იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ, საბრძოლველად |
ლილიანა |
Feb 9 2008, 11:37 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
წმინდა ეგნატე ბრაინჩინინოვი წერს რო წმინდა მამები მოწყინების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მოკლე წმინდა წერილიდან ნასესხები სიტყვებს იყენებდნენ
1. მადლობა ღმერთს ყოველივესათვის ! 2. ღმერთო , შენს წმინდა ნებას შევედრი ჩემს თავს , იყავნ ნება შენი ! 3. უფალო , მადლობა ყოველისვესთვის , რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ! 4. სამართლად ღირსი , რომელ ვქმენი, მომეგების , მომიხსენე მე , უფალო , ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა წმინდა მამა წერს " როგორც კი მტერი თავს წამოჰყოფდა , მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს . როდესაც მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ , დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება :ხმადაბლა , აუჩქარებლად , აღგზნების გარეშე , ყურადღებით , მხოლოდ გასაგონად -მმანამ , სანამ მტერი სულ არ გაგეცლებათ , სანამ არ იგრძნობთ ღვთის მადლის შეწევნის მოახლოვებას როცა მტელი კვლავ შეეცდება თავდასხმას , მაგრამ თქვენ ისევ ის იარაღი აიღეთ ხელში და , როგორც დიდი სარდალი ,კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს , პირდაპირ სახეში აძგერეთ მოპირისპირეს " " ნუ გაიოცებთ ,რომ დავითის იარაღი ერთი სეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს , საქმეში გამოსცადეთ და თავადვე იხილავთ შედეგს ! " ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
T.L. |
Feb 9 2008, 11:44 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ლილიანა
პ.ს. გულში დათბა -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
zaz |
Feb 12 2008, 12:55 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
ციტატა ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს პატრიარქი ხშირად ამბობს, რომ უნდა გავიმეოროთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ამ სიტყვების გამეორებით ადამიანის სულში სიმშვიდე ისადგურებს. |
S a l l y |
Feb 12 2008, 07:57 PM
პოსტი
#4
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ძალიან მიყვარს ჩებაქსრისა და ჩავუშეთის არქიეპისკოპოსის მანუელის სიტყვები..აამ ნაშრომს ხშირად ვკითხულობ და რარაც ვძლიერდები ხოლმე
აქ პატარა ნაწყვეტს დავწერ: მე მინდა,რომ შენ განიმსჭვალო იმ ჭეშმარიებით,რომ მდუმარებაზე კარგი და ძვირფასი არაფერია.ამიტომ,ნუ გახარჯავ ამაოდ სიტყვის ძალას,შეინახე იგი აღმშენებლობისათვის,აღსარები ათვის,შEნ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა ყოველ შენს სიტყვაზე(უმეტესწილად ხომ ამისთვის იტანჯები მრავალი წელია). მე მინდა,რომ შენ შეინარჩუნო(რა თქმა უნდა,ჩემო ნების შესაბამისად)სიცოცხლის წყურვილი,გამოულეველი ენერგია,სიყვრული და მოშურნეობა,მგზნებარება მოქმედებისადმი,რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში. მე მინდა,რომ შენი აზრები და საქმე არ დაშორდეს ერთმანეთს(შენ ზშირად გსურდა ერთი და აკეთებდი მეორეს)... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 12 2008, 08:42 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
კარგი თემაა.
საკუთარი თავის გამხნევებისა და გამოფხიზლებისთვის ვამბობ ხოლმე:"მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესა". ასევე მიყვარს "უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით". ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი ვისა მეშინოდეს" ასევე მიყვარს ეს ლოცვა:"დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა". და პატრიარქის ეს სიტყვები მიყვარს"ქართველნო ერთად ღვთისაკენ". |
Маиа |
Feb 12 2008, 11:47 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
მე სადღაც უკვე დავწერე და აქაც დავწერ.... მე ასეთ დროს ვიმეორებ ლოცვას "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი...." და ძალიან მეხმარება "აქებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი -სახელსა წმინდასსა მისსა. აქებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსსა მოცემულსა მისსა"...
-------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
კავკასიელი |
May 1 2008, 03:03 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?"
(ფსალმუნი 26:1) ან იესოს ლოცვა თქვი ან სახარება წაიკითხე -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
ლილიანა |
May 1 2008, 04:24 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ციტატა "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" ეს ფრაზა 26 ფსალმუნიდან ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმეორებ , ფსალმუნს კი ყოველ ცისკარზე ვკითხულობ ... -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
neo |
May 1 2008, 07:22 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
უფალო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე - ეს თვითონ მოდის ხოლმე, როცა ძაან დაღლილი ვარ;
მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდეი მისი - ეს მრისხანებისას; იყავნ ნებაი შენი უფალო - ეს როცა ვფიქრობ და გადაწყვეტილებებს ვწონი, განმზადებულ არს გული ჩემი უფალო, განმზადებულ არს გული ჩემი - ეს განსაცდელისას... იესოს ლოცვა მაინც ყველაზე ხშირად მომდის და მადგება -------------------- www.cordesign.ge
|
nino_ni |
May 1 2008, 07:32 PM
პოსტი
#10
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
solomony
ციტატა ასევე მიყვარს ეს ლოცვა:"დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა". მეც მიყვარს ძაან -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
mogzaura |
May 10 2008, 12:39 AM
პოსტი
#11
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
''გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა''
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
nikolozi800 |
Jul 9 2008, 02:41 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 7-July 08 წევრი № 5,283 |
mogzauraეგ ფრაზაც კიდე "დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა" ესეც და რაც მე მაქვს "ყოველი თესლები გარემომადგების მე და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ"
-------------------- "ყოველი თესლები გარემომადგეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ“
|
guest |
Jul 10 2008, 04:35 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე წმინდა ნიკოლოზ სერბის სტატიები "მშველის" ... და რამშტაინი კიდევ
|
ლეონტი |
Jul 10 2008, 10:22 AM
პოსტი
#14
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ვასრულებ თქვენს სურვილს: როცა ტელევიზორი ან რაიმე სანახაობა გაგიტაცებს :"მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე." როცა "მეგობრებში" ან ისეთ ხალხში ხარ ვისაც ღმერთი არ ახსოვს: "შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი." აღსარების თქმის წინ: "შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუვარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა". წმინდა წერილის კითხვის წინ: "ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწავლო მას." როცა ვინმე განგარისხებს ან შეურაცგყოფს ან გაგტისკავს: "მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს" როცა ვნებები მოგეძალება: "სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე." კიდე ბევრია , ფაქტიურად მთელი წმინდა წერილი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
natia. |
Jul 10 2008, 12:45 PM
პოსტი
#15
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 28-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,929 |
"მადლობა უფალო ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება, დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება"
-------------------- მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
|
ლეონტი |
Jul 10 2008, 04:58 PM
პოსტი
#16
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
"მადლობა უფალო ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება, დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება" ეს ფორმულა შეიძლება ითქვას არასწორადაა ფორმილებული,რადგან "ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება", უფლის ნება არაა არამედ უმეტესობა საკუთარი თავით ხდება . ანუ დაუშვათ მე ცოდვებში ვარ და ვამბობ:"დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება" სტრანნო. მე კი ვიცი რასაც გულისხმობ: მადლიერებით მიიღო ყველა განსაცდელი და სიძნელე. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
nini1 |
Jul 24 2008, 12:37 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 |
როდესაც ძალიან აფორიქებული ვარ იესოს ლოცვას ვიმეორებ გულში და თუ მეშინია რამის, მაშინ უფლის სიტყვებს ვიხსენებ :" მე ვარ, ნუ გეშინინ! " ძალიან მამშვიდებს ეს სიტყვები
-------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
-tamar- |
Jul 24 2008, 12:39 AM
პოსტი
#18
|
summer time :) ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 |
ეს ფრაზა 26 ფსალმუნიდან ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმეორებ , ფსალმუნს კი ყოველ ცისკარზე ვკითხულობ ... ყოველ ცოსკარზე რას ჰქვია? ყოველ კვირა დილიით? თუ როგორ? -------------------- მიყვარხართ
|
gvasalia |
Aug 23 2008, 08:37 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 21-January 08 წევრი № 3,700 |
|
m16 |
Aug 23 2008, 08:59 PM
პოსტი
#20
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ლილიანა
ლილიანა რა მისტიკური ხარ.. რაღაც ამოუცნობთან ასოცირდები ჩემ გონებაში.. რამდენი ხანია მინდოდა მეთქვა ხო და კიდე ერთი ფორუმელია რომელიც მისტიკურია -------------------- :)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 12:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი