IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ლევ ტოლსტოის პასუხი სინოდის გადაწყვეტილებაზე
Atm@n
პოსტი Nov 9 2013, 02:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ლევ ტოლსტოის პასუხი სინოდის გადაწყვეტილებაზე, მისი ეკლესიიდან განკვეთასთან დაკავშირებით

IPB-ს სურათი

თავიდან არ მინდოდა სინოდისთვის პასუხის გაცემა ჩემს განკვეთასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დადგე­ნილებამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დაიწერა საკმაოდ ბევრი წერილი, რომლებშიც ჩემთვის უცნობი კორესპონდენტები ზოგი მკიცხავდა იმის გამო, რაც მე არ უარმიყვია; ზოგი კი მომიწოდებს, ვიწამო ის, რაც მე მწამს; მესამენი კი გამომიხატავენ იმ თანამოაზ­რეობას, რომელიც თითქმის არც კი არსებობს და თანაგრძნობას, რომლის უფლება მე არც კი მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე პასუხი გავცე დადგენილებას, მივუთითო, თუ რა არის მასში უსამართლო და მივმართო ჩემს უცნობ კორესპონდენტებს.

სინოდის დადგენილებას აქვს ბევრი ნაკლი: ის უკანონოა ან შეგნებულად ორაზროვანი, თვითნებურია, დაუსაბუთებელი, ცრუ, ცილისწამებლური და, გარდა ამისა, დაპირისპირებისთვის ბიძგის მიმცემია.
დადგენილება უკანონო და შეგნებულად ორაზროვანია იმიტომ, რომ, თუ ის უნდა ითვალისწინებდეს ეკლესიიდან განკვეთას, მაშინ ვერ აკმაყოფილებს იმ საეკლესიო წესებს, რის მიხედვითაც ხდება განკვეთა. ხოლო თუ ეს არის განცხადება მასზე, ვინც არ ეკუთვნის ეკლესიას, არ სწამს მისი დოგმების – ეს ისედაც ცხადია. ამ დადგენილებას არ აქვს სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ წარმოაჩინოს არარსებული განკვეთა, რაც ასეც იქნა გაგებული და რაც მოხდა კიდეც.

იგი თითქოს უნებლიეთ ბრალს მდებს, რომ მხოლოდ მე არ მწამს ის პუნქტები, რომელთა შესახებ ნათქვამია დადგენილებაში. არადა, რუსეთის თითქმის ყველა განათლებული ადამიანი გამოხატავს ჩემნაირ შეხე­დულებას ბროშურებში, წიგნებში თუ საუბრები დროს.
დადგენილება დაუსაბუთებელია იმიტომ, რომ მთავარ მიზეზად ასახელებს, თითქოს მე ვავრცელებ ცრუსწავლებას ხალხში და ამით მათ ვაცდუნებ. ამ დროს კი, ჩემთვის ცნობილია, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჩემს აზრებს იზიარებენ, ასიც არ არის; ხოლო რელიგიის შესახებ ჩემი ნაწერების გავრცელება, ცენზურის წყალობით, ისეთი უმნიშვნელოა, რომ ადამიანთა უმეტესობას, რომლებმაც წაიკითხეს სინოდის დადგენილება, უმცირესი წარმოდგენაც არა აქვთ იმის შესახებ, რას ვწერ რელიგიაზე. ამას ადასტურებს ის წერილები, რომლებსაც ვიღებ.

დადგენილება ავრცელებს აშკარა ტყუილს, თითქოს ეკლესიას ჰქონდა ჩემი გონს მოყვანის მცდელობა, რომელიც წარმატებით ვერ დასრულდა. ასეთი რომ არასდროს ყოფილა.

დადგენილება არის ის, რასაც, იურიდიული ტერმინით, ეწოდება ცილისწამება. იგი აშკარად უსამართლოა და წარმოადგენს ჩემს საწინააღმდეგო მტკიცებულებათა დასკვნას. საბოლოოდ კი, ის ცუდი გრძნობებისა და საქციელის წაქეზება-წახალისებაა, რამაც, როგორც ველო­დი, გაუნათლებელ და მსჯელობამოკლებულ ადამიანებში ჩემ მიმართ გაბოროტება და სიძულვილი გამოიწვია. ვიღებდი წერილებს მკვლელობის მუქარითაც კი: “ახლა შენ გადაცემული ხარ ანათემას და სიცოცხლის შემდეგ გელის მარადიული ტანჯვა… სული ამოგხდება ძაღლივით… ანათემა… ბებერო ეშმაკო… წყეულიმც იყავ!” – წერს ერთი. მეორე ხელისუფლებას საყვედურობს იმას, რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ მონასტერში ჩაკეტილი და წერილებს ლანძღვით ავსებს. მესამე წერს: “თუ ხელისუფლება არ მოგაცილებს, ჩვენ თვითონ გაგაჩუმებთ!” ამ მუქარას მოჰყვება წყევლა. “შენ რომ დაგადუმო, არამზადავ, მე გამოვნახავ საშუალებებს”, – წერს მეოთხე. წერილები სავსეა უხამსი სიტყვებით. სინოდის დადგენილების შემდეგ ამგვარ გაბოროტებას ზოგიერთ ადამიანსაც ვამჩნევ შეხვედრისას. იმ დღეს, 25 თებერვალს, როცა გამოიცა სინოდის დადგენილება, მოედანზე სეირნობისას მესმოდა როგორ ამბობდნენ ჩემი მისამართით: “აი, ეშმაკი – ადამიანის სახით”. მათ შეიძლება ვეცემე კიდეც.

ასე რომ, სინოდის დადგენილება ძალიან ცუდია. მის ბოლოს ნათქვამი კი – “პირები, რომლებიც ამას ხელს აწერენ, ლოცულობენ, რომ მე მათანირი გავხდე” – არაფრით ხდის ამ დადგენილებას უკეთესს.
ეს დადგენილება უსამართლოა შემდეგი გარემოებების გამოც:

დადგენილებაში ნათქვამია: “მსოფლიოსთვის ცნობილი მწერალი, დაბადებით რუსი, მართლმადიდებლად მონათლული და აღზრდილი, გრაფი ტოლსტოი, მოხიბლული თავისი ამაყი გონებით, დაუნდობლად აღუდგა ჩვენს უფალს და მის ქრისტეს და მის წმინდა საკუთრებას, ყველას წინ ნათლად განუდგა თავის აღმზრდელ დედას, მართლმადიდებელ ეკლესიას”.

ის, რომ მე განვუდექი ეკლესიას, რომელიც თავს უწოდებს მართლმადიდებელს, სიმართლეა. მაგრამ მე გავემიჯნე მას არა იმიტომ, რომ უარი ვთქვი უფალზე, არამედ პირიქით – მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ძალებით მსურდა მემსახურა მისთვის. სანამ მივიღებდი გადა­წყვეტილებას და განვუდგებოდი ეკლესიას, როცა ეჭვი შემეპარა მე მის ჭეშმარიტებაში, რამდენიმე წელი მივუძღვენი იმას, რომ გამომერკვია ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული სწავლებანი: თეორიულად – მე გადავიკითხე ყველაფერი, რაც შემეძლო ეკლესიის სწავლებაზე მენახა, შევისწავლე და კრიტიკულად გავარჩიე დოგმატური ღვთისმეტყველება. პრაქტიკულად კი – ერთი წლის განმავლობაში მკაცრად ვასრულებდი ყველა საეკლესიო წესს: ვიცავდი მარხვას, ტაძარში ვესწრებოდი ღვთის­მსახურებას… საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ეკლესიის სწავლება, თეორიულად, ვერაგი და მავნე ტყუილია, პრაქტიკულად კი – ყველაზე უხეში ცრურწმენებისა და ჯადოქრობების კრებული, რომელიც სრულიად ფარავს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად არსს.

მე ნამდვილად განვუდექი ეკლესიას, დავანებე თავის მისი რიტუალების შესრულებას და ჩემს ანდერძში დავუბარე ჩემს ახლობლებს: როცა მოვკვდები, არ მოუშვან ჩემთან ეკლესიის მსახურები. ჩემი ცხედარი მოა­შორონ ჩქარა, ყველანაირი შელოცვებისა და ლოცვების გარეშე ისე, როგორც მოაშორებენ ხოლმე ყველანაირ საზიზღარ და არასაჭირო ნივთს, რომ მან ხელი არ შეუშალოს ცოცხლებს.

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ მე “ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობა და ღვთივ ბოძებული ტალანტი მივუძღვენი ქრისტესა და ეკლესიისთვის საძულველი სწავლების გავრცელებას” და ა. შ.; რომ მე “ჩემს თხზულებებსა და წერილებში, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ვუგზავნიდი ჩემს მოწაფეებს მოვუწოდებდი მართლმადიდებლური და ქრისტიანული არსის დამხობისაკენ”… – ეს უსამართლობაა! მე არასდროს მიზრუნია იმისათვის, რომ ჩემი შეხედულებები გამევრცელებინა. ქრისტეს მოძღვრების ჩემეული გაგება კი ნამდვილად გამოვხატე ჩემს ნაწარმოებებში და არ ვმალავდი ამ თხზულებებს ადამიანებისგან, რომელთაც სურდათ მათი გაცნობა. თუმცა არასდროს დამიბეჭდავს ისინი. ხოლო თუ ადამიანები შემეკითხებოდნენ ქრისტეს მოძღვრების შესახებ, მხოლოდ მაშინ ვუზიარებდი მათ ჩემს აზრს.

ითქვა აგრეთვე, რომ მე “უარვყოფ ღმერთს, წმინდა სამების სახით, უარვყოფ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცს, ჩვენი ცოდვების გამომსყიდველს და სამყაროს გადამრჩენელს, ვინც ევნო ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა მკვდრეთით და უარვყოფ მის უბიწო ჩასახვას”.

წაიკითხავ თუ არა კურთხევანს, და თვალს მიაყოლებ იმ წესებს, რაც, ტრადიციულად, სრულდება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ და ქრისტიანულ ღვთისმსახურებად მიიჩნევა, დაინახავ, რომ ეს რიტუალი ჯადოქრობის სხვადასხვა ილეთია, რომლებიც მორგებულია ცხოვრების ყველა შესაძლო შემთხვევას. თუ ბავშვი მოკვდება, იმისათვის, რომ იგი სამოთხეში მოხვდეს, უნდა მოასწრონ, აცხონ ზეთი და განბანონ ცნობილი სიტყვების თანხლებით; იმისთვის, რომ დედა განიწმინდოს, ცნობილი ლოცვები უნდა თქვა. არსებობს ნაცნობი ლოცვები მრავალი გარემოების შესახებ: წარმატება საქმეში ან მშვიდი ცხოვრება ახალ სახლში, ბარაქიანი მოსავალი, გვალვის შეჩერება, კარგი მოგზაურობა, ავადმყოფობისგან განკურნება, გარდაცვალებულთა ცხონება იმქვეყნად და ა. შ., რომლებსაც, შესაწირის თანხლებით, წარმოთქვამს სასულიერო პირი.

სამართლიანია ის, რომ მე უარვყოფ გაურკვევლ სამებას – ჩვენს დროში ყოველგვარ აზრს მოკლებულ იგავ-არაკს პირველ დაცემულ ადამიანზე, მკრეხელურ ისტორიას ღმერთზე, რომელიც დაიბადა ქალწულისგან ადამიანთა მოდგმის ცოდვების გამოსასყიდად. ღმერთს – სულს, ღმერთს – სიყვარულს, ერთიან ღმერთს – ყველაფერის საწყისს, არა მხოლოდ არ უარვყოფ, არამედ მთელი ცხოვრების აზრს ვხედავ იმ ღმერთის სურვილის ასრულებაში, რომელიც გამოხატულია ქრისტეს მოძღვრებაში. დადგენილებაში აგრეთვე ნათქვამია “არ სცნობს საიქიო ცხოვრებას და გასამრჯელოს (издовоздаяния) გაცემას”. თუ წარმოვიდგენთ საიქიო ცხოვრებას, როგორც ჯოჯოხეთს – მარადიულ წამებით, ეშმაკებით და სამოთხეს – მარადიული ნეტარებით, მაშინ, მართალია, რომ მე არ ვცნობ ასეთ საიქიო ცხოვრებას. მაგრამ მარადიულ ცხოვრება და მისაგებელი, აქ და ყველგან, ახლა და ყოველთვის, მწამს. მწამს ისე, რომ კუბოს კართან მდგომი (ჩემი ასაკით) ხშირად ვატან თავს ძალას, ფიზიკური სიკვდილი (უფრო სწორად, ახალი ცხოვრების დაბადება) რომ არ ვინატრო; მწამს იმის, რომ ყველანაირი კეთილი საქციელი აღავსებს ჩემი მარადიული ცხოვრების ჭეშმარიტ მადლს, ხოლო ყველანაირი ბოროტი საქციელი დაამცრობს მას.

სინოდის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ მე უარვყოფ ყველა საიდუმლოს. ეს სიმართლეა. ყველა საიდუმლოს მე მივიჩნევ ღმერთის და ქრისტიანული სწავლებისთვის შეუსაბამო მდაბიო და უხეშ ჯადოქრობად და, გარდა ამისა, სახარების ყველა მითითების პირდაპირ დარღვევად. ახალშობილების მონათვლა მიმაჩნია იმ აზრის დამახინჯებად, რისთვისაც ინათლებიან მოზრდილები, რომლებიც შეგნებით იღებენ ქრისტიანობას. ჯვრისწერა იმ ადამიანებისა, რომლებიც მანამდე შეგნებულად იყვნენ ერთად, ან სხვა ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ვთვლი, რომ სახარების სწავლებასთან შეუსაბამოა; ხოლო ცოდვების, მიტევება პერიოდულად აღსა­რების დროს მავნე ტყუილია, რომელიც მხოლოდ ახალისებს უზნეობას და ცოდვის წინაშე შიშს ანადგურებს. ზეთისცხებაში, ისევე როგორც მირონცხებაში, ასევე ხატებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემაში, ვხედავ უხეშ ჯადოქრობას; ასეთივეა სხვა რიტუალებიც, ლოცვები და შელოცვები, რომლითაც სავსეა საეკლესიო წესი. ზიარებაში ვხედავ სხეულის გაღმერთებას და ქრისტეს მოძღვრების შერყვნას. წმინდანობაში, აშკარა ტყუილის გარდა, ვხედავ ქრისტეს სიტყვების დარღვევას, რომელიც ნათლად მოუწოდებს: არავის დაუძახოთ მასწავლებელი, მოძღვარი, მამა (მათე, XXIII, 8–10).

ბოლოს, როგორც ჩემი დანაშაულის უმაღლესი გამოხატულება, ნათქვამია, რომ, მე “შევურაცხვყოფ რწმენის ყველაზე წმინდა ნივთებს. ძრწოლის გარეშე გავამასხარავე ყველაზე წმინდა საიდუმლო – ევქარისტია”. მე, მართლაც, შიშის გარეშე, უბრალოდ და ობიექტურად აღვწერ, თუ როგორ ამზადებს მღვდელი ეგრეთ წოდებულ საიდუმლოს. მათი აზრით, საიდუმლო რაღაც წმინდა რიტუალია, ხოლო მისი უბრალო აღწერა, თუ როგორ სრულდება ის, არის მკრეხელობა. ეს უსამართლობა. მკრეხელობა ის კი არ არის, რომ ტიხარს ტიხარი დავუძახო და არა კანკელი, ან თასს თასი დავუძახო და არა ფიალა და ა. შ., არამედ უსაშინლესი მკრეხელობა ისაა, რომ ყველანაირი ტყუილისა და ჰიპნოზის გამოყენებით ბავშვებსა და უბრალო ხალხს არწმუნებენ, რომ თუ პურს ჩვეულებრივ დაჭრით და ღვინოში ჩადებთ, მაშინ პურის ნაჭრებში შედის ღმერთი. ვის სახელზეც ამოი­ღებენ პურის ნაჭერს, ის იქნება ჯანმრთელი; თუკი გარდაცვლილის სახელზე ამოიღებენ, მაშინ იმქვეყნად იგი უკეთ იქნება; ხოლო ვინც პურის ნაჭერს შეჭამს, მასში ღმერთი დაივანებს. ეს ხომ საშინელებაა.

ვისაც როგორ უნდა ესმოდეს ქრისტეს პიროვნება, მისი მოძღვრება, იგი მაინც ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას და უბრალოდ, მსუბუქად, უეჭველად აძლევს ადამიანებს მადლს, თუ ისინი არ არ გააუკუღმართებენ მას. დღეს ქრისტეს მოძღვრება დამალულია და გადაკეთებულია უხეშ ჯადოქრობად, ზეთის ცხებად, სხეულის მოძრაობებად, შელოცვებად, ლუკმების ყლაპვად და ა. შ. ასე რომ, მოძღვრებისაგან აღარაფერი რჩება. თუ ოდესმე რომელიმე ადამიანი შეეცდება შეახსენოს ხალხს, რომ ჯადოქრობებში, შელოცვებში, წირვებში, სანთლებში, ხატებში არ არის ქრისტეს მოძღვრება, არამედ მასში მთავარია ის, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდნენ, არ განიკითხონ და არ ხოცონ ერთმანეთი, იწყება მათი უკმაყოფილება, ვის­თვისაც მომგებიანია ეს ტყუილი. ეს ადამიანები ყველას გასაგონად უტიფრად საუბრობენ ეკლესიებში, თავიანთ მოსაზრებებს ბეჭდავენ წიგნებში, გაზეთებში. კატეხიზმოებში წერენ, რომ ქრისტეს არასდროს აუკრძალავს ფიცი (შეფიცვა); არასდროს აუკრძალავს მკვლელობა (სიკვ­დილით დასჯა, ომები); რომ სწავლება ბოროტებასთან შეუბრძოლებლობის შესახებ სატანური ხრიკია და გამოგონილია ქრისტეს მტრების მიერ (ხარ­კოვის ეპისკოპოსის ამბროსის სიტყვა).

ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ადამიანები, ატყუებენ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებს, მათ, ვისზეც ქრისტემ თქვა: უბედურება მათ, ვინც ამათ მოატყუებს. საშინელებაა, როცა ეს ხალხი თავისი მცირე მო­გებისთვის ჩადის საშინელ ბოროტებას, როცა ფარავენ ადამიანებისგან იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მოიტანა ქრისტემ. ისინი იქცევიან ისე, როგორც ის ყაჩაღი, რომელიც დახოცავს მთელ ოჯახს იმისათვის, რომ წაიღოს ძველი ხიფთანი და 40 კაპიკი. მას სიამოვნებით მისცემდნენ ფულს და ტანისამოსს, ოღონდ ეცოცხლათ. მაგრამ ყაჩაღს არ შეუძლია სხვანაირად მოქცევა. ასევე იქცევიან ცრუმოძღვრები. შეიძლება იმაზე შეთანხმებაც კი, რომ 10-ჯერ მეტ ფუფუნებაში იცხოვრონ მათ, ოღონდ ნუ დაღუპავენ ხალხს თავიანთი ტყუილებით. მაგრამ მათ არ შეუძლიათ სხვაგვარად მოქცევა. აი, ეს არის უბედურება. მათი მხილება არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცი­ლებელიცაა. თუ არის რამე წმინდა, იგი ნამდვილად ის არაა, რასაც ისინი უწოდებენ საიდუმლოს. ამიტომ უნდა ამხილო მათი სიცრუე. როცა დავინახავ, რომ ჩუვაში თავის კერპს უსმევს არაჟანს, ან თლის, მე გულგრილად შევხედავ მას და გავივლი, რადგან რასაც ის აკეთებს, ჩემთვის უცხო ცრურწმენაა და სულაც არ ჰგავს იმას, რაც ჩემთვის წმინდაა. მაგრამ მე არ შემიძლია წყნარად ვუყურო იმ ადამიანებს (როგორი მრავალიც უნდა იყვნენ), რომლებიც იყენებენ ღმერთის სახელს, რომელმაც სიცოცხლე მომცა, და ქრისტეს მოძღვრებას, რომლითაც ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, როგორი ძველიც უნდა იყოს მათი ცრურწმენა და როგორი გავლენაც უნდა ჰქონდეთ მათ, მე აღვწერ იმას, რასაც ისინი აკეთებენ. მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე, რადგან მწამს ღმერთისა და ქრისტეს მოძღვრების. ისინი კი, იმის ნაცვლად, რომ შეძრწუნდნენ თავისი უწმინდურობით (მწვალებლობით) მკრეხელობას უწოდებენ ტყუილის მხილებას. ეს გარე­მოება უფრო ამტკიცებს სიცრუეს და აძლიერებს იმ ხალხის ძალისხმევას, რომელთაც სწამთ ღმერთი და ქრისტეს მოძღვრება, იმ სიცრუის მოსასპობად, რომელიც ადამიანებისგან ფარავს ჭეშმარიტ ღმერთს.

ხომ ვერ იტყვიან, მკრეხელიაო – ქრისტეზე, რომელმაც ტაძრიდან გამოყარა ხარები, ცხვრები, ვაჭრები. იგი რომ მოვიდეს და ნახოს, თუ რა ხდება ახლა ეკლესიებში მისი სახელით, აუცილებლად მოისროდა უფრო დიდი და უფრო კანონიერი რისხვით ყველა ამ კვერთხებს, ჯვრებს, თასებს, სანთლებსა და ხატებს – ყველაფერს, რისი საშუალებითაც ჯადოქრობენ და ადამიანებისგან მალავენ ღმერთს და მის მოძღვრებას.
აი, რა არის სამართლიანი და უსამართლო ჩემ შესახებ სინოდის დადგენილებაში. მე ნამდვილად არ მწამს იმის, რაზეც ისინი ამბობენ, რომ სწამთ. მაგრამ მე მწამს ბევრი რამის, რაშიც ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ მე არ მწამს.

აი, რა მწამს მე:

მწამს ღმერთი, რომელიც1 მესმის როგორც სული, როგორც სიყვარული, როგორც ყველაფრის საწყისი; მწამს ის, რომ იგი ჩემშია და მე მასში ვარ; მწამს იმისა, რომ ღმერთის ნება ყველაზე კარგად და ნათლად გამო­ხატულია ქრისტეს მოძღვრებაში, რომლის ღმერთად გაგება და რომელზეც ლოცვა მიმაჩნია დიდ მკრეხელობად; მწამს იმის, რომ ადამიანის ჭეშმარიტი სიკეთე – ღმერთი ნების აღსრულებაშია. ხოლო ღმერთის ნება ისაა, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, და ისე ექცეოდნენ სხვებს, როგორც თვითონ უნდათ რომ მოექცნენ, როგორც ნათქვამია სახარებაში. აი, ესაა მთელი კანონი. მე მწამს იმის, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი არის მასში სიყვარულის გაზრდა, რადგან სიყვარულის ზრდას მიჰყავს ადამიანი უფრო დიდ სიკეთესთან, სიცოცხლის შემდეგ კი ანიჭებს იმდენ მადლს, რამდენი სიყვარულიც არის ადამიანში. სწორედ ეს უწყობს ხელს სამყაროში ღმერთის მეუფებას, ანუ ცხოვრების იმ წყობის დამყარებას, რომელშიც განხეთქილების, ტყუილისა და ძალადობის ნაცვლად, თავისუ­ფალი თანხმობა, სიმართლე და ადამიანებს შორის ძმური სიყვარულია. მწამს, რომ სიყვარულის სრულყოფის ერთადერთი საშუალება ლოცვაა, ოღონდ არა ის საზოგადო ლოცვა ტაძრებში (ქრისტეს მიერ აკრძალული), არამედ ლოცვა, რომლის ნიმუში მოგვცა ქრისტემ – განმარტოებული და მშვიდი, რომელიც აღადგენს და აძლიერებს ადამიანში ცხოვრების აზრს და დამოკიდებულებას მხოლოდ ღვთის ნებაზე.

თუ ვინმეს შეურაცხყოფს, სწყინს, ხიბლავს, ხელს უშლის ან არ მოსწონს ჩემი რწმენა, მე შემიძლია შევცვალო ისინი ისე მცირედ, როგორც ჩემი სხეული. მე მარტო უნდა ვიცხოვრო, მარტო მოკვდე (თან ძალიან მალე) და ვერაფრით ვიწამებ სხვაგვარად. ვემზადები იმ ღმერთისკენ დასაბრუნებლად, ვისგანაც გამოვედი. მე არ ვამბობ, რომ ჩემი რწმენა ყველა დროის ჭეშმარიტებაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ჭეშმარიტებას, რომელიც უპასუხებს ჩემი გონების და გულის მოთხოვნებს. თუ რამე უკეთესს შევიტყობ, მყისვე მივიღებ, რამეთუ ღმერთს, ჭეშმარიტების გარდა, არაფერი სჭირდება. დაბრუნება იქით, საიდანაც მე ასეთი განცდებით გამოვედი, არაფრით შემიძლია, როგორც ფრინველს არ შეუძლია კვერცხის იმ ნაჭუჭში შებრუნება, საიდანაც გამოიჩეკა. “ის, ვინც დაიწყებს იმით, რომ ქრისტიანობას ჭეშმარიტებაზე მეტად შეიყვარებს, ძალიან მალე შეიყვარებს თავის ეკლესიას; ვინც სექტას შეიყვარებს ქრისტიანობაზე მეტად, იმით დაამთავრებს, რომ თავისი თავი (თავისი სიმშვიდე) ეყვარება ყველაზე მეტად ამქვეყნად”, – თქვა კოლრიჯმა.

მე ვიარე უკუსვლით. დავიწყე იმით, რომ პირველად შევიყვარე ჩემი მართლმადიდებელი სარწმუნოება – ჩემს სიმშვიდეზე მეტად, შემდეგ მიყვარდა ქრისტიანობა – ჩემს ეკლესიაზე მეტად, ახლა კი მიყვარს ჭეშმარიტება ყველაზე მეტად ამქვეყანად. ჩემთვის ჭეშმარიტება და ჩემ მიერ გაგებული ქრისტიანობა დღემდე ერთი და იგივეა. მე ვაღიარებ ქრისტიანობას იმ საზომით, როგორითაც ვაღიარებ მე. მშვიდად და სიხარულით ვცხოვრობ და ასევე მშვიდად და სიხარულით ვუახლოვდები სიკვდილს.

1901 წლის აპრილი.

თარგმნა ლელა ჩოლოყაშვილმა



წყარო:

http://temurkikava.wordpress.com/2013/10/1...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 9 2013, 02:51 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. (მათე 23:8-10)


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 9 2013, 07:56 PM
პოსტი #3


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ფეისბუქზე გაზიარდა ეს სიახლე და აქაც არ დაატოვნა გამოხმაურებამbiggrin.gif მე მესმის ლევ ტოლსტოის რასაც ეწინააღმდგეა და საკუთარ აზრს რაზედაც აფიქსირებს, მაგრამ თქვენ რა გინდათ თქვათ ამას ვერ ვხვდები. თუ რამე კონკრეტულს დაწერთ იქნებ პასუხიც მიიღოთ ასე რომ სისულელეა მარტო ლევ ტოლსტოის ნააზრევის დადება.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 9 2013, 09:06 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Atm@n
ციტატა
თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. (მათე 23:8-

მერე?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 9 2013, 09:55 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



A.V.M

მაგ წერილში იყო მოყვანილი ამ ციტატის შინაარსი. მე კი სრულად დავაციტირე.

სულ ეს იყო. ნუ ღელავ smile.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 10 2013, 03:22 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მრავალმხრივ საყურადღებოა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2018 - 11:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი