IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ
მწირი
პოსტი Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ?
(თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?)
ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 19 2008, 11:45 AM
პოსტი #2


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



მეც ვფიქრობ რომ მაგაზე უნდა იფიქროს მთავრობამ და რაღაც კანონი უნდა არსებობდეს რა.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 19 2008, 12:10 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(მწირი @ Nov 19 2008, 09:39 AM) *

მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?



საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 67, I ნაწილი

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 19 2008, 12:28 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბორტების აკრძალვის შესახებ

არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს, ქრისტიანობა არ მოქმედებს აკრძალვებით, და არც მკურნალობს ამდაგვარად, საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ცენტრის დაკვირვებით აბორტების აკრძალვა გამოიწვევს ე.წ. სახლის აბორტების მომრავლებას, რაც ქალთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ანუ სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით!
აკრძალვა კი არაა გამოსავალი, არამედ იმაზე ფიქრი , როგორ ავიცილოთ იგი...

კანონი უნდა არეგულირებდეს და მგონი არეგულირებს, აბორტის რაღაც ნორმებს, ზუსტად კანონისტი დაწერს, ანუ ამ კანონის დახვეწა სხვაა, მაგრამ აკრძალვა სრულიად არარეალური და არაეფექტურია, ჩემი აზრით რათქმაუნდა smile.gif

დაზუსტების სახით, აკრძალვით აბორტი არსად არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იკრძალება, ულტრაკონსევატორ მუსლიმურ ქვეყნების გარდა, არამედ არსებობს ზღვარი, ესაა 22 კვირა ( ზოგან სხვა) რომლის შემდეგ აბორტი უკვე მკვლელობაა... ვიცი, ჩვენთვის 22 წამის შემდეგაც მკვლელობაა, მაგრამ აქაა საუბარი კანონზე, და არა რწმენის დებულებაზე, კანონი კი ყველას უნდა ეხებოდეს, მორწმუნეა თუ არა იგი, ხოლო რწმენის დებულებებს კანონის სახით ვერავის დავაკისრებთ, რწმენა არჩევანია...

მოკლედ ჩემო კარგებო, კარგი თემაა, ვფიქრობ სახელი და ადგილი უნდა შეეცვალოს ამ თემას და უფრო სასაუბროს თემაა, აი იქ კი ყველას ვთხოვ ( უკვე დაშინებული ვართ biggrin.gif) არ გვინდა ერთმანეთის ლაძღვა, დავუშვათ ის რომ შეიძლება ჩვენგან განსხვავებული აზრი არსებობდეს, ეს საკითხი კი ძალიან დელიკატურია, რადგან შეცდომა იქნება მას მივუდგეთ სუბიექტურად და მხოლოდ "სჯულისკანონით", რადგან ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვინც მორწმუნეა...

ამაზე დასავლეთში დიდი ომია უკვე რამოდენიმე ათწლეული... მერე მოგიყვებით ამის შესახებ...

იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 19 2008, 12:34 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 133. უკანონო აბორტი
1. უკანონო აბორტი,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)
3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)


საინტერესო მუხლია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 19 2008, 12:34 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



g.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 19 2008, 12:40 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 133. უკანონო აბორტი
1. უკანონო აბორტი,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)
3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)

ეს კანონი კრძალვს საავადმყოფოს გარეთ ჩუმად ჩატარებულ. ან დაშვებული ვადის იქით გაკეთებულ ანუ უკანონო აბორტს და მის შესაძლო შედეგებს, ანორტის აკრძალვა კი სწორედ ამათ გამრავლებას შეუწყობს ხელს, ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აბორტის აცილებაზე, და არა მის არეუალურ აკრძალვაზე...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 19 2008, 12:41 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(KAIROS @ Nov 19 2008, 10:40 AM) *

ეს კანონი კრძალვს საავადმყოფოს გარეთ ჩუმად ჩატარებულ და უკანონ აბორტს და მის შესაძლო შედეგებს, ანორტის აკრძალვა კი სწორედ ამას შეუწყობს ხელს, ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აბორტის აცილებაზე, და არა მის არეუალურ აკრძალვაზე...

yes.gif 100%
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_a_M_o
პოსტი Nov 19 2008, 12:47 PM
პოსტი #9


Me =)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 10-November 08
მდებარ.: In My Mind
წევრი № 5,925



აკრძალვას რა აზრი აქვს, ვისაც უნდა მაინც გააკეთებს სამწუხაროდ.. fiqri.gif


--------------------
Sometimes i think.. sometimes i don't...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 19 2008, 12:50 PM
პოსტი #10


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



KAIROS
ციტატა
სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით!

საინტერესო მიდგომაა და სიმართლის საკმაო ნაწილს შეიცავს. yes.gif
თუმცა სრული ილუზია არაა...

ზოგი ამავე მოსაზრებით მომხრეა ნარკოტიკული ნივთიერებებით თავისუფლად ვაჭრობის დაკანონებით, თუმცა ძნელი გასარკვევია რომელია მართალი. ბევრი აბორტის აკრძალვვის მსგავსად იძახის რომ ნარკოტიკების ოფიციალურად დაკანონება ბევრ პრობლემას გადაჭრის, აღარ იარსებებს კონტრაბანდა, დაიკლებს ნარკომანების, მათი გამსაღებლების და საერთოდ მთლიანად ამ სფეროს პირდაპირი კონტაქტი სხვადასხვა ფორმის კრიმინალებთან, გამჭვირვალობის შედეგად უფრო ნათელი გახდება ვინ ნარკომანია და ვინ არა, რის შედეგად მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი შიდსი-თ ინფიცირება დაიკლებს, გადადება მინიმალური იქნება და ა.შ.

...მაგრამ ბევრი ევროპული სახელმწიფო არ ახდენს ამის ლეგალიზაციას. ცხადია თავისი არგუმენტებიც აქვთ.

სიმართლე სად არის არ ვიცი.

თავისუფლად შეიძლება რომ აბორტის კრიმინალიზაციამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ასევე დადებითიც, რადგან იატაკქვეშა აბორტები სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება, შესაბამისად ის ვერ იქნება ბევრი, ყოველთვის ხელმისაწვდომი, ასევე ის რომ დაბალი ხარისხის აბორტები იქნება სამედიცინო თვალსაზრისით, გამოიწვევს შიშს მისდამი და მსურველიც დაიკლებს და ა.შ.

მე არ ვიცი რა უფრო შველის ზოგადად მსგავსი ტიპის სიბინძურეს, თავისუფლება და ადამიანის შეგნებაზე მინდობა ყველაფრის თუ პირიქით აკრძალვა. ალბათ გააჩნია სიტუაციას და ერის მენტალიტეტს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2008, 12:53 PM
პოსტი #11


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მერე მომრავლდება "იატაკქვეშა" სააბორტე "კლინიკები" და ყველა მათხოჯი "ექიმობას" დაიბრალებს.

ადამიანს თუ ეს არ აქვს შეგნებული, რომ მკვლელობაა, ადგება და კიბიდან გადმოხტება, რამეს დალევს, ოღონდ მოიწყვიტოს.
ღმეროთო ყველას გვაშორე, ამ თემაზე ლაპარაკიც კი მაშინებს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_a_M_o
პოსტი Nov 19 2008, 12:55 PM
პოსტი #12


Me =)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 10-November 08
მდებარ.: In My Mind
წევრი № 5,925



ციტატა(kato_Bato @ Nov 19 2008, 12:53 PM) *

მერე მომრავლდება "იატაქქვეშა" აბორტები და ყველა მათხოჯი "ექიმობას" დაიბრალებს.

ადამიანს თუ ეს არ აქვს შეგნებული, რომ მკვლელობაა, ადგება და კიბიდან გადმოხტება, რამეს დალევს, ოღონდ მოიწყვიტოს.

+1 umnik3.gif


--------------------
Sometimes i think.. sometimes i don't...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 01:03 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
გეთანხმები

KAIROS
kato_Bato

რომელი ჩვენგანია აქ ისეთი, რომელიც კაცს მხოლოდ იმიტომ არ კლავს, რომ 7-წლიანი პატიმრობის ეშინია?

მაგრამ, ამიტომ სახელმწიფო კრძალავს მკვლელობას!

სახელმწიფოს სამართლის მიზანი სხვაა (საეკლესიოსგან განსხვავებით). სახელმწიფო ვერ დაელოდება იმას, როდის დავა ვიღაცის შეგნებამდე რამე. სახელმწიფოს კანონთა ერთობლიობა ქმნის სახელმწიფოს სამართლებრივ პოლიტიკას და აქედან ჩანს, რა უნდა ამ სახელმწიფოს, როგორ ესახება მას მის მოქალაქეთა მომავალი.

ამიტომ, ჩემი აზრით, აბორტი უნდა აიკრძალოს.

ამასთან დაკავშირებით, იხ. ჩემი სტატია: http://www.orthodoxy.ge/samartali/aborti.htm


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2008, 01:08 PM
პოსტი #14


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კანონისტი
ჩემო დათო, ცოცხალი კაცის არ მოკვლის კანონით არ მრავლდება დაავადებები,
ასეთი წესით კიდე, არასტერილურ მდგომარეობაში გაკეთებული აბორტით, გამრავლდება კაკ მინიმმუმ ჰეპატიტები და შიდსი და ღმერთმა ყველას გვაშოროს, უარესი.

წავა მერე მასეთი ქალი სალონში, გაიკეთებს ფრჩხილებს და ღმერთმა არ ქნას ვინმე ჯანმრთელი და პატიოსანიც იქვე აღმოჩნდეს, რიგში.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Nov 19 2008, 01:10 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



მეც აკრძალვის მომხრე ვარ, მაგრამ აქ ისმის დიდი კითხვის ნიშანი და უზარმაზარი დილემა, საკითხი მდგომარეობს შემდეგში: ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არის ამის სამედიცინო ჩვენება, თუ ის ავკრძალეთ მაშინ როგორ უნდა გაკეთდეს? თუმცა ვიცი რომ ბევრი თუნდაც ამ ფორუმზე განსხვავებულად ფიქრობს... ეს საკითხი ძალზედ მტკივნეულია და აქტუალურიც,მოდი ამაზეც ვიფიქროთ სამედიცინო ჩვენების დროს აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არა???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2008, 01:20 PM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



საზოგადოებას სული თუ აქვს მოსარჩენი, იმას ხორცზე მკურნალობა მაინცდამაინც ვერ უშველის.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 01:29 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემო
ციტატა
მოდი ამაზეც ვიფიქროთ სამედიცინო ჩვენების დროს აბორტი უნდა გაკეთდეს თუ არა???

შეიძლება მაგის ჩაწერა კანონში, რომ არსებობს უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევები.

ისე, მაგაზე ერთი შემთხვევა მახსენდება. აბორტის აკრძალვის მომხრე ერთმა ლექტორმა აბორტის მომხრე სტუდენტები შეკრიბა და უთხრა:
- არის ასეთი ქალბატონი, რომელსაც აქვს თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევა. დაბადებისთანავე გარდაეცვალა 6 შვილი, ახლა არის ორსულად მე-7-ზე, ორსულობის მდგომარეობა აქვს ძალიან მძიმე. შეიძლება თუ არა გაუკეთდეს აბორტი?
- სტუდენტებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ აბორტი აუცილებლად საჭირო იყო მისი სიცოცხლისათვის.
ლექტორმა უპასუხა:
- ეს ქალბატონი აბორტს ვერ გაიკეთებს, რადგან მან დიდი ხნის წინ ეს ბავშვი დაიტოვა და დაიბადა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.........


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2008, 01:34 PM
პოსტი #18


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კანონისტი
მაგას ქვია ემოციური ზემოქმედება მომავალ ექიმებზე, რომ არ დაავიწყდეთ მორალი.
სამედიცინო ჩვენება უარესიც შეიძლება იყოს, ღმერთმა ყველას გვაშოროს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 19 2008, 01:36 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



kato_Bato
შენ რაც გინდა ის დაარქვი. იურიდიულად ფაქტი ერთია – თუკი ნაყოფს ბავშვად ჩათვლი, თვით უმძიმესი სამედიცინო ჩვენების დროსაც კი დაუშვებელია აბორტი.

ბეთჰოვენი რად გინდა, აგერ ჩემი ძმის კლასელს ეუბნებოდნენ პირველ შვილზე, განუვითარებელიაო, მკვდარი დაიბადებაო და შენც მძიმედ დაავადდებიო. არადა, ის ბიჭუნა 2 წლისაა უკვე, არც მას მოსვლია რამე და არც დედიკოს kiss1.gif

ჩვენ ექიმებს მტერი ენდო!.... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_a_M_o
პოსტი Nov 19 2008, 01:39 PM
პოსტი #20


Me =)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 10-November 08
მდებარ.: In My Mind
წევრი № 5,925



ციტატა(კანონისტი @ Nov 19 2008, 01:36 PM) *

ბეთჰოვენი რად გინდა, აგერ ჩემი ძმის კლასელს ეუბნებოდნენ პირველ შვილზე, განუვითარებელიაო, მკვდარი დაიბადებაო და შენც მძიმედ დაავადდებიო. არადა, ის ბიჭუნა 2 წლისაა უკვე, არც მას მოსვლია რამე და არც დედიკოს kiss1.gif

თუმცა პირიქითაც ხდება ხოლმე,სამწუხაროდ.. sad.gif

ციტატა(კანონისტი @ Nov 19 2008, 01:36 PM) *

ჩვენ ექიმებს მტერი ენდო!.... sad.gif

+111111111


--------------------
Sometimes i think.. sometimes i don't...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი