IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> <<<ჩვენებურები>>>
marine
პოსტი Feb 8 2017, 09:23 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,202
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"... [ლაზეთში] ერთ გარდაცვლილ ქალს თმაში უპოვეს ჯვარი..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2017, 02:35 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,202
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- სად არის? (მეგობარზე ვეკითხები)
- ეთრევა.
- სად?
- რა ვიცი, მივა-მოვა.
- როგორ არის?
- მე ვლევ, ის თვრება - ასე.
. . .
თურქეთის ქართველები. smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 07:25 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,202
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღესაც კი, როდესაც თურქეთი ყველაზე ახლო და ერთგულ მეზობლად იქცა, საზღვრები თითქმის გახსნილია და ერთმანეთთან დასამალი თითქმის აღარაფერი გვაქვს, მით უმეტეს, ისტორიულ თემებზე მსჯელობას აღარ ვერიდებით, აჰმედ მელაშვილის სახელი საქართველოში კვლავ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მხარეა დამნაშავე.

მწერალ ფრიდონ ხალვაშის 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ომრი" აღწერილია 1968 წელს ქართველ მწერალთა მოგზაურობა თურქეთში და აჰმედ მელაშვილთან შეხვედრის რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდი: სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა. ის იყო გამხდარი, აჩრდილად ქცეული კაცი, ფიჩხად მდგარი. თან კოჭლობით დასდევდა, თან ერიდებოდა, საქმე გონჯად არ წასვლოდათ.

ორი ქართველი თურქეთისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლების გააქტიურებულ მზერას უფრთხოდა და ლამის მალულად შეხვდა ერთმანეთს - ჯერ ორი წუთით, შემდეგ ერთი საათით, მოახერხეს და მომავალ ჟურნალს სახელიც შეურჩიეს - "ჩვენებური". შემდეგ სხვა ჩვენებურები გააცნო, თანაც მოასწრო თავისი ტკივილი გაეზიარებინა, მოახერხა სტუმრებისათვის "ჩვენებურების გადარჩენილი ჩვენებურობა" ეჩვენებინა.

აჰმედის შემყურე ქართველი მწერალი საკუთარ თავს გამოუტყდა: "მთელი მუსლიმური საქართველოს ტკივილი ამ ერთ კაცშია თავმოყრილი.

ჩვენ, საქართველოს ქართველები, რაგინდ ვიპატრიოტოთ, მელაშვილის გვერდით ვეღარაფრად გამოვჩნდებით.

უფრო გულახდილი ვიყო? - იქ, ბურსაში, იმ ერთი მღელვარე საათის განმავლობაში, აჰმედ მელაშვილისგან საქართველოს სიყვარული უფრო მეტად ვისწავლე, ვიდრე მანამდე - შინ".

მელაშვილისვე შთაგონებით ითარგმნა ქართული ისტორიული რომანების მთელი სერია. 1977 წელს აჰმედ ოზქანმა ჟურნალ "ჩვენებურის" გამოცემა დაიწყო. უმძიმეს წლებშიც კი საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, ფოლკლორული საღამოებისა თუ შეხვედრების მოწყობას ახერხებდა. თუმცა სიმი 1980 წელს გაწყდა - აჰმედ ოზქან მელაშვილი მოკლეს. მისი მოღვაწეობა თურქეთის ექსტრემისტული ძალებისთვის მიუღებელი იყო..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2019 - 03:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი