კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
bekas |
May 22 2010, 08:35 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ქრისტეანი
ციტატა მე ვარ პირველ რიგში - ქრისტიანი, ანუ ჩემს სულიერი ხსნის გზად ვაღიარებ ქრისტეს და ერთადერთ ღმერთად - სამებას. ეკლესიური კუთვნილებით ვეკუთვნი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმიტომ რომ დავიბადე საქართველოში, ჩემი წინაპრები ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ და მოვინათლე ქართულ ეკლესიაში. რომ დავბადებულიყავი გერმანიაში ვიქნებოდი კათოლიკე და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რაგდან ისეთივე ქრისტიანებად მიმაჩნიან როგორც მართლმადიდებლები, ზოგი შეიძლება უკეთესიც იყოს, პიროვნებას გააჩნია. და ირანში რომ დაბადებულიყავი შიიტი მუსულმანი იქნებოდი? Believer ციტატა ქეთევანი (ქეთევან წამებული) იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა. რატომღაც იმას არავინ კითხულობს, რომ მართლმადიდებელ მღვდელს წამება ხვდა წილად. ხოლო კათოლიკე პატრი კი მშვიდად დაბრძანდებოდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2024 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი