IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> დროებით დაკარგული მხარეები..., ჩვენთვის მტკვნეული ფოტოები
zepp
პოსტი May 5 2007, 07:39 AM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 7-February 07
მდებარ.: München,Bayern (D)
წევრი № 1,035



ანდრია პირველწოდებულთან ერთად I საუკუნეში აფხაზეთში იმოღვაწევა ასევე სიმონ ჰანაანელმა (ზილოტმა) იგი ამ ქვაბულში აღიკვეცა ბერად ანდრია პირველწოდებულთან განშორების შემდეგ რომელიც გაემგზავრა მეოტის ანუ აზოვის ზღვის მიმართულებით რათა გაევრცელებინა ქრისტიანობა ველურ სკვითებს და სარმათებშს შორის.
სიმონ ჰანაანელი ასრულებდა სასწაულებს და ადგილობრივ წარმართ მოსახლეობას სასწაულებრივად არჩენდა და კურნავდა, უმადურმა ველურებმა წარმართმა კერპმთაყვანისმცემელმა აფსუებმა (აბაზგებმა) ეს წმინდა კაცი ამ ქვაბულშივე ხერხით გადახერხეს და ჩამარხეს, მეორე ვერსიით მისი საფლავი ნიკოფსიაში (Новомихайловское) კრასნოდარის მხარეში იმყოფებოდა რაზეც საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, ეს ქვაბული კი მიიჩნევა მის კელიად სადაც მლოცველს საბოლოოდ ეგულება მისი წმინდა ნაწილები დამარხული.

IPB-ს სურათი

შესასვლელი:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

თხოვნა იქნება ვინც შეხვედრებზე რუსებს და აფსუებს ხვდება და არჩევს ამ თემებს ეგებ უთხრათ ნუ გვიბილწავენ ისტორიას თავისი სლავური ვითომ ძველდროინდელი გრაფიტით და სერაფიმ საროველის ხატის კულტის ჩანერგვით მაინც ვერ შეცვლიან ამ მხარის ისტორიას:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი






--------------------
http://www.youtube.com/daxure
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zepp
პოსტი May 5 2007, 08:07 AM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 7-February 07
მდებარ.: München,Bayern (D)
წევრი № 1,035



კიდევ ერთი ეკლესია სიმონ ჰანაანიტელის მოღვაწეობის ადგილებში:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი







ეკლესიის ინტერიერი მთლიანად გადაღებილია კირით რათა დაფაროს ხატები:
IPB-ს სურათი

აფსუების ენაზე გაკეტებული მინაწერები ფრესკაზე:
IPB-ს სურათი

ხატები დაფარულია ხის ფანერებით ზემოდან კი პატარა ხატები ჩამოკიდეს:
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

დალოცვილი მაინც გადაურჩა გადაღებვას:
IPB-ს სურათი

სიმონ ჰანაანელის ხატი:
IPB-ს სურათი

ხატი ΑΓΥΑ ΣΟΦΙΑ - Ελπιδα, Αγαπι, Πιστι (წმ.სოფია და დები იმედი,სიყვარული და რწმენა)
IPB-ს სურათი


--------------------
http://www.youtube.com/daxure
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zepp
პოსტი May 10 2007, 01:17 AM
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 7-February 07
მდებარ.: München,Bayern (D)
წევრი № 1,035



კამანის მონასტრის მოძღვარი წამებული მამა ანდრია და მისი მეგობარი იური ანუაა მოკლეს აფხაზებმა მასთან ერთად ...
1975 წელს იური ანუაამ პირადად მიიღო კამანის მონასტრის აღდგენაში მონაწილეობა:

1992 წელი კამანი
IPB-ს სურათი

რწმენისთვის და სამშობლოსთვის წამებული მამა ანდრია ლოცვისას კამანის მონასტერში:
IPB-ს სურათი

გამორჩეული აფხაზი ადამიანი იური ანუაა კამანის მონასტრის შესასვლელში:
IPB-ს სურათი

იური ანუაას ქალიშვილის მანანას მონათხრობი 1993 წელს მამა ანდრიას სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ:
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...59&info_id=2247
მორჩილი მარიამი (მანანა ანუა)

ჩვენი სახლი რომ დაწვეს (გოგა ხაინდრავას, გენო ადამიას, ჯაბა იოსელიანის სტუმრობის შემდეგ), მამა ანდრიამ გამოიჩინა რაღაც საოცარი ვაჟკაცობა. გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც მან გააკეთა. პირდაპირ ცეცხლში შევარდა და გამოაბრძანა სიწმიდეები. ლოგიკურად წარმოუდგენელი იყო იქიდან უვნებლად გამოსვლა. ძირითადი უმრავლესობა ხატებისა და სიწმინდეების, რაც ჩვენს სახლში იმყოფებოდა, გადაარჩინა მამა ანდრიამ. ამ დღიდან ცოტა ხანი იყო გასული, როცა აფხაზები შემოვიდნენ კამანაში. წინა დღეს ჭურვმა მოკლა ჩემი გაზრდილი ნაგაზი და როცა ეს დავინახე, ცუდად მენიშნა. ამბობენ, რომ როცა ოჯახში ძაღლი კვდება, არის რაღაც უხილავი კავშირი – ვიღაცა მიდის იმ ოჯახიდან. მე მამას ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი, ალბათ, უფალმა ამით გვანიშნა. იმ დღეს რომ წამოვსულიყავით შინიდან, არ ვიცი რა მოგვივიდოდა შემდგომში. მივედით ტაძარში, იქ მამა ანდრია დაგვხვდა და გვითხრა: რა კარგია, რომ მოხვედით, მაგრამ ჩემთვის ცუდიაო ეს. თავის ბერულ ღვაწლზე და განმარტოებაზე ფიქრობდა, რომელშიც ჩვენ – მე, დედა (შემდგომში მონაზონი მარიამი) და მამა ხელს შევუშლიდით. იმ საღამოს დიდხანს თბილად მესაუბრა – მანანა, ხომ კარგიაო სიმდაბლე, რა კარგიაო არა? კი მამაო – მეც დავეთანხმე. აი, შენ თუ გიფიქრია ამ სიტყვებზე – ქვეყანასა ზედა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? აი, მათხოვარიც რომ ზის, ისიც ქვეყანასა ზედა ზისო, - თავისებურად ახსნა ეს. ისიც კი, მათხოვარი ქვეყანასა ზედა დასვა უფალმა, ანუ რაღაცით მაინც აამაღლა. ამ სიმდაბლეში რაღაც სიმაღლე დაინახა მამა ანდრიამ – არაფერი არ სჯობსო ამ სიმდაბლეს. აი, მე მინდა ვიჯდე ქვეყანასა ზედა, მათხოვარივით, გლახაკივით, ყველაზე მეტ ნეტარებას ასეთ ყოფაში გრძნობსო ადამიანი. დილის ხუთი საათი იქნებოდა, მოგვესმა ხმები, რუსული, აფხაზური ლაპარაკი და მივხვდით, რომ "ბოევიკებმა" ღამით გადმოლახეს მდინარე და კამანის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ტაძარში ვიყავით: მე, დედა, მამა და მამა ანდრია. მაშინ გვითხრა მამა ანდრიამ, ახლა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთო მზად, ახლა ისეთი მომენტია, ყველაფერი მოსალოდნელია აბსოლუტურად და ჩვენც ამ წუთებს ღირსეულად უნდა შევხვდეთო.

ტაძრის გვერდით იყო ხეიბართა სახლი. მამა ანდრიას ხმები რომ მოესმა, უნდა წავიდე და იმ ხალხს ვუშველოო, გვითხრა. ირგვლივ სროლა მიმდინარეობდა, რაღაც წამებში გადმოიყვანა ისინი. იქ იყო ერთი ოჯახი, სამივე ხეიბარი, და ერთი რუსი ქალი. მერე ძალიან მოფიქრებულად, გადაწყვეტილად გვითხრა: ჩვენ უკვე სიკვდილის წინ ვდგავართ ყველანი და სიკვდილი ახლა ჩვენთვის სხვა რამეს ნიშნავს, მორწმუნეებისთვის, ეკლესიურებისთვის. ახლა ყველასგან მივიღებ აღსარებას, ყველას გაზიარებთ და ეცადეთ, რაც შეიძლება გულწრფელად თქვათ, რადგან თუ სინდისი გაწუხებთ, ყველაფრისგან გათავისუფლდეთო. ჩავაბარეთ აღსარება, ლექსომ (ხეიბარი) არ ისურვა მხოლოდ. ცოტა გონებასუსტი იყო და მამა ანდრიას მისთვის არ უთხოვია აღსარება, უბრალოდ ჰკითხა: შენ გინდა ზიარება? მანდ ხომ თავისუფალი ნება უნდა ყოფილიყო. არაფრით არ დათანხმდა – არა, არა და არაო. ზიარების შემდეგ გვითხრა, ახლა ყველანი გავჩუმდეთ და საკუთარ თავებს ჩავუღრმავდეთ ჩვენს სულში და ვიფიქროთ, რომ რამდენიმე წუთში ან საათში ჩვენ შეიძლება უფლის წინაშე წარვდგეთო. თვითონ ამბიონზე ავიდა და დაჯდა. ასე ჩაფიქრებული იჯდა, მუხლებში თავჩარგული. გარეთ გაჩაღებული სროლა მიდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა, ანუ უკვე დაეცა კამანი. ისმის ხმები რუსულად – გააღეთ ტაძარი. მამაჩემმა მამა ანდრიასაგან აიღო ლოცვა-კურთხევა, რომ გაეღო კარი. მამაჩემი იმწუთასვე გაიყვანეს კონდახების ცემით. ერთი მოვასწარი და ვუთხარი, კურთხევა აიღე მამა ანდრიასგან-თქო. აიღო კურთხევა და ისე წავიდა. წავიდა და წავიდა, მას შემდეგ მამაჩემი აღარ მინახავს. ტაძარში შემოდიან "გამარჯვებულები", გამარჯვების ეიფორიაში მყოფი აფხაზები და მამა ანდრიას ეუბნებიან ძალიან ცინიკურად – не благословишь ли нас,святой отец.. მამა ანდრიას ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი. არანაირი რეაგირება არ მოახდინა მათ სიტყვებზე, იმიტომ, რომ ხედავდა, ეს არ იყო კურთხევისთვის მოსული ადამიანი, ეს იყო გამარჯვებული მეომრის მიერ ფაქტის კონსტატაცია. – მე ვარ გამარჯვებული, რასაც მინდა იმას ვიზამ და მამაოსაც რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებს. მაგრამ ესე არ გამოუვიდათ. მამა ანდრია ძალიან ღირსეულად მოიქცა და პროვოკაციაზე არ წამოეგო. გარიდებული იყო მათგან. ამის შემდეგ მამა ანდრია გაიყვანეს. მეორე დღეს გვითხრეს, თქვენი მოძღვარი მოკლესო. შევედით იმ ოთახში, რეზიდენციის პირველ სართულზე. დავინახე მამა ანდრიას სახე. არ შეიძლება, არ გეგრძნო, რომ შენ ეხები ძალიან დიდს... და ეს იყო სულ სხვა მამა ანდრია, ეს არ იყო ჩვენი მამა ანდრია, თითქოს ასჯერ მეტი იყო ის, ვინც იქ იწვა. მის სახეზე ღიმილის ანარეკლი არასოდეს დამავიწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წუთებში რაღაც დიდ ნუგეშს აგრძნობინებდა უფალი ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის, ეკლესიისთვის და ერისთვის იმ თავგანწირვისთვის, რაც მამა ანდრიამ გამოიჩინა.

მამა ანდრიას ჰქონდა კარედი უფლის, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებით. უკვე კამანის აღების დღეს მაჩვენებს ამ კარედს და მეუბნება: აი, შეხედე. იოანე ნათლისმცემლის ხატს თითქოს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... ეს ხომ მისი დღეები იყო – ხუთი, ექვსი ივლისი. შევასვენეთ ტაძარში მამა ანდრიას სხეული და ამბიონზე დავასვენეთ. შვიდ ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს მივაბარეთ მიწას. თითქოს ეს ნიშანი იყო იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრული, ანუ ტყვია მას მოხვდა თავში უკნიდან. ერთი ტყვიით არის მოკლული. ეს იყო ტყვია, რომელიც მთელ სხეულში დადის. ეს ხატიც ჩავაყოლეთ.

მამა ანდრიას გარშემო იხრწნებოდა მოკლულთა გვამები. საშინელი, აუტანელი სუნი იდგა ხრწნადი ხორცის. მამა ანდრიას სხეული იყო აბსოლუტურად უხრწნელი ის სამი დღე და მისი თავიდან ისევ მოჟონავდა სისხლი. ჩვენ მას გადავაფარეთ სუდარა, რომელსაც ვაფარებდით მაცხოვრის გარდამოხსნას. ის ცისფერი აბრეშუმის სუდარა შეიღება წითლად და იყო შემაძრწუნებელი. შემოდიოდნენ ეგრეთ წოდებული "გამარჯვებულები". სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები და სხვადასხვა რეაქციას იწვევდა ამ სურათის ხილვა მათში, მაგრამ გულგრილი არც ერთი არ წასულა იმ ტაძრიდან. ზოგს შეიძლება აგრესიაც კი ჰქონდა, მაგრამ შეძრწუნებულებიც იყვნენ, რომ უყურებდნენ ამ უხრწნელ სხეულს ასეთ სიცხეში – ეს წითლად შეღებილი ცისფერი აბრეშუმი, სისხლი ჟონავს... შიში ეუფლებოდათ და ყველაზე აგრესიულებიც კი ცდილობდნენ, ჩქარა გასულიყვნენ ტაძრიდან და მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, რომელიც ყველაზე საშიში იყო ჩვენთვის, მამა ანდრიამ დაგვიცვა ჩვენ. ფიზიკურად თავისი სხეულით გვიცავდა. "ბოევიკები" ვერ ჩერდებოდნენ ტაძარში და ამით გადავრჩით ჩვენ იმ დღეებში.

სამი დღის შემდეგ მამა ანდრია მივაბარეთ კამანის წმიდა მიწას. ამაში ჩვენ დაგვეხმარნენ აფხაზი ბიჭი დაურ-დიოდოტი და იქ მყოფი რუსებიც. ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ. მაინც მართლმადიდებლები იყვნენ და რომ დაინახეს, მოძღვარი მოკლულია, ძალიან იმოქმედა მათზე. მამა ანდრია შევახვიეთ ორ სქელ "ადიალაში". ვფიქრობდით, ჭილოფით, ბერულად დაგვემარხა, მაგრამ იქ ძალიან ხრიოკი ადგილი იყო და არ გვინდოდა მისი სხეული დაზიანებულიყო, რადგან დარწმუნებული ვარ, როდესაც დაუშვებს უფალი იმ წუთებსა თუ წამს, როცა ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ამ სიწმიდეს, მამა ანდრია მოგვცემს ნიშანს, რომ მისი წმიდა ნაწილები უფრო გავაპატიოსნოთ და უფრო ღირსეულად დავასვენოთ ტაძარში.

მამა ანდრიას გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში იქ ვიყავით. თითქოს ასე უნდა ყოფილიყო. ორმოციდან მეორე თუ მესამე დღეს კამანიდან გაგვიყვანა რაფაელმა (მაჰმადიანი აფხაზი) – ადამიანმა, რომელიც გვიცავდა ჩვენ. მამა ანდრიას საფლავი მისი დახმარებით და უშუალო მონაწილეობით შემოვღობეთ.

და იყო აქ ერთი საინტერესო მომენტიც: იმათ, ვინც ამ ომში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარეს (აფხაზებს ვგულისხმობ) და არ იცოდა რატომ ომობდა, ეუბნებოდნენ: შენ იცავ მიწას; იყო ისეთი კატეგორია, ძალიან სუფთად განწყობილი ადამიანებისა, რომელთაც ეგონათ ძალიან პატრიოტულ მისიას ასრულებდნენ. მამა ანდრიას სიკვდილმა იმდენად შეაძრწუნა ისინი, რომ მათ ბზარი გაუჩნდათ რწმენაში, ნამდვილად სწორ საქმეს აკეთებდნენ თუ არა... და აი, დაური-დიოდოტი, ის აფხაზი ბიჭი, ვინც მოგვეხმარა მამა ანდრიას დასაფლავებაში, მოვიდა და გვითხრა, მე არც ერთი ადამიანი არ მომიკლავს ამ ომში და მამა ანდრიას მკვლელი ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, დიდხანს, დიდხანს იჯდა მამა ანდრიას საფლავთან. მერე მოვიდა ჩემთან და მეუბნება, მისი ნაქონი რომელიმე ხატი გამატანეო. წმიდა ნიკოლოზის პატარა ხატი მივეცი და მითხრა: მანანა! მამა ანდრია ხომ მაპატიებსო, მე რომ გუდაუთაში ვიყავი, იქ ჩამოიყვანეს ქართველი ტყვე, რომელსაც ყველა ცუდად ექცეოდა და ცემდა. მითხრეს, შენ რატომ არ ცემო, მე ვუპასუხე, მაინც ტყვეა და მეცოდება-თქო. რას ჰქვია გეცოდება? შენ მოღალატე ხარო... და მეც გავარტყი იმ ტყვეს. ეს ისეთ სიმძიმედ დამრჩა გულში, რომ ჩემი სინდისის წინააღმდეგ წავედი და ახლა მამა ანდრიას რომ შევხედე, უფრო მეტკინა გული. თურმე ამიტომ იჯდა ასე დიდხანს მის საფლავთან. მისგან ითხოვდა შენდობას.

ანდრია კრიტელის ხსენების დღე იყო – 17 ივლისი. ეს საწყალი დაური-დიოდოტი, როცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გამოვა ამ ომიდან და გამოგვიყვანს ჩვენც, ხიდის ქვეშ აფეთქებული ჭურვისგან, რომელიც პირდაპირ მოხვედრია მას, დაღუპულა. ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთელ აფხაზურ ჯარში. ასე ამბობდნენ თურმე, მამა ანდრიას მკვლელობის გამო უფალმა დაუშვა ჩვენს ჯარში ასეთი სუფთა ბავშვის სიკვდილიო. დაური კამანში შემოსვლის წინ გუდაუთაში მოინათლა. ასე მგონია, როგორც მაცხოვარმა ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში, ისე მამა ანდრიამ პირდაპირ მოკიდა ხელი დაურს და წაიყვანა სამოთხეში თავისთან.


ვიდეო ნახეთ აქ 1992 კამანი:
http://www.youtube.com/watch?v=BlKMXaKr68w


--------------------
http://www.youtube.com/daxure
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zepp
პოსტი Jul 5 2007, 09:54 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 7-February 07
მდებარ.: München,Bayern (D)
წევრი № 1,035



ღმერთმა აცხონოს მამა ანდრიას და იპოდეკანოზ იური-გიორგი ანუას სულები ასევე 1500-იანი დნესტრისპირელების ჯარის წინააღმდეგ მდგარი მამაცი 35 ქართველი მეომრების მათ შორის:ბატალიონის მეთაურის მაიორ ზაზა პაკელიანის და მისი მებრძოლების გიუნტერ გულედანის, ანზორ სუბელიანის, ეგნატე კვიციანის, თამაზ ჩხეტიანის, ადამ გვიჩიანის, ვალოდია და მალხაზ კახიანების, გოგი და ზურა გვიჩიანების, ქალბატონი მერი პაკელიანის, ალექსანდრე გამსახურდიას, ელგუჯა გვიჩიანის და სხვათა გმირთა ნათელი ხსოვნა იყვეს და საიქიოს უფალმა მათი სულები აცხონოს.


14 წელი შესრულდა კამანის ტრაგედიის შემდეგ...


--------------------
http://www.youtube.com/daxure
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zepp
პოსტი Jul 5 2007, 10:02 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 7-February 07
მდებარ.: München,Bayern (D)
წევრი № 1,035



[b]გთხოვთ გავიხსენოთ მამა ანდრია, იპოდეკანოზი იური-გიორგი ანუა და 35 ქართველი გმირი რომელიც დაეცა იმ დღეს 1500-იანი დნესტრისპირელ მტრულ ლაშქართან ბრძოლაში.



--------------------
http://www.youtube.com/daxure
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 5 2007, 10:14 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



გაიხარე, ნამდვილად არ მახსოვდა თარიღი sad.gif

ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ რომ მამა ანდრია იყო უდიდესი ადამიანი ასევე გიორგი ანუაც, სულ პირველად ამათი ისტორია რომ მოვისმინე საპატრიარქოს რადიოთი, სადაც ტავად გიორგი ანუას მეუღლე ამჯამად მონაზონი ყვებოდა ამ საშინელებებს, პირადად ჩემში რაღაც ცვლილება მოახდინა არ ვიცი რა მაგრამ ერთი ეს ვიცი რომ მამა ანდრიას სახით კიდევ ერთი მეოხი ჰყავს საქართველოს ღვთის წინაშე, მეც ვტხოვ ხოლმე მამა ანდრიას სულს რომ ჩემთვის ილოცოს და ტავის ლოცვებში მომიხსენოს


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი Jul 5 2007, 10:55 PM
პოსტი #47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



გაიხარე ეს თარიღი რომ შეგვახსენე, მეც არ მახსოვდა სამწუხაროდ ამ დიდი ადამიანების გარდაცვალების დღე. როცა მამა ანდრიას ბიოგრაფიული ცხოვრება წავიკითხე ძალიან ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, ბევრი შეიცვალა და ამისთვის მადლობა უფალს და მასთნ მყოფ მამა ანდრიას. ცრემლები მახრჩობდა და ისე ვკითხულობდი რამხელა მადლის მატარებელი ადამიანი ყოფილა ჩვენს გვერდით, ჩვენი თანამედროვე და სამწუხაროა შეიძლება ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ჩვენ კიდევ ერთი, ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა.


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jul 5 2007, 11:39 PM
პოსტი #48


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ალექსანდრე @ Jul 5 2007, 10:14 PM) *

გაიხარე, ნამდვილად არ მახსოვდა თარიღი sad.gif

ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ რომ მამა ანდრია იყო უდიდესი ადამიანი ასევე გიორგი ანუაც

ეგრეა.

ციტატა(Tamro @ Jul 5 2007, 10:55 PM) *

ცრემლები მახრჩობდა და ისე ვკითხულობდი რამხელა მადლის მატარებელი ადამიანი ყოფილა ჩვენს გვერდით, ჩვენი თანამედროვე და სამწუხაროა შეიძლება ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ჩვენ კიდევ ერთი, ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა.

კიდევ ბევრია ჩვენში ეგეთი.
smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 6 2007, 01:26 AM
პოსტი #49


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მამა ანდრია მართლა უდიდესი ადამიანი ყოფილა...

წაკითხული გაქვთ მასზე წიგნი?


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 6 2007, 01:36 AM
პოსტი #50


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მიუხედავად იმისა, რომ მამა ანდრიასა და იური ანუას ოჯახის წევრებს პირადად ვიცნობ, მაინც ლეგენდარული და არაამქვეყნიური ადამიანები მგონია ისინი, თითქოს პირველქრისტიანებზე ვლაპარაკობდე, ყოველთვის ასეთი განცდა მაქვს... რამდენი სპეტაკი და სულით მტკიცე ადამიანი ჩვენ გარშემო, მათ ვერ აღვიქვამთ და მხოლოდ იმქვეყნად წასვლის შემდეგ ვაფასებთ...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nin100
პოსტი Dec 2 2007, 06:16 PM
პოსტი #51


nino
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 25-November 07
მდებარ.: rustavi
წევრი № 3,262



http://pic5.piczo.com/nin100/?g=44230520


--------------------
თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან, იმის მაგივრად რომ მეც მათთან ერთად გადავხტე, ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Dec 2 2007, 06:31 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



zepp
გაიხარე შეხსენებისთვის ეს ადამიანები დავიწყებას არ უნდა მიეცნენ მართლაც საამაყონი და გმირები...


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Oct 27 2008, 05:52 PM
პოსტი #53


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ღრმად მწამს რომ ეს მხარეები ჩვენ მხოლოდ დროებით გვაქვს დაკარგული და ამიტომაც გადავაკეთე სათაური და დროებით დაკარგული მხარეები დავარქვი. იმედი მაქვს არ მიწყენთ. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qartveli_nini
პოსტი Oct 28 2008, 02:27 AM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 9-June 08
წევრი № 5,039



ციტატა(zepp @ Apr 26 2007, 06:41 PM) *

კოზაკები და დნესტრისპირელები შეიჭრნენ 1993 - ში კამანის მონასტერში სადაც მამა ანდრიას ისინი შეეკითხნენ თუ ვის ეკუთვნოდა მიწა რომელზეც იდგა კამანის მონასტერი, კოზაკებს უნდოდათ რომ მამა ანდრიას ეთქვა რომ ეს მიწა აფსუებისაა მაგრამ ღვთისნიერმა მამამ უბრძანა ბრძნულად: მთელი დედამიწა ღვთისააო...
კოზაკებმა დახვრიტეს მამა ანდრია და წამებით მოკლეს იპოდეკანოზი იური ანუა რომელმაც 1075 წელს ტაძარი გაწმინდა და ხელახლა ააგო....
ღმერთმა აცხონოს მათი წამებული სულები ....
ამ სურათზე ხედავთ 2006 წლის ზაფხულში რუსი "მონაზონი" ქართული სალოცავის მეპატრონე გახდა, ეს ბოლო " ლოცულობს " თეატრალიზებულ პოზაში იოანე ოქროპირის წმინდა საფლავთან სადაც ასევე ეგებება კარგი მასპინძელივით თავის დანარჩენ თანატომელებს კამანში :
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

უფალო მოგვეცი მოთმინება თორემ მათი სინსილა მალე მანდ გაწზდება!



ნეტა არ ცხვენიათ მღვდლის წინ მოკლე შორტებში და ტოპიკებში ყოფნა?sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.SaLoMe.
პოსტი Mar 21 2010, 12:00 AM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,451



IPB-ს სურათი


--------------------
"ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 3 2010, 11:44 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(უჩა @ Oct 27 2008, 05:52 PM) *

ღრმად მწამს რომ ეს მხარეები ჩვენ მხოლოდ დროებით გვაქვს დაკარგული და ამიტომაც გადავაკეთე სათაური და დროებით დაკარგული მხარეები დავარქვი. იმედი მაქვს არ მიწყენთ. smile.gif

იმედია გონს მოვეგებით .. დასაწყისისათვის...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 4 2010, 12:16 AM
პოსტი #57


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



A.v.B
ციტატა
იმედია გონს მოვეგებით .. დასაწყისისათვის...

ამინ. a075.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 04:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი