IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :)
KAIROS
პოსტი Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.

წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“.
(„მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“)

ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული:

ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე

http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm

დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც.
დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (biggrin.gif), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს:

http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1#

გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ smile.gif, რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ:

1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( biggrin.gif)

2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე biggrin.gif

3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ biggrin.gif)

4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! biggrin.gif) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს biggrin.gif

და ა.შ. და ა.შ.

ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო.


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Mar 30 2010, 09:16 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

გილოცავ დის დაბადების დღეს! smile.gif

ციტატა
და რაო, ღმერთმა მთელი ანგელოზებრივი სამყარო დაუტევა, თავისი მადლი ხომ საერთოდ და თითებად მარსი და იუპიტერი გამოიყენა ხომ


აი ხომ ხედავ რა ბავშვურ, ცალმხრივ და სოფისტურ განცხადებებს აკეთებ biggrin.gif

ყოველ პლანეტას ყავს თავისი მმართველი, რომელიც ღმერთის ქვეშევრდომობის ქვეშ მართავს ამ პლანეტას. მაგალითად ავიღოთ მზე: მას გააჩნია 3 ასპექტი:

1) სინათლე და რადიაცია, ანუ ის მატერიალური გამოვლინებები, რაც შეგვიძლია გავზომოთ, დავინახოთ და ა.შ.
2) "ტონკი" ენერგია ანუ "თეჯისი" (სანსკრიტზე), რომელიც განჭოლავს ყველას და ყველაფერს მიუხედავად იმისა დახურულ შენობაში ვართ თუ მზის ქვეშ დავტანტალებთ შიშვლები biggrin.gif ეს ენერგია მოქმედებს ადამიანის პრანაზე, სასიცოცხლო ენერგიაზე, იმუნიტეტზე და ა.შ.
3) მზის მმართველი პიროვნება, როელსაც ჰქვია "სურია ნარაიანა" და რომელიც ღმერთის უშუალო წარმომადგენელია და დიდ ძალაუფლებასაც ფლობს, რადგან სხვა პლანეტებისგან განსხვავებით მზეს უპირველესი ადგილი უკავია. თქვენ თუ გნებავთ ანგელოზი უწოდეთ, ვედებში კი ანგელოზებს ნახევარღმერთებს (ღმერთის ერთგულებს) უწოდებენ და მათ შორის იერარქიაა. ხოლო ნახევარღმერთებისადმი9 თაყვანისცემა ვედებშიც წარმართობად მიიჩნევა რადგან უზენაესი ღმერთი ერთია და ანგელოზები და ნახევარღმერთები მის ქვეშ არიან. თუმცა არის ხალხი და მითუმეტეს იყო ადრე, რომლებიც უშუალოდ პლანეტის ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რადგან იცოდნენ მათ შესახებ და არა კონკრეტულ მრგვალ და ორბიტიან პლანეტებს. (ცდუნება დიდი იყო, ნახევარღმერთები გაცილებით მალე ასრულებენ სურვილებს ვიდრე ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არ შეგისრულებს იმას რაც გავნებს, ნახევარღმერთთაგან უმეტესობა კი ყველაფერს აგისრულებს გარკვეული ასკეზების და თაყვანისცემის სანაცვლოდ).

ერთ კომენტარს გავაკეთებ სატურნზე. ის ითვლება კარმულად დამსჯელ პლანეტად. განაგებს და აღზრდის ადამიანში ასკეტიზმს, მოთმინებას, ნებისყოფას, მოვალეობას (მზესთან ერთად). და თუ სატურნი ცუდ მდგომარეობაშია ადამიანის ჰოროსკოპში, რაღაც პერიოდი ძალიან გაუჭირდება. სატურნის დღეა შაბათი (აქედან მოდის "saturday"). ამიტომ ვედურ ცივილიზაციაში მარხვისთვის და ლოცვისთვის საუკეთესო დღედ შაბათი იყო მიჩნეული, რაც იუდეველების კულტურაშიც მეორდება...
მზის დღეა კვირა (sunday, კვი-რა "რა"-მზის ერთ-ერთი სახელია), მთვარის ორშაბათი (Monday). ეს კავშირშია ნუმეროლოგიასთანაც. ათვლა კვირით იწყება, მზის რიცხვი ერთია, მთვარის ორი (ორ-შაბათი) და ა.შ.

მინდა ავღნიშნო რომ პლანეტები მოქმედებენ მათზე, ვინც ღმერთის მორჩილი არაა და მისი კანონებით არ მოქმედებს, ხოლო ვინც ღმერთის მფარველობის ქვეშ შედის, მათზე უკვე მცირდება პლანეტების გავლენა, ან ქრება. (თუმცა ისიც, რომ პლანეტები განაგებენ "უღმერთო" ადამიანის ბედს და "გაკვეთილებს" უტარებენ ადამიანს, ესეც ღმერთის მფარველობა და წყალობაა).

მოკლედ ეს ძალიან საინტერესო, რთული და ღრმა თემაა და ცაგარელამდე და ევროპულ ასტროლოგიამდე (რომელიც ტექნიკურად თითქმის ზუსტია მაგრამ მის არსს ცუდად წვდება) ნუ დაიყვანთ. ყველა ციხეს ყავს პერსონალი, რომლებიც გარკვეული წესებით და კანონებით მოქმედებენ პატიმრებზე და ვიდრე უშუალოდ ციხის დირექტორი არ მიაქცევს პატიმარს ყურადღებას, მანამდე სწორედ ზედამხედველი განაგებს იმას, გავა თუ არა პატიმარი სასეირნოდ ა რომელ საათზე გავა. და ეს ზუსტად განსაზღვრულია. განრიგის შეცვლა თუ გნებავთ დირექტორს უნდა მიმართოთ smile.gif მგონი გასაგებად ავხსენი ასტროლოგიის არსი.


მით უმეტეს ჟურნალებში დაბეჭდილი ჰოროსკოპები აბსოლუტური სისულელეა და მანდ მხოლოდ მთვარის ფაზებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მთვარე შედარებით რეალურად და თვალნათლივ მოქმედებს მიუხედავად ადამიანის ზოდიაქოს ნიშნისა.

ეს ფორუმი სერიოზული მგონია და სუბიექტურად ნუ შევაფასებთ იმას რაშიც ცუდად ვერკვევით. მითუმეტეს ნუ დავუპირისპირებთ ასტროლოგიას რელიგიას, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტი მეცნიერება და ამ მეცნიერების ბრალი არაა თუ პროფესიონალი ასტროლოგები აღარ დარჩნენ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ასტროლოგიის სიმცდარე   Jan 19 2010, 09:24 AM
აკაკი   :lol: :lol: :lol: სხვა რა ...   Jan 19 2010, 10:49 AM
kato_Bato   ერთერთ ყვითელ ჟურნ...   Jan 19 2010, 11:13 AM
protestanti   წელს ვეფხვის ანტრი...   Jan 19 2010, 02:19 PM
KAIROS   ძალიან სერიოზული ...   Jan 20 2010, 12:09 AM
KAIROS   მაშ ასე, ესეც პირვე...   Jan 20 2010, 12:26 AM
protestanti   KAIROS გაიხარე. ჩავუჯდ...   Jan 20 2010, 12:29 AM
KAIROS   და ესეც საინტერესო...   Jan 20 2010, 12:29 AM
ბადრი   KAIROS ვეცდები წავაკი...   Jan 20 2010, 12:31 AM
KAIROS   მღვდელი როდიონის ნ...   Jan 20 2010, 12:32 AM
abo   KAIROS ინფორმაციის ნაკ...   Jan 20 2010, 12:39 AM
KAIROS   ასევე სტატიების დი...   Jan 20 2010, 12:43 AM
abo   სწორიცაა ჩემო კარ...   Jan 20 2010, 12:57 AM
agnesa   მე ვიცნობ ადამიანს...   Jan 20 2010, 06:12 PM
protestanti   მე ვიცნობ ადამიან...   Jan 20 2010, 07:20 PM
კანუდოსელი   მე ვიცნობ ადამიან...   Jan 20 2010, 09:13 PM
agnesa   არა, და საერთოდაც ი...   Jan 26 2010, 05:54 PM
KAIROS   კანუდოს, შენ ფიზიკ...   Jan 21 2010, 04:22 AM
კანუდოსელი   კანუდოს, შენ ფიზიკ...   Jan 21 2010, 10:12 PM
კანონისტი   KAIROS ჰააააა!!!!...   Jan 21 2010, 11:11 AM
Ligia   კაიროს ერთი იცი რა...   Jan 21 2010, 04:17 PM
protestanti   შუა საუკუნეეების ...   Jan 21 2010, 05:58 PM
Ligia   წმინდა დავით აღმა...   Jan 21 2010, 06:51 PM
protestanti   ხოდა მაგაზე რატომ ...   Jan 21 2010, 07:29 PM
ქევანა   შტო ვი გავარიწე, ნუ...   Jan 21 2010, 06:27 PM
athos   ქევანა არ ყოფილა მ...   Jan 21 2010, 08:08 PM
G_I_O_R_G_I_   ერთ დროს გატაცებულ...   Jan 21 2010, 11:18 PM
KAIROS   :არა: და ახლა რატომ ...   Jan 22 2010, 05:59 AM
ნათია   აი ეს მეც მაინტერე...   Jan 22 2010, 10:21 AM
lingvo   აი ეს მეც მაინტერე...   Jan 22 2010, 10:23 AM
მაშიკო   ასტროლოგიას ცალი თ...   Jan 22 2010, 12:23 PM
ქევანა   athos :მპუა: აუ ეგ ნაწყვ...   Jan 22 2010, 04:27 PM
KAIROS   როდესაც ეხება საქ...   Jan 22 2010, 04:53 PM
ქევანა   KAIROS კი, კაიროს, მაგა...   Jan 23 2010, 05:59 PM
KAIROS   ვისწავლოთ, ვისწავ...   Jan 24 2010, 06:07 AM
S a l l y   მოკლედ არ შემიძლია...   Feb 26 2010, 06:07 PM
damiane80   მოკლედ არ შემიძლი...   Feb 26 2010, 06:11 PM
S a l l y   აქ მთავარი ის არის,...   Feb 26 2010, 06:25 PM
terra   მაგრამ როცა ვკითხ...   Feb 26 2010, 08:22 PM
S a l l y   უბრალო დამთხვევებ...   Feb 26 2010, 09:16 PM
ნონა   მაგრამ როცა ვკითხ...   Feb 26 2010, 09:23 PM
S a l l y   ნონა არა, რა გამაღი...   Feb 26 2010, 09:40 PM
ნონა   დამასკელის სიტყვე...   Feb 26 2010, 09:51 PM
KAIROS   ვფიქრობ, რომ ამ თემ...   Feb 26 2010, 11:12 PM
newbie   პირველ გვერდზე ვნა...   Feb 27 2010, 12:30 AM
terra   ვერ წარმომიდგენი...   Feb 27 2010, 01:40 AM
newbie   ადამიანის ფიზიოლო...   Feb 27 2010, 02:45 AM
KAIROS   :D ჩაგეთვალა :) ტერრა...   Feb 27 2010, 04:10 AM
newbie   დღეს დაბდღეზე ერთი...   Mar 14 2010, 10:11 PM
A.v.B   დღეს დაბდღეზე ერთ...   Mar 15 2010, 12:58 AM
ikanosi   დამასკელის დამოკი...   Mar 14 2010, 10:17 PM
ლურჯი ბუ   დღეს დაბდღეზე ერთ...   Mar 15 2010, 12:35 PM
Atman   ასტროლოგია მცდარი ...   Mar 29 2010, 08:20 PM
KAIROS   მოიდაააა :))) და რაო, ...   Mar 29 2010, 08:31 PM
Atman   KAIROS :002:   Mar 29 2010, 09:00 PM
KAIROS   :D ეს რა კაცია :D ატმა...   Mar 29 2010, 09:58 PM
Atman   KAIROS გილოცავ დის დაბ...   Mar 30 2010, 09:16 AM
ქევანა   რას ამბობ, მათემატ...   Mar 30 2010, 04:23 PM
ნონა   რას ამბობ, მათემატ...   Mar 31 2010, 08:26 PM
Atman   ქევანა კი, ნუმეროლ...   Mar 30 2010, 04:46 PM
ლურჯი ბუ   არსებობს შებრუნებ...   Mar 30 2010, 04:51 PM
Atman   ამ თემას სახელი შე...   Mar 31 2010, 08:32 PM
ნონა   Atman ამ ადამიანების ...   Mar 31 2010, 08:52 PM
Atman   ნონა არსებობდნენ ...   Mar 31 2010, 09:06 PM
ნონა   :002: გაიხარე, სწორედ ...   Mar 31 2010, 09:19 PM
Atman   ნონა აუფ! მთლად ა...   Mar 31 2010, 09:28 PM
ნონა   ნონა აუფ! მთლად ა...   Mar 31 2010, 09:32 PM
terra   რა შუაშია ასტროლო...   Mar 31 2010, 10:48 PM
Atman   არ უნდა დავბრუნებ...   Apr 1 2010, 06:36 AM
terra   ღირსეული ასტროლო...   Apr 1 2010, 10:12 PM
ქევანა   Atman თავისებური გიჟი ...   Apr 1 2010, 01:44 PM
Atman   ასტროლოგის მთავარ...   Apr 2 2010, 07:48 AM
terra   ღმერთამდე მიმყვა...   Apr 2 2010, 01:06 PM
Atman   terra :002: კარგი ხო დაწ...   Apr 2 2010, 03:58 PM
terra   ცოოოოტა ფრთხილად ...   Apr 2 2010, 04:54 PM
Atman   terra ჰოდა ძალიან კარ...   Apr 2 2010, 05:02 PM
Atman   რას იტყვით, გაზიარ...   Apr 10 2010, 03:41 PM
.ნინო   Atman ღმერთის გმობას ...   Apr 10 2010, 04:38 PM
Atman   .ნინო ღმერთის გმო...   Apr 10 2010, 06:32 PM
aamirani   არქიმანდრიტი რაფა...   Jan 9 2012, 12:36 AM
aamirani   არქიმანდრიტი რაფა...   Jan 10 2012, 11:19 PM
A.V.M   ბატონო aamirani! უპირვ...   Jan 11 2012, 12:43 AM
აბდალა   ნოსტალგია მაქვს ამ...   Jan 13 2012, 07:29 AM
აბდალა   _9xrdagh_vc&feature   Jan 13 2012, 09:11 AM
GIORGI LELUASHVILI   _9xrdagh_vc&feature რატომ და...   Jan 13 2012, 09:15 PM
აბდალა   GIORGI LELUASHVILI ინტრიგა! :D   Jan 13 2012, 09:16 PM
GIORGI LELUASHVILI   აბდალა აი აი:D   Jan 13 2012, 09:17 PM
aamirani   ///   Jan 15 2012, 10:07 PM
Atm@n   ...   Feb 5 2013, 04:31 PM
ႲႭႡႰႠႬ   Atm@n ქირომანტიასთან...   Feb 5 2013, 06:36 PM
Atm@n   ...   Feb 5 2013, 07:00 PM
Atm@n   ...   Feb 11 2013, 01:25 PM
ქევანა   და რაო, კარგია ასტრ...   Feb 11 2013, 04:40 PM
Atm@n   ...   Feb 11 2013, 05:10 PM
George Leluashvili   „საყვარელნო, ყველა...   Feb 19 2013, 03:00 PM
Atm@n   .   Mar 1 2013, 08:33 PM
ikanosi   Atm@n http://www.orthodoxy.ge/skhva/zodiako/zodiak...   Mar 1 2013, 10:18 PM
Atm@n   ...   Mar 1 2013, 10:31 PM
Atm@n   ....   Mar 4 2013, 10:02 AM
marine   - ჰოროსკოპების შეს...   Jun 26 2017, 08:56 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი