IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტიბიკონები, და აქვე ერთი კითხვა...
მგალობელი
პოსტი Aug 1 2014, 11:16 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 6-July 14
წევრი № 13,765



მშვიდობა თქვენდა,
პირველ რიგში, მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ნიკი ამ ფორუმზე. ესეც ჩემი პირველი პოსტი...

ახლა, რა მინდა გთხოვოთ... მჭირდება ტიბიკონები, ლოცვის, სადღესასწაულო წირვის, პარაკლისების. ოქროპირის ტიბიკონი მაქვს...
იქნებ ვინმეს მოგეპოვებოდეთ და გამომეხმაუროთ. მადლობა წინასწარ.

და კიდევ, სეფისკვერის ბეჭდის ფასი ხომ არ იცით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 1 2014, 11:29 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მგალობელი
მოგესალმები და კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ფორუმზე. მე არ მაქვს ტიბიკონი სამწუხაროდ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 2 2014, 09:55 AM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მგალობელი
აქა ვარ ... biggrin.gif
შენ მითხარი ახლა სათითაოდ და კონკრეტულად თუ რა გინდა ....


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მგალობელი
პოსტი Aug 2 2014, 10:42 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 6-July 14
წევრი № 13,765



A.V.M
მოკლედ, მგალობელთა გუნდს ვაკეთებ სექტემბრიდან, ხოდა მჭირდება ტიბიკონები, რის მერე ვინ და რას ამბობს...
ლოცვის ტბიკონი, პარაკლისების და სადღესასწაულო წირვა... მხოლოდ ოქროპირის წირვის მაქვს მე და მარტო ეს არ მეყოფა sad.gif რაც გექნება აქედან, იქნებ მომწერო რა. მადლობა წინასწარ <3
აი დავდებ მე რაც მაქვს


წირვა წმიდისა იოანე ოქროპირისა




აღსავლის კარი იღება, გამოდის დიაკვანი და იტყვის:
დიაკვანი: გვაკურთხენ მაღალღირსო მამაო!
მღვდელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!
(აღსავლის კარი იკეტება)
დიდი კვერექსი
დიაკვანი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
დიაკვანი: ზე გარდამო მსვიდობისა და ცხოვნებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ან ყოვლადუსამღვდელოესისა (ეპარქიის მმართველის სახელი, მაგალითად: მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტისა ისაიასთვის), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა თბილისისა და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის და სარწმუნოებით მკვიდრტა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ!
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
- ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ!
გუნდი: შენ უფალო
მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ!
-------------------------------------------
I ანტიფონი (102 ფსალმუნი)

მედავითნე: აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი, რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს; არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა; რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს; რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი, ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა. კურთხეულ ხარ შენ უფალო!

მცირე კვერექსი

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ!
გუნდი: შენ უფალო
მღვდელი: რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

II ანტიფონი (145 ფსალმუნი)

მედავითნე: აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა; რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი; უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე.
გუნდი: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მხოლოდშობილოო ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო გვაცხოვნენ ჩვენ!

მცირე კვერექსი

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ!
გუნდი: შენ უფალო
მღვდელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
გუნდი: ამინ! (აღსავლის კარი იღება)

III ანტიფონი (ნეტარებები)

გუნდი: სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!
1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
6. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
(მღვდელი აიღებს წმიდა სახარებას ტრაპეზიდან მისცემს დიაკვანს და ორივენი ჩრდილოეთის კარით გამოვლენ, დადგებიან აღსავლის კართან და დიაკონი იტყვისsmile.gif
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით! (გამოსახავს ჯვარს სახარებით, აღსავლის კარით შევა საკურთხეველში და დააბრძანებს სახარებას წმიდა ტრაპეზზე)
გაურკვეველია: მოვედით, თაყვანი ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით. მგალობელნი შენნი, ალილუია! (სადაგ დღეებში: წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი, ალილუია!).

ტროპარ-კონდაკები
მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმეთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ!
(მღვდელი და დიაკონი დადგებიან მაღალდასაჯდომელთან.)
გუნდი: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ!
წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
დიაკონი: სიბრძნით!
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
დიაკონი: სიბრძნით
მედავითნე: წარდგომა, ფსალმუნი დავითისი... (კითხულობს წარდგომას)
დიაკონი: სიბრძნით!
მედავითნე: ასახელებს სამოციქულოს
დიაკონი: მოხედენ!
მედავითნე: კითხულობს სამოციქულოს
მღვდელი: მშვიდობა შენდა კეთილმომთხრობელო!
მედავითნე: და სულისაცა შენისათანა!
დიაკონი: სიბრძნით!
მედავითნე: ალილუია, ალილუია, ალილუია!
გუნდი: ალილუია, ალილუია, ალილუია!
მედავითნე: კითხულობს ალილუიას მუხლებს, რომლებზეც გუნდი პასუხობს ალილუიას გალობით.
დიაკონი: აკურთხე მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი, ვისი სახარებაც იკითხება: მაგ: მათესი)
(მღვდელი მაღალდასაჯდომელთან მდგომი გადასახავს ჯვარს და იტყვის: )
ღმერთმა, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (მახარებლის სახელი), გცეს შენ სიტყვაი, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებლად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.
დიაკონი: ამინ! სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისათანა!
დიაკონი: მოხედენ! (კითხულობს სახარებას)
გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა!
დიაკონი შეაბრძანებს სახარებას საკურთხეველში, სადაც მას გამორთმევს მღვდელი და დააბრზანებს ტრაპეზის მარჯვენა კუთხეში, რათა ხელი არ შეუშალოს ოდიკის გაშლას.)
(აღსავლის კარი იხურება.)
მრჩობილი კვერექსი
დიაკონი: ვსთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: უფალო ყოვლისპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და სეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის ყოველ მუხლზე)
- მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
- მერმეცა გევდრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (ეპარქიის მმართველის სახელი) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა, მღვდელთა, მღვდელმონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისა და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა და ყოველტა მართლმადიდებელთათვის.
- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა.
- მერმეცა გევედრებით, ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლდაპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და სენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ! (იღება აღსავლის კარი)
დიაკონი (საცეცხლურით ხელში): შეგვიწყალენ ჩვენ რმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევდრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალღა ღმრთისათა (სახელები), რათა შეენდვეთ მათ ყოველნი სეცოდებანნი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმა დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, მათთვის ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ! (აღსავლის კარი იხურება)
კათაკმეველთა კვერექსი
დიაკონი: ილოცეთ კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: მორწმუნენო კათაკმეველთატვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
- და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა
- და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა
- შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა კატოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა.
- აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლიტა შენითა.
- კათაკმეველნო თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკნეთ
გუნდი: შენ უფალო!
მღვდელი: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდნენ, ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანია, არამედ რაოდენნი მორწმუნენნი ვართ, მერმე და მერმე მსვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ცვენ ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით!
მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
ლოცვა მორმუნეთათვის 2
მღვდელი: რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
(იღება აღსავლის კარი)
გუნდი: (და გალობს "რომელი ქერუბიმთა"-ს) (დიდი ხუთშაბათის ლიტურღიაზე "რომელი ქერუბიმთა"-ს ნაცვლად იგალობება "სერობისა საიდუმლო შენისასა...", ხოლო დიდ შაბათს - " ჰსდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი...".)
რომელი ქერუბიმთა საიდუმლოს ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწიდა არსობასა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიოს დაუტეოთ ზრუნვა.
მღვდელი და დიაკონი ტრაპეზის წინ დაბალი ხმით წარმოსთვამენ 3-გზის "რომელი ქერუბიმთა"-ს და მიდიან სამკვეთლოსთან. მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და ლოცულობს: ღმერთო განწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე (3-გზის).
დიაკონი: აღიღე, მეუფეო.
მღვდელი აიღებს დაფარნას, დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე და იტყვის: აღიღეთ ხელნი თქვენი წმიდად მიმართ და აკურთხევით უფალსა.
მღვდელი აიღებს წმიდა ფეხშუმს და დაადებს დიკონს თავზე, თვითონ კი წმიდა ბარძიმით ხელში გამოდის დიაკონთან ერთად ჩრდილოეთის კარიდან ამბიონზე.[/size]

დიდი გამოსვლა
დიაკონი: უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაო ჩვენი ილია, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელი: თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვალდვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მღვდელი წმიდა ბარძიმს და ფეშხუმს მოათავსებს ტრაპეზზე და კითხულობს ტროპრებს.
დიაკონი ხურავს აღსავლის კარებს
თხოვნითიო კვერექსი

დიაკონი: აღუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
- წინადაგებულთა პატისანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
- წიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშიტა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ,
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
- დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო (ყოველ მუხლზე)
- ანგელოზი მშვიდობა, სარწმუნო წინამძღვარი, მცევლი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებითა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვვოთ.
- შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვინელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესაა ვითოვოთ.
- ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქაწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხელ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელითა სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: ვიყუარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
გუნდი: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სემებასა ერთარსებასა და განყოფილსა.
დიაკონი: კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.
(იღება აღსავლის კარი)
გუნდი: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
დიაკონი: ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა.
გუნდი: წყალობა, მშვიდობა შესაწირავი ქებისა
მღვდელი: მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისათანა!
მღვდელი: ზე გვაქვნდინ გულნი!
გუნდი: გვაქვს უფლისა მიმართ
მღვდელი: ვმადლობდეთ უფალსა!
გუნდი: ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.
მღვდელი: ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი
გუნდი: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა, ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!
მღვდელი: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, ტქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა.
გუნდი:ამინ!
მღდელი: შენთა შენთაგან შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის.
გუნდი: შენ გიგალობთ, სენ გაკურთხებთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო.
(ამ დროს მღვდელი და დიაკონი წმიდა ტრაპეზის წინ კითხულობენ საიდუმლო ლოცვებს, რის შემდეგაც ხდება სულთმოფენობა წმიდა ძღვენზე.)
მღვდელი: უმეტესად ყოვლადწმიდისად, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
გუნდი: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღვდელი: პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია და მაღალყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის მმართველის სახელი), რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მსვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.
გუნდი: ყოველთა და ყოვლისათვის!
მღვდელი: და მომეც ჩვენ, უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა.
გუნდი: და სულისაცა შენისათანა!
თხოვნითი კვერექსი
დიაკონი: ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
- რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურად საკურთხეველსა მისსა საყნოსელად სუნად სუნელად შეიწირნეს და ნაცვლად გარადმოგვივლინოს ჩვენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ
- ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
- შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.
- დრე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მსვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმათ ვითხოვოთ
გუნდი: მოგვამდლენ უფალო (ყოველ მუხლზე)
დიაკონი: ანგელოზი მსვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
- შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
- კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ
- შემდგომნი ჟამნნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
- ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მსვიდობითნი და კეთილი სიტყვის გებანი, წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ
- ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთასა ჩვენსა შევედროთ
გუნდი: შენ უფალო!
მღვდელი: და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად
გუნდი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისათანა
მღდელი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ
გუნდი: შენ უფალო
მღვდელი: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულიტ სენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ!
დიაკონი: მოხედენ!
მღვდელი: წმიდაა წმიდათა!
გუნდი: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ამინ! (განიცადენი)
დიაკონი აღებს აღსავლის კარს, გამოაბრზანებს წმიდა ბარძიმს აღამაღლებს და იტყვის: შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით.
გუნდი: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.
მედავითნე: მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.
კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 2 2014, 06:24 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მგალობელი
შენ დაგჭირდება ბასილი დიდის და პირვლშეწირულის წირვაც .
აქედან რომ გამოგიგზავნო , არ გამოგადგება სრულფასოვნად .
მამა ბიძინას თარგმნილი ხუთტომეული რომ გამოიყენო არ გინდა ?
სამეუფოს გარდა , ყოველგვარ მსახურებას ჩაატარებ იმით .

რაც შეეხება პარაკლისს . ყველა პარაკლისის სტრუქტურა ერთნაირია . ,,ქართული გალობის '' ბოლო ტომში , ღვთისმშობლის პარაკლისია თავსი ნოტებით და გადახედე . თუ ქართულს არ გალობ და მაგაზე ხელი არ მიგიწვდება , ნაევარი საათით აიღე ზუსტად , ,,პარაკლისებისა და დაუჯდომლების' კრებული და იქიდან მოინიშნე მგალობლის სათქმელი , რაც წითლადაა მონიშნული .
თუ რაღაცა ვერ გაიგე , დახმარების პრობლემა არაა .
მაგ , პარაკლისი ასეა :
მღვდლის ასამაღლებელს პასუხობ - ,,ამინ'' მერე გალობ ,,მეუფეო ზეცათაოს'' , წმიდაო ღმერთოს ამბობს მკითხველი . მამაო ჩვენოს ასამაღლებელს უპასუხებ ,,ამინ'' და 12 უფალო შეგვიწყალენ . მოვედით თაყვანი ვცეთ და კვლავ მედავითნე გააგრძელებს მერე . სასულიერო პირების წასაკითხს შორის შუალედში გალობ - ,,წმიდაო დიდო (ვისი პარაკლისიცაა) , ევედრე მერთსა ჩვენთვის 2-ჯერ , დიდება , აწდა და.ა.შ.

მარტივი სტრუქტურაა პარაკლისის და გადაკითხვა უნდა მხოლოდ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მგალობელი
პოსტი Aug 2 2014, 07:48 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 6-July 14
წევრი № 13,765



A.V.M
არ ვიცი ეგ რა წიგნია, (მამა ბიძინასი)
წელს ჩავაბარე თეატრალურში, ფაკულტეტზე ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა, ხოდა იქაც დამჭირდება ასე თუ ისე ტიბიკონების ცოდნა, ლიტურგიკასაც გვასწავლიან, ხოდა რავიცი... წიგნი არ მინდოდა თან, იმიტომ რომ უფრო რთული სატარებელია და დაპრინტერებული ფურცლები ბევრად უკეთესი... ინტერნეტ სივრცეში ვერ ვნახავ ვერსად? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 21 2014, 07:05 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მგალობელი
საქართVელოში ,იმ ხუთტომეულით , თავისუფლად ჩაატარებ ნებირსმიერ მსახურებას . (გარდა ეპისკოპოსისას) , ნებისმიერ ტაძარშია . თუ მაინცდამაინც ,ითხოვე და მერე დაასკანერე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th August 2018 - 10:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი