თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ დიდი მარხვა (მოსამზადებელი ეტაპი)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 6 2010, 01:35 PM

ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც ვხსნი ამ მნიშვნელოვან თემას. ვფიქრობ უადგილა შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს აღდგომა თავისი მნიშვნელობით ზოგადად ეკლესიის და კონკრეტულად თითოეული ადაიანის ცხოვრებაში. ძალიან მიშვნელოვანია ის პერიოდი, რაც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დავესესხები მამა ალექსანდრე შმემანს, რომ დიდი მარხვა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სათავეების ყოველდღიური მომლოცველობაა, სადაც ცხადი ხდება თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრება.

ასე რომ ხსენებული მოძღვრის თქმისა არ იყოს ვიმოგზაუროთ აღდგომისკენ და ცხოველად შევიგრძნოთ ამ მოგზაურობის დროს გასავლელი ყოელი დღის მნიშვნელობა.

თითოეულის იმედი მაქვს, რომ იაქტიურებს და მაქსიმალურად შეავსებს, ინფორმაციული თვალსარისით, ჩვენს ცოდნას ამ პერიოდის თითოეული დღის მიშვნელობის შესახებ.

დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპით, განვლილი კვირეების და მომავალი კვირისაც.


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

დიდი მარხვა

დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ


კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა“. მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.

განა საჭიროა იმის განმარტება, რომ აღდგომა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ-ერთი დღესასწაული, უფრო მეტია, ვიდრე წარსული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა და პატივისცემა?

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია აღდგომის ღამის უზენაესი სიხარული, მზიან დღეზე უფრო უნათლესი, დამეთანხმება. მაგრამ რისი სიხარულია ეს? რატომ გვალობთ სააღდგომო ცისკარზე, რომ „აწ ყოვლითურთ აღვისო ნათლითა ზედა, ქვეყანა და ქვესკნელი?“ რა აზრით ვდღესასწაულობთ „სიკუდილითა სიკუდილისა მოკუდინებასა, შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხორებისასა“? - ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია: ახალი ცხოვრება, რომელიც თითქმის ორი ათასი წლის წინათ გამობრწყინდა საფლავიდან, და მიეცა ყველას, ვინც ქრისტე იწამა. იგი მოგვეცა ჩვენი ნათლისღების დღეს, როცა, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ჩვენ „თანა-დავეფლენით ქრისტესა ნათლისღებითა სიკუდილისა მისისაჲთა, რაჲთა, ვითარცა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ეგრეთვე ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“. მაშასადამე, პასექის დღესასწაულზე ჩვენ ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას, როგორც ოდესღაც მომხდარს, რაც დღესაც ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. რადგანაც ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ახალი ცხოვრების ეს ნიჭი, შეიძინა მისი მიღებისა და მისით ცხოვრების უნარი. ეს ნიჭი რადიკალურად ცვლის ჩვენს მიმართებას ყოველივესადმი ამქვეყნად, და თვით სიკვდილთანაც კი. ის გვაძლევს საშუალებას, სიხარულით ვამტკიცოთ: „სიკვდილი არ არსებობს!“ რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ჩვენ ჯერ კიდევ პირისპირ ვხვდებით სიკვდილს, ერთ დღეს იგი ჩვენც მოგვაკითხავს. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ თავისი სიკვდილით ქრისტემ სიკვდილის თვით არსი შეცვალა, აქცია ის გადასვლად, პასექის დღესასწაულად, პასექად, ანუ ზეციურ სასუფეველში გადასვლად, და ამგვარად, ყველაზე დიდი ტრაგედია საბოლოო გამარჯვებად გარდაქმნა „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა“ - საკუთარი სიკვდილით ჩვენი სიკვდილის გამანადგურებელმა. მან თავისი აღდგომის მონაწილენი გაგვხადა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს, რომ „აღდგა ქრისტე და ცხორებაჲ მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“ (იოანე ოქროპირი).

ასეთი აკლესიის რწმენა, რომელიც წმინდანთა ურიცხვი სიმრავლის მიერაა დადასტურებული და დამტკიცებული. და მაინც, განა ყოველდღე საკუთარი გამოცდილება არ გვიდასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად გვაქვს ამგვარი რწმენა, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ მას და ვღალატობთ იმ „ახალ ცხოვრებას“, რომელიც მოგვენიჭა, და რომ არსებითად ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და თითქოს ამ ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენთვის არავითარი აზრი არ ჰქონდეს? ყოველივე ამის მიზეზი ჩვენი სისუსტეა, რადგანაც შეუძლებელია ჩვენთვის მუდამ „სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით“ ცხოვრება იმ დონეზე, რომელზეც ქრისტემ აღგვიყვანა, როცა გვითხრა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა“ (მთ. 6, 33). ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ეს, იმდენად ჩაძირულნი ვართ ყოველდღიურ საზრუნავში. და ამ დავიწყების გამო ვსუსტდებით. ამ დავიწყების, ცოდვით განუწყვეტელი დაცემის გამო ჩვენი ცხოვრება კვლავ „ძველია“, - წვრილმანი, ბნელი, ყოველგვარ აზრს მოკლებული:უაზრო აღსასრულისკენ მიმავალი უაზრო მოგზაურობა. ჩვენ სიკვდილიც კი გვავიწყდება, ის კი მოულოდნელად, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების ლამის შუაგულში გვპოულობს: საშინელი, გარდაუვალი, უაზრო. ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას“ და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა.

თუ ჩვენ ამას მივხვდებით და ვაღიარებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, თუ რა არის აღდგომა და რატომაა აუცილებელი მის წინ დიდი მარხვა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ეკლესიის ყველა ლიტურგიკული ტრადიცია, მთელი მისი საღვთისმსახურო ციკლი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ კვლავ დაგვეხმაროს იმ ახალი ცხოვრების დანახვასა და გემოსხილვაში, ცხოვრებისა, რომელსაც ასე ადვილად ვშორდებით და ვღალატობთ, რათა მონანიებით კვლავ დავუბრუნდეთ მას. როგორ შეიძლება გვიყვარდეს და გვსურდეს იმის მიღება, რასაც არ ვიცნობთ? როგორ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე მაღლა დავაყენოთ ის, რასაც არ ვიცნობთ, სიხარული, რომელიც არ გვიგრძვნია? ერთი სიტყვით, როგორ შეგვიძლია ვეძიოთ სასუფეველი, რომლის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ გვქონია? დასაბამიდან და დღემდე საეკლესიო ღვთისმსახურება ერთადერთი შესასვლელია ამ სასუფეველში, ახალ ცხოვრებასთან ზიარებაა. ეკლესია თავისი ლიტურგიკული ცხოვრების საშუალებით გვიცხადებს იმას, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (1 კორ. 2,9). პასექი ამ ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, მისი გული და მწვერვალია, მზეა, რომლის სხივები ყველგან აღწევს. ყოველ წელიწადს იხსნება კარი ქრისტეს სასუფევლის ბრწყინვალებისკენ, გვეძლევა წინასწარი შეგრძნება ჩვენთვის აღთქმული მარადიული სიხარულის, მთელი ქვეყნიერების აღმვსები დიდებისა და გამარჯვებისა: „სიკვდილი აღარ არსებობს“. მთელი საეკლესიო ღვთისმსახურება აგებულია აღდგომის დღესასწაულის ირგვლივ: ამიტომაც საწელიწადო სალიტურგიო წრე, დღესასწაულთა და მარხვათა მიმდევრობა აღდგომისაკენ მიმართულ მოგზაურობდა წარმოგვიდგება. ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა.

მაგრამ ძველი ცოდვიანი და წვრილმანი ცხოვრების დამარცხება და შეცვლა არც ისე ადვილია. სახარება ადამიანისაგან ითხოვს ძალისხმევას, რომლისთვისაც იგი თავსი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულიად უძლურია. ჩვენ უხილავთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ: ახალი მიზნის, ცხოვრების, ახალი წესისაკენ მოგვიხმობენ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. თვით მოციქულებმაც კი, როცა მოძღვრის სწავლებას ისმენდნენ, გაოგნებულებმა იკითხეს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?“ („როგორაა ეს შესაძლებელი?“). მართლაც, არაა ადვილი უარის თქმა ცხოვრების წვრილმან იდეალზე, რომელიც ყოველდღიური საზრუნავისაგან, ცხოვრებისეული სახსრების მუდმივი ძიებისაგან, სიამოვნებებისაგან შედგება - ყველაფრისგან, რაც ასე შორსაა ჩვენი ნამდვილი მიზნის - სრულყოფილებისაგან: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5,48). სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით“ გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა. ეკლესიის დახმარების გარეშე როგორ უნდა გავბედოთ ეს საშინელი არჩევანი, როგორ შევძლოთ მონანიება და იმ ნათელ და სიხარულით აღსავსე აღთქმასთან დაბრუნება, რომელსაც ყოველწელიწადს აღდგომის დღეს გვაძლევს ეკლესია? სწორედ ამისთვისაა საჭირო მარხვა. ეს დახმარების ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის; სინანულის სკოლაა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შევხვდეთ აღდგომას, არა მხოლოდ როგორც ჭამის, სმისა და დასვენების ნებართვას, არამედ როგორც ჩვენში არსებული „სიძველის“ ნამდვილ აღსასრულსა და ახალ ცხოვრებაში შესასვლელს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მარხვის უმთავრესი ამოცანა იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა მომზადება ნათლისღებისათვის, რომელიც სააღდგომო ლიტურგიისას სრულდებოდა. მაგრამ მაშინაც, როცა ეკლესია იშვიათად ნათლავს მოზრდილებს, და როცა თვით კათაკმვლობის ინსტიტუტი (დაწესებულება) აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება. რადგანაც მიუხედავად ამისა, რომ მონათლულები ვართ, ჩვენ წამდაუწუმ ვკარგავთ და ვღალატობთ იმას, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. ამიტომაც აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური“ ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით.

მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 6 2010, 01:43 PM

აფხაზი
აქ მარტო შმემანის ამავე სახლობის წიგნიდან უნდა დავაციტიროთ თუ ზოგადად დიდი მარხვის შესახებ ვისაუბრებთ?

პ.ს. დაზუსტება მინდოდა და თუ მოდერი ოფად ჩათვლის პასუხის შემდეგ წაშალოს რა ეს პოსტი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 6 2010, 01:58 PM

ნონა


ნონა, დიდმარხვაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 6 2010, 02:06 PM

ნონა
შმემანის სიტყვები შესავლის სახით მოვიყვანე.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 6 2010, 02:37 PM

მხევალო, დათო, მადლობთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 6 2010, 06:40 PM

ციტატა
ზოგჯერ კი შევიგნებთ ხოლმე ჩვენს სხვადასხვა „ცოდვას“ და ვინანიებთ კიდეც, მაგრამ მაინც არ ვეძლევით იმ ახალ ცხოვრებას, რომელიც ქრისტემ განგვიცხადა და გვიწყალობა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს ქრისტე არც არასდროს მოსულა ქვეყნად. ეს ერთადერთი ნამდვილი ცოდვაა, უღრმესი ტრაგედია და სევდა ჩვენი ნომინალური ქრისტიანობისა.

ციტატა
ეს დასასრულია, რომელიც ამავე დროს, დასაწყისიცაა: ყოველივე ძველის დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი, ქრისტეს მიერ განცხადებულ სასუფეველში ამა სოფლიდან განუწყვეტელი გადასვლა.

ციტატა
სოფელი ესე მთელი მისი „მასმედიით“ გვეუბნება: იყავით ბედნიერნი, იცხოვრეთ უზრუნველად, იარეთ ფართო გზით. ქრისტე კი სახარების მიერ გვეუბნება: იარეთ ბრძოლისა და ტანჯვის ვიწრო გზით, რადგან ეს ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გზაა.


რა კარგადაა ნათქვამი... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 6 2010, 10:39 PM

მამა ალექსანდრე შმემანი
დიდი მარხვის სამზადისი

მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)
მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისათვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს (ლკ. 15,11-32). იგავში და ამ დღის სტიქარონებში საუბარია იმ ადამიანის სინანულზე, რომელიც ნებაყოფლობითი განდევნიდან ბრუნდება. ჩვენ მოგვითხრობენ მორალურად გზააბნეული უძღები შვილის შესახებ, რომელიც „შორეულ ქვეყანაში“ წავიდა და იქ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. შორეული ქვეყანა! ეს ერთადერთი განსაზღვრებაა ადამიანის მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ უნდა შევიგნოთ და დავიმახსოვროთ, როცა ღმერთს ვუახლოვდებით. ადამიანი, რომელსაც არასოდეს, მცირედაც კი არ განუცდია, რომელსაც არასოდეს უგრძვნია, რომ იგი ღმრთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განდევნილია, ვერასოდეს მიხვდება, რას ასწავლის ქრისტიანული სარწმუნოება. და ის, ვინც ამა სოფლად თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ვისაც არასოდეს უგრძვნია სხვა სიმართლის მტანჯველი წყურვილი, ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს სინანული.

სინანული ხშირად ცოდვათა და ცდომილებათა გულგრილ და ობიექტურ ჩამოთვლად იქცევა, მსგავსად კანონიერი საბრალმდებლო დასკვნის წინაშე თავის დამნაშავედ ცნობისა. აღსარებასა და ცოდვათა მიტევებას ისე უყურებენ, როგორც იურიდიულად კანონიერ აქტს. მაგრამ ამ დროს რაღაც ძალზე არსებითი ავიწყდებათ, რის გარეშეც არც აღსარებას, არც ცოდვატა მონანიებას არა აქვს არც ნამდვილი მნიშვნელობა, არც ძალა. ეს „რაღაც“ სწორედ ღვთისგან, მასთან ურთიერთობის სიხარულისგან, მის მიერ შექმნილი და ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან შორს ყოფნის შეგრძნებაა. მართლაც, ადვილია აღიარო აღსარებისას, რომ არ დაგიცავს მარხვა, არ გილოცია დილას ან საღამოს, განრისხებულხარ. მაგრამ სრულიად სხვაა, - ერთბაშად მიხვდე, რომ შენი სულიერი მშვენიერება შეგიბღალავს და დაგიკარგავს, რომ ჭეშმარიტ „სამშობლოს“, ნამდვის ცხოვრებას დაცილებულხარ, რომ საბოლოოდ დაგიმსხვრევია შენივე ცხოვრებისეული არსების რაღაც ძვირფასი და წმიდა ნაწილი. ეს და მხოლოდ ეს შეგნებაა ნამდვილი სინანული და უკან დაბრუნების, საკუთარი დაკარგული სახლის პოვნის მხურვალე სურვილიც. მე ღვთისგან მდიდარი ძღვენი მივიღე: უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე და მისით ტკბობის, მისი მნიშვნელობით, სიყვარულით, ცოდნით აღვსების შესაძლებლობა; ამის შემდეგ კი, ნათლისღებისას, - თვით ქრისტეს ახალი ცხოვრება, ნიჭი სულისა წმიდისა და სიხარული ცათა სასუფევლისა. მე მივიღე ღმრთის ცოდნა და მის მიერ კი - ცოდნა ყოველივე დანარჩენისა. მივიღე საშუალება, რათა გავხდეწ ღვთის შვილთაგანი. და ყოველივე ეს მე დავკარგე და განვაგრძობ კარგვას არა მარტო განსაკუთრებული „ცოდვებისა“ და „შეცოდებებისას“, არამედ ჩემს უდიდეს ცოდვაში ღმრთისადმი სიყვარული დამიკარგავს და მშვენიერ მამისეულ სახლს „შორეული ქვეყანა“ ვამჯობინე.

მაგრამ ეკლესია მახსენებს ყოველივეს, რაც დამიკარგავს. ვისმენ მის ხმას და მახსენდება: „მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, - გალობს ამ დღის კონდაკი, - და, რომელი-იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაჲცა ჴმასა მას უძღებისასა შევწირავ შენდა; ვითარცა იგი, მეცა შემიწყალე, მამაო მოწყალეო, რომელი-ესე სინანულით გიღაღადებ, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი“.

და როცა ამგვარად ვიხსენებ ყოველივეს, დაბრუნების სურვილსა და ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში: „მე დავუბრუნდები ჩემს გულუხვ მამას და ცრემლით შევღაღადებ: მიმიღე, როგორც შენი ერთ-ერთი მოჯამაგირე“...

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვიხსენიოთ „უძღები შვილის კვირის“ ერთი განსაკუთრებული ლიტურგიკული თავისებურება. ცისკარზე, „აუარებდითის“ მხიარული და საზეიმო ფსალმუნების შემდეგ ჩვენ სევდით აღსავსე 136-ე ფსალმუნს ვგალობთ:

მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი... ( ბაბილონის მდინარეებთან დავსხედით და ვტიროდით, როდესაც გავიხსენეთ სიონი...)

ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? (როგორ ვიგალობოთ უფლის გალობა უცხო ქვეყანაში?)

უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. (თუ დაგივიწყებ შენ, იერუსალიმო, დაე, ჩემი მარჯვენაც დავიწყებულ იქნას.)

აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. (ენა სასაზე ამეკრას, თუ არ გაგიხსენო შენ; თუ არ დავაყენო იერულისამი ჩემი სიხარულის სათავეში.)

ეს განდევნის ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავიანთ წმინდა ქალაქს, იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი სამუდამოდ იქცა იმ ადამიანის გალობად, რომელიც ღმრთისგან თავის განშორებას გრძნობს და ამ შეგნებით კვლავ ადამიანად იქცევა, იმ ადამიანად, ვინც ვერასოდეს იპოვის სრულ კმაყოფილებას ამ დაცემულ წუთისოფელში, რადგანაც თავისი ბუნებითა და მოწოდებით იგი განუწყვეტლივ ეძიებს, ვითარცა მოგზაურ-მლოცველი.

ეს ფსალმუნი კიდევ ორგზის იგალობება კვირა დღეებში დიდი მარხვის წინ. იგი მარხვას გვიხსნის როგორც ლოცვით მოგზაურობას, სინანულს კი - როგორც დაბრუნებას მამისეულ სახლში.



საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

მომდევნო კვირადღის ხორციელის (ხორცის აღებისა) ეწოდება, რადგანაც მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას.

წინა დღეს, ხორციელის შაბათს, ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა“ („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა“) საყოველთაო მოხსენიებას. ეს ეკლესიის გარდაცვლილ წევრთათვის საყოველთაო ლოცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ გარდაცვლილთა მოსახსენებელი ლოცვისა და დიდი მარხვის ურთიერთკავშირს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტემ მოციქულებს უქადაგა მოძღვრება არა პირად, ცალკეულ ცხონებაზე, არამედ მისცა მათ ახალი მცნება: „იყუარებოდით ურთიერთას“. და დასძინა, რომ სწორედ ამ ურთიერთსიყვარულით სცნობენ ადამიანები მათში ქრისტეს მიმდევრებს. ამგვარად, სიყვარული საფუძველია და თვით საეკლესიო ცხოვრებაა, რომელიც წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვისაებრ არის „სარწმუნოებისა და სიყვარულის კავშირი“. ცოდვა კი, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის სიყვარულის ნაკლებობაა, ყველასგან განყოფა, გამოცალკევება, ყველას ომია ყველას წინააღმდეგ. ქრისტეს მიერ ბოძებული და ეკლესიის მიერ გადმოცემული ახალი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის შერიგების ცხოვრება, „ქვეყნად განბნეულთა ერთად შემოკრებაა“, ცოდვით დანგრეული სიყვარულის აღდგინებაა. მაგრამ განა შეგვიძლია ჩვენ, საფუძველი დავუდოთ ღმერთთან დაბრუნებას, მასთან შერიგებას, თუ თვითონ არ დავუბრუნდებით სიყვარულის ამ ერთადერთ ახალ მცნებას? გარდაცვლილთათვის ლოცვაში ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, თავის სიყვარულს გამოთქვამს. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, ახსოვდეს ისინი, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ, ხოლო მათ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ გვიყვარს. როცა მათთვის ვლოცულობთ, ჩვენ ქრისტეს მიერ ვხვდებით მათ, ხოლო ქრისტე თვით სიყვარულია, რომელმაც დათრგუნა სიკვდილი, განყოფისა და განშორების ეს უმაღლესი საფეხური. ქრისტესთვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალთა და მკვდართა შორის, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია. იგი თვითაა ცხოვრება და ეს ცხოვრება არის „ნათელ კაცთა“ (ინ. 1,4). ქრისტეს სიყვარულით ჩვენ გვიყვარს ყველა, ვინც კი მის მიერ განისვენებს, ხოლო მასში განსვენებულთა სიყვარულით ჩვენ თვით ქრისტე გვიყვარს. ეს საეკლესიო კანონია და გარდაცვლილთათვის ლოცვის აშკარა განმარტება. ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის წყალობით ისინიც ქრისტეს მიერ ცხოველნი (ცოცხალნი) არიან და როგორ ცდებიან, როგორ უიმედოდ ცდებიან ის დასავლელი ქრისტიანები, რომლებსაც გარდაცვლილთათვის ლოცვა ან კანონიერი „ღვაწლისა“ და „ანაზღაურების“ შესახებ დაჰყავთ, ან უბრალოდ უარყოფენ მას უსარგებლობის საბაბით. ხორციელის შაბათს გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი ღვთისმსახურება (პარასტასი) ნიმუშია ყველა სხვა მსგავსი ხასიათის ლოცვისათვის და აღესრულება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათსაც.

ხორციელის კვირიაკის თემა, როგორც ვთქვით, სიყვარულია. ამ დღის სახარების საკითხავად დადებულია მაცხოვრის იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ (მთ. 23,31-46). რა კანონის მიხედვით განგვსჯის ქრისტე, როცა ეს დღე მოვა? იგავი გვპასუხობს: სიყვარულის კანონით; არა ანონიმური ღარიბების მიმართ განყენებული სამართლიანობისათვის, ჰუმანიტარული ზრუნვის, არამედ ადამიანის, ღვთის ნებით ჩვენი ცხოვრებისეული გზის განმავლობაში შემხვედრი ყოველი ადამიანის მიმართ პირადი კონკრეტული სიყვარულის კანონით. ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს ქრისტიანები სულ უფრო და უფრო მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ გააიგივონ ქრისტიანული სიყვარული ადამიანებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზრუნვასთან. სხვა სიტყვებით, ისინი ერთ ადამიანზე, მის პირად ბედზე ზრუნვას ცვლიან ზრუნვით ანონიმურ არსებებზე, რომლებიც რომელიმე „კლასს“, „ეროვნებას“ ან სხვა რამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ზრუნვა საჭირო არ არაა. ცხადია, რომ სამოქალაქო ან პროფესიული პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქრისტიანები თავიანთი შესაძლებლობებისა და გაგების ფარგლებში უნდა ზრუნავდნენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო სამართლიანი, თანასწორი და, საერთოდ, უფრო ჰუმანური გახდეს. უეჭველია, ყველა ეს ცნება ქრისტიანული ფესვებიდან მომდინარეობს და, როგორც ეტყობა, ქრისტიანობითაა შთაგონებული. მაგრამ ქრისტიანული სიყვარული, როგორც ასეთი, სულ სხვა რამაა და ეს განსხვავება უნდა შევიგნოთ და შევინარჩუნოთ, თუკი ეკლესიას სურს თავისი ერთადერთი განსაკუთრებული მისიის განგრძობა და არ სურს, დაემსგავსოს უბრალო „სოციალურ სააგენტოს“, როგორადაც იგი არასოდეს გადაიქცევა.

ქრისტიანული სიყვარული სხვა ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს ხილვის „შეუძლებელი შესაძლებლობაა“. თუნდაც ამ ადამიანის შემოყვანა ჩემს ცხოვრებაში ღმერთმა თავისი იდუმალი განგების თანახმად სულ რამდენიმე წამით ინება არა მარტო როგორც „კეთილი საქმის“ ან ფილანტროპიაში ვარჯიშის საბაბი, არამედ როგორც თვით ღმერთთან სამარადისო ურთიერთობის დასაწყისი. სინამდვილეში, სწორედ სიყვარულია ის იდუმალი ძალა, რომელიც სხვა ადამიანში ყოველივე გარეგნულისა და შემთხვევითის - მისი გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობის, ინტელექტური უნარის - გავლით აღწევს სულს, ადამიანური არსების ერთადერთ პირად „ფესვს“, მასში ღვთის ნაწილაკს. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რადგანაც მხოლოდ იგი იცნობს სულს - ფასდაუდებელ და აბსოლუტურ საუნჯეს, ადამიანის „პიროვნებას“, რომელიც მან ყველა ადამიანს მოჰმადლა. ამგვარად, ქრისტიანული სიყვარული იქცევა ამ საღვთო ცოდნაში მონაწილეობად და საღვთო სიყვარულის ნიჭად. სიყვარულს არ შეუძლია იყოს „უპიროვნო“, რადგანაც სიყვარული სწორედ პიროვნების სასწაულებრივი გამოცხადებაა ერთ ადამიანში, პირადისა და ერთადერთისა, ყოველივე საზოგადოსა და ჩვეულებრივს შორის. ეს გამოცხადებაა იმისა, რაც კი ადამიანში სიყვარულის ღირსია, რაც ღვთის მიერაა მონიჭებული.

ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული სიყვარული ზოგჯერ დაპირისპირებულია „სოციალურ მოღვაწეობასთან“, რომელთანაც მას დღეს ხშირად აიგივებენ თვით ქრისტიანები. „სოციალური მოღვაწეობისათვის“ სიყვარულის საგანი „პირონება“ კი არაა, არამედ ადამიანი, განყენებული ერთეული, რომელიც არანაკლებ განყენებული კაცობრიობიდანაა აღებული. ამის საწინააღმდეგოდ, ქრისტიანს უყვარს ადამიანი, რადგან იგი პიროვნებაა. ერთგან პიროვნება ადამიანადაა მიღებული, მეორეგან ადამიანია განიხილება პიროვნებად. სოციალურ მოღვაწეს პიროვნება სრულიად არ აინტერესებს, იგი პიროვნებას ხშირად „საზოგადო ინტერესებს“ სწირავს. არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტიანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი განყენებული „კაცობრიობის“ მიმართ, მაგრამ იგი საკუთარ თავს ღალატობს და მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის ყოველთვის, როცა ცალკეული პიროვნებისათვის ზრუნვასა და მისდამი სიყვარულს უგულებელყოფს. სოციალური აქტივისტის მიდგომა ყოველთვის „ფუტურისტულია“, იგი ყოველთვის სამართლიანობის, წესრიგის, მომავალში მისაღწევი საყოველთაო ბედნიერების სახელით მოქმედებს. ქრისტიანობა ნაკლებად ზრუნავს გამოუცნობი მომავლისათვის, არამედ მთელს თავის ძალას აწმყოში გადამწყვეტ მომენტზე მიმართავს, როცა საჭიროა სიყვარულის გამოვლინება. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა მართებული არაა. უეჭველია, რომ ქრისტიანები პასუხს აგებენ „მიწიერი ცხოვრებისათვის“ და ეს პასუხისმგებლობა უნდა აღარსულონ. მაგრამ სოციალური აქტივისტის მოღვაწეობა მთლიანად „მიწიერ ცხოვრებაში“ მოთავსებული, ქრისტიანული სიყვარულის მიზანი კი „მიწიერი ცხოვრების“ მიღმაა. ქრისტიანული სიყვარული თვითონაა ღვთის სასუფევლიდან მომავალი სხივი. ის მიწიერი სამყაროს ყველა შეზღუდვასა და პირობითობას სძლევს, რადგანაც ღმერთშია მისი მამოძრავებელი ძალა. მიზანი და აღსრულება. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მუდმივი და განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც „ბოროტსა ზედა დგას“, ეს სიყვარულის გამარჯვებაა. ეკლესიის ნამდვილი და ჭეშმარიტი მისიაა - გაახსენოს ადამიანს ეს პირადი სიყვარული და მისი მოწოდება, რათა სიყვარულით აღავსოს ცოდვილი ქვეყანა.

საშინელი სამსჯავროს იგავი ქრისტიანულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ყოველი ჩვენგანი არაა მოწოდებული იმისათვის, რომ „კაცობრიობისათვის“ იღვაწოს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს მიღებული ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ეს პირადი სიყვარული, აღიარება მისი პირადი განსაკუთრებული სულისა, რომელშიც განსაკუთრებულად აირეკლება ღვთის მთელი ქმნილება. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქვეყნად არსებობენ სნეულნი და მშიერნი, რომელთაც სწორედ ეს პირადი სიყვარული დააკლდათ. და, საბოლოოდ, ისიც ვიცით, რომ, რაც უნდა ვიწრო და შეზღუდული იყოს ჩვენი საკუთარი არსებობა და მისი შესაძლებლობები, ყოველ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა ღვთის სასუფევლის უმცირეს ნაწილაკზე სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაქვს მონიჭებული. ამგვარად, ჩვენ განგვსჯიან იმის მიხედვით, მივიღეთ ჩვენს თავზე ეს სიყვარული, თუ უარვყავით იგი. რადგანაც „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).


პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 7 2010, 12:16 AM

ციტატა
აღდგომის დღესასწაული ჩვენი ყოველწლიური დაბრუნებაა ჩვენ საკუთარ ნათლისღებასთან, დიდი მარხვა კი გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის, განუწყვეტელი ძალისხმევისთვის, რომელიც პასექისაკენ, ქრისტეს მიერ ახალ ცხოვრებაში საბოლოო გადასვლისაკენ მიგვიძღვის. ჩვენ ვნახავთ, რომ დიდი მარხვის ღვთისმსახურება დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ სახეს, შეგონებისას, თითქოს კვლავ ნათლისღებისათვის მომზადებას გულისხმობდეს. მაგრამ ეს არაა წარსულის „არქეოლოგიური“ ნაშთები, არამედ ჩვენთვის ნამდვილად არსებითი რამ. ამიტომაც დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება და გვძენს იმას, რაც მოგვეცა მაშინ, როცა ჩვენი ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვდექით.

მოგზაურობა, მომლოცველობა! მაგრამ როცა დიდი მარხვის „ნათელ სევდაში“ ვაბიჯებთ, ვხედავთ, რომ გზის დასასრული შორსაა, ძალიან შორს. ჩვენი მიზანი, დასასრული გზისა, - სააღდგომო სიხარულია, ზეციური სასუფევლის დიდების ბრწყინვალებაში შესვლაა. და ამ შორეული ნათელის ანარეკლი გვინათებს „მარხვის ჭმუნვას“, „სულიერ გაზაფხულად“ აქცევს მას. ღამე შეიძლება ხანგრძლივი და ბნელი იყოს, მაგრამ მთელი გზის განმავლობაში გვეჩვენება, რომ ჰორიზონტს რიჟრაჟის იდუმალი და კაშკაშა სხივი ანათებს. ნუ ჴუებულ-მყოფ სასოებისაგან ჩუენისა (ნუ დამაცარიელებ იმედისაგან), კაცთმოყვარეო!


რა ლამაზია, როგორ ხედავს მარხვის მნიშვნელობას და აცოცხლებს სიტყვებს გრძნობებით..
"დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ახალ აღმოჩენად გვევლინება.."


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 7 2010, 10:14 PM

ციტატა
რაც უნდა ვიწრო და შეზღუდული იყოს ჩვენი საკუთარი არსებობა და მისი შესაძლებლობები, ყოველ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა ღვთის სასუფევლის უმცირეს ნაწილაკზე სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაქვს მონიჭებული. ამგვარად, ჩვენ განგვსჯიან იმის მიხედვით, მივიღეთ ჩვენს თავზე ეს სიყვარული, თუ უარვყავით იგი. რადგანაც „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).

ეს მონაკვეთი განსაკუთრებით დამრჩა გონებაში.

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 9 2010, 11:33 PM

საშინელი სამსჯავროს მთელი ქადაგება უმშვენიერესია, არც ვიცი რომელი მოვნიშნო

ციტატა
რადგანაც დღეს ქრისტიანები სულ უფრო და უფრო მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ გააიგივონ ქრისტიანული სიყვარული ადამიანებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზრუნვასთან.........არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტიანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი განყენებული „კაცობრიობის“ მიმართ, მაგრამ იგი საკუთარ თავს ღალატობს და მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის ყოველთვის, როცა ცალკეული პიროვნებისათვის ზრუნვასა და მისდამი სიყვარულს უგულებელყოფს.

ამ თემაზე მამა თევდორესაც აქვს ვრცელი ქადაგება თუ არ ვცდები, რომ შეიძლება ადამიანი იბრახუნებდეს მუშტებს რომ უყვარს სამშობლო, კაცობრიობა, თან თავგადაკლულიც იცავდეს ყველა დაჩაგრული საზოგადოების წევრების უფლებებს , ამ დროს ვერ იტანდეს მეზობელს, ან ვინმეს ვისთანაც უწევს პირადი ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს გაცილებით რთულია და აღმატებული..

როგორც მივხვდი პიროვნული განსაკუთრებული დამოკიდებულებაა სრულყოფილება
ციტატა
ქრისტიანული სიყვარული სხვა ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს ხილვის „შეუძლებელი შესაძლებლობაა“. ....ადამიანური არსების ერთადერთ პირად „ფესვს“, მასში ღვთის ნაწილაკს. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რადგანაც მხოლოდ იგი იცნობს სულს - ფასდაუდებელ და აბსოლუტურ საუნჯეს, ადამიანის „პიროვნებას“, რომელიც მან ყველა ადამიანს მოჰმადლა. ამგვარად, ქრისტიანული სიყვარული იქცევა ამ საღვთო ცოდნაში მონაწილეობად და საღვთო სიყვარულის ნიჭად. სიყვარულს არ შეუძლია იყოს „უპიროვნო“, რადგანაც სიყვარული სწორედ პიროვნების სასწაულებრივი გამოცხადებაა ერთ ადამიანში, პირადისა და ერთადერთისა, ყოველივე საზოგადოსა და ჩვეულებრივს შორის. ეს გამოცხადებაა იმისა, რაც კი ადამიანში სიყვარულის ღირსია, რაც ღვთის მიერაა მონიჭებული.

ციტატა
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ეს პირადი სიყვარული, აღიარება მისი პირადი განსაკუთრებული სულისა, რომელშიც განსაკუთრებულად აირეკლება ღვთის მთელი ქმნილება.



პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2010, 12:04 AM

რახანც დაგვიანებით დავიწყეთ ეს თემა მოსამზადებელ პერიოდს მოკლედ შევეხოთ და თანმიმდევრულად და ვრცლად მივყვეთ შემდგომ კვირებს


დიდი მარხვის სამზადისი
1. სურვილი (ზაქეს კვირიაკე)
2. სიმდაბლე (მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე)
3. მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)
4. საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)
5. მიტევება (ყველიერის კვირიაკე)

IPB-ს სურათი
ზაქე მეზვერეს კვირა
დიდი მარხვის მომასწავებელი პირველი უწყება გვესმის მარხვამდე ოთხი კვირით ადრე, საკვირაო სახარებაში, რომელიც ზაქეს შეეხება (ლკ. 19,1-10).

(წმინდა წერილის საკითხავებიც რომ დაიდოს წინააღმდეგი ხომ არ ხართ?)

ლუკას სახარებათავი IX

1. შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.
2. და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,
3. სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;
4. წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.
5. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.
6. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7. ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
8. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.
9. უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.
10. რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.


ეს იმ ადამიანის ისტორიაა, რომელიც მეტისმეტად ტანდაბალი იყო და ეშინოდა, ქრისტეს ვერ დავინახავო. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მისი სურვილი, რომ მის შესასრულებლად ხეზე აძვრა. იესომ უპასუხა მის სურვილს და შინ ესტუმრა. ამგვარია პირველი თემა, რომელიც სურვილზე მოგვითხრობს. ადამიანი თავის სურვილს მისდევს. ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ადამიანი - ესაა სურვილი, და ადამიანური ბუნების შესახებ ეს ძირეული სიმართლე აღიარებულია სახარებაში: „სადაცაა საუნჯე თქუენი, - გვეუბნება უფალი, - მუნცა იყოს გული თქუენი“ (ლკ. 12,34). ძლიერი სურვილი ამარცხებს ადამიანის ბუნებრივ შეზღუდულობას. როცა მას მთელი გულით სურს რაღაც, იგი ისეთ რამეს სჩადის, რაც „ნორმალურ მდგომარეობაში“ არ შეუძლია. ტანდაბალი ზაქე საკუთარ თავზე მაღლდება.

ვენ უნდა გვსურდეს ის ნამდვილი, რაც ჩვენი სულის სიღრმეშია ჩადებული, უნდა ვაღიაროთ აბსოლუტურისკენ სწრაფვა, რომელიც ჩვენში არსებობს დამოუკიდებლად იმისგან, შეგნებული გვაქვს თუ არა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ზურგს ვაქცევთ მას და ვშორდებით, გადავიქცევით ნამდვილ „უსარგებლო ვნებად“. ხოლო თუ საკმაოდ ღრმად, საკმაოდ ძლიერად გვსურს, ქრისტე გვიპასუხებს.

უფრო ვრცლად:

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm

http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/zaqe.htm

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/9_9-13.htm

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2010, 02:25 PM

IPB-ს სურათი
2. სიმდაბლე (მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე)

წინა საღამოს, შაბათს მწუხრის ლოცვაზე პირველად გადაიშლება დიდი მარხვის საღვთისმსახურო წიგნი - მარხვანი, და ჩვეულებრივ საკვირაო სტიქარონებსა და კანონებს მეზვერისა და ფარისევლის კვირის სტიქარონები და კანონები ემატება. ისინი, უმთავრესად, ეძღვნება სიმდაბლეს (ე.ი. თავმდაბლობას), რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი სინანულისთვის.
(ლკ. 18,10-14)
10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე,
12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.
14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.


სახარების იგავში ნაჩვენებია საკუთარი თავით მუდამ კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელს „საღმრთო სჯულს“, რელიგიის ყველა მოთხოვნას ასრულებს. იგი საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებულია და ამაყობს კიდევ. მაგრამ სინამდვილეში მას არ ესმის რელიგიის მოთხოვნათა აზრი და ამახინჯებს მას. იგი მასში მხოლოდ გარეგან წეს-ჩვეულებათა აღსრულებას ხედავს და თავის ღვთისმოსაობას იმ ფულით ზომავს, რომელსაც ტაძარს სწირავს. მეზვერე კი, პირიქით, საკუთარ თავს იმდაბლებს და ეს სიმდაბლე ამართლებს კიდეც მას ღვთის წინაშე.


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#2

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIhttp://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/guli-tsmidai.htm
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/20-02-2005.htm
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/12-02-2006.htm

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/zosime/mezvere.htm

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/mezvere.htm

ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_mezvere.htm

მღვდელი ვ. ვ. შჩუკინი„არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი...“
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shchukini_ara_var.htm
12.02.2009 14:19

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteatrovi/mezvere.htm

სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/saba_ampartavneba.htm

„ფარისეველი და მეზვერე“
დაპირისპირებული სახარებისეული წყვილები

http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere2.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere3.htm

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere9.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere6.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere8.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/mezvere7.htm

„ფარისეველი და მეზვერე“
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere3.htm

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
http://www.orthodoxy.ge/tserili/mamebi/mezvere-fariseveli.htm


მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/mezvere_fariseveli.htm

კვირიაკე მეზვერისა და ფარისეველისა
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/galoba_mezvere.htm

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli/sindisi.htm


IPB-ს სურათი
3. მამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)

(ლუკ. 15, 11-32)

11. მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/zosime/udzgebi.htm

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/udzgebi_shvili.htm

შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/maqsimovichi_udzgebi.htm

ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/teofane_udzgebi.htm

თეოდორე გიგნაძე (გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 1991 წ.)
http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/sinanuli_agsareba.htm

არიქმანდრიტი ვასილი(ათონის ივერთა მონასატრის იღუმენი)
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi.htm

კვირიაკე უძღები შვილისა
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/galoba_udzgebi.htm

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi2.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi3.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/udzgebi.htm

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteatrovi/udzgebi.htm

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საკვირაო ქადაგება
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/19-02-2006.htm
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/27-02-2005.htm

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო
http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/udzgebi2.htm

„უძღები შვილი“
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi2.htm

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანიმამისეულ სახლში დაბრუნება (უძღები შვილის კვირიაკე)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#3


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 11 2010, 01:42 AM

IPB-ს სურათი
საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

ჩვენი სუფრა შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარადკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.
მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას.

სახარება მათესაგან (25, 31-46)
31. ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; 32. და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, 33. და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. 34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. 35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; 36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. 37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? 38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? 39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. 41. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, 42. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; 43. უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. 44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? 45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. 46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.“

შეგვამზადებს რა დიდმარხვის დღეებისათვის, წმიდა ეკლესია აწინდელ სახარებაში ჩვენს თვალთ წარმოუდგენს ღმერთის საშინელი სამსჯავროს სახეს, და წარმოუდგენს ისე, როგორც მას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოსახავდა; და ამით სინანულისაკენ აღგვძრავს ჩვენ ყველას, შეცთომილთა და ცოდვებში ჩაფლულთ.

წინა დღე, ხორციელის შაბათი-მიცვალებულთა ხსენების დღეა., ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა“ („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა“) ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“,http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/samsjavro1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/samsjavro2.htm)

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანიდიდი http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#4

ხორციელის კვირიაკე - საშინელი სამსჯავროს ხსენება
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/samsjavro.htm

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshtadteli/khortsieli.htm

არქიმანდრიტი რაფაელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/rafaeli_samsjavro.htm

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/amfiteatrovi/khortsieli.htm

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kronshtad_khortsieli.htm

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli2.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/khortsieli.htm

პატრიარქი ილია II
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/khortsieli.htm

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/samsjavro.htm

IPB-ს სურათი
დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი სრულდება ყველიერის კვირით. (ხსენება ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე.) ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

შენდობის დღეს წირვაზე იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან:
14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 21. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი


გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა http://www.orthodoxy.ge/lotsvani/efrem.htm, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.

საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.
ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას, თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს.

ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს, მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ეკლესიისაგან, მშობლებისაგან, შვილებისაგან, ყველა ახლობელისაგან და განსაკუთრებით იმათგან, ვინც მასზე გულძვირადაა

თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას, რაც გვევალება მის მიმართ. გვევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე, როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ

ყველიერის ხუთშაბათს ყოველთვის ვდღესასწაულობთ ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენებას.
ყველიერის შაბათს არის ხსენება ყოველთა ღირსთა მამათა ღვაწლით გაბრწყინვებულთა.


წმინდანები, რომელთა მაგალითს ჩვენც უნდა მივსდიოთ, გვასწავლიან ძნელ გზას, მარხვისა და სინანულის ძნელ ხელოვნებას.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm#5

გ) ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა.
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/didmarkhvisatvis.htm

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/09-03-2003.htm

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/kvelieri1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/kvelieri2.htm

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)
სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/shio1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/shio2.htm

მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/sergi_shendoba.htm

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება. მარხვისა და ურთიერთშენდობისათვისhttp://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/markhva.htm

არქიმანდრიტი რაფაელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/rafaeli_samsjavro.htm

წმიდა იოანე ბოლნელი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/bolneli_kvelieri.htm

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Feb 13 2010, 11:50 AM

მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ და რუსი მოძღვარი მყავს ერთ რუსულ ტაძარში,სიშორის გამო მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ვახერხებ ზიარებას.შობის მარხვის წინ მოძღვარს კურთხევა ვთხოვე და ასე მითხრა დიდ მარხვებზე არ ვაძლევთ კურთხევასო,ისედაც შეგიძლიათ დაიცვათო.საქართველოდან ვიცოდი რომ ყველაფერზე კურთხევისათვის მოძღვართან დადიან.მართლმადიდებლური ეკლესია ყველგან ერთია,მაგრამ იმდენი განსხვავებებით რომ დაიბნევა ახლადდამწყები ადამიანი.საბერძნეთში კიდევ ისე გაიოლებულია ესათუ ის წესი ,რომ გაგიჯდება კაცი.რუსეთში ხო საერთოდ.თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე,74 წელი ათეიზმში გაატარებინეს ქართველ ერს და 18 წელიწადში რომ ასკეტები ვერ გავხდებით ეს ხომ ცხადზე უცხადესია,ცოტა ეტაპობრივად უნდა მიუდგეს თვითოეული პიროვნება ეკლესიურობას,მოძღვარიც და მრევლიც.ეს ჩემი პირადი აზრია და ნუ ჩამოქოლავთ ეხლა როგორც იცის ზოგიერთმა აქ.უბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრებები

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2010, 01:44 PM

მართლმადიდებელ ადამინს რა კურთხევა უნდა მარხვის დაცვაზე?

ციტატა(სოფიო1977 @ Feb 13 2010, 11:50 AM) *

საქართველოდან ვიცოდი რომ ყველაფერზე კურთხევისათვის მოძღვართან დადიან.

მგონი ზედმეტსაც აკეთებენ

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Feb 13 2010, 01:59 PM

afxazi

მადლობა

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 14 2010, 01:38 AM

მარხვა არის მკურნალი არა მხოლოდ სულიერი უძლურებისა, იგი ჩვენს ხორციელ სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს. ყოველი დაავადების მიღმა დგას ადამიანის სულიერი სიძაბუნე, რომელიც არის თავი და თავი ამ სნეულებისა. ცნობილია, რომ დაავადებათა უმეტესობა სწორედ არსწორი და გადაჭარბებული კვებით არის გამოწვეული. არაზომიერი ჭამა, ნაყროვანება და გემოთმოყვარება ერთ-ერთი მძიმე ცოდვათაგანია, რომელიც სხვა უკეთურებების მიზეზიც ხდება. მაგრამ ძლიერ ცდებიან ისინი, ვისაც მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავება ჰგონია. მარხვა არის თავისუფალი მორჩილება, რომლის დროსაც ადამიანი თავისსავე სურვილით ექცევა ეკლესიის სულიერი ცხოვრების რიტმში. ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ განყენებითა ოდენ საჭმელთაჲ დაუდებ საზღვარსა სიკეთესა მას მარხვისასა, რამეთუ მარხვაჲ ჭეშმარიტი არს ბოროტთაგან უცხოყოფაჲ“.

ამგვარად მარხვა არის თავის შეკავება ყოველგვარი უკეთურებისაგან. იგი არის ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ სრულჰყოს საკუთარი სულიერი ცხოვრება. განერიდოს მიწიერ საგნებზე ამაო ზრუნვას. დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია მისი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თავი შეიკავოს გართობისაგან და უზრუნველობისაგან. მეტი დრო უნდა დაუთმოს ღვთის მსახურებას. აღასრულოს კეთილი საქმენი, დაეხმაროს გაჭირვებულს. სხვათა განსჯისა და განკითხვის ნაცვლად, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს უკეთურობა. მარხვა გარეშე სინანულისა, არ არის მარხვა. თუ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ნაკლსა და ცოდვებს, გულწრფელად არ განიცდის მათ, მისი მარხვა არ არის სრულყოფილი.

მარხვა არის ადამიანის სულიერი მოღვაწეობა, მისი გარკვეული მოსაგრეობა და მსხვერპლი ღვთის წინაშე; იგია ნიშანი ადამიანის სურვილისა, ემსახუროს უფალს... ღმერთი გასაოცარ ჯილდოს გვიმზადებს მარხვის წილ. საუნჯე, რომელსაც გვაძლევს იგი, ზეციურია და არა ჰგავს ამა სოფლის ამაო სიამოვნებებს. უფალი დიდ სულიერ ძალას აძლევს ადამიანს და მის სულში სიმშვიდესა და უშფოთველობას ამკვიდრებს. სიყვარულით და სასოებით აღავსებს კაცის გულს და ღვთიურ ნეტარებას განაცდევინებს.


ასეთი მარხვა მარტო ბოროტ ვნებებს კი არა, თვით მის წარმომქმნელებს - დემონებსაც კი უკუაქცევს და განდევნის, მმარხველებს - ნათელ ანგელოზთა რიგში აყენებს, ანგელოზებს კი მათ დამცველებად და შემწეებად აქცევს.
უშიშრად უნდა ჩავებათ ამ უხილავ ბრძოლაში და მოვიგერიოთ ეშმაკის ცეცხლოვანი ისრები. ღვთის ურყევი რწმენით მოვიპოვოთ გამარჯვება, რათა ვიხაროთ ანგელოზებთან ერთად იესო ქრისტეში,

წმიდა მამა ამბა დოროთე აღნიშნავს, რომ უფლის 40-დღიანი მარხვის მაგალითით მოციქულების მიერ დაწესებული დიდი მარხვა ჩვენი ერთი წლის ცხოვრების დღეთა ნუსხიდან გამოყოფილი მეათედია. ამქვეყნიური ორომტრიალიდან გამოძალული და ღვთის მსახურებაში ჩვენივე კეთილდღეობისათვის შეწირული მეათედი. დიდ მარხვას ემატება ვნების შვიდეული, რომელიც დადგენილია უფლის ნებაყოფლობით მსხვერპლად შეწირვისა და მის მიერ დათმენილი ტანჯვის მოსახსენებელად.

ვინც დიდი მარხვის გლოვითა და განსაცდელებით აღასვსე მეათედს არ შესწირავს ღმერთს, იგი ვერასოდეს შეიგრძნობს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სიხარულსა და აღტაცებას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 15 2011, 11:25 AM

როგორც მოგეხსენებათ ამ კვირიდან დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი დიდი მარხვისთვის. ამ შინაარსით თემა უკვე არსებობს და კარგი იქნება თუკი გამოვაცოცხლებთ.

დღეს მირქმაა და ყველას გილოცავთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2015, 11:18 PM

"ქართლში გავრცელებული შეხედულებით, დიდმარხვის გამტეხი ოჯახი უბარაქო იქნებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 09:43 PM

"მარხვა დიდ სიმტკიცეს აძლევს კაცს, ადამიანს აქცევს ანგელოზად და განამტკიცებს უკეთური ძალების წინააღმდეგ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 10:42 PM

"როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა"

/წმ. ამბროსი ჭყონდიდელი/

"ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა"

/წმ. ალექსი ბერი (შუშანია)/

"დროდადრო იმარხულე საზრდელისგან, ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით"

/ამბა სერაპიონი/

"ბატონობ სტომაქზე? - იბატონე ენაზეც"

/წმ. ნილოს სინელი/

"სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება"

/აბბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2015, 11:18 PM

"მღვიძარება, მარხვა, ლოცვა - აი, ჩვენი მახვილი და ციხესიმაგრე"

/წმ. კვიპრიანე კართაგენელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2015, 07:19 PM

"მოსე ღმრთის მხილველ იქმნა, მარხვითა რა თუალნი სულისანი განიწმიდნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2015, 09:35 PM

"დიდი მარხვის სულიერი ღვაწლი არაა საკვების დიეტა, რომელსაც გასახდომად ვიცავთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2015, 10:28 PM

"თუკი ვინმეს ცოდვებისაგან განწმედა სურს, უპირველეს ყოვლისა, იგი ნაყროვანების ცოდვას უნდა განეშოროს.

თუკი ჯერ არაფერი მოგვიხვეჭავს, რა უნდა გავცეთ? ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, მუცლით მარხვა გვმართებს.

ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტიანი ამ ბრძოლაში ძალას მოიკრებს, იგი უკვე სულიერ მარხვას უნდა შეუდგეს"

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 07:56 PM

"ყველაზე დიდ მტრად სვინკლიტიკია [ალექსანდრიელი] თავის ახალგაზრდა და მშვენიერ სხეულს მიიჩნევდა და მარხვით, შრომითა და მღვიძარებით იმორჩილებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 08:37 PM

“სვინკლიტიკიას [ალექსანდრიელი] იმდენად ესათნოებოდა კრძალულება, რომ მარხვას ვერც ერთ სათნოებას ვერ ადარებდა და მას სხვა დანარჩენ სათნოებათა საფუძვლად მიიჩნევდა.
საზრდელს თავის მიერვე მკაცრად დაწესებულ ერთსა და იმავე დროს იხმევდა და თუ, გარემოებათა გამო, ამ წესს დაარღვევდა, ძალზე განიცდიდა, ფითრდებოდა, უძლურდებოდა, რადგან უდროოდ მიღებული საზრდელით მისი სული ტკბობას არ განიცდიდა, სხეული განმტკიცების ნაცვლად უუძლურდებოდა, რადგან ვინც საკვებს ვნებით მიირთმევს, ხორცსავსე არიან, ხოლო ვინც უმადოდ იხმევს, კაფანდარა და დასუსტებულია“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 10:18 PM

"თუ რომელიმე ვნება ძალას მოიკრებდა, ნეტარი [სვინკლიტიკია ალექსანდრიელი] საკუთარი თავის უმოწყალო გვემითა და გარჯით აღმოფხვრიდა. ამგვარად იმორჩილებდა სხეულს და თავს არა მხოლოდ შიმშილით, წყურვილითაც იგვემდა"

"ღირსი დედა სხეულს არა მხოლოდ მარხვით იუძლურებდა, მიმზიდველ საზრდელზე ფიქრსაც არ გაივლებდა, ქატოს პურით იკვებებოდა, ხშირად წყალსაც არ მიიღებდა და მიწაზე ეძინა. თუ ბრძოლა მწვავდებოდა, ლოცვით ისევე იმოსებოდა, როგორც - ჯავშნით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2015, 01:09 PM

"ხორციელ ბრძოლაში უძლევაშემოსილესი იარაღი - კუჭის მოთოკვა და ნამეტანი საკვებისაგან თავშეკავებაა, რამეთუ ნაყროვანებაზე გამარჯვებით იმ ვნებებსაც ვიმორჩილებთ, მისი "წყალობით" რომ აღიძვრიან"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 03:11 PM

"მოღვაწის მარხვით გაწმენდილი და დახვეწილი, ცრემლით განბანილი და ლოცვით გაბრწყინებული სხეული ღმერთმა კეთილსურნელოვან მირონად აქცია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:12 AM

"ოთხშაბათსა და პარასკევს, განსაკუთრებით, ოთხი მარხვისას, საკვები დღეში ერთხელ იხმიე და უფლის ანგელოსი გვერდიდან არ მოგცილდება"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:25 PM

"როდის არის უნაყოფო მარხვა და ლოცვა?

უნაყოფოა მარხვა და ლოცვა, თუ მრისხანებ მოყვასზე და არ შეუნდობ მას"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 11:52 AM

"მარხვა არის მთავარი საშუალება სუფთა ლოცვის მისაღწევად. ეს არის, აგრეთვე, საშუალება, უბიწოების და ღვთისმოშიში ცხოვრების მოსახვეჭად"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 06:46 PM

"წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი, ღვთისმხილველი მოსე და ელია, და ყველა დანარჩენი წინასწარმეტყველი და წმიდანი მარხვით ამარცხებდნენ ვნებებს, რის გამოც განადიდა ისინი ღმერთმა, რომ აღარაფერი ვთქვათ თვით მაცხოვარზე, რომელმაც ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში. ასევე რა უნდა ითქვას უფლის წმ. მიმდევრებზე? სამოთხე დაკარგული იქნა თავშეუკავებლობის გამო, რაც ასევე დაბრუნებულ უნდა იქნას მარხვით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 09:54 PM

"მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს, აახალგაზრდავებს სულს, რომელიც ლპებოდა ცოდვებისაგან, ნათელს ჰფენს გონებას, აძლიერებს ღვთის შიშს, თრგუნავს ვნებებს, ამდაბლებს ზრახვებს. მარხვის დღეებში ვნებები ქრება, სათნოებები იფურჩქნება, იშვება საღი განსჯა, სხეული გადადის სულში და ხდება სულიერი და არაბუნებრივი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 10:52 PM


"წმინდა მართლმადიდებელმ ეკლესიამ დაადგინა მაცხოვნებელი მარხვა, როგორც საშუალება, რომლითაც ითრგუნება და ნადგურდება ჩვენი ხორციელი ვნებები, როგორც ჩვენი განწმენდის და ქრისტე მაცხოვრის მიბაძვის იარაღი. ეს არის ვიწრო გზა, რომელსაც სასუფეველში მიჰყავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:17 PM

"მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:29 PM

"ძალიან ავად იყო [მღვდელი მაქსიმე ჩიგოგიძე] , ექიმმა რძე და კარაქი გამოუწერა, მაგრამ მამამ გააპროტესტა - მარხვას როგორ გავტეხ ქრისტიანი კაცი, თუ მოსარჩენი ვარ, ისეც მოვრჩებიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 01:12 PM

"ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს. თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმერთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 03:58 PM

"ვინც მარხულობს მსუბუქი ხდება, ფრთებს ისხამს და უფრო ფხიზელი სულით ლოცულობს. ვინც მარხულობს და ისე ლოცულობს ორ ფრთას ისხამს, ქარზე უფრო მსუბუქთ. იგი ცეცხლზე სწრაფია და მიწაზე მაღლდება, რადგან ესევითარი განსაკუთრებულად წარმოსდგება მტრად და მბრძოლად დემონთა წინააღმდეგ, რადგან არავინაა იმ ადამიანზე უფრო ძლიერი, ვინც გულწრფელად ლოცულობს"

/დეკ. გიორგი მალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:06 PM

"მას [ღირსი პაისი ათონელი] ჰქონდა ის, რასაც ვერ დაფარავდა - მარხვისაგან გალეული სხეული. მკაცრ მარხვას სიყრმიდანვე მიეჩვია. ჯარისკაცობისას კი თოვლ-წვიმასა და ათასობით განსაცდელშიც არ არღვევდა მარხვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:25 PM

„ერთხელ ჰკითხეს [ღირსი პაისი ათონელს], - ამდენი მარხვით კუჭი როგორ არ გაგიფუჭდაო. უპასუხა: - კუჭს მარხვა არ აფუჭებს. თუ ადამიანი გაღიზიანდება, ჭამა მინდაო, მაშინ კი ფუჭდება. როცა კაცი გაღიზიანდება, მისი კუჭი მუდმივად გამოყოფს მხოლოდ საჭმლის გადასამუშავებელ წვენს, რომელიც კუჭის კედლებს ჭამს და ის ტკივილს იწყებს. ადამიანმა მდგომარეობის მიხედვით უნდა იკვებოს. შეუძლია თავშეკავება და ცოტა ჭამა? ასე მოიქცეს. სულიერად წარმატებული მცირე საზრდელს იღებს, მაგრამ იმისთანა ძალებს გრძნობს, თითქოს ჩვეულებრივად ეტრაპეზოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ის სულიერად იკვებება და ორიოდ ლუკმაც საკმარისია მისი არსებობისთვის“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 11:30 AM

„განგრძობილი მარხვის მერე სხეული შესჩიოდა და ნუგეშს სთხოვდა, მამა პაისი კი მას „საუბარს“ უწყებდა: „რა გინდა? წადი ახლა და ერთი ჭიქა ჩაი დალიე, ეს გეყოფაო“. ის ცარიელ უშაქრო ჩაის სვამდა. როცა მარხვისგან თავბრუ დაეხვეოდა, წყლის სმით „ატყუებდა“ შიმშილს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:19 PM

"როცა კაცი შინაგანად მოწესრიგდება, მას მცირე საკვებიც ეყოფა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 12:40 PM

"ერთხელ მამა გაბრიელი მეუბნება: "ვისთვისაც მარხვა არ შეიძლება და შეინახავს, ცოდვად შეერაცხოს, ხომ ხედავ ჩემთვისაც არ შეიძლება და ხაჭოს ვჭამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 09:00 PM

"პურის საწყაო კი იმხელა იყო, რომ არ დააკმაყოფილებდა სულ ახლახან დედის ძუძუს მოცილებულ ჩვილსაც. ჰყვებიან, რომ ციცქნა პურის ნაჭერს ოთხ ნაწილად გაჰყოფდა და ოთხი დღისთვის გაანაწილებდა - კიდეც რჩებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 09:13 PM

“სიყვარულის საქმე მარხვაზე ძვირფასია“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 11:16 PM

"აღვსებული იყო მარხვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 08:54 PM

"ქანცგამცლელი მარხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2015, 10:41 PM

"როდესაც ვმარხულობთ, საკვებისგან თავშეკავებით ვიწმინდებით"

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 07:30 PM

"ჯობია, ენას აღვირი ამოვდოთ, ეს იქნება ყველაზე დიდი მარხვა"

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:49 PM

"უმაგალითო იყო მისი მარხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 07:04 PM

"ყოველგვარი სახის მარხვა დაფარულად უნდა აღესრულოს. დაე, სხეული მარხვისგან მოუძლურდეს - კაცთაგან შექებას ნუ ელი! საფასურის გადახდას მხოლოდ ღვთისაგან მოელოდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 08:48 PM

„თუ კაცი მას სულის სიამოვნებისთვის ჭამს და არა ხორციელი საჭიროებისთვის, ეს მოღვაწეს ხორციელ (გრძნობად) ცოდვად ჩაეთვლება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 10:29 PM

"სხვა მრავალრიცხოვან კეთილ საქმესთან ერთად მამა ანთიმოზს მარხვის ნიჭიც ჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2015, 11:12 PM

მარხვა დაიწყო...

მარხვისას მინდა წავიდე სოფლად,
ნაწვიმარ შუკას შევკიდო დარდი,
მეზობლის ქალი შემოვისახლო,
მარტოს არ მინდა დარჩენა მაინც...
...მარტოს არ მინდა,მიჭირს ტრაპეზიც,
მიჭირს გაძლება ღამის და ზამთრის,
ბუხარს შევუნთებ ალბათ ფიჩხებს და
მერე შევკრიბავ ეზოში ადრით.-
მერე დავიწყებ საუბარს გზებზე,
ჩაიხერგება ვინ იცის ღამით,
ცაზეც გაჩნდება ბებერი მთვარე,
დიდი ყინული ჩადგება წყალში.
და ასე გავტან გაზაფხულამდე,
ვიდრე ჩამოვა მთებიდან მადლი,
ვიდრეა ენძელა არ ამოფეთქავს
ღობის გადაღმა მზითა და ნამით...
....მარხვისას მინდა წავიდე სოფლად,
იქნება მარტომ ვიმშვიდო თავი,
მაშინ ჩამოვალ როდესაც მოსვლას,
გაზაფხულივით ექნება აზრი....

დიკა სალაყაია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 09:54 PM

,,მარხვით, რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს,,

(წმ. იოანე ოქროპირი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 09:00 PM

"ჭამაც ჩვეულებაზეა დამოკიდებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:10 PM

"საჭმელზე უნდა თქვა მსიამოვნებს, მიყვარს მხოლოდ მაცხოვარზე ითქმის. თუ არ გშია და მაინც ჭამ, ეს უკვე ნაყროვანებაა"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 11:01 PM

"შიმშილი საუკეთესო მზარეულია"

/ფრანგული ანდაზა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2015, 10:54 PM

"ხოლო ვინც გონივრულად მარხულობს, მას არ სურს, განადიდონ, როგორც მოღვაწე, არამედ იმისთვის მარხულობს, რომ მარხვით სიწმინდე და თავმდაბლობა მოიპოვოს".

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2015, 09:35 PM

"ყოველგვარ საცდურთა სიუხვეს გამოცდილი სულიერი მეომარი წინ აღდგა უძლიერესი სულიერი იარაღით - მარხვით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 12:51 PM

"ეშმაკი ახლო მეგობარია ხორცისა. მას არ შეუძლია მშვიდად უცქიროს, რასაც მის მეგობარს უშვრები და გარბის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:08 PM

"მარხვა მაღალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:32 PM

"ეს დიდი მარხვა უნდა იყოს გამოყენებული საკურნებელად სულისა და ხორცისა. უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანი სულიერად განიკურნოს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2016, 10:53 PM

"უფალს ვთხოვ, მართალი რწმენითა და სასოებით დაგათმენინოთ დიდი მარხვის სიმძიმენი და სიხარულის აღდგომას შეგასწროთ ყველანი".

/მიტროპოლიტი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 12:10 PM

"დიდი მარხვა - ზეიმი სულისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2016, 11:01 PM

"მარხვის უვნებელი ზომა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2016, 10:46 PM

"გისურვებ, დიდი მარხვა აყვავებული სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობით გაატარო".

/აქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 01:26 PM

"ჩუმი სიხარულით ვხვდები დიდ მარხვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:01 PM

"დიდმარხვის პირველ კვირას ეპისკოპოსი ექვთიმე ვიაჟიცკის მონასტერში განმარტოვდებოდა, ლოცულობდა და საჭმელს არ იღებდა. დანარჩენ კვირებში ორ დღეში ჭამდა ხოლმე საჭმელს, და ისე, რომ მშიერი დარჩენილიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:09 AM

"დიდ მარხვაში ისინი საჭმელს არ ჭამდნენ და მხოლოდ სულიერი საკვებით ხარობდნენ და განსცხრებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 09:39 PM

"როცა დიდმარხვის პირველი კვირა დადგა, ჩაიკეტა თავის კელიაში, რათა განმარტოებით ესაუბრა უფალთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 10:33 AM

+ +

"ვიდრე შევუდგებოდეთ წმინდა მარხვის დაცვას, ჩვენ ერთმანეთისგან შენდობას ვითხოვთ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის ზედაპირული, ფარისევლური რიტუალი. როცა მოყვასს შენდობას ვთხოვთ, ჩვენი სიტყვები გულის სიღმიდან უნდა მოდიოდეს და, რაც მთავარია, იმ ადამიანს უნდა ვთხოვოთ შენდობა, ვისაც მართლა ვაწყენინეთ, ვისთანაც გვიჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა და არა იმას, ვისთვისაც არაფერი დაგვიშავებია.

რა თქმა უნდა, მარტივია შენდობა სთხოვო მას, ვისთანაც უბრალო ხარ, ვის მიმართაც არ გაქვს დანაშაულის გრნობა... ისიც იმავეს გაგიმეორებს, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ სხვასაც მოვუწოდებ, რომ დავიმდაბლოთ თავი და სწორედ მათ ვთხოვოთ პატიება, ვისთან მისვლაც ყველაზე მეტად გვიჭირს. სჯობს ერთ ასეთ ადამიანს ვთხოვოთ შენდობა, ვიდრე ფარისევლურად და გარეგნულად ათასს".

/დეკ. გიორგი კიკვაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 10:28 AM

"დღესასწაულის მოლოდინს არამმარხველებისთვის ისეთი ლხენა არ მოაქვს, როგორც მათთვის, რომელნიც ხორციელი და სულიერი მარხვით ემზადებიან. ვინც თავს იკავებს საჭმლისგან, მან თავი ვნებებისგანაც უნდა შეიკავოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:24 AM

"ესთიგმენუს მონასტერში მაშინ ასკეტური და თავმდაბლური სული სუფევდა. "დიდმარხვაში მაშინდელ მონასტერში რომ გეცხოვრა, მართლაც გოლგოთაზე უნდა ასულიყავი", - ამბობდა მამა პაისი. დღეში ერთხელ წყალწყალა უზეთო შეჭამანდს იხმევდნენ. დიდმარხვის პირველ კვირას თითქმის ტაძარში ატარებდნენ. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:59 AM

"კლარჯეთის ყველა მონასტრის წინამძღვარნი დიდი მარხვის წინ ხანძთაში იკრიბებოდნენ და იქ იღებდნენ მარხვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 12:16 PM

"ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "მარხვაც არის და მარხვაც; არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს განწესებათა თანახმად მარხულობენ, მაგრამ იმდენად გემოთმოყვარენი არიან, რომ სამარხვო კერძები მრავალფეროვნებით ხშირად ბევრად აღემატება სახსნილოს, თუმცა იგივე ადამიანები, თითქოსდა მარხვის შენახვის მიზნით, იმ ჭურჭელსაც კი არ იყენებენ, ცოტა ხნის წინ ხორცის კერძი რომ მოამზადეს. ფრთხილობენ ცრუ კრძალულების გამო და არ ეშინიათ გემოთმოყვარეობის ცოდვისა", - სხვაგან კი მოგვიწოდებს: "მოდით, ძმებო, ორმოცდღიანი მარხვის დროს მაინც გავეცალოთ ამქვეყნიურ საცდურს, ხორციელ ტკბობასა და ცოდვილ ცხოვრებას, გართობასა და ხუმრობას. ამაოდ მეტყველების მაგივრად მივუახლოვდეთ წმინდა წერილს, დავიმშვიდოთ სული და ვეზიაროთ მარადიულ ნათელსა და სიბრძნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:23 PM

"ტოლედოს მე-8 კრების (დაახლოებით 653 წ.) მე-8 კანონით დადგენილია, რომ ყოველი, რომელიც უკიდურესი აუცილებლობის გარდა დიდ მარხვაში საკვებად გამოიყენებს ხორცს, დაყენებულ იქნეს ზიარებისაგან და მთელი წლის განმავლობაში აეკრძალოს ხორცის ჭამა."



"დიდი მარხვა ძველთაგანვე მოღვაწეობის განსაკუთრებულ ასპარეზად ითვლებოდა. ორმეოცს "დიდი" სწორედ მნიშვნელობის გამო ეწოდა და არა ხანგრძლივობის გამო. გვაქვს შობის მარხვაც, რომელიც 40 დღე გრძელდება, მაგრამ ეკლესიას მისთვის "დიდი" არ უწოდებია..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:20 PM

"ძველ აღთქმაში, ამქვეყნად უსჯულოების გამრავლების გამო, უფალმა წარღვნა მოუვლინა ცოდვის ტყვეობაში მყოფ კაცობრიობას და წარხოცა ყოველი. სამყაროს განსაწმენდელი ორმოცდღიანი წვიმა სიმბოლურად ორმოცდღიან მარხვაზე მიანიშნებს. ამიტომაა, რომ მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ეს მარხვა, როგორც "კვერთხი ძლიერებისა", ყველაზე მნიშვნელოვან სამოღვაწეო ასპარეზად ითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:42 PM

"მარხვებში (განსაკუთრებით - დიდ მარხვაში) მორწმუნენი იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი სიტყვა თქვეს ან რამდენი უნდა ეთქვათ დღის განმავლობაში. ზოგიერთი წმინდა მამა ერთმანეთს ჟესტებითაც კი ესაუბრებოდა, რათა მრავალსიტყვაობაში არ ჩავარდნილიყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:42 PM

"უკვე იწყება მარხვისთვის მზადება, სუფრა შედარებით განტვირთულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:05 AM

"თითოეული მონაზონი დიდი მარხვის დროს რაღაც ღვაწლს იღებს, რომელიც არასდროს არავის უნდა გაუმხილოს".

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:22 AM

"მარხვის ბოლო კვირა მკაცრ ფაზაში შედის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:19 PM

+ +

"დიდი მარხვის დაწყების წინ, შენდობის კვირას, მწუხრზე შენდობას ვთხოვთ ერთმანეთს. ამ დღეს შენდობა უნდა ვითხოვოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს - მათ წინაშე რაღა შევცოდეო? მთელ სამყაროს უნდა ვთხოვოთ შენდობა იმის გამო, რომ ჩვენი ყოველი ცოდვა აისახება მასზე, მერე კი თითოეულ ადამიანზე გადანაწილდება და ამით სრულიად უცნობებსაც ვვნებთ. ამიტომ უნდა გვქონდეს სინანული, რომ სამყარო ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვებისგან განთავისუფლდეს."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:31 PM

"წლითიწლობით ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვების შენახვით და ასევე საეკლესიო დღესასწულებისას ცოლქმრული ურთიერთობისგან თავშეკავებით ცოლ-ქმარი თავისუფლდება მგრძნობიარობისგან.

ლოცვაში ყოფნით, განსაკუთრებით დიდმარხვის ღვთისმახურებისას ღვთისადმი ვედრებით, ისინი ამაღლდებიან სიწმინდეში, სადაც არ არის მგრძნობელობა. ღვთის მცნებათა ასრულებით, ვნებათაგან განწმენდით გულში გაუმეფდებათ ერთმანეთისადმი ზრუნვა, ალერსი, სიყვარული და ამით ამაღლდებიან ხორცზე.

მათი ამგვარი სარწმუნოებრივი მცდელობის გამო უფალი ქორწინების საიდუმლოს მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გააგრძელებს და მათ საქორწინო სარეცელს შეურყვნელად გადააქცევს, ანუ ცოდვად არ ჩაუთვლის მგრძნობიარობას, რომელზეც ისინი წლითიწლობით ამაღლდებიან", - გვასწვლის მღვდელმოწამე ანატოლი გერმაევი (დახვრიტეს 1948 წელს).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:45 PM

მიტევების კვირა

"მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა, ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი, გაახელს თუ არა თვალს, უფალს სთხოვს შენდობას, ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს, მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას. ამგვარად გამოითხოვს შემოქმედისგან სულიწმინდის მადლს, რომელიც, ვითარცა ცეცხლი, განწმენდს სულს მანკიერებათაგან.

ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ სამოღვაწეოდ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე.

ამ დღეს დედაეკლესია გვახსენებს, თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი, მარადიული ნეტარება, სამოთხე. რომელმა ცოდვამ სძლია პირველ ადამიანს და ღვთის წინააღმდეგ განაწყო? ეს არის ამპარტავნება, რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ. თუკი კარგად დავაკვირდებით და საღი გონებით განვჭვრეტთ თუნდაც ერთ რომელიმე, თუნდაც მცირე ცოდვას, თვითონვე დავრწმუნდებით, რომ სათავე ყოველი ცოდვისა ამპარტავნებაა.

რატომ არ ემორჩილები უფლის მცნებებს? იმიტომ, რომ ამპარტავნებით ხარ შეპყრობილი და საკუთარი შეხედულება თუ აზრი უფრო მეტად ღირებულად მიიჩნიე, ვიდრე ღვთის მიერ ჩვენი ხსნისთვის დადგენილი წეს-კანონები.

შენდობის კვირას სწორედ ცოდვათა მშობელთან - ამპარტავნებასთან - გვიწევს შერკინება. ამ დღეს თავი უნდა დავიმდაბლოთ და ყველა ადამიანს ვთხოვოთ, გვაპატიოს ჩვენი საქციელი, რომლითაც გული ვატკინეთ. თუკი აქამდე მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართალნი, ახლობლები კი ცუდად გვექცეოდნენ, ახლა უნდა ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, დავინახოთ ჩვენი დანაშაული მოყვასის მიმართ, სინანულით განვიცადოთ ეს მანკიერება, ჯერ ჩვენ შევუნდოთ მას ყველაფერი და შემდეგ ბოღმისა და შურისაგან გულგანწმენდილებმა თავმდაბლობით, გულწრფელად ვითხოვოთ მისგან პატიება.

ასე ვამხელთ ჩვენში ამპარტავნებას და სიმდაბლით აღჭურვილნი დავამარცხებთ კიდეც. მთავარია, სულ მცირედი გასაქანიც კი არ მივცეთ მას ჩვენს გულში. ხოლო თუ გულით არ განვიცდით დანაშაულს მოყვასის წინაშე და შენდობის დღეს სხვების თვალის ასახვევად წარმოვთქვამთ: "შემინდე, რაც გაწყენინე", - გვახსოვდეს, ამით კიდევ უფრო დიდ ასპარეზს ვუთმობთ ამპარტავნებას ჩვენს გულებში, რაც საბოლოო დაღუპვამდე მიგვიყვანს.

ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები, თუკი ვერ მივაღწიეთ იმ სულიერ მდგომარეობას, რომ ნათლად ვხედავდეთ ჩვენს ცოდვებს და სინანულით ვითხოვდეთ შენდობას, უმჯობესია, საერთოდ არ წარმოთქვან ჩვენმა ბაგეებმა: "მაპატიე".

რატომ არის საჭირო ამხელა სამზადისი მარხვისთვის? ეს დრო მოგვეცა, რათა დავფიქრდეთ დედაეკლესიის სულიერ მოწოდებაზე, გავისიგრძეგანოთ მარხვის მნიშვნელობა, გავითავისოთ, რა გვევალება მარხვაში, რომ მარხვა მხოლოდ საკვების აკრძალვა არ არის, არამედ უპირველესად უფლის მცნებების მორჩილებაა, სიკეთის ქმნასთან ერთად, ჩვენი ცოდვების გააზრება და სინანულია, ჭეშმარიტი განცდა საკუთარი დაცემული ბუნებისა და სწრაფვა ამ დაცემულობისგან თავის დაღწევისა, რაც დაუღალავ შრომასა და გარჯას მოითხოვს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 10:54 AM

"და რამდენადაც გულმოდგინედ წავიწევით წინ, მით მეტი სიხარული დაგველოდება გზის დასასრულს - სააღდგომო დღესასწაულზე და ჩვენი ცხოვრების დასასრულს. იქ ყველაფერი დაგვავიწყდება - სნეულებანი, წუხილი, ტანჯვა, შეურაცხყოფა - და დარჩება მხოლოდ ერთი - სიხარული ქრისტეს აღდგომისა.

ამიტომ უნდა ვეცადოთ, განვიწმინდოთ თავი დიდი მარხვის დღეებში, ვიღვაწოთ, რათა გავხდეთ ღირსნი აღდგომის სიხარულისა".

+ +

"ჩვენ ვიცით, რა მძიმეა ლოცვა, როდესაც შეურაცხყოფილნი ვართ რაღაცით - ეს შეურაცხყოფა გვივსებს თვალებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვკონცენტრირებდეთ ლოცვის სიტყვებზე. და როგორც კი მივუტევებთ მოყვასს, თითქოს სული თავისუფლება და ისევ შეგვიძლია უფლის დიდება და მადლიერება".

"დღესვე ვთხოვოთ შენდობა ახლობლებს ყველაფრისათვის, რაც დავაშავეთ მათ წინაშე და თავადაც მივუტევოთ ყველა შეურაცხყოფა. უპირველესად კი შენდობა შევთხოვოთ ღმერთსა და დედა ღვთისას, რომლებსაც უსაზომოდ შეურაცხვყოფთ ჩვენი ცოდვებით".

"დიდმარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი, მივუტევოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2018, 08:53 PM

"შეეცადეთ, ამ მარხვაში არ იჩხუბოთ, არც თქვენ აიყოლიოთ სხვა და არც თქვენ აყვეთ სხვას".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2018, 09:08 PM

"შენდობა იმას უნდა სთხოვოთ, ვინც ამას გაგიგებთ"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:29 AM

"ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადამიანი პასუხობს ბოროტებით. რა უნდა უყო ასეთ ადამიანს?! ხედავ, რომ ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო… გლანძღავს – შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვლილი შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინოთ, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2018, 09:37 AM

"ყველას გვყავს ადამიანები, ვისაც შენდობა უნდა ვთხოვოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2018, 10:50 AM

"დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, [წმ. გაბრიელ სალოსი] ჩავიდა ტაძარში, ამბიონზე მუხლი მოიყარა, შენდობას ითხოვდა და ქადაგებდა:

- სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე!

თუ ვინმეს განურისხდებოდა ცდომილებისთვის და ისე დაღამდებოდა, რომ ის შენდობისთვის არ მოვიდოდა, თვითონ აკითხავდა და სთხოვდა:

- მაპატიე, თუ რაიმე გაწყენინე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:36 PM

"სამწუხაროდ, გაისმის ხოლმე კითხვები, თუ რაში გვჭირდება სინანული და რა არის იგი. ამაზე გვაძლევს პასუხს დიდი მარხვა, რომელიც არის ჭეშმარიტად სინანულის სკოლა, რისი დახმარებითაც თითოეულმა მართლმადიდებელმა ყოველწლიურად უნდა შეძლოს რწმენის გაღრმავება."

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 06:50 PM

"ღვთის წყალობით, დიდი მარხვა განმწმენდია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2019, 03:22 PM

"დიდი მარხვაც მალე დაიწყება და ამ მარხვაში მაინც დავგეგმოთ სიკეთის კეთება"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2019, 07:54 PM

"მარხვისათვის მომზადება იწყება ვედრებით, ლოცვით, რომელშიც სიმდაბლის მონიჭებას ვითხოვთ, რადგანაც სიმდაბლე დასაბამია ნამდვილი სინანულისა".

/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:03 PM

-----------

"ბედნიერი მარხვა ინებოს უფალმა!"

/ილია მეორე/

"დიდი მარხვა ღვაწლია და მას წმინდა ეკლესია თავის შვილებს სთავაზობს, როგორც წამალს სულისა, როგორც გაწმენდას და განახლებას".

"დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:36 PM

"ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:32 PM

"დაკვირვებული ვარ, ყველაზე მეტი ადამიანი დიდმარხვას მოჰყავს ეკლესიაში"

"უფალმა კეთილად მიგვიყვანოს აღდგომის ბრწყინვალე დღეებამდე და გაგვახაროს აღდგომილი ქრისტეს ნახვით გახარებული მისი მოწაფეების მსგავსი სიხარულით"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)