IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ტერმინები
აბე
პოსტი Jan 25 2010, 09:42 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ბევრმა არ ვიცით მრავალი რელიგიური ტერმინი.
ვუნც არ ვიცით დავწეროთ და ვინც იცით გვასწავლეთ. გთხოვთ დაწეროთ მხოლოდ ქართულად. (ენების პრობლემა მაქვს sad.gif )
მე მაინტერესებს ესენი...


ქიროტონია
ეტიმოლოგია
დიპტიხი


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 25 2010, 10:09 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ეტიმოლოგია (ბერძნ. ἔτυμος, სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, λόγος სიტყვა) – ენათმეცნიერების ნაწილი ენაში სიტყვების წარმოშობის და ისტორიის შესახებ. ეტიმოლოგია ასევე ეწოდება ამა თუ იმ კონკრეტული სიტყვის წარმომავლობას.

------------------------------

დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი.


------------------------------

ქიროტონია კი იგივე ხელდასხმაა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Jan 26 2010, 03:34 PM
პოსტი #3


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



ეკუმენიზმი რას ნიშნავს? user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 26 2010, 04:47 PM
პოსტი #4


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



INFORMATION
ჯერ google-შიც მონახე ხოლმე

ციტატა
ეკუმენიზმი რას ნიშნავს?

მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება. ქრისტიანულ ე–ს საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. ე., სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს: 1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას; 2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა და 3. ქრისტიანული ეკონომისტური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს. უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა. ქრისტიანობაში ეკუმენისტური პროცესების კოორდინატორია მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია პროტესტანტული, მართლმადიდებლური, სომხურ–ბერძნული და სხვ. კონფესიების უმრავლესობა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 30 2010, 12:57 PM
პოსტი #5


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ესენი მაინტერესებს

ეგზეგეტიკა
ლოგოსი (ვიცი, ლოგოსში ქრისტე იგულისხმება, მაგრამ რას ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა - მხსნელს, თუ რას?)


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 30 2010, 01:06 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ეგზეგეტიკა [< ბერძ. exēgētikos განმმარტებელი] - მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ; ეგზეგეზის წესები და ხერხები.

ანუ წმიდა წერილის განმარტება.

ლოგოს-ი [ბერძ. logos სიტყვა, ცნება; აზრი, გონება] – 1.ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში (ჰერაკლიტესთან): საყოველთაო კანონზომიერება. 2. იდეალისტურ ფილოსოფიაში: სულიერი პირველსაწყისი, ღვთაებრივი გონება და მისთანა სხვა მისტიკური ცნებები.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 30 2010, 01:07 PM
პოსტი #7


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ბადრი
მადლობა, გაიხარე.

მაგრამ იქნებ სასულიერო ლიტერატურიდაან იყოს რამე განმარტება? ვინმე ვერ დამეხმარებით


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 30 2010, 01:28 PM
პოსტი #8


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



აბე
ციტატა
ლოგოსი (ვიცი, ლოგოსში ქრისტე იგულისხმება, მაგრამ რას ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა - მხსნელს, თუ რას?)

ლოგოსი ნიშნავს სიტყვას, შეადარე, პირველითგან იყო სიტყვა (იოანე 1.1)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 30 2010, 01:39 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



athos
ციტატა
ლოგოსი ნიშნავს სიტყვას, შეადარე, პირველითგან იყო სიტყვა

თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს. მთაწმინდელმა ვფიქრობ საუკეთესო შესატყვისი მოუძებნა ქართულად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 30 2010, 01:49 PM
პოსტი #10


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



afxazi
ციტატა
თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს. მთაწმინდელმა ვფიქრობ საუკეთესო შესატყვისი მოუძებნა ქართულად.

არა მარტო მთაწმინდელმა. "В начале было Слово"...

ამ თარგმანით ყველზე კარგად გადმოიცემოდა ტერმინის ფილოსოფიური არსი, ამიტომაც თარგმნეს სიტყვად და არა მარტო ქართულში


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 30 2010, 08:20 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
თუმცა ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს

athos
ციტატა
არა მარტო მთაწმინდელმა. "В начале было Слово"...



ანუ ეს ბერძნულად ნათარმნი ვარიანტი ყოფილა. საინტერსოა დედანში რა ეწერა, რა სიტყვა და როგორ ითარგმენბა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 30 2010, 09:04 PM
პოსტი #12


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მხევალი ნინო
ციტატა
საინტერსოა დედანში რა ეწერა, რა სიტყვა

დედანშია ზუსტად ის სიტყვა რომელზეც ვსაუბრობთ - λόγος - ლოგოსი

ციტატა
როგორ ითარგმენბა?

ციტატა
afxazi: ბერძნულში დაახლოებით 30-მდე შესატყვისი აქვს

ნიშნავს სიტყვას, აზრს, ფიქრს, რაღაცის თქმას და ა.შ.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 30 2010, 09:15 PM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
ციტატა
დედანშია ზუსტად ის სიტყვა რომელზეც ვსაუბრობთ - λόγος - ლოგოსი



რატომღაც ცავთვალე, რომ დედანი ებრაულად იქნებოდა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 30 2010, 09:20 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მხევალი ნინო
იოანეს სახარება ბერძნულად დაიწერა , როგორც მახსოვს


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 2 2010, 05:22 PM
პოსტი #15


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



სეპტუაგინტა
ფეშიტა

?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 3 2010, 05:42 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(აბე @ Feb 2 2010, 05:22 PM) *

სეპტუაგინტა
ფეშიტა

?

სეპტუაგიტა - საღმრთო წერილის უძველესი ბერძნული თარგმანი, რომელსაც ე.წ ''თარგმანი სამოცდაათთა მთარგმნელთა'' -ს ანუ სეპტანტას უწოდებენ. ძველი აღთქმის წიგნების ეს თარგმანი შესრულებულია ჩვ. წ.აღ-მდე III საუკუნეში ქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტის მმართველმა პტოლემეოს ფილადელფოსის თხოვნით, იერუსალიმელმა მღვდელმთავარმა ელეაზარმა ალექსანდრიაში გაგზავნა 70 სწავლული კაცი, რომელთაც იცოდნენ ბერძნული და ებრაული ენები. მათი მიზანი იყო წმ. წერილის ბერძნულ ენაზე თარგმნა იმ ებრაელთათვის, რომელთაც დავიწყებული ჰქონდათ დედაენა და ბერძნული ენის ალექსანდრიულ დიალექტზე ლაპარაკობდნენ.
არსებობს საეკლესიო გადმოცემა რომ სვიმონ ღვთისმიმრქმელიც სწორედ ერთ-ერთი 70 სწავლულთაგანი იყო, რომელსაც დაევალა წმიდა წერილის თარგმნა. მას შეხვდა ესაია წინასწარმეტყველება, სადაც ეწერა რომ ''აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, და უწოდებენ მას ემანუელს'' . მართალი სვიმეონი დაეჭვდა, და სიტყვა ქალწულის ქალად გადაკეთება დააპირა რადგან ტექსტში გაპარულ შეცდომად ჩათვალა, ამიტომ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა რომ მანამ არ იხილავდა სიკვდილს სანამ თავისი თვალით არ ნახავდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას.


რაც შეეხება პეშიტოს - ეს გახლავთ სირიულ (ასურულ) ენაზე, კერძოდ არამეულ დიალექტზე, II საუკუნეში შესრულებული ბიბლიის თარგმანი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 8 2010, 01:29 PM
პოსტი #17


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



აპოლოგეტიკა
კაბალისტიკა

??


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 8 2010, 03:51 PM
პოსტი #18


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



აპოლოგეტიკა
1. ღვთისმეტყველების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ქრისტიანული რელიგიის დაცვას;
2.გადატ., წიგნ. რისამე თავგამოდებით დაცვა, ქება-დიდება.

კაბალისტიკა
Relig.
Heb. qabbālah
"გადმოცემა", "თქმულება"
1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი.
2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Mar 31 2010, 09:14 PM
პოსტი #19


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ესქატოლოგია


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 31 2010, 09:26 PM
პოსტი #20


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ესქატოლოგია- Gk. eschatos და logos _ "უკანასკნელი" და "მოძღვრება"
მისტიკური მოძღვრება მსოფლიოს და ადამიანის საბოლოო ბედზე; წარმოადგენს ბევრი რელიგიის (მათ შორის ქრისტიანობის) შემადგენელ ნაწილს.
კონკრეტულად ქრისტიანობის მიხედვით კი მოძღვრება საბოლოო დღეზე. ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე ფორმულირებულია ,,მრწამსის’’ მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად.


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი