და ყველას მიერ შესრულებული .

პასუხი , ოპონენტების არგუმენტებზე სჯულისკანონიდან

პირველ ნაწილში , ამ საკითხზე საუბარი ტრულის განჩინებებთ დავიწყეთ . პასუხის გაცემასაც ამ კრების დადგენილებების განხილვით დავიწყებთ და თანმიმდევრულად მივყვებით მას .

,, სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს იპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება . თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილზე , იგი უნდა გაეცალოს იქაურობას , როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა , ანუ თამაშობანი , ვინაიდნ ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება . ‘’ (ტრული. 24 )

ამ განჩინებიდანკონკრეტულად ცეკვის შესახებ არანაირი აკრძალვა არაა , მაგრამ ვინმემ შეიძლება გარკვეული პარალელი გაავლოს. ამიტომ არ დავიზარებ და ორიოდე

1-წმიდა ბასილი დიდი ; ფსალმუნთა განმარტებანი ; გვ59 .

2-წმ.იოანე ოქროპირი ; განმარტება სახარებისათვს წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ; გვ.334

სიტყვით შევეხები მას . როგორც განმმარტებლები გადმოგვცემენ ცხენების სრბოლა არაადამიანური იყო და მაყურებელსი მხეცურ , სისხლისმსმელ , მშფოთვარე და საზიზღარ ინსტინქტებს აღვიძებდა . ეს რაც შეეხება ცხენების სრბოლას , ახლა ვთქვათ თეატრალური წარმოდგენების აკრძალვის შესახებ . საინტერესოა, ყველა სახის თეატრალურ წარმოდგენას კრძალავდნენ ტრულის კრების მონაწილე მამები , თუ რაიმე სპეციფიკურ

მოვლენასთან გვაქვს საქმე ? იმდროინდელი ტრაგედიების შესახებ , რომლებიც თეატრებში იდგმებოდა წმიდა კვიპრიანე კართაგენელის აზრით – ,, იქ სხვაარაფერი ხდებოდა , ,, თუ არა გამეორება ძველი მაგალითებისა მამისმკვლელობისა და სიძვის შესახებ , რათა დროთა განმავლობაში დავიწყებას არ მისცემოდა ძველი ბოროტება . ‘’(1) ვფიქრობ, მამათა კანონი არცაა საჭირო იმის დასაგმობად, რაც ხდებოდა მაშინდელ თეატრალურ სანახაობებში და არც იმისთვის, რომ ნებისმიერი ქრისტიანისთვის მიუღებელი , დასაგმობი და საძაგელი იყოს კვლა და სიძვა , ანუ ის , რაც წმიდა კვიპრიანეს აზრით ხდებოდა მაშინდელ თეატრებში უკლებლივ . ამ შინაარსის აზრზს ამბობს ეპისკოპოსი ნიკოდიმის მილაში : ,, ყველა ამ თამაშის ამოცანას შეადგენდა , რომ მაყურებლისთვის წარმოედგინა რაც კი რამ უზნეო იყო , რასაც შეეძლო გამოეწვია უმეტესად საზიზღარი სიბილწე , რომ ამ გზით ახალგაზრდობა ყველაზე დახვეწილ გარყვნილობას ტკბობით სიამოვნებისთვის მიეჩვიათ . მსგავსი თამაშები და თეატრები ეკლესიას , ცხადია საბოლოოდ უნდა აეკრძალა და არა მხოლოდ სასულიერო პირისთვის , არამედ მართლმორწმუნე ერისთვისაც .’’(2)

კიდევ გავმეორდები თქვენის ნებართვით . მართალია, ამ კრების კანონებით უშუალოდ ცეკვა არც დაგმობილია და არც მიუღებელ საქმიანობად არაა მიჩნეული , მაგრამ თუკი ვინმეს გაუჩნდება სურვილი რომ , რაიმე სახით დაუკავშირდეს აღნიშნული განჩინება , ცეკვის აკრძალვას . მე მგონი ნათელი უნდა იყოს მისთვის, თუ რას კრძალავდნენ და რის შესახებ საუბრობდნენ ტრულის კრების მონაწილე მამები .

გავაგრძელოთ განხილვა : ,, წმინდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობას , სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას . ხოლო თუ ვინმე დაარღვევს კანონს , თუ სასულიერო პირი იქნება განიკვეთოს , ხოლო თუ ერისკაცი – უზიარებელ იყოს .‘’(ტრული.51)

რაც შეეხება ზემოთაღნიშნული კრების 51- კანონს . შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული განჩინება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელჩასაჭიდი არგუმენტია (თუ ყველაზე ხელჩასაჭიდი არა ) , იმ პიროვნებისთვის ვინც ცეკვის , როკვის ყოველგვარი სახეობისა და ნებისმიერ პერიოდში აკრძალვის მომხრეა . ნათლად ხედავთ, რომ სხვებისგან განსხვავებით აქ კონკრეტულადაა ნახსენები აკრძალვა . ერთად ვნახოთ, თუ რამ უბიძგათ ტრულში შეკრებილ მამებს , აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება . სანამ განმმარტებლებს მოვუსმენდეთ , საჭიროდ მიმაჩნია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ გავამახვილო ყურადღება . ნიკოდიმის მილაში , ზონარა , არისტინე და

1–მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები მილაში ტ.I – ; გვ.471

2-იქვე

ბალსამონი , აღნიშნული განჩინების შესახებ საუბრისას ყურადღებას მის პირველ ნაწილზე ამახვილებენ . საუბრობენ სახუმარო სანახაობების და ნადირობის შესახებ , ხოლო ცეკვის შესახებ მსჯელობას ან საერთოდ გვერდს უვლიან აღნიშნულ თემას , ანაც ზერელედ შეეხებიან მას . ვფიქრობ, იმიტომ , რომ არ მიაჩნიათ იმდენად მნიშვნელოვნად , რომ ცალკეული და ფართო მსჯელობა დაიწყონ მის შესახებ . თუმცა სჯობს , ვარაუდებს თავი დავანებოთ და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ . ამ მუხლზე საუბრის დროსაც ძირითადად ნიკოდიმის მილაშს მოვიშველიებ. ჯერ გაგაცნობთ თუ რის შესახებაა საუბარი პირველ ნაწილში : ,, მხეცური სახილველები იმაში მდგომარეობდა რომ დიდ ქალაქებში განზრახ ზრდიდნენ სხვადასხვა მხეცებს – ლომებს და დათვებს , განსაზღვრულ დროს კი ისინი გამოჰყავდათ რომელიმე მოედანზე და ხარების წინააღმდეგ მიმართავდნენ , ზოგჯერ კი ადამიანების – ტყვეების ან მსჯავრდებულების – წინააღმდეგაც და ეს მაყურებლისათვის გასართობს წარმოადგენდა . ამ წარმოდგენებს კანონი კრძალავს , რადგანაც ამხილებს მაყურებელთა სისასტიკეს , რომლებიც მოყვასთა უბედურებით ტკბებიან . ‘’ (1)

ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი სანახაობა ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში მიუღებელი უნდა იყოს ქრისტიანისთვის და რაც შეიძლება , თავი შორს უნდა დაიჭიროს მისგან .

ახლა რაც შეეხება ცეკვას . იგივე განმმარტებელი აღნიშნავს , რომ აღნიშნული განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა ის, რომ ამგვარი სანახაობა იყო უწესობა , გარყვნილების პროპაგანდა და უზნეობა – ,, განსაკუთრებით , თუ ქალები მონაწილეობენ , რამეთუ ამით მაყურებლებშიც ვნება და ჟინი აღიძვრება . ‘’ (1)

დამეთანხმებით, რომ სრულიად ლოგიკურია ამგვარი შინაარსის დადგენილების გამოტანა მეშვიდე საუკუნის მამების მიერ . რადგან წმიდა კვიპრიანეს , სხვა ისტორიკოსების თუ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით , იმ პერიოდში უკლებლივ ყოველ სანახაობაში გამოსჭვიოდა გარყვნილების და ძალადობის ელემენტები , რასაც გმობდნენ , გმობენ და მომავალშიც დაგმობენ ეკლესიის მამები .

იგივე შინაარსის მატარებელია ზონარას განმარტებაც : ,, исполняют ли их мужчины, неприлично вертясь и бесчинствуя во время пляски, или женщины, вызывая зрителей к невоздержанию.А не соблюдающих этого правила…’’ (2)

აღარ გავაგრძელებთ ამ საკითხზე განხილვას . ჩვენი მიზანი ნამდვილად არაა ერთი და იმავე აზრის განმეორება . ერთმნიშვნეოვანია , რომ ეკლესია უშეღავათოდ კრძალავს ყოველგვარ უწესობას . არ აქვს მნიშვნელობა იგი სცენაზე გამოვლინდება , სახლში , ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე და რადგან ტრულის კრების დროს , სასცენო წარმოდგენებსა თუ ცეკვებში მხოლოდ ამგვარი უზნეობა და უწესობ იყო გამეფებული , არ 1მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; მილაში I – ; გვ. 498 .

2-http://agioskanon.ru/vsobor/006_r51.htm

უნდა გვიკვირდეს თუკი ამგვარი აკრძალვა მოყვება მას . უფრო მეტიც , რომ არ ავკრძალოთ , სწორედ ის იქნება გასაკვირი , რადგან ეკლესია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მუდამ შეეწინააღმდეგება უწესობას , უზნეობას , გარყვნილებას და სხვა მანკიერებებს .

გავაგრძელოთ განხილვა : ,, ქრისტეს აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე მთელ იმ შვიდ დღეს მორწმუნეები წმინდა ეკლესიაში უნდა იყვნენ ფსალმუნებით და გალობით და სულიერი ქებით გამხიარულებულნი ქრისტეს მიერ და ასე დღესასწაულობენ . იკითხონ საღვთო წერილი და შვებას მიეცნენ უხრწნელი საიდუმლოს ზიარებით , რომ ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ამაღლებულნი იყვნენ . ამ დღეებში ნურც ცხენთა შეჯიბრება და თეატრონი , ნურც სხვა რაიმე საერო სანახაობა და განცხრომა იქნება . ‘’ (ტრული.66)

აღნიშნული კრების ბოლო განჩინება , რომელიც ოპონენტმა შეიძლება გამოიყენოს არის 66 – ე კანონი . არც მისგან გამომდინარეობს რაიმე სახის აკრძალვა ცეკვასთან დაკავშირებით , მაგრამ ვინმემ შეიძლება გამოიყენოს ,,როკვის ასაკრძალად ‘’ . ვფიქრობ არცაა

საჭირო ზონარას , ბალსამონის , მილაშის , არისტინეს ან სხვათა განმარტების მოყვანა . ყველა ქრისტიანი ისედაც უნდა ცდილობდეს კანონში მოყვანილი პერიოდის მანძილზე რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს ტაძარში და თუკი იქ ცხენების ჯირითის , ან სხვა გასართობი სანახაობის გამო არ მიდის , უნდა გავაფრთხილოთ რომ მომავალში ამგვარი დაუფიქრებელი და გაუმართლებელი ქმედება არ ჩაიდინოს , რადგან იგი მიუღებელია მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის .

მსოფლიო კრების განხილვის შემდეგ , ადგილობრივების შესახებ ვისაუბროთ .

,,ქორწილში მისულმა ქრისტიანებმა არ უნდა იხმაურონ და იცეკვონ , არამედ პატიოსნად უნდა ისხდნენ სუფრასთან და ივახშმონ და ისამხარონ , როგორც შეეფერება ქრისტიანს . ‘’ ( ლაოდ . 53 )

აღნიშნული კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმის მილაში იფარგლება მხოლოდ , ტრულის 24-ე და ლაოდიკიის 54-ე კანონთა დასახელებით . ჩამოთვლილთაგან პირველის შესახებ უკვე ვისაუბრეთ , ვნახოთ თუ რა წერია 54-ე კანონში და შემდეგ კი ვნახოთ ის , თუ როგორ განიმარტება იგი ეპისკოპოსისგან .

,, მღვდლებმა ან საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაზე წარმოდგენილ სანახაობებს , არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები , უნდა ადგნენ და წავიდნენ . ‘’ (ლაოდ . 54 )

მხოლოდ განჩინების წაკითხვაც საკმარისია იმ განსხვავებების დასანახად , რაც მაშინდელ და დღევანდელ ქორწილებს შორის არის . (რა თქმა უნდა ზომიერ და წესიერ ,, ნადიმებს’’ ვგულისხმობ ) . თუმცა , კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს , შემოგთავაზებთ მის განმარტებას : ,,მხევდელობაში იღებენ რა ქორწინების სიწმინდეს , ეს კანონები (53 -ე და 54-ე) მოითხოვენ , რომ ქრისტიანული ქორწინებები ტარდებოდეს კდემითა და მოკრძალებით , ამიტომ უკრძალავენ როგორც სასულიერო პირებს , ისე ერისკაცებსაც ისეთ ქორწილებში მონაწილეობის მიღებას , სადაც ისეთი რამეები ხდება , რაც ჩვეულებრივ , მხოლოდ წარმართებს ახასიათებთ . ‘’ (1)

ქვემოთ უფრო დიდ დროს დავუთმობთ წარმართული ღირსება-უღირსებების შესახებ ეკლესიის მამათა სწავლებას , იქამდე კი კვლავ განვმეორდებით, რომ ,,შეუიარაღებელი თვალითაც ‘’ ადვილად ჩანს განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ ქორწილებს შორის . ხოლო თუკი დღესაც ვინმე , შემოიყვანს დაქირავებულ მოცეკვავეებს , რომლებიც გამომწვევად მოიქცვიან , ცოდვისკენ აღაგზნებენ იქ მყოფთ და მრუშობის ვნებისკენ უბიძგებენ მათ , რა თქმა უნდა , როგორც ლაოდიკიაში შეკრებილი მამები გადმოგვცემენ ან საერთოდ არ უნდა მივიდეთ იქ , ან თუკი მივალთ , ამგვარი უმსგავსო პიროვნებების შემოსვლამდე და უწესო წარმოდგენის დაწყებამდე უნდა განვეშოროთ მას .

გავაგრძელოთ მსჯელობა და გადავიდეთ კართაგენის ადგილობრივი კრების განჩინებების შესახებ : ,, … მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ , ნურც სანახავად წავლენ . ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის , რომ სადაც გმობა იყოს , იქ არ უნდა მივიდნენ.‘’(კართ.15)

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის წაკითხვისას არსად ფიგურირებს ცეკვის შესახებ რაიმე სახის შეზღუდვა , (არათუ საერთოდ აკრძალვა ) მცირედით მაინც შევეხებით მას . ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით მათ და მიგვაჩნია რომ , ნებისმიერი საერო , სამარცხვინო საქმიანობას , არათუ მღვდლის შვილი , არამედ მართლმორწმუნეც არ უნდა დაესწროს , მით უმეტეს რომ , როგორც ნიკოდიმის მილაში გადმოგვცემს , ამგვარ ადგილებში ხშირად იყო წარმართული სანახაობანი და უფრო მეტიც ღმერთის გმობაც : ( ეს კანონი ) ,, ყველა ერთგულ მორწმუნეს ურჩევს არ გამოჩნდნენ ისეთ ადგილებში , სადაც ღვთის გმობას აქვს ადგილი.‘’(2)

გავაგრძელოთ ადგილობრივი კრების კანონების განხილვა . გადავიდეთ 45-ე განჩინებაზე : ,, … თუ მომღერლებმა , მსახიობებმა და სხვა ასეთი სახის პირებმა , როგორც განდგომილებმა , მოინანიონ და ღვთის მადლით მოიქცენ , მათ ნუ ეტყვიან უარს შეწყალებაზე . ‘’ (კართ.45)

აი რას წერს მის შესახებ ნიკოდიმის მილაში : ,, მსახიობები და ტაკიმასხარები ამ კანონში გათანაბრებულნი არიან ქრისტეს სარწმუნოებიდან განდგომილებთან . რა თქმა უნდა , აქ მსახიობები და კომიკოსები იგულისხმება , რომლებიც კანონში აღწერილ ქმედებებს წარმოაჩენენ სხვადასხვა სცენაზე და რომელთა შესახებაც საუბარია ტრულის კრების 24-ე და 51-ე კანონების განმარტებებში . ‘’(3)

1- მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; მილაში ტ II . – ; გვ. 99 – 100 .

2-მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; მილაში ტ II . – ; გვ.143 .

3 -მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; მილაში ტ II . – ; გვ.172 .

კონკრეტულად ცეკვის და მოცეკვავეთა შესახებ არც ამ განჩინებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ , მაგრამ თუ ოპონენტები მათ მოიხმობენ გარკვევით ვუპასუხებთ, რომ ეკლესიის კანონთა განმარტებებში შავით თეთრზე წერია, რომ აქ ყველა სახის , ყველა ფორმით , ყველას მიერ შესრულებულ ქმედებების შესახებ კი არაა საუბარი , არამედ , გარკვეული პროფესიის მანკიერი გამოვლინებების შესახებ კონკრეტულ პერიოდში .

თქვენის ნებართვით შევეხები ამავე კრების 63 – ე კანონს :

,, ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ , თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი .

უნდა ვითხოვოთ ისიც , რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრები გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისაგან განთავისუფლდება , არავინ უნდა აიძულოს ის , რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას . ‘’(კართ.63)

აქაც არაა საუბარი კონკრეტულად ცეკვის და მოცეკვავეების შესახებ . თუკი წინა კანონებში საუბარი იყო იმ მსახიობების შესახებ , რომლებიც ქრისტიანები იყვნენ და შემდეგ ჩავარდნენ ცოდვილ მდგომარეობაში . ამ კანონში აღწერილი საკითხი კი ეხება იმ მსახიობებს , რომლებიცქრისტიანები არ იყვნენ და სურთ მართალ რწმენას ეზიარონ . მაინც რა საჭიროა ამგვარი გამოყოფა ? ისეთ საკითხთან ხომ არა გვაქვს შეხება , რომელიც განსხვავდება დღევანდელი ქმედებებისგან იმ პროფესიის წარმომადგენელთაგანრომლებსა
შეიძლება იგივე სახელი ეწოდებათ რაც საუკუნეების წინ ? ამაზე პასუხს ნიკოდიმის მილაში გვაძლევს : ,, მსახიობების სამსახური , გარკვეულწილად მუდმივი იყო და ვინც ერთხელ მათ რიგებში ჩაეწერებოდა , თააურიდებლად ბოლომდე უნდა ემსახურა , რადგან მაშინდელ სამოქალაქო კანონმდებლობაში , ვინც თავის დროზე სამსახურში არ გამოცხადდებოდა ისჯებოდა . კართაგენელი მამები ამ კანონით შეახსენებენ თავიანთ დელეგატებს , იშუამდგომლონ იმპერატორის წინაშე ისეთი კანონის გამოსაცემად , რომელიც აკრძალავდა იმ პირების თეატრალური მსახურების იძულებას რომლებიც ქრისტიანობისკენ მოიქცნენ . ‘’ (1)

მგონი ყველაფერი ნათელია და არც საჭიროებს ჩვენს კომენტარს . თუმცა მაინც დავძენთ, რომ აქ ცალკეულ პროფესიას არ აქვს არავითარი დაბრკოლება . აქ საუბარია იმაზე, რომ ,იმპერატორს უფლება მიეცა ქრისტიანებისთვის , არ შეესრულებინათ მათთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა , (სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა . ამ შემთხვევაში – მსახიობობა ) და ნება დაერთო გამხდარიყვნენ ქრისტიანები , ელოცათ ტაძარში , დასწრებოდნენ მსახურებებს , მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საეკლესიო პროცესებში და.ა.შ. დღევანდელი მიმართულებიდან რომ შევხედოთ , კართაგენელი მამები სთხოვენ იმპერატორს , რომ ქრისტიანები არ დასაჯოს ,, კონტრაქტის დარღვევის გამო . ‘’

1 – მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; მილაში ტ II . – ; გვ. 192 .

პასუხი სხვა არგუმენტებზე
<br


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2013, 11:41 PM
პოსტი #195


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პასუხი სხვა არგუმენტებზე

წმიდა წერილისა და სჯულისკანონის განხილვის შემდეგ ეკლესიის მამების სწავლებებზე გადავალთ . შეგახსენებთ თუ რას წერს ეფრემ ასური :

,, ცეკვა , ეშმაკის დღესასწაულია . ‘’

,,განვეშორები დაცინვას, საკრავებზე დაკვრას, საეშმაკო სიმღერებს, როკვას, სანახაობებს…’’

თავშიც ვახსენე, რომ ამ სწავლების პირველი ნაწილის არც ავთენტურობის და არც ადგილ მდებარეობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია , თუმცა მეორე ნაწილს განვიხილავ და ეს ავტომატურად გამოიწვევს პირველის შესახებ მსჯელობასაც . მერამდენედ გვიწევს გამეორება, რომ ამ საკითხზე საუბრისას არამც და არამც არ უნდა ვიმსჯელოთ ბრმად . ჩვენი ქმედებები არ უნდა ჰგავდნენ ულტრაკონსერვატორების მიერ აქა-იქ ამოგლეჯილი და ამოკბეჩილი სიტყვების რახა-რუხს . უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვინ ამბობს ამ სიტყვებს: სად, როგორ, რომელ დროში და.ა.შ. თუ გადავავლებთ თვალს წმიდა მამის – ეფრემ ასურის დროინდელ ( ან მის შემდგომ , რამდენიმე საუკუნის შესახებ ) დაწერილ ისტორიულ კვლევებს , ნათელი გახდება თუ რა სიტუაციაში უწევდა ცხოვრება ამ დიდ მამას და მის დროინდელ წმიდანებს . ამ დროს საკრავებზე დაკვრით ხშირად იხმობდნენ ხოლმე უწმინდურ ძალებს , მღეროდნენ უზნეო და საეშმაკო სიმღერებს , როკვის ელემენტები გაჯერებული იყო სიბილწისა და გარყვნილობის შემცველი , ვნების აღმძვრელი კომპონენტებით , სანახაობებიდან გამოსჭვიოდა მრუშობა , ძალადობა , ქილიკი . ყოველგვარ ამას კი ვალდებულნი ვართ განვეშოროთ . (საერთოდ რომ არ გვაძლევდეს ამის შესახებ სწავლებას ეფრემ ასური ) , მიუხედავად იმისა, თუ რომელ დროში და როგორ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება . ხოლო ის, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ საცეკვაო (ამ შემთხვევაში მხოლოდ ამას განვიხილავთ ) სანახაობებს შორის , შეგვიძლია მოვისმინოთ მისი უწმინდესობის მხრიდან : ,, იქ (უცხოეთში გ.ლ.) მცხოვრებ ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა ინახავს. თქვენ თავად ხედავთ თუ როგორ ჭარბად იგრძნობა ქართული სული ქართულ სიმღერაში, ქართულ გალობაში, ქართულ ცეკვაში, – განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს, ბავშვების მიერ შესრულებულ ქართულ ცეკვაში. ქართულ ხასიათში ვლინდება ასევე ქართველი კაცის მებრძოლი სული. აი, ეს მებრ-ძოლი სული უნდა შევინარჩუნოთ. ‘’ (1 ) სხვისი არ ვიცი , მაგრამ ჩემი პატრიარქი , ( პიროვნება რომელიც სიბრძნის ეტალონადაცაა მიჩნეული ) თუკი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე , ვერ ანსხვავებს ქართულ სულს , ეროვნულ თვითშეგნებას , ვაჟკაცობას და მამულიშვილური თვითმყოფადობის სხვა უმნიშვნელოვანეს ელემენტებს – მრუშობისგან , სიბილწისგან , უზნეობისგან , დამღუპველი ქმედებისგან , ერესისგან (სხვას ვერაფერს ვუწოდებ ეკლესიის მამათა სწალების უგულვებელყოფას) , მაშინ გამოდის რომ ჩემი პატრიარქი ბრძენი , დინჯი და ეროვნული კი არა , სიბილწისადმი ხელშემწყობი ,

1-http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/2005/02-10-2005.htm#sthash.DmV2Ok4H.dpuf

გარყვნილების პროპაგანდის წამომწყები , ერესის მქადაგებელი და ცდომილებაში მყოფი ყოფილა . მე ის ვიცი დანამდვილებით რომ , ამგვარი პატრიარქი არ მყავს და თუკი ვინმეს ჰყავს , მანვე მოუაროს !

ეფრემ ასურის შემდეგ , კლარჯული მრავალთავს გადავხედოთ და გავიხსენოთ თუ რას ამბობს ევსები ეპისკოპოსი :

,, ხოლო რომელნი – იგი მოვიდიან თეატრონსა , რაი – მე იხილიან ? შესხმანი დევთანი და ხმანი და ოხრანი საეშმაკონი , ტყუელვანი დაცემისანი , დედათა როკვანი ვითარცა მკუნესარენი რაი არიან როკვანი იგი დედანი , ანუ თუ ტყუელვანი , გინა თუ შეშპრობანი ? არამედ ყოველნი სიბოროტენი დევნი არიან … ‘’

ჩვენს ნაშრომში არაერთხელ ხაზგასმულ საკითხს , აქ კიდევ ერთხელ ადასტურებს

ევსები ეპისკოპოსი . ის ხაზგასმით ამბობს რომ მაშინდელ თეატრებში და წარმოდგენებში სხვა არაფერი იყო თუ არასაეშმაკო ქმედებები , ცოდვით დაცემული ბუნების ზეიმი , ქალების უწესო როკვები . ეს ყოველივე კი სხვა არაფერია, თუ არა უფლის მცნებებისადმი საწინააღმდეგო ქმედება , რომელსაც გმობს ეკლესია ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში .

გავაგრძელოთ განხილვა :

,, იხილეღა , რასა იგი იქმან : რომელი – იგი როკავნ , განიშიშულს თავი თვისი ურცხვინოდ და ხრინ თავსა , რომელსა იგი ამცნებს და განაკრძალებს წმიდა მოციქული პავლე და იტყვის : ,, არა ჯერ არს დედაკაცისა თავდაუბურველობა . ‘’ ხოლო ამათ განიდრიკნიან ქედნი მათნი და მიმოიყრიედ მხართა იქცევედ და იდრეკედ ასოთა , ვითარცა დახსნილთა და თეძოთა , ხლდებიედ და რბიედ , რამეთუ ესრევე სახედ იქმან ეშმაკეულნი…’’

აღნიშნულ მონაკვეთში ეპისკოპოსი უფრო ნათლად და კონკრეტულად წარმოგვდგენს იმდროინდელი როკვების შედგენილობასა და კომპოზიციებს . იგი ამბობს, რომ ქალები , თავდაუბურველად და უწესოდ როკავდნენ და ასახელებს პავლე მოციქულის სიტყვებს , რომელიც ამგვარ ქმედებას გმობს . ქართული ცეკვა კი იმითაცაა უნიკალური, რომ ქართველი ქალი მუდამ თავდაბურვილია იქ . ანუ ისე , როგორც ამას წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის , ანუ ისე , როგორც ამ სწავლებას ევსები ეპისკოპოსი , თუ ეკლესიის სხვა მამები გადმოგვცემენ . ვნახოთ, თუ რა სწავლებაა მოღვაწის სიტყვებში ჩამოთვლილთა გარდა :

ხოლო აწ კმა იყვნენ ჩუენდა ექუსთა მათ დღეთა სიბორძილისა საქმენი , მოიცალე და დასცხერ დღესა მას კურიაკესა ბოროტსა საქმეთაგან …

აწ ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა . ნუ სიმღერითა , მთვრალობითა , ნუცა როკვითა და ფანდურითა , ნუცა შუშპრობითა და ძნობითა არამედ გალობითა ახლითა და შესხმითა სულიერითა …

ამისთვისცა ნუ შეურაცხ-ჰყოფ შენ დღესა საუფლოსა , ეკლესიად ლოცვად მიისწრაფე რამეთუ ესე დღელოცვისთვის მოგეცა შენ . ‘’

აქ უკვე უფრო მკაფიოდ ავლენს ევსები თავისი სიტყვები შინაარსს . როგორც ირკვევა , იმის გარდა, რომ მაშინდელი სანახაობანი სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა გარყვნილობის პროპაგანდას და ძალადობას , აგრეთვე ისინი იმართებოდნენ კვირა დღეს . ე.ი. იმ დღეს , როდესაც მორწმუნე უფლის მცნებისდა მიხედვით , აუცილებლად ტაძარში უნდა იმყოფებოდეს . რა თქმა უნდა, ვეთანხმებით მამის აღნიშნულ სწავლებას და კიდევ ერთხელ ვამბობთ , რომ ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან ვიცით , კვირის მეშვიდე დღე აუცილებლად უნდა მივუძღვნათ უფალს და გადავდოთ გვერდზე სხვა საქმეები , მით უმეტეს ისეთი საქმეები , რომლებიც ძალადობის და ვნებათა სხვა ელემენტების შემცველნი არიან .

შემდეგი მამა , რომელსაც განვიხილავთ , გახლავთ ტიხონ ზადონელი იგი წერს :

,,იქ ყველა ცოდვილს წარმოუდგება თავისი ცოდვები … ნადიმები , ღრეობები , მეჯლისები , ოპერები , მასკარადები , ცეკვები , ბანქოს თამაშობები , ძაღლით ნადირობები , სხვა გასართობები . ‘’

როდესაც ტიხონ ზადონელის შესახებ ვისაუბრებთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ახლოწარსულში მოღვაწეობდა . რაც იმას ნიშნავს, რომ თავში გამოყენებული არგუმენტი , ,, პირველ საუკუნეებში ჩატარებული ცეკვა-სანახაობანი სხვა არაფერი იყო თუ არა ძალადობის და გარყვნილების პროპაგანდა’’ , უხეშად რომ ვთქვათ ,,არ გამოგვადგება . ‘’ ამიტომ სხვა გზას გამოვნახავთ . აი, რას წერს ხელოვანების შესახებ ტიხონ ზადონელზე თანამედროვე მოღვაწე და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერახცილი – არქიმანდრიტი გაბრიელი , (აღმსარებელი და სალოსი) :,, მსახიობობა ეს ღვთის ტანალტია . შენ კი სხვის ტალანტს კი არ უნდა შეეხო . რამდენი გამორჩეული მსახიობია ! თუ მოგეცა ღვთისაგან ეს ნიჭი , მაშინ უნდა ეცადო , ამ ტალანტთ უფალთან მიიყვანო ხალხი და არა გართობის მიზნით . ‘’(1)

რეზიუმესავთ გავაკეთებ და ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში თუ სად სჩადიოდა ცოდვებს ცოდვილი . ნადიმებზე , ღრეობებზე , მეჯლისებზე ,ოპერებზე , მასკარადებზე , ცეკვებზე , ბანქოს თამაშობებზე , ძაღლით ნადირობებზე თუ სხვა გასართობებზე . აღნიშნული ცოდვები მას აუცილებლად მოეკითხება იქ . მაგრამ თუკი პიროვნებამ ესა თუ ის ნიჭი (არ აქვს მნიშვნელობა მსახიობობა თუ სხვა სახის) ვინმეს მოსაქევად გამოიყენა, თავად ზნეობრივად იქცეოდა , სხვა კი უფალთან მიიყვანა , რა თქმა უნდა დასაფასებელია .

ოპონენტების მხრიდან , შემდეგი არგუმენტი შეიძლება იყოს ნიკოდიმოს მთაწმინდელი . ვნახოთ თუ რაში მდგომარეობს ამ სწავლების არსი : ,, საერთოდ კი ერიდე ცეკვებს, დღესასწაულებს, ქეიფებს, კამათს, ჩხუბს, უქმადმეტყველებას და სხვა შეუფერებელ და ბილწ საქმეთ, რაც უყვარს უგუნურ სოფელს და რასაც კრძალავას საღვთო სჯული. ‘’

1-http://church.ge/index.php?showtopic=5438&st=160

დავიწყოთ იმით, რომ მთაწმინდელი მამა საუბარს იწყებს რჩევით - ,, ერიდე ‘’ , ე.ი. კი არ მოითხოვს სრულ დაგმობას , , დამხობას , განდევნას და.ა.შ. უბრალოდ გვირჩევს მორიდებას. მაგრამ ეს გადავდოთ გვერდზე და უფრო მნიშვნელოვანს მივუბრუნდეთ . ნიკოდიმოსი საუბრობს ცეკვისგან განრიდების შესახებ , მაგრამ არ აკონკრეტებს თუ რომელი ცეკვის , სად , როგორ და.ა.შ. საინტერესოა თუ რატომ . გავაგრძელოთ კითხვა . იგი გვირჩევს დღესასწაულებიდან მორიდებას , მაგრამ არც აქ აკონკრეტებს თუ რომელ დღესასწაულებს გულისხმობს . თუკი ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველანაირი ცეკვის აკრძალვას მოითხოვს მამა , მაშინ აქაც უნდა მივიჩნიოთ რომ ყველანაირი დღესასწაულის წინააღმდეგიც ყოფილა იგი . (მიუხედავად იმისა ეს დღესასწაული საეროა თუ საეკლესიო ) . მთაწმინდელი მოღვაწე გვირჩევს კამათისგან განრიდებას , ისევე როგორც ცეკვისგან და დღესასწაულებისგან , მაგრამ არც აქ აკონკრეტებს თუ როგორ და რომელ კამათს გულისხმობს და თუ ჩვენ კამათის ყველა სახეს უგულვებელვყოფთ , მაშინ აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი აპოლოგეტთა მთელს ეპოქაზე . ხაზი უნდა გადავუსვათ ისეთ მოღვაწეთა ღვაწლს , როგორებც იყვნენ : არისტიდე ათენელი , იუსტონ პელაიელი , წმ.იუსტინიანე მარტვილი ფილოდოფოსი და.ა.შ. (ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ აპოლოგეტთა ეპოქას , მე-2 საუკუნეს ) , თორემ მათ გარდა , უკლებლივ ყველა ეპოქაში ქრისტიანობას ჰყავდა და ჰყავს თავისი აპოლოგეტები , ხალხი რომლებიც მზად არიან რომ კამათის , ლოგიკური მსჯელობის , სილოგისტური დასაბუთებით , თუ სხვა ხერხების მიხედვით დაიცვან უცდომელი მრწამსი და მოაქციონ შეცდომილი პიროვნება . დამეთანხმებთ, რომ თუ მათ გადავუსვამთ ხაზს , მაშინ აუცილებლად ჩიხში შევალთ . აბა სადაა გამოსავალი ? გამოსავალი ისაა, რომ ბუკვალურად კი არ გავიგოთ ამა თუ იმ მამის სიტყვები , არამედ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით . ვფიქრობ, ორი აზრი არაა საჭირო, რომ ათონელი მოღვაწე ყველა სახის დღესასწაულიდან განრიდებას კი არ გვთხოვს , არამედ მხოლოდ ცოდვილ , ვნებიან და უღირსების შემცველებისგან , თორემ საეკლესიო დღესასწაულებს , არათუ უნდა განვერიდოთ , არამედ აქტიურად მივიღოთ მასში მონაწილეობა უფლის საიდუმლოებების სახით . ასევე უნდა მოვიქცეთ კამათის დროსაც . ჩვენ არათუ ჭეშმარიტების კამათით დაცვის საშუალება უნდა უგულვებელვყოთ , არამედ აქტიურად გამოვიყენოთ იგი . უარი უნდა ვთქვათ მხოლოდ მაშინ , როდესაც აზრი არ აქვს ამას . სწორედ ამგვარად უნდა მოვიქცეთ ცეკვის შესახებ მსჯელობის დროსაც . უნდა განვერიდოთ მას , როდესაც ცეკვა შეიცავს – ,, შეუფერებელ და ბილწ საქმეთ . ‘’სწორედ ამას გვასწავლის მთაწმინდელი მამა- ნიკოდიმოსი . ბოლო მოღვაწე , რომელსაც აღნიშნულ კონტექსტში განვიხილავთ არის ეგნატე ბრიანჩანინოვი . აი რას წერს ეს ძალიან დიდი პიროვნება : ,, ეკლესია კრძალავს არა მხოლოდ სიძვას , არამედ ყველაფერს რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს , ასეთია : თეატრი , ცეკვა , ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი . აგრეთვე წარმართული ლიტერატურა . ქრისტიანობა ითხოვს სრულ განდგომას დაცემული ბუნებისაგან . ‘’

პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც ამ მამის აღნიშნულ სიტყვებს ვკითხულობდი ძალიან გაკვირვებული გახლდით . ვეძებდი თუ საიდან იყო ამოღებული ისინი , რადგან არ მსურდა კონტექტიდან ამოგდებულ სიტყვებზე დაყრდნობით მესაუბრა , მაგრამ ვერ მივაკვლიე . რაში მდგომარეობდა ჩემი გაოცება, ახლავე გეტყვით . საქმე იმაშია რომ , ეგნატე ბრიანჩანინოვის ეს სიტყვები (თუ მხოლოდ მასზე ვიმსჯელებთ ) ეწინააღდეგება ეკლესიის მამათა სწავლებას . ამიტომ იმედი მაქვს, რომ თუკი სრულად წავიკითხავ მას და არა ამოკბეჩილი სახით , იმ მდგომარეობის და სიტუაციის გათვალისწინებით რომელშიც დაიწერა , ნათელი გახდება რომ მამა ეგნატე საერთოდ სხვა რამეს ფიქრობდა და სხვა რამე ჩანს ამ ციტატიდან . უფრო დავკონკრეტდები თქვენის ნებართვით . მამა ეგნატე წერს რომ ეკლესია კრძალავს ყველაფერს რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს აგრეთვე წარმართულ ლიტერატურას .

ახლა შემოგთავაზებთ ამ საკითხის შესახებ ეკლესიის მამათა სწავლებას . აი, რას წერს დიდი მამა – იოანე დამასკელი , როდესაც საუბრობს მისი დიდებული ნაშრომის – ,, წყარო ცოდნისა-ს’’ შესახებ : ,, პირველად წარმოვადგენ ელინ ბრძენთა, საუკეთესო [სწავლებებს], ვიცი რა, რომ თუკი რამ კარგია, ზემოდან ღვთის მიერ არის მონიჭებული (δεδωρηται) ადამიანებისადმი , რადგან ყველა კარგი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი ზევიდან არის გადმომავალი სინათლეთა მამისაგან, ხოლო თუკი რამ საწინააღმდეგოა ჭეშმარიტებისა, სატანური ცთომილების შავბნელი აღმონაჩენია იგი და ბოროტდემონური გონების მონაქსოვარი” (PG. 94, 524 C).’’ (1)

ე.ი. ისეთი დიდი მამა , როგორიც წმ.იოანე დამასკელია ამბობს რომ ისეთი გენიალური ნაშრომი , როგორიც გახლავთ ,,წყარო ცოდნისა ‘’ (რომლის ნაწილიცაა ყველასათვის კარგად ცნობილი – ,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა ‘’) მასში გამოყენებული ტერმინები და სწავლებები არაიშვიათად ეკუთვნით წარმართ ფლოსოფოსებს , წარმართ ლიტერატურას , რომლის საწყისიც თავად ქრისტეა და არა ცოდვა . გავაგრძელოთ განხილვა და ახლა გრიგოლი ღვთისმელს მოვუსმინოთ : ,, კვლავ აღვნიშნავთ იმასაც, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ხოტბითი ჰომილია უძღვნა მის თანამედროვე წარმართ ფილოსოფოსს, კვინიკოსს (=”ცინიკოსს”), სახელად ჰერონს (იგივე მაქსიმეს), რომელიც ეკლესიურ სწავლებასთან თანმხვედრ აზრებს გამოთქვამდა და იცავდა მათ. აი, ამ წარმართ ფილოსოფოსს წარუდგენს მკითხველს წმინდა გრიგოლი და ასე იწყებს ჰომილიას:”ფილოსოფოსს შევაქებ, თუნდაც დავშვრე სხეულით, რადგან ფილოსოფოსია იგი; შევაქებ კი, და ძალიან ჯეროვნადაც, რამეთუ იგი ფილოსოფოსია, მე კი სიბრძნის მსახური. ასე რომ, შესაფერისია ჩემთვის შექება, რადგან, თუ სხვა რამ არა, ეს მაინც ვიფილოსოფოსო, რომ მიკვირდეს ფილოსოფია. ჩემი სიტყვა ასეთია: ან უნდა ვფილოსოფოსობდეთ, ან პატივს ვცემდეთ ფილოსოფიას, თუ არ გვსურს, რომ მთლიანად განვეშოროთ მშვენიერებას. არც ის მოხდეს, რომ უგუნურებად ჩავითვალოთ, ქმნილნი ვართ რა მოაზროვნეებად, [არამედ] სიტყვის მიერ სიტყვისაკენ ვისწრაფვოთ” (PG. 35, 1197A).‘’(2) თავადაც ხედავთ თუ რას ფიქრობს დიდი მოღვაწე წარმართი ფილოსოფოსების და მათი ნაშრომების შესახებ . ახლა წმიდა ეფრემ მცირეს მოვუსმინოთ თუ რას წერს წმიდა დიონისე არეოპაგელის შესახებ : “წმიდისა დიონოსის თქუმულნი ყოველნი საწარმართოჲთა სიტყჳთა არიან“ (ხელნ. A-24,102; იხ. “გზა სამეუფო”, 1995, №1, გვ. 4-5).’’ (3)

1 – ჟურნალ “გზა სამეუფოს” დანართი №2, თბილისი, 1995 წ.

2 – იქვე

3 -იქვე

ვხედავთ დიდი ეფრემი , დიდი დიონისეს შესახებ ამბობს რომ , მისი სწავლებები წარმართული ფილოსოფოსებისგანაა ,,გადმოღებული . ‘’ ახლა წმიდა იუსტინე მარტვილიც გავიხსენოთ : “რაც მათ (ანტიკურმაფილოსოფოსებმა, პოეტებმა, მწერლებმა, ე.ჭ.) კარგადთქვეს, ჩვენ გვეკუთვნის, ქრისტიანებს!”(აპოლოგია 2.13; PG. VI, col. 465). (1)

როდესაც ამ საკითხზე ვმუშაობდი , ხელმეორედ გავეცანი წმიდა ბასილი დიდის

ნაშრომი ,,ახალგაზრდებს იმის თაობაზე , როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან ‘’ და ვაპირებდი რომ ამონარიდები დამედო , მაგრამ წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ უძლური ვიყავი . იმ მარტივი მიზეზის გამო რომ , შეუძლებელია ამნაწარმოებიდან ერთი ან რამდენიმე ციტატის ამოღება . მთლიანად უნდა დამედო მაშინ , რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არაა . საბედნიეროდ იგი ქართულად თარმნილია და არაერთგზის გამოცემული . ამიტომ მოკრძალებულად ვურჩევ ოპონენტებს და ყველა მათ ვისაც აქამდე არ წაუკითხავს , რომ გაეცნოს და უკეთესად გაერკვეს საკითხში . იქამდე კი , აღნიშნული ნაწარმოების უგულვებელყოფა რომ არ გამომივიდეს , უბრალოდ დავდებ ციტატებს მისგან :

,, სხეული იმდენად უნდა გიყვარდეს , – ამბობს პლატონი , – რამდენადაც იგი ფილოსოფიის სამსახურში იღებს მონაწილეობას და ამ შემთხვევაში , აზრზს რამდენადმე პავლე მოციქულის მსგავსად გამოხატავს , რომელიც გვირჩევს , ხორციელი ზრახვა არ ვყოთ საბაბად წადილისა . ‘’( 1)

ბასილი დიდის ძმა – გრიგოლ ნოსელი , როდესაც განმარტავს ებრაელების მიერ ეგვიპტელთაგან სამკაულების წამოღებას ამბობს რომ – ეს ქმედება გვასწავლის რომ , ანტიკური კულტურისგან უნდა წამოვიღოთ და დედა ეკლესიას მივცეთ ,, სამკაულები , ხოლო იგივე ეფრემ მცირე ამბობს : ,, მეკერპეთა სიბრძნეს ვძარცვავთ და გადმოგვაქვს ეს სიბრძნე სიმდიდრედ ეკლესიისა . ‘’

გარდა ამისა, უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი იმის დასანახად, რომ წარმართული კულტურისგან , ლიტერატურისგან , ხელოვნებისგან და.ა.შ. განდგომას ქრისტიანობა არათუ მოითხოვს არამედ პირიქით . მაფიოდ გვირჩევს რომ სასარგებლო გადმოვიღოთ მისგან და ,,ჯერკუალი განვაგდოთ ‘’ , ისევე როგორც ეს მოიმოქმედა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა და ეკლესიის სხვა მამებმა .

არგუმენტების მოყვანა ამ საკითხზე თითქმის დაუსრულებლად შეიძლება , მაგრამ შეგნებულად არ მოვიმოქმედებ ამას . იმ მარტივი მიზეზის გამო ,რომ მრჩება შთაბეჭდილება , ამით ეგნატე ბრიანჩანინოვს ვეწინააღმდეგები . სხვა მხრივ კი ცალსახაა, რომ ჭეშმარიტი კულტურის და ხელოვნების ნებისმიერი სახე სრულად კი არ უნდა უგუვებელვყოთ , არამედ ,,ჯერკუალი’’ განვაგდოთ და სამკაული წამოვიღოთ . არ აქვს მნიშვნელობა ეს ცეკვის შესახებ იქნება , მწერლობის , პოეზიის თუ სხვა სახეობების შესახებ .

1 – -სქართველოს საეკლესიო კალენდარი ; გვ . 137

ბოლო არგუმენტი მოგეხსენებათ იყო ის, რომ ,,როკვა’’ (ხანდახან – ,,ცეკვაც’’) , ლოცვანებში , ცოდვათა ჩამონათვალშია მოხსენიებული ხოლმე .რაც არაიშვიათად იწვევს მკითხველის დაბნეულობას . აღნიშნული კითხვა ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე დაუსვეს ერთ სასულიერო პირს . რომლის პასუხსაც შემოგთავაზებთ :,, კითხვანი აღსარებასა ზედა ‘’ თავისი წარმომავლობით არის ლათინური . მეცხრამეტე საუკუნეში მიიღეს რუსებმა და ,, გაამართლმადიდებლურს’’ , მაგრამ სული იგივე დარჩა . სამწუხაროდ ჩვენი გამომცემლები უშვებენ რა რეპრინტულ გამოცემებს , არც კი ინტერესდებიან , რა არის შიგ , რამდენად შეესაბამება მართლმადიდებლობას , თანამედროვე ადამიანის ტერმინოლოგიას , ცხოვრებას .

მაგ : ცოდვად მოიხსენიება ცისკრისა და სერობის შემდეგ ჭამა . ჩვენში ხშირად ილოცება ცისკარი წინა საღამოს (სამწუხაროდ ) და ვერავინ აგვიკრძალავს საღმოთი ჭამას . ამ კითხვარებში კი ცოდვად მოიხსენიება . ‘’(1)

თქვენი არ ვიცი , მაგრამ პირადად მე , არანაირი სურვლი არ მაქვს რომ ცოდვად მივიღო ის , რაც პაპისტებმა მოიგონეს და შემდეგ კი ავადსახსენებელმა რუსულმა იმპერიამ ,,გაპრავა’’ , უფრო სწორად – ,,გააპრავასლავნა.’’ ამას კი ქართული , მართლმადიდებლური ეკლესია რომ არ იზიარებს , თუნდაც მაშინ გამოჩნდება კარგად , როდესაც უწმინდესის სინანულის ლოცვაში , ცოდვათა ჩამონთვალს წავიკითხავთ :

“… მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა – ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარადვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს~ (იგავნი 29.23). …..შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა……, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთაკვლა, ძმათა სისხლისღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა. ….., მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით. ….. დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არაწმინდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვისგატეხვით,შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისიქონებისმიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითადამომხვეჭელო
ით…. შეგვინდეუფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობადაღვარძლი, სხვისიგანკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, განდიდებისსურვილი, ქონებისდაფულისფლანგვა, გაჭირვებულთადაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველებადადაზარება. …. ჩვენცაუფალო, შენთამდაბალთამსახურთა,

1-http://church.ge/index.php?showtopic=5603

სასულიეროპირთასაქართველოსმ
რთლმადიდებელიეკლესიისა,შეგვ
ინდეუღირსადმსახურებაიშენი. დაცემულნიაღგვადგინე, შეგვეწიედაგვაცხოვნეჩვენ. (1)

ამ ჩამონათვალში არსად წერია რომ ცეკვა ცოდვაა . ხოდა ,ნება ვიბოძოთ და შევასრულოთ პატრიარქის კურთხევები .დანარჩენზე ამის შემდეგ ვიმსჯელოთ .

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის , სასულიერო პირების , რამდენიმე ციტატა ამ საკითხის შესახებ

თემაზე მუშაობისას დავინტერესდი თუ როგორი სიტუაცია იყო ამ საკითხთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში . შეძლებისდაგვარად დავძებნე შესაბამისი მასალები ინტერნეტ სივრცეში და ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ მათ :

,,Сам я к танцам отношусь довольно прохладно, но и меня иногда радуют хорошо поставленные русские народные танцы, где зрителям сообщаются задор и хорошее настроение. Из современных направлений танца всегда с интересом наблюдаю за брейк-дансом, где молодые люди под музыку исполняют своеобразные акробатические номера.

А то, что большинство танцев в наше время направлено на пробуждение низменных чувств, – это проблема не танца, это проблема всеобщего упадка нравственности. Так уж устроен современный мир, что блуд теперь для многих не считается чем-то зазорным. И это отражается на всей культуре в целом и на танце в частности. Поэтому бояться надо не танца – бояться надо греха.

Иеромонах Александр (Митрофанов) (г. Сыктывкар):’’(1)

,, ВОПРОС 61: Чем вызывается отрицательное отношение служителей нашей Церкви к танцам и, в частности, к балету? Не значит ли это проводить монашеские установки в жизнь обыкновенных рядовых мiрян.

ОТВЕТ: Задача истинной Христовой Церкви в этом мiре – спасение душ в жизнь вечную. Никаких других целей и задач истинная Церковь себе не ставит да и ставить не может, оставаясь Церковью. Всё, что способствует так или иначе этой задаче – спасению душ – Церковь приветствует, благословляет и поддерживает своим авторитетом. Но всё то, что каким бы то ни было образом противится этой задаче, Церковь порицает и осуждает. Против танцев Церковь выступает постольку, поскольку танцы наносят ущерб нравственности. Всякий, кто нарушает заповеди Божии, тем самым губит свою душу. Среди этих заповедей имеется весьма важная 7-ая заповедь, которая запрещает грехи против нравственности: «не прелюбы сотвори». Эта заповедь обязательна не для одних монахов, но и для мiрян, желающих быть истинными христианами и спасти свою душу. Нельзя думать, как, к сожалению, теперь многие думают, что нравственная жизнь требуется только

1-http://www.pravmir.ru/pravoslavie-i-tancy/

от монахов, отказывающихся от брака, а что мiряне могут жить в нравственнойраспущенности, как им заблагорассудится. Хотя истинное христианство, как это ясно видно из Евангелия (Мате. 19, 3-12) и из Посланий Апостольских (1 Кор. 7 глава), всегда ставило и ставит девственную жизнь выше супружества, оно, однако, не запрещает супружескую жизнь, цель которой – благословенное рождение и христианское воспитание детей, как будущих граждан Царства Небесного. Разрешается, надо это помнить, именно брак, законный брак, заключенный с благословения Церкви – всякий же другой вид плотского сожития в двух основных его видах блуда и прелюбодеяния христианская Церковь всегда рассматривала, как тяжкий грех, ставя его наравне с убийством и отречением от веры и не напрасно, ибо этого рода грехи часто влекут за собой и то и другое – и убийство и отречение от веры, как показывает опыт самой жизни. Поэтому нисколько не удивительно, что всё то, что способствует вовлечению в эти грехи, Церковь порицает и подвергает осуждению.С этой точки зрения и надо смотреть на танцы. Если танцы таковы, что представляют собою опасность для нравственности, Церковь не может их не осуждать.’’ (1)( arhiep-averkiy-taushev)

«Мы даже настаиваем на том, чтобы каждое племя демонстрировало бы в церкви свои традиционные танцы и песни. Таким путем мы поддерживаем местные традиции», — так владыка Макарий, уроженец Кипра, характеризует собственную миссионерскую политику.

«Многие не могут представить себе епископа танцующим, для их традиций это кажется немыслимым. Но здесь мы так поступаем. Это никого не задевает», — утверждает владыка.

Митрополит Кенийский сочетает православие и местные танцы ‘’(2)

,,О характере еврейских танцев мы знаем очень мало; те танцы, которые теперь можно наблюдать у народа, живущего в Палестине и в которых мужчины и женщины участвуют отдельно, состоят, главным образом, из плавных движений совершенно непохожих на наши современные танцы.’’(3)

1-http://www.ispovednik-portal.com/biblioteka/arhiep-averkiy-taushev/voprosy-i-otvety-chast-6-ya

2-http://mag.org.ua/news/1185.html

3-http://azbyka.ru/otechnik/?Spravochnye/slovar-nustrema=1774



დასკვნის მაგივრად

ურიგო არ იქნება თუ მესამე საუკუნის მოღვაწეს – ნოვატიანუსსაც მივაქცევთ ყურადღებას . იგი ამბობს რომ – ქრისტიანი თუ მოისურვებს შეუძლია იმაზე უკეთესი სანახაობები ნახოს , ვიდრე ეს მაშინდელ თეატრებსა თუ სცენებზე იყო გავრცელებული . ამაში იგი აბსოლიტურად მართალია . რა თქმა უნდა, ვერცერთი სანახაობა ( როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს იგი ) ვერ მიედრება ეკლესიის საიდუმლოთაგან რომელიმეს .

კარგი იქნება იმის შესახებ დაფიქრება, თუ ვის ვემსგავსებით , როდესაც ხელაღებით ვგმობთ ყველანაირ სანახაობას (მათ შორის ცეკვასაც, რა თქმა უნდა . ) პირველი რაც მეხსიერებაში ამომიტივტივდა გახლავთ ეკლესიის მიერ დაგმობილი და შეჩვენებული ტერტულიანე . (არაერთი გაუკუღმართების ავტორი . მკითხველს ემახსოვრება მისი მცდარი სწავლება სულის შესახებ ) . თუ გადავხედავთ მის ნაწარმოებს – ,, სანახაობათა შესახებ ‘’ , ნათელი გახდება რომ ორ ნაწილად ყოფს მას . (ისტორიულ-მორალურად ) . იგი გადაჭრით ამბობს, რომ ყველა სანახაობა (მათ შორის საცეკვაო) არის კერპთაყვანისმცემლობა და პირდაპირ აცხადებს იმასაც, რომ ყველა მათგანი დაგმობილია . სხვისი არ ვიცი , მაგრამ პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს ვემსგავსო ტერტულიანეს და მის გაუკუღმართებულ მოძღვრებებს . მით უმეტეს როდესაც წინ მიდგას ჩემი უწმინდესი პატრიარქი , თავისი სწავლებებითა და ქმედებებით .

როდესაც ამა თუ იმ კანონის შესახებ ვსაუბრობთ, არ უნდა გვავიწყდებოდეს გრიგოლ ნოსელი , რომელიც ხელებაპყრობილ მოსეს განმარტავს როგორც სჯულის არა ბუკვალურად გამგებს , არა ისე როგორც წერია , არამედ სულიერად გამგებს ანუ იმის გამგებს თუ რატომ წერია ესა თუ ის კანონი . სხვა მხრივ ჩვენი სარწმუნოება იქნება მშრალი და ვერ აღემატება – ,, ფარისეველთა საფუარს . ‘’ გავიხსენოთ უაღრესად ძნელი პერიოდი ეკლესიის ისტორიაში – არიანელთა მძაფრი დარტყმების დრო . მათ , საკუთარი მცდარი აზრების გასამყარებლად მოჰყავდათ წმიდა დიონისე ალექსანდრიელის ციტატები იმის დასტურად რომ ,ქრისტე ქმნილებაა . ‘’ ამ ყოველივეს კი საკადრისი პასუხი გასცა ათანასე დიდმა , სიღრმისეულად გამოიკვლია დიონისეს ნაწერები და აღმოჩნდა, რომ ისინი კონტექსტდან იყვნენ ამოგლეჯილები და სინამდვილეში რადიკალურად სხვა აზრზს გამოხატავდნენ, დიამეტულად საპირისპიროს იმასთან მიმართებით , რასაც არიანელები ამბობდნენ . გეზს არ გადავუხვევთ და იმასაც შეგახსენებთ რომ , აღნიშნული გაუკუღმათების მომხრეები საკუთარ თავს თანალუკიანელებს უწოდებდნენ , ვითომ იმიტომ რომ მათი სწავლებები წმიდა

1-http://www.patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=456

ლუკიანესგა იყო გადმოღებული და.ა.შ. ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ საკითხზე საუბარს , ეკლესიის ისტორიის გადაკითხვაც კი საკმარისი იქნება იმის დასანახად, რომ ცალკეული ციტატა-კანონების კონტექტსიდან ამოგლეჯით გაგება საუკუნეების მანძილზე იყო და იქნება მწვალებელთა ჩვეული ხერხი . ჩვენ კი არათუ მხარი უნდა ავუბათ მათ , ამგვარ სამარცხვინო საქმიანობაში , არამედ უშიშრად ვამხილოთ ყოველი ამგვარი გამოვლინება . დავფიქრდეთ , გავაანალიზოთ , ვიმსჯელოთ თუ როდის , სად , ვის მიერ , როგორ და რატომ დაიწერა ესა თუ ის სწავლება , ესა თუ ის კანონი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 12 2013, 11:54 PM
პოსტი #196


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები

მრავალი კუთხით ვისაუბრეთ ცეკვის შესახებ , მაგრამ არ გვითქვამს არაფერი უშუალოდ მისი ელემენტები , შემადგენლობის და ქორეოგრაფიული მონახაზის შესახებ . რამდენიმე სიტყვით ამასაც შემოგთავაზებთ .იქამდე კი გარკვევით ვიტყვი არ ვამბობ , რომ ყველა ქართული ცეკვა ყოველმხრივ მისაღებია და ყველა უცხოური ყოველმხივ დასაგმობი . (მაგ : ცნობილია რომ ,,კინტოური-ს’’ ,,სათავეს’’მამათმავლებთან და პედოფილებთან მივყავართ . ) უბრალოდ მე, როგორც ნაკლებად გარკვეული ამ საკითხში, შემოგთავაზებთ რამდენიმე ქართული ცეკვის შესახებ მცირე კვლევას და შემდეგ თქვენ მითხარით თუ სად და როგორ ეწინააღმდეგება იგი ქრისტიანულ მოძღვრებას . ვნახოთ, თუ როგორი როლი ჰქონდათ ქართულ ცეკვაში ქალებს და შეესაბამება თუ ეწინააღმდეგება იგი ეკლესიის სწავლებას : ,, ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორი ინარჩუნებს დისტანციას ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს. ეს გასაოცარი და მშვენიერი ცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.’’(1) სხვისი არ ვიცი და პირადად მე ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ ზემოთმოყვანილ ფაქტებსა და მართლმადიდებლურ სწავლებებს შორის . გავაგრძელოთ ცეკვათა განხილვა :

,, ხორუმი

ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი

1-http://www.concordtravel.ge/portal/alias__concordtravel/lang__ka-GE/tabid__1419/default.aspx

სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.’’ (1)

გულწრფელად ვთხოვ ოპონენტებს რომ გამარკვიონ თუ რა არის ისეთი ამ ცეკვაში რომ ,,აღვგავოთ პირისაგან მიწისა !’’

,,ყაზბეგური

საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა

და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია. (2)

თუკი ვაჟკაცობის , სიმამაცის , გაბედულების გამოხატვა ცოდვაა , მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე . გავაგრძელებ თქვენის ნებართვით :

,, ხანჯლური

ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში). ‘’ (3)

ამ ყველაფრის შემდეგ არ შემიძლია ჩემი ერთი მეგობრის სიტყვები არ გაგაცნოთ : ,, თუ ქართული ცეკვა ცოდვაა, მაშინ გამოდის, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მრავალი წლის წინ საფუძველი ჩაეყარა უდიდეს ცოდვას და აგერ ამდენი წელია მთელი მოსახლეობა აღფრთოვანებული შეჰყურებს “ცოდვის ზეიმს” და არავის, არცერთ მოღვაწეს არ გასჩენია აზრი იმის შესახებ, რომ მხილებით გამოსულიყო ხალხის წინაშე.’’

საუბარს დასასრულისკენ წავიყვან და შემოგთავაზებთ უწმინდესისა და უნეტარესია , ილია II-ის სიტყვებს : ,, მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო უცხოელებს, რომელნიც იმდენად დაინტერესებულნი არიან ქართული კულტურით, რომ ჩვენზე უკეთესადაც კი შეისწავლეს ქართული სიმღერები. ქართული სიმღერა და ცეკვა საოცრად გამოავლენს ჩვენს ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ბავშვები ასრულებენ. ჩვენ მოსიყვარულე, გულღია, სტუმართმოყვარე, მგრძნობიარე ხალხი ვართ და ვფიქრობ, რომ ამან იმოქმედა უცხოელებზე. ამიტომ ისწავლეს ეს შესანიშნავი საგალობლები და სიმღერები.

1-http://www.concordtravel.ge/portal/alias__concordtravel/lang__ka-GE/tabid__1419/default.aspx

2-იქვე

3-იქვე

მინდა, მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ამ დიდი საქმის ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში.‘’(1)

მე გარკვევით ვხედავ ერთ რაღაცას, რომ ჩემი ეკლესიის პატრიარქი , მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დიდი ქომაგი და მხარდამჭერია ქართული ცეკვის , აქტიურად ეწევა მისპოპულარიზაციას და რეკლამირებას . ხოლო თუკი ოპონენტებს დავუჯერებ , ცეკვა ისეთი ცოდვაა , რომელიც ნებისმიერ დროში , ნებისმიერი პიროვნების მიერ , ნებისმიერი განზრახვით და ნებისმიერ სიტუაციაში შესრულებული არის ცოდვა . ანუ გამოდის რა ? რა და ჩემი პატრიარქი ცოდვის პოპულარიზაციას და რეკლამირებას ეწევა . ( თან საკმაოდ სერიოზული ცოდვის ) . ხოლო ჩემი ოპონენტები კი ისევ ისე , ჩვეულებრივად აგრძელებენ მის დაქვემდებარებაში ყოფნას , არც ამხლენ მას და არც ცოდვის დატოვებისკნ მოუწოდებენ . ეს ყოველივე კი პაპიზმის შემადგენელი ელემენტებია . მე ვიცი რომ ჩემი პატრიარქი არ ახდენს ცოდვის პოპულარიზაციას და ხელშეწყობას , ხოლო თუკი ვინმეს პატრიარქი აკეთებს ამ ყოველივეს , დაე, იმან მიხედოს და თუ არ მიხედავს ე.ი. პაპიზმისკენ მიდის , პაპიზმი კი ეკლესიის მამათა სწავლების მიხედვით დამღუპველია .

რა არგუმენტებიც ოპონენტების მხრიდან ვიხილეთ ცეკვის შესახებ , ანალოგიური შემიძლია მოვიტანო სიმღერასთან დაკავშირებითაც . მათზე დაყდნობით თუკი უარვყოფთ ერთს , უარვყოფთ მეორესაც . ამით კი გამოდის რა ? რა და ის რომ ვივიწყებთ ჩვენს კულტურას , ხაზს ვუსმევთ ჩვენს ტრადიციებს , უარვყოფთ წარსულის მნიშვნელოვან ელემენტებს და.ა.შ. მიჩნდება კითხვა – მაშ რით უნდა დავუპირისპირდეთ ესოდენ მომძლავრებულ გლობალიზაციას და მის პრობლემებს ? თუ ჩვენს წარსულის ღირებულებებს და წინაპართა მონაპოვარს ფქხქვეშ გავთელავთ და არათუ დავივიწყებთ , არამედ ცოდვის სტატუსს მივანიჭებთ , მაშინ რა დაგვრჩება ეროვნული თვითშეგნებიდან ? პასუხის გაცემა მიჭირს და მით უმეტეს მაშინ , როდესაც პირობითად ოპონენტები უმეტესად

თავგამოდებით ეწინააღმდეგებიან, ჩვენი სამშობლოს გლობალურ ,, მარაქაშში გარევას . ‘’

საუბარი კი მინდა დავასრულო დეკანოზი თეოდორე გიგნაძის სიტყვებით : ,, , სალომეას როკვა ცოდვა იყო , დავითის როკვა კიდობნის გარშემო კი არა. ე.ი. როკვაში კი არ არის საქმე , არამედ მის მოტივაციაში და როკვის ფორმებში . ,, ქართული გენია როკვით გაფენილი ‘’ , ხომ გახსოვთ გრიგოლ რობაქიძის სიტყვები ! ‘’ (2)

–––––––––––
1- http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebe...h.BGUnpTDL.dpuf

2- -http://www.youtube.com/watch?v=4zGwsQ0A8fg



გამოყენებული ლიტერატურა

1 – ალექსანდრ ლოპუხინი ;ბიბლიის გნმარტებანი ;ტომი II ; თბილისი 2000 წელი .

2 – წმიდა ბასილი დიდი – ფსალმუნთა განმარტებანი ; თარგმნა გვანცა კოპლატაძემ ძვ.ბერძნულიდან ; თბილისი 2010 წელი.

3 – ბიბლია – საქართველოს საპატრიარქო ; თბილისი 1989 წელი.

4 – ბიბლია -საქართველოს ბიბლიური საზოგადოება ; მთარგმნელ რედაქტორები : ზურაბ კიკნაძე – მალხაზ სონღულაშვილი ; თბილისი 2001 წელი .

5 – მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო ; სადღესასწაულო სახარების განმარტება ; თბილისი 2002 წელი.

6 – დიდი სჯულისკანონი ; თბილისი ; 2004 წელი .

7 – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; ლუკას სახარების განმარტება ; თბილისი 2012 წ.

8 – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მათეს სახარების განმარტება ; თბილისი 2012 წ.

9 – წმ.იოანე ოქროპირი კონსტანტინპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი ; ტომი I ; თბილისი 2009 წ .

10 – კლარჯული მრავალთავი . თბილისი . მეცნიერება 1991 წ.

11 - ნიკოდიმის მილაში ; მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები; ტომი I ; 2007 წელი

12 – ნიკოდიმის მილაში ; მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ; ტომი II ; 2011 წელი

13 – საქართველოს სეკლესიო კლენდარი ; 2011 წელი ; (დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ) .

14 - ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ნციკლოპედია ; (შემდგენელი – გივი კალანდაძე ) ; თბილისი 2007 წელი .



ინტერნეტ რესურსები

1 – www.azbyka.ru

2 – www.ambioni.ge

3 -www://agioskanon.ru

4 – www.biblioteka3.ru

5 – www.church.ge

6 – http://www.concordtravel.ge

7 – www.ispovednik-portal.com

8 -www.lopbible.narod.ru

9 – wwwmag.org

10 – www.martlmadidebloba.ge

11- www.orthodoxy.ge

12-www.patriarchate.ge

13 – www.pravmir.ru

14-www.youtube.com



http://seminarieli.wordpress.com/2013/09/1...83%93%E1%83%98/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 13 2013, 10:18 AM
პოსტი #197


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



გურამ რამდენი დაგეწიერია, კი ამბობდი დიდიაო მარა ამდენს არ მოველოდი. ჯერ პირველი პოსტი წავიკითხე დანარცენს ემრე გეახლებით smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nick
პოსტი Sep 30 2013, 04:07 PM
პოსტი #198


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 30-August 13
წევრი № 13,314



მე არ ვიცი რამდენადა ცოდვა, ალბათ არის ცოდვა რადგან აღსარებებში წერია, აქვე მამა თეოდორეს (გიგნაძე) სიტყვები მახსენდება, როცა სულ ვიღაცას განასახიერებ და თუ უმეტეს შემთხვევაში კი ეს უარყოფითი პერსონაჟია შეიძლება დაემსგავსო მას, ამიტომაა მსახიობობა საშიში


--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 30 2013, 04:30 PM
პოსტი #199


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



იცით რა არის ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და გააჩნია რას როგორ აკეთებ. ნებისმიერი საგანი შეიძლება კარგადაც გამოიყენო და ცუდადაც.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Sep 30 2013, 04:31 PM
პოსტი #200


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



თეატრში კარგ სპექტაკლს რა ჯობია...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 02:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი