IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბაიაობა-უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში.
A.V.M
პოსტი Apr 8 2012, 01:18 AM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი (верба > "вербное воскресенье").
(ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 2, გვ. 353, თბ., 1977)

ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - დიდ-მარხვის მეექვსე შაბათი

ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი:
დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი:
ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

IPB-ს სურათი

ბზობის დღესასწაულის შესახებ ქადაგებს მამა ფრიდონი.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობას და შემოსულიყოს უფალი დიდებით ჩვენს გულებში!!!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Apr 14 2014, 09:31 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



გილოცავთ მოგვიანებით kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს   Apr 8 2012, 01:18 AM
კოკა   გილოცავთ ყველას..........   Apr 8 2012, 12:17 PM
athos   [b]გილოცავთ! [img]http://s6...   Apr 8 2012, 12:30 PM
.zakaria.   ყველას გილოცავთ!   Apr 8 2012, 01:37 PM
toka@   გილოცავთ :) :*   Apr 8 2012, 02:42 PM
k@the   გილოცავთ!   Apr 8 2012, 02:58 PM
ქევანა   გილოცავთ ^^ დღეიდან...   Apr 8 2012, 03:51 PM
orthodox-georgia   გილოცავთ   Apr 8 2012, 03:52 PM
აბდალა   ბზობას გილოცავთ ქრ...   Apr 8 2012, 09:40 PM
dr.house...   გილოცაავთ ყველას.....   Apr 8 2012, 11:24 PM
ნაინა   გილოცავთ :)   Apr 9 2012, 02:36 AM
terra   გილოცავთ, გწყალობდ...   Apr 9 2012, 02:51 AM
A.V.M   მრავალს და ჯანმრთე...   Apr 27 2013, 11:41 PM
qetevano   ფოტოების განყოფილ...   Apr 27 2013, 11:45 PM
izi-bartki   Bzobas gilocavt! Qriste upali shemobrzanebuliy...   Apr 28 2013, 03:33 PM
ქევანა   გილოცავთ ^_^   Apr 28 2013, 05:03 PM
ბადრი   გილოცავთ :) გილოცა...   Apr 28 2013, 06:00 PM
A.V.M   წმიდა კირილე ალექს...   Apr 13 2014, 02:12 AM
G_saxva   გილოცავთ მოგვიანე...   Apr 14 2014, 09:31 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 05:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი