IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> უხარისხო გამოცემები - საეკლესიო ლიტერატურა
თამას
პოსტი Oct 2 2012, 01:38 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



ამ თემაში (http://church.ge/index.php?showtopic=5187) მრავალი წლის წინ იყო განხილული ეს საკითხი, მარა რათქმაუნდა ეს პრობლემა ასე ვერ გადაიჭრება.
მინდა შემეხსენებინა, რომ საეკლესიო მაღაზიებში: ზოგიერთი საეკლესიო ლიტერატურა გაურკვეველი წარმომავლობის მთარგმნელების/გამომცემლების მიერაა გამოცემული და საკმაოდ შეცვლილი ნამდვილი ტექსტისაგან.
საეკლესიო ლიტერატურა მოდის პირველი საუკუნიდან და ძირითადად იწერებოდა ბერძნულ, სირიულ ან სხვა უცხოურ ენაზე, და საეკლესიო ლიტერატურა ქართველ ხალხს მიეწოდებოდა წმინდა მამების მიერ (ძირითადად ათონზე მოღვაწე ქართველი ბერები), რომლებიც იყვნენ საკმაოდ განსწავლულები ბერძნულ ენაში და თარგმნას ახორციელებდნენ საღვთისმეტყველო ტექსტების ზედმიწევნით, დაუმახინჯებლად და ჩვენ სწორედ მათი მეშვეობით გვაქვს ძირითადად საწყისი საეკლესიო ლიტერატურა. თუმცა ყველა ეს წიგნი ითარგმნებოდა ძველ ქართულ ენაზე - რომელიც განსხვავდება თანამედროვე ქართული ენისაგან. ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი თარგმანი, რომ არ დამახინჯდეს აზრი და შინაარსი. შესაბამისად, ტერმინოლოგიის სიზუსტეს აქვს დიდი მნიშვნელობა.

თანამედროვე პერიოდში ხდება სწორედ ამ ძველ-ქართული ლიტერატურის თანამედროვე ქართული ენით გადმოტანა, ანდა რუსული წიგნების(რომლებიც თავის მხრივ ბერძნულიდან არის თარგმნილი) ქართულად თარგმნა, ანდა სრულიად ახალ-ახალი თარგმნითი სამუშაოების წარმოება სხვადასხვა ენებიდან.

თუმცა, ახალ-ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანების ნაწილი უცნობი გამომცემლობების და მთარგმნელების მიერ არის გამოცემული, და საკითხავია - არის თუ არა ხარისხიანი თარგმანები. ზოგ მათგანს აწერია «პატრიარქის კურთხევითო»(არაა გამორიცხული, რომ «პატრიარქის» ხსენებით იტყუებდნენ კიდევაც მკითხველს) და ა.შ.
შეიძლება რაღაც ნაწილი კი არის ზუსტად თარგმნილი, მარა რაღაც ნაწილი არასწორად იყოს თარგმნილი,და იმდენი წვრილმანი შეცდომები იყოს, რომ ერთმანეთში შეიძლება აგერ-დაგერიოს აზრები.


ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი - წმინდა წერილი. ბოლოს საუკუნეებში უკვე ყველა სექტა და ქრისტიანობას გამოყოფილი რელიგიები თავიანთ "ბიბლიებს" ბეჭდავენ, სხვადასხვაგვარად ჩასწორებული ტექსტით. ჩვენ, ღვთის მადლით, მთელი სახარება და ახალი აღთქმა გვაქვს,ღვთივ-სულიერი და ზუსტი ტექსტი, ათონელი მამების მიერ თარგმნილი, მრავალი საუკუნის წინ. ზუსტად ის ტექსტი რაც იყო პირველ საუკუნეში, და რაც დღემდე უცვლელია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ძველ-ქართული ენა გვეცოდინება (არაა ძნელი, მალევე შეეჩვევა ადამიანი, ოდნავ განსხვავებული სიტყვებია) და შევძლებთ იმის წაკითხვას, და არა სტოკჰოლმის "ახალ აღთქმას".
სამწუხაროდ მთელი ძველი აღთქმის თარგმნა ვერ მოხერხდა ათონელის მამების მიერ, და ამიტომ ოშკის ან "ბაქარის" (კიდევ მცხეთური ხელნაწერიც) ან საპარიარქოს გამოცემებით ვსარგებლობთ.
(თუმცა როგორც ცნობილია, ბოლო პერდიოდში მიმდინარეობს მისი ხარისხიანი თარგმნაც სასულიერო აკადემიის მხრიდან. ცნობები - http://www.rustveli.ge/translation.html, http://orthodoxy.ge/tserili/dzveli_agtqma/sheqmnisa1-5.htm )
ამიტომ, ვცდილობ ძველ-ქართულად ვიკითხო წიგნები.

რათქმაუნდა, მე მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე ვამბობ, თორემ მრავალი ახალ-ქართული წიგნი არის ძალიან კარგი, ხარისხიანი გამოცემა და შესანიშნავი თარგმანი, მითუმეტეს ისეთი ლიტერატურა, რომელიც ქართჲლ ენაზე არასოდეს არ ყოფილა თარგმინლი, და ეს ძალიან სასიხარულოა. თან ძალიან კარგი გამოცემები არის, ეკლესიური ადამიანების და სასულიერო პირების მიერ თარგმნილი.. თუმცა, ოდნავ მაინც გადახედეთ ხოლმე სანამ წიგნს იყიდით, თუ ვისი გამოცემაა, ანდა რჩევა კითხოთ რომელიმე ადამიანს, მასწავლებელს, სასულიერო პირს, რომელიც ერკვევა კარგად ამ საკითხში, მიაკითხო უშუალოდ სემინარიაში, სანდო სტამბაში ან ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 2 2012, 07:36 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თამას
გასაგებია შენი აზრი ,თუმცა ასე ერთ ქვაბშიც ნუ მოვხარშავთ.

(მაგალითად ედიშერის თარგმანი როგორ შეიძლება არ მოგეწონოს და.ა.შ.)
გეთანხმები იმაში , რომ წაკითხვაზე კონსულტაცია უნდა გაიაროს გამოცდილ პიროვნებასთან.
იმაშიც გეთანხმები , რომ ბევრი მანიპულირებს პატრიარქის და ზოგადად ეკლესიის სახელით.

(ნუ საკმაოდ ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ.სერიოზული პრობლემაა)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამას
პოსტი Oct 2 2012, 10:00 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



A.V.M
ნამდვილად - მეც არ მინდა, რომ მრევლმა გარეგნულად ყველა "ქრისტიანული" წიგნი ერთ ქვაბში მოვხარშოთ - და მივიჩნიოთ რომ, რადგან საეკლესიო წიგნი ქვიაო, ესეგი ნამდვილად "მართლმადიდებლური წიგნი იქნებაო". რათქმაუნდა მრავალი კარგი ახალი წიგნი არის-თქო, ვთქვი უკვე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 3 2012, 12:29 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თამას
ორივე ვთანხმდებით რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
გამოსწორებაზე რას იტყვი?
რის გაკეთება შეგვიძლია?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამას
პოსტი Oct 3 2012, 02:40 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,521



მე მგონია ეს არ არის გამოსწორებადი, იმიტო რომ ვისაც რას უნდა იმას დაბეჭდავს და გაყიდის.

მთავარია, თვითონ ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მიდგომა და ვიცოდეთ გარჩევა ერთმანეთისაგან შავის,წითელის და თეთრის.
და ერთმანეთსაც ვუთხრათ ხოლმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი