თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მხატვრული ენის გენიალურობა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2008, 05:23 AM

არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება.

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2008, 05:45 AM

თავად დავიწყებ:

პაოლო იაშვილი

პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.


რამდენი შედარებაა ამ მცირე ნაწყვეტში?
სიტყვა როგორც მადანი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს, ან პირიქით შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ...
მერე შინაგანი და გარეგანი მზის ურთიერთობა, და ის მზე მე უფრო მზეთამზისაკენ მიბიძგებს...
და მერე კიდევ ლექსის შობის მტკივნეული განცდა...
ძალიან მომწონს ასეთი ენა smile.gif...

აი კიდევ და ამას კომენტარებიც არ უნდა smile.gif

ლადო ასათიანი


ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

და კვლავ ლადო:

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.

მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.

............

დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ:

გალაკტიონი...

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

.....

კარგია რა smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!






პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 23 2008, 07:01 AM

KAIROS
ძალიან კარგი თემაა smile.gif

ციტატა
დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ:

და რათქმაუნდა გალაქტიონი მეფეა თუნდაც მისი "თოვლი" განვიხილოთ smile.gif
"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა... "

დოჩანაშვილს აქვს კიდევ ბრწყინვალედ თავის შედევრებში უძლიერესი შედარებები გაკეთებული, რაც თავისთავად უფრო ამძაფრებს და აძლიერებს კითხვის დროს მიღებულ ამა თუ იმ ემოციას...

"გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომოდა საყლაპავი და ხახა."

"მზერანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს ბერიკაცი."

"ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და შეაშმუშნა."

"გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"...

უუუკომენტაროდ... ისედაც უამრავი რამაა ნათქვამი...

უუძლიერესია!!!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2008, 06:47 PM

ციტატა
"გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"...



მდააა!!! უძლიერესია, გესმით, ვფიქრობ, ეს ისეთი რამეა, რომელიც თუ სულიდან არ მოგდის ვერ იტყვი, ვერ ახვალ, ვერ გადმოცემ, ვერ შეადარებ,ვერ შეაგრძნობინებ!

ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე!

საქართველოდან აქ თან წამოვიღე მისი II ტომი, და ჩვევა მაქვს ასეთი, ფანქრით მოვნიშნავ ხოლმე ლამაზ ნაწილს, ხოდა , ახლა საკმარისია სადმე გადავშალო და სულ ულამაზესი შედარებები მხვდება...
აი დღის ნანადირევი :


პროზა:

" შეფუთნული ხელები მუთაქებივით ეყარა გულზე და გრძნობდა, როგორ სასიამოვნოდ აქუცმაცებდა შიგნიდან სევდის ვირთხა.."

"ის ათი წელი მას არ ეკუთვნოდა, სამუდამოდ მოწყვეტოდა მის სიცოცხლეს და ცალკე ფართხალებდა, ხვლიკის კუდივით..."

პოეზია:

"და სულში იბრძვის ახალი სიმი,
წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე.
მე კი ვიზოგავ შენს ფერკმთალ ღიმილს,
ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს"...

....
"და სიკვდილამდე იმ სიტყვას ეძებ,
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს
და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,
ყველა ტკივილის ატანას აჩვევ."

ღრმაა. ღრმა!

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 23 2008, 10:24 PM

KAIROS

ციტატა
ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე!

yes.gif

ოო ოთარ ჭილაძე გენიოსია, უძლიერესია მისი შემოქმედება smile.gifპროზაც და პოეზიაც, რამდენჯერ დავაპირე თემის გახსნა და მერე ისევე გადავდე sad.gif. არადა ძალიან მიყვარს smile.gif, მისი "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და "გოდორი" მართლა კლასიკაა, რომანი- საგა, ჭილაძეს განუმეორებელი თხრობის სტილი აქვსsmile.gif


მეც მისი თითქმის ყველა წიგნი მაქვს და სულ თან დამაქვს, დილასაც ვკითხულობდი "წათეს წითელი წაღები"-ს smile.gif 35 წლის წინ დაწერილი დრამაა smile.gif რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ გამოიცა ალბათ smile.gif ვიდრე გამომიგზავნიდნენ მოსვენება მქონდა დაკარგული biggrin.gif


თემასაც რომ არ გადაუხვიოთ smile.gif უძლიერესი შედარებები რატქმა უნდა უამრავია ჭილაძის შემოქმედებაშიც smile.gif თუნდაც ეს...

მეფეებივით ფიქრობენ მთები
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები,
მთვარემ არაგვში შეასწრო თითქოს. . .
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი_
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს, რამე რომ ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


ან ეს wub.gif

ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი,
( შენი ხელივით თბილი და მშვიდი ),
ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი.
და ჩემი სული ( თბილი და მშვიდი )
ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ.
დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს . . .

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 23 2008, 11:30 PM

....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი...

რა მარტივია და თან რა ლამაზი.....

არ ვიცი ვისია. ერთხელ გავიგე და დღემდე ძალიან მიყვარს და ეხლაც გამახსენდა.....wub.gif


huh.gif ქეთუ

ქეთ, უსაში სად აძრობ ამისთანა მაგარ რაღაცეებს??? cool.gif


თუ ზეპირად გახსოვს ყველაფერი??? huh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 23 2008, 11:40 PM

რა კარგი თემაა smile.gif
გააგრძელეთ გთხოვთ 2kiss.gif

ციტატა
ქეთ, უსაში სად აძრობ ამისთანა მაგარ რაღაცეებს???

ეს კითხვა მეც გამიჩნდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 24 2008, 12:30 AM

likka
მარიამი
ნუ დოჩანაშვილსა და ჭილაძეზე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ზეპირად ვიცი smile.gif
ისე კი ძალიან მიყვარს ლიტერატურა და... smile.gif წიგნებიც მაქვს, ახალი თუკი რაიმე გამოვა მიგზავნიან და მასე smile.gif
კიდევ კომპიუტერში მქონდა წლების ნაგროვალი დიდი ბიბლიოთეკა და sad.gif რაღაც დაემართა კომპს დაsad.gif დამპირდნენ აღგიდგენთო და ველიიი sad.gif.


likka

ციტატა
....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი...



და ლიკ ეს ულამაზესი ლექსი მართლაც არის მხატვრული ენის გენიალურობა, მთლიანად smile.gif არა ნაგლეჯები არა...


აგვისტოს შვიდი

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.

ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.



ბესიკ ხარანაულისაა smile.gif მისი შემოქმედებაც ძალიან მიყვარს smile.gif ეს ლექსი განსაკუთრებით smile.gif...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 24 2008, 06:16 PM

ვახ რა კარგად ააწყვეთ, ყოჩაღ გოგოებო smile.gif

მოდი მე ისევ ჭილაძით გავაგრძელებ smile.gif

"მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს,
თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს
შენს ნაფეხურებს მიყვება თვალი.

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება,
მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ."


და კიდევ:

" მე მოვითხოვე ღვინო და სვამდი,
ჯერ ცარიელი იყო დარბაზი
და საცოდავად მოწყენილ ზამთარს
სუსტი ხელები ეწყო რაფაზე....

მე არ ვჩქარობდი ამბის გაგებას,
თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე.
და დათოვლილი ლიანდაგები
ჰგავანან საწოლებს, ცივს და ცარიელს..."




პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 24 2008, 06:55 PM

რა უბრალოა, რა ქრისტიანული smile.gif

გოეეთე, ფაუსტი, რაფაელ მთავარანგელოზი:

"დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწადათქმულ გზის დამთავრებას
ჩვენის ამის ხილვა ძალასა გვმატებს
თუმც კი მის სიღრმეს ვინ უნდა სწვდესა!
შენი მსახურნი უფალო ნათელს
ისე შევხარით ვით პირველ დღესა."

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 24 2008, 07:03 PM

- მე მეშინია , მართლა არ გავგიჟდე.
- მგონი უკვე ...
- არა, ჯერ არა. იცი ხშირად რას ვნატრობ?
- რას?
- მე რომ ისეთი დიდი ვიყვე ... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე ... ღმერთმა რომ თავისი ძალა მომცეს , რას ვიზამ იცი?
- რას?
- ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.
- რატომ?
- ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი .

(გოდერძი ჩოხელი )

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 24 2008, 10:36 PM

შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით ახლა

თავმორღვეული და უთარიღო
კედლები გვიცქერს შამბნარქვეშიდან,
ახლა ჩემს გვერდით შენ რომ არ იყო
ალბათ სიკვდილზე ფიქრი შემშლიდა
!

დგახარ ნანგრევზე შუქით მოსილი
და მართლა ჰგავხარ სიტურფის ქალღმერთს,
ქვებში ყვავილი ხარ ამოსული
და შენს გარშემო სიცოცხლე ფეთქავს!

ირგვლივ ხავსი და მხოლოდ სუროა,
შენ კი მზით სუნთქავ ბნელ აკლდამაზე -
და მჯერა მართლა უსასრულოა
ქვეყნად სიცოცხლე და სილამაზე!

ამღერებული მოგყვები მაღლა
და ვსვამ სიცოცხლეს შენი პეშვიდან,
შენ რომ არ იყო შენც გვერდით ახლდა
ალბათ სიკვიდილზე ფიქრი შემშლიდა!

გრიგოლ აბაშიძე

ვგიჟდები ამ ლექსზე.....wub.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 24 2008, 11:11 PM

* * *
ჰაერივით მაკლდა ბედი
უბედობის ასთმა მქონდა,
დარდი მქონდა თმაზე ბევრი,
თუმცა ბევრი არც თმა მკონდა.

ვინც ასულა ფორთხვით ცაში,
მეც რომ დაფნით შეგემოსე,
ვწევარ ახლა ოთხ ფიცარში
გაშხვართული ჩემს გემოზე.

ციხეს ვგავდი, თუ ნაციხარს
მხედავ ღვთისგან გადაჯეგილს.
ნუ მაწუხებ, თუ კაცი ხარ
და სხვის ქვაზე გადაჯექი!


ვასილ ბესელია (მამაჩემის დეიდაშვილია სხვათაშორის....cool.gif)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 24 2008, 11:14 PM

დიდი ემიგრანტის დიდი პოეზია!

გრიგოლ რობაქიძე

..........
ფრანგ პოეტს

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

........


ს.ჯ.-ს
(სიმონ ჯაფარიძეს)

ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

.......................

წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

...

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

...................................

ილექსეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 24 2008, 11:31 PM

ციტატა
ილექსეთ;

კაიროსი!



ჩაგეთვალა...wink.gif

აჰა, ერთს კიდე ვილექსებ მაშინ!..smile.gif

ჭარხალი

ეზოში ჰყვაოდა ბამბურა მურა,
ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო,
ვაზის ბარდებში, სცურავდა სურა
შენც ბანცალდებდი , ბურულო ცაო!

ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას.
ბირკილს ბატები ქარმა მორეკა
ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას
და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.

ჟვერი, ჟალტამი მოჭრილი სამხარს,
ნახირი მოდის საღამო დროის,
უცებ მოჰყვება წარხალი ხარხარს,
და ქალი ჰკივის იმ "დოი'დოის'

უკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,
უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.
ო, სიყმაწვილევ, აწი არასდროს,
იმგვარად აღარ ამეტყველდები!


გალაკტიონ ტაბიძე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 25 2008, 03:38 PM

მოდერატორის განცხადება


ძვირფასო ფორუმელებო, მეტად მეამა ამ თემის გახსნა ჩვენს განყოფილებაში და უპირველესად მადლობას მოგახსენებთ, შემდეგ კი წარმატებებს გისურვებთ. ვეცდები, მეც აგიბათ მხარი. თუმცა აქვე ერთს დავძენ და შეგახსენებთ, უფრო კი ამჯერად რჩევის სახით გეტყვით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მშვენიერი და ამაღელვებელია, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ამ განყოფილებაში არსებობს თემა ''პოეზია'', სადაც ვდებთ ჩვენს საყვარელ ლექსებს. ეს თემაც რომ მისი ანალოგი არ გახდეს, მოდით, თქვენ მიერ დადებულ ნაწყვეტებს, ლექსებსა თუ ჩანაწერებს მცირეოდენი ანალიზიც მოაყოლეთ. არ არის აუცილებელი კრიტიკული ტრაქტატები, _ თქვენი განცდები, რატომ მოგწონთ ესა თუ ის ადგილი, რას ხედავთ ამა და ამ ფრაზაში - ესეც საკმარისი იქნება. თორემ ისე გამოდის, აქ ტყუპისცალი თემებს გახსნას ვიწყებთ.
ამასთან, რჩევის სახით დავძენდი, რადგან მაინც მხატვრული ენის გენიალობას ვეხებით, ერთი-ორი ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინი: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა და ა.შ. მაინც გამოიყენეთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის. იმედია, გაითვალისწინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა მშვენიერი ნაწყვეტი თუ ლექსი დადოთ, სათანადო ანალიზი-განწყობის გარეშე, ის აუცილებლად წაიშლება!


გისურვებთ წარმატებებს!

თამარი_ცქნაფო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 26 2008, 04:23 AM

სჯობს მართლაც მხოლოდ შედარებები მოვიყვანოთ...
მე გავაგრძელებ smile.gif
ძალიან მიყვარს მირზა, და ყოველთვის მეცოდებოდა, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა...


მირზა გელოვანი

ცხრაკარა

...

ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.


დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს
.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე.


1938 წელი,
თიანეთი


ეს ლექსი კი მთლიანად მეტაფორაა, ისეთი კარგია და ისეთი ნაზი...

....................

ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე,
დასჭკნები, სულელო.


1933 წელი,
თიანეთი

.......

მალე აღარც იყო...

მართლა ზეცაზე მოუწია სუფრის გაშლა...
მაინც რა ლამაზია არა
" როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს."...


... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.




1942 წელი,
ფრონტი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 26 2008, 10:06 PM

ანა კალანდაძის ამ პატარა ლექსში გაპიროვნებისა და შედარების ძალიან ლამაზი მაგალითებია: smile.gif


მზემ აიწია ფეხის წვერებზე,

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,


იდგა თბილისი, როგორც ერეკლე,

ხმალშემართული ნარის ციხესთან...


ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში

და მიაშურეს ლილისფერ მთათა...


ასეთი დარი თუ იყო მაშინ

ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 27 2008, 04:35 AM

ციტატა
მზემ აიწია ფეხის წვერებზე,

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,



ლამაზია smile.gif

ჩვენი მერაბი ...

მერაბ კოსტავა
სულში ჩაგეღვენთოს

(მიძღვნა)

თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.


....

და ჩემი საყვარელი ნაწყვეტი:

წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 28 2008, 03:29 PM

KAIROS
ორივე ნაწყვეტი ძალიან ლამაზია smile.gif



მშვენიერი შედარება ნიკოლოზ ბარათაშვილის "საყურე"-დან:


ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს...





პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 28 2008, 04:12 PM

"დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,
შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,
მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში..."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 1 2008, 04:08 AM

თემას ვაგრძელებ და ველი აქტიურობას, მხოლოდ შედარებები, და მხოლოდ ნაწყვეტები...

თბილია მედეა კახიძის ეს სტროფები:


მედეა კახიძე

ბები

წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი,
როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე,
ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი,

გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.

....


ქეთევანი


მე ვითმენ წამებას დიდხანს
და ყელში მობჯენილ კივილს,
რამეთუ ნაშენი ვიყავ
ქართული მიწით და კირით.

ქოქოლას მაყრიან მძევალს,
ვიწვი და მაინც არ ვგმინავ,
ასევე სჭდავდნენ ძველად
ცეცხლში ხალიბები რკინას.

მე ჩემს სიზვიადეს ვენდე,
ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა…
ეგრე,
დედოფალო,
ეგრე,
ცოტაც და,
იწყება ზეცა...


.........

ჩემი მიწის სადღეგრძელო


ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 1 2008, 05:14 AM

KAIROS
მიხარია ისევ რომ განახლდა ეს თემა, იმედია აწი მაინც შევუნარჩუნებთ სახეს. არ გადავასხვაფეროთ...

შედარება ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტროპის სახეებს შორის : ) . სწორად და ლამაზად შერჩეული შედარებები რამხელა ემოციურობას მატებს ნაწარმოებს. : )

ზემოთ გალაქტიონზე ჭილაძეზე დოჩანაშვილზე ვისაუბრეთ, გოგლაზე რა აზრის ხართ? ბრწყინვალე შედარებებს ქმნიდა. ვფიქრობ ლეონიძის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ტროპის ამ სახეს მეტაფორასა და განპიროვნებასთან ერთად. მიყვარს გოგლა განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი აქვს : )

"რამდენი წვიმა ჩამოიცალა,
რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი...
მაგრამ გული არ გამოიცვალა
და სიყვარული არი,
არც არი...
ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,
ხან იფანტება, როგორც ნაცარი,
ხან აყვავდება, როგორც ღიღილო,
ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი,
ხან ჩუმად არი.., თითქოს არც არი...

მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ,
თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი.
ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით,
როგორც დამლეწი სალმანასარი!

მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით,
ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით;
"ერთხელ ვიხილოთ"
დავიღიღინოთ,
ჰეი, არი და...
ვგონებ, არც არის."



ან თუნდაც ეს...

მე გული წმინდა ვერცხლივით
ხალხის წინაშე ვატარე,

უმისოდ შუქი, ვერც სხივი,
სიტყვას ვერ გამოვატანე!

ჩემი უსაყვარლესი ლექსი,ყივჩაღის პაემანიც smile.gif

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

.............................................

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...


კიდევ უამრავიაა, უჰ, უძლიერესია გოგლას შემოქმედებაც, მისი ექსპრესიული გამონათქვამები მხიბლავს...


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 1 2008, 12:18 PM

მადლობა ქეთუ smile.gif

ახლა ესენი საერთოდ დაუვიწყარი და უკვდავი შედარებებია:

ციტატა
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.


ესაა ხელოვნება, საძროხე ქვაბიდან ასეთი ლამაზი შედარების გამოყვანა არ გინდა smile.gif

ციტატა
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...


როგორც ეს

ნიკოლოზ ბარათაშვილი

მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ეს უკვდავი შედარებებია, ქართულ ენას შერწყმული და შეისისხლხორცებული...

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 1 2008, 03:55 PM

ქეთუ
გიორგი ლეონიძის შედარებები მართლა ძალიან ორიგინალური და მძაფრია. მეც ძალიან მომწონს smile.gif



იორის ღამე

მთვარე შრიალებს ფიჭვივით

დაუსრულებელ ოხვრაში,

ამოდის კოხტა ბიჭივით

ცისკარი ახალ ჩოხაში
.



კახეთი

..ციაგის ციალს აჰყვება

შუქი შორეულ შუქურთა

და გამოჩნდება სამშობლო,

როგორც მოჭრილი ჩუქურთმა…



დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,

წანანდლის გედის გალობა...


..დაღისტნის მთები, გაშლილი,

ვით უკვდავების გუჯარი
.



ესეც ჩემი უსაყვარლესი ლექსიდან, "ღამე ივერიისა ":

ისევ აყვავდა გული ვარდივით,

და ისევ მინდა შენზე დავწერო...



ტოროლასავით შეფრინდი გულში


...ტოროლასავით დაჰქროლავ გულში,

რომ სულს წამითაც არ მიეძინოს.



"როგორც ფანდური უზარმაზარი

გოლიათისგან აჟღერებული

მღერის შავი ზღვა მკერდის ზანზარით

აჩქეფებული, აღვირებული
.“



უცნობ ქალს კაბარეში

ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,

დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება
...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Mar 1 2008, 04:37 PM

ხვლიკისფერია განთიადისას სვეტიცხოველი
”დიდოსტატის მარჯვენა”

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
”ტერენტი გრანელი”

საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა
” ვაჟა”
მეტაფორების კორიანტელი შეიძლება დააყენოს ქართველმა კაცმა...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 3 2008, 03:33 AM

ციტატა
მეტაფორების კორიანტელი შეიძლება დააყენოს ქართველმა კაცმა...

ოოო, დიდი მადლობა ბატონო აბო, ძალიან ორიგინალური და სწორედ უკვდავი მეტაფორები მოიყვანეთ, სამივე მიყვარს და სამივე თან დამდევს ხოლმე, ხან სად გამახსენდა და ხან სად smile.gif

დაწერეთ კიდევ, გელით!

თიკო, ძალიან კარგი ნაკრებია, ძალიან smile.gif

ციტატა
ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,

დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება...


მოდი მეც ლეონიძეს გავაგრძელებ...

"ცისარტყელა ბრიალებდა

ვით ხოხობის ყელი“

.......

,,ღვინიან ჯამში

ნარგიზივით მთვარე ჩავარდა’’.

..........

"მთვარე გომბორზე წაიქცა -

რძით გავსებული ტაგანი’’.

.......

და ბოლოს:

,,ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სული ასდიოდა’’.

გაზაფხულის შემოსვლას გილოცავთ ფორუმელებო smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 3 2008, 09:35 AM

არაჩვეულებრივი ლექსები აქვს ლეონიძეს, საოცარი შედარებებით, მიყვარს ძალიან.

თემურის ხანძართ ნატისუსალი...
გიორგი ლეონიძე.


მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,
თამარის სახის დასადარელი.
მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...
ფოთლის არხევას არსად არ ელი...

უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა, _
თემურის ხანძართ ნატისუსალი, _
თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა
და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..



KAIROS

ციტატა
გაზაფხულის შემოსვლას გილოცავთ ფორუმელებო


მადლობა, გაიხარე, ასევე შენც გილოცავ smile.gif




პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 7 2008, 06:22 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 3 2008, 02:33 AM) *

თიკო, ძალიან კარგი ნაკრებია, ძალიან smile.gif
გმადლობ smile.gif


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" სავსეა არჩვეულებრივი შედარებებით, მეტაფორებით, ეპითეტებით და ა.შ.
ახლა რამდენიმე შედარებას დავწერ, რომლებიც მომწონს:

"იდგა მელქისედეკი ამაყად, თავაწეული და გაუდრეკელი, როგორც სეფედროშა გამარჯვებული ლაშქრისა."

"ჯიხვის რქასავით მოდრეკილი მთვარე, ზედ დანათოდა ხატისტყეს."


"ყოველი მისი სიტყვა მტკიცე იყო, როგორც სპილენძი, და სწორედ ისე, როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება

ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს ააჩქროლებს, აზვავდება ოცნება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი

სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით ელვარე ქართულ სიტყვას და

შეატოქა იგი აგრეთვე მშვენიერსა და აგრეთვე ვაჟკაცურს ბერძნულს."



"ხევს გადაღმა, სადაც ქარაფის კიდეს შურივით აჩნდა ხევიდან ამომავალი ბილიკის ტოტი..."


"ჰარილესავით რბილი იყო მისი სხეული, მისი სუნთქვა - ამო, როგორც ზაფხულის

ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ჰყვავის ხოლმე ვაზებსა და ყაყაჩოებს შორის."



"ეს ყოველივე კარგად ესმოდა არსაკიძეს, ამიტომაც ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების

ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს."

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 8 2008, 04:18 PM

ციტატა
გოგლაზე რა აზრის ხართ? ბრწყინვალე შედარებებს ქმნიდა.

ოოოოო, ხატოვან სიტყვა თქმაში ლეონიძე ერთ-ერთი შეუდარებელია... მისი ენა მიყვარს... smile.gif ჯადოსნური ძალა აქვს მის სიტყვებს... "წიგნი კი არა ჟრჟოლა ხარ.." ამ სიტყვებზე მეც მივლის ჟრუანტელი...

"საბრალონი"-დან არის ეს ნაწყვეტი.. კოზეტს უკავშირდება.. ბავშვს რომ ტყეში წყალზე გაუშვებენ.. ეხლაც მეტირება ხოლმე...

***
"თავბრუს დამსხმელია ეს სიბნელე. ადამიანს სინათლე უნდა. ვინც ბნელში შევა, გული შეეკუმშება და შეწუხდება. თვალი რომ ბნელს შესცქერის - გონება ირევა. მზის ან მთვარის დაბნელებაში, ღამის ჭვარტლისფერ გაუმჭვირვალობაში საშიშროება არის. ძალიან გულმაგარიც რომ იყოს, ტყეში ვერავინ გაივლის ღამით მარტო, რომ კანკალი არ მოერიოს. მოულოდნელს გვიქადის წყვდიდი და ბუჩქნარი. ქიმერიული სინამდვილე გველანდება თვალით მიუწვდომელ სივრცეში,..."

"აპოკალიპსივით შეუგნებელი არის ტყე და პატარა ბავშვის გულისფანქცალი ისევე სუსტად ქრება იქ, როგორც სულთმობრძავის კვნესადუმილი.."


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 8 2008, 05:05 PM

ციტატა
"წიგნი კი არა ჟრჟოლა ხარ.." ამ სიტყვებზე მეც მივლის ჟრუანტელი...

ვახ smile.gif მაოცებთ პირდაპირ, მართლა დამაჟრუანტელებელი სიტყვებია smile.gif

საბრალონიდანაც კარგი ნაწყვეტებია, ეს კი ნიშანია იმისა, რომ ამ თემაშიც უნდა გავიხსნათ უცხოური ლიტერატურისათვის smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 8 2008, 07:44 PM

"თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი..
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...."

გალაკტიონი

როცა ცუდად ვარ, სულ ეს მახსენდება ხოლმე. smile.gif

პ.ს. "დაღლილი" როგორ არ მოუხდებოდა არა? smile.gif "დაღალული", რაღაცნაირია, თბილი, დაყვავებით თქმული...თანაგრნობით სავსე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 18 2008, 04:13 AM

დღევანდელი ჩანაწერი ლამაზი შედარებებისა მინდა მივუძღვნა ახლადშესვენებულ, საყვარელ პოეტს ანა კალანდაძეს sad.gif


ანა კალანდაძე

არაბი ხარ?

...

როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...


....

ანა კალანდაძე

ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...


........
ზოგი მისი მთელი ლექსები მთლიანად ულამაზესი მეტაფორა ან შედარება

ბროწეულები

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

1959

...............
ფოთლები... ფოთლები...

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...

1945
* * *

აჰა, განქარდა
ყოველივე ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა...
ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!

1969



* * *

ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

1945
..........


შრიალებს ღოლოს მინდორი,
მაღონებს მისი შრიალი,
ვით მზის მიდრეკა დასავალს,
ვით სინანული გვიანი...

........

შორია თამარ

მზის ღიმილი აღაჩინა ცამან,
ვარდს აღმოხდა ხმაჲ საოცარი:
ფეხშიშველი მიდიოდა თამარ...
დედოფალო, საით მიიჩქარი?
ძოწისფერად ირიჟრაჟა ცამან
და პეპელას აღვიძებდა ქარი...
მდუმარ იყო, ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...


...........
ჩემი საყვარელი სიტყვები და ლექსი
...
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
.,......

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 19 2008, 04:42 AM

ციტატა
დღევანდელი ჩანაწერი ლამაზი შედარებებისა


მე კი დღეს ისევ ჭილაძეს გავაგრძელებ, უკვე ასიათსჯერ ვთქვით და ალბათ კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ რომ ჭილაძე ძალიან ძალიან ღრმაა დაძალიან ძლიერი...

შედარებები ულამზესად აქვს გაკეთებული ამ ლექსშიც...


"...ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები
აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,
როგორც მთვრალები ან დაჭრილები.
და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,
როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.
მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ
და სიჩქარეში სხვები დალოცეს.
და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი -
მე შენი სული მედო თაროზე.

როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,
ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი
და მე შემეძლო მეხილა ცხადად,
რა იგულისხმა ბუნებამ შენში."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 19 2008, 05:39 AM

ციტატა
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,
როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

ჭილაძის ლექსების კითხვა რომ დავიწყე, ალბათ უფრო ასაკის გამოც smile.gif
ერთერთი პირველი იყო ეს რამაც "ვაუ" მათქმევინა და კიდევ ეს:
"და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ეკიდა შენი ლამაზი კაბა"
smile.gif
მმააგგარია!
რაღაც მსგავს ხასიათზე ვარ ამ ლექსს დავდებ; მთლიანად შედარებაა...

მზე ზღვასთან

ზღვაში მზე ჩადის... მეწამულდება
ზეწრად გაკრული თეთრი ღრუბლები,
ყური დაუგდე, გესაუბრება
ჩემი მზე, როგორც ის ალუბლები.

მრავლის მნახველი გაოცდა წყალიც,
როცა გააპე შენი სხეულით,
შენი ფერებით ტალღაა მთვრალი,
კვლავ გიბრუნდება ბევრჯერ მსხვრეული.

ალბათ იცვალა ფერი ქვიშამაც,
რომ დაიტოვოს შენს ფეხთა კვალი;
ქარმა მძინარემ თმები გიშალა?
არ დაგიმალავ, ეს მე ვარ ქარი!
ის მეწამული მზეც ჩამავალი,
შენს ლურჯ თვალებში გულია ჩემი,
ის ტალღაც შენით რომაა მთვრალი,
იცოდე, ფიქრი, ცრემლია ჩემი.

ქვიშაც, რომელსაც თელავ და გათბობს,
და ვინც ამბორით გეკრობა ტანზე,
ეს მე ვარ ისევ, ვერ გტოვებ მარტოს,
შენი ტრფობა, ხომ კლდეს ქვიშად აქცევს.

სიომ გეფერა თუკი დღეს ღამით,
ან მთვარემ თუკი ჩუმად შეგხედა...
იცოდე, მე ვარ, მოვედი წამით,
მხოლოდ დაგხედავ, მეტს ვერ შეგბედავ!


.......
ეს ჭილაძე არ იყო smile.gif
ხანდახან კარგია რომანტიკა...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Mar 19 2008, 11:53 AM

გამომდინარე ჩემი ბუნებიდან, მე უფრო ცინიკური ლექსები მომწონს biggrin.gif

პ.ს.
ომარ ხაიამი მაგალითად....
პ.პ.ს.
ეს რობაი უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც ომარ ხაიამი მიიპატიჟა ნადიმზე შეიხმა, პასუხად ომარმა ეს რობაი გაუგზავნა:
Лучше впасть в нищету, голодать или красть,
Чем в число блюдолизов презренных попасть.
Лучше кости глодать, чем прельститься сластями
За столом у мерзавцев, имеющих власть.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 19 2008, 04:06 PM

არაჩვეულებრივი პოეტების არაჩვეულებრივი შედარებები:

გალაკტიონი

"...გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება..."



"...დედაო ღვთისავ,მზეო მარიამ

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე..."



გიორგი ლეონიძე

"...ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენ

ყანის ნამკალში პურის თავთავებს,

ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს,


და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ..."




ლადო ასათიანი

"ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,

მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული

და მოქნეული გავაზივითა




მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი შედარებებითაა სავსე. განსაკუთრებულად მომწონს... rolleyes.gif
საოცრად აღწერს ბუნების სურათს....თვალწინ დაგიდგება.


სახლი

თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი...

ქარი ბრმასავით ეხეთქება

ხან რას

და

ხან რას...

მოულოდნელად

ქვემეხივით გავარდა მეხი

და

ლაშქარივით

გაენართხა მიწაზე ყანა.


შუაეზოში

გაბარჯღული კაკალი ღელავს:

ღობეს

ტოტები

ტალღებივით

ასკდება კაკლის...


თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, —

ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 2 2008, 03:47 AM

ციტატა
გალაკტიონი

ესეც ასე, დავბრუნდი wink.gif
ამ გენიას რა ამოწურავს?

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

როცა ამ ლექსს ვკითხულობ სულ ჩემს ავატარს გავხედავ ხოლმე smile.gif

.........

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


.........

არსებობის გული

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს

ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

............

გაოცდა უფრო


მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი.

...........
გურიის მთები

...როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით...


..............................

დროშები ჩქარა!

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...

დროშები ჩქარა!

.............................

გაგრძელება უსაზღვროდაა smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კელა თარიღი: Apr 19 2008, 01:26 AM

ციტატა
ოთარ ჭილაძე!


ვშორდებით...

ყოველ წუთს ვშორდებით...

და აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს,

თუმცა არ შერჩა აზრი არაფერს:

არც ერთგულებას და არც მოლოდინს

რადგან გმრებად დავრჩით ბოლომდის

და ვერც ვიგრძენით, რომ გვექცა მხარი,

რომ სული ვგვემეთ და არა ლეში

და ის სისუსტე ჩავკალით ჩვენში,

რითიც ძლიერი იყო და არის

ადამიანი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 19 2008, 05:52 AM

კარგია ჭილაძე

ციტატა
აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს,

ამაზე კოლაუ ნადირაძე გამახსენდა...

"... ღვთისმშობელის მოგრძო თვალები
უმანკო სევდით ამოვსებული."


( ეს აშკარად ქაშუეთის ღვთისმშობელია)

უცნაური ხალხია პოეტები:

ნახეთ გალაკტიონი,

"ჰაერი ლურჯი აბრეშუმია..."
ან ეს:

შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.

სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

1916



მოკლედ მაპატიეთ და გალაკტიონზე მაქვს ჩაციკვლა smile.gif , მისი მსგავსების გამო
მიმიზიდა უნგარეტიმ (მეზობელ თემაში "უცხოურ ლიტერატურაში" ვწერ ხოლმე მასზე), იქნებ ეპოქა იყო ასეთი? რევოლუციები, ომები, მსხვრევა-შენაბა?

რას გაიგებ, გენიოსები კი დაიბადნენ და...

აბა ამის დამწერი ვინაა სხვა?
( ეს ლექსი მაშინ გამახსენდა , როცა პირველად ვნახე წმ.პეტრეს ტაძარში მიქელანჯელოს "პიეტა" დატირება ...)

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენდა დაგშთენია გამოსათხოვარი.

1922
....


იხარეთ და იაქტიურეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 21 2008, 03:58 PM

ქართული ენა
ლადო ასათიანი
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა

შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,

ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება

და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,

მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს

და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში

რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ

და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
რაც შეეხება დოჩანაშვილს ამგვარ შედარებებს და მხატვრულად გამოსახვას ის უფრო რომელიმე პერსონაჟის განქიქების მიზნით იყენებს"განს მდგომი შუაკაცი"-" მსხვილკუპიურიანი ხელის სილამაზე დააგდო"


g.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 21 2008, 04:12 PM

ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი
და ჟამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად.
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა
დათა გულუა
მომწონს ....

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Apr 21 2008, 05:33 PM

ხალხურია


ქალვ გიხდება ქამარი
ვერცხლის ღილები წელზედა
ისე ლამაზად დადიხარ
ვით წყაროს წყალი ქვებზედა

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 21 2008, 06:29 PM

ციტატა(შევრდომილი @ Apr 21 2008, 04:33 PM) *

ხალხურია
ქალვ გიხდება ქამარი
ვერცხლის ღილები წელზედა
ისე ლამაზად დადიხარ
ვით წყაროს წყალი ქვებზედა


ძალიან ლამაზი შედარებაა smile.gif


ესეც ლადო ასათიანის ლამაზი მეტაფორა:

“მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ,

აქამდე არვინ არ შეგიყვარა”



ისევ ლადო, ამჯერად შედარებები:

“შენ კი ვით თოვლის თეთრი ფანტელი,

დაღუპვისაკენ მიექანები”



“დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული,

ხევის ყვავილი, მზისკენ მზირალი”



“ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,

მძიმედ სძინავს ციხეს”


ციტატა(KAIROS @ Apr 19 2008, 04:52 AM) *

შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი,

ულამაზესია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 22 2008, 04:03 AM

ციტატა
დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული,

ხევის ყვავილი, მზისკენ მზირალი”



ვახ რა კარგია smile.gif

მადლობა თქვენ , ასე იაქტიურეთ ხოლმე smile.gif

სულ ჭილაძეს გავიძახით და მოდით ახლა ჭელიძეც ვნახოთ:

ოთარ ჭელიძე

ნაწყვეტები

......
შაურიანი წვიმა


წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.

...

თითქოს გადმომასხეს წყალი,
თვალი გავახილე მაშინ...
ასე იაფია წამით
თავის დავიწყება ხალხში?

1960

.............................


ვეფხის ბალადა

შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე;
ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე.

.......................................

კუმურდოს ტაძარი


უდაბურ ზეგანზე სადგურდება
ნგრევის და არყოფნის ნატერფალი,
ინთქმება, იქცევა, ნადგურდება
კუმურდოს უმრევლო კათედრალი.

დრო ლოდებს აგორებს ყომარივით,
გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია,
და ჯვარი, აქშეულ ყორანივით,
საფლავის ბალახში ჩაფრენილა.


...............................

ჯაჭვის ხიდი

ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობიდან - სიბერემდის.

...

ამ ხიდიდან გავჩნდებოდი
ათი კაცის საფარავში,
რიონს ზურგზე ვახტებოდი,
როგორც ლურჯას ფაფარაშლილს.

,.....

ლამაზია smile.gif








პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 22 2008, 05:01 AM

smile.gif მიყვარს ვაჟას ეს ლექსი,მისთვის დამახასიათებელი ბუნების დიდი სიყვარულით,ბუნების ეს დიდი მესაიდუმლე როგორ ლამაზად უმღერს გაზაფხულს,ბუნებას.

გაზაფხული

ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.

თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია


-გაზაფხულისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისების,ანუ სიცოცხლის მინიჭებას ყოველი არსებისათვის,მხატვრულად გადმოგვცემს იოსებ გრიშაშვილი, ლექსით "გაზაფხული".

გაზაფხული


აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.

იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!

ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული
!



-და კიდევ, ტიციანის ეს ლექსი,რომელიც მრავლისმომცველია თავისი შინაარსით...

ტიციან ტაბიძე
ლექსი მეწყერი



მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

1927

-დავით გურამიშვილის "დავითიანიდან" ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი:

დავითიანი


ეს კაცი ასე ილოცავს



ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი
.


-ვეტრფი ბესიკის ამ ლექსს,რომელსაც დღესაც ბევრი ალბათ სიამოვნებით გაიხსენებს...

ბესიკი

ტანო ტატანო


ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!


და ბოლოს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,რომელიც დრო და დრო შემახსენებს ხოლმე თავს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი



ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.

მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად -
მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!



პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 23 2008, 05:38 PM

ქართული პოეზია ამოუწურავია ულამაზესი შედარებების, მეტაფორების, განპიროვნების და ა.შ მაგალითებით smile.gif


გიორგი ლეონიძე:

"სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით.."




მუხრან მაჭავარიანი:

"...ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს,

წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში;

რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს...

ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი.
"



მიხეილ ქვლივიძე:

"..ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა

საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,

შაქარყინულივით თითებში ჩამადნა

ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი..
"



გოდერძი ჩოხელი:

სევდა ზღვა არის,

იდუმალი და უნაპირო,

გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,

მზის ჩასვლის მერე დარჩენილი

თალხი ნაგრილი.


მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,

გულში კი სევდა საღამოვდება,

დგას ბნელი ღამე,

იდუმალი და თავდახრილი...


გაივლის ჟამი,

მთის იქიდან ამოვა მთვარე

და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,

როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში

თეთრი აპრილი.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 6 2008, 10:07 PM

[code][quote]
:) მდიდარი ენა გვაქვს,ღვთის მადლი არის დავანებული...
[size=2]გრიგოლ ორბელიანი
წინანდლის ვარდო, სულითა ტრედო, გულითა წმინდავ,ვით მთისა წყარო! ვითა ცისკარი, ხარ მოცინარი, რომე მხილველის გული ახარო.
იმხიარულე, ვიდრე სიცოცხლე შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი; ვიდრემდის შენ ზე დაგნათის, ვით მზე, სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!
..............ღიმილით გევხარ მაისის დღესა...:
გივი ძნელაძე
[color=#6600CC]მეხუთე დღეა ამდენ ხალხში დაგეძებ ისე_ ვ%E

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 7 2008, 02:40 AM

ვითა პეპელას ყვავილებში დაეძებს ბავშვი...... და როცა შენს მსგავსს უცაბედად თვალს მოვკრავ ვისმეს,_ ცეცხლივით ცხელი ჟრუანტელი დამივლის ტანში.. (ლექსივით დავწერე და მოთხრობასავით მოვიდა.. oops.gif )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 7 2008, 02:54 AM

იისფერი თოვლი და თიკო, მართლა ლამაზებია smile.gif
ხორნაბუჯელი, კაცო, ეგ ლექსები პოეზიაში დადე, აქ მხოლოდ შედარებები და მხოლოდ ნაწყვეტები , თორემ მოდერატორის რისხვას დავიტეხთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 7 2008, 03:33 AM

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს – უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს, ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.

სუცხოოა, გაგრძელება კიდევ უკეთესი

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 7 2008, 11:28 AM

KAIROS madlioba.gif


ნახეთ, რა კარგი შედარებებია და განპიროვნების როგორი მაგალითები ბოდლერის ამ ნაწყვეტებში smile.gif უფრო სწორად ბოდლერის თარგმანში. სამწუხაროდ, ორიგინალის წაკითხვა არ შემიძლია.


მზე

"...და როცა ეს მზე, ვით პოეტი, ქალაქში ჩადის,

ის ასხვაფერებს არსს უბნელეს მწიკვლის და ზადის,


და ვით უხმოდ და უამალოდ მავალი მეფე -

ყოველ დარბაზში შეაბიჯებს, შუქმოიეფე."




დღის დასასრული


”ბინდბუნდ ნათელში, რაც კი აქვს ძალა,

მირბის, მიცეკვავს, მიიკლაკნება

ცხოვრება - ურცხვი, ბრმა და მყვირალა...”


პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 7 2008, 08:09 PM

შენი თვალები-მაღლები-

samxretis zgvebis peria,

kbilebi_tetri dzaglebi_

მიღრენენ არაფერია.. **გალაკტიონი***

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 8 2008, 10:02 PM

ციტატა
გალაკტიონი

ამ გენიას რა ამოწურავს?


ერთი თვის უკან დავიწყე და იქვე დავამატე

ციტატა
გაგრძელება უსაზღვროდაა smile.gif


ხოდა ისევ ამ უსაზღვროებიდან გავიხსენოთ რამოდენიმე :

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

...

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

...

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

...........................................................

ძალიან მმმაგარია smile.gif

აი კიდევ , ნახეთ რაა... რა შედარება, რა რიტმიკა, თუ რითმი...



მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით

ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.
ოცნებას შვენი, ვით ლოცვა შენი,
შოპენი, ვერდი და პაგანინი.

პოეტის ახლოს გედება ალი,
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.


..........................................................

და ცოტა პატრიოტისტული შედარებებიც ( დღევანდელი სიტუაციიდან გაომდინარე)

მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

...........................................................................

იხარეთ;

კაიროსი!




პოსტის ავტორი: tinka თარიღი: May 8 2008, 10:26 PM

მაგარი თემაა ძალიან smile.gif

ახლა დავწერ ერთს, ოღონდ აღარ მახსოვს ვისია:


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: May 9 2008, 05:52 AM

tinka

ციტატა
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი


გადასარევია : )
ვალერიან გაფრინდაშვილის მაისის ტრიოლეტები : )


სავსეა ულამაზესი შედარებებით : )


"ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი...

შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა...

ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა...

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი...

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი...."

რა საოცრად, ლამაზად ამძაფრებს მკითხველის ემოციას...




პოსტის ავტორი: tinka თარიღი: May 9 2008, 06:52 PM

ქეთუ
მადლობა ქეთუ, რომ შემახსენე 2kiss.gif ლამაზია ძალიან



ესეც ლამაზი შედარებაა "დიდოსტატის მარჯვენადან", მომწონს:

ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულიად.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 11 2008, 04:20 AM

ციტატა
სევდიანი, როგორც ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოსი.

ჩემი ავატარი smile.gif
რა ლამაზად წერდა კონსტანტინე,სკანერით გადაიღეთ და დადეთ ხალხო "ლიტერატურულ ბიბლიოთეკში",მცირე რამე ნოველები მაინც რაც არ არის ინტერნეტში smile.gif გვენატრება ძალიან...

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: May 11 2008, 05:15 AM

დღეს დიკოს ლექსებს ვკითხულობდი და smile.gif ეს თემა გამახსენდა...
ძალიან ძალიან ლამაზი და ემოციური შედარებები აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით ეს ლექსი "წვიმა" მიყვარს...
მოკლედ

დიანა ანფიმიადი...

წვიმა

სამი კვირაა
ჩემს ქალაქში წვიმა დასახლდა
და ფეხშიშველა კითხვის ნიშნებით დავტოპაობ
თქვენი თვალების გუბეებში
ახლა სათქმელიც დამიმოკლდა
შიშველ მუხლივით გამომიჩნდა რაღაცის შიში
სხეულზე მჭიდროდ მოხვეული სიმყუდროვიდან

................................................
გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას
გრძნობა გამეჭრა
და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე
თქვენ ხომ არ იცით
რამდენ ასეთ წვიმად დამიჯდა
სიზმრის სიჭრელე.

გული სავსეა უნაზესი სიცარიელით
და თუმცა ზურგზე დამასრისეს ჩემივე ჭერი
სიჩუმეს ვხვდები ახლადშობილ ჩვილის იერით
მე - ლოკოკინა წვიმისფერი.


სამი კვირაა
ჩამისახლდა სახსრებში წვიმა . . .. .

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 11 2008, 04:51 PM

ქეთუ
დიანას იცნობ? ქეთი ნინიძე, ნათია ნაცვლიშვილი და სხვებიც გეცოდინება smile.gif

მოდერი რომ გააოფებს რა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 11 2008, 05:19 PM

ციტატა
გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას
გრძნობა გამეჭრა
და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე
თქვენ ხომ არ იცით
რამდენ ასეთ წვიმად დამიჯდა
სიზმრის სიჭრელე.
გული სავსეა უნაზესი სიცარიელით
და თუმცა ზურგზე დამასრისეს ჩემივე ჭერი
სიჩუმეს ვხვდები ახლადშობილ ჩვილის იერით
მე - ლოკოკინა წვიმისფერი.


cray.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 14 2008, 03:04 AM

ვაუ, საღოლ... არ ვიცნობდი , დადე კიდე ქეთუ ( მაოცებს ეს გოგო smile.gif )...

ციტატა
გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას
გრძნობა გამეჭრა
და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე



ციტატა

მოდერი რომ გააოფებს რა...

ეპატიება ... (ხოლმე biggrin.gif)...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 15 2008, 09:38 PM

აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული..
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....

შოთა ნიშნიანიძე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 16 2008, 02:30 AM

ციტატა
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....

smile.gif
რა უბრალოა და რა ბრალიანი...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 19 2008, 04:48 PM

გადასარევია.... ძალიან ორიგინალურია და ძალიან პოეტური.. smile.gif

ოთარ ჭელიძე


"ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,


როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,


ტკივილი ცოტახნით დამიამე,

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,


ძარღვებში სისხლივით დამიარე,

თვალებში შუქივით შეიჭერი.....



...სხეულზე ცეცხლივით მომდებია

სიცოცხლის უშენო დასასრული.


და იწვის ბუხარში წუხანდელი

წერილი, კუნძივით მობრიალე,

სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:


მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!


ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური

ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს

და როგორც ვეება სალამური

ოთახში აკვესებს საგალობლებს.


ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი

და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,

ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,

აბებად გულისკენ გადასული......



ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,


ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,

ჰაერში კვამლივით შევიჭერი."




და ოთარ ჭილაძე


"ეცემა თოვლი,როგორც ცხოვრება,

თოვლივით ჩუმი და შემპარავი...


ეცემა თოვლი და დროს ბარდება

ლამაზი,მაგრამ უკვე ყოფილი,

როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები

სადღაც სივრცეში გადაჭდობილი."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 20 2008, 02:50 AM

მოკლედ ოთარები ჭ-ი/ე-ლაძეები smile.gif
მაგრებია!

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 20 2008, 04:17 AM

ციტატა
...სხეულზე ცეცხლივით მომდებია

სიცოცხლის უშენო დასასრული.


cray.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2008, 03:35 AM

ულამაზესი შედარებებია ასევე ბიბლიაშიც, უმხატვრულესი, ახლა ვკითხულობდი "იობის წიგნს" ნახეთ რა ლამაზია:

"19. ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი. "

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 22 2008, 06:25 PM

ეს ლექსი მთლიანად შედარებაა... სავსეა არაჩვეულებრივი მეტაფორებით, ამიტომ მთლიანად დავდებ smile.gif


გოგლა ლეონიძე

მხარე ვაზებში გამოხვეული

ყანა - კახური, ათქვირებული,
და ყამირები ყარაიისა,
ვაზი - თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,

წინანდლის ღვინო დედისრძიანი,
თაფლი - ხეებზე ჩამოღვენთილი
ბროწეულის ტყე წყაროებითა,
ცა -არწივების კლანჭით გარტყმული,

მთები - ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი...
მხარე - ნათხარი საძირკველების,
მხარე - სარკინე ფალავნებისა,

მხარე - ვაზებში გამოხვეული,
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,
ფერფლი, ლერწამის ნაცარივითა.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 26 2008, 10:59 PM

ახლა ვკითხულობდი ტერენტის და მომინდა ამ ულამაზესი შედარება-მეტაფორების აქ დადება rolleyes.gif

ჰოდა, ა, დავდე:


“…ახლა თოვლივით ვილევი მზეზე

და მომდევს ქარი შორი აპრილის...

..ღამდება ასე, დაეცა წვიმა,

და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი...”


“…სული ნაზია და სული წმინდა,

როგორც ქაღალდი დაუწერელი.”


“…ვდგავარ საოცრების კარებთან,

როგორც სიზმარი წარსულის…

..გულში - ნისლიანი ღამეა,

სულში - ცისფერი სინათლე...”


პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 26 2008, 11:37 PM

არ ვიცი რამდენად იცნობთ თანამედროვე მწერლებიდან: გიორგი ზანგურს,მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი ლექსები და რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ smile.gif

"ნისლისზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა"

"ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს
სურვილები ამიტაცებს შენთანყოფნის გარეშე"

"შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ''-ლამაზია არა?! smile.gif

"ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები,როცა მთვარეს ენაცვლება"

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 2 2008, 10:21 PM

ციტატა(nino_ni @ May 26 2008, 11:37 PM) *

არ ვიცი რამდენად იცნობთ თანამედროვე მწერლებიდან: გიორგი ზანგურს,მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი ლექსები და რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ smile.gif

ასე თუ ისე ვიცნობ და რამდენიმე ლექსი მეც მომწონს smile.gif ეს ერთ-ერთი მათგანია:

”დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა....

...დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას....

ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.”



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2008, 10:55 PM

ციტატა

ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

კარგია, ყოჩაღ ფორუმის ლამაზებს smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 9 2008, 04:21 PM

საოცარი შედარებებია, ულამაზესი... smile.gif

"ვარ, როგორც ღვინო ალადასტური
და მიხარია ფათური ქვეყნად.”


პაოლო იაშვილი



”..მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...”


გალაკტიონი

პოსტის ავტორი: chiamaialologi თარიღი: Jun 14 2008, 09:07 PM

თოვდა..

თეთრ წინდას ქსოვდნენ შორეული ცის ლურჯი ხელები..


გოდერძი ჩოხელის "თოვაში გასვენებული დღესასწაული"

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 14 2008, 10:23 PM

მე შენ მიყვარხარ იმავე გრძნობით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა... smile.gif

რატი ამაღლობელი

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 17 2008, 06:32 PM

ძაბული
კონსტანტინე გამსახურდია

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

rolleyes.gif


პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 19 2008, 10:23 AM

ალეგორია
დათა გულუა
მზე ჩაილეწა კლდეთა ნაოჭში,
ფრთებზე დააკრო ლურჯი სანდალი,
დღეს ხომ ტორფივით ღმუის ჭაობი,
სად არის ფერფლი, გულის სადარი?!

მკლავდანგრეული ზეცის პრომეთე,
ღრუბლებზე ჯაჭვებს ვედიდგულები,
მიქელანჯელოს ბედის მოკეთე,
ჩვენ ორნი ედემს ვართ დარგულები.

ფერთა გოლიათები ცას კაბას აუწევენ,
და სამოთხის კარების გვესმის ჟრიამულები,
ჩვენს ოცნებას ღმერთები ცის აკვანს დაურწევენ
და ქედზე აინგრევა გუნდი ნიამორების.

ხიდი ამოილეწა, სულთა შორის ბონდები,
ქარის სველი თმებიდან შემომხედეს ლანდებმა,
შენი მზერიდან ხტიან ალისფერი ქორდები
და აღმიძრა ოცნება შორით დანაბადებმა

სველია ცრემლით ხე სარეცელი
და უკვე მთვარე მზის ნაქონია,
მახსოვს ბაჯაღლოს ფრთის სავარცხელი
და ჩემში შენი ალეგორია.


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 19 2008, 10:46 PM

ციტატა
ძაბული
კონსტანტინე გამსახურდია

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

ლექსებს ბევრს არ წერდა, მარა თუ დაწერდა, მართლაც დაწერდა!
ციტატა
ალეგორია
დათა გულუა

მადლობა, არ მქონდა წაკითხული...
ბა კიდე, კიდე ბევრი ლამაზი შედარებები გვწყურია smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 19 2008, 11:04 PM

ციტატა(abo @ Jun 19 2008, 10:53 PM) *

ხვლიკისფერია გამთენიისას სვეტიცხოველი.
კ. გამსახურდია.

ეს მაგარი გამონათქვამია, ყოველთვის მომწონდა...მაგარი "სტრანნი" ენა ჰქონდა კოსტიას

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 20 2008, 12:57 AM

ციტატა(KAIROS @ Jun 19 2008, 10:46 PM) *

ლექსებს ბევრს არ წერდა, მარა თუ დაწერდა, მართლაც დაწერდა!
ჰო, მართალი ხარ smile.gif იშვიათად, მაგრამ ძარღვიანად წერდა rolleyes.gif



ესეც რომ არ გავაოფო და თან თემაც გავაგრძელო... ისევ კონსტანტინე smile.gif


"რად მგლოვიარობს შენი ყელი ღმერთდალეული
ბადაღშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა,
ოდეს მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული,
მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავთ ბაღჩის მიმოზა.

როს მთვარე მკრთალობს იბინდება ვარსკვლავთკრებული
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის,
აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის
მე კიდევ პაჟი შენს აჩრდილზე შეყვარებული....."







პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 20 2008, 01:06 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 20 2008, 12:04 AM) *

ეს მაგარი გამონათქვამია, ყოველთვის მომწონდა...მაგარი "სტრანნი" ენა ჰქონდა კოსტიას

მე ეს დიალოგი მომწონს, თიტქმის ზეპირად ამხსოვს:


_ სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ჩემს თავს, უტა!
_ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული...


და ეს:

''ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი''





პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 24 2008, 10:18 PM

ოთარ ჭილაძე

***
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულშ
ი...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...........


* * * მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jun 25 2008, 01:03 AM

ციტატა
მაგარი "სტრანნი" ენა ჰქონდა კოსტიას

კი biggrin.gif
მარტო აღსართანის ალუჩისფერი თვალები რად ღირს რო, ეს "დავით აღმაშენებელში"

ანდა იგივე წიგნიდან: "გიორგი მეფე შეჭარხლებული იჯდა წეროსყელიან ვერცხლის სურის პირისპირ, ღვინით სავსე ფიალა წინ ედგა და აოგნებული ჩასქცეროდა ბუხარში გაღვივებულ ცეცხლს."

შედარებები ჰქონდა მოძიებული ისეთიიი... laugh.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 28 2008, 07:16 PM

"ჩუმი ვარ, როცა ჩემს ლურჯ წყალზე თვლემს მთვარის სხივი;
მაშინ ჩემს სულში მარგალიტი ციმციმებს ცივი...
როცა მძვინვარე ქარიშხალი ბორგავს ჩემს მკერდში
და როცა ხშირად ხომალდების გზა-კვალსაც შევშლი...
ესეც იმიტომ, რომ ურიცხვი განძია ჩემში..."

ანა კალანდაძე


[/b]ნახე - თოლიაც როგორ გაფრინდა -
ნისკარტში - ჩემი სურვილის თევზით.


ლელა სამნიაშვილი [b]

* * *
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.

აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.

რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.


/თამარ ლომიძე/

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 29 2008, 02:41 AM

KAIROS გაიხარეე! smile.gif
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
გიორგი არაბული

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 29 2008, 04:32 PM

iisperiTOVLI
გარჩევებს თუ არ მოაყოლებ, მაპატიე, მაგრამ პოსტებს ვშლი.
ეს ამ თემის წესია, თორემ ასე პოეზიაშიც შეგვიძლია დავდოთ ტექსტები smile.gif


პ.ს. ეს ბევრჯერ დავწერე აქ და არ გეცოდებით? ცოტა წინა გვერდებიც წაიკითხეთ გულისყურით smile.gif

ციტატა(KAIROS @ Jun 29 2008, 03:17 AM) *

კაი გოგო ხარ შენ, იის ფერი smile.gif

ასეთ ხასიათის პოსტი ნებისიერ თემაში წაიშლება, ამისთვის პმ არსებობს!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 29 2008, 08:09 PM

რაფერი მკაცრია ეს მოდერატორი biggrin.gif
კი მაგრამ ეს ჩემი პოსტი OFF-ი არ იყო და აი რატომ:

ციტატა
იის ფერი

მე სახელი არ დამიწერია, მაშინ იისფეროთოვლოს-დავწერდი. არამედ სათქმელი მხატვრული ენით დავუწერე ის რასაც ადამიანი იისფერში გულისხმობს smile.gif

ლექსები და ნაწყვეტები, რომლებიც აგებულია მხატვრულ შედარებაზე მგონი არ უნდა წაიშალოს, თუნდაც გაურჩევლად, რათ უნდა გარჩევა ახლა
ციტატა
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ამას? smile.gif
მოკლედ ესეც რომ არ წაიშალოს აი დაცვა :

ოთარ ჭილაძე:

"და კოშკებივით ამაყად იდგნენ
შენი ლამაზი ფეხები ქარში"

და კიდევ

"ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა,
იქნებ მე მადევს სულზე ურდული,
და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა,
გამოფიტული და გაქურდული"...

მაგარია...

კაიროსი!

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 30 2008, 02:10 PM

მუხრან მაჭავარიანი

რა მხატვრულად და პოეტურად აღწერს... smile.gif

,,ჭასთან,- თავისით ამოსული
კოხტაობს იფნი,
იქვე მოხუცნი რაღაცაზე ბჭობენ ტირიფნი”




ეს კი ლამაზი შედარება ანას ერთი პატარა ლექსიდან:

"…ისევ გახსენი გული ჩემი
მზე-მთვარისათვის
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ!"

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 30 2008, 02:22 PM

iisperiTOVLI
KAIROS

ციტატა
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.


ციტატა
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.


ციტატა
"და კოშკებივით ამაყად იდგნენ
შენი ლამაზი ფეხები ქარში"

"ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა,
იქნებ მე მადევს სულზე ურდული,
და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა,
გამოფიტული და გაქურდული"...




რა ლამაზი შედარებებია, მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 30 2008, 04:05 PM

ანა კალანდაძე
* * *

შრიალებს ღოლოს მინდორი,
მაღონებს მისი შრიალი,
ვით მზის მიდრეკა დასავალს,
ვით სინანული გვიანი...
ფრინტას გადუფრენს ქეროზა,
წყაროებს თვალებმზიანებს...
სევდანარევი ჩრდილებით
ღოლოს მინდორი შრიალებს...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 30 2008, 04:11 PM

T I K O
iisperiTOVLI



რა ვქნა, ვიყვირო, ჩემი გაფრთხილება რომ წაიკითხოთ, თუ გავსწერვდე და მომაქციოთ ყურადღება?



ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 30 2008, 04:29 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 30 2008, 04:11 PM) *

T I K O
iisperiTOVLI
რა ვქნა, ვიყვირო, ჩემი გაფრთხილება რომ წაიკითხოთ, თუ გავსწერვდე და მომაქციოთ ყურადღება?
ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif

blink.gif რამე დავაშავე?
იქნებ ამიხსნა, თამარ, რა გავაკეთე არასწორად... და თუ ვერ გავიგებ, შეგიძლია ჩემი პოსტები წაშალო...
ბოლობოლო, აღარ შემოვალ ამ თემაში და ეგ იქნება

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 30 2008, 04:54 PM

ციტატა(T I K O @ Jun 30 2008, 04:29 PM) *

blink.gif რამე დავაშავე?
იქნებ ამიხსნა, თამარ, რა გავაკეთე არასწორად... და თუ ვერ გავიგებ, შეგიძლია ჩემი პოსტები წაშალო...ბოლობოლო, აღარ შემოვალ ამ თემაში და ეგ იქნება

ზევით დავწერე, რომ მოწონების და შექების ფრაზები, ასევე მხოლოდ დაკოპირებული ლექსები, არ დადოთ-მეთქი, დაახლოებით ასეთი თხოვნები (თან თხოვნები) მიწერია საწყის გვერდებზეც, კაიროსის პოსტი წაიშალა და მიხვდა თვითონც, რა მოხდა.
ხოლო რაც შეეხება არ შემოვალს, ასეთი შინაარსის სიტყვები სულაც არ შეესაბამება ფორუმს და მით უფრო თემას. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაითვალისწინეთ რასაც გიწერთ ხოლმე და არავინ დარჩება განაწყენებული smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 30 2008, 09:31 PM

ციტატა
ფრაზები

თიკუშ, აქ ვართ მასწავლებლის მკაცრ ხელში biggrin.gif ხოდა, აი ცალკეული ფრაზებსაც არ გვაპატიობს, ხოდა ძალიან კარგი, აქ შევიკავოთ თავი ან ზედვე მივაყოლოთ ლამაზ შედარებიანი ნაწყვეტი smile.gif
1. არა ოფებს
2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია
3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც smile.gif
სულ ესაა თიკუშ და არსადაც არ გახვალ smile.gif მიხარია რომ აქ ხარ smile.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Jun 30 2008, 11:06 PM

ერთი რაღაც უნდა ვთქვა ოღონდ არ გეწყინოთ და გაიბუტოთ tongue.gif

ამ შემთხვევაში ცქნაფო აბსოლიტურად მართალია,მიდის მხოლოდ ლექსების დაკოპირება, რაც წარმოქმნის ერთმანეთის კლონ თემებს და მაშინ თამუნას ისღა დარჩენია გააერთიანოს, ვინც მხოლოდ ლექსებს ვაკოპირებთ გავითვალისწინოთ და უბრალოდ ორი სიტყვით თუ არ გავარჩევთ საკუთარი მოსაზრებები და ფიქრები მაინც დავუწეროთ, რას ნიშნავსთქვენთვის ეს სტრიქონები, რა ემოციებს იწვევს, როგორ შეაფასებდით და ასე შემდეგ...... smile.gif

არ მიწყინოთ, უბრალოდ უნდა მეთქვა, რადგან მომწონს ეს თემა და ცარიელი სტრიქონებით უინტერესო ხდება და აზრს კარგავს...

პ.ს. ცქნაფო სორრი, ოFFია, მარა მიაშალე მერე : *

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 03:21 AM

ციტატა
მხოლოდ ლექსებს ვაკოპირებთ გავითვალისწინოთ და უბრალოდ ორი სიტყვით თუ არ გავარჩევთ საკუთარი მოსაზრებები და ფიქრები მაინც დავუწეროთ, რას ნიშნავსთქვენთვის ეს სტრიქონები, რა ემოციებს იწვევს, როგორ შეაფასებდით და ასე შემდეგ

მე კი მგონია, რომ ამდენი მოთხოვნები ზედმეტია, საკმარისია ადამიანმა ამ თემაში არ გააოფოს ( ისე მაინცდამაინც აქედან იწყებთ ფორუმის "განწმედას"?biggrin.gif) და დაწეროს მხატვრული შედარების ნაწყვეტი, ახლა სავალდებულოდ ნუ მივცემთ რაიმე ფილოლოგიურ გარჩევებს ან ემოციების გადმოცემას, ექნება რაიმე დასაწერი-დაწერს, შეიძლება დავწერო : " ხვლიკისფერი სვეტიცხოველი და მორჩა, რათ უნდა ამას გარჩევა მაინცდამაინც "კოსტიას ენაზე" უნდა ვილაპარაკოთ? ნუ მივიწროებთ აქ ხალხს biggrin.gif
ვიმეორებ:
ციტატა
1. არა ოფებს
2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია
3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი

შევთანხმდით?
კაიროსი!

აი ბატონო პირველი მაგალითი:
რენუარი
ჩუუ...
ბიოგრაფიული პოეზია
2008.06.14
http://www.literatura.ge/index.php?author=15308
---------------
ჩუუ...
ამაღამ არ გამომიღვიძოთ-
ჩემი
დღეღამეარეული,
თოთო პოეზია.
----------
კომენტარი? მომწონს biggrin.gif
საკმარისია?

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Jul 1 2008, 04:45 AM

ხოდა მაშინ ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს biggrin.gifამიტომ რა საჭიროა ეს თემა, გააერთიანოს ცქნაფომ მაშინ და ეგაა biggrin.gif

ფორუმის წმენდას რაც შეეხება, ჩემი პრეროგატივა სულაც არაა ამ განყოფილების წმენდა და არ მგონი ახლა ცქნაფოსაც ცოცხით სიარული ხიბლავდეს biggrin.gif
უბრალოდ კარგი თემაა და ნუ აკარგვინებთ აზრს და ორიგინალურობას თქო, სულ ესაა : )


ციტატა
ექნება რაიმე დასაწერი-დაწერს,

არ ექნება და დააკოპირებს biggrin.gif

KAIROS
ციტატა
კომენტარი? მომწონს biggrin.gif
საკმარისია?

არა, რატომ მოგწონს, რისთვის გაარჩიე biggrin.gif

პ.ს. ვორნი გეკუთვნის მოდერატორის ნერვებზე თამაშისთვის biggrin.gif

მოდერატორს მოვუწოდებ დავორნილ იქნას იუზერი კაიროსი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 05:31 AM

აი შარიიი biggrin.gif
ამიჯანყდა ქალები biggrin.gif
რისთვის მომწონს და ლამაზი შედარებაა, რა ვქნა ახლა ტერმინოლოგია და პოეზიის თეორიები არაა ჩემი საქმე, და არცაა აუცილებელი,

ციტატა
ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს
მასე არაა, მაგალითად ღვთისმეტყველებაშია ყველაფერი, მაგრამ ვანაწევრებთ, დოგმატურად, ზნეობრივად და ა.შ. მასე ბრძნული აზრები რომაა თემა, რატომაა ცალკე? მასე ხომ პოეზიაშიცაა და პროზაშიც, ეს თემა მე გავხსენი, იმ მოტივით, რომ ლამაზი შედარებები გამომეყო ცალკე და არა იმიტომ, რომ ფორუმელებს მოვთხოვო ფილოლოგიური გარჩევები მოაწყონ აქ, ვისაც ეხერხება კი ბატონო დაწეროს, ვისაც არა ნუ დავაძალებთ, რატომ არაა საკმარისი ვერაფრით ვერ გავიგე, დავწერო არა მთლიანად ლექსი, არამედ ლამაზი შედარება რაც მომეწონა?
დაკოპირებაზეა პრობლემა? განა ის რომ ადამიანმა იპოვა, აარჩია და ჩვენამდის მოიტანა ეს არაა არაფერი?
ჩემი აზრით, ძალიან აუშნოებს ამ თემას ამ სახის კამათები და ზედმეტი მოთხოვნები...
ვერ დამვორნავს ვერაფრით მოდერატორი, რადგან არაფერი გამიკეთებია სამაგისო, არამედ ვიცავ ჩემს თემას ზედმეტი მოთხოვნებისაგან, ან გააუქმონ და დახურონ თემა ან კიდევ ამ სამ პუნქტზე შეთანხდნენ:

ციტატა
1. არა ოფებს
2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია
3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი



თუ არადა დაიკეტოს საერთოდ...

რეიზა მაბრაზებთ ამ წასვლის წინა ჰა? sad.gif
კაიროსი!

პ.ს.
ციტატა
რატომ მოგწონს, რისთვის გაარჩიე


აი მოდერატორის პოსტი:
სადაა ახლა აქ გარჩევა? biggrin.gif
ციტატა
მე ეს დიალოგი მომწონს, თიტქმის ზეპირად ამხსოვს:


_ სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ჩემს თავს, უტა!
_ განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული...

და ეს:
''ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი''

და ახლა მითხარით, რატომ ვითხოვთ სხვისგან იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ? დაწერეთ რა ეს ლამაზი შედარებები და ვისაც შეუძლია არჩიოს, ვისაც არა აარჩიოს, დაგვიწეროს და ჩვენ დავტკბებით, ცუდია აქ რამე?

პ.ს.ს.
ციტატა
ან თუ დასხდებით მწყაზარნი,
ვით ტრედის გუნდი ფარადა...
თუმც ხშირად თქვენი შვენება
კაცებს გვექცევა ძმარადა, -

აი კიდევ ერთი სუპერშედარება და ახლა ამას რა გარჩევა უნდა პირდაპირ თქვენზეა დაწერილი biggrin.gif
ჰე, შემეშვით ახლა დამტოვეთ წყნარად ამ თემაში, არ გავაოფებთ, არ დავწერთ მთლიანად ლექსებს და მხოლოდ ავარჩევთ შედარებებს!
ან ასე, ან დაკეტეთ; ვახ, რა გახდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Jul 1 2008, 06:45 AM

KAIROS
რა ყველა ბუზღუნებთ რა sad.gif
ხუმრობაც აღარ შეიძლება?
რაც შეეხება თემას ფილოლოგიური გარჩევები არა მაგრამ ორი სამი სიტყვით რომ დაწეროს მომწონს იმიტომ რომ რაღაც თბილია, საოცარია, ლამაზია ამას დიდი წვალება უნდა?
მოკლედ თქვენ იცით მე ჩუმად ვარ
ყველას ყველაფერი გწყინთ და იბუტებით რაა : )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 08:29 AM

ციტატა
რაღაც თბილია, საოცარია, ლამაზია ამას დიდი წვალება უნდა

არ უნდა მაგრამ მაგისათვის შეიძლება შენიშვნის მიცემა? ან რა აუცილებელია ეს "თბილია, საოცარია, ლამაზია "-ს სავალდებულოდ ქცევა?
ამას ვამბობ მე, თორემ მართლა მშრალი "პეისთებით" მოყვანილი ნაწყვეტები მეც მემშრალება, მაგრამ ლამაზ და მოქნილ შედარებას რომ წავიკითხავ, ეს მომწონს და არა ის აღფრთოვანების შეძახილები smile.gif
და კიდე გებუზღუნები და ვიბუტები არა ის biggrin.gif, ქეთუსას ვებუზღუნო ახლა წასვლის წინ? არა, მარა აქ ეს კამათი დიდხანს მიდის უკვე, და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიპოვოთ მე და მოდერატორმა გამოსავალი, ამიტომ მე ის სამ პუნქტს ვთავაზობ:
ციტატა
1. არა ოფებს
2. ლექსებიდან მხოლოდ ის ნაწყვეტები სადაც ლამაზი შედარებებია
3. შესაძლებლობის ფარგლებში ცოტა გარჩევაც, თუ არადა არცაა აუცილებელი

თუ არადა და მაინც ფილოლოგიურ გარჩევებს მოითხოვს აქ, მაშინ დაკეტოს ასე აჯობებს, ვიდრე ყოველთვე კამათი...
თორემ ჩვენს ლამაზებს რას ვერჩი ან შენა და ან ცქნაფოს?
2kiss.gif
პ.ს.
აი ესეც კარგი შედარებაა biggrin.gif
ციტატა
წარსულში მეამბოხე თვალები ითვლის

პ.ს.
გავარკვიოთ ეს საქმე და მერე ის მიმოწერა გაასუფთავეთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 1 2008, 11:44 AM

KAIROS
კაიროს, მეგონა წაკითხულის გააზრება შეგეძლო!

ვინ გთხოვს შენ ფილოლგიურ გარჩევას, ადამიანო, გეუბნებიან: რატომ მოგწონს და რა ემოცია გამოიწვია, ის დაწერეო და ესაა სულ. აუჩემებია ''ფილოლოგიური გარჩევა'', საერთოდ ეგ ფსევდოტერმინი რაღაა, ახსენი მაშინ!


პ.ს. თუ დამაძინებ ხოლმე, დიდად დამავალებ!

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 1 2008, 11:53 AM

როგორც რიყის ქვა სიპი და ჭრელი
წყაროს თვალიდან წყალთა დინებამ,
როგორც ლოდინმა ჩემი და შენი
აზრის სიმშვიდე და მოთმინება,
როგორც პირველი წიგნის ხელიდან
ხელში ტარებამ, გადაშლამ მერე,
ათასმა თვალმა, სხივმა ზევიდან,
ხელმა ხელახლა ფურცლების ფერი,
"მიყვარხარ" სიტყვაც ისე გაცვითა ბაგემ,
ღაწვიდან რომ დააწვიმდა ცრემლი.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 1 2008, 11:55 AM

ახლა თავს მოვიკლავ და მოვხვდები ჯოჯოხეთშიიიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიიიიიი




პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 1 2008, 12:05 PM

ციტატა
ახლა თავს მოვიკლავ და მოვხვდები ჯოჯოხეთშიიიიიიიიიიიიიიიიიი

�იიიიიიიიიი

არ გაბედო

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 1 2008, 12:22 PM

რა არის მართლა, ჩემი თავი წარმომიდგენია მოდერატორის ადგილას. ვიცით, რომ გვიყვარს პოეზია და გვაქვს საყვარელი ლექსები, მაგრამ ამისთვიას არსებობს პოეზიის თემა. აქ მარტო ლექსების დაწერა არაა საკმარისი!

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 1 2008, 12:23 PM

Ismail

ციტატა
რა არის მართლა, ჩემი თავი წარმომიდგენია მოდერატორის ადგილას. ვიცით, რომ გვიტვარს პოეზია და გვაქვს საყვარელი ლექსები, მაგრამ ამისთვიას არსებობს პოეზიის თემა. აქ მარტო ლექსების დაწერა არაა საკმარისი!

ეს მე მეხება smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 1 2008, 01:31 PM

ჰოდა, იმას ვამბობდი რომა
ჩემთვის დღეს ესაა გენიალურობა და რომ ვამბობ მბურძგლავს! ბრრრ!

''უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,
არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
სხვა გზა
სხვა ხსნა
არ გამაჩნია!''


ჩემი სამშობლო! მრავალი სისხლი დაღვრილა მის მიწაზე! ყაყაჩოებიც მიილია უფლისციხესთან. (იქნებ, თქვენც შეგიმჩნევიათ...) შარშან ზაფხულს ერთი-ორი ძლივს დავლანდე... ალბათ, იმ დაღვრილს მიჰყვა... ჩემი რწმენით და ღვთის მადლით იქნებ, დასაღვრელმაც იკლო...
ჰოდა, ნურც დაიღვრება! სადღა გვაქვს დასაღვრელი სისხლი, ამ ერთი ბეწო ქართველებს . . .

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 08:19 PM

ოთარ ჭელიძე ეს წვეთები ჩემთვის სიყვარულია.. wub.gif წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს,აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 09:42 PM

ციტატა

ჩემი სამშობლო! მრავალი სისხლი დაღვრილა მის მიწაზე! ყაყაჩოებიც მიილია უფლისციხესთან. (იქნებ, თქვენც შეგიმჩნევიათ...) შარშან ზაფხულს ერთი-ორი ძლივს დავლანდე... ალბათ, იმ დაღვრილს მიჰყვა... ჩემი რწმენით და ღვთის მადლით იქნებ, დასაღვრელმაც იკლო...
ჰოდა, ნურც დაიღვრება! სადღა გვაქვს დასაღვრელი სისხლი, ამ ერთი ბეწო ქართველებს . . .

2kiss.gif არ ჩაატარა მიტინგიი biggrin.gif ასე ვუჯერებთ ჩვენ მთავრობას მაშა biggrin.gif
გინახავთ ასე ორიგინალურად და ლამაზად დახატული სარკე? smile.gif

ისევ ჭილაძე...

"გაქვავებული წყაროა სარკე,
ვერ ზიდა გული და აღარ უცემს;
ვერ გაარკვია და ვეღარ არკვევს,
ჩარჩოში როგორ აღმოჩნდა უცებ..."




"...გზა კი გრძელდება და უკან მიჰქრის,
მზესთან ალექრსით დაღლილი ყანა;
და ზეთისხილის ხეების იქით;
შეყვარებული ჩრდილები წვანან"

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 1 2008, 09:43 PM

''საკუთარი შემოქმედება'' უნდა გავხსნა ტოპიკი biggrin.gif

კარგია, არ ვხუმრობ, მომეწონა, მაგრამ ცოტა თავმდაბლობა რა biggrin.gif უკანასკნელი პოსტი სულ საკუთარია და თემას რა ჰვქია, არ დაგვავიწყდეს.


ისე მომეწონა smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 10:36 PM

მთის გაღმა მიწყდა ღრუბლის ხველება...
მზე გამობრწყინდა
და ბალახს ჰქონდა
ახლადდაბანილ თმის სურნელება
გაზაფხულის ემოციას იწვევს ჩემში.. smile.gif

მიხეილ ქვლივიძე

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 1 2008, 10:36 PM

რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი,
ხმლით გამოვარდნილა ერეკლე ბატონი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 10:39 PM

შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული....
smile.gif მიხეილ ქვლივიძე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 10:45 PM

ციტატა
მაგრამ ცოტა თავმდაბლობა რა biggrin.gif უკანასკნელი პოსტი სულ საკუთარია

ნწუ, აღარაა უკვე მივაშალე biggrin.gif უბრალოდ ჭილაძედან გამომდინარე დამეწერა, მარა გაციებული არ იყო ჩემი პოსტი და ვიხილე ეგრევე მოდერ-პოსტიც და გავაქრე biggrin.gif

არა, რა "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას" ძალიან მაგარია...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 10:45 PM

მოგონებები დაცურავენ წყალში თევზივით...
ო, ღმერთო ჩემო, ერთი მაინც დამაჭერინა!
დილიდან აქ ვარ. ანკესით ხელში
ქვაზე ვზივარ და ტალღებს დავცქერი.
ჩამავალი მზე, ვით მეომარი,
მთის ფართო ბეჭებს ამოეფარა,



მიხეილ ქვლივიძე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2008, 10:51 PM

****ჩემგან ჩამოზრდილს სადღაც შენამდე.
ჩემი რომელიღაც გაზაფხულიდან
შენს მერამდენე ზამთრამდე,
ხიდივით გადებულ არა ცისარტყელას, არამედ მირაჟს.

ახლა ვიპოვე smile.gif , საინტერესოა არა? ჯესიკა-სან ასე აწერს ავტორი ხელს...
სიყვარულის მირაჟები ... ხანდახან ცისარტყელაც კი მირაჟია თურმე,ეხ ამორე, ამორე biggrin.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 10:58 PM

საყვარელიააა ხოო?.. biggrin.gif biggrin.gif

ვით მეზობლის მაბეზღარა ბავშვი,
ფუღუროდან იჭყიტება სოკო...


შოთა ნიშნიანიძე

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 1 2008, 11:37 PM

ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე..


ოთარ ჭელიძე

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 2 2008, 12:14 AM

შორს, თეთრი ეზოს გადაღმა
თეთრი ზამთარი
ლურჯად იღებავს წვერს.

თოვლი ფიქრების დღიურს შლის,
ქარი ქუჩებში მიიკვლევს გზებს,
ცაში, ვით აქვარიუმში,
ოქროს თევზივით
დაცურავს მზე...


მორის ფოცხიშვილი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 2 2008, 01:28 AM

და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის..


ტერენტი გრანელი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 3 2008, 12:04 AM

ფრთამოტეხილი ხოხობივით
შენს სარკმელთან
ფართხალებს დილა.


<მორის ფოცხიშვილი>

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jul 5 2008, 01:09 AM

სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე

აქ რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული? გამოცდაზე შემხვდა და ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს biggrin.gif მე მეტაფორა დავწერე. არადა კაი რაღაცაა

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 10 2008, 08:19 AM

"ცოდნად დაიღვარა" biggrin.gif

ერთი კარგი ნაცნობის მეტყველებიდან-შემოხვალ და კი მიხვდები

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 18 2008, 08:16 PM

ხრეშად დამცვივდა სიტყვები..
მ.გელოვანი

პოსტის ავტორი: Schalwas Deda თარიღი: Jul 27 2008, 05:20 PM

ლამაზი სულის მქონე პოეზიის მოყვარულებს მინდა მოგაწოდოთ ლამაზი შედარებების,უფრო სწორად "პოეტური სახეების" უბადლო მაგალითები ქალბატონი მედეა კახიძის ულამაზესი პოეზიიდან და გთხოვოთ თქვენი აზრი გამოთქვათ. მადლობას მოგიხდით წინასწარ.

ამ პირველ ლექსსს ჭაშნიკად მოგართმევთ

უშენოდ სკა ვარ ცარიელი,
უსარგებლო და უნაყოფო,
უშენოდ ბაღი ვარ ცარიელი,
ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს!
უშენოდ სიბერის ყავლი მოდის,
უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს,
უშენოდ ვაზი ვარ ყვავილობის
სადა ხარ ჩემო მებაღეო!

-----------------------------------

ალაზნის ველზე
იწვის შარაგზა,
როგორც თონეში
შოთი ჩაკრული,
მოდი სიმღერა ვუთხრათ ალაზანს,
ჭრიჭინობელის გრძელი მაყრულით!
-----------------------------------

...მზე გადაივლის ზეცის გუმბათებს
მერე წავა და მთებში ჩადნება,
რომ ვარსკვლავები
ღამემ სუფრაზე
ჩამოარიგოს ოქროს შანდლებად.
---------------------------------

როგორც არაბები,
მოიჭრნენ ქარები
ყიჟინით დაეცნენ მინდვრებს,
ყვავილთა ლაშქარი
ვით გურჯის ქალები
ტყვეებად წაასხეს
იმ დღეს ....

----------------------------------------

თუნდაც ეს ლექსი:

..სიმღერა ლოცვა-ვედრებად
აკვნებთან შექმნეს დედებმა,
თრთოლვით გაგვიხსნეს საკინძე
და მოწიწიებით დაგვკიდეს
ავგაროზებად გულზე...
---------------------------------

მუხა მოკვდება ზეზედა,
არწივებს ისხამს მხრებზედა
რაგინდ ვიცხოვროთ ხერხზედა,
ყველას სიკვდილი ხერხდება...
--------------------------------

არწივს ყვავ-ყორნებით მონადიმეს,
არ ესვრის ნამდვილი მონადირე!
არც ბულბულს საგალობლად ყელაღერილს
არ გაბრდღვნის ალალი ხელაღებით.
ჭაობში სალამურად გაზრდილ ლერწამს
ქარი არ დალეწავს თვალიერწამ.
არც ლოდებს, გაჩენიდან ძილისგუდებს
გულში შიშს ვერავინ ჩაუბუდებთ.
რადგან სიკვდილისთვის სულერთია,
ეს მზის სამეფო თუ სულეთია,
რადგან სული გვიდგას ნასხვისარი,
არ გვაქვს სიკვდილისგან დახსნის თავი
არ გვინდობს ნაგზაურს თუ მონადიმეს
სიკვდილი ულმობელი მონადირე!





პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 1 2008, 05:33 PM

,,მდინარეში მტირალი საღამო იცქირება..''
მ.ლებანიძე

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Aug 25 2008, 08:06 PM

....მე ისე მიჭირს წასვლაზე ფიქრი,
როგორც გაფრენა ფრთადაჭრილ წეროს...
ო, რა ძნელია, ო, რა ძნელია...
...ღმერთს უყურო და ლექსები წერო........

/გ.გოგოლაძე/

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 12 2008, 04:15 AM

პოეზიის მოყვარეულები გაქრა თუ პოეზიაში ლამაზი შედარებები?


ამ თემის გაცდენა შეიძლება? smile.gif

ეს ლექსი ერთერთმა ჩვენმა ლამაზმა ფორუმელმა დაწერა და შემთხვევით წავაწყდი, ნახეთ რა ლამაზი შედარებაა

ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...

( მ. ქვილივიძე)

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 12 2008, 07:44 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 12 2008, 04:15 AM) *

პოეზიის მოყვარეულები გაქრა თუ პოეზიაში ლამაზი შედარებები?
ამ თემის გაცდენა შეიძლება? smile.gif

ეს ლექსი ერთერთმა ჩვენმა ლამაზმა ფორუმელმა დაწერა და შემთხვევით წავაწყდი, ნახეთ რა ლამაზი შედარებაა

ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...

( მ. ქვილივიძე)

მე მეგონა არავინ აღარ კითხულობდა.. unsure.gif გამიხარდა შენი გამოჩენ ააქ.. : )))
* * *
გაყვითლებული მთები_ჩემი ბავშვობის დედა.
ზამთრის გულწრფელი მთვარე__ცის
ამოსუნთქვა


ერთი...


მამა პეტრე (კვარაცხელია)

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 13 2008, 12:12 AM

გენიალობაა მა რა არი smile.gif

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.


პაოლო იაშვილი

KAIROS

ციტატა
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...

( მ. ქვილივიძე)

უსაყვარლესი იყო ჩემთვის მუდამ ქვლივიძე, და რჩება ისევ wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2008, 03:53 AM

ციტატა
მე მეგონა არავინ აღარ კითხულობდა.. გამიხარდა შენი გამოჩენ ააქ.. : )))



ასეთ თემებს ახასიათებს, გარკვეული ცალმხრივობა წერაში და სიმრავლე კითხვაში, ასე რომ ნახე ნახვების რიცხვი და ნახავ, რომ ბევრი კითხულობს smile.gif

შენ ძლივს გიცანი biggrin.gif აბა იაქტიურეთ...

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 17 2008, 05:49 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 13 2008, 03:53 AM) *

ასეთ თემებს ახასიათებს, გარკვეული ცალმხრივობა წერაში და სიმრავლე კითხვაში, ასე რომ ნახე ნახვების რიცხვი და ნახავ, რომ ბევრი კითხულობს smile.gif

შენ ძლივს გიცანი biggrin.gif აბა იაქტიურეთ...

biggrin.gif ხო.. ჩემი ძამიკოა ეს.. : )









მიყვარს გალაკტიონი.. wub.gif

მთები აჭრელდა,როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიფქრის ბინდებათ,
ეხლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?
(:

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 17 2008, 07:38 PM

ფიქრი მეგულება ბინად,
დედად მეგულება ღამე,
ქარი_ნათლისმცემლის სიტყვად,
სულის კელაპტრებად_მთვარე.

მორცხვი შემოდგომა_ლოცვად,
ლექსად_შორეული არე,
წვიმა მეგულება მოძღვრად,
სატრფოდ მეგულება მთვარე.


მამა პეტრე(კვარაცხელია)

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 17 2008, 08:27 PM

ციტატა(iisperiTOVLI @ Oct 17 2008, 07:38 PM) *

მამა პეტრე(კვარაცხელია)

შემთხვევით, შავნაბადას მონასტრიდან ხომ არა?!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 17 2008, 10:43 PM

"სიტყვები მძივების თვლებივით დავშალე,
ფიქრების ძაფებად - ღამეთა თავშალი.

დღეები გავფანტე ლექსების აცმაში,
სიმშვიდე არ იყო, არც ეხლა, არც მაშინ"

რატი ამაღლობელი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 24 2008, 12:26 PM

კაია თეო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 19 2008, 03:43 AM

ნახეთ რა ვიპოვე smile.gif

ზვიადი - "რობინსონ ჯეფერსი"

ცრემლის მაგიერ...


ცრემლის მაგიერ
ლავა სდის თვალთაგან,
შუბლი – დაღარული გრანიტი ანდების,
სიტყვა – ოკეანის მქუხარე მოქცევა.
ესაუბრება მარტოსულ თოლიებს,
ქარში სინათლის ნიმბად იშლება
ცისა და ზღვის უსაზღვროება,
ფიქრი – სასოება
გარიჟრაჟზე
ფიფქად იფრქვევა,
------

ეს ნაწყვეტია, მაგრამ ლამაზი ნაწყვეტი smile.gif

სადა ხართ ხალხო, მოეწყინა თემას smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Nov 29 2008, 01:55 PM

''დავეძებდი ვარსკვლავებს
ჭაში,
როგორც ცაში''.

ვ. ჯავახაძე

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Dec 1 2008, 02:48 AM

”..ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით”

გ. საჯაია

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 1 2008, 04:04 AM

smile.gif საინტერესო განწყობაა.. smile.gif

ციტატა
დეფისივით

პოეტის თვალში ყველაფერი სიმბოლოა და ღრმა...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 1 2008, 12:29 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 1 2008, 05:04 AM) *

smile.gif საინტერესო განწყობაა.. smile.gif
პოეტის თვალში ყველაფერი სიმბოლოა და ღრმა...

biggrin.gif აი, საიდან გაჩნდა სადღეგრძელო. იმ ტირეს გაუმარჯოს საფლავის ქვაზე დაბადებასა და გარდაცვალებას შორის რომააო

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2009, 04:49 AM

ისეთია კაცის გული
ვით მორევი შავი ზღვისა,

რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც მოუნდება სხვისა.

biggrin.gif

* * *

მთვარეო, მთვარის ნალეო,
ქედში ამოდი მალეო,
სოფელში ორი ქალია,
ერთი მზე, ერთი მთვარეო,

ერთი შეირთე ცოლადა,
ერთი მე წამომგვარეო.


***

ქალაუ, შენმა მერდინმა


ქალაუ, შენმა მერდინმა
ჰაერში გაიფრიალა,
სახე გამოჩნდა, თოლებმა
ელვარებ გაიკრიალა
.
ცხელმა ნიავმა დამქროლა,
გზად შენკენ დამატრიალა,
გულს ცეცხლი შემოაყარა
და ჩალად ამაბრიალა.




ესეც ასე, ეს თემა გავაცოცხლოთ პოეზიის მოყვარულნო smile.gif

ილექსეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 19 2009, 11:38 PM

KAIROS
ეს აშკარად ვიღაცის შავმა თვალებმა მიცხრილა biggrin.gif


არადა მთელი ცხოვრება ვენებს იჭრის ლურჯ თვალებზე tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2009, 05:52 AM

biggrin.gif

შენ ეს ნახე tongue.gif

რა მაგარია, როგორ მოუხდა მარხვის დაწყებას smile.gif

"
გულიდან გამხმარ ხელისგულზე გადმოვიწერე
ყველა სიზმარი, ყველა დილა, ყველა შეხება,
ყველა ნაჭერი ლურჯი პური და ჭიქა თოვლი
ქვიშად დავაგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან."


დიანა ანფიმიადი

რაც კარგია, კარგია!

კაიროსი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 2 2009, 11:52 AM

KAIROS

ვახახახააააააა biggrin.gif

დიანასთან პარდონი, მიყვარს ეგ გოგო. შენზე გამეცინა tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2009, 12:07 PM

ციტატა
შენზე გამეცინა

biggrin.gif და რატომ? მეც მომეწონა მისი პოეზია,
ნუ მიოფებ მოდერო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 2 2009, 12:54 PM

კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულისა
დავწვი შეშა და ფიცარი, ფიცარი ჭირნახულისა,
ურმისა მორგვი დავხეთქე, ცეცხლი დავანთე გულისა,
ორკეცად ალი ამოსდის, ნახე დახვედრა სტუმრისა!


ხალხური პოზიიდან
(გურჯაანული ჩაკრულოს სიმგერი ტექსტია.)

პ.ს
ეტყობა ძველად საშუალო სტატისტიკური უცონბი - არნახული კაცი , ძაან კაი ტიპი უნდა ყოფილიყო რაკიღა მისი სტუმრობა კაცს ასე მაგრად ახარებდა.
smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 2 2009, 01:33 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 2 2009, 01:07 PM) *

biggrin.gif და რატომ? მეც მომეწონა მისი პოეზია,
ნუ მიოფებ მოდერო biggrin.gif

შენ არაფერი არ გეშველება biggrin.gif



აჰა, შენ დიანა, ასე რომ მოგწონს :

არავის ველი . . .
საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –
არარსებული მხეცის ტყავებს,
და ჩემი ყურის ნიჟარები
დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 2 2009, 01:36 PM

ხო biggrin.gif

არა მართლა კარგი შედარებები აქვს smile.gif

იშვიათი, ჭილაძისეული და მაგრად მომწონს

ჩაის ცერემონიალი

დიანა ანფიმიადი

ჩემი გულიდან შენს გულში – სისხლი
შენი გულიდან ჩემს გულში – სისხლი
გული ფაიფურის მყიფე ჭურჭელი.
სისხლი – მდუღარე...


კაია რა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 2 2009, 01:42 PM

KAIROS
ახლა დაოკდიიიიი biggrin.gif




პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 2 2009, 08:21 PM

ციტატა
დიანა ანფიმიადი

wub.gif
პ.ს. ამ სახელზე გული შემიხტა და ოFF წამძლია, ვაიმე user.gif

სხვაც გექნებათ თქვენ და დადევით laugh.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Mar 2 2009, 08:41 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 2 2009, 05:52 AM) *

დიანა ანფიმიადი


გამომაღვიძა ღამის სუნმა
მთვარე ავანთე
და სიზმრის მელნით
ზეწარზე ვწერ
გრძნობის სტრიქონებს
და ჩუმად ვფიქრობ ნეტავ
მ შ ვ ე ს თუ გ ა მ ო მ ი გ ო ნ ე ს?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 20 2009, 04:29 AM

ციტატა
დიანა ანფიმიადი


შედარებების საოცარი ფესტივალი "წერო" I პრემია

http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=24203

გრამატიკის გაკვეთილები

(ნაწყვეტი)
...
ერთხელ ვიყავი ხელთათმანი
და შენ მაგივრად
ბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი,
ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე,
უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი,
ერთხელ ვიყავი ჭერი
შენი საწოლის ზემოთ,
მზერით ამხადე , მეცხრე ცამდე გამაფართოვე,
...
ახლა გამოვაღებ ხმოვნების ფანჯრებს
რომ მერე სუნთქვა გავასწორო მათზე – ფარდები,
სიტყვებმა, როგორც ყვავილებმა დაკარგეს ღერო
და ორდღიანი პეპლებივით დაფარფატებენ,
......
ან იქნებ გადამიჭრეს კედებზე თასმა –
ფეხის თითებმაც აიშვეს და -
ნამი, ბალახი....
გაქრა ქალაქი და ასფალტი
და წუთი სადაც
არ შემიძლია არსებობა, თუ შენ არა ხარ!
......


მომწონს smile.gif

კაიროსი!




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 25 2009, 12:18 AM

ციტატა
ყინწვისის ფრესკად

ჩემი ავატარი smile.gif
ერთადერთი ლექსი ვნახე ამ კაცის

ღამე მთვარეულთან

შალვა ჟურულიშვილი

დედამიწამ იმშობიარა;
ჰორიზონტთან ახლოს მთვარე ჭიპლარით ჰკიდია ცაზე.
ბალიშში დამალული კოშმარები
განთიადისკენ არ მიშვებენ...
ცა დამნაშავესავით გალურსულა
და მარტობაას მაფერთხავს თავზე...
ფოთოლშემოძარცვულ ლეღვებს
ვაშლები უფარავენ სიშიშვლეს;
ღმერთებმა ამიხსნეს სიყვარული უკანასკნელად
და მიმატოვეს.
ალბათ, მათთვის ყველაფერი სულ ერთია...
HELP!
HELP!
HELP!
ფ. ნიცშეს N13
გასაღები წამოიყოლეთ!!!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 25 2009, 01:29 AM

KAIROS
ეს პოეტი ვინ გირჩია?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 25 2009, 04:55 AM

ციტატა
KAIROS
ეს პოეტი ვინ გირჩია?

არავინ, უბრალოდ ვიპოვე smile.gif
ციტატა
დედამიწამ იმშობიარა;
ჰორიზონტთან ახლოს მთვარე ჭიპლარით ჰკიდია ცაზე.
ბალიშში დამალული კოშმარები
განთიადისკენ არ მიშვებენ...
ცა დამნაშავესავით გალურსულა
და მარტობაას მაფერთხავს თავზე...
ფოთოლშემოძარცვულ ლეღვებს
ვაშლები უფარავენ სიშიშვლეს;
ღმერთებმა ამიხსნეს სიყვარული უკანასკნელად
და მიმატოვეს.

მომეწონა, კარგად წერს smile.gif
იცნობ? smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Mar 25 2009, 11:21 AM

"მე შენ მინდი, შავო ქალო, მე შენ მემშვენიერები,
დღისით მეფერები მზესა, ღამით მემთვარიანები"

ხალხური

read.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 25 2009, 07:49 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 25 2009, 05:55 AM) *

არავინ, უბრალოდ ვიპოვე smile.gif

მომეწონა, კარგად წერს smile.gif
იცნობ? smile.gif

არა... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 7 2009, 09:24 PM

ეს ლექსი მთლიანად შედარებაა და ეს შედარება მთლიანად ლექსია!

***

შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი... მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს

ბაძაღუა თამაზი

გარდაიცვალა 27 წლისა

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: Apr 8 2009, 10:24 AM

თAმაზ ბაძაღუა მართლა თავიდან აღმოსაჩენი პოეტია და კიდევ რამდენი მაგ თაობიდან, ვიღაც ვითომპოეტებისა და კონფორმისტების პირად ინტერესებს რომ გადააყოლეს.
თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ეგ პერიოდი ლიტერატურაში.

როგორ გამიხარდა, რომ ამ პოეტს იცნობთ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 8 2009, 11:52 PM

ციტატა
როგორ გამიხარდა, რომ ამ პოეტს იცნობთ

ვაღიარებ, არ ვიცნობ კარგად, გამაცნეს...
იქნებ თქვენც დაგედოთ რაიმე მისი ლექსი, რათქმაუუნდა მხატვრული შედარებებით smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 24 2009, 06:54 PM

ოსკარ ვაილდს აქვს კიდევ ლამაზი შედარებები... უცნაური კაცი იყო ოსკარი... მაბნევს...


She sang first of the birth of love in the heart of a boy and a girl. And on the topmost spray of the Rose-tree there blossomed a marvellous rose, petal following petal, as song followed song. Yale was it, at first, as the mist that hangs over the river - pale as the feet of the morning, and silver as the wings of the dawn. As the shadow of a rose in a mirror of silver, as the shadow of a rose in a water-pool, so was the rose that blossomed on the topmost spray of the Tree.
But the Tree cried to the Nightingale to press closer against the thorn. 'Press closer, little Nightingale,' cried the Tree, 'or the Day will come before the rose is finished.'

"ბულბული და ვარდი"-დან

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 12 2009, 12:21 PM

ციტატა
უცნაური კაცი იყო ოსკარი... მაბნევს...

ოდნავ თვითონაც დაბნეული იყო და თან გენიალურად დაბნეული smile.gif

ჰო, ეს ფრანგია, ხოლო თარგმანი ჩემი ბავშვობის მეგობარისაა smile.gif

შავი, ღრმა თვლემა

პოლ ვერლენი

თარგმანი ფრანგულიდან - ბაჩანა ჩაბრაძე
(ნაწყვეტი)

ვარ აკვანი სულეთს მდგარი
და თუმც ქარი არა სჩანს,
აკლდამაში მარწევს ქარი:
მდუმარება მარადჟამს!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 16 2009, 03:11 PM

(ჩამავალი მზე ...)
თამაზ ჭილაძე


ჩამავალი მზე _
სისხლის წვეთი სიტყვაში...

მშობიარე ცა _
ეკლესიის ვიტრაჟი...
: )

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 16 2009, 03:24 PM

,,მისეირნობს ზღვაზე
ღიპიანი იალქანი...''


ჭილაძე


რა საყვარელი შედარებაა.. biggrin.gif : )

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 16 2009, 05:51 PM

ციტატა
რა საყვარელი შედარებაა..

ძალიან თან biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 18 2009, 11:29 AM

სანამ გავიქცეოდე smile.gif

***

შეხებასავით მარტივია დღეს ყველაფერი.

***

გადმოვაბრუნე ჩემი თავი,
როგორც პერანგი
და გადმოვბერტყე ვარსკვლავები, გზები, სიზმრები

***

დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.

***


rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 18 2009, 02:21 PM

KAIROS
უპატრონოა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 18 2009, 03:25 PM

ციტატა
უპატრონოა?

biggrin.gif tongue.gif
აბა მიხვდი a075.gif
ციტატა
დიანა ანფიმიადი

უბრალოდ თავიდან ვეცნობი მთელ შემოქმედებას და რა შედარებაც მომეწონება ვწერ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 19 2009, 01:13 AM

KAIROS
მე მაპატიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 19 2009, 03:09 AM

biggrin.gif

ეპილოგი

რატი ამაღლობელი

ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით
დამაქვს ნაცარი.
დამეპნა სიტყვა, როგორც პურის
თითო მარცვალი.


ესეც კაი ვინმეა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 19 2009, 01:29 PM

ციტატა(KAIROS @ May 19 2009, 04:09 AM) *

biggrin.gif

ეპილოგი

რატი ამაღლობელი

ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით
დამაქვს ნაცარი.
დამეპნა სიტყვა, როგორც პურის
თითო მარცვალი.


ესეც კაი ვინმეა smile.gif

ეგ ც კი არა, ძალიან კაგრი ვინმეა.


''ჩვენ შორის მანძილს დავწნი სამძივედ''

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 20 2009, 05:25 AM

ციტატა

smile.gif ხო ვიცი "ც" რომ არაა...

დადე მერე კიდე რამეები smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 20 2009, 02:06 PM

ციტატა(KAIROS @ May 20 2009, 06:25 AM) *

smile.gif ხო ვიცი "ც" რომ არაა...

დადე მერე კიდე რამეები smile.gif

ააა, შემოგევლე:

''მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება''

smile.gif

ეს თავიდან ბოლომდე მხატვრული ენის გენიალურობაა


ცა


მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 21 2009, 02:01 PM

ეს ავტორი ადრე უფრო მომწონდა, ახლა რარAც სხვაგან გაუტია.
მარა ეს კარგი ლექსია:


წესები დიანასათვის მარჯვენა-მარცხენას გასარჩევად


მან მითხრა
თუკი გაცდუნებსო მარჯვენა თვალი...
სჯობს სკალპელივით დაახვედრო ფერთა სიმკვეთრე
და კატასავით გატრუნული მარცხენა ხელი
მის თბილ ჯიბეში...
ან დაახრჩვე
ან მოიკვეთე!

მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.

მან მითხრა,
როცა გაცდუნებსო ორივე თვალი
თვალებს მზერის გზა აურიე და დააელმე,
ცაში - ცა, ზღვაში - ზღვა და თევზი და ქაფი თვალე
რომ რას აკეთებ,
არ იცოდეს არცერთმა ხელმა.

მე თქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.


თქვა, ორივეგან მოკვდებიო,
მარჯვნივ და მარცხნივ,
და რა აზრი აქვს ჩრდილი სხეულს საით გადახრის,
აქ დარჩი, ვითომ ტყის მცველი ხარ, ტყეს ძეძვებს ვარცხნი
ჭიანჭველების ანბანს სწავლობ,
რატომ? არ გახსოვს.


მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.

მან მითხრა, გული მარცხნივაა
სიფრთხილე გმართებს,
მისალმებისას გაუწოდე ხელი მარჯვენა,
და სულ ერთია ღამით რომელ მხარეზე წევხარ
რადგან თუ წევხარ
ეს ნიშნავს რომ, სისხლი გაჩერდა.


მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.

მან მითხრა
- თვალებს აცაბაცად ხომ არ გაკერებს,
ტუჩებს მრუდედ ხომ არ გაქარგავს თერძი ცაცია,
რადგან ტირილი
- თითქოს მხოლოდ თვალი მილულე
რადგან ღიმილი
- თითქოს ეკალს გაუკაწრია....


მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2009, 02:12 PM

შევეცადოთ მოვერიდოთ ავტორების გაკილვასა და ასევე მთლიანი ლექსების მოყვანას, თუკი იგი ამაღლობელის ლექსივით მთლიანად შედარება არაა, ამ შემთხვევაში შედარებების ცალკე ამოკრეფაც შეიძლებოდა, თუმცა ეს ლექსი მართლა ძალიან ლამაზია და მთლიანადაც შეიძლება, უბრალოდ შემდეგისათვის გავითვალისწინოთ სანამ მოდერის რისხვა დაგვატყდება თავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 21 2009, 02:24 PM

KAIROS
ნუ ხარ მიკერძოებული რა tongue.gif

საერთოდ, მე თანამედროვე პოეზია არ მხიბლავს, ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია. ვნახოთ, დრო ყველაფერს დამწმენდს და ნამდვილს დატოვებს

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 21 2009, 02:44 PM

ციტატა(KAIROS @ May 21 2009, 03:12 PM) *

შევეცადოთ მოვერიდოთ ავტორების გაკილვასა და ასევე მთლიანი ლექსების მოყვანას, თუკი იგი ამაღლობელის ლექსივით მთლიანად შედარება არაა, ამ შემთხვევაში შედარებების ცალკე ამოკრეფაც შეიძლებოდა, თუმცა ეს ლექსი მართლა ძალიან ლამაზია და მთლიანადაც შეიძლება, უბრალოდ შემდეგისათვის გავითვალისწინოთ სანამ მოდერის რისხვა დაგვატყდება თავს biggrin.gif

თქვენს თემას ჰქვია მხატვრული ენის გენიალურობა
და მხატვრული ენის გენიალურობაში მარტო შედარებები არ შედის, მგონიsmile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 21 2009, 02:44 PM

ციტატა(ochokochi @ May 21 2009, 03:44 PM) *

თქვენს თემას ჰქვია მხატვრული ენის გენიალობა
და მხატვრული ენის გენიალობაში მარტო შედარებები არ შედის, მგონიsmile.gif

მართალი ხარ, ოღონდ ეს ყველაფერი აგრესიის გარეშე ავხსნათ რა smile.gif
თემას ნუ გასცდებით smile.gif

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 21 2009, 02:48 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 21 2009, 03:24 PM) *

KAIROS
ნუ ხარ მიკერძოებული რა tongue.gif

საერთოდ, მე თანამედროვე პოეზია არ მხიბლავს, ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია. ვნახოთ, დრო ყველაფერს დამწმენდს და ნამდვილს დატოვებს

ეგ მართალია,
ოღონდ მე მომწონს ინტელექტუალური პოეზია, და მგონია რომ ქართველებს ერთი უიტმენი ანდა თუნდაც სილვია პლათი არ გვაწყენდა.

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 21 2009, 03:44 PM) *

მართალი ხარ, ოღონდ ეს ყველაფერი აგრესიის გარეშე ავხსნათ რა smile.gif
თემას ნუ გასცდებით smile.gif

არის უფროსო smile.gif


აი იმავე ავტორის, სულ შედარებებია


აღსარება


ადამიანის სული მცემს , ღმერთო,
ეს იმას ნიშნავს,
გადავთიბო ჰაერი მანამ,
სანამ კანი აბალახდება.
ადამიანის სული მცემს , ღმერთო,
ეს იმას ნიშნავს,
რომ ტყუილად ვაბრალებ ფუტკარს -
თაფლი ზუზუნებს.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო,
ჭრილობას, როგორც ტყის ველურ მარწყვს,
მოვაყრი შაქარს.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო,
ჰაერით,
როგორც წაბლის თაფლით
გაწებილ თითებს
ურცხვად ვილოკავ.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო,
სისხამზე ვწველი ღრუბლის ცურებს -
ჩემი ირმის რძის აბაზანა.
ადამიანის სული მცემს ღმერთო
მიწას ყველივით შევატანე
თეთრი ტაძრების ნანგრევები,
ადამიანის სული მცემს ღმერთო
კუს დახავსებულ ბაკანს მოჰგავს
ჩემი სიმშვიდე.

ადამიანის სული მცემს ღმერთო....

სხვა დაასახლე ესკიმოსთა სამკუთხა
ქოხში
თევზის ფხისგან რომ ამიშენე,
აჰა, ალმასის გულსაკიდი -
- ცა - ჩრდილოეთის ციალებად,
ადამიანის სუნი მცემს , ღმერთო
სუნთქვა ფილტვებში დამითბება
სიტყვა ბაგეში დამიტკბება
თუნდ იყოს
მჟავა ციანიდის....

ადამიანის სული მცემს, ღმერთო



პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 21 2009, 02:49 PM

ochokochi
საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს.


ნეტა კარგად ავხსენი?

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 21 2009, 02:53 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 21 2009, 03:49 PM) *

ochokochi
საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს.
ნეტა კარგად ავხსენი?


და თუ ლექსს სჭირდება, გამოიყენონ, რას ერჩი,
ეხლა ბროდსკის ლექსი რომაა, ოდისევსი ტელემაქეს, რა ცუდია?
ან რილკეს ელეგიები, დუინური


როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა,
უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 21 2009, 02:54 PM

ციტატა(ochokochi @ May 21 2009, 03:53 PM) *

და თუ ლექსს სჭირდება, გამოიყენონ, რას ერჩი,
ეხლა ბროდსკის ლექსი რომაა, ოდისევსი ტელემაქეს, რა ცუდია?
ან რილკეს ელეგიები, დუინური
როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა,
უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია.

ჰოდა, მაგას ვამბობ მეც smile.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2009, 03:46 PM

ციტატა
, ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია

ავწიო ახლა ბუნტი? biggrin.gif
ოჩოკოჩს ვეთანხმები
ციტატა
როცა კაი ავტორი აკეთებს ამას, მოსულა,
უნიჭოსთან ყველაფერი ხელოვნურია.

ე.ი. ეს სირთულე ხშირად გასაგებია და კარგიცაა,
და თუ ამაში ყველა ვთანხმდებით, მაშინ გამოდის, რომ
თანამედროვე პოეზია კარგია, სირთულეც კარგია და მოსულია,
თუ ლექსს ჭირდება გამოყენებადია ყველა სახელი, თუ ტერმინი,
და ბოლოს რა გამოვიდა, ეს ყველაფერი კარგი ყოფილა, უბრალოდ
ანფიმიადი გააკრიტიკეთ? smile.gif
აბა ვის სიყალბეზე, ხელოვნურად გართულებაზე, და ვითომ ინტელექტუალურ ლექსებზე წერდით?
ანუ რა გამოდის ამ ბოლო პოსტებიდან?
ზემოთ ხსენებული ავტორი, რომლის ლექსაც მოყვა ზემოთ მოყვანილი გამოხმაურება რაიმეს ხელოვნურად ართულებს და სიყალბეს წერს, და დრო დაწმინდავს ?smile.gif
არ მომწონს მე ეს კამათი...

და საერთოდ არ მინდა ამ თემაში კამათი, რახან თემა ჩემი გახსნილია, შეგახსენებთ რომ თემას სათაურად მარტო "მხატვრული ენა" კი არა ქვია არამედ
ციტატა
ლამაზი შედარებები

ჰოდა თუ კრიტიკა გვინდა ვინმესი სხვა თემა გახსენით, აქ აშკარად ზედმეტბში გადავდივართ!

კაიროსი!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 21 2009, 06:27 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ochokochi
საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს.


ნეტა კარგად ავხსენი?

აბა რა ქენი, ჯასთ ბორინგ!!!


კითხულობ კითხულობ, ლექსს ჰავს და ენციკლოპედიაა biggrin.gif

გევიგეთ, ჯოკონდა, ბოტიჩელი, მუჰამედი, ჯვარი..
ყველაფერი გევიგეთ, მაგრამ რატომ უნდათ ასე ერთიანად წაგვლეკონ ამ ინფორმაციით, არ ვიცი biggrin.gif

ეგ ვიცით, მარა აწი შენი სულისა თქვი...

ეგება შენშია ახალი დანტე, ანდა პატარა უფლისწული ზის იქ წყნარად..
გვაპოვნინე შე კაი ადამიანო biggrin.gif

არა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 22 2009, 05:12 AM

კიც და არაც smile.gif

ახლა რა ხდება, ჩვენ თეოლოგიაშიც გვაქვს ასეთი ნაირსხვაობები ენისა და მეტყველებისა, მაგალითად ოქროპირი მარტივია თითქოს და უფრო რითმიანი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი სწორედაც რომ ენციკლოპედიაა, ედიშერი გვეუბნებოდა ხოლმე ღიმილით, გრიგოლი რომ ერთ წიგნს განმარტავდა, თავად ამ განმარტების განმარტებას სხვა სამი წიგნი სჭირდებოდა იმდენად ღრმა და სავსე იყო შედარებებით და წიაღსვლებითო, ახლა განა ვინმე იტყვის რომ რომელიმე სჯობია და რომელიმე ნაკლებია?
ორივე წარმოადგენს საღვთისმეტყველო ენის სიმდიდრის და გადმოცემის მრავალმხრივობის ნათელ მაგალითს, ორივე საგანძურია ჩვენი ეკლესიისა, მეტიც გრიგოლს ღვთისმეტყველიც კი უწოდეს ( მხოლოდ 4-ს აქვს ეს წოდება მთელი ქრისტიანობის ისტორიაში) , მე ასე მესმის ეს შემთხვევაც, ეს პოეზიის ის გზაა, რომელიც კარგად გაიხსენა

ციტატა
ბროდსკის ლექსი , ოდისევსი ტელემაქეს, რილკეს ელეგიები, დუინური
და ბევრი ბევრი სხვა, ან ისე რა გალაქტიონის ბევრი ლექსი ნათელია და გასაგები? განა ისინიც არ არიან უკიდურესად დატვირთული ალეგორიული, მითოლოგიური და წარმოსახვითი ფიგურებით თუ პერსონაჟებით? ბევრი ლექსი და ბევრის შემოქმედება სწორედ რომ ენციკლოპედიაა და ეს მას ლექსობას არ ართმევს, როგორც ღვთისმეტყველს ღვთისმეტყველობას და ქადაგების და ქრისტიანული ნაშრომების გულს არ ართმევდა მისი მართლაც ენციკლოპედიური შედარებები, მითოლოგიიდან, ისტორიიდან და ა.შ. და სწორედაც რომ მისი სულისას ამბობდა გრიგოლი, სწორედაც მასში მყოფ ღვთისმეტყველს აღვთისმეტყველებდა ამ ენით, და სწორედაც რომ ამ ენით აპოვნინებდა ამ ღვთისმეტყველებას უწინ, ახლაც და სამარადისოდ...

ანუ ჩემი მოკლე დაკვირვებით, ესაა პოეზის ერთი ენა, რეალობის გადმომცემი და შინაგანი ძლიერი რიტმის მქონე, გონიერი და საინტერესო პოეზიის გზა, რომელსაც თავისი ადგილი, დამსახურება და პატივი გააჩნია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მაგალითებს ფილოლოგებიც მოგვიყვებიან.

სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს smile.gif ) და მაშინ რაზე ვკამათობთ?

ისე, თუ დაგვართავს უფლებას მოდერი, და თუ მოიძებნება ამ ფორუმზე ფილოლოგების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი მაინც, იქნებ ცალკე თემა გაგვეხსნა ლიტერატურის სტილისა და ისტორიის შესახებ, სადაც ამ თემებზე ვიმსჯელებდით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ეს კამათებიც უფრო დაწვრილებით სხვაგან გაირჩევა.

მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები, მაგრამ მომწონს ეგ ლექსები ნამდვილად, ყოველგვარი მიკუთვნების გარეშე, სხვა ავტორებიც შემიძლია მოვიყვანო მსგავსი სტილიც რომლებიც არ მომწონს და რომლებიც ძალიან მომწონს, მაგრამ მიმდინარეობა არაა ცუდი ნამდვილად და ამას ადასტურებს ლიტერატურათმცოდნეთა დიდი ნაშრომები და უბრალო ადამიანური ლოგიკა, რომლის მოკლე გადმოცემას ზემოთ შევეცადე.

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 22 2009, 10:51 AM

ციტატა(kato_Bato @ May 21 2009, 07:27 PM) *

თამარი_ცქნაფო

აბა რა ქენი, ჯასთ ბორინგ!!!
კითხულობ კითხულობ, ლექსს ჰავს და ენციკლოპედიაა biggrin.gif

გევიგეთ, ჯოკონდა, ბოტიჩელი, მუჰამედი, ჯვარი..
ყველაფერი გევიგეთ, მაგრამ რატომ უნდათ ასე ერთიანად წაგვლეკონ ამ ინფორმაციით, არ ვიცი biggrin.gif

ეგ ვიცით, მარა აწი შენი სულისა თქვი...

ეგება შენშია ახალი დანტე, ანდა პატარა უფლისწული ზის იქ წყნარად..
გვაპოვნინე შე კაი ადამიანო biggrin.gif

არა?

დანტე სულ არ არის ენციკლოპედია რა biggrin.gif biggrin.gif
და საერთოდ არ არის ღვთაებრივი კომედია ინფორმაციული biggrin.gif

მამმა მია smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 23 2009, 09:07 PM

ochokochi

ციტატა
დანტე სულ არ არის ენციკლოპედია რა
და საერთოდ არ არის ღვთაებრივი კომედია ინფორმაციული

მამმა მია

არის მკითხველი და არის გადამკითხველიო.

დავასაც უნდა ჰქონდეს აზრი.

KAIROS
ციტატა
და ბევრი ბევრი სხვა, ან ისე რა გალაქტიონის ბევრი ლექსი ნათელია და გასაგები? განა ისინიც არ არიან უკიდურესად დატვირთული ალეგორიული, მითოლოგიური და წარმოსახვითი ფიგურებით თუ პერსონაჟებით? ბევრი ლექსი და ბევრის შემოქმედება სწორედ რომ ენციკლოპედიაა და ეს მას ლექსობას არ ართმევს, როგორც ღვთისმეტყველს ღვთისმეტყველობას და ქადაგების და ქრისტიანული ნაშრომების გულს არ ართმევდა მისი მართლაც ენციკლოპედიური შედარებები, მითოლოგიიდან, ისტორიიდან და ა.შ. და სწორედაც რომ მისი სულისას ამბობდა გრიგოლი, სწორედაც მასში მყოფ ღვთისმეტყველს აღვთისმეტყველებდა ამ ენით, და სწორედაც რომ ამ ენით აპოვნინებდა ამ ღვთისმეტყველებას უწინ, ახლაც და სამარადისოდ...


არის ხოლმე, არის! ნამდვილად, მაგრამ ეს "Aხალი ლექსები" არის გადახუნძLული, არაფერი შენი, არაფერი ავტორის, არის ხოლმე ინფორმაცია მშრალი.
ბევრი და ხშირად როგორი იცი, აი გარბის და გამორბის, ხეს და მიწას ედება ავტორი და მაინც რომ ვერ მიაგნებს სიტყვას, რომელიც გულს მოხვდება ან მალამოდ და ან საწამლავად, დაგისვამს მრავალწერტილს biggrin.gif
და კაი პატიოსანი მკითXველი ხარ და ნუ მიხვდები რა ყრია იმას იქეთ. biggrin.gif

ალეგორიებით და შედარებებით ვერ გამაოცებს მე ეს ლიტერატურული თაობა, სპარსული ლიტერატურა სავსეა მაგ ხვეულებით და ხუჭუჭებით ისე რომ ხან ტირილის ხასიათზე ვდგებოდი, ამდენი რამის წარმოდგენა როგორ მოვახერხო თქო...
მაგრამ იქ არის აზრი..
იქ არის რწმენა.
ავტორის გჯერა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 23 2009, 09:11 PM

ესეც მე ვარ? a075.gif

პოსტის ავტორი: ochokochi თარიღი: May 23 2009, 09:26 PM

ციტატა(kato_Bato @ May 23 2009, 10:07 PM) *

ochokochi

არის მკითხველი და არის გადამკითხველიო.

დავასაც უნდა ჰქონდეს აზრი.

KAIROS
არის ხოლმე, არის! ნამდვილად, მაგრამ ეს "Aხალი ლექსები" არის გადახუნძLული, არაფერი შენი, არაფერი ავტორის, არის ხოლმე ინფორმაცია მშრალი.
ბევრი და ხშირად როგორი იცი, აი გარბის და გამორბის, ხეს და მიწას ედება ავტორი და მაინც რომ ვერ მიაგნებს სიტყვას, რომელიც გულს მოხვდება ან მალამოდ და ან საწამლავად, დაგისვამს მრავალწერტილს biggrin.gif
და კაი პატიოსანი მკითXველი ხარ და ნუ მიხვდები რა ყრია იმას იქეთ. biggrin.gif

ალეგორიებით და შედარებებით ვერ გამაოცებს მე ეს ლიტერატურული თაობა, სპარსული ლიტერატურა სავსეა მაგ ხვეულებით და ხუჭუჭებით ისე რომ ხან ტირილის ხასიათზე ვდგებოდი, ამდენი რამის წარმოდგენა როგორ მოვახერხო თქო...
მაგრამ იქ არის აზრი..
იქ არის რწმენა.
ავტორის გჯერა.

მოდი, გავხსნათ თემა და ვილაპარაკოთ თანამედროვე პოეზიაზე.smile.gif
და ამ პოსტსაც იქ გავცემ პასუხს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 23 2009, 09:34 PM

ციტატა(ochokochi @ May 23 2009, 10:26 PM) *

მოდი, გავხსნათ თემა და ვილაპარაკოთ თანამედროვე პოეზიაზე.smile.gif
და ამ პოსტსაც იქ გავცემ პასუხს.

არის უკვე, კარგად დაძებნე smile.gif

ა, ბატონო:

http://church.ge/index.php?showtopic=4166&st=0

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 11:09 PM

ციტატა
არაფერი შენი, არაფერი ავტორის,

ნუ ეგ უნიჭობის ბრალია კატ, მაგაზე იყო რომ დავწერე:
ციტატა
სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს ) და მაშინ რაზე ვკამათობთ?

ასე რომ მგონი აქ ეს საკითხი ამოწურულია, დანარჩენი იმ თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 24 2009, 01:14 PM

KAIROS
ჰო, მაგის დაწერა დამავიწყდა და მერე მკენწლავდა გული.
კითხულობ, ხედავ რომ ავტორი არის განათლებული, ძალიან განათლებული და განეწყობი ხოლმე დადებითად.
მაგრამ ლექსის წერას სხვა ჭია უნდა, სხვა "დაიმონი" ..(Aრ დავაკონკრეტებ, ვის უყვარდა ესე თქმა, რადგნ ეს თაობა ისედაც წუწუნებს, რომ ბუმბერაზებით ყელში ამოვუყვანეთ ცხოვრება biggrin.gif )

პ.ს. ისე, იმასც პირველად ვხვდები მგონი, ლიტერატურაში, ასე უნიათოდ ებრძოდეს ახალი ძველს biggrin.gif
რატომ იცი?
იმიტომ რომ ზოგს სწავლა არ უნდა და ნიჭიერების იმედზე ყავს მიშვებული ლექსები.
ზოგს ეკონომიკა უფრო გამოსდის და არ სჯერა.
რას იზამ.
კაცია და გუნება.
ისე რა შეტევაზე არიან, ვერ გავიგე, არ მომწონს ლექსი, ვთქვათ, არ მჯერა "მიცვალებულის წერილის" რადგან ავტორი აშკარად ცოცხლია biggrin.gif (ნუ გამომეკიდებით (თხოვნა მავანთა), სხვა შედარებებიც მრავლად მაქვს) biggrin.gif
ნუ პასუხად მომდის მიმართულება: იხ. ლექსი "ვირიშვილ მთვარეზე" laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 24 2009, 05:36 PM

ციტატა(kato_Bato @ May 24 2009, 02:14 PM) *

KAIROS
ჰო, მაგის დაწერა დამავიწყდა და მერე მკენწლავდა გული.
კითხულობ, ხედავ რომ ავტორი არის განათლებული, ძალიან განათლებული და განეწყობი ხოლმე დადებითად.
მაგრამ ლექსის წერას სხვა ჭია უნდა, სხვა "დაიმონი" ..(Aრ დავაკონკრეტებ, ვის უყვარდა ესე თქმა, რადგნ ეს თაობა ისედაც წუწუნებს, რომ ბუმბერაზებით ყელში ამოვუყვანეთ ცხოვრება biggrin.gif )

პ.ს. ისე, იმასც პირველად ვხვდები მგონი, ლიტერატურაში, ასე უნიათოდ ებრძოდეს ახალი ძველს biggrin.gif
რატომ იცი?
იმიტომ რომ ზოგს სწავლა არ უნდა და ნიჭიერების იმედზე ყავს მიშვებული ლექსები.
ზოგს ეკონომიკა უფრო გამოსდის და არ სჯერა.
რას იზამ.
კაცია და გუნება.
ისე რა შეტევაზე არიან, ვერ გავიგე, არ მომწონს ლექსი, ვთქვათ, არ მჯერა "მიცვალებულის წერილის" რადგან ავტორი აშკარად ცოცხლია biggrin.gif (ნუ გამომეკიდებით (თხოვნა მავანთა), სხვა შედარებებიც მრავლად მაქვს) biggrin.gif
ნუ პასუხად მომდის მიმართულება: იხ. ლექსი "ვირიშვილ მთვარეზე" laugh.gif

ერთი ბიჭი მახსოვს, გიორგი ერქვა, მეტად პოპულარული იყო ჩემს სტუდენტობაში. მისი ლექსის ერთი სტრიქონი მახსოვს: ''გადახსნილ ვენაზე ამოდის ყაყაჩო'' _ თუ რაღაც ამდაგვარი, მზარავდა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 24 2009, 09:27 PM

ციტატა
''გადახსნილ ვენაზე ამოდის ყაყაჩო''

არადა ლამაზი შედარებაა biggrin.gif
კარგი ახლა ნუ აქციეთ ეს თემა დებატების თემად, ხომ არის ის რაღაც თემა ლინკიცაა ზემოთ მინიშნებული, და იქ გავაგრძელოთ.
მე უბრალოდ ვიმეორებ იმა რაც დავწერე და მოვრჩეთ ამით, რადგან დასახელებულ ავტორში სულსაც ვხედავ, "დაიმონსაც", ჭიასაც, მეობააც, შინაგან რითმსაც და ა.შ. არც ისე მიმაჩნია რომ ახალი აუცილებლად უნიათოა და ა.შ. ამაზე ცალკე თემაში ოღონდ, აქ არა რა, თემა გაფუჭდა:
ანუ ვიმეორებ:
ციტატა
სულ სხვა საკითხია ახლა როცა უნიჭობაზე ვისაუბრებთ, მაშინ რითმიანობა და ურითმობა, ენციკლოპედიურობა და სისადავე სრულიად არაფერ შუაშია, უბრალოდ უნიჭობაა და ნიჭიერება, მე კი ზემოთ სადავოდ გამხდარ ავტორში დიდ ნიჭს ვხედავ ( შეიძლება ეს მართლაა სუბიექტური აზრი, მაგრამ არა მგონია მხოლოდ ჩემი იყოს ) და მაშინ რაზე ვკამათობთ?

ამის იქით აღარ გვინდა smile.gif
ჰა ბატონო ცეკვა smile.gif

არაა რიტმი? smile.gif არაა შედარება, ლექსი ცეკვავს აქ თავად და ამიტომ მართლა არამხოლოდ სუბიექტრად დავიცავი ეგ ავტორი, შეიძლება ბევრი რამე მეც არ მესმის, მეც არ მომწონს ( როგორც მაგალითად გალაქტიონის და დიადების) , მაგრამ მთლიანობაში ზემოთ მოყვანილ კრიტიკას ეს კონკრეტული ავტორი არ იმსახურებ, აი ცეკვა და მოცეკვავე ლექსი smile.gif

დიანა ანფიმიადი

ცეკვის გაკვეთილები


( რიტმი 3/4)



ანტარქტიდაზე ყინული
ჯერ დატყდა, მერე შეწებდა -
სწორედ ასევე ფეხი ფეხს
მიადგი
ვითომ იპოვნე -
ეძებდი.



წესი : მიეყრდნო საკუთარ
მხრებს - ნიშნავს მხრებში გამართვას
მწვერვალზე ასობ ხერხემალს
თითქოს
და
მერე დაეშვი
დაღმართი.

პა: შენი ხელი მის მხარზე
როგორც სიტყვაზე მახვილი,
მისი მარცხენა შენს წელთან
და თითქოს
მცენარის ბოლქვი
გაღვივდა.


ახლა
ნაბიჯი - მოქცევა
მერე
ნაბიჯი - მიქცევა
და მერე თითქოს წყალი ხარ
და მწყურვალის თვალწინ
იქცევი.


წესი: უყურე თვალებში
რომც იყოს სარკე - გორგონა
მორგება მისი ნაბიჯის
როგორც ახალი ფეხსაცმლის
მორგება.


პა: თითქოს მთვარე აფეთქდა
და ნამსხვრევებად ფეხები.
და ბრუნვა ღერძის გარშემო
და თავბრუ
როგორც შლეიფი
გეხვევა.



გამოიყვანე სხვა რიტმი
შენი და მისი პულსიდან
ჯამით.
და ახლა ყველაფერს
გავიმეორებთ
თავიდან
მუსიკა!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 24 2009, 11:08 PM

ეს 3/4 ვინ გასწავლა? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 24 2009, 11:32 PM

მე ვფიქრობ , ამ თემაში გარჩევები ოFF-ებად არ უნდა ჩაითვალოს smile.gif მხოლოდ ლექსიდან ამონარიდები არ არის საკმარისი.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 25 2009, 12:58 AM

ციტატა(staywhite @ May 25 2009, 12:32 AM) *

მე ვფიქრობ , ამ თემაში გარჩევები ოFF-ებად არ უნდა ჩაითვალოს smile.gif მხოლოდ ლექსიდან ამონარიდები არ არის საკმარისი.

რასაკვირველია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 25 2009, 04:10 AM

კი ნანა, ნამდვილად არაა საკმარისი მარტო ამონარიდები, მაგრამ ამონარიდებს აქვთ თავისი ადგილი და ეს ადგილი აქაა, გარჩევებს სხვა ადგილი და ის თემაც არსებობს.
მე-9 გვერდამდე ასე იყო, მე ამისათვის გავხსენი თემა
ხოლო საკამათო თემა არსებობს:
"ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელება გარჩევებისა და კამათებისა აქ უნდა მოხდეს

ციტატა
http://church.ge/index.php?showtopic=4166&st=0


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 25 2009, 09:24 PM

დაანებეთ დიანას თავი biggrin.gif tongue.gif

მე მომწონს მისი შოკოლადივით ლექსები wub.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 26 2009, 12:32 AM

ციტატა(ქევანა @ May 25 2009, 10:24 PM) *

დაანებეთ დიანას თავი biggrin.gif tongue.gif

მე მომწონს მისი შოკოლადივით ლექსები wub.gif

დიანა სლექსებს არავინ აკრიტიკებს, თანამედროვე პოეზიაზე ვსაუბრობთ. ეს კაიროსმა მსიცა ამ მსჯელობას ასეთი ინტერპრეტაცია თავისი სუბიექტური დმაოკიდბეულებიდან გამომდინარე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 04:55 AM

ციტატა
თანამედროვე პოეზიაზე ვსაუბრობთ. ეს კაიროსმა მსიცა ამ მსჯელობას ასეთი ინტერპრეტაცია თავისი სუბიექტური დმაოკიდბეულებიდან გამომდინარე.

biggrin.gif
ნუ ისევ მე biggrin.gif
ვიმეორებ მეათასეჯერ კაიროსმა გასცა პასუხი ოჩოკოჩის მიერ სწორედ ანფიმიადის კრიტიკას პოსტი #185 და მოუწოდა, რომ აქ კრიტიკის ადგილი არ არის, იხილეთ წინა გვერდები, ჩემს პირადული დამოკიდებულებების განსახილველი აქ არ არის და შეეშვით, ასევე არ არის საკამათო ადგილი, ხომ ხარ მოდერატორი? და გთხოვ გადაიტანო ყველა კამათი სპეციალურად საკამათოდ გახსნილ თემაში:
ციტატა
საკამათო თემა არსებობს:
"ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელება გარჩევებისა და კამათებისა აქ უნდა მოხდეს

http://church.ge/index.php?showtopic=4166&st=0


ახლა უკვე გთხოვთ რა, ზედმეტია უკვე აქ რაც ხდება!

შევწუხდი;

კაიროსი!

პ.ს.
გთხოვთ უმორჩილესად ყველას, არანაირი კამათი ამ თემაში, მხოლოდ შედარებები, გთხოვთ რა sad.gif

ახლა ისევ შედარებებით სავსე ლექსი:

ბექა აბუთიძე

(და ცა...)

და ცა,
რომელიც
ჰგავს
იასამანს.
და მზე,
რომელიც
ღვრის
იასამანს.
და შენ...
ასე,
მარტივად
ერთი გასამდა.
და ცა,
და მზე,
და შენ,
ასე,
მარტივად,
ერთი გასამდა...



პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 26 2009, 12:13 PM

KAIROS
უკვე დამღალე. მართლა ზედმეტები მოგდის რა, ადამიანებს სურთ გარცევა და ამას ვერ ავუკრძალავ, ძლივს დაიწყო დაკოპირებული ფრაზების ნაცვლად საუბარი და წავშალო? არა! უნდა ვსიწავლოთ ერთმანეთთან ნორმალური თანაცხოვრება და მხოლოდ საკუთარი არ უნდა გვეჩვენებოდეს სიმართლედ. დავიღალეთ უკვე რა, გავიგეთ, რომ გეტკინა დიანას კრიტიკა, მორჩა, არავინ იღებს ხმას. ვაჰ!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 12:17 PM

მე უმორჩილესად გთხოვთ რომ თემა რისთვისაც არის გახსნილი (ლამაზი შედარებები) იმაზე გაგრძელდეს საუბარი, მაქვს ამის უფლება?
საკამათო თემა ხომ არის ცალკე?
ძალიან გთხოვთ დაასვენეთ ეს თემა და კამათი გააგრძელეთ სხვაგან, თუ დაუკვირდებით სიტყვა გთხოვთ ამ ბოლო ორ პოსტში უკვე მერამდენეჯერ დავწერე.
მე თვითონ დავწერ ახლა იმ საკამათო თემაში და იქ გადმოიტანეთ ეს კამათები არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 26 2009, 12:20 PM

ციტატა(KAIROS @ May 26 2009, 01:17 PM) *

მე ვითხოვ რომ თემა რისთვისაც არის გახსნილი იმაზე გაგრძელდეს საუბარი, მაქვს ამის უფლება?
საკამათო თემა ხომ არის ცალკე?
ძალიან გთხოვთ დაასვენეთ ეს თემა და კამათი გააგრძელეთ სხვაგან, თუ დაუკვირდებით სიტყვა გთხოვთ ამ ბოლო ორ პოსტში უკვე მერამდენეჯერ დავწერე.
მე თვითონ დავწერ ახლა იმ საკამათო თემაში და იქ გადმოიტანეთ ეს კამათები არ შეიძლება?

უკაცრავად, მაგრამ შენ გარდა არარავინ იღებს ხმას და აღარავინ კამათობს blink.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2009, 12:34 PM

კაიროს, რა გწყინს, ის რომ შენს მოწონებულს ყველა ტაშს არ უკრავს? იქნებ, არაა მოსაწონი და ამიტომ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 12:35 PM

არ ვიცი ვისია, მაგრამ ეს შესავალი მომეწონა

ადამინური ამპარტავნობიდან,
ვით გაბურძგნული ტყიურობიდან,
მის თიხის წყლულობამდე მანძილი ძალზედ მცირეა,
მაგრამ საკმარისი, რომ, ჩამოვარდეს და სული მოტყდეს
და არა ფეხი.


პ.ს.
მორჩა კამათი, აქ დაწერილ გამოხმაურებას გავცემ პასუხს მხოლოდ გვერდით მითითებულ თემაში!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 26 2009, 12:37 PM

KAIROS
გეშლება ბევრი რამ. ის თემა სხვაა და იქ გავცემ პასუხსო, რა ლოგიკაა. კიდევ ერთხელ გიმეორებ - ამლაშებ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2009, 12:43 PM

KAIROS

ციტატა
ადამინური ამპარტავნობიდან,
ვით გაბურძგნული ტყიურობიდან,
მის თიხის წყლულობამდე მანძილი ძალზედ მცირეა,
მაგრამ საკმარისი, რომ, ჩამოვარდეს და სული მოტყდეს
და არა ფეხი.



კაიროს, კარგი შედარებებია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ასეე სტროფებად კი არა, აბზაცად დაიწეროს, რადგან სტროფი ლექსისთვისაა დამახასიათებელი. ამაშინ ლექსისი არაფერია.

აუცილებელი არაა ლექსები წერო, პატარა მოთხრობები დაწერონ, ლამაზი შედარებებით, იმაზეც აგვბურძგლავს თუ ასაბურძლია biggrin.gif აბა , ეს რა არის კაიროს? მე შენ ჭკვიანი კაცი მგონიხარ. ნოდარ დუმბაძე გამახსენდა ,,რად უნდა ლექსს შესავალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი პირადაპირ ასე იწყება, ,,მირბის მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანიო~. წერს კაცი ამას, და თიტქოს მთელ სურათს ხატავს შენ წინაშე, ზღაპრულკი მერანის და მერე რალამაზად, თიტქოს მღერის. არაა საკმარისი ლამაზი შედარებები კაიროს, იმისთვის, რომ ლესზე გქონდეს პრეტენზია. ლექსს რითმა უნდა, ეს პირველ რიგში და კიდევ რაღაც ნიჭი, გამორცეული, რომ მხოლოდ ტალახის და ბალახის გარითმით, პოეტი არ დაგერქვას. არც იმით გახდება მაგარი პოეტი, რაც მეტ და რთულ შედარებებს დაწერ, ხელოვნური ეგ თითქოს. იმიტომ, რომ ძალით პოეტები აიან. მომრავლდა ასეთი ადამიანები საოზგადოებაში, ძალიან ადვილად ვუწოდებთ ერთმანეთს ჭკვიანებს და მაგიტომ.


ეჰ, სადაა ბატონი შალვა ეხლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 12:44 PM

რატომ მიფუჭებთ თემას, გუნებას, განწყობას და საერთოდ აქ დაწერის სურვილს?

განა ასე ძნელია გასაგებად, რომ
1. ეს თემა არაა საკამათო, ასე იყო მთელი წელი და მთელი ის წინა 9 გვერდი
2. ნუ მეხებით პიროვნულად ნურც მე და ნურც ჩემს დამოკიდებულებებს
3. ვიკამათოთ იქ სადაც არის საკამათო თემა გახსნილი.


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 26 2009, 12:45 PM

კაიროს, კეთილი ინებე და ის პოსტი თავად გადმოიტანე აქ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვე თემა. სერიოზულად გეუბნები! ზედმეტები მოგდის! აქ გესაუბრება ადამიანი და არა ცხრა მთას იქით. კონკრეტულ შედარებაზე კონკრეტულ თემაში აქვს ინტერესი, იქ რომ უნდოდეს, გზა იცის, არ უნდა შEნი სწავლება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 12:48 PM

ნინო!

გთხოვ გავაგრძელოთ საუბარი მითითებულ საკამათო თემაში


ციტატა
რატომ მიფუჭებთ თემას, გუნებას, განწყობას და საერთოდ აქ დაწერის სურვილს?

განა ასე ძნელია გასაგებად, რომ
1. ეს თემა არაა საკამათო, ასე იყო მთელი წელი და მთელი ის წინა 9 გვერდი
2. ნუ მეხებით პიროვნულად ნურც მე და ნურც ჩემს დამოკიდებულებებს
3. ვიკამათოთ იქ სადაც არის საკამათო თემა გახსნილი.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2009, 12:49 PM

KAIROS

ციტატა
გთხოვ გავაგრძელოთ საუბარი მითითებულ საკამათო თემაში



არ ვიცი სადაა საკამათო თემა კაიროს, მე აქ იშვიათად სემოვდივარ. გუშინდელი ,,თბილი,, საუბრის შემდეგ, საერთოდ დავკარგე სურვილი ზემოთ განყოფილებებში შევიხედო. აღარ შემიძლია ამდენი გაამპარტავნებუილი და უვიცი ადამიანის ხილვა, ვიფიქრე შევალ, ცოტას დავისვენებ ტქო. ასე მგონია, ისევ იქ ვარ, ოღონდ მცირე სახეცვლილებით. სადაა ლექსები კაიროს, სად???

კარგი გავედი, არც ლექსი მინდა და არც რელიგია. დაწერეთ და ისიამოვნეთ, თუ ტქვენი დაწერილი სიამოვნება სგანიჭებთ. ფაქტია, მე არ მანიჭებს და ვერ ჩავწვდი რა არის მასში პოეზიური...

კაი გავედი და წერეთ...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 12:51 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 23 2009, 07:34 PM) *

არის უკვე, კარგად დაძებნე smile.gif

ა, ბატონო:

http://church.ge/index.php?showtopic=4166&st=0



აი ესაა მოდერატორის მიერ მინიშნებული საკამათო თემა smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 26 2009, 07:04 PM

არ დავინახო მე თქვენი ჩხუბი თორე ვიკივლებ biggrin.gif
შერიგდით 2kiss.gif

კაიროს, იკამათონ მაგრამ თუ დისკუსია შორს წავა, მერე ალბათ სხვა თემა გაიხსნება და იქ გადავა პოსტები, ცოტა თუა, იყოს რას ერჩი smile.gif

ნახეთ რა ლექსია biggrin.gif პირდაპირ მოვკვდი სიცილით... რას არ მოიგონებს კაცის ფანტაზია
.. თან საბავშვო-ში გადის laugh.gif laugh.gif
http://www.lib.ge/body_text.php?5833


"შენი ჩაის ფერი ვარ
და ლიმნის არომატი,
მინდა ხარბად შემხვრიპო,
გაილოკო ტუჩები,
მერე ჩემზე ფიქრები
ლექსად მინდა აკინძო,
გაიხსენო დღეები
ჩემთან განაურჩები. "
....

ნათია ჯანაშია
(წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, კულინარიაზე დავგუგლე, რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2009, 09:10 PM

ციტატა
შერიგდით

kiss1.gif
ყველა მიყვარს ვინც მეკამათება, ვისზეც ვკამათობთ და ვინც გვაშველებს kiss1.gif

მაგარი საყვარლობა ლექსუკაა smile.gif ყოჩაღ ქევან smile.gif
კიდე რა.... ისე შენც ხომ არ წერ ჰა? a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 26 2009, 11:02 PM

KAIROS

გამეღიმა smile.gif არ ვიცი საიდან მიხვდი ან საიდან იფიქრე ასე... ან რა მნიშვნელობა აქვს rolleyes.gif

ლექსებს არ ვწერ, თუმცა ვაღიარებ მქონდა უბადრუკი მცდელობა შაირობისა biggrin.gif ერთმა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა დამიყოლია, მაგრამ მერე მევე შევეშვი, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი-ს მიზეზით, ნუ რა ვქნა, შეიძლება ლექსის წერის ნიჭი გვიან მეწვიოს.

სამაგიეროდ ვწერ ჩანახატებს smile.gif

შორეულ წარსულში მქონდა ასევე უბადრუკი მცდელობა მეთარგმნა უილკი კოლინზი და შექსპირი biggrin.gif

სხვა რა.. მეტი არც რაი.. ჩემი ნიჭი უფრო კრიტიკოსობაა, ვინემ რაიმის წერა ან ხატვა ან შექმნა biggrin.gif

პ.ს. საყვარლობა ლექსიო? biggrin.gif მე კი მაცინა და .. laugh.gif დაიცა კიდე ვიპოვი რამეს..

პ.პ.ს. ხო და ისა, გახსენებთ: მე ეკა არ მქვია არაააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: აჩიკო თარიღი: May 30 2009, 05:25 PM

აი თქვენ ერთი დიდი შედარება:


ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,

ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,

ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,

ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.


ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,

ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,

ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,

ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.


ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,

ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:

— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,

ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?


ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!

ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,

ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,

იადონების გალობა და იავნანა ქართული.


როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები

და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,

ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,

ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.


საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,

დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,

იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი

და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.


ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,

ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.

ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,

და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.


ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —

დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.

ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,

ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?


არ მინდოდა ლექსის დაგლეჯა, იმედია მაპატიებთ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 16 2009, 12:54 AM

ვიპოვე biggrin.gif

ინდური სერენადა
პერსი ბიში შელი
თარგმანი ინგლისურიდან - მედეა ზაალიშვილი

II
შუაღამისას მდუმარებს ქარი,
მწუხრის ნაკადზე მშვიდად ისვენებს
და როგორც ტკბილ ფიქრს აქრობს სიზმარი,
ჩამპაკის სუნიც ქრება ისევე.

როგორც ბულბული ქვითინებს ხეზე
და გულში იკლავს დარდსა და გლოვას,_
მეც ისე უნდა დაგაკვდე მკერდზე,
ძვირფასო, როცა სიკვდილი მოვა!

რატომღაც ამ ნაწილმა დამაინტერესა.. rolleyes.gif

მთლიანად იხილეთ აქ:
http://www.lib.ge/body_text.php?5408

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 3 2009, 12:17 AM

გალაკტიონის უმშვენიერესი სიტყვათწყობა biggrin.gif

http://lib.ge/body_text.php?2417

..."ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,

ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.

ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,

შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო. "....


აი ეს შენ ბანცალებდი ცაოოო მომწონს, რომ წარმოვიდგენ, მაგარია... გინახავთ ცის ბანცალი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Aug 4 2009, 06:08 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 3 2009, 01:17 AM) *

გინახავთ ცის ბანცალი? biggrin.gif

ღამით, როდესაც მოზიდული მშვილდისდარი წელით გადააწვები მოაჯირს, რათა წაღმა გახედო ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ოკეანეს, ხოლო ბოლოში კი თვალი კაშკაშა ინანას ჰკიდო. მაშინ მზიური ღიმილი გულში იწყებს დაბადებას, რომ სასულის გავლით ბაგეებამდე ამოიზარდოს და ამოანათოს. აი, მაგ დროსაც შეიძლება იგრძნო და დაინახო ბურული ცის ბანცალი.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Aug 4 2009, 11:30 PM

დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო... არა... არა... არა ჰქმნე...“, და, „გიყვარდეს... გიყვარდეს... პატივ-ეც...გიყვარდეს...გიხაროდენ.“
- მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა.
იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა.
და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და... ჩემებმა რა იციან..
- უნდა იცოდნენ წესით, შვილო.


საოცრად მათბობს დოჩანაშვილის "ორნი, აქა იქ'' და განსაკუთრებით ეს ნაწყვეტი.
თითქოს ჩემს მისტიკურ მოლოდინს ეხმიანება ავტორი და სრული სისავსით აიმედებს ცნობიერებას სასიტყვეთიდან.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 2 2009, 04:04 PM

ჩემი უსაყვარლესი და აწ განსვენებული ბ.ნი ოთარ ჭილაძე

ციტატა
მეფეებივით ფიქრობენ მთები....
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს ....

...
სკამზე , როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა


ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.

****
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი

****



პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Oct 2 2009, 08:51 PM

მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება - უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე.
შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს...
პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ სკოლებში...

ოთარ ჭილაძე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 02:44 PM

როდესაც საკუთარ ღრიალზე არ კრთები, ყველა ლომს დაახრჩობ.
არცერთი გველია საკუთარ ხელებზე ჩუმი და საშიში
შიმშილი თუ გფატრავს ველური ტახივით ,მოკალი – დანაყრდი.
სკამის ქვეშ დააბი საკუთარ ფეხების ველური ირემი.
სურვილებს დააძრე ბრინჯაოს ფრთები და ბრინჯაოს კლანჭები
საკუთარ ოთახის დახვეტა ისწავლე– ავგიას ბოსელი.
ერთხელაც ცის თაღი თუ ძლიერ ბეჭებზე სხვის ნაცვლად შეიდგი
შეძლებ რომ ჭიშკართან მყეფარი სიკვდილი დააბა - გოშია.
-----------

ჰოოო...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 4 2009, 10:19 PM

დავტკბი თქვენი განსწავლულობით და პოეტთა ნიჭიერებით. გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 5 2009, 02:14 AM

ნამდვილად კარგია smile.gif ბოლო ანფიმიადი იყო,დიანა..

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 5 2009, 12:04 PM

"სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა" (გალაკტიონი)

ამ ბოლო დროს ეს ფრაზა ამეკვიატა.. ვარდისფერი გზა, ვარდის ფურცლებით მოფენილი სიკვდილის გზა : |

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 11 2009, 04:01 AM

ბუსონი...

ნაწყვეტები "ჰაიკუები"-დან:

***
სევდის სუნი აქვს
აყვავილებულ ქლიავის ტოტს
ჩამომჭკნარ ხელში.
***

მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა
გადარჩენიათ
გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი

***

მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.

***

ლამაზ smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 27 2009, 05:01 PM

"მისი ღაწვების ელვარებას ფიჭვების კენწეროების ზემოთ,დასავლეთის ცაზე მოკიაფე ვარდისფერიც ვერ შეედრებოდა ბრწყინვალებითა და სინატიფით. არცთუ აისი იქნებოდა ისე ხალისიანი,როგორც მისი გულითადი ღიმილი იყო."

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2009, 10:46 AM

ვახ, რა დაუწერია კაცო ქალზე biggrin.gif

ასეა sad.gif

შანდორ პეტეფის ლექსი "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ".. საოცარი ულამაზესი, უთბილესი ლექსი მიუძღვნა ქალს, ჯერ გაყვა ცოლად და მერე როცა პეტეფი მოკვდა, მტრის გენერალს გაყვა ცოლად...

ახლა მის შედარებებით სავსე ლექსს მოვიყვან:

შენ გაზაფხული გიყვარს

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს,ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი,ზაფხულში,ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

შანდორივით...

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 9 2009, 09:48 PM

"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" (ნაწყვეტი):


"დიდო დედაო, ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო,
უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილო,
ცარიელო და სავსეო,
უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო,
მომეც უფლებათა უფლება
დავრჩე მართალი ჩემთა უფალთან და
სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყვე თავისუფალი, ვითარცა შენ ცაო თავნებაო!"


გავოგნდი და გავგიჟდი ეს რომ მოვისმინე! აქყველაფერია, შეადარეთ ლაო ძის (დაო დე ძინი), უმაღლესი დიალექტიკაა. ესაა ძველქართული ლოცვა, რომელიც იოანე ზოსიმემ შემოგვინახა. რაულ მამალაძის ვიდეოში მოვისმინე ეს და ჩავწერე. სხვათა შორის კარგად ახსნა რატომ გვაქვს ჩვენ "დე დაო", ხოლო აღმოსავლეთში "დაო დე". აღმოსავლეთში კაცური საწყისი იდგა პირველ ადგილზე, ქართულში კი ქალურია ჯერ: დედ-მამა, ქალ-ვაჟი, ქალის პატივისცემის კულტზე ხო აღარაფერს ვამბობ. ლოგოსზე რომ არაფერი ვთქვათ შინაარსით იგივეა ფაქტიურად.

ვსო, დღეიოდან ამ სიტყვებით ვილოცებ!

http://www.myvideo.ge/?video_id=680012
ამ ბმულში წავაწყდი შემთხვევით, დაახლოებით მეათე წუთიდან იწყება.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 23 2009, 06:51 PM

კარგია ბიჭებოsmile.gif


"ქოლგის მაგვარი ნათელი ფერის ყვავილები დიდი ფრთახატულა პეპლებივით ფარფატებდნენ და კრძალვით თავს დაბლა ხრიდნენ."


"ალისფერი ტიტა ცეცხლის ენებივით თრთოდა."


"ჩამავალი მზის სხივები მოპირდაპირე სახლის ზემო სარკმლის მინებს მოწითალო ოქროსფრად წაჰკიდებოდა. სარკმლის მინები გახურებული ლითონის თეფშებივით ლაპლაპებდა. ზეცა ჭკნობაშეპარულ ვარდს წააგავდა."

ოსკარ უაილდი

პოსტის ავტორი: xokaido თარიღი: Dec 23 2009, 07:05 PM

"მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა ყურნი გულისა და გონებისა თქვენისა განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმენით სიტყუათა ამათ ჩემთა"....
აბო თფილელი იწყება ასე... :-P
გენიალურია ჩემი აზრით... smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 9 2010, 02:56 PM

ნუ შოთა ნიშნიანიძეს აქვს თავის ლექსებში გამოყენებული, რამდენიც გინდათ rolleyes.gif

...

დილა ატმებში შეყუჟულა ხოხბის ლაპრივით,
ცრის თეთრი წვიმა - ცის წყალობად გამოგზავნილი.

თოხისპირებზე გამოუკრავს მზე საგზალივით
და მინდორ-მინდორ სათოხარში მიდის აპრილი.


ნაწყვეტი ლექსიდან "კვიცისა და ბროწეულისა"

ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი -
აფეთქებულ ბროწეულს და დაფეთებულ კვიცს.


"დიოსკურია"

წყალქვეშა ზღაპარს ჟამი ლოკავს ქვამარილივით
და უცხო ხილვებს ლანდებივით გააქვთ ლივლილვი.
კუს ბაკნებია ახორხილი თუ ქვითკირია,
ერთმანეთზე რომ ფიჭასავით ჩაუკირიათ?
ეს დაჟანგული ჯაჭვია თუ მზის ქერეჭია?
ზღვისქვეშ დამარხულს აღსასრული ცის ქვეშ ერჩია.
ბნელ ჯურღმულებში ოქროს თევზი გაიკომეტებს
და გაანათებს ქვირითივით დაყრილ მონეტებს.
ლაზის შუბივით წამახული ციხე წოწოლა
გაფოფრილია ბალახების ყვითელ კოცონად.
ქვიშად დაქნილა უამრავი ციხე-ტაძარი,
ტალღებისაგან ბღუჯა-ბღუჯა დანატაცარი.
აქა-იქ ფსკერი აღიგზნება და, როგორც ჟრჟოლა,
წყალქვეშა წიაღს ფოსფორული ციაგი ჟონავს.
ანათებს ელვა მარჯნის ტყეებს,ქედებს ცარცოვნებს, -
შენ,ზღვის ფსკერზედაც - სიკვდილშიაც, ვხედავ, აზროვნებ!
ფსკერზე მარხია საიდუმლოს ვერგამეტებით
ხბოს ტყავის მძიმე გრაგნილები,პერგამენტები...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:57 PM

"ორივე უფლის ტრაპეზზე დანთებულ წმინდა სანთელს მიაგავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:06 PM

"ემაგ თვალების ლაჟვარდი
ღმერთმა რა რა მელნით დაწერა?"

/ნათია მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:22 PM

"თავად კაცთა ცხოვრებას მიაგავდა მოზღუდული კანიონი მტკვრისა, დროის მდინარებასავით ერთგზიანი და არსადგადამხვევი".

"მზეზე ნათლად ბრიალებდნენ თრიმლის ბუჩქები, ვითარცა მაყვალი ღმერთისგან ცეცხლკიდებული"

"რაოდენიმე ჟამს ხმისუძვრელად ვიდოდნენ მხედარნი"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:47 PM

"გიორგობისთვის ასკილის მწიფობისფერი გაუხდა თვალთა თეთრონნი"

"პირდაპირ მუქარას ტკბილნარევი საყვედური სჯობნის ყოველთვის, რამეთუ იგი უფორიაქებს კაცს სულს".

"იმპერატორმა წამზე უსწრაფესად განყარნა ფიქრნი"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:17 PM

"მგლების თვალებმა გაიკვესეს კუნაპეტ სიბნელეში. სიკვდილის თვალებს ჰგავდნენ".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:13 AM

"ოცნება კი ის "გასაღებია, რომელიც სინამდვილეს არ ერგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2018, 06:39 PM

"დაღვრემილი გოლგოთა"

"ლამპის მკრთალი სინათლე შეშინებულივით კრთოდა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 03:15 PM

"პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2019, 03:15 PM

"თონესავით თბილი"

"პეპელასავით უპრეტენზიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:37 PM

"ოქროს დღეები გავატარე იქ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 03:30 PM

"ცვილზეც კი ასე ზუსტად ვერ აღიბეჭდება თითის გამოსახულება, როგორც პოლიქრონიონში აღიბეჭდა დამახასიათებელი თვისებები ამ ნეტარისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 10:44 PM

"ღია ფანჯრისკენ მიტრიალდა, თითქოს ქარში ბედისწერის ჩურჩულს უგდებდა ყურს"

"მდუმარე იყო, როგორც ფერდობზე შეფენილი სასაფლაოსავით"

"სახეზე ზამთრისფერი დაედო"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 11:01 PM

"სიბნელეში სახლების შუქი ანთებულ სიგარეტებს ჰგავდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:16 PM

"პატივმოყვარეობა მშიერი ძაღლივით თან სდევდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:34 PM

"ყოველთვის, როცა გრძნობებზე ლაპარაკს დააპირებდა, როქსანა ხელს აუქნევდა, თითქოს შემაწუხებელი თამბაქოს კვამლის გაფანტვა უნდაო"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:20 PM

"საკანში ბნელოდა, მხოლოდ მავნე ყვითელი სინათლე იძურწებოდა დერეფნიდან"


"ბუშტიანი ბავშვივით გახალისდა"


/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:40 PM

"საღამო ბუდეში დარჩენილი ჩიტივით მოღუშულმა გავატარე"

"ნუშისებური თვალები, საავდრო ღრუბლების ფერი"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:44 PM

"ჭორები აბრეშუმზე დაწვეთებულ მელანზე სწრაფად გავრცელდა"

"ჩქარობდა ტოტზე შესკუპებული ჩიტივით"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:59 PM

"ჯამილას სქელი თმა მხრებზე ყავისფერ მდინარედ ჩამოეშალა"

"ტაფაზე კვერცხს ვაბრუნებ, კარგად შემწვარ ნაწილს ქვევიდან ზემოთ ვაქცევ, აწმყოში ამოტივტივებული წარსულის მოგონებასავით"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:48 PM

"თეოფილაქტე გახლდათ საშუალო სიმაღლის, გამხდარი, როგორც ფოთლებჩამოცლილი ლერწამი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 06:57 PM

"სარკმელში ჩანდა ფუტკარივით ნაყარი ხალხი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:30 PM

"ჯერ წინდის ჩავარდნილი თვალივით გაექცა ფიქრის რღვეული, მერმე კი დაგორებული მორგვივით აერია და აებურდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 12:28 PM

"ელექტრონის შუქზე აციმციმებულ სველ ასფალტზე წვიმა ისე დგაფუნებდა, თითქოს რიყეზე ამოყრილი თევზები ფართხალებენო"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:57 PM

"ვისაც ზეციდან ჩამოთოვილი სევდითა აქვს სული სავსე და ეს სევდა გუდასავით გადაკიდებული დააქვს მუდამ"

/ზაალ ბოტკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2020, 04:59 PM

"ტროტუარზე კარმოგლეჯილი ძველი მაცივარი ეგდო, იქვე, ბორდიურზე - დაგლეჯილი, გაფატრული ლეიბი, რომელსაც მავთულები ალაგ-ალაგ ნეკნებივით ამოსჩროდა"

/დენიელ კიზი, "ყვავილები ელჯერნონისთვის"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 02:39 PM

"ვიწრო პარიზული მანსარდის ფანჯრიდან უცქერდა ჰაერში მოფარფატე ფანტელებს, უამრავ პატარა ფიფქს, თეთრი თვითმფრინავივით მიწაზე დასაჯდომ ადგილს რომ ეძებდა"

/თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:28 PM

"ქარდაკრული ასკილივით მოიხარა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:42 PM

"ხეობათა შორის გადასავლებზე, დაწყვეტილ ტასმებად ეკიდნენ ბილიკები"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 10:57 PM

"მეხსიერებაც დაწყვეტილ ჯაჭვის პერანგივით შემორჩენია"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 08:38 PM

"შორეულ ბაღებსა და სოფლის პირებში ქარგაკრული ალვის ხეები გაანჩხლებული პატარძლებივით ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ჩიქილებში და თმებში სწვდებოდნენ და ვერც სწვდებოდნენ... მათ თავზე მხრებდაზნექილი, თავწაქინდრული გორაკები გადმომდგარიყვნენ... ჩრდილმწვანე ლაქებს ყვითლად ჩამწვარი ფორეჯები და ჩათასმული რუხი ნეკნები ენაცვლებოდნენ... ვეფხისა და კამეჩის ვეება ტყავების ნაერთს ემსგავსებოდნენ..."

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 08:42 PM

"მტკვარზე შეღამების გამურული ბინდი მოფაფუკობდა"

/ლევან გოთუა, "ქვის ხოხობი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 09:11 PM

"ხშირად უგემია ილიას ამ კნუტისოდენა დუქანში"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:18 PM

"ილიას თვალის კილოში ამო ცრემლი ხორბალივით ამომარცვლდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 09:58 PM

"ნიუ-იორკის ყურის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვერცხლისფრად, მსუყედ ბრწყინავდა ცხელი სხივების ქვეშ, ახლა მზის ჩასვლისას, ლივლივებდა როგორც გამდნარი ოქრო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2021, 04:16 PM

"მრავალრიცხოვანი, როგორც ფოთლები ტყეში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი, "ომი და ბიბლია"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:42 PM

"იმ გორაზე კი შარაგზა მიიკლაკნება და ზედ ციცინათელებივით მიცოცავენ მანქანები"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:54 PM

"გადაიხდის საბანს და გდია საბერე კიტრივით არხეინად საბანგადახდილი"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:06 PM

"მორი დაეცა მარცხენა ფეხზე და ძვალი მარილივით გადაუმტვრია"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:18 PM

"უცებ ბრტყელ-ბრტყელი, ბრჭყვიალა წვიმა წამოვიდა"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 06:51 PM

"გადაიხრება მზე. წამოგრძელდებიან გრილი ჩრდილები".

"მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა".

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:06 PM

"წარბები ცისარტყელებივით სწორად ჰქონდა გადახატული"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:34 PM

"ბარდი სულ მაყვალია და ასხია, ასხია, შავად არის მიბნელებული"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:45 PM

"კედელზე ძველებური შავი საათი ეკიდა და ბებერი ბუღალტერივით გამწყრალი ანგარიშობდა რაღაცას"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2022, 08:35 PM

"ეზო დაუწერელი წიგნის სუფთა გვერდივით იყო. მერე მოვიდნენ მეზობლები და თავიანთი წარწერები, კვალი დატოვეს მასზე"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 02:38 PM

"თეთრი კვიცივით გარეთ ჭიხვინებს თოვლი სპეტაკი და უზაკველი"

/დავით მჭედლური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2022, 09:30 PM

"ქვეყანა განსაცდელში ჩავარდნილიყო და ყველა ახალი ძალა ცისარტყელის ნატეხად მოსჩანდა ცრემლიან ცაზედ"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:04 PM

"შეკრთა, შეშინდა: მკვდრის კანივით ცივი მოსჩანდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:37 PM

"როგორც მრავალფრთიანი ფრინველი, როგორც ექვსფრთიანი სერაფიმი, როგორც ცეცხლოვანი წინასწარმეტყველი ელია, ისე ვეშვებოდი მთიდან და სანაპიროსკენ გემში ჩასაჯდომად მივისწრაფოდი"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:52 PM

"დავრწმუნდი, რომ კეთილი უნდა ყოფილიყო, ამდენად მის სიკეთეში ანდაც მოცემულ მისამართში ეჭვის შეტანა იმწუთას ბიბლიაში ეჭვის შეტანის ტოლფასად მიმაჩნდა"

/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:11 PM

"მოსაღამოვდა და ჩამობნელდა, გარეთ კი ისევ ცივი ქარი ქროდა და თავსხმა მოდიოდა, როგორც წარღვნის დროს"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:32 PM

"ზაფხულის ცხელი დღე საშობაო შეშასავით ჩაიწვა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:15 PM

"დავარგებულ ღვინოსავით კეთილშობილი სული ჰქონდა, რომელსაც ჭექა-ქუხილი ვერ დააძმარებს"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:29 PM

"თუ ღრუბლები წეღან წითლად ღუოდნენ, ახლა ისე გაფითრდნენ, თითქოს გული გაუსკდათო"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 05:58 PM

"ისევ გაყინულ არაგვში მოუწია ფეხშიშველს გასვლა და ისევ თავისდაუნებურად ჩამოსცვივდა თვალებიდან ორი ლურჯი კურცხალი"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:28 PM

"ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:43 PM

"ბაკის საკმაოდ მაღალ მარგილებზე დიდი, წითელი ნაჭერი იყო გაკიდებული, რომელზედაც მთვრალი კაცის ნავალივით მრუდე ასოებით ეწერ: - წიგნი, წიგნი და წიგნები"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 07:22 PM

"როგორღაც მორცხვად იჯდა ბრიგადელი. მერე ისეთი ქვითინი ამოუშვა, რომ მიწამაც კი კანკალი დაიწყო"

"ზემოდან კი მთების წვერებზე ლურჯი ცა არის ჩამომხობილი და ღამღამობით ისე მოირთვება ხოლმე ვარსკვლავებით, ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვი ვარსკვლავთა შორის. უცნაურად წკრიალებენ ვარსკვლავები და მათ შორის ლაღად მიცურავს ხან გასათხოვარ ქალივით წელვრილი, ხანაც კიდევ გავსილი და პირგაბადრული ლაღი მთვარე"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2022, 03:47 PM

"ხევის კლდეები - ვეებერთელა, ბნელი, გრანიტის - სიმშვიდისა და ვარსკვლავებით განათებული სასიამოვნო ღამის მცველებივით იდგნენ, და ამ სიმშვიდეს მხოლოდ ჭრიჭინას მსუბუქი ხმა და უკიდეგანო ზღვის ტალღების დგაფუნი არღვევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 06:18 PM

"მის სახეზე თეთრი ქათქათა წვერი შორიდან დანახული კლდის წყალივით მოედინებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 05:15 PM

"ო, ღამევ, დღეზე ნათელო; ო, ღამევ, მზეზე სიხარულევანო; ო, ღამევ, თოვლზე თეთრო სითეთრევ; ო, ღამევ, ელვაო გასხივოსნებულო; ო, ღამევ, ძილის განმდევნელო; ო, ღამევ, ანგელოზებთან ერთად ფხიზლობის მასწავლებელო"

/ასტერიუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2022, 09:00 PM

"შავ ნიადაგს აქა-იქ თოვლის ფიფქი მარილივით აყრია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 06:38 PM

"საყარაულოში ფიცარნაგზე ისე ვიწექი, თითქოს აბრაამის წიაღში განვისვენებდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:24 PM

"ეს იგავები გათვლილია იმაზე, რომ კითხვის დროს ადამიანი შეეცადოს გონების წისქვილის შეჩერებას, რომელიც ათასგვარ ზრახვებს დაუსრულებლად ფქვავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:33 PM

"გაჩაღდა თეთრი ქორწილი"

/ვალერიან წიკლაური/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)