თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ვისაც მეურნეობა აინტერესებს

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 15 2009, 02:35 PM

.....

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Mar 15 2009, 07:37 PM

მეც ძალიან მიყვარს მეურნეობა და საერთოდ სოფელი, ბუნება...ჩემი ოცნებაა ვიცხოვრო სოფელში და მქონდეს ჩემი მეურნეობა. არ ვიცი განხორციელდება
თუ არა ეს ოცნება. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 15 2009, 07:46 PM

ვისაუბროთ სერგი, შეიძლება ეზოს მოწყობა-დალაგება, ყვავილების მოვლაზეც და დეკორატიულ მებაღეობაზეც საუბარი.
მე მაინტერესებს ეგ...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 15 2009, 10:14 PM

. ..

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 15 2009, 10:17 PM

მე მაქვს სოფელში კალმახა სოკო და ისე ვუვლი ცივ ნიავს არ ვაკარებ რო არ გაიყინოს, ერთი სული მაქვს როდის გაიზრდება,

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 15 2009, 10:24 PM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 16 2009, 09:33 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 16 2009, 10:31 AM

...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 16 2009, 07:52 PM

სერგი ძალიან კარგი თემაა გმადლობ.
მე მაინრერესებს გარეული იხვების შესახებ,
არის ერთი ჯიში,რომელსაც აშინაურებენ,
ვეძებე და ბევრი არაფერია და სადმე ხომ არ მოგეპოვებათ მათზე ინფორმაცია?
ბოცვერების მომრავლება საინტერესო იდეაა smile.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Mar 16 2009, 07:56 PM

ძალიან კარგია ფუტკრების მოშენება. smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 16 2009, 08:00 PM

ო როგორ მიყვარს ხების დარგვა ვაზის გასხვლა და ასე შემდეგ აგერ ახლა მაგაზე ვმუშაობდი სოფელში ბაღში ჭის გათხრაც კი დავიწყე რომ ვაზი ჩავყარო დ აშემდეგ რომ მოირწყოს ერთი 300 ძირის ვაზის ჩაყრა მინდა.

დღეს თბილიში ორი ატამი და 2 ვაშლიც ჩამოვიტანე მეგობარს დაურგე ბაღში ძან გაუხარდა.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 17 2009, 11:25 PM

...

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 17 2009, 11:27 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 17 2009, 11:25 PM) *

წინა თემაში პატიება გთხოვე იმედია,,ნახე..მართლა არ უნდა მეტქვა სენთვის ასე...

sad.gif ერთ სულიერზე მაქვს აკრებილი დსა შენ რა შუაში ხარ.. sad.gif

გარეულ იხვის მაგ ჯიშში არ ვიცი რომელია..ვეცდები მოვიპოვო ინფორმაცია...აი ბოცვრებზე კი სეიძლება უფრო ბევრის წერა...

ბიძია თომა smile.gif
დღეს ჩამოვედი სოფლ;იდან smile.gif ნაძვი და ვაზები დავრგე....აქ წამოსვლა არც მინდოდა....ადამიანად ვიგრძენი თავიუ მიწას რომ შევეხე.. sad.gif
მალე წავალ ისევ სოფელში
1 წლის წინ მწფუტკრეობის ინსტიტუტში გავიარე მეფუტკრეობის კურსები...
ძალიან საინტერესოა საერთოდ ფუტკარი და მისი ცხოვრება....

თავიდან იმას ავღნიშნავ, რომ ფიტკარს არ უყვარს ხმაური, ჩხუბი ოჯახში....
ასე რომ თუკი ფუტკრის მოსენებას გადაწყვეტთ, საჭიროა ჯერ გიყვარდეთ ფუტკარი, მერე კიდევ, ოჯახის წევრებთან მშვიდობა გვქონდეს smile.gif

მართლა მაგარია ტო სოფელი არც კი მინდა აქეთ ცხოვრება მართლა ვამობ აგერ ახლა ნახე 100-100 გაიყვანონ კაპიდან ცემთან ეგრევე წავალ. laugh.gif რა სჯობია სოფელს დილით ადრე რომ ადგები ცვრიან ბალახზე რომ გაივლი და ვაზის ძირებს რომ მოეფერები .

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 17 2009, 11:35 PM

აბა ვინ რა იცით დეკორატიულ კომბოსტოზე და მსგავს მცენარეებზე? smile.gif დაწერეეეთ smile.gif სერგი გააქტიურდი რაა

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 17 2009, 11:46 PM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 18 2009, 12:01 AM

...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 18 2009, 01:32 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 17 2009, 11:25 PM) *

წინა თემაში პატიება გთხოვე იმედია,,ნახე..მართლა არ უნდა მეტქვა სენთვის ასე...

sad.gif ერთ სულიერზე მაქვს აკრებილი დსა შენ რა შუაში ხარ.. sad.gif

გარეულ იხვის მაგ ჯიშში არ ვიცი რომელია..ვეცდები მოვიპოვო ინფორმაცია...აი ბოცვრებზე კი სეიძლება უფრო ბევრის წერა...

სერგი დაივიწყე kiss1.gif

ახლა კი ვნახოთ იხვებზე რა ხდება smile.gif

ესენი არიან მაგ იხვის ჭუკები
მე ვიყიდე და მერე რომ გაიზარდნენ.......................გამიფრინდნენ sad.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ჭამენ ყველაფერს და აქვთ უგემრიელესი ხორცი ,არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და ბუდეს დამოუკიდებლად აკეთებენ და ჩეკავენ 15-20 ჭუკიას,იზრდებიან ძალიან სწრაფად,მაგრამ გაფრენა იციან სასწაული,ამიტომ ფრთები უნდა დააჭრა სანამ ეს მოხდება
smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 18 2009, 11:14 AM

...

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 18 2009, 11:27 AM

ციტატა(inaina @ Mar 18 2009, 01:32 AM) *

სერგი დაივიწყე kiss1.gif

ახლა კი ვნახოთ იხვებზე რა ხდება smile.gif

ესენი არიან მაგ იხვის ჭუკები
მე ვიყიდე და მერე რომ გაიზარდნენ.......................გამიფრინდნენ sad.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ჭამენ ყველაფერს და აქვთ უგემრიელესი ხორცი ,არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და ბუდეს დამოუკიდებლად აკეთებენ და ჩეკავენ 15-20 ჭუკიას,იზრდებიან ძალიან სწრაფად,მაგრამ გაფრენა იციან სასწაული,ამიტომ ფრთები უნდა დააჭრა სანამ ეს მოხდება
smile.gif


სად იყიდება მიმასცავლეთ და რა ღირს..რა მაგრები არიან ტო,გადავირიე..მართლა მაინტერესებს

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 18 2009, 11:29 AM

ხანდახან დიდუბის მეტროსთან იყიდება შესასვლელში,ერთი ცალი 5 ლარი ღირს,მე ხაშურში ვიყიდე და 2 ლარი მივეცი ერთ ცალში smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 18 2009, 11:34 AM

ციტატა(inaina @ Mar 18 2009, 11:29 AM) *

ხანდახან დიდუბის მეტროსთან იყიდება შესასვლელში,ერთი ცალი 5 ლარი ღირს,მე ხაშურში ვიყიდე და 2 ლარი მივეცი ერთ ცალში smile.gif



დიდუბეში ბარიგები არიან,ხუთი ლარი მუხრანის დიდი ქათამი ღირს დაკლულ-გაპუტულ-გამოპუტული tongue.gif ..ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა აუცილებლად მივაშურებ თუ წავაწყდი დიდუბეში./..ყველაფერს ჭამენ ხო?წყალი დიდი სათლში დაჭირდებათ ალბათ ან ვანაში გავანებივრებ ხოლმე..რას გამახალისებენ წარმომიდგენია

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 18 2009, 11:54 AM

ხაშურში იყიდე შენც, გზაში ფული თუ არ დაგენანება tongue.gif

არც აცრა ჭირდებათ და არც რამე განსაკუთრებული მოვლა,მე სადაც ვხოვრობ იქ მდინარე ჩამოდის სახლის გვერზე და იქ გავუშვი და გაიხარეს
ალბათ ვანაში გაუჭირდებათ smile.gif


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 18 2009, 12:02 PM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 19 2009, 11:00 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 19 2009, 11:14 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 20 2009, 09:10 AM

ფუტკრის ოჯახში სამი სახეობის ფუტკარია:
დედა ფუტკარი
მამა ფუტკარი
მუშა ფუტკარი

დედა ფუტკარი ზომით მუშა ფუტკარზე დიდია. სკაში მხოლოდ ერთი დედა ფუტკარია. თუ სემთხვევით სკაში ორი დედა ფუტკარი აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს შეებრძოლებიან და სუსტი დამარცხდება, მოკვდება და იმ სკაში გამარჯვებული დედა ფუტკარი დარჩება.

მამალი ფუტკარი ისიც დიდი ზომისაა. მას მუშა ფუტკარზე დიდი თავი და ტანი აქვს. მამალი ფუტკარი ყველაზე მეტ საკვებს ჭამს. სემოდგომაზე , ღალიანობის დასასრულ მუშა ფუტკარი მამალ ფუტკარს სკიდან აძევებს. გარეთ კი მამალი ფუტკრები იხოცებიან.

მუშა ფუტკარი - იგივე განუვითარებელი დედა ფუტკარია. მუშა ფუტკარია სკის ძირითადი მოსახლეობა. ზომით იგი დედალ და მამალ ფუტკატზე პატარაა. მუშა ფუტკარი ასრულებს ყველა სამუშაოს სკაში - აშენებს ფიჭებს, მოიპოვებს საკვებს, გამოზრდის ბარტყს, იცავს სკას...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 20 2009, 09:53 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 20 2009, 09:10 AM) *

ფუტკრის ოჯახში სამი სახეობის ფუტკარია:
დედა ფუტკარი
მამა ფუტკარი
მუშა ფუტკარი

დედა ფუტკარი ზომით მუშა ფუტკარზე დიდია. სკაში მხოლოდ ერთი დედა ფუტკარია. თუ სემთხვევით სკაში ორი დედა ფუტკარი აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს შეებრძოლებიან და სუსტი დამარცხდება, მოკვდება და იმ სკაში გამარჯვებული დედა ფუტკარი დარჩება.

მამალი ფუტკარი ისიც დიდი ზომისაა. მას მუშა ფუტკარზე დიდი თავი და ტანი აქვს. მამალი ფუტკარი ყველაზე მეტ საკვებს ჭამს. სემოდგომაზე , ღალიანობის დასასრულ მუშა ფუტკარი მამალ ფუტკარს სკიდან აძევებს. გარეთ კი მამალი ფუტკრები იხოცებიან.

მუშა ფუტკარი - იგივე განუვითარებელი დედა ფუტკარია. მუშა ფუტკარია სკის ძირითადი მოსახლეობა. ზომით იგი დედალ და მამალ ფუტკატზე პატარაა. მუშა ფუტკარი ასრულებს ყველა სამუშაოს სკაში - აშენებს ფიჭებს, მოიპოვებს საკვებს, გამოზრდის ბარტყს, იცავს სკას...

სერგი ძალიან საინტერესოა,
მოვლასა და მოშენებაზეც გაგავიზიარეთ გამოცდილება smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 20 2009, 11:12 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 21 2009, 10:25 PM

რა არის კაცო ეს...მარტო მე ვარ სოფლელი? დაწერეთ რამე რა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 21 2009, 10:26 PM

აუ ვაზის კაი ძირები არავის გაქვთ რომ მომცეთ?

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 21 2009, 11:10 PM

ციტატა
რა არის კაცო ეს...მარტო მე ვარ სოფლელი? დაწერეთ რამე რა



ძროხის მოწველა, კარაქის შედღვება და ყველის ამოყვანა ვიცი... ხახვის მ არგვლა, ლობიოს გამოპარკვა და და მატიტელას ვცნობ კიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გამოვა ჩემგან რამე?

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 21 2009, 11:14 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Mar 21 2009, 11:10 PM) *

ძროხის მოწველა, კარაქის შედღვება და ყველის ამოყვანა ვიცი... ხახვის მ არგვლა, ლობიოს გამოპარკვა და და მატიტელას ვცნობ კიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გამოვა ჩემგან რამე?

მწვანილებს თუ არჩევ? ან შალაფას და სიმინდს? laugh.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 21 2009, 11:20 PM

ციტატა
მწვანილებს თუ არჩევ? ან შალაფას და სიმინდს?

თავისთავად ohmy.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 21 2009, 11:22 PM

ბიძია თომა
tustusa-gogo
ასე რა ..მეგონა მარტო მე ვარ სოფლელი smile.gif

თემო რომელი ვაზი გინდა? შავი, თეთრი? უწამლი?

მე ახლახანს დავრგე პინო..მაგას არ ჭირდება მოწამვლა...შავი ფერისა..და საფერავს წააგავს...

მწვანილებს თესლებით ვარჩევ smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 21 2009, 11:23 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 21 2009, 11:22 PM) *

ბიძია თომა
tustusa-gogo
ასე რა ..მეგონა მარტო მე ვარ სოფლელი smile.gif

თემო რომელი ვაზი გინდა? შავი, თეთრი? უწამლი?

მე ახლახანს დავრგე პინო..მაგას არ ჭირდება მოწამვლა...შავი ფერისა..და საფერავს წააგავს...

მწვანილებს თესლებით ვარჩევ smile.gif

მე საერთოთ ახლა ვაპირებ ერთი 200 ძირი ჩინურის ჩაყრას, ხო იცი არა უწამლის ღვინო არ ვარგა ისე რაიმე განსვავებული ჯიში მინდა რა არც მე არ მაქვს და კაი რომ იყოთ თან არ აქვს მნიშვნელობა რა ვაზი იქნება უწამლიც იყოს ერთი ორი ძირი მნინდ ამქონდეს რა.

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 21 2009, 11:27 PM

ციტატა
მწვანილებს თესლებით ვარჩევ

ნიახურის და პეტრუშკის თესლი აბა რით განსხვავდება? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 21 2009, 11:31 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Mar 21 2009, 11:27 PM) *

ნიახურის და პეტრუშკის თესლი აბა რით განსხვავდება? tongue.gif biggrin.gif


ნიახურისა უფრო წვრილია..ოხრახუშის (და არა პეტრუშკის) მოზრდილია და სუნით და ფორმითაც სტაფილოს ტესლს წააგავს a075.gif

ციტატა(ბიძია თომა @ Mar 21 2009, 11:23 PM) *

მე საერთოთ ახლა ვაპირებ ერთი 200 ძირი ჩინურის ჩაყრას, ხო იცი არა უწამლის ღვინო არ ვარგა ისე რაიმე განსვავებული ჯიში მინდა რა არც მე არ მაქვს და კაი რომ იყოთ თან არ აქვს მნიშვნელობა რა ვაზი იქნება უწამლიც იყოს ერთი ორი ძირი მნინდ ამქონდეს რა.


უნდა ჰავა გაითვალისწინო თქვენი მხრისა და ისეთი ვაზი დარგო, რომელიც უკეთ გვარობს მანდეთ...

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Mar 21 2009, 11:34 PM

ციტატა
ოხრახუშის (და არა პეტრუშკის)

მეგონა ოხრახუშზე გაიკვირვებდით, ეგ რომელიაო tongue.gif

აბა ჯონჯოლს ვინ დამაკრეფინეეებს ? rolleyes.gif


კამას და ცერეცოს შორის რა განსხვავებაა? ცერეცო ველური კამაა?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 21 2009, 11:38 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Mar 21 2009, 11:34 PM) *

მეგონა ოხრახუშზე გაიკვირვებდით, ეგ რომელიაო tongue.gif

აბა ჯონჯოლს ვინ დამაკრეფინეეებს ? rolleyes.gif
კამას და ცერეცოს შორის რა განსხვავებაა? ცერეცო ველური კამაა?


არამგონია..ცერეცოს უფრო მძაფრი სუნი და გემო აქვს...ველური კამა არ ვიცი რამდენადაა, მაგრამ ერთი ოჯახის მცენარეებია აშკარად...
თათრის მემწვანილე ქალები ატყუებენ ხოლმე არიფებს smile.gif და კამის ნაცვლად ცერეცოს ატანენ smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 21 2009, 11:43 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Mar 21 2009, 11:38 PM) *

არამგონია..ცერეცოს უფრო მძაფრი სუნი და გემო აქვს...ველური კამა არ ვიცი რამდენადაა, მაგრამ ერთი ოჯახის მცენარეებია აშკარად...
თათრის მემწვანილე ქალები ატყუებენ ხოლმე არიფებს smile.gif და კამის ნაცვლად ცერეცოს ატანენ smile.gif

გეთანხმები laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 03:03 PM

...

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Mar 27 2009, 03:21 PM

sergi_glaxa

მარტო დარგვა არაფერია, მოვლაც უნდა მერე tongue.gif

http://www.radikal.ru


დღეს უნდა ავიდე სოფელში შემოსაბარი და დასასუფთავებელი დამრჩა ნაწილი smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 03:22 PM

...

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 27 2009, 03:24 PM

di_onise

ციტატა(di_onise @ Mar 27 2009, 03:21 PM) *

sergi_glaxa

მარტო დარგვა არაფერია, მოვლაც უნდა მერე tongue.gif

http://www.radikal.ru
დღეს უნდა ავიდე სოფელში შემოსაბარი და დასასუფთავებელი დამრჩა ნაწილი smile.gif
თეთრი წყარო არა? smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 27 2009, 03:25 PM

sergi_glaxa
ეეჰ, არ გამახსენდა თორემ ზაზას თესლებს გამოვატანდი აქაური მწვანილეულ- ბოსტნეულის sad.gif აუცილებლად გამოგიგზავნი მერე. დედაჩემს ვუგზავნიდი სულ და კმაყოფილი იყო კიტრებით და სტაფილოთი განსაკუთრებით smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Mar 27 2009, 03:26 PM

sergi_glaxa

დარგვით დარგეს უკვე. პატარა ვიყავი მე მაშინ biggrin.gif


Ismail

არა ტაბახმელაა.

იქით კაი ხანია არ ვყოფილვარ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 27 2009, 03:30 PM

ეზოიანი სახლი ვისაც გაქვთ შეგიძლიათ თამამად დარეკოთ გარეოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ნერგებს აუცილებლად, სრულიად უსასყიდლოდ მოგიტანენ

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Mar 27 2009, 03:31 PM

http://www.radikal.ru


ესეც კიდე მისი ნაყოფი

პირველად დაისხა შარშან

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 27 2009, 03:39 PM

ერთი აზრი მომივიდა smile.gif
ფორუმელები ხომ არ გავსულიყავით სადმე და დაგვერგო ხეები ერთ მშვენიერ დღეს ამ კვირაში? smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 04:03 PM

...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 27 2009, 04:15 PM

sergi_glaxa

ციტატა
წინასწარ მადლობა

არანაირი მადლობა 2kiss.gif

გერმანიაში გავრცელებულია ამ ჯიშის ოხრახუში:

http://img49.imageshack.us/my.php?image=800pxpetersiliekraus.jpg


http://img141.imageshack.us/my.php?image=petersilie32.jpg


უმარავ სალათთაგან მე ძალიან მიყვარს ეს სალათი, მინდვრის სალათი ქვია, დედაჩემს ვუგზავნიდი და კარგად ხარობს ჩვენთანაც:

http://img440.imageshack.us/my.php?image=feldsalat071231.jpg


ფრანგული რეცეტპის მიხედვით ამას ამატებენ ნიგვზის ზეთს , შავ ბალზამიკოს (ძმრის სახეობა) და ასევე კრუტო-ს (crouton) , ესაა წვრილ კუბიკებად დაჭრილი შეპიწკინებული პური. ასევე ამატებენ წვრილად დაჭრილ და შეხრაკულ სალას .

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 04:20 PM

...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 27 2009, 04:30 PM

sergi_glaxa

ციტატა
აი ეს სალათი კი პირველად ვნახე....საინტერესოა

ახლო მომავალში წამომსვლელი თუ ვნახე გამოვატან თესლს. ისე ეგ სალათი გვიან შემოდგომამდე მოდის და ამიტომ გვიანი არ იქნება დათესვაც smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 04:42 PM

ციტატა(staywhite @ Mar 27 2009, 04:30 PM) *

sergi_glaxa

ახლო მომავალში წამომსვლელი თუ ვნახე გამოვატან თესლს. ისე ეგ სალათი გვიან შემოდგომამდე მოდის და ამიტომ გვიანი არ იქნება დათესვაც smile.gif


kiss1.gif

ჩვენ ადრე ამერიკიდან ჩამოტანილი სალათები დავთესეთ და კარგად მოვიდა smile.gif იმედი მაქვს ეგეც მოვა..ევროპა ხომ უფრო ახლოსაა ჩვენთან smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 27 2009, 04:51 PM

ჩემ დროს ეს კომბოსტოს ჯიში არ მახსოვს და ახლა თუა მაინტერესებს. თუ მოგეწონათ, თესლებს ამისაც გამოვგზავნი, თარგმანში ქვია "ვარდ-კომბოსტა" biggrin.gif :


http://img152.imageshack.us/my.php?image=rosenkohl.jpg

http://img208.imageshack.us/my.php?image=800pxrosenkohl2.jpg

http://img141.imageshack.us/my.php?image=pixeliochrisrosenkohlp2.jpg

მე მიყვარს smile.gif ათას გარნიტურს ვამზადებ მისგან. გემოში წააგავს კომბოსტოს, ოღონდ უფრო ინტენსიური გემო აქვს. აი, მაგალითად ხახვში და კარაქში მოთუშული:

http://img172.imageshack.us/my.php?image=300pxrosenkohlbutter.jpg

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 05:09 PM

...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 27 2009, 05:12 PM

sergi_glaxa
კარტოფილის საქმე როგორაა ქართლში ? ჩვენთან მთიან აჭარაში წამყვანი აგრარკულტურა კარტოფილი და სიმინდი იყო.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 27 2009, 05:25 PM

...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 4 2009, 09:40 AM

სერგი სადა ხარ?
ეტყობა სოფელში წახვედი
ხეების დარგვის იდეა ავიტაცოთ რა თუ დამიდგები გვერდში და დიდი დიღომი ავირჩიოთ რა,ნერგები გვინდა კიდევ და ამაზეც მოვიფიქროთ,ან ვისაც საშუალება აქვს ჩამოვიტანოთ და გავიდეთ დასარგავად smile.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 09:12 AM

ბლის სურათი უკუღმაა და გადმოატრიალეთ.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 6 2009, 10:21 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 09:12 AM) *

ბლის სურათი უკუღმაა და გადმოატრიალეთ.


smile.gif არანაირად არ არის უკუღმა smile.gif ხის ქვეშიდანაა გადაღებული smile.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:19 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Apr 6 2009, 10:21 AM) *

smile.gif არანაირად არ არის უკუღმა smile.gif ხის ქვეშიდანაა გადაღებული smile.gif

ეს გასაგებია, მაგრამ მაინც უკუღმაა! თან მგონი შეგიცვლიათ, მაგრამ მაინც არასწორად დევს თუ დააკვირდებით

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 6 2009, 11:20 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:19 AM) *

ეს გასაგებია, მაგრამ მაინც უკუღმაა! თან მგონი შეგიცვლიათ, მაგრამ მაინც არასწორად დევს თუ დააკვირდებით


მაოცებთ ..გულწრფელად გეუბნებით....
არაფერი არ შემიცვლია....

მოკლედ დაწერეთ რაიმე სოფლის მეურნეობის შესახებ , გვირჩიეთ რაიმე ამ სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს თუკი გესმით ეს სფერო....და უფრო უკეტესი იქნება დამიჯერეთ smile.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:20 AM

http://www.radikal.ru
აი ეს არის სწორედ.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 11:20 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 09:12 AM) *

ბლის სურათი უკუღმაა და გადმოატრიალეთ.

ეს უშველის ჩვენს ჩავარდნილ სოფლის მეურნეობას?

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:23 AM


კეთილი, ვისაუბროდ სოფლის მეურლეობაზე ოღომდ წაღმა biggrin.gif

ლეონტი
ჩვენს სოფლის მეურნეობას იცით რატომ არ ეშველება? იმიტომ, რომ უწმინდესს არ ვიჯერებთ, როდესაც ამბობს ქართულ სოფელს მიხედეთო...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 6 2009, 11:24 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:22 AM) *

კეთილი, ვისაუბროდ სოფლის მეურლეობაზე ოღომდ წაღმა biggrin.gif


მასე ჯობია ...

ბლის სურათი წაღმაა თუ უკუღმა..ეს არაა პრობლემა...
მთავარია სინამდვილეში წელს ბლის კარგი მოსავალი მოვიდეს...
იმედია ნასესხები კარგად ჩაივლის ...
არადა წელს ხეხლის კარგი მსხმოიარეობის პერიოდი აქვს...

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:23 AM) *

კეთილი, ვისაუბროდ სოფლის მეურლეობაზე ოღომდ წაღმა biggrin.gif

ლეონტი
ჩვენს სოფლის მეურნეობას იცით რატომ არ ეშველება? იმიტომ, რომ უწმინდესს არ ვიჯერებთ, როდესაც ამბობს ქართულ სოფელს მიხედეთო...


სეიძლება გკითხოთ?

თქვენ სოფელში ცხოვრობთ? საიდან ხართ წარმოშობით?

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:28 AM

sergi_glaxa
ხომ არ იცით ქართული ჯიშის ბლის სახელები? (მგონი წაღმა უკუღმობანას თამაშს ეს ჯობია არა?)
მოდი მე დავიწყებ: ქართული ბალი, რომელიც ძალიან ტკბულია და ჭია, სხვა ბლებისაგან განსხვავებით ძალიან გვიან უჩნდება. აბა გისმენთ, შემდეგი...

sergi_glaxa
მე წარმოშობით დას. საქარველოდან ვარ. ამჟამად რუსთავში ვცხოვრობ დროებით, მაგრამ მაქვს საკუთარი სახნავ სათესი, ხეხილის ბაღი და ვენახი და ფუტკარი(12 სკა).

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 6 2009, 11:28 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:26 AM) *

sergi_glaxa
ხომ არ იცით ქართული ჯიშის ბლის სახელები? (მგონი წაღმა უკუღმობანას თამაშს ეს ჯობია არა?)
მოდი მე დავიწყებ: ქართული ბალი, რომელიც ძალიან ტკბულია და ჭია, სხვა ბლებისაგან განსხვავებით ძალიან გვიან უჩნდება. აბა გისმენთ, შემდეგი...


იმედია მიპასუხებთ სოფელში ცხოვრობთ თუ ქალაქში a075.gif

მე გორის რაიონში ვცხოვრობ, ვარიანში მაქვს სოფელი... ჩვენს რაიონში ხეხილს ნაკლებად უჩნდება ჭია..

არის კიდევ ასეთი ბალი "ბალამწარა"..სახელიდან გამომდინარე..თუ საკმაოდ არ დამწიფდა მომწარო გემო აქვს

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:30 AM

ზემოთ უკვე გიპასუხეთ.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 11:32 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Apr 6 2009, 11:24 AM) *


სეიძლება გკითხოთ?

თქვენ სოფელში ცხოვრობთ? საიდან ხართ წარმოშობით?

მე სოფელი როჟა ვარ, მარა იასნია ქალაქსი ვცხოვრობ.
ისე პატრიარქის ნატქვამი შემთხვევითი არაა,რო მოგშივდება მაინც მიხედავ სოფელს მაგრამ გაცილებიტ ცუდ დრეში იქნები ტუ წელსვე არ მიხედე კაცმა.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 6 2009, 11:34 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:28 AM) *

sergi_glaxa
ხომ არ იცით ქართული ჯიშის ბლის სახელები? (მგონი წაღმა უკუღმობანას თამაშს ეს ჯობია არა?)
მოდი მე დავიწყებ: ქართული ბალი, რომელიც ძალიან ტკბულია და ჭია, სხვა ბლებისაგან განსხვავებით ძალიან გვიან უჩნდება. აბა გისმენთ, შემდეგი...

sergi_glaxa
მე წარმოშობით დას. საქარველოდან ვარ. ამჟამად რუსთავში ვცხოვრობ დროებით, მაგრამ მაქვს საკუთარი სახნავ სათესი, ხეხილის ბაღი და ვენახი და ფუტკარი(12 სკა).


იმედია მომავალ გაზაფხულზე მეც მეყოლება ფუტკარი ....

იცი რა ხდება..ყველაფერს პატრიარქს აბრალებენ...
პატრიარქმა რომ არ თქვას (ამბობს და არავინ ყურს არ უგდებს) ისე ვერ უნდა სეიგნოს ადამიანმა რომ სოფლის გარესე ქვეყანა ვერ იარსებებს?
რაში გვჭირდება მაშინ ტერიტორიების დაბრუნება თუ ყველა მაინც თბილიში მოდის?

მე ვფიქრობ რომ ყველაფრის თავი არის სიზარმაცე...
საერთოდ ქართველი კაცის სენია ის, რომ უცბად უნდა გამდიდრება....

სოფლები არის დაცარიელებული, სამაგიეროდ ქალაქშია ყველა უსაქმური ჩამოსული..უჭირავთ მობილურები და ესემესობენ და ტრანსპორტში უსმენენ მუსიკას..ხალხს აწუხებენ...

ასე რომ პატრიარქი არაფერ შუაშია....

სიზარმაცე გვღუპავს..ყველას კაბინეტი რომ უნდა ეგ გვღუპავს...
თოხი და ბარი არავის უნდა...სამაგიეროდ ჭამა იცოცხლე...
ღვინოს რომ ხარებივით ისხავენ, ნეტა თუ ფიქრობენ ნამდვილ ღვინოს რამდენი შრომა უნდა? ვაზს რომ გამობარვა, გასხვლა., სეფურჩქვნა უნდა?

თუმცა ნაღდი ღვინო სადღა....

ახლანდელ თაობა მაღაზიაში კვერცხს რომ ყიდულობს , გონიათ ქარხანში კეთდება რაიმე დანადგარზე..

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 11:38 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Apr 6 2009, 11:34 AM) *



მე ვფიქრობ რომ ყველაფრის თავი არის სიზარმაცე...
საერთოდ ქართველი კაცის სენია ის, რომ უცბად უნდა გამდიდრება....



ქართველის კი არა სოფელი როჟების სენია, ტბილისი როგატენეს და საჭმელი არა აქვთ, მუსაობა ესიკვდილებატ.

ფუტკარს წელს ვიყიდი, მაგრამ ალტერნატიულად უნდა მოუარო.
კენიურ სკასი უნდა გადავსვა და ფუტკარი ფუტკარს დავამსგავსო.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:43 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Apr 6 2009, 11:34 AM) *

იმედია მომავალ გაზაფხულზე მეც მეყოლება ფუტკარი ....

იცი რა ხდება..ყველაფერს პატრიარქს აბრალებენ...
პატრიარქმა რომ არ თქვას (ამბობს და არავინ ყურს არ უგდებს) ისე ვერ უნდა სეიგნოს ადამიანმა რომ სოფლის გარესე ქვეყანა ვერ იარსებებს?
რაში გვჭირდება მაშინ ტერიტორიების დაბრუნება თუ ყველა მაინც თბილიში მოდის?

მე ვფიქრობ რომ ყველაფრის თავი არის სიზარმაცე...
საერთოდ ქართველი კაცის სენია ის, რომ უცბად უნდა გამდიდრება....

სოფლები არის დაცარიელებული, სამაგიეროდ ქალაქშია ყველა უსაქმური ჩამოსული..უჭირავთ მობილურები და ესემესობენ და ტრანსპორტში უსმენენ მუსიკას..ხალხს აწუხებენ...

ასე რომ პატრიარქი არაფერ შუაშია....

სიზარმაცე გვღუპავს..ყველას კაბინეტი რომ უნდა ეგ გვღუპავს...
თოხი და ბარი არავის უნდა...სამაგიეროდ ჭამა იცოცხლე...
ღვინოს რომ ხარებივით ისხავენ, ნეტა თუ ფიქრობენ ნამდვილ ღვინოს რამდენი შრომა უნდა? ვაზს რომ გამობარვა, გასხვლა., სეფურჩქვნა უნდა?

თუმცა ნაღდი ღვინო სადღა....

მაღაზიებში ახლანდელ თაობას გონია რომ კვერცხი ქარხანსი კეთდება რაიმე დანადგარზე..

მგონი ეს ყველაფერი ჩემი ჩანაწერებიდან გადაიწერეთ biggrin.gif (ვხუმრობ) და რაღქმა უნდა მართალს ბრძანებთ თუმცა მეც ქალაქელი ვარ(თუ რუსთავს შეიძლება, რომ ქალაქი ეწოდოს), მაგრამ ყველაფერი მაქვს და არც ვაპირებ თავი დავანებო. მე სადაც წავალ მეურნეობა ყველგან მექნება. ისე მგონი სამებაშია ხოლმე საუბრები და სემინარები სოფლის მეურნეობის საკითხებში, რადგან ღვინო გაინტერესებთ ჩემი(მცხეთელი) მეგობარი მალე მეღვინეობას ჩაატარებს და თუ თარიღი გავიგე გეტყვით.

ციტატა(ლეონტი @ Apr 6 2009, 11:38 AM) *

ქართველის კი არა სოფელი როჟების სენია, ტბილისი როგატენეს და საჭმელი არა აქვთ, მუსაობა ესიკვდილებატ.

ფუტკარს წელს ვიყიდი, მაგრამ ალტერნატიულად უნდა მოუარო.
კენიურ სკასი უნდა გადავსვა და ფუტკარი ფუტკარს დავამსგავსო.

მე მყავს ფუტკარი და ცოტაოდენი გამეგება. ისე კენიურს ახსენებთ და ასევე ქართულიც არსებობდა და გეჯას ეძახდნენ. ჩარგალშია, ვაჟას მუზეუმში ორი თუ სამი ცალი. საერთოდ ძველ ქართულ წესს სასტიკად ვემხრობი.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 11:48 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:43 AM) *


მე მყავს ფუტკარი და ცოტაოდენი გამეგება. ისე კენიურს ახსენებთ და ასევე ქართულიც არსებობდა და გეჯას ეძახდნენ. ჩარგალშია, ვაჟას მუზეუმში ორი თუ სამი ცალი. საერთოდ ძველ ქართულ წესს სასტიკად ვემხრობი.

გეჯა რომ აწიო კაი ჯეჯგვი უნად იყო.
კენიური მსუბუქია.

და გეჯა არაა პრობლება, პრობლემა ისაა რომ ქარტული რუხი ფუტკარი გააქრეს ამ იდიოტმა სელექციონერებმა უკეტესი ჯისის ზიებაში.
დღეს მხოლოდ ნარევი ჰიბრიდებია.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 6 2009, 11:49 AM

რატომ უნდა ასწიოთ? ისე კენიური მართლაც მსუბუქია, მაგრამ ასეთები ესპანეთში მინახია და საკმაოდ ეფექტური იყო.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 11:53 AM

ციტატა(zegardeli @ Apr 6 2009, 11:49 AM) *

რატომ უნდა ასწიოთ? ისე კენიური მართლაც მსუბუქია, მაგრამ ასეთები ესპანეთში მინახია და საკმაოდ ეფექტური იყო.

იმიტომ უნდა ავწიო რომ საკუთარი სტაციონალური ადგილი ჯერ არ მაქვს და ადგილის თხოვებაში უნდა ვიყო.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 6 2009, 12:09 PM

ლეონტი

ციტატა
კენიურ სკასი უნდა გადავსვა და ფუტკარი ფუტკარს დავამსგავსო.

ეგ კენიური სკა რომელია, რა უპირატესობები აქვს...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Apr 6 2009, 12:26 PM

კენიურ სკას აქვს ის უპიტატესობა რომ არ ხდება ფუტკარზე ზალადობა მეტი ტაფლის მიგების მიზნით და შედარებით ცოტა თაფლს იძლევა, მაგრამ მოვლა ნაკლები უნდა და მკურნალობაც.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 6 2009, 11:36 PM

ლეონტი
სურათით თუ ვიმსჯელებ მაგ "ჩარჩოებიდან" ციბრუტით ვერ გამოწურავ თაფლს, სულ დაიშლება ფიჭა...
ფაქტურად ეგ ჩარჩოც არ არის ხომ? მხოლოდ ზედა თამასაა გამოყენებული და ფუტკარს ფიჭა აშენებული აქვს საწყისი მასალის - ხელოვნურად გაკეთებული ფიჭის ფირფიტის გარეშე...

მე მაინც ჩვენში ფართოდ გავრცელებული 12 ჩარჩოიანი სკები მირჩევნია (ე.წ. საკუჭნაოებით ნახევარ ჩარჩოზე)... აქაც შეიძლება ძალადობის გარეშე და თაფლის ზომიერი ოდენობით მიღება (ფუტკრის დამშევის და ა.შ. გარეშე...)... მე საკუთარი გამოცდილებით ვამბობ... არაფერს ვამტკიცებ... smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 6 2009, 11:57 PM

ინტერნეტში თუ მოიპოვება რესურსები ფუტკრის მოვლაზე? smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 7 2009, 12:04 AM

inaina

ციტატა
ინტერნეტში თუ მოიპოვება რესურსები ფუტკრის მოვლაზე?

კი, უამრავი...
იმეგობრეთ გუგლთან და ყველაფერს იპოვნით... smile.gif

აი მაგალითად - http://www.beginningbeekeeping.com , http://www.beeland.ru და სხვ.

smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 7 2009, 12:23 AM

ციტატა(lch @ Apr 7 2009, 01:04 AM) *

inaina

კი, უამრავი...
იმეგობრეთ გუგლთან და ყველაფერს იპოვნით... smile.gif

აი მაგალითად - http://www.beginningbeekeeping.com , http://www.beeland.ru და სხვ.

smile.gif

გაიხარე
დიდი მადლობა
ხვალ დავათვალიერებ smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 10 2009, 06:42 PM

მეც 10 დღით ჩამოვედი სერბიაში სოფელში და გაჩაღებული საგაზაფხულო საქმიანობებია. თავთავს მოვაყარე სასუქი (ითესება ნოემბერში), დავთესეთ ბოსტნეული ბოსტანში, სხვადასხვა სახის . აი, ეს არის ჩემი ხელის "გუთანი", ამით ვთხრი მიწას, ძალიან საინტერესო ხელსაწყოა, ბენზინზე მუშაობს (დიდი ფართობის მიწებისთვის კი დიდდანიანი გუთნებია, რომელსაც ტრაქტორს ვაბამთ და ისე ვხნავთ) :

http://img9.imageshack.us/my.php?image=sunp0170.jpg

აქ კი მთელს ამ არეალზე კარტოფილი დავთესე გუშინწინ, საკმაოდ დიდი ფართობია, თითქმის 7-8 საათი მოვანდომეთ მე და დედამთილმა (პაუზებით და ჭორაობით biggrin.gif ) :

http://img9.imageshack.us/my.php?image=psik.jpg


ახლა კი სადილი უნდა ავიტანო ვენახში სოლჯერთან და ვეცდები იქაც გადავიღო, თუ როგორ ამუშავებენ სერბეთში ვენახს. ეს კი ჩვენი ყურძნის ერთ-ერთი სახეობა და ქვია "ნეგოტინსკი კარდინალ":

http://img165.imageshack.us/my.php?image=vinograd.jpg



პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 10 2009, 07:09 PM

staywhite
ნან, ძაან მაგარი ხარ მართლააააა kiss1.gif

ოოო, ყურძენი რა გემრიელად გამოიყურება, მომინდა,
აქ გინდა ყურძენი ჭამე, გინდა ატამი, ზედ თუ არ დაჰყურებ ვერ გაიგებ
რას ჭამ, არაფრის გემო არა აქვს smile.gif
მარწყვი ვაშლივით იკბიჩება და ტყემალივით მჟავეა თან biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 10 2009, 09:02 PM

ნაინა 2kiss.gif
ნინ, ჩვენ ყველანაირი ხილი და ბოსტნეული მოგვყავს, ზამთრისთვის კი ან ვახმობთ ან ვაკონსერვებთ . პურის ფქვილიც კი ჩვენი გვაქვს, ასევე სიმინდის. სეზონურად რა ხილიცაა ძალიან გემრიელებია აქ მართლა smile.gif ხორცეულიც ასევე.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Apr 10 2009, 09:33 PM

sergi_glaxa

ხე როდის უნდა დამარგვევინო? user.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 29 2009, 12:03 PM

ციტატა(staywhite @ Apr 10 2009, 09:02 PM) *

ნაინა 2kiss.gif
ნინ, ჩვენ ყველანაირი ხილი და ბოსტნეული მოგვყავს, ზამთრისთვის კი ან ვახმობთ ან ვაკონსერვებთ . პურის ფქვილიც კი ჩვენი გვაქვს, ასევე სიმინდის. სეზონურად რა ხილიცაა ძალიან გემრიელებია აქ მართლა smile.gif ხორცეულიც ასევე.


საერთოდ დაკონსერვებას გახმობა, მსრალად შენახვა სჯობს...

ჩვენ ადრე ჭინჭარს ვკრეფდით და ვახმობდით...ვიტამინებით არის სავსე..მისგან გაკეთებული კერძი იაფიც არის და მარგებელიც smile.gif
ახლა სოფელში დედას ვუთხარი მოკრიფოს და გაახმობს..ვინ იცის რა კრიზისი გველის წინ smile.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Apr 29 2009, 12:09 PM

sergi_glaxa
ღოლოც გაამზადე biggrin.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 29 2009, 12:13 PM

ციტატა(tustusa-gogo @ Apr 29 2009, 12:09 PM) *

sergi_glaxa
ღოლოც გაამზადე biggrin.gif rolleyes.gif


ეგეც შეიძლება smile.gif


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 29 2009, 01:00 PM

ოხ, რატო არ მაქ ბაღჩა biggrin.gif

მახსოვს, სოფელში პიტნას რომ ვკრეფდით და ვახმობდით, მემრე ვფშვნიდით და ჩაისთვის ნაყენს ვაყენებდით smile.gif


ალბათ სიბერეში მექნება ეგეთი ჰობი: ყვავილების მოვლა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 29 2009, 01:20 PM

ციტატა
მახსოვს, სოფელში პიტნას რომ ვკრეფდით და ვახმობდით, მემრე ვფშვნიდით და ჩაისთვის ნაყენს ვაყენებდით

მეტად სასარგებლო რამეა, ქეთ smile.gif ჟოლოს ტოტებსაც კი ვახმობდით ჩვენც და ნაყენად ვიყენებდით ზამთარში. მე ამ ბოლო დროს მითუმეტეს სამკურნალოდ ძირითადად მცენარეებს ვიყენებ.

გლახა,

ჭინჭარი მარგებელია ძალიან, აქვს ასევე შარდმდენი თვისება. აჭარაში ვამზადებდით მახსოვს შეჭამანდს რძით ან მშრალად ნიგოზში smile.gif

ციტატა
ღოლო

ეს რა არის? unsure.gif

ციტატა
ალბათ სიბერეში მექნება ეგეთი ჰობი: ყვავილების მოვლა

მე არ გამომდის ეგ ახლა და სიბერეში არ ვიცი smile.gif სოლჯერის მამიდა არის მაგით დაკავებული და აყვავებბული აქვს ეზო-კარ-სახლი ზამტარ-ზაფხულ. ვეხმარები მე "ძალოსნურ" ამბებში, მაგრამ მოვლის ტექნოლოგიები არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 29 2009, 01:22 PM

ქევანა

ყვავილების მოვლას რად უნდა სიბერე?
ახლა ჩამომიტანეს ავსტრიიდიან ლამაზი ყვავილების ბოლქვები..
მაგრამ ძალიან მინდა შროშანების მომრავლება, ჰოლანდიურის... იმედია მაგის ტუბერებსაც ვიშოვი..
სხვათა შორის არა მხოლოდ ჰობია ეს, არამედ ფულის შოვნაც არის სესაძლებელი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 29 2009, 01:28 PM

sergi_glaxa

ციტატა
ახლა ჩამომიტანეს ავსტრიიდიან ლამაზი ყვავილების ბოლქვები..

ახლა რომ ვიყავი სერბიაში, იქ მამიდამ შეუკვეთა ერთ ხორვატულ ფირმას რაღაც ახალი ჯიშის მარწყვი: არის არა დაბალი, ჩვეულებრივ როგორც არის ხოლმე ბუნებაში მარწყვის მცენარე, არამედ ჟოლოსავით მაღალ ტოტებზე იზრდება , სურათიც ვნახე და ძალიან მომეწონა. დარგო და ვნახოთ აბა როგორი შედეგი იქნება ბოლოს :)

ციტატა
სხვათა შორის არა მხოლოდ ჰობია ეს, არამედ ფულის შოვნაც არის სესაძლებელი

ბიზნესად რომ გახადო, მაგას ბევრი რამის მომზადება სჭირდება , გლახა :) ორგანიზაცია და მენეჯმენტი :D

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 29 2009, 01:29 PM

staywhite
ნან, ცაცხვის ჩაი როგორ კეთდება იცი? ნედლი ფოთლები უნდა თუ ტოტები? sad.gif ან ნეტა აქ თუ იშოვება სადმე დაფასოებული...

sergi_glaxa
ბაღჩა არ მაქ, ბაღჩა biggrin.gif
თანაც ფულის წყარო კიარა, გულსა დას ულს მინდა ვასიამოვნო.. ჯერ ჯერობით ფოტოებით ვტკბები biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Apr 29 2009, 01:31 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 29 2009, 02:29 PM) *

ნან, ცაცხვის ჩაი როგორ კეთდება იცი? ნედლი ფოთლები უნდა თუ ტოტები? sad.gif ან ნეტა აქ თუ იშოვება სადმე დაფასოებული...


კი იყიდება. მწვანე აფთიაქში იკითხე და ექნებათ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 29 2009, 01:33 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 29 2009, 11:29 AM) *

staywhite
ნან, ცაცხვის ჩაი როგორ კეთდება იცი? ნედლი ფოთლები უნდა თუ ტოტები? sad.gif ან ნეტა აქ თუ იშოვება სადმე დაფასოებული...



მე ვხმარობ ცაცხვის ფოთლების ექსტრატისაგან დამზადებულ ტაბლეტებს (10 დღეა რაც შევწყვიტე, ორგანიზმში უსითხობის გამო კოლაფსი მხია biggrin.gif და ჯერ აზრი არ აქვს მის მიღებას), უხდება გულს და ზედმეტ სითხეს, რაც ქსოვილებშია განთავსებული - განდევნის (მე ზედმეტი კი არა საყოფისიც არ მქონდა თურმე ). ასე რომ, როგორც მე ამ ტაბლეტის ყუთზე განთავსებულ სურათს ვუყურებ, ფოთლები უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: JIO თარიღი: Apr 29 2009, 01:43 PM

მაკუნა როგორ ხარ?

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Apr 29 2009, 02:02 PM

ციტატა(JIO @ Apr 29 2009, 02:43 PM) *

მაკუნა როგორ ხარ?

რა ვიცი კარგად, მაგრამ ეს მეურნეობასთან რა შუაშია? biggrin.gif biggrin.gif თუ თავად მე ვარ მეურნეობა და არ ვიცი? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 29 2009, 11:39 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 29 2009, 01:29 PM) *

staywhite
ნან, ცაცხვის ჩაი როგორ კეთდება იცი? ნედლი ფოთლები უნდა თუ ტოტები? sad.gif ან ნეტა აქ თუ იშოვება სადმე დაფასოებული...

sergi_glaxa
ბაღჩა არ მაქ, ბაღჩა biggrin.gif
თანაც ფულის წყარო კიარა, გულსა დას ულს მინდა ვასიამოვნო.. ჯერ ჯერობით ფოტოებით ვტკბები biggrin.gif



ხო მაგრამ, გლეხ კაცს ესთეტიური ტკბობის გარდა ფულით "ტკბობაც" სჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 30 2009, 09:12 AM

ძალიან მინდა სახლში მოვაშენო ხოხბები sad.gif

ნეტა სადმე იყიდება? არადა კოლხური ხოხობი წითელ წიგნშია სეტანილი.. sad.gif


http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

ოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 30 2009, 10:07 AM

ციტატა(staywhite @ Apr 10 2009, 07:42 PM) *

მეც 10 დღით ჩამოვედი სერბიაში სოფელში და გაჩაღებული საგაზაფხულო საქმიანობებია. თავთავს მოვაყარე სასუქი (ითესება ნოემბერში), დავთესეთ ბოსტნეული ბოსტანში, სხვადასხვა სახის . აი, ეს არის ჩემი ხელის "გუთანი", ამით ვთხრი მიწას, ძალიან საინტერესო ხელსაწყოა, ბენზინზე მუშაობს (დიდი ფართობის მიწებისთვის კი დიდდანიანი გუთნებია, რომელსაც ტრაქტორს ვაბამთ და ისე ვხნავთ) :

ეს ხელსაწყო ძალიან მინდა შევიძინო
არის აქ საქართველოში?
წესით ძალიან უნდა ვიყოთ დაინტერესებული ამგვარი ტექნიკით,რადგან ეს იმის პირობაა,რომ სოფეში მუშაობა გახდეს სახალისო და თანამედროვე
დავბრუნდეთ სოფელში და ვიყოთ ძლიერი smile.gif

ციტატა(sergi_glaxa @ Apr 30 2009, 10:12 AM) *

ძალიან მინდა სახლში მოვაშენო ხოხბები sad.gif

ნეტა სადმე იყიდება? არადა კოლხური ხოხობი წითელ წიგნშია სეტანილი.. sad.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ოლხური ხოხობი (Phasianus colchicus),(Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა — 800 გ. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრ ადგილას კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთზვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

სერგი ზოოპაერკში ყავთ და შეიძლება მოგყიდონ ერთი რა მდენიმე კვერცხი და ჩვეულებრივ ქათამს გამოაჩეკინებ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 30 2009, 10:12 AM

ციტატა(inaina @ Apr 30 2009, 10:07 AM) *


სერგი ზოოპაერკში ყავთ და შეიძლება მოგყიდონ ერთი რა მდენიმე კვერცხი და ჩვეულებრივ ქათამს გამოაჩეკინებ smile.gif


უი ეგ კარგი იდეაააა
დავფიქრდები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Apr 30 2009, 10:16 AM

ციტატა(inaina @ Apr 30 2009, 11:07 AM) *

ეს ხელსაწყო ძალიან მინდა შევიძინო
არის აქ საქართველოში?
წესით ძალიან უნდა ვიყოთ დაინტერესებული ამგვარი ტექნიკით,რადგან ეს იმის პირობაა,რომ სოფეში მუშაობა გახდეს სახალისო და თანამედროვე
დავბრუნდეთ სოფელში და ვიყოთ ძლიერი smile.gif

კი საქართველოში იყიდება, იმიტომ რომ მსგავსი რარაც ჩემთან მინახავს სოფელში. საიდან გაჩნდა ნუ მკიტხავ, მაინც არ ვიცი, მაგრამ მასეთი რამ რომ მინახავს ეგ ვიცი.
თუ გინდა ვკითხავ ბებიას საიდან გვაქვს. smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Apr 30 2009, 10:45 AM

ციტატა(inaina @ Apr 30 2009, 10:07 AM) *

ეს ხელსაწყო ძალიან მინდა შევიძინო
არის აქ საქართველოში?
წესით ძალიან უნდა ვიყოთ დაინტერესებული ამგვარი ტექნიკით,რადგან ეს იმის პირობაა,რომ სოფეში მუშაობა გახდეს სახალისო და თანამედროვე
დავბრუნდეთ სოფელში და ვიყოთ ძლიერი smile.gif




ინა კი მასეთი რამეები კარგა ხანია არის..
ე.წ. პერმის ტრაქტორი...კიდევ "კროტს" ეზახიან...
ჩვენ გვყავდა სოფელსი ბავშვობაში...მარტლაც დიდი სერავათია გლეხისათვის. მეც მიმუშავია მაგითი smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 30 2009, 01:34 PM

inaina

ციტატა
ეს ხელსაწყო ძალიან მინდა შევიძინო
არის აქ საქართველოში?

მაკუნა
ციტატა
კი საქართველოში იყიდება, იმიტომ რომ მსგავსი რაღაც ჩემთან მინახავს სოფელში

მე არ ვიცი, ინა, მაგრამ როგორც მაკამ და გლახამ გითხრეს ყოფილა smile.gif ბევრი ფუნქცია აქვს თან: შეიძლება გამოებას ურიკა თესლებით სავსე და თან თესოს, ან ასევე კარტოფილის მოწევა და მსგავსები, ანუ უნდა მოაწყო შესაბამის 'ოპციაზე', არ არის ცუდი რამე, ადრე ღირდა ახალი საკმაოდ ძვირი , ახლა არ ვიცი..

sergi_glaxa
ციტატა
.მარტლაც დიდი შეღავათია გლეხისათვის. მეც მიმუშავია მაგითი

ხო, მაგრამ დიდი არეალისთვის ცოტა დამღლელია... მარა მე მახსოვს მთიან აჭარაში დიდი ყანები ყველა ტრაქტორით არ იხვნებოდა, მიუვალობის გამო, არამედ მამა-პაპური ხარები გუთნით... ბოსტნების და პატარა ყანებისთვის კაია smile.gif

პ.ს. ხოხბებს ხშირად დილით ვხედავ ხოლმე (თუ ზამთარი არ არის) , როცა ფეხით მივდივარ სადგურიდან სამსახურამდე , ბილიკი გადის მინდორსა და ტყეს შორის და დილით მინდვრებში არიან smile.gif თან სხვადასხვა ჯიშები, სულ მავიწყდება გადავუღო სურათი...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Apr 30 2009, 02:43 PM

ციტატა(staywhite @ Apr 30 2009, 02:34 PM) *


მე არ ვიცი, ინა, მაგრამ როგორც მაკამ და გლახამ გითხრეს ყოფილა smile.gif ბევრი ფუნქცია აქვს თან: შეიძლება გამოებას ურიკა თესლებით სავსე და თან თესოს, ან ასევე კარტოფილის მოწევა და მსგავსები, ანუ უნდა მოაწყო შესაბამის 'ოპციაზე', არ არის ცუდი რამე, ადრე ღირდა ახალი საკმაოდ ძვირი , ახლა არ ვიცი..

უძვირფასესი რამე ყოფილა
გუდვილში დავძებნი,შეიძლება იქ იყიდებოდეს
ფასი კი გადამწყვეტი მომენტია biggrin.gif
თუმცა ისეთ რაღაცაში,რაც ეგაა,ფული არ უნდა დაზოგო smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 15 2009, 03:37 PM

ეს ჩვენი პურის ყანაა, რამდენიმე გვაქვს სხვადასხვა ადგილას და ამას გადავუღე სურათი :

http://img14.imageshack.us/i/12322373.jpg/

http://img14.imageshack.us/i/17457299.jpg/

ესეც მეყვავილეობის ერთ-ერთი ნიმუში smile.gif

http://img134.imageshack.us/i/61278115.jpg/

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 15 2009, 04:00 PM

staywhite
ულამაზესი სურათებიააა wub.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 15 2009, 04:06 PM

inaina

ციტატა
ულამაზესი სურათებიააა

სულ ზედა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ოქროს ტავთავიო რომ იტყვიან სწორედ ისე ჩანს wub.gif ავად ვიყავი და ვეღარ გადავიღე სხვა ადგილებიც, ანუ ჩვენი ბაღ-ბოსტან-ყანები. მერე ჯონი გამომიგზავნის, ვთხოვე გადაიღოს smile.gif

პ.ს. თქვენი ბაღ-ბოსტნებიც გვაჩვენეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 15 2009, 09:26 PM

ციტატა
თქვენი ბაღ-ბოსტნებიც გვაჩვენეთ

ჩემი მეზობლების რომ იყოს წავა? biggrin.gif

რამდენს წვალობენ რომ იცოდეთ.... ერთმა ყვავილები დარგო.... მეორემ ტალავარი გააშენა... და ვართ ასე ციცქნა ეზოში smile.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 15 2009, 10:43 PM

ციტატა
ჩემი მეზობლების რომ იყოს წავა?

ქევანა
კი smile.gif მე ძალიან მაინტერესებს ბოსტნები smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 16 2009, 10:03 AM

არ მაქვს მასე მოწესრიგებული ბოსტანი სურათი რომ დავდო, არც მეზობლების მომწონს და...biggrin.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 16 2009, 02:10 PM

ქართულ ხორბალს რატომ არ თესავთ? mellow.gif
http://img14.imageshack.us/i/12322373.jpg/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 16 2009, 02:33 PM

zegardeli

ციტატა
ქართულ ხორბალს რატომ არ თესავთ?

ნეტავ ვიცოდე როგორია ქართული ხორბალი user.gif არ ვიცი თუა იქ ქართული ჯიშები, ალბათ არ არის რა ვიცი. მშვენიერი ფქვილი გამოსდის ამას, შავიც და თეთრიც , სახლში ვაცხობთ.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 16 2009, 02:42 PM

staywhite
ისე კი ქართული ხორბლები ძალიან კარგი ჯიშებია და ამ "ბეზოსტაიას" მაგივრად თუ სამომავლოდ ქართულებს დათესავთ ხომ კარგი და თუ ვერ შესძლებთ ღმერთმა ბარაქა და სიკეთე მოგცეთ, ეგეც დიდი საქმეა რაღაც ნაგავ პურს რომ არ ყიდულობთ და თქვენთვითონ მოგყავთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 16 2009, 02:51 PM

zegardeli

ციტატა
ისე კი ქართული ხორბლები ძალიან კარგი ჯიშებია და ამ "ბეზოსტაიას" მაგივრად თუ სამომავლოდ ქართულებს დათესავთ ხომ კარგი

ხო, ეს რა ჯიშია არ ვიცი, ვკითხავ მამათილს. ქართულს როგორ დავთესავთ აქ sad.gif იქნება ვითომ ქართული ჯიშები? რომ იყოს ეცოდინებოდა და დათესავდნენ. სერბეთია მაგ სურათზე.
ციტატა
და თუ ვერ შესძლებთ ღმერთმა ბარაქა და სიკეთე მოგცეთ, ეგეც დიდი საქმეა რაღაც ნაგავ პურს რომ არ ყიდულობთ და თქვენთვითონ მოგყავთ.

იცოცხლე a025.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 16 2009, 08:16 PM

300 მდე ქართული ჯიშის ხორბალი ყავს ქართველს კაცს თავისი არსებობის მანძილზე გამოყვანილი და დავიჯერო მახა და ზანდური მაინც არ შემორჩა დღემდე?

მზეკაბანი არის როგორც მახსოვს და მგონი იფქლიც ხომ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 16 2009, 10:48 PM

staywhite

ციტატა
მე ძალიან მაინტერესებს ბოსტნები

მოწესრიგებული არაა.. უბრალოდ ცდილობდა რამე გამოსვლოდა, ყვავილებს რგავდა, უვლიდა და მე ვუფასებ ამ შრომას smile.gif მით უფრო რო ჩვენი ეზო პაწუაა

http://img196.imageshack.us/i/image000r.jpg/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 12:20 PM

ქევანა

ციტატა
უბრალოდ ცდილობდა რამე გამოსვლოდა, ყვავილებს რგავდა, უვლიდა და მე ვუფასებ ამ შრომას

რომ აყვავდებიან მერეც გადაუღე smile.gif ისე მანდ მწვანილიც შეიძლებოდა და ზაფხულში გექნებოდათ ყველას smile.gif ოხრახუში მაგალითად თავისუფლად გაიხარებს მაგ პირობებში, ჩრდილი უყვარს.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 18 2009, 05:18 PM

მოკლედ, სოფელში პომიდორი დავრგე 500 ძირამდე და ერთი სამასს კიდევ დავამატებ..200 მდე წიწაკა და კიდევ ერთი ამდენი უნდა დავამატო..მერე სურათს გადავუღებ და გამოვგზავნი...

ხო მართლა კიდევ წიწილებიც ვიყიდე და ერთი მწყერიც მყავს.. smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 05:23 PM

sergi_glaxa

ციტატა
ხო მართლა კიდევ წიწილებიც ვიყიდე და ერთი მწყერიც მყავს..

ვახ, მწყერი საინტერესოა. მარა მეორეც გინდა, სხვა სქესის, რომ გამრავლდნენ smile.gif

პომიდორი, ისიც სახლში მოწეული, რომ იცი როგორია და რაა, ძალიან სასარგებლოა.შეიცავს ბევრ მინერალს, მათ შორის კალიუმს და ასევე გულის და სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლო ნივთიერებებს.

პ.ს. ეს ჩვენი სიმინდის ერთ-ერთი ყანა:

http://img33.imageshack.us/i/dsc01700grj.jpg/

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 18 2009, 05:25 PM

staywhite

ციტატა
ვახ, მწყერი საინტერესოა. მარა მეორეც გინდა, სხვა სქესის, რომ გამრავლდნენ smile.gif

მეორე მომიკვდა...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 05:27 PM

sergi_glaxa

ციტატა
მეორე მომიკვდა...

sad.gif იქნებ კიდევ შეიძინო.

ციცრები არ გყავს? smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 18 2009, 05:29 PM

ციტატა(staywhite @ Jun 18 2009, 05:27 PM) *

sergi_glaxa

sad.gif იქნებ კიდევ შეიძინო.

ციცრები არ გყავს? smile.gif


ჩემს სახლში რომ გადავალ იქ მეყოლება აუცილებლად... smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 18 2009, 05:46 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 18 2009, 06:29 PM) *

ჩემს სახლში რომ გადავალ იქ მეყოლება აუცილებლად... smile.gif

აუ ჩვენც ხომ დაგვპატიჟებ რომ დაამთავრეებ? smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 18 2009, 05:52 PM

ციტატა(inaina @ Jun 18 2009, 05:46 PM) *

აუ ჩვენც ხომ დაგვპატიჟებ რომ დაამთავრეებ? smile.gif


მაგის დამთავრებას დრო დაჭირდება..ისედაც დაპატიჟებული ხართ smile.gif დამატVარებამდე გპატიჟებთ smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 18 2009, 06:26 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 18 2009, 06:52 PM) *

მაგის დამთავრებას დრო დაჭირდება..ისედაც დაპატიჟებული ხართ smile.gif დამატVარებამდე გპატიჟებთ smile.gif

მადლობა madlioba.gif
აუცილებლად გეწვევი და იქითაც მიგიწვევ ჩვენთან smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 19 2009, 06:18 PM

მეც მაქვს ქალაქში პატარა ბოსტანი არ მომწონს(აბა ჩემი გაკეთებული რა იქნებაbiggrin.gif) მაგრამ მოვაწესრიგებ და დავდებ სურათს სენიშვნები და რჩევები მიიღება...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 28 2009, 08:20 PM

აბა რა ხდება თქვენს ბაღ ბოსტნებში?

გუშინ გავთიბე ბალახი და მოვწამლე ჩემი პომიდორი smile.gif

იმედია მეწვევით სოფელში და განახვებთ smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 29 2009, 02:55 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 28 2009, 08:20 AM) *

აბა რა ხდება თქვენს ბაღ ბოსტნებში?


გვალვებია...უჭირს ბოსტნეულს... მორწყვა უნდა, მაგრამ პატრონი არ ჰყავს და...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 29 2009, 09:56 PM

ისა, ბავშვობაში ვოცნებობდი მტრედსაშენზე.. მართალია ახლა არ მაქ ფინანსე საამისოდ, მაგრამ როგორ ფიქრობთ სამომავლოდ ძნელი იქნება ამის მოწყობა? smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jun 30 2009, 11:08 AM

ციტატა(ქევანა @ Jun 29 2009, 09:56 PM) *

ისა, ბავშვობაში ვოცნებობდი მტრედსაშენზე.. მართალია ახლა არ მაქ ფინანსე საამისოდ, მაგრამ როგორ ფიქრობთ სამომავლოდ ძნელი იქნება ამის მოწყობა? smile.gif


მაოცებს ხალხი..რა ფინანსები უნდა მაგას? დაიწყე 4 მტრედით და ასე მოამრავლე..თუ მოინდომებ მაგის გაკეთება ადვილია...

წითელკუდა მტრედები გვყავდა ბავშვობაში სოფელში..ზოგი მოცეკვავე მტრედიც..

ციტატა(მაშიკო @ Jun 29 2009, 02:55 PM) *

გვალვებია...უჭირს ბოსტნეულს... მორწყვა უნდა, მაგრამ პატრონი არ ჰყავს და...


მაგ მხრივ ჩემი სოფელი დალოცვილია..ჭები და წყაროებია უხვად.. მდინარეც...
ჩემს ბაღს წყლისმოტორით ვრწყავ ხოლმე

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 30 2009, 11:52 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Jun 29 2009, 10:08 PM) *

მაგ მხრივ ჩემი სოფელი დალოცვილია..ჭები და წყაროებია უხვად.. მდინარეც...
ჩემს ბაღს წყლისმოტორით ვრწყავ ხოლმე

წყალის პრობლემა არ მაქვს
დრო არ მაქვს

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 3 2009, 01:45 AM

sergi_glaxa

ციტატა
აბა რა ხდება თქვენს ბაღ ბოსტნებში?

smile.gif დღეს ჩვენი თავთავის ერთი ყანა აიღეს. კაი მოსავალი იყო, ეს ყანა 30 არი-ა და 1800 კგ მოიწია:

ჩემი მამათილი ყანაში smile.gif

http://img339.imageshack.us/i/dsc01787k.jpg/

http://img196.imageshack.us/i/dsc01795a.jpg/

ჯარში ტანკზე , სახლში ტრაქტორზე - სოლჯერი biggrin.gif

http://img196.imageshack.us/i/dsc01809x.jpg/


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 11 2009, 10:22 AM

http://www.radikal.ru
ჩემი მოუვლელი ბოსტანი ქუთაისში

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jul 19 2009, 07:10 PM

მოკლედ დიდი ამბებია ჩემთან სოფელში. სანამ წამოვიდოდი მოვრწყე ბოსტანი და პომიდორი მოვწამლე smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jul 19 2009, 10:02 PM

sergi_glaxa
გამარჯობა სერგი smile.gif (მიყვარს ეს სახელი smile.gif) smile.gif

მინდა გითხრა რომ ჩვენც, (მე და ზურასაც) გვაქვს პატარა ბაღი

ხოდა ამ ჩვენს ბაღში მონაწილეობა მივიღე კიტრის,პომიდვრისა და მწვანილების დათესვაში biggrin.gif ,
ჯერ არ მოსულა მოსავალი,მაგრამ წინსვლები გვაქვს smile.gif)

ზურას განსაკუთრებულად უყვარს მიწასთან მუშაობა,მე იმდენად მიყვარს რამდენადაც ფიზიკურად შემიძლია smile.gif
რა ჯობია შენს მოყვანილს რომ გაუსინჯავ გემოს
მალე დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომელიც უკავშირდება მიწასთან მუშაობას

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jul 20 2009, 04:56 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Jul 19 2009, 10:02 PM) *

sergi_glaxa
გამარჯობა სერგი smile.gif (მიყვარს ეს სახელი smile.gif) smile.gif

მინდა გითხრა რომ ჩვენც, (მე და ზურასაც) გვაქვს პატარა ბაღი

ხოდა ამ ჩვენს ბაღში მონაწილეობა მივიღე კიტრის,პომიდვრისა და მწვანილების დათესვაში biggrin.gif ,
ჯერ არ მოსულა მოსავალი,მაგრამ წინსვლები გვაქვს smile.gif)

ზურას განსაკუთრებულად უყვარს მიწასთან მუშაობა,მე იმდენად მიყვარს რამდენადაც ფიზიკურად შემიძლია smile.gif
რა ჯობია შენს მოყვანილს რომ გაუსინჯავ გემოს
მალე დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომელიც უკავშირდება მიწასთან მუშაობას


გაუმარჯოს smile.gif

მიწასთან შეხება ძალას მაძლევს, კარგ განწყობაზე მაყენებს...თან შენი შვილივით ნაზარდ მცენარიდან ნაყოფს რომ მოწყვეტ ხომ სულმთლადს მაგარიააა smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 20 2009, 06:01 PM

სალამი ვილიჯერებს biggrin.gif

მეც ძალიან მიყვარს მიწა და სოფელი

პატარა ბაღი მაქვს ერთ ადგილას, გაზაფხულზე მზესუმზირები დავთესე, უბრალოდ მინდოდა, რომ მწვანეში ჩაფლულიყო, 2-ჯერ ჩემზე მაღლებია, მაგრამ ყვავილი ჯერ არ გამოუბიათ

ახლა მინდა ხეების დარგვა, რომელს მირჩევთ და საიდან მოვიტანო?

ჰოდა გაზაფხულზე უნდა დავრგო ხეებიც?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jul 20 2009, 06:51 PM

ციტატა(Giorgi- @ Jul 20 2009, 06:01 PM) *

სალამი ვილიჯერებს biggrin.gif

მეც ძალიან მიყვარს მიწა და სოფელი

პატარა ბაღი მაქვს ერთ ადგილას, გაზაფხულზე მზესუმზირები დავთესე, უბრალოდ მინდოდა, რომ მწვანეში ჩაფლულიყო, 2-ჯერ ჩემზე მაღლებია, მაგრამ ყვავილი ჯერ არ გამოუბიათ

ახლა მინდა ხეების დარგვა, რომელს მირჩევთ და საიდან მოვიტანო?

ჰოდა გაზაფხულზე უნდა დავრგო ხეებიც?



ხეების დარგვა შემოდგომაზეც შეიძლება.
გააკეთე ხეხილის ბაღი. გააჩნია რა ფართობის მიწა გაქვს. ისეთი ხეები დარგე, რომელიც სეზონურად მოგცემს ნაყოფს, ანუ გაზაფხულზე, ზაფხულზე და სემოდგომაზეც...
მაგალითად დაიწყე მაისის ბლით, შემდეგ ატმები, ალუბალი, გარგარი, ვაშლი , მსხალი...ისე ჟოლო (მალინა) არის კარგი კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 21 2009, 10:13 AM

sergi_glaxa

ერთი რამ მაინტერესებს:

მინდა უღრანი ტყე გავაკეთო ეზოში smile.gif, ანუ ხეხილი მცირე რაოდენობით მაქვს, მაგრამ მინდა ბევრი ხეები და ჩრდილი, ჰოდა არ გაიხარებსო მეუბნებიან. აბა ტყე როგორ ცოცხლობს?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 21 2009, 11:51 AM

Giorgi-

ციტატა
მინდა უღრანი ტყე გავაკეთო ეზოში

ძალზედ ამბიციური სურვილია, ჟორჟ. არყის ხეები დარგე, ჩრდილი თუ გინდა, თან ლამაზია. ნუ , უღრანი თუ უნდა იყოს მაინცდამაინც, მაშინ წიწვოვნები, სვია, ლიანები შემოარტყი ფიჭვებს მაგალითად. ხეებს შორის 'ტავოლგები' ჩაამწკივრე, ასკილის ბუჩქები და ეგაა. ოღონდ ნერგებს სად ნახავ, ეგ გლახამ გითხრას.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 21 2009, 12:26 PM

staywhite

ციტატა
ძალზედ ამბიციური სურვილია, ჟორჟ. არყის ხეები დარგე, ჩრდილი თუ გინდა, თან ლამაზია. ნუ , უღრანი თუ უნდა იყოს მაინცდამაინც, მაშინ წიწვოვნები, სვია, ლიანები შემოარტყი ფიჭვებს მაგალითად. ხეებს შორის 'ტავოლგები' ჩაამწკივრე, ასკილის ბუჩქები და ეგაა. ოღონდ ნერგებს სად ნახავ, ეგ გლახამ გითხრას.


კი, შემოდგომაზე აუცილებლად დავაუღრანებ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 21 2009, 01:18 PM

ყანჩა თუ წერო, რაც ქვია, ჩვენს ახლად აწეულ პურის ყანაში:

http://img223.imageshack.us/i/cero.jpg/

პ.ს. სურათს ვერ ვტვირთავ, დაბლოკილი აქვთ აპლოადი ფრანგებს და მეგობარს ავატვირთვინე, დიდია და სახლიდან შევცვლი მერე .

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jul 27 2009, 07:19 PM

ციტატა(Giorgi- @ Jul 21 2009, 10:13 AM) *

sergi_glaxa

ერთი რამ მაინტერესებს:

მინდა უღრანი ტყე გავაკეთო ეზოში smile.gif, ანუ ხეხილი მცირე რაოდენობით მაქვს, მაგრამ მინდა ბევრი ხეები და ჩრდილი, ჰოდა არ გაიხარებსო მეუბნებიან. აბა ტყე როგორ ცოცხლობს?


თუ წყალი არ ჭირს დარგე ტყე smile.gif

ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი, მუხა, რცხილა, წიფელი, თხილი smile.gif გამოგივა შერეული ტყე smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 27 2009, 08:29 PM

sergi_glaxa
ეზოში მინდოდა ბალახის(კოინდარი) დათესვა გაზაფხულზე და მითხრეს აგვისტოში უნდა დათესოო. რამდენად მართალია ეს?

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jul 29 2009, 11:32 AM

ზედა სურათში წეროა. ყანჩა პურის ყანაში არასოდეს ჯდება თუ ძალით არ დასვევს....

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 29 2009, 11:59 AM

zegardeli

ციტატა
ზედა სურათში წეროა. ყანჩა პურის ყანაში არასოდეს ჯდება თუ ძალით არ დასვევს....

არ ვიცი მე ფრინველების და ცხოველების სახელები ქართულად smile.gif ალბათ წეროა, იქნებ ყანჩაც, ჩემთვის სულერთია biggrin.gif გარდა ამისა, იქნება დუნაის ყანჩები ჯდებიან პურის ყანაში smile.gif სულერთია ანუ, შენ კი მადლობა გასწორებისთვის, აწი მეცოდინება smile.gif Roda ქვია სერბულად.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Aug 5 2009, 02:37 PM

ესმეზობლის ბაღში კომბოსტოს ვრწყავ smile.gif

http://www.radikal.ru

ასე ირწყვება კომბოსტო

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 5 2009, 02:53 PM

sergi_glaxa
wub.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 5 2009, 03:15 PM

sergi_glaxa
რა მადის აღმძვრელი სურათებია მეც მომინდა კომბოსტოს მორწყვაsmile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Aug 6 2009, 11:30 AM

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სოფლის მეურნება ნაღდი ფულის დეფიციტს განიცდის. არის ბევრი მომგებიანი იდეა მაგრამ ფერმერებს არ აქვთ ფული რომ განახორციელონ.

მომავალში განვიხილავ იდეას რომ ჩამოვაყალიბო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფერმერებს ფულის მოზიდვაში დაეხმარება. ანუ დავეხმარებიტ ბიზნეს გეგმების მომზადებაში, შემდეგ კრედიტების ან გრანტების არებაში, შემდეგ მეურნეობის ფინანსურ და მარკეტინგულ მართვაში. ისე რომ საერთი ჯამში მეურნეობა იყოს მომგებიანი და იძლეოდეს შემდგომი ზრდის შესაძლებლობებს.


ჯერ ვყოყმანობ. ღირს თუ არა ამაზე მუშაობა ჩამოყალიბებული არ ვარ. სამ თვეში მოვიცლი უფრო ინტენსიური დაფიქრებისთვის.

მირჩიეთ რამე smile.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Aug 7 2009, 04:15 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Aug 10 2009, 03:51 PM

ციტატა(neo @ Aug 6 2009, 11:30 AM) *

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სოფლის მეურნება ნაღდი ფულის დეფიციტს განიცდის. არის ბევრი მომგებიანი იდეა მაგრამ ფერმერებს არ აქვთ ფული რომ განახორციელონ.

მომავალში განვიხილავ იდეას რომ ჩამოვაყალიბო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფერმერებს ფულის მოზიდვაში დაეხმარება. ანუ დავეხმარებიტ ბიზნეს გეგმების მომზადებაში, შემდეგ კრედიტების ან გრანტების არებაში, შემდეგ მეურნეობის ფინანსურ და მარკეტინგულ მართვაში. ისე რომ საერთი ჯამში მეურნეობა იყოს მომგებიანი და იძლეოდეს შემდგომი ზრდის შესაძლებლობებს.
ჯერ ვყოყმანობ. ღირს თუ არა ამაზე მუშაობა ჩამოყალიბებული არ ვარ. სამ თვეში მოვიცლი უფრო ინტენსიური დაფიქრებისთვის.

მირჩიეთ რამე smile.gif


მართლა კარგი იქნება. ძალიან ბევრ გლეხს ელემენტარული განათლება ჭირდება, ლიტერატურის სიმწირეა ამ სფეროში...გარდა ამისა ამ სფეროს სპეციალისტებს ყურადღება უნდა მიექცეთ...ჩვენი ქვეყნისთვის მიწათმოქმედება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა..

კარგს იზავ მეგობარო თუ მაგ საქმეს მიხედავ..თუ რაიმე შემიძლია აქ ვარ...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Aug 10 2009, 06:03 PM

ციტატა(neo @ Aug 6 2009, 12:30 PM) *

ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სოფლის მეურნება ნაღდი ფულის დეფიციტს განიცდის. არის ბევრი მომგებიანი იდეა მაგრამ ფერმერებს არ აქვთ ფული რომ განახორციელონ.

მომავალში განვიხილავ იდეას რომ ჩამოვაყალიბო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფერმერებს ფულის მოზიდვაში დაეხმარება. ანუ დავეხმარებიტ ბიზნეს გეგმების მომზადებაში, შემდეგ კრედიტების ან გრანტების არებაში, შემდეგ მეურნეობის ფინანსურ და მარკეტინგულ მართვაში. ისე რომ საერთი ჯამში მეურნეობა იყოს მომგებიანი და იძლეოდეს შემდგომი ზრდის შესაძლებლობებს.
ჯერ ვყოყმანობ. ღირს თუ არა ამაზე მუშაობა ჩამოყალიბებული არ ვარ. სამ თვეში მოვიცლი უფრო ინტენსიური დაფიქრებისთვის.

მირჩიეთ რამე smile.gif

საქმე იმაშია ჩემო კარგო,რომ ფერმერებს(ქართული ხასიათის გამო)უცებ უნდათ ფულის შოვნა,და რაც შეიძლება ბევრის.
იდეები ბევრია,მაგრამ მისი განხორციელების დრო არის სინამდვილეში ბევრი და ამხელა მიზნებს მოკლე დროში ვერ აასრულებ,ეს თაობების შრომის შედეგია,როგორც მე ვიხილე ჩემი თვალით,ევროპის მაგალითს ვამბობ.
ამიტომ მცირედით უნდა დავიწყოთ,რომ მსხვილი მეურნეობა შედგეს.
მაგალითად საკუთარი ბოსტნის დამუშავება,უკვე სწორი ცხოვრების შედეგია,ამას მოყვება სხვა უფრო დაგეგმილი და გამიზნული ნაბიჯები,რომელისაც გადადგავს მეურნეობის აღორძინების სურვილით შეპყრბილი ადამიანი. smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 10 2009, 10:20 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Aug 5 2009, 02:37 PM) *

ესმეზობლის ბაღში კომბოსტოს ვრწყავ smile.gif

http://www.radikal.ru

ასე ირწყვება კომბოსტო

http://www.radikal.ru

მემგონი სერგი მეორედ მოსვლისათვის ემზადება biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 18 2009, 02:14 PM

არ გაინტერესებთ მეურნეობა და მალე დაიწყებთ ასფალტის ჭამას smile.gif

რა არის ქართველები არა ხართ? ტყუილად დაარქვეს ჩვენს ერს გეორგიანელები...
ასხედიტ მაგ კომპიუტერებს და არეფრეშეთ...
ნეტავ რა გვეშველება..?!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 18 2009, 02:23 PM

აუ ფული გადამიხადონ და თუ თოხნა არ მერჩივნოს კომპთან ჯდომას მე ვიყო ბიჭვინთა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 18 2009, 02:32 PM

ციტატა(Atman @ Sep 18 2009, 02:23 PM) *

აუ ფული გადამიხადონ და თუ თოხნა არ მერჩივნოს კომპთან ჯდომას მე ვიყო ბიჭვინთა biggrin.gif


დრესი 20 ლარს იხდიან თოხნაში smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 18 2009, 02:35 PM

sergi_glaxa

წამოგყვები მაშინ ერთხელ სოფელში, მასწავლე თოხნა და გავაკეთოთ ფულები biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 18 2009, 02:39 PM

კაი პურსაც გაჭმევენ, ოღონდ არ უნდა დაჭრა მცენარეები smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 18 2009, 02:43 PM

მართლა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი 1-2 დღე, თოხნა მაინც ვიცოდე sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 19 2009, 08:52 AM

Atman
თოხნას რა სწავლა უნდა კაცო, აიღე და დაარტყი მიწასbiggrin.gif დაბარვა უფრო რთულია, და გაცილებით რთულია კიდევ ხარებით მიწის მოხვნა...
ფიზიკური შრომა ორგანიზმს აჯანსაღებს... ოტია იოსელიანი ამბობს ,,ყველას გვაქვს მიწის ვალი და ეს ვალი ჩვენ უნდა გადავიხადოთ მიწაზე შრომითო"

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Sep 19 2009, 09:58 AM

არა ძმაო თოხნაზე საშინელი არაფერია აი თიბვა მესმისს. biggrin.gif biggrin.gif .
ერთ 8-9 ნომერი ცელი და მიყევი მდელოს.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 19 2009, 08:54 PM

ბიძია თომა
ცელის ნომრები რაღაააა? ეგ აღარ გამიგია. ცელვა უფრო ძნელი არააა ვიდრე თოხნა? მოცელილი ხომ უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად? ეგ ვერ დავამუღამეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 20 2009, 02:52 PM

ციტატა
ცელვა უფრო ძნელი არააა ვიდრე თოხნა?

მოცელვა უფრო ძნელია.. და თან დიდი შანსია რამეც მოიჭრა, თუ არ იცი რა და როგორ biggrin.gif

რავიცი, გოგოებს არ მოგვცეს მაგის გამოყენების უფლება.. ერთხელ იყო გასათიბი... სადღაც..

სხვათაშორის აცივდა... შემოდგომა გაბატონდა სრულად... ემზადებით ზამთრისთვის? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 20 2009, 05:37 PM

მოკლედ ადამიანები რომლებსაც ნაკლები სურვილი გაქვთ რობოტებს დაემსგავსოთ, ამ ტემაში სემოდით...

ახლა შემოდგომაა და იწყება მოსავლის არება დაბინავება..რთველი და ა.შ....

ვინმე იღებთ ამ საქმეში მონაწილეობას?

http://www.radikal.ru

ჭანჭურის არყის გამოხდა...
ატმანმა და სიდიმ გამისინჯეს a075.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 20 2009, 08:28 PM

sergi_glaxa
რთველი უკვე მქონდა და მივირე ნაწლობრივ მონაწილეობა...
აი, არაყის გამოხდა კი ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ ჭაჭა სხვა ვაჩუქეთ წელს ...

ქევანა
სხვას ვერ ვუყურებ მე რის უფლებას მომცემს, ავიღე და მოვცელე როგორც შემეძლოbiggrin.gif მართალია სასახილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მე მიწასთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 22 2009, 03:40 PM

მოკლედ მეურნეობა მარტო მემაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 22 2009, 03:45 PM

sergi_glaxa

არ მაქვს და რა ვქნა sad.gif

აჰა, სხვისი მეურნეობის ფოტოებს დავდებ sad.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 22 2009, 03:53 PM

ბებიდას ჰქონდა ეხლა ზესტაფონში პაწუა რთველი და ფელამუში გააკეთა, ბიცოლას გამოატანა.. უგემრიელესი იყო, მართალია ცოტა მოვკრიფეთ და ცოტაც მაგიტომ გამოვიდაო, მაგრამ... smile.gif

სურათები არ მაქვს... აბა საიდან თორე : (

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 22 2009, 03:57 PM

ციტატა(syd @ Oct 22 2009, 03:45 PM) *

sergi_glaxa

არ მაქვს და რა ვქნა sad.gif

აჰა, სხვისი მეურნეობის ფოტოებს დავდებ sad.gif

http://www.radikal.ru


ჩემს გადარებულ ფოტოებს სეეშვი a075.gif

ნათლიაცემის ბაღია ეგ სოფელში smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 22 2009, 04:03 PM

sergi_glaxa

ციტატა
ჩემს გადარებულ ფოტოებს სეეშვი



ფოტოს დადებაც დამამადლე ეხლა sad.gif

ხოდა წერე და იკითხე მაშინ მარტომ შენი თემა!

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 26 2009, 02:17 PM

მოკლედ ახლა ვიწყებ ეზოს ყვავილების შესახებ საუბარს...

ახლა არის დრო როდესაც იწყება ბოლქვებიანი მცენარეების დარგვა..ტიტების და გიაცინტების (სუმბულის), ნარცისებისაც..რადგან ეს ყვავილები ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ...

სუმბული მრავალი ფერის არსებოს..და მათ ძალიან კარგი სურნელი აქვთ

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 26 2009, 02:20 PM

sergi_glaxa
როგორ მიყვარს ეს თემა.
გლახა ვაშლები დაბლა რატომ ყრია, დაარხიეთ? არ იბეჟება ეგრე? ვეღარ შეინახება მგონი.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 26 2009, 02:30 PM

ტიტები

http://www.radikal.ru

k@the

ეს ვაშლები იმიტომ ყრია რომ ნაქარში უნდა ჩააბარონ smile.gif

ნაქარი ქვია ქარის ჩამოყრილ ვაშლს smile.gif

თუმცა როცა ვიღებდი ამ ფოტოს, იქ არავინ იყო და არვიცი ქარმა დაარხია მართლა თუ ვინმემ

ნარცისი

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 26 2009, 02:33 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 26 2009, 11:17 AM) *

http://www.radikal.ru


მადლობა ახსნისათვის.
ეს ყვავილი აქ ბევრი მინახავს და მართლაც ძალიან კარგი სურნელი აქვს, იასამნისას გავს ძალიან.
რახანია მინდა ვიყიდო, მაგრამ ქოთანში მექნება, ბაღი არ მაქვს.


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 26 2009, 02:41 PM

სემოდგომაზე ყვავის ერთი მშვენიერი, მრავალფერიანი ყვავილი, რომელსაც ქრიზანთემა ჰქვია..საკმაოდ დიდი ხანი ძლებს ლარნაკსიც და გარეტაც...

ახლა გარეთ ძალიან ბევრს ყიდიან:

ქრიზანთემა

http://www.radikal.ru

მოკლედ მოგიწოდებთ მეგობრებო, ვისაც სადმე გაქვთ მიწა, გინდ თბილისში, გინდა სოფელსი დარგეთ რაიმე, ყვავილები ან ხეები...უფრო მეტრ მშვენიერებას იგრძნობთ, როდესაც თქვენი დარგული მცენარე იზრდება და ყვავის..ეს დიდებული სეგრძნებაა დამერწმუნეთ...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 30 2009, 02:22 PM

ამ თემის მიხედვით როგორც ვხედავ, საქართველოში მეურნეობა და საერთოდ სოფელი ნაკლებად აინტერესებთ... სამაგიეროდ უყვართ გოზინაყი ჩურჩხელა, კარგი ღვინო, რძე, ყველი, ვაშლი, პური..და ავიწყდებატ, რომ ამ ყველაფერს შრომა უნდა..და რაც მთავარია სოფლის სიყვარული...

მე შევეცდები მაქსიმალურად გავაკეტო სოფლის პიარი ამ საიტზე..არვიცი როგორ გამომივაა a075.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 30 2009, 10:15 PM

QUOTE(sergi_glaxa @ Oct 30 2009, 03:22 PM) *

მე შევეცდები მაქსიმალურად გავაკეტო სოფლის პიარი ამ საიტზე..არვიცი როგორ გამომივაა a075.gif


მე მოგეხმარები smile.gif

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 30 2009, 10:24 PM

იაკობ

ვაახ შენ გაგიმარჯოს!!
საიდან ხარ იაკობ ?

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 30 2009, 10:57 PM

QUOTE(sergi_glaxa @ Oct 30 2009, 11:24 PM) *

იაკობ

ვაახ შენ გაგიმარჯოს!!
საიდან ხარ იაკობ ?



ფშაველი ვარ თიანეთიდან.

დიდი მეურნეობა არ მაქვს იქ, მაგრამ მიწას ვამუშავებ smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Oct 30 2009, 11:07 PM

ბიბლიაში სადღაც სიბრძნეებში წერია მიწაზე მუშაობას ნუ შეიზარებო...საუკეთესო ანტიდეპრესიული საშუალებაა. ერთ კაცს ვიცნობ თავისი ჯიპით დადის სახლიდან 10 კილომეტრზე და ბოსტანს უვლის. მე მიწაზე მუშაობის გარეშე არ შემიძლიაო, არადა მაგარ ადგილზე მუშაობს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 30 2009, 11:09 PM

ციტატა(იაკობ @ Oct 30 2009, 10:57 PM) *

ფშაველი ვარ თიანეთიდან.
დიდი მეურნეობა არ მაქვს იქ, მაგრამ მიწას ვამუშავებ smile.gif

უფალი შეგეწიოს smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 30 2009, 11:22 PM

QUOTE(lingvo @ Oct 31 2009, 12:09 AM) *

უფალი შეგეწიოს smile.gif


გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 31 2009, 08:36 AM

ციტატა(ბადრი @ Oct 30 2009, 11:07 PM) *

ბიბლიაში სადღაც სიბრძნეებში წერია მიწაზე მუშაობას ნუ შეიზარებო...საუკეთესო ანტიდეპრესიული საშუალებაა. ერთ კაცს ვიცნობ თავისი ჯიპით დადის სახლიდან 10 კილომეტრზე და ბოსტანს უვლის. მე მიწაზე მუშაობის გარეშე არ შემიძლიაო, არადა მაგარ ადგილზე მუშაობს.


ნამდვილად მასეა..მე რომ მთლად არ ვაფრენ ეგ მიწაზე მუსაობის დამსახურებაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Oct 31 2009, 08:55 PM

ციტატა
ნამდვილად მასეა..მე რომ მთლად არ ვაფრენ ეგ მიწაზე მუსაობის დამსახურებაა


კაი ერთი სერგი გლახა ნუ გლახაობ smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 1 2009, 05:36 PM

ხეხილის დამყნობაზე მირჩევთ რამეს?

სხვადასხვა ვაშლის ჯიშები მაქვს და მინდა რომ გავაახლო და ახალ ძირებზე დავამყნო. რა დროს უნდა და რამდენნაირი მყნობა არსებობს? გვიან შემოდგომაზე ვცადე რამდენჯერმე, მაგრამ ვერ გავახარე.



7 წლის წინ ტყის ბალი დავრგე ეზოში, იმ იმედით რომ მერე კარგ ბალს დავამყნობდი ზედ, მაგრამ ვეღარ მოვახერხე, ეხლა კი უკვე მკლავის სიმსხო გახდა და კიდევ შეიძლება იმისი დამყნობა?

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 1 2009, 07:19 PM

sergi_glaxa
როდემდეა ბოლქვიანი ყვავილების დარგვის პერიოდი?
ტიტების ბოლქვები უნდა გავუგზავნო დედაჩემს და არ მინდა დამაგვიანდეს.

წელს პირველი შემოდგომა იყო ჩემს ცხოვრებაში რთველის გარეშე.
გუშინ ამოუღიათ ჩემს ბიძაშვილებს და დედაჩემს რქაწითელი ქვევრიდან, საფერავი მერვე დღეს გადაუღიათ და ეხლა წმინდავდება. ეხლა ზავოდობის დროა და თათარაობის.. smile.gif
სიმინდი დაუბინავებიათ უკვე..
მერე ვენახი იქნება მოსახნავი, მისაყრელი ექნება ძირებს..
მერე კიდე ღორის ქელეხების დაიწყებაა. smile.gif მე თუ მკითხავ, შობამდე არ უნდა დაიწყონ, მარა ახალიწლისთვის ემზადებიან ხოლმე და..

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 01:17 PM

ციტატა(იაკობ @ Nov 1 2009, 05:36 PM) *

ხეხილის დამყნობაზე მირჩევთ რამეს?

სხვადასხვა ვაშლის ჯიშები მაქვს და მინდა რომ გავაახლო და ახალ ძირებზე დავამყნო. რა დროს უნდა და რამდენნაირი მყნობა არსებობს? გვიან შემოდგომაზე ვცადე რამდენჯერმე, მაგრამ ვერ გავახარე.
7 წლის წინ ტყის ბალი დავრგე ეზოში, იმ იმედით რომ მერე კარგ ბალს დავამყნობდი ზედ, მაგრამ ვეღარ მოვახერხე, ეხლა კი უკვე მკლავის სიმსხო გახდა და კიდევ შეიძლება იმისი დამყნობა?



არსებობს კვირტით, კალმით მყნობა...გვიანი შემოდგომა არ გამოდგება მყნობისათვის..მე მაქვს წიგნი მყნობის სესახებ და თუ გინდა გატხოვებ..პატარა წიგნია და სეგიზლია დააქსეროქსო...

კვირტით მყნობის პერიოდი არის აგვისტოს თვე...

ციტატა(ikaragua @ Nov 1 2009, 07:19 PM) *

sergi_glaxa
როდემდეა ბოლქვიანი ყვავილების დარგვის პერიოდი?
ტიტების ბოლქვები უნდა გავუგზავნო დედაჩემს და არ მინდა დამაგვიანდეს.

წელს პირველი შემოდგომა იყო ჩემს ცხოვრებაში რთველის გარეშე.
გუშინ ამოუღიათ ჩემს ბიძაშვილებს და დედაჩემს რქაწითელი ქვევრიდან, საფერავი მერვე დღეს გადაუღიათ და ეხლა წმინდავდება. ეხლა ზავოდობის დროა და თათარაობის.. smile.gif
სიმინდი დაუბინავებიათ უკვე..
მერე ვენახი იქნება მოსახნავი, მისაყრელი ექნება ძირებს..
მერე კიდე ღორის ქელეხების დაიწყებაა. smile.gif მე თუ მკითხავ, შობამდე არ უნდა დაიწყონ, მარა ახალიწლისთვის ემზადებიან ხოლმე და..


ჯერ კიდევ შეიძლება ბოლქვიანი ყვავილების დარგვა ..საერთოდ ოქტომბრის ბოლოა რეკომენდებული..

ციტატა(იაკობ @ Nov 1 2009, 05:36 PM) *


7 წლის წინ ტყის ბალი დავრგე ეზოში, იმ იმედით რომ მერე კარგ ბალს დავამყნობდი ზედ, მაგრამ ვეღარ მოვახერხე, ეხლა კი უკვე მკლავის სიმსხო გახდა და კიდევ შეიძლება იმისი დამყნობა?


კი როგორ არ სეიძლება..ზედა ტოტებზე სეგიზლია თუნდაც რამდენიმე სახის ბალი დაამყნო

ვინმეს შეხება ხომ არ გაქვთ სამებასთან რომ მებარეობის ინსტიტუტია? ან ვინმეს ხომ არ იცნობთ ვისაც აქვს იქ მისადგომელი? smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 01:49 PM

ესეც ჩემი მზესუმზირა

http://www.radikal.ru

აი ეს კი არ ვიცი რა ყურძენია..სოფელში ზოგი მყრალასაც ეძახის..რომ დამწიფდება მარცცვლები სცვივა თითს რომ დაადებ..მაგრამ სპეციფიკური გემო აქვს და მიყვარს..სხვა რეგიონებში არ შემხვედრია..

http://www.radikal.ru

ესეც ჩემი ხახვი..პატარა "კვნიწი" ხახვი დავთესეთ და აი ამხელა თავები გაიკეთა..არანაირი სასუქი არ გამომიყენებია..უბრალოდ ვრწყავდით და მიწას ვუფხვიერებდით..

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 2 2009, 01:58 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 2 2009, 10:49 AM) *

ესეც ჩემი ხახვი..პატარა "კვნიწი" ხახვი დავთესეთ და აი ამხელა თავები გაიკეთა..არანაირი სასუქი არ გამომიყენებია..უბრალოდ ვრწყავდით და მიწას ვუფხვიერებდით..

http://www.radikal.ru


მაგ ხახვის ფურცელი სააღდგომოდ ისეთ წითელ-წითელ კვერცხებს ღებავს smile.gif ენდრო სულაც აღარაა საჭირო.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 02:04 PM

k@the

ციტატა
მაგ ხახვის ფურცელი სააღდგომოდ ისეთ წითელ-წითელ კვერცხებს ღებავს ენდრო სულაც აღარაა საჭირო.


ხო, მაგრამ ენდროს თხრას მაინც სხვა ხიბლი აქვს smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 2 2009, 02:36 PM

sergi_glaxa
აქ ენდრო არ იშოვება და იმიტომ ავღნიშნე. smile.gif ისე არ ვიცი ენდროს შესახებ ბევრი. მიყიდია თბილისში ფესვების კონა და სულ ეგაა.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 02:41 PM

ციტატა(k@the @ Nov 2 2009, 02:36 PM) *

sergi_glaxa
აქ ენდრო არ იშოვება და იმიტომ ავღნიშნე. smile.gif ისე არ ვიცი ენდროს შესახებ ბევრი. მიყიდია თბილისში ფესვების კონა და სულ ეგაა.


ენდრო ბალახოვანი მცენარეა, ადრე გაზაფხულზე არდგომამდე, 10 სანტიმეტრამდე რერო აქვს ხოლმე არმოცენებული..სემდეგ კი ბალახოვან მცებარედ ვითარდება..ხოდა თუ მის ფოთლებს სცნობს ადამიანი მიხვდება სად ამოთხაროს..ხსირად ღობეებთან არის ამოსული ხოლმე


ენდრო

http://www.radikal.ru



ენდრო (Rubia), მცენარის გვარია. მიეკუთვნება ენდროსებრთა ოჯახს.ამ ოჯახში 55 სახეობა შედის. ლიტერატურაში შეგვხვდება ინფორმაცია, რომ ჩვენში ბუნებრივად იზრდება ორი სახეობა:
- სამღებრო ენდრო - Rubia tinctorum L. და
- ქართული ენდრო - Rubia iberica (Fisch ex DC) C. Koch

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Nov 2 2009, 02:55 PM

QUOTE(sergi_glaxa @ Nov 2 2009, 03:41 PM) *


ენდრო (Rubia), მცენარის გვარია. მიეკუთვნება ენდროსებრთა ოჯახს.ამ ოჯახში 55 სახეობა შედის. ლიტერატურაში შეგვხვდება ინფორმაცია, რომ ჩვენში ბუნებრივად იზრდება ორი სახეობა:
- სამღებრო ენდრო - Rubia tinctorum L. და
- ქართული ენდრო - Rubia iberica (Fisch ex DC) C. Koch


ეს არ ვიცოდი და არც ენდოს ფოთლები ვიცოდი როგორი იყო.

დამყნობა თუ ზაფხულში შეიძლებოდა ეს საერთოდ არ მომივიდოდა აზრად smile.gif მე ვიცოდი რომ ფოთლები არ უნდა ქონდეს დამყნობის დროსო.

ეს ჩემი მახჩობელა კომშია biggrin.gif
http://www.radikal.ru



ეს კი ჩემი დარგული ჟოლი. ჟოლი ქართულია? თუ მალინაა სწორი ?
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 2 2009, 02:58 PM

sergi_glaxa

ციტატა
აი ეს კი არ ვიცი რა ყურძენია..სოფელში ზოგი მყრალასაც ეძახის..რომ დამწიფდება მარცცვლები სცვივა თითს რომ დაადებ..მაგრამ სპეციფიკური გემო აქვს და მიყვარს..სხვა რეგიონებში არ შემხვედრია..

როგორც მივხვდი შენი ახსნით, ეგეთი ყურძენი ლაგოდეხში აქვს ბიძაჩემს,
მიყვარს ძალიან, იქ თეთრ ადესას ეძახიან.
იმედია ერთი და იგივე ყურძენს ვგულისხმობთ.
კანიც იოლად ძვრება ხო?
თან სურათითაც ძალიან ჰგავს,
თუ ეგრეა მაშინ მართლა თეთრი ადესა ყოფილა.

იაკობ
ციტატა
ეს კი ჩემი დარგული ჟოლი. ჟოლი ქართულია? თუ მალინაა სწორი ?

ჟოლო ჰქვია ქართულად.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 2 2009, 03:05 PM

ნაინა
მეც თეთრ ადესას მივამსგავსე, ნაძალადევში უდგათ ბებოს ეზოში, მაგრამ მტევნები მეპატარავა. იმან დიდი მტევნები იცის, ადრევე მწიფდება და ტკბილია.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 2 2009, 03:09 PM

k@the

ციტატა
ნაინა
მეც თეთრ ადესას მივამსგავსე, ნაძალადევში უდგათ ბებოს ეზოში, მაგრამ მტევნები მეპატარავა. იმან დიდი მტევნები იცის, ადრევე მწიფდება და ტკბილია.

შეიძლება იმასაც აქვს მნიშვნელობა სად იზრდება, ბიძაჩემთან ზუსტად ეგეთია, ანუ უფრო პატარა მტევნები,
ვერც მოწყვეტავ მტევანს წესიერად, იმარცვლება და ცვივა სულ.
მაგრამ ძალიან გემრიელი კია, იიფფ ammm.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 03:22 PM

ნაინა

ციტატა
მიყვარს ძალიან, იქ თეთრ ადესას ეძახიან.


ხოხო ჩვენთანაც ეძახიან მაგას smile.gif

იაკობ
ციტატა
დამყნობა თუ ზაფხულში შეიძლებოდა ეს საერთოდ არ მომივიდოდა აზრად


ამის სემდეგ იცოდე რომ ზაფხულში (აგვისტოში) სეიძლება კვირტით მყნობა..ეს ერტერთი ყველაზე მიღებული მეთოდია

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 03:36 PM

ეს კი გადამწიფებული (სათესლე ) კიტრი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 2 2009, 04:48 PM

სერგი რა უნდა გკითხო

რაც აქ დავინახე ერკვევი სოფლის მეურნეობაში და კონსულტაციებსაც თუ ეწევი ადგილზე წაყვანით smile.gif

სერიოზულად ვამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 2 2009, 04:50 PM

ციტატა(Ligia @ Nov 2 2009, 04:48 PM) *

სერგი რა უნდა გკითხო

რაც აქ დავინახე ერკვევი სოფლის მეურნეობაში და კონსულტაციებსაც თუ ეწევი ადგილზე წაყვანით smile.gif

სერიოზულად ვამბობ smile.gif



უი რას ამბობბბ smile.gif რაც ვიცი ისედაც ვეუბნები ყველას..რაც არადა გავარკვევ ხოლმე....რაიმე გაინტერესებს? აბა მკითხე

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 12:28 PM

მოკლედ... მე მჯერა, რომ უფლის ნებაა ადამიანი თავისი სრომით ჭამდეს ლუკმა პურს და არა ქურდობითა და მამაზაღლობით..დღეს როცა ამდენი უმუსევრობაა, ადამიანებმა არ იციან რა ქნან, რა აკეტონ, მე მოვუწოდებ მათ და ყველას..დაუბრუნდით მიწას, რომელსაც უფალმა მისცა არმოცენების უნარი ადამიანებისათვის..დატესეტ, დარგეთ, იშრომეთ და დამიჯერეთ ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს!

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 3 2009, 12:32 PM

sergi_glaxa

ვისაც არ გვაქვს სოფელი და არც ფული მიწის საყიდელი რა ვქნათ! ასფალტი ვჭამოთ? http://elar.ge/

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 12:42 PM

ციტატა(syd @ Nov 3 2009, 12:32 PM) *

sergi_glaxa

ვისაც არ გვაქვს სოფელი და არც ფული მიწის საყიდელი რა ვქნათ! ასფალტი ვჭამოთ? http://elar.ge/


არის მიწები ..მტავარია მოინდომეთ ცოტა ამ დამპალ კომფორტს სეელიოტ ..

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Nov 3 2009, 12:43 PM

ქალაქში მშვენივრად ვამუშავებ მიწასsmile.gif

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Nov 3 2009, 01:38 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 2 2009, 03:36 AM) *

ეს კი გადამწიფებული (სათესლე ) კიტრი

http://www.radikal.ru

კიტრის მოვლის წესები მაინტერესებსsmile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 01:47 PM

ციტატა(asmoo @ Nov 3 2009, 01:38 PM) *

კიტრის მოვლის წესები მაინტერესებსsmile.gif


ღია გრუნტში ითესება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისსი, ანუ როცა მოთბება, სემდეგ მეხუტე ფოთოლს რომ განივითარებს უნდა მოაწყვიტო, რათა გვერდითი ტოტები და მეტი მდედრობითი ყვავილები განივითაროს smile.gif თუ დამატებით გაინტერესებს მოგწერ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 3 2009, 02:35 PM

კარტოფილზე იყო უკვე საუბარი?

ბებიდა ასე აკეთებს ხოლმე, ერთხელ რომ კარტოფილს დათესავს, შემდეგ წელს მიწას ასვენებს, მერე ისევ დათესავს..


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 02:39 PM

ციტატა(ქევანა @ Nov 3 2009, 02:35 PM) *

კარტოფილზე იყო უკვე საუბარი?

ბებიდა ასე აკეთებს ხოლმე, ერთხელ რომ კარტოფილს დათესავს, შემდეგ წელს მიწას ასვენებს, მერე ისევ დათესავს..


საერთოდ წესიტ არამხოლოდ კარტოფილზე, არამედ ყველა კულტურაზე უკეტესია მასე მოხდეს..თუმცა მიცნეულია, რომ პომიდვრის მოყვანა რამდენიმე წელს სეიძლება ერთიდა იმავე ადგილას მიწის დაუსვენებლად...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 3 2009, 02:43 PM

ციტატა
თუმცა მიცნეულია, რომ პომიდვრის მოყვანა რამდენიმე წელს სეიძლება ერთიდა იმავე ადგილას მიწის დაუსვენებლად...

ეგ არ ვიცოდი და არც დავკვირვებივარ. შენც ეგრე გაქვს?

აუ როგორ მიყვარს პომიდორი... რა მინდა გკითხო: ვარდისფერკანიანი პომიდორი სხვა ჯიშია და კვასკვასა წითელი - სხვა? განსხვავება მარტო ფერშია? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 02:53 PM

ციტატა(ქევანა @ Nov 3 2009, 02:43 PM) *

ეგ არ ვიცოდი და არც დავკვირვებივარ. შენც ეგრე გაქვს?

აუ როგორ მიყვარს პომიდორი... რა მინდა გკითხო: ვარდისფერკანიანი პომიდორი სხვა ჯიშია და კვასკვასა წითელი - სხვა? განსხვავება მარტო ფერშია? rolleyes.gif


თუ ფერი სხვაა რა თქმა უნდა გემოც ტავისებური ექნება..ამავდროულად სხვადასხვა ადგილას მოყვანილ ერთიდაიმავე ჯისის პომიდორს მაინც ექნება პატარა განსხვავება..

საქართველოში ვარდისფერს "ჭოპორტის" პომიდორს ეძახიან, მაგრამ არსებობს სხვა უცხოური ჯისებიც, მაგალითად ფლორიდა, რომელიც წიტელიც არის და ვარდისფერიც და თხელი კანი აქვს, გემრიელია..
თუმცა ჭოპორტი და ქარტული წიტელი პამიდორი მაინც უფრო გემრიელი მგონია

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 3 2009, 03:02 PM

მადლობა სერგი


http://www.radikal.ru

ასე გამოიყურება პამიდორიო ქოთანში user.gif

ანუ რამე რომ იყოს, მგონი შემეძლება ქალაქშიც მოვიყვანო ბოსტნეული biggrin.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 3 2009, 03:05 PM

მე მაქვს ეზოშო ორი ძირი პომიდორი,თავისით ამოვიდა, მე მსგავსი რაოდენობის მსხმოიარე პომიდორი არცერთ სოფელში არ შემხვედრია და ვფიქრობ, მისი ასეთი გადარევა ნაყოფის სიუხვის მხრივ მიწის გამოა,რადგან არასოდეს არაფერი არ დამითესია და დამირგავს იმ ადგილას.დღესაც კი უამრავი ნაყოფი აქვს და იმედია მოამწიფებს

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 03:10 PM

ციტატა(ქევანა @ Nov 3 2009, 03:02 PM) *

მადლობა სერგი
http://www.radikal.ru

ასე გამოიყურება პამიდორიო ქოთანში user.gif

ანუ რამე რომ იყოს, მგონი შემეძლება ქალაქშიც მოვიყვანო ბოსტნეული biggrin.gif


კი, უბრალოდ გარეთ დადგი, სინათლეზე...

ციტატა(zviadauri @ Nov 3 2009, 03:05 PM) *

მე მაქვს ეზოშო ორი ძირი პომიდორი,თავისით ამოვიდა, მე მსგავსი რაოდენობის მსხმოიარე პომიდორი არცერთ სოფელში არ შემხვედრია და ვფიქრობ, მისი ასეთი გადარევა ნაყოფის სიუხვის მხრივ მიწის გამოა,რადგან არასოდეს არაფერი არ დამითესია და დამირგავს იმ ადგილას.დღესაც კი უამრავი ნაყოფი აქვს და იმედია მოამწიფებს


რათქმა უნდა..მასეთ მიწას "ხამ" მიწას უძახიან ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 3 2009, 03:13 PM

რთველში სერიოზულად ვიმუშავე, სერიოზულად დავიღალე ისე, რომ საღამოს ბაბუაჩემა რომ დაიძახა,აბა ეხლა დავსხდეთ და კარგად მოვიქეიოფოდო,კაი გვარიანად ვიყავი უკვე მიძინებული..რთელს რომ ვიღებდით ყურძნისას, მე მსგავსი რაოდენობის ქამა სოკო არსად მინახავს,უამრავი ქამა,ჩამალული ბალახებში მთელს ყურძნის კვბში იყო მობნეული..ერთი ტომარა ავიღეთ და გადამოწმების შემთხვევაში ყველა ვარგისი აღმოჩნდა. მიწა და მასთან დაკავშირებული ყველა საქმე ჩემთის ყველაზე ღირებულია.ნეტა მქონდეს დიდი ფართობი იფ...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 03:17 PM

zviadauri

აბა რა..მიწაზე რომ მუშაობ, თავს ადამიანად გრძნობ, ღვთის ქმნილებად smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 3 2009, 03:21 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 3 2009, 03:17 PM) *

zviadauri

აბა რა..მიწაზე რომ მუშაობ, თავს ადამიანად გრძნობ, ღვთის ქმნილებად smile.gif



ვიღაცამ თქვა მცენარეს რძე რომ დაუსხა ძალიან უხდებაო და ნეტა თუ მართალია?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 3 2009, 03:30 PM

ციტატა(zviadauri @ Nov 3 2009, 03:21 PM) *

ვიღაცამ თქვა მცენარეს რძე რომ დაუსხა ძალიან უხდებაო და ნეტა თუ მართალია?


არვიცი..პირველად გავიგე...

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 4 2009, 03:06 AM

ციტატა
ვიღაცამ თქვა მცენარეს რძე რომ დაუსხა ძალიან უხდებაო და ნეტა თუ მართალია?

ჯერ ერთი, სად არი გადასაღვრელი რძე! ძროხა მოწველოს ვინმემ და რამე მცენარეს დაუსხას, ხო უნდა გაადინო ჭახვანი smile.gif

1. ქრიზანთემები რითი მრავლდება?

2. ვინმეს ყავის ბუჩქი უნახია საქართველოში? თუნდაც ქოთანში..

კიტრი დაახლოებით აპრილის 15-დან ითესება. წყალი უყვარს და სჭირდება აუცილებლად, თორე უწყლოდ მწარე გემო ექნება.. a075.gif დამუშავებულ და გაფხვიერებულ მიწაში აკეთებ პატარა ორმოს, დაახლოებით 2-3 სმ სიღრმის და 4-5 ცალ კიტრის თესლს აგდებ შიგ. მერე ცოტა გაფხვიერებულ მიწას მოაყრი ზემოდანვე.
მოწამვლაც სჭირდება, ჭრაქი აშინებს. კარგი ვარიანტია კიტრის ხვიარა ფორმები, ღობეზე ადის ან ხეზე ან თოკებს უბავ..

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 4 2009, 03:26 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 2 2009, 05:50 PM) *

უი რას ამბობბბ smile.gif რაც ვიცი ისედაც ვეუბნები ყველას..რაც არადა გავარკვევ ხოლმე....რაიმე გაინტერესებს? აბა მკითხე



ჯერ არაფერი, ჯერ არც ვარ საქართველოში რომ ჩამოვალ მინდა ჩემს მიწებს მივხედო, კახეთში მაქვს სოფელი და მიწები ფაქტიურად ცარიელია, რაც არის დარგული იმასაც მიხედვა სჭორდება, ცოტა მოსავალს ვიღებთ ყოველ წელიწადს

ხოდა მინდა პაწა კახური ბიზნესი დავატრიალო smile.gif
რჩევებს დაგეკითხები მომავალში smile.gif


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 4 2009, 12:44 PM

ikaragua

ციტატა
1. ქრიზანთემები რითი მრავლდება?


ფესვით ამრავლებენ ძირითადად..მე ახლა ნოემბრის ბოლოსთვის უნდა გავყო ჩემი ქრიზანთემას ბუჩქები და გადავრგო

ციტატა(Ligia @ Nov 4 2009, 03:26 AM) *

ჯერ არაფერი, ჯერ არც ვარ საქართველოში რომ ჩამოვალ მინდა ჩემს მიწებს მივხედო, კახეთში მაქვს სოფელი და მიწები ფაქტიურად ცარიელია, რაც არის დარგული იმასაც მიხედვა სჭორდება, ცოტა მოსავალს ვიღებთ ყოველ წელიწადს

ხოდა მინდა პაწა კახური ბიზნესი დავატრიალო smile.gif
რჩევებს დაგეკითხები მომავალში smile.gif


იმედია შენს ჩამოსვლამდე მეტ ცოდნას დავაგროვებ..თუ არადა მემამულეთა კავსირს მიმარტე და იქ კარგი სპეციალისტები არიან და ბევრ კარგ რჩევას მოგცემენ smile.gif

პოსტის ავტორი: kikria თარიღი: Nov 4 2009, 12:48 PM

მართლა კარგი თემაა, მეც მქონია ბედნიერება კალმახა სოკოს მოკრეფისა, ტყეში, თანაც უგემრიელესია. რაც შეეხება დათესვას, კიდევ გამიგია რომ გახვრეტილ ტომრებში ყრიან მატყლს და შემდეგ თესავენ სოკოს, ოღონდ რომელს არ ვიცი

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 4 2009, 12:49 PM

ციტატა(kikria @ Nov 4 2009, 12:48 PM) *

მართლა კარგი თემაა, მეც მქონია ბედნიერება კალმახა სოკოს მოკრეფისა, ტყეში, თანაც უგემრიელესია. რაც შეეხება დათესვას, კიდევ გამიგია რომ გახვრეტილ ტომრებში ყრიან მატყლს და შემდეგ თესავენ სოკოს, ოღონდ რომელს არ ვიცი


მატყლი არ ვიცი..ალბათ მატყლშიც შეიძლება..უფრო ნახერხია მგონი კარგი

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 4 2009, 02:04 PM

sergi_glaxa
უმიწოდ ფესვები გაძლებს? გამოგზავნა მინდა საქართველოში.
kikria
მატყლზე პრაქტიკულია კომპოსტის მომზადება და იმის ჩატენვა ტომრებში.
ნახერხში და თივაში უნდა აურიო ბუნებრივი სასუქი, ცოტა აზოტიანი სასუქი, და დიდ გროვად დადგა. მერე უნდა მორწყო ხოლმე. აუცილებლად უნდა იყოს გროვად, შიგნით ტემპერატურა იზრდება და ეს ყველაფერი ხდება ერთგვაროვანი ყავისფერი მასა.

ამ მასაზე შეგიძლია შამპინიონიც მოიყვანო.

კალმახა სოკოს მოსაყვანად ამ მასას ჩაყრი ტომარაში და შიგ სოკოს სპორებიან ხორბალსაც შეურევ. მორწყავ და დაალაგებ ჩრდილში, ნესტიან ადგილზე.. სითბო უნდა აუცილებლად, მარა არა მზე.. შიგნით გაიზრდება მიცელიუმი და შეკრავს ამ მასას მთლიანად. მერე შეგიძლია მოხსნა ტომარა და კრიფო და კრიფო სოკო smile.gif

პოსტის ავტორი: kikria თარიღი: Nov 4 2009, 02:16 PM

ვააააააააა, huh.gif ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი.


ციტატა
ციტატა(zviadauri @ Nov 3 2009, 03:21 PM)

ვიღაცამ თქვა მცენარეს რძე რომ დაუსხა ძალიან უხდებაო და ნეტა თუ მართალია?


რძეს პლანს უსხამენ მგონია და სხვა მაცენარესაც თუ უხდებ არ ვიცი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 4 2009, 02:18 PM

ikaragua

ციტატა
ჯერ ერთი, სად არი გადასაღვრელი რძე! ძროხა მოწველოს ვინმემ და რამე მცენარეს დაუსხას, ხო უნდა გაადინო ჭახვანი

biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 4 2009, 02:21 PM

ციტატა(ikaragua @ Nov 4 2009, 02:04 PM) *

sergi_glaxa
უმიწოდ ფესვები გაძლებს? გამოგზავნა მინდა საქართველოში.
kikria
მატყლზე პრაქტიკულია კომპოსტის მომზადება და იმის ჩატენვა ტომრებში.
ნახერხში და თივაში უნდა აურიო ბუნებრივი სასუქი, ცოტა აზოტიანი სასუქი, და დიდ გროვად დადგა. მერე უნდა მორწყო ხოლმე. აუცილებლად უნდა იყოს გროვად, შიგნით ტემპერატურა იზრდება და ეს ყველაფერი ხდება ერთგვაროვანი ყავისფერი მასა.

ამ მასაზე შეგიძლია შამპინიონიც მოიყვანო.

კალმახა სოკოს მოსაყვანად ამ მასას ჩაყრი ტომარაში და შიგ სოკოს სპორებიან ხორბალსაც შეურევ. მორწყავ და დაალაგებ ჩრდილში, ნესტიან ადგილზე.. სითბო უნდა აუცილებლად, მარა არა მზე.. შიგნით გაიზრდება მიცელიუმი და შეკრავს ამ მასას მთლიანად. მერე შეგიძლია მოხსნა ტომარა და კრიფო და კრიფო სოკო smile.gif


რა არის იცი, უკეთესი იქნება ნახერხი მაინც დანამო და ფესვებთან ჩაუყარო..ისე სეიძლება მცენარე დაზიანდეს..

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 4 2009, 02:27 PM

sergi_glaxa
რა ვიცი, საბაჟოზე პრობლემები არ შექმნან.. მეცოდება გადასაყრელად

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 4 2009, 02:44 PM

ციტატა(ikaragua @ Nov 4 2009, 02:27 PM) *

sergi_glaxa
რა ვიცი, საბაჟოზე პრობლემები არ შექმნან.. მეცოდება გადასაყრელად


მაინც დააზუსტე..რომელი აეროპორტიდაბაც უნდა წამოიღო კითხე მათ სანამ აეროპორტსი მიიტან

მე მაგალითად ავსტრიიდან გაზაფხულზე ჩამომიტანეს რამდენიმე ყვავილის ტუბერები, რომელიც პაკეტებსი იყო შეფუთული, ცოტა მიწით და ნახერხით, ოღონდ მაღაზიაში იყიდეს ასე და არანაირი პრობლემა არ ყოფილა..

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 4 2009, 02:47 PM

ხალხო ისადა, ზეთისხილის ხე ხარობს დასავლეთ საქართველოში?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 4 2009, 03:08 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 4 2009, 02:47 PM) *

ხალხო ისადა, ზეთისხილის ხე ხარობს დასავლეთ საქართველოში?


მე მგონი უნდა იხაროს, რადგან აღმოსავლეთში თუ ხარობს, არ უნდა იყოს პრობლემა..საერტოდ დასავლეთის მცენარეები უფრო ვერ ეგუებიან აღმოსავლეტის ჰავას მგონი...

სამებაში კი ისე მაგრად ასხია ზეთისხილის ხეებს გადავირიე..დასავდნენ თან...სამწუხაროდ როგორც ვიცი მთლად დამწიფებას ვერ ახერხებენ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 4 2009, 03:19 PM

ikaragua

ციტატა
რა ვიცი, საბაჟოზე პრობლემები არ შექმნან.. მეცოდება გადასაყრელად

არა მგონია ეგრე კუსტარულად დამზადებული საბაჟოზე გაგატანინონ.
ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ასეა, აქ რომ შემოდიხარ ყველა წვრილმანს
ათვალიერებენ, ხილსაც არ შემოგატანინებენ.
ჩირი, ჩურჩხელა და ეგეთები კი, მაგრამ ახალ ხილს დაგატოვებინებენ ნაგვის ურნაში.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 4 2009, 04:20 PM

ნაინა
არ უნდა თქვა რომ ჩემოდანში ჩურჩხელა გაქვს და არ დაგატოვებინებენ biggrin.gif

ისე, ევროპაში იყიდება სხვადასხვა ტიტების ბოლქვები, თავადვეა ისე შეფუთული ქაღალდის ყუთებში, რომ მგონი 1 თვესაც გაძლებენ, ასე რომ ისეთის ყიდვა და საბაჟოზე გადმოტანა პრობლემა არაა. ამსტერდამში ყვავილების ბაზრობა იყო, ისეთი ბოლქვები იყიდებოდა, გული დამწყდა რომ ვერ ვიყიდე. user.gif
საბაჟოზე არ შეიძლება მალფუჭებადი კუსტარული წესით დამზადებული პროდუქტების გადატანა, თორემ სხვა დასაშვებია. თან ხელის ბარგში ვცდილობ არ ჩავიდო ხოლმე, უფრო ჩემოდანში. smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 4 2009, 04:58 PM

k@the

ციტატა
ამსტერდამში ყვავილების ბაზრობა იყო, ისეთი ბოლქვები იყიდებოდა, გული დამწყდა რომ ვერ ვიყიდე. საბაჟოზე არ შეიძლება მალფუჭებადი კუსტარული წესით დამზადებული პროდუქტების გადატანა, თორემ სხვა დასაშვებია. თან ხელის ბარგში ვცდილობ არ ჩავიდო ხოლმე, უფრო ჩემოდანში.

კიდევ კარგი მანდ არ ვიყავი თორემ გული გამისკდებოდაsmile.gif მთელ ბაზარს სახლში წამოვიღებდიsmile.gif სახლში უკვე ბოსტნის დედოფალას მეძახიან იმდენი ყვავილები მაქვს
ციტატა
ვიღაცამ თქვა მცენარეს რძე რომ დაუსხა ძალიან უხდებაო და ნეტა თუ მართალია?

ჩაის ფერი ვიცი რომ კარგია (ან სადაა გადასაღვრელი ჩაი,თან ზამთარი მოდისlaugh.gif)

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 4 2009, 05:02 PM

აი ეს გამოგადგებათ ვისაც მეურნეობა გაინტერესებთ. სხვათაშორის მარხვაში, მაგათ პროდუქციას ყიდულობს მამაჩემი,გუდვილშიც აქვთ და პოპულშიც მაგათი მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ძველი კულტურების შენარჩუნებას და წინ წამოწევას ემსახურებიან.

http://www.elkana.org.ge/about.php

პოსტის ავტორი: kikria თარიღი: Nov 4 2009, 05:04 PM

თუ არ ვცდები რაღაც რაოდენობის თანხა უნდა გადაიხადო და შემოგატანინებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Nov 4 2009, 05:17 PM

KAIROS
ნერგს თუ მომაწვდით დავრგავ და გეტყვით პასუხსsmile.gif
მგონი კი ხარობს, მაგრამ არამგონია მოსავლიანი იყოს...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 4 2009, 05:21 PM

KAIROS

ციტატა
ხალხო ისადა, ზეთისხილის ხე ხარობს დასავლეთ საქართველოში?

ეგ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ,ბიძაჩემმა ყვავილების თესლი გამომიგზავნა ამერიკიდან,სულ ნაირ-ნაირები,დავრგე,მარაა ამოვიდა საცოდაობა და მერე რა დაგიკარგავს რას ეძეებsmile.gifbiggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 4 2009, 06:03 PM

http://www.radikal.ru
ნახეთ რა ლამაზია ამას დიდი სიამოვნებით მოვაშენებდიsmile.gif


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Nov 4 2009, 06:04 PM

მაშიკო
პირიქით, ზუსტად დასავლეთში უფრო უნდა მოვიდეს, ჩემი აზრით.. ჰავა უფრო ნოტიო და თბილია, ვიდრე აღმოსავლეთში..

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 5 2009, 04:09 AM

k@the

ციტატა
არ უნდა თქვა რომ ჩემოდანში ჩურჩხელა გაქვს და არ დაგატოვებინებენ

ჩურჩხელებს გამოგატანენ ქეთ, ჩირს და ჩურჩხელას მხოლოდ, ახალ ხილს არა. smile.gif
მაღაზიაში ნაყიდ ნერგებს, რომლებიც სპესიალურადაა შეფუთული, იმისი
გატანის შესაძლებლობა ნამდვილადაა, მაგრამ შენ თუ რამეს გააკეთებ
მსგავსს, როგორც აქ დაწერეს, ის არა მგონია გაგატანონ, საქართველოდან
შეიძლება გაგიშვან, მაგრამ საზღვარგარეთ აეროპორტიდან გატანის
საშუალება არა მგონია მოგდენ. აქ ესეა და რა ვიცი.
შენ გინდა თქვი რა მიგაქვს და გინდა არა. რომ შემოდიხარ, ჩემოდნენს
გიხსნიან და ამოწმებენ ყველაფერს. smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 5 2009, 11:57 AM

ციტატა(მაშიკო @ Nov 4 2009, 05:17 PM) *

KAIROS
ნერგს თუ მომაწვდით დავრგავ და გეტყვით პასუხსsmile.gif
მგონი კი ხარობს, მაგრამ არამგონია მოსავლიანი იყოს...


ზეთის ხილის ნერგებს აქაც ყიდიან საქართველოში

izi-bartki
რა ლამაზი ყვავილებიააააააააა

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 03:10 PM

არა მგონია ზეთის ხილმა იხაროს ჩვენთან. შესაძლებეი რომ ყოფილიყო ჩვენი მამა პაპა არ გააშენებდა ნეტავ?

საქართველო პურის და ღვინის ქვეყანაა. ხორბალი უნდა დაითესოს, უნდა ავითვისოთ საბეღელე მიწები. კანადიდან, საბერძნეთიდან და ყაზახეთიდან არ უნდა შემოგვქონდეს ხორბალი. თან იცით რამდენი უნიკალური ქართული ჯიშის ხორბალი არსებობს. გადავირიე რომ გავეცანი.

საწყენი რა არის კიდევ იცით, ხალხი ვაზს ჭრის და მარწყვს რგავენ, ან ატამს, ან სულაც საზამთრო მოყავთ.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Nov 9 2009, 12:40 PM

ikaragua
არ ვიცი... შეიძლება მართალი ხარ.
sergi_glaxa
მე ნერგი არ მინახავს, გავიკითხავ და თუ ვიშოვი დავრგავ ეზო დიდი მაქვს და არც დარგვა მეზარებაsmile.gif

Amuza
საზამთრო და მარწყვი ადვილი მოსავლელია აი ვაზს კი განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება, დანახარჯი დიდია და მოსავალიც ნაკლებად ფასობს, შემოსავალი ნაკლებია დანახარჯებზე და ამიტომ აჭრა ხალხმა ვენახი.... ხალხს არ აქვს ხელშეწყობა და რა ქნან? საზამთრო და მარწყვი არ არის დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან, ფიზიკური შრომა მათაც სჭირდებათ, მაგრამ ფინანსური ხარჯი დაბალია...

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 9 2009, 01:59 PM

სერგი რომ ჩამოხვალ და თუ იმას ჩამოიტან რაც შემპირდი ქრიზანთემების ნერგებს მსტყორცნე ზარი მეხის დამცემი

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 18 2009, 07:20 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მე 11 პავილიონი,ექსპო ჯორჯია წარმოგიდგენთ smile.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 18 2009, 07:41 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 18 2009, 07:55 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 18 2009, 08:17 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 23 2009, 02:00 PM

გიაქტიურიათ ჩემს თემაში და მიხარიააა smile.gif




ციტატა(zviadauri @ Nov 9 2009, 01:59 PM) *

სერგი რომ ჩამოხვალ და თუ იმას ჩამოიტან რაც შემპირდი ქრიზანთემების ნერგებს მსტყორცნე ზარი მეხის დამცემი


ლევან ესეიგი, მივიჩნიე და სეც არის, რომ ქრიზანთემების ბუჩქის გაყოფა და გადარგვა უკეთესია გაზაფხულზე, რადგან ისინი ახლა ყვავიან..თან შემპირდნენ მრავალფერ ქრიზანთემებს, ასე რომ გაზაფხულამდეც მოვიცადოთ ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: Doc თარიღი: Nov 23 2009, 03:50 PM

როგორც მითითებულია ლ. მოლოდინი '' ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორია' 1963 წ.
ზეთისხილი ფავრცელებულია აფხაზეთში, აგრეთვე კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12 წლიდან, კალმიდან გამოზრდილი -4-5წ. ერტი ხიდან 20-40 კგ. მოსავალი მოდის. ცოცხლობს 300-400წ.
ადრე დავინტერესდი ამ მცენარით და მოვიძიე მინდოდა საქრთველოში გამეგზავნა. smile.gif ძალიან შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი როგორც ამიხსნეს.
ისე რუსტაველზე კი არის დარგული მე მგონი პატრიარქის კურთხევითაა თუ არ ვცდები. მსხმოიარობს თუ არა არ ვიცი

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 24 2009, 01:22 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 23 2009, 02:00 PM) *

გიაქტიურიათ ჩემს თემაში და მიხარიააა smile.gif
ლევან ესეიგი, მივიჩნიე და სეც არის, რომ ქრიზანთემების ბუჩქის გაყოფა და გადარგვა უკეთესია გაზაფხულზე, რადგან ისინი ახლა ყვავიან..თან შემპირდნენ მრავალფერ ქრიზანთემებს, ასე რომ გაზაფხულამდეც მოვიცადოთ ერთად smile.gif



კარგი ძამიკო,როგორც მოუხდება ისე უნდა გავაკეთოთ.ყურადღებისთვის დიდი მადლობა..ამ ლინკზე შედი ჩემი შვილია საბა 0576 და ხმა მიეცი http://babilina.ge/index.php?module=gallery&page=gallery&branch_id=2&pg=6

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 24 2009, 03:00 PM

Doc
სამებაშიც არის 4 წლამდე ასაკის ნერგები ზეთისხილისა და ასხია კიდეც smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 4 2010, 03:35 PM

აღარავის გაინტერესებთ მეურნეობა? smile.gif

პოსტის ავტორი: მცირე თარიღი: Jan 4 2010, 05:59 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Jan 4 2010, 03:35 PM) *

აღარავის გაინტერესებთ მეურნეობა? smile.gif
როგორ არა, მაგალითად მე ძალიან მაინტერესებს . თუმცა სოფელი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ნაკვეთის ყიდვა და ბოსტანის გაშენება მინდა ძალიან.

ეს ყვავილებიო, ვაზიო, ფუტკარიო და ნაძვებიო ხომ კარგი და კეთილი, მაგრამ საჭმელად გამოსადეგს არაფერს თესავთ? აი ვისაც სოფლები გაქვთ რას ჭამთ? კერძს კი არ ვგულისხმობ. აი იმას რისგანაც ის კეთდება, თქვენვე რაც მოგყავთ ან უვლით(თუ ცხოველია).

P.S. ისე კარგი თემაა ძალიან. რა კარგია რომ ვიპოვე.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 4 2010, 09:40 PM

ციტატა(მცირე @ Jan 4 2010, 05:59 PM) *

როგორ არა, მაგალითად მე ძალიან მაინტერესებს . თუმცა სოფელი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ნაკვეთის ყიდვა და ბოსტანის გაშენება მინდა ძალიან.

ეს ყვავილებიო, ვაზიო, ფუტკარიო და ნაძვებიო ხომ კარგი და კეთილი, მაგრამ საჭმელად გამოსადეგს არაფერს თესავთ? აი ვისაც სოფლები გაქვთ რას ჭამთ? კერძს კი არ ვგულისხმობ. აი იმას რისგანაც ის კეთდება, თქვენვე რაც მოგყავთ ან უვლით(თუ ცხოველია).

P.S. ისე კარგი თემაა ძალიან. რა კარგია რომ ვიპოვე.


smile.gif განა ფუტკარი რასაც იძლევა საჭმელი არაა ?! smile.gif

როგორ არ ვთესავ: სიმინდს, ლობიოს, ...მწვანიკეულს, ბოლოკს და ა.შ

მართლა კარგი სახელმძღვანელო ვიპოვე ბოსტნეულის მოვლის შესახებ ინტერნეტში და დავდებ ახლა :0

http://www.seard.ge/geo/broshurebi/Broshura_Bostneuli.pdf

პოსტის ავტორი: მცირე თარიღი: Jan 4 2010, 11:16 PM

[quote name='sergi_glaxa' date='Jan 4 2010, 09:40 PM' post='579253']
smile.gif განა ფუტკარი რასაც იძლევა საჭმელი არაა ?! smile.gif
[/quote]კი ბატონო. გეთანხმები smile.gif

[quote]როგორ არ ვთესავ: სიმინდს, ლობიოს, ...[/quote] ო, აი მასეთი რამეები მაინტერესებს ზუსტად. biggrin.gif კარტოფილიც ხომ არ გაქ. რატო იცი? მინდა რომ ნაკვეთზე ჩემი სამყოფი მოვიყვანო მე თვითონ ყველაფერი და საჭმელი საერთოდ არაფერი არ ვიყიდო. როგორ ფიქრობ, მაგარი უტოპიაა?

[quote]მართლა კარგი სახელმძღვანელო ვიპოვე ბოსტნეულის მოვლის შესახებ ინტერნეტში და დავდებ ახლა :0

http://www.seard.ge/geo/broshurebi/Broshura_Bostneuli.pdf[/quote] გაიხარე. ვნახავ ეხლა cool.gif მადლობთ.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 4 2010, 11:58 PM




მცირე

ციტატა
ო, აი მასეთი რამეები მაინტერესებს ზუსტად. კარტოფილიც ხომ არ გაქ. რატო იცი? მინდა რომ ნაკვეთზე ჩემი სამყოფი მოვიყვანო მე თვითონ ყველაფერი და საჭმელი საერთოდ არაფერი არ ვიყიდო. როგორ ფიქრობ, მაგარი უტოპიაა?


აი მაგ სახელმძღვანელოში, რომელიც დავდე, კარტოიფილზეც წერია თუ არ ვცდები...

სულაც არ არის უტოპია ეგ ჩემო ბატონო..
რაც მეტი ადამიანი მოიყვანს მოსავალს, თავის სამყოფს მაინც, მით მეტად შევასრულებთ უფლის ნათქვამს: შენი ოფლით ჭამდე პურსო smile.gif

კმარა სოფლიდან ქალაქში ხალხის მოდენა..ახლა იქით- ქალაქიდან სოფლებში წასვლის დროა smile.gif

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 5 2010, 12:02 AM

ციტატა
კმარა სოფლიდან ქალაქში ხალხის მოდენა..ახლა იქით- ქალაქიდან სოფლებში წასვლის დროა
ეგრეა ეგრე

ეხლა კითხვა – მოკლედ, სოფელში ტრიფოლიანტის ღობეს გაკეთებას ვაპირებ ( ღორები შემოდიან თავისუფალ დროს biggrin.gif ) ხოოდა როდისაა შესაფერისი დრო?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 5 2010, 12:04 AM

ციტატა(gurulo @ Jan 5 2010, 12:02 AM) *

ეგრეა ეგრე

ეხლა კითხვა – მოკლედ, სოფელში ტრიფოლიანტის ღობეს გაკეთებას ვაპირებ ( ღორები შემოდიან თავისუფალ დროს smile.gif ) ხოოდა როდისაა შესაფერისი დრო?


ტრიფოლიანტი- ეგ ალბათ მცენარეა ხომ ეკლიანი? ალბათ დასავლეთში? ვახ ეგ არ ვიცი...

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 5 2010, 12:12 AM

ციტატა
ტრიფოლიანტი- ეგ ალბათ მცენარეა ხომ ეკლიანი? ალბათ დასავლეთში? ვახ ეგ არ ვიცი...

კი, გურიაში მასე ეძახიან, უბედური მცენარეა, არაფერი მოვლა არ ჭირდება, თანაც საიმედო ღობეა

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 5 2010, 12:16 AM

ციტატა(gurulo @ Jan 5 2010, 12:12 AM) *

კი, გურიაში მასე ეძახიან, უბედური მცენარეა, არაფერი მოვლა არ ჭირდება, თანაც საიმედო ღობეა


კი..მაგრამ გირჩევ ეკლიანი მავთულის ან მავთულბადის (სეტკის) ღობე გააკეტო..
მცენარის ღობეში ადვილად დაიბუდებენ ქვეწარმავლები...

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 5 2010, 12:19 AM

gurulo
chemma mezobelma datesa eg da mshvenieri gobe aqvs exla.shen shegidzlia dargo tu ishovi nergs,male gaizrdeba upro.adre gazapxulze darge an datese,eg iseti mcenarea aucileblad ixeirebs mainc.gors sxva gobe ver daakavebs,mitumetes tu michveulia ukve. goris patrons stxove iqneb ugeli daadgas sanam tripрlianti gazrdila

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 5 2010, 12:25 AM

sergi_glaxa
ქვეწარმავლები ისეც ბევრია იქ, ღელის პირზეა თან ერთი 100 მეტრი. წინა წელს 7 ზოლად გავუშვით ეკლიანი მავთული მარა ღორია რა..
მაშიკო

ციტატა
goris patrons stxove iqneb ugeli daadgas sanam tripрlianti gazrdila
რაც სოფელში ღორები და თხებია ახლა ყველას სად ვზდიო smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jan 5 2010, 12:59 AM

ტრიფოლიანტის ღობე ძნელი მოსავლელია. მერე ტყედ მიდის, შეკრეჭვა კი ძალიან ძნელია, მერე მისი გატანა, ვერც გადაყრი, დაწვით კარგათ არ იწვება და პრობლემაა რა. ისე ვერაფერი გამოძვრება ქვეწარმავლის გარდა.

http://www.radikal.ru
ეს ფორთოხალი ჩემი ბაღიდან. 50 წელზე მეტისაა.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 5 2010, 10:17 AM

ეს ბმული კი მზესუმზირის კულტურის მოვლა მოყვანით დაინტერესებულებისათვისაა:

http://www.agromarket.ge/consultation/data/mzesumzira.pdf

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 5 2010, 11:07 AM

http://www.care-caucasus.org.ge/photos/6124-metesleoba.pdf

რამდენიმე კულტურის მოვლა მოყვანის შესახებ:

http://www.agromarket.ge/consultation/data/

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 5 2010, 11:11 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Jan 5 2010, 12:16 AM) *

კი..მაგრამ გირჩევ ეკლიანი მავთულის ან მავთულბადის (სეტკის) ღობე გააკეტო..
მცენარის ღობეში ადვილად დაიბუდებენ ქვეწარმავლები...

რამდენი წელია ჩემებს აქვთ იმერეთში ტრიფოლიანტის ღობე, მაგრამ ქვეწარმავალი არ გაჩენილა tongue.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 5 2010, 11:22 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 5 2010, 11:11 AM) *

რამდენი წელია ჩემებს აქვთ იმერეთში ტრიფოლიანტის ღობე, მაგრამ ქვეწარმავალი არ გაჩენილა tongue.gif


მაროსი თუ ბაბულასი არ იყოს..ეს ხალათი დამიჭერსო?! smile.gif
ქვეწარმავლები ისედაც იქნებიან ღობე არ ჭირდებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, თუკი ცოცხალ ღობეს ვუკეთებთ ბოსტანს ან ბაღს, გვახსოვდეს, რომ მცენარე რომელიც ღობისთვის გამოიყენება, ნიადაგს დამატებით აცლის საკვებ ნივთიერებებს...

თუმც კაცია და გუნება smile.gif ვისაც რა სურს იმას გააკეთებს smile.gif

http://www.seard.ge/geo/broshurebi/bookletBostKult.pdf

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 6 2010, 03:55 PM

დავუბრუნდეთ მიწას, საიდანაც ვართ აღებული smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 19 2010, 02:34 PM

მოკლედ ახლა მცირე ექსკურსი მემწვანილეობაშიsmile.gif
ხშირად ახალგაზრდა ქალი სრულიად ვერ ერკვევა რა მწვანილი რისთვისაა და არც მათისახელი იცის..კაცს კიდევ ეპატიება smile.gif

ოხრახუში -(რუსულად პეტრუშკა)



Petroselinum crispum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ქოლგოსანნი
გვარი: ოხრახუში
ლათინური სახელი
Petroselinum


ოხრახუში (Petroselinum), მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3°C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით. იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.

ჩვეულებრივი ოხრახუში

http://www.radikal.ru

ეს კი დეკორატიული ოხრახუში

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 20 2010, 04:28 PM

sergi_glaxa
ძალიან საინტერესოა kiss1.gif

მერე იქნებ მეც შემოგეშველო ინფორმაციის ძებნაში smile.gif
მე საერთოდ ოხრახუშსა და ქინძს გემოთი ვანსხვავებ biggrin.gif კიდე გადარჩენილი ვარ, ჰო?

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Jan 20 2010, 08:04 PM

მესაქონლეობაში, უფრო კონკრეტულად მეცხვარეობაში შემილია გაგიწიოთ რჩევები, ხოლო წარმატებული ჯგუფი შემილია, დოლზე წავიყვანო ახლა, ან ცხვრის პარსვაზე ზაფხულში, ზაფხულის საძოვრებზე, სადაც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 21 2010, 05:38 PM

ციტატა
ხოლო წარმატებული ჯგუფი შემილია, დოლზე წავიყვანო ახლა, ან ცხვრის პარსვაზე ზაფხულში, ზაფხულის საძოვრებზე, სადაც თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში


"თუში მეცხვარე" biggrin.gif ყოველთვის მიყვარდა ეგ სერიალი. მინდა, მაგრამ ჯერ მშობლები უნდა გადმოვიბირო. შეიძლება საზაფხულოდ გამომივიდეს რამე.

ისე ზოგადად კი ეს ძალიან კარგი აზრია და მოვუწოდებ ყველას, დაფიქრდეს ამაზე smile.gif

რჩევები კი გვინდა, მეცხვარეობა ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Jan 21 2010, 10:16 PM

ქევანა
სალამურის დაკვრას ვერ გასწავლი დანარჩენი ყველაფერი smile.gif მოწველასაც გასწავლი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 22 2010, 03:32 AM

ჩაკრულო
ზაფხულში რამდენიმე დღე მინდა რომ მაგ ამბით დავკავდე. შრომის ანაზღაურებას არ ვითხოვ დოლარებში smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 22 2010, 02:32 PM

ქინძი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ქინძი - Coriandrum sativum L, მიეკუთვნება ქოლგოსანთა - Apiaceae (Umbelliferae) ოჯახს , ერთწლოვანი, 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის მცენარეა, ღერო სწორმდგომი აქვს, შიშველი, ღარებიანი, დატოტვილი; ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად, ნაყოფი (თესლი) სფეროსებრი ან მოგრძი - მომრგვალოა.

გავრცელება
ველურად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, საქართველოში კულტურაში უხსოვარი დროიდანაა შემოტანილი, არსებობს ქართული ჯიშები, სხვადასხვა, მათ შორის- ზეთის მისაღებად გამოყვანილია მრავალი კულტურული ჯიში. ადვილად ველურდება.




ნედლეული
ნედლეულია:
ქინძის ნაყოფი - Fructus Coriandri; მისგან ზეთს ამზადებენ;
ქინძის ფოთლები და ყვავილები (არაოფიცინალური ნედლეული)
ქინძის ნაყოფებს (თესლებს) ქინძის ნაყოფს ამზადებენ, როდესაც ქოლგების ნახევარზე მეტი გამუქებულია. განსაკუთრებით მარალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად ქოლგებს კრეფენ რამდენჯერმე ,გამუქების კვალობაზე . ჩვეულებრივ, მცენარეს ცელავენ ან სპეციალური კომბაინით იღებენ. 3-4 დღერს შეაშრობენ ძნებად ან კონებად. ამ დროს დაუმწიფებელი თესლების ნაწილი მწიფდება. შემდეგ ცეხვავენ , აშრობენ და ცრიან, რათა მინარევები მოსცილდეს .ინახავენ მშრალ, გრილ შენობაში . ფარმაკოპეის მიხედვით ნედლეული ასე გამოიყურება ([9]-დან) :"ნაყოფებს წიბოები ნაკლებად ემჩნევა, დამწიფებისას ტყუპები ერთმანეთს არ სცილდება, წვერში ემჩნევა ჯამის დაკბილული ნაშთი, ნაყოფის თითოეულ თესლურას (მერიკარპიუმი) ამოზნექილ მხარეზე აქვს გამოწეული 5 მთავარი ნეკნი და მათ შორის 6 გვერდითი სწორი ნეკნი, რომელთაგან 4 შუა ნეკნი - ძლიერ გამოხატულია, მწიფე ნაყოფი მოყვითალო-რუხია, სუნი და გემო - თავისებური, არომატული".
ფარმაკოპეის მოთხოვნით ,თესლებში ეთერზეთების შენმცველობა 0, 5% -ზე ნაკლები არ უნდა იყოს,თუმცა რეალურად 3%-ზე ნაკლები შემცველობის გაყიდვა რთულია.
უცხოეთში რეალიზებისათვის, უფრო რენტაბელურია ქინძის ზეთის გამოხდა , თუმცა ეს მოითხოვს სპეციალურ ქარხნების შეძენას. ზეთს ღებულობენ წყლის ორთქლთან გამოხდით . 1 ტონა თესლისაგან მინიმუმ 15 კგ. ეთერზეთი უნდა იქნეს მიღებული.ქინძის ეთეროვანი ზეთი, თეთრი სითხეა, ოდნავ მოყვითალო ელფერით. 200C-ზე ხვედრითი წონაა 0,864-0,877, მჟავური რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ორს, ეთერის რიცხვი 2-17, ლინალოოლის შემცველობა არანაკლებ 67-69%.[9]. (რეალურად საბაზრო მოთხოვნები აქაც უფრო მკაცრია).
ლიტერატურაში არსებობს მონაცემები შროტის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ,თუმცა საბაზრო მოთხოვნილება შროტზე 2009 წელს ვერ დავაფიქსირეთ.


ქიმიური შედგენილობა

ქინძის მწიფე ნაყოფში 50-მდე კომპონენტია გამოვლენილი. იგი შეიცავს: α- და β- პინენს , აციკლურ მონოტერპენებს, ბორნეოლს, გერანილაცეტატს, გერანიოლს, ეთეროვან ზეთს (0,7-1,5% ), თიმოლს, კამფენს, კაპრინის მჟავას, კუმარინულ ნივთიერებებს, ლაურინის მჟავას, ლიმონენს, ლინალილაცეტატს, ლინალოოლს (50-80% ), ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მირისტინის მჟავას,მირცენს, ოლეინის მჟავას,პალმიტინის მჟავას,საბინენს, ტერპინენს, ფელანდრენს, ფენოლურ ნივთიერებებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდურ ნივთიერებებს,ქაფურს და სხვა. რთულ კომპონენტებიანია თესლის ბირთვში შემავალი ეთერზეთი. უმწიფარ ნაყოფს უსიამო სუნი აქვს.მისგან დაბალი ხარისხის ზეთი გამოდის.
ბიოლოგიურად აქტიურია ნივთიერებებს შეიცავს ქინძის ფოთლები, ყვავილები, თესლები,



გამრავლება

ჩვენში ქინძი რამდენჯერმე ითესება. მაღალი სახისხის მოსავალს იძლევა გაზაფხულის ნათესი. ნიადაგისადმი მომთხოვნი მცენარეა. უყვარს სითბო, სინათლე და ზომიერი ნესტი. ნიადაგის მომზადება ჩვეულებრივია. ჯობს მწკრივებში თესვა. მწკრივებში თესვისას ჰექტარზე 6 კგ. თესლია საჭირო, ჩათესვის სიღრმე 2-3 სანტიმეტრი. მოვლა გამოიხატება სარეველებთან ბრძოლაში. საკმაოდ სიცივე ამტანია, უძლებს 4-5 გრადუს ტემპერატურას. ზედმეტი ნესტი ეთერზეთების შემცველობას ამცირებს. აღმოსავლეთ საქართველოს ნედლეული, ეთერზეთების შემცველობით, ჯობს დასავლეთ საქართველოსას.



გამოყენება მედიცინაში

ოფიცინალური მედიცინა ქინძის ნაყოფებს იყენებს: ბუასილის სამკურნალო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ნაღვლის დასადენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებში, გამონაცემებსა და ნაყენებში. თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში.
ქართული ემპირიული მედიცინა მას კიდევ უფრო ფართო თერაპიული დიაპოზით იყენებს: გახანგრძლივებული მენსტრუაციის, თვალის დაადებების, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, მშობიარობის შემდგომ, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავისა და სხვ. დროს.





თანამდევი მარკეტინგი. გამოყენება ევროპულ კულინარიაში

მარკეტინგული პოლიტიკის შესამუშავებლად, სასურველია ვიცოდეთ ნედლეულის გამოყენების არეალები. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკოლოგიური ევრომოთხოვნები მკაცრია და თავიდანვე ბიომეურნეობა უნდა დაიგეგმოს. ქინძს ევროპაში იყენებენ ლიქიორების, ძეხვეულის წარმოებაში, პარფიუმერიაში, ინგლისსა და გერმანიაში - ლუდის წარმოებაში, ევროპულ კულინარიაში მას იყენებენ სალათების, ბრინჯის, შემწვარი გოჭის ხორცის, ვაშლის კომპოტის დამზადებისას, ხილის კონსერვირებისას. ქინძს უმატებენ ცომეულ ნაწარმში, ხილის კერძებში, საწებლებში. იყენებენ ზოგიერთი თევზის სახეობის კერძებს, ძეხვეულის და სხვა ხორცის პროდუქტების დასამზადებლად, ქინძს უმატებენ ნამცხვარში, მარციპანში, თაფლის ტკბილ ღვეზელში, თვლიან, რომ ის აუმჯობესებს ბარდის, ლობიოს, ოსპის კერძების გემოს. ქინძს უმატებენ კომბოსტოში, შინაური ფრინველისა და გარეული ფრინველის პაშტეტში, წითელ ჭარხალში, ვაშლის პიურეში, სტაფილოში და ფრინველის ფარშში,


გამოყენება მეფუტკრეობაში

პლანტაციისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი შეიძლება მოიტანოს მეფუტკრეობამ. ქინძის 1 ჰექტარი 600 კგ. თაფლს იძლევა. მეფუტკრეები ქინძს თესავენ იმ ანგარიშით, რომ ყვავილობა მათთვის სასურველ დროს დაიწყოს, როცა სხვა მცენარეების ღალა არაა. საერთაშორისო ბაზარზე, ქინძის თაფლი ცალკე კოტირებს.



ნიახური

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



ნიახური (Apium)
მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს, ერთ ან მარავალწლოვანი მცენარეა. გავრცელებულია თითქმის ყველგან. არსებობს 20 - ზე მეტი სახეობა.კულტურაშია შეტანილი. უმეტესად მოჰყავთ კულტურული ნიახური. კულტურული ნიახური
ერთ ან ორწლიანეი სანელებელია. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში.
ცნობილია კულტურული ნიახურის 3 სახესხვაობა:
- ძირხვნიანი
- ყუნწიანი და
- ფოთლიანი

თესენ გვიან შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე. რიგ რაიონებში - ზამთარშიც



მარკეტინგული ნიშები. გამოყენება ევროპულ კულინარიაში

ევროპაში ნიახური იყიდება გამხმარი წვრილად დაჭრილი ან ფხვნილის სახით. ფრიად პოპულარულია თესლებიც. წვრილად დაჭრილს იყენებენ ბოსტნეული სუპების და სალათების, საწებლების, ხორცის, კვერცხის დასამზადებლად. სასიამოვნო გემოს აძლევს გარნირებს, მაიონეზს, ხორცს `გრილზე~. ნიახურს ევროპა დიდი რაოდნობით მოხმარს. მწარმოებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ შესაძლებელია მისი გამხმარი ფორმით ექსპორტირება.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 23 2010, 04:24 PM

რეჰანი

http://www.radikal.ru

Ocimum basilicum L.
Базилик обыкновенный
http://www.radikal.ru

ზოგადი აღწერა: რეჰანი საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს � Lamiaceae (Labiatae).
შემადგენლობა: შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებიც მის სასიამოვნო გემოს განაპირობენ.ეთერზეთების შემცლელობა
გარემო პირობებისა და მოვლის პირობების მიხედვით დიდად იცვლება. შეიცავს : ესტრაგოლს , სელის ზეთს, ცინეოლს, ქაფურს, და ევგენოლს.
ნიადაგის შერჩევა: ამჯობინებს თიხნარი ტიპის ქვიშიანი, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს. კარგად ხარობს ტორფნარშიც. ვერ იტანს ზედმეტ ტენს. სითბოსმოყვარეა, უნდა დაირგოს ცხელ თვეებში.
თესლბრუნვის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არა აქვს, მაგრამ ჯობს ადგილი ყოვლელწლიურად მოვუნაცვლოთ.
გამრავლება. ამრავლებენ უშუალოდ გრუნტში თესვით ან
ჩითილებით. პლანტაციებში, ჩითილებით რგვა , ვფიქრობთ, არარენტაბელურია,
თესვა ღია გრუნტში შეიძლება ივლისში, თბილი ამინდების გამყარების შემდეგ. თესვის ნორმა 1 ჰექტარზე 5 კილოგრამამდეა.
მწკრივებს შორის მანძილი 30�40 სანტომეტრი. ნელა აღმოცენდება, ამიტომ კარგია თესლის წინასწარ დასველება 24 საათით.
ჩითილების გამოსაყვანად თესავენ აპრილში.1000 ჩითილისათვის საჭიროა 3�4 გრამი თესლი. 100 კვ. მ�ისთვის საჭიროა 1000-1600 ცალი მცენარე.

ქონდარი

http://www.radikal.ru

atureja hortensis L.
Чабер садовый
ბაღის ქონდარი


ფარმაცევტული მრეწველობა ბაღის ქონდარს იყენებს სამკურნალო ჩაისა და ნაყენების, ეთერზეთის დასამზადებლად (Oleum saturejae). სუნელის სახით მისი გამოყენება გარკვეულ სიფრთხილეს მოთხოვს, რათა მისი გემო არ სჭარბობდეს სხვა სუნელების გემოს. სამზარეულოში გამოიყენებენ ცოცხალ და გამხმარ ფოთლებსა და ღეროებს. მისი ფოთლები არ იჭრება წვრილად, მხოლოდ მთლიანად იყენებენ კერძებში. ცოცხალი ქონდარი დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე და თეთრი ლობიოს, აგრეთვე სხვა პარკოსნების კერძების დასამზადებლად. გახმარი ფოთლები წარმოადგენენ კლასიკურ სუნელს ყველა პარკოსნების კერძებისათვის. ქონდარს იყენებენ სოკოს (შამპინიონების გარდა), ხორცის, კარტოფილის სალათების, მოხარშული თევზის, მაიონეზის, ბივშტექსის, ძეხვის, კატლეტის, შემწვარი კარტოფილის, კონსერვირებული კიტრის, ბოსტნეულის, ყველა სახის კომბოსტოს, ხორცის რაგუს, ყველის კერძების და მარილიანი ნამცხვრის დამზადებისას, ევროპაში ბევრს მოსწონს ნამცხვარი ქონდარით.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 27 2010, 03:05 PM

ახლა მცირედ მეფრინველეობაზე ვისაუბროთ

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 27 2010, 03:30 PM

ქათმებზე ვაფრენ biggrin.gif შემწვარიც მიყვარს და ცოცხალიც biggrin.gif

აი, ეს გვაჩუქეს :უსერ:
http://www.radikal.ru

სამკურნალო მცენარეაო, ალერგიულებისთვის არ შეიძლებაო
http://www.radikal.ru

ჯერ პატარაა, მგონი ქოთანი არ სჭირდება, ხო სწორია? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 27 2010, 07:34 PM

ციტატა(ქევანა @ Jan 27 2010, 03:30 PM) *

ქათმებზე ვაფრენ biggrin.gif შემწვარიც მიყვარს და ცოცხალიც biggrin.gif

აი, ეს გვაჩუქეს :უსერ:
http://www.radikal.ru

სამკურნალო მცენარეაო, ალერგიულებისთვის არ შეიძლებაო
http://www.radikal.ru

ჯერ პატარაა, მგონი ქოთანი არ სჭირდება, ხო სწორია? rolleyes.gif

\
თუი არ ვცდები ეს ოთახის მცენარე უნდა იყოს "ბრიოფილიუმი" smile.gif რომელიც კარგი წამალია გაციების დროს. წვენს გამოუწურავ ფოთლებს და ჩაიწვეთებ ცხვირში..ისეთ ცხიკინს დაიწყებ, მთელ გაციების მიკრობებს გარეთ გამოიტანს..

მაგრამ საქართველოს მეურნეობებში არ მოყავთ ეგ მცენარე smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 28 2010, 05:00 PM

sergi_glaxa

ციტატა
Ocimum basilicum L.
Базилик обыкновенный

აქ გერმანიაში სამწუხაროდ ჩვენებური რეჰანი გავრცელებული არაა.
თეთრი რეჰანია, შაშკულავს ეძახიან ჩვენთან. პიცებს და პასტებს უკეთებენ საკმაზად, მძაფრი გემო აქვს, შეჩვევა უნდა.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 6 2010, 12:51 PM

რახან მეფრინველეობაზე გადავიდეთო, კითხვა მაქვს, ინკუბატორი აქვს ვინმეს სოფელში? თუ მისდევთ...
გამიგია რომ იოლი გასაკეთებელიაო და მაინტერესებს თუ სწორია

პოსტის ავტორი: მეოჯახე თარიღი: Mar 4 2010, 11:18 PM

გამარჯობათ! მოგესალმებით ყველას!
მიგულეთ აგვერდით ყველა კეთილ საქმეში...
მეც ძალიან მაინტერესებს მცენარეები...ჩემი ცხოვრების ნაწილია მათზე ზრუნვა.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი არაა რაც მივიღე...
მიზანი დიდი მეურნობის შექმნაა...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Mar 5 2010, 12:11 AM

მეოჯახე
გაიხარე

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 13 2010, 05:04 PM

ციტატა(მეოჯახე @ Mar 4 2010, 11:18 PM) *

გამარჯობათ! მოგესალმებით ყველას!
მიგულეთ აგვერდით ყველა კეთილ საქმეში...
მეც ძალიან მაინტერესებს მცენარეები...ჩემი ცხოვრების ნაწილია მათზე ზრუნვა.
ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი არაა რაც მივიღე...
მიზანი დიდი მეურნობის შექმნაა...


გაუმარჯოს!

სადმე თუ გაქვს სოფელი..სად აპირებ მეურნეობის გაკეთებას? smile.gif

პოსტის ავტორი: მეოჯახე თარიღი: Mar 14 2010, 12:02 PM

სოფელი მაქვს აწყურში, მაგრამ მეურნეობა თუ ეს ღმერთმა ინება, ბოლნისში მინდა გავაკეთო...საუკეთესო რაიონია ასეთი საქმიანობისათვის...
შემთხვევით ხომ არ გაქვთ ყვითელ ყვავილიანი ტეკომა ვინმეს?
ან მარადმწვანე კლემატისი...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Mar 17 2010, 01:21 PM

sergi_glaxa
საღოლ კაი საქმეს აკეთებ ამ თემას რო აცოცხლებ.
ფილმი ავტვირთე აგერ ჩინელ მეფუტკრეებზე, მამა შვილზე 3700 კმ-ზე მიყავთ ფუტკარი რომ უმაღლესი ტიანშანის თაფლი აიღონ, მაგარი საინტერესოა.
ინგლისურადაა, მაგრამ არა უშავს, მიხვდება კაცი რას ბაზრობენ:
http://putkari.ge/video1.html

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Mar 19 2010, 03:17 PM

მეფუტკრეობასთან დაავშირებით მინდა ინფორმაცია ზოგადი, თუ ვინმეს ხელი მიუწვდება ლინკი დამიდოს და წავიკითხავდი, ორშაბათამდე იქნებ დამეხმაროთ

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Mar 19 2010, 04:07 PM

აჰა გენაცალე:
მეფუტკრეობა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.

გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როცა ფუტკრის სისტემატური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.

მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:

* ველურ ფუტკარზე ნადირობის;
* პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
* კულტურული მეფუტკრეობის.

მეფუტკრეობის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის პ. პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა (1814) და ჩეხი მეფუტკრის ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის გამოგონებამ (1865), ფ. იუბერის, ი. ჯერზონის, ი. სვამერდამის და სხვათა გამოკვლევებმა. 1897 წელს შვეიცარელი, ფრანგი და ინგლისელი მეფუტკრეების ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო ფედერაცია „აპიმონდია“, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ აწყობს საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმს. აქვს ხუთენოვანი პერიოდული ჟურნალი „აპიაკტა“, რომელიც აშუქებს მეფუტკრეობის აქტუალურ საკითხებს და აწარმოებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციის გაცვლას.

XIX საუკუნეში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფ. წინამძღვრიანთკარში დაარსებული სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუნეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური, სადაც ცნობილმა რუსმა მკვლევარმა კ. გორბაჩოვმა და ნ. შავროვმა საფუძველი ჩაუყარეს კავკასიური ფუტკრის შესწავლას. მათი საქმიანობა განაგრძეს ქართველმა მეფუტკრეებმა ლ. ერისთავმა, პ. ლოლაძემ, ს. ჟღენტმა, ი. გაბუნიამ, მ. ლეკიშვილმა, ქ. ყანჩაველმა და სხვებმა. უნდა აღინიშნოს ქართველი მწიგნობარი მეფუტკრის ა. წულაძის დამსახურება, რომელმაც 1910 წელს დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო მეფუტკრეობაში. 1976 წელს საქართველოში შეიქმნა მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება, რომლის სამეცნიერო ნაწილს შეადგენს საცდელი სადგური თავისი განყოფილება-ლაბორატორიებითა და საყრდენი პუნქტებით, ხოლო საწარმოო ნაწილს — ქართული ფუტკრის სანაშენები, რომლის პროდუქცია დედა ფუტკრებისა და ამანათნაყრების სახით იგზავნება როგორც მოძმე რესპუბლიკებში, ისე უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. გაერთიანებას აქვს ინვენტარის საწარმოო კომბინატი. საქართველოში მეფუტკრეობას აქვს სანაშენე, სადამტვერვო და პროდუქტიული მიმართულება. სანაშენე მიმართულების საფუტკრეებია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, იმერეთი), სათაფლე-პროდუქტიული — ძირითადად კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო სადამტვერვო — ქართლის რაიონებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]

* რობაქიძე ა., მეფუტკრეობის ისტორიისათვის, თბ., 1960;
* Винградов В. П., Нуждин А. С., Розов С. А., Основы пчеловодство, 2 изд., М., 1966;
* ხიდაშელი ა., ქანთარია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 624, თბ., 1983

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Mar 19 2010, 04:26 PM

ლეონტი
მადლობაsmile.gif
მე მინდა უშუალოდ ფუტკრის მოვლაზე.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Mar 19 2010, 10:17 PM

ფუტკრის მოვლას რა ცოდნა უნდა?
1. მოიყვან ფუტკარს.
2 მოხარშავ 1 ტომარა შაქარს და მისცემ.
3 ამოიღებ შემოდგომაზე და დამატებით 1 ტომარას გადაურევ.
დააფასოებ და გაიტან ბაზარზე.
სულ ეგაა.
smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Mar 19 2010, 11:27 PM

სარდიონ
codna unda rogor ara. ragac camlit unda shecamla,celicadshi ramdenjerme. me ar vicodi movla da dagupa 1ojaxi mkavda

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 20 2010, 10:52 AM

მაშიკო

მემამულეთა კავშDირში სეგიძლია მიხვიდე..დიდუბეშია, სამთო ქიმიის შენობასთან თაფლის სახლი..იქ ასევე იყიდება ყველანაირი ლიტერატურა ფუტკარზე და საერთოდ მეურნეობაზე ..მცენარეებზე და ცხოველებზე...

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Mar 20 2010, 11:00 AM

sergi_glaxa
მადლობა, მაგრამ მე ქუთაისში ვცხოვრობ და თან ეგ ინფორმაცია ორშაბათამდე მიდოდაsmile.gif
თუ ეს ბიზნესი წამოვიწყე მაშინ მომიწევს ჩამოსვლა თბილისშიsmile.gif

პოსტის ავტორი: B-A-CH-O თარიღი: Mar 26 2010, 12:29 PM

sergi_glaxa
გაუმარჯოს რა მაინტერესებს მეც მომყავს სოკო და ხოლოთ ბამბაზე .. შესაძლებელია ნახერხზე მოყვანა ? და როგორ თუ შეგიძლიათ მითხრათ .. წინასწარ დიდი მადლობა..

smile.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: მეოჯახე თარიღი: Apr 7 2010, 01:17 PM

მეგობრებო...წელს პირველად ვრგავ პამიდორს, კიტრს და საერთოდ ბოსტნეულს...თუმცა კიტრზე ამბობენ კენკრააო...ეს ისე...
ვინმემ იცით ამ კულტურების მოვლის წესები?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)