IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დიპტიხი
marine
პოსტი Nov 26 2007, 01:17 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიპტიხი

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი.

ის წარმოადგენს გამოხატვას სულიერი და კანონიკური ერთობისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიატა შორის. მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ ყოველი დამოუკდებელი, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის მეთაური და მისი დიაკონი ღვთისმსახურების დროს მოიხსენებს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, ამით ის გამოხატავს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნებისაგან დამოუკიდებლად, შეადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთმანეთის მიმართ თანაბარია და თანასწორი. არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, უპირატესი და უმცერისი ეკლესია. მრავალრიცხოვნება ან ტერიტორიის სიდიდე არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე ეკლესიას მეორე მცირე ეკლესიის წინაშე.

მამათა კანონების თანახმად, ყოველი ეკლესიის თავისუფლება მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს სისხლით. III მსოფლიო კრება მე-8 კანონში წერდა, რომ ყოველი ეკლესიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება „... თჳსითა სისხლითა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან ჩუენმან ისეუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან.“ ღვთის სიტყვის თანანახმად, ქრისტეს ეკლესიაში არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც ბარბაროსი, არც სკვითი. მოციქულთა 34-ე კანონი ყველა ეთნიკური ოლქის ეკლესიას თავისთავადობას ანიჭებს. ის არ აძლევს რომელიმე ეკლესიას უპირატესობას, ამიტომაც თანამედროვე დიპტიხში ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების დროს, ერთი ეკლესიის მეთაურის სხვა ეკლესიის მეთაურის წინ თუ უკან დაყენება, გარკვეული თვალსაზრისით ერთისათვის „უპირატესობის“ მინიჭება მეორესთან შედარებით, არ შეესაბამება ქრისტიანობის არსს, თუმცა თავისი ტრადიცია აქვს.

ისტორია ნათელყოფს და მოციქულთა 34-ე კანონი უჩვენებს, რომ იმ დიპტიხის წინასახე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ და არ არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (იმპერატორთა გაქრისტიანებამდე).

დიპტიხი არსებობდა მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიის შიგნით მყოფი ეკლესიების საჭიროებისათვის. დიპტიხი ბიზანტიურ ეკლესიაში იხმარებოდა. დასავლეთ რომის იმპერიის ეკლესიაში კი ღვთისმსახურების დროს არასოდეს არ იხმარებოდა დიპტიხი. ასევე, რადგანაც იბერიის სახელმწიფო არსებობდა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლად, ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ბიზანტიურ დიპტიხებში შეტანილი არ ყოფილა.

დიპტიხი სჭირდებოდათ იმპერიის შიგნით, იმპერიაში შემავალ ეკლესიებს თავიანთი საჭიროებისათვის. დიპტიხი იყო განსაზღვრული წესრიგი კათედრების მეთაურების რანგების მიხედვით განაწილებისას. დიპტიხი საზღვრავდა ეკლესიათა შორის დამოუკიდებლობას.

დიპტიხის შექმნა მოითხოვა იმპერიის ერთიანობისა და დაუშლელობის საჭიროებამ, რათა იმპერიის ფარგლებში მყოფ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ეკლესიათა შორის, ასევე ეპისკოპოსთა შორის არ დაწყებულიყო დაუსრულებელი კამათი, წინააღმდეგობა ეკლესიათა და კათედრათა ღირსებისა და პატივის ხარისხის განსაზღვრისას. დიპტიხის შექმნის შედეგაც კი ერთი ეკლესიის ან კათედრის მეთაურის მიერ მეორის დაწყევლის ან ანათემაზე გადაცემის დროს ერთი ეკლესია მეორე ეკლესიას ამოშლიდა ხოლმე თავისი დიპტიხიდან.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2007, 12:59 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმპერიაში მოთავსებულ ავტოკეფალურ ეკლესიათა და კათედრათა მეთაურებს სახელმწიფოში ეჭირათ დიდი ადმინისტრაციული თანამდებობები. დიპტიხის შექმნა უპირველესად ამ ეკლესიათა სურვილით იყო გამოწვეული, რათა განესაზღვრათ პატივის ხარისხი ეკლესიათა მეთაურ მღვდელმთავართა შორის, თუ რომელი ეკლესიის მეთაური ანუ სახელმწიფოს მოხელე იდგა პატივით სხვა მღვდელმთავარ-მოხელეზე მაღლა. რადგანაც იბერიის ეკლესიის მეთაური არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ბიზანტიის სახელმწიფოს მოხელე, ცხადია, იბერიის ეკლესიის მეთაურის იმპერიაში შემავალ სხვა მღვდელმთავრებთან პატივის განსაზღვრის არავითარი საჭიროება არ არსებობდა. ამიტომაც იბერიის ეკლესია ბიზანტიურ დიპტიხში არ შედიოდა.

უძველეს დროს სხვადასხვა ეკლესიებს სხვადასხვა დიპტიხები ჰქონდათ. დიპტიხის შედგენას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა IV საუკუნის შემდეგ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ადგილის განსაზღვრისას. ტრულის კრებაზე განისაზღვრა უკვე V-VI საუკუნეებში არსებული ურთიერთდამოკიდებულება იმპერიის ეკლესიათა შორის - პირველი იყო რომის საყდარი, მეორე კონსტანტინოპოლისა, მესამე - ალექსანდრიისა, მეოთხე - ანტიოქიისა, მეხუთე - იერუსალიმისა. ამ ხუთი პატრიარქისაგან დამოუკიდებელი იყო კვიპროსის ეკლესია.

საეკლესიო წესების თანახმად, რომის პაპი ყოველთვის პირველი იყო ყველა მღვდელმთავართა შორის (იგულისხმებაIV ს-დან). ქალკედონის კრების 28-ე კანონის თანახმად, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მეორე ადგილი მიენიჭა რომის პაპის შემდეგ, რაც გაიმეორა ტრულის კრებამ 36-ე კანონში. ქართული ეკლესიის დიპტიხი ეყრდნობოდა მსოფლიო კრებათა კანონებს, ამიტომაც პირველ ადგილზე რომის საყდარს აყენებდა XIII საუკუნეშიც კი, თუმცა მართლმადიდებლობის ცენტრად „ბერძნულ“ ეკლესიას თვლიდა.

VI-VII საუკუნეებში დიპტიხები იქცნენ ოფიციალურ დოკუმენტებად რომის იმპერიის მთავარი ქალაქების ეპისკოპოსთა შორის უპირატესობის განსაზღვრისას. იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი ქალაქები არ შედიოდნენ იმპერიაში, ამიტომაც იბერიის ქალაქთა ეპისკოპოსები არ იყვნენ დიპტიხში, ამიტომაც იბერიის ქალაქთა ეპისკოპოსები არ იყვნენ დიპტიხში შეყვანილნი VII საუკუნემდე. VII საუკუნის დასაწყისში ჰერაკლე კეისარმა ქვემო იბერიის ანუ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა მიწები ჩამოართვა იბერიის სახელმწიფოს და შეუერთა ბიზანტიის იმპერიას. ამის შემდეგ VII საუკუნეში საქართველოს დაპყრობილი შავიზღვისპირა ქალაქების ფასისისა (ფოთის) და პეტრონის (ციხისძირი) ეპისკოპოსები შეყვანილ იქნენ ბიზანტიურ დიპტიხში. V ტრულის კრების კანონებს ხელს აწერენ ფასისისა და პეტრონის ეპისკოპოსები - „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოჲსამან სოფელსა შინა მეგრელთასა განვასაზღვრენ და წარვწერენ...“ („ფასოჲ-ფოთსა იტყვის“ - ნათქვამია ქართველი მთარგმნელის შენიშვნაში). ასევე ხელს აწერს - „იოანე უღირსმან ეპისკოპოსმან ქალაქისა პეტრონისამან ქუეყანისაგან მეგრელთჲსა განვასაზღვრე და წარვწერე.“

აღსანიშნავია, რომ ტრულის კრების კანონებს ხელს არ აწერს იბერიის დედაქალაქის ეპისკოპოსი და არც იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი, ხოლო იბერიის იმ ქალაქების ეპისკოპოსები კი, რომელნიც ბიზანტიის იმპერიაში შედიოდნენ, შეყვანილნი არიან ბიზანტიურ დიპტიხში და ამ კრების კანონებსაც ხელს აწერენ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2007, 03:34 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იერუსალიმელი პატრიარქები დოსითეოსი და ხრისანფი წერენ - ლაზიკის ეპარქიაში შემავალი ფასისისა სამიტროპოლიტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიპტიხში ეჭირა 27-ე ადგილი, ხოლო ტრულის კრებას ლაზების ქვეყნიდან (ე. ი. ქვემო იბერიიდან) ესწრებოდნენ თეოდორე ფაზისელი და იოანე პეტრონის ეპისკოპოსიო.

აქედან აშკარად ჩანს, რომ დიპტიხში შეტანილი იყო ბიზანტიის ქართული ქალაქების ეპისკოპოსები, ხოლო ბიზანტიის გარეთ მყოფი ქართული ქალაქების ეპისკოპოსები კი - არა. ესე იგი, დიპტიხი ბიზანტიური სახელმწიფოს საჭიროებისთვისაა შედგენილი, ამიტომაც იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთა მოუხსენებლობა ძველ დიპტიხში იმის ნიშანი კი არაა, რომ ასეთი ავტოკეფალური ეკლესია არ არსებობდა, არამედ პირიქით არსებობდა და არ ექვემდებარებოდა იმპერიაში შემავალ საპატრიარქოებს - ჭეშმარიტად ავტოკეფალური იყო.

აღმოსავლური (ბიზანტიური) დიპტიხის ახალი გახსენებაა პარიზის კოდექსი XV საუკუნისა, სადაც იხსენიება მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი, ალექსანდრიელი, ანტიოქიელი და იერუსალიმელი პატრიარქები, მაგრამ ამ კოდექსზე უფრო მნიშვნელოვანია XV საუკუნის 30-იან წლებში შემდგარი „მსოფლიო“ საეკლესიო (ფერარა-ფლორენციის) კრებაზე დაცული დიპტიხი, რადგანაც ამ კრებას ესწრებოდნენ მსოფლიოს ხუთივე საპატრიარქოსა და იმ დროს არსებული ყველა ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები. ამ კრების ოქმებს პატრიარქებმა და იმათმა წარმომადგენლება ხელი მოაწერეს. მართალია, ეს კრება „ყაჩაღური“ კრება იყო და მის ოქმებს იბერიის ეკლესიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა, მაგრამ კრება ყაჩაღური იყო სარწმუნოების საკითხებში და არა დიპტიხის საკითხში.

ამ „მსოფლიო“ კრებაზე დაცული იყო წინა მსოფლიო კრებათა კანონები ეკლესიათა განლაგების შესახებ. მეთხუთმეტე საუკუნის ამ კრების დიპტიხი ასეთი იყო: - რომის ეკლესია, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოები, იერუსალიმის შემდეგ მეექვსე ადგილზე დგას იბერიის ეკლესია. აქედან ჩანს, რომ ძველ დიპტიხში იბერიის ეკლესიას ეჭირა მეექვსე ადგილი. მაგრამ ასეთი სახის დიპტიხი მხოლოდ მთელი მსოფლიოს ეკლესიას შეეხებოდა. კონსტანტინოპოლის და ბიზანტიურ დიპტიხებში XVI საუკუნემდე შეტანის უფლება მხოლოდ ოთხი აღმოსავლელი პატრიარქის პრივილეგია იყო. მართალია, XVI საუკუნეში, რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მოსკოვის პატრიარქს ნება მიეცა დიპტიხში და თათბირებზე მდგარიყო იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, მაგრამ მალევე, როცა რუსეთში დაარსდა წმიდა სინოდის მმართველობა, ყველა აღმოსავლეთის საპატრიარქოს დიპტიხებში მხოლოდ ოთხი აღმოსავლეთის პატრიარქი მოიხსენებოდა.

ბიზნატიურ (აღმოსავლეთის საპატრიარქოების) დიპტიხებში შეტანილი იყო ბულგარეთის არქიეპისკოპოსი, როცა მას 1234 წელს კონსტანტინოპოლში პატრიარქის ტიტული მიანიჭა, დიპტიხში არ იყვნენ შეტანილნი, აგრეთვე ავტოკეფალური არქიეპისკოპოსები არქიდისა, კვიპროსისა, იბერიისა (ორი - იბერიაში „ზემო“ და „ქვემო“) და პეკიისა.

XIX საუკუნის შუაწლებამდე წმიდა დიპტიხში იხსენიებოდა მხოლოდ აღმოსავლეთის ოთხი პატრიაქრი, მხოლოდ ამ საუკუნეში და შემდგომ ახალი ავტოკეფალური ეკლესიების (ელადის, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთის და ალბანეთის) დაარსების შემდეგ მსოფლიო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი დაავალდებულა, დიპტიხში მოეხსენებინათ ოთხი პატრიარქის გარდა სხვა ეპისკოპოსები და ელესიები.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2007, 04:33 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში


მეათე და მეთერთმეტე საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო გაერთიანდა, რისთვისაც საუკუნეთა მანძილზე იღვწოდა იბერიის ეკლესია. სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების გაერთიანებამ ერთიან მძლავრ სახელმწიფოდ გამოიწვია საქართველოს ჰეგემონობა მთელ კავკასიაში.

აღმოსავლეთის ეკლესია განსაკუთრებით სავალდებულოდ ხდიდა სამოქალაქო-საერო დაყოფის გადაღებას საეკლესიოში, ასე რომ, ყოველ ცვლილებას საეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა საეკლესიოში. ამიტომაც სახელმწიფოს გაერთიანებას თან მოჰყვა ქართული ეკლესიის გაერთიანება. აქამდე აფხაზეთის სამეფოში არსებობდა „აფხაზეთის საკათალიკოსო.“ ქართლის სამეფოში კი „ქართლის საკათალიკოსო.“

სამეფოთა გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა ეკლესიებიც და ერთიან ქართულ სახელმწიფოში წარმოიქმნა ერთიანი ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს სახელწოდებით.

საქართველოს საპატრიარქო, გარდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოებისა, შეიცავდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში შემავალ ჩრდილო კავკასიის ქრისტიანებს, აგრეთვე სომხეთის და ყოფილი ალბანეთის მართლმადიდებლურ მოსახლეობას.

ჩრდილო კავკასიის ქრისტიანები უშუალოდ საქართველოს პატრიარქს ექვემდებარებოდნენ, რასაც მოწმობს ეპიგრაფიკული მასალა, ხოლო XV საუკუნისათვის ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთით შექმნილი იყო ხუნძეთის საკათალიკოსო, რომელიც იბერიის საპატრიარქოში შედიოდა. საქართველოს საპატრიარქოში შევიდა სომხეთის სამიტროპოლიტო, რომელიც ისტორიული საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარეობდა - სომხეთის (ანისის) ყოფილ სამეფოში.

საქართველოს საპატრიარქოს შექმნის შემდეგ საკათალიკოსოები არ გაუქმებულან, ისინი არსებობას განაგრძობდნენ ისე, როგორც ბიზანტიურ საპატრიარქოში არსებობდნენ სამიტროპოლიტოები. როგორც წესი, პატრიარქი იმავე დროს მცხეთის ანუ ქართლის კათალიკოსიც იყო, მას სვეტიხოველის პატრიარქიც ეწოდებოდა სასაყდრო ტაძრის მიხედვით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2008, 01:55 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს საპატრიარქო კავკასიის მასშტაბით ძალზე დიდი ეკლესია იყო. ის მოიცავდა არა მარტო კავკასიის მართლმადიდებლობას, არამედ ძალზე სცილდებოდა კავკასიის საზღვრებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთით საქართველოს საპატრიარქოს ესაზღვრებოდა ვანის ტბა და ტერიტორიები, რომელიც დავით კურაპალატმა შეიყვანა ქართველთა სამეფოში.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა ქართული ეკლესიის მეთაურის ღირსების ბიზანტიელ იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ამიტომაც, ალბათ, ქართულ ეკლესიაში დიპტიხი არ გამოიყენებოდა, ვითარება შეიცვალა საპატრიარქოს შექმნის შემდეგ.

ახალმა მდგომარეობამ წარმოშვა საკითხი, თუ პატრიარქთა რიგში რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ, ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ უნდა ეხსენებინათ ახალი პატრიარქი - ქართული ეკლესიის მეთაური.

მართალია, იმ დროს ზოგიერთ არამართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ჰქონდა პატრიარქის ტიტული, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მხოლოდ ხუთი პატრიარქი არსებობდა, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებებიც ადასტურებდა.

იმ დროს გადახედეს არსებული პატრიარქების რიგს და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი - რომის პაპის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შედგა ქართული ეკლესიის დიპტიხი.

ქართული ეკლესიის დიპტიხი უკვე არსებობდა საეკლესიო განყოფამდე რომსა და კონსტანტინოპოლს შორის და ამიტომაც ამ განყოფამდე უკვე არსებული დიპტიხი საუკუნეების მანძილზე უცლელად გადადიოდა საბუთიდან საბუთში.


XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიხია დაცული: „... ჩუენცა გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ... სუეტიცხოველის მეექუსისა პატრიარქის და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოის კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წარვსწერ...“

აქედან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს დიპტიხის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არც ერთი პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 15 2014, 06:30 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.

„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელი შეხვედრა
თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა.

თუ რას ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში? გვესაუბრება შუა საუკუნეების კვლევების დოქტორანტი, მღვდელი ილია ჭიღლაძე:

“ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით, როგორც ძმათა შორის უხუცესობა-უმრწემესობისა. ეს საჭიროა პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ წირვა- ლოცვის დროს, როგორი თანმიმდევრობით დადგნენ და მათი სახელები რა თანმიმდევრობით იქნეს წარმოთქმული კვრექსებსა, თუ მოსახსენებლებში. ანუ ეკლესიის უძვლესი ადათით, მართალია არსებობს პატრიარქთა (და ზოგადად ეპისკოპოსთა) თანასწორობა უფლებრივი და იერატიკული (მღვდელმოქმედებითი) კუთხით, მაგრამ არის ასევე პატივის მიხედვით მათი კათედრების რანგირება.

დიპტიხში საპატრიარქო კათედრებმა რანგირება, ანუ ”უფროს-უმცროსობა” თავიანთი ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობიდან გამომდინარე მოიპოვეს, ანუ ამათუიმ საპატრიარქოს ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე, რა როლი და ფუნქცია ენიჭებოდა მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში“.

ვის აერთიანებს ამჟამად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხი?

ამჟამად მსოფლიოში არსებობს 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, აქედან ცხრა არის საპატრიარქო რანგისა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის), სამი ავტოკეფალური სამთავარეპისკოპოსო [საარქიეპისკოპოსო] ( კვიპროსის, საბერძნეთის, ანუ ელადის და ალბანეთის) და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლიტო (პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის). კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს ტიტულს ”მსოფლიო, ანუ ეკუმენური პატრიარქისას”, მაგრამ ეს წოდება სიმბოლური და საპატიოა და არა რეალური შინაარსისა. იგია ”პირველი თანასწორთა შორის”. არსებობს კიდევ ამერიკის ავტოკეფალური სამიტროპოლიტო, რომლის ავტოკეფალიას, ჯერჯერობით, მხოლოდ ეკლესიათა ნაწილი აღიარებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოც, ხოლო კონსტანტინოპოლი არ ცნობს.

ყველა ეკლესიის მეთაური (მიუხედავად იმისა პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, თუ მიტროპოლიტის წოდებას ატარებს) ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორნი და დამოუკიდებელნი არიან. ყოველი მათგანი თავის რწმუნებულ ეკლესიას მართავს თავისი სინოდის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი, ”ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია” დაყოფილია თვითმმართველ (ავტოკეფალურ) ადგილობრივ ეკლესიებად, რომელნიც ერთმანეთისგან სტრუქტურულ დონეზე დამოუკიდებელნი არიან, მსოფლიო ეკლესია სულიერი, სწავლებითი და მადლისმიერი მხრივ ერთიანია და განუყოფელი.

რა ადგილს იკავებს დღეს საქართველოს ეკლესია დიპტიხში და რატომ არ გვაქვს ოფიციალურად ადგილი მონიჭებული?

საქართველოს ეკლესიამ, როგორც ცნობლია 1811 წელს რუსული ხელისუფლების მიერ გაუქმებული უძველესი ავტოკეფალია აღიდგინა 1917 წელს, მაგრამ ეს აღდგენა იმ ეტაპზე არ ცნო რუსეთის ეკლესიამ და მისი გავლენით არც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ (შესაბამისად, არც სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა), ამის გამო მათ დიპტიხებში არ შესულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი.

1943 წელს მოსკოვის საპატრიაქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქთა დიპტიხში შეიყვანა მეექვსე ადგილზე, შემდგომად კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის საპატრიარქო კათედრებისა. ეს განჩინება იმ ეტაპზე გაიზიარა ალექსანდრიის საპატრიარქომაც. მაგრამ ეს ფაქტი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ არ აღიარა, კონსტანტინოპოლი თვლიდა რომ აღაიარებაც და დიპტიხში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელის შეტანის უფლებამოსილებაც მხოლოდ მას ჰქონდა. იმ პერიოდში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც აფერხებდა კომუნიკაციას კონსტანტინოპოლთან, ეს საკითხი ღიად დარჩა. 1960-იან წლებში, როდესაც გააქტურდა საგარეო კავშირები საბჭოთა კავშირისა საზღვარგარეთთან, დაიწყო მრავალი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციის მოწყობა, საქართველოს ეკლესიას წარმოადგენდა ხოლმე ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი, ამჟამინდელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), იგი პირადად წააწყდა ამ სირთულეს, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეგიდით მოწყობილ საეკლესიო შეხვედრებზე, საქართველოს ეკლესიის წამომადგენელი არ იკავებდა კუთვნილ მეექვსე ადგილს, და ავტონომიური ეკლესიების წამომადგენელებთან ათანაბრებდნენ მას. ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა უპირველეს ამოცანად მისმა უწმინდესობამ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისთანავე, 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ხანგრძლივი ღვწისა და შრომის შედეგად, მხოლოდ 1990 წელს სცნო კონსტანტინოპოლმა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება, თუმცა დიპტიხში ადგილის საკითხი კვლავ ღიად დარჩა.

კონსტანტონოპოლმა არ ინდომა ჩვენი ეკლესიის მეექვსე ადგილზე დაყენება, იმ მიზეზით, რომ მანამდე, მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მან მეექვსე ადგილი მიუჩინა სერბეთის საპატრიარქოს, მეშვიდე-რუმინეთის საპატრიარქოს, ხოლო მერვე ადგილი – ბულგარეთისას. ფანარმა განაცხადა, რომ უკვე მინიჭებულ ადგილებს არ შეუცვლიდა ამ ეკლესიებს, დიდი (მსოფლიო) კრების გარეშე, ამიტომ მან დროებით თავის დიპტიხში განგვიჩინა მეცხრე ადგილი, ანუ საპატრიარქო კათედრათა შორის უკანასკნელი. ამჟამად ყველა მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხის რიგს აღიარებს, გარდა მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის საპატრიარქოებისა, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, ამერიკის ეკლესიებისა.

რა ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიას ისტორიულად დიპტიხში?

საპატრიარქოთა სისტემა სამთავარეპისკოპოსოების ბაზაზე ჩამოყალიბდა რომის იმპერიაში მეხუთე საუკუნეში, ეს პროცესი გაფორმდა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს, იმპერიის ეკლესია განაწილდა 5 დიდ საპატრიარქოს – რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმს შორის (ასევე შენარჩუნდა კვიპროსის პატარა კუნძულის ეკლესიის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო). ამ საეკლესიო მმართველობას ეწოდება პანტარქია, ანუ ხუთთა მმართველობა. შუა საუკუნეების ბიზანტიურ ცნობიერებაში სამყაროში მეტი საპატრიარქოს ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო, გამონაკლისი სახით შეიძლება მხოლოდ ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოების არსებობა. მაგრამ მათთვის საპატრიაქრო რანგის მინიჭება წარმოუდგენლად ითვლებოდა.

საქართველოს ეკლესიის მეთაური მეხუთე საუკუნიდან იწოდებოდა კათოლიკოსად და მთავარეპისკოპოსად. კათოლიკოსის ტიტული სირო-სპარსული ეკლესიის წოდებაა, იგი უცხო იყო და არის ბერძნული საეკლესიო სივრცისათვის (თუმცა თავად სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს ”საყოველთაოს”). კათოლიკოსის წოდება გაჩნდა რომაული იმპერიის გარეთ, სპარსეთის იმპერიაში და ეს წოდება მიენიჭა სპარსეთის სირიული ეკლესიის მეთაურს – დედაქალაქ სელევკიის მთავარეპისკოპოსს მეოთხე საუკუნეში. ეს ტიტული იყო და არის ტოლფარდი რომაულ-ბიზანტიური საეკლესიო ტიტულ ”პატრიარქისა”. მეხუთე საუკუნისათვის ამიერკავკასია (ეგრისის გამოკლებით) ირანის იმპერიის გავლენის სფერო იყო და ბუნებრივია განიცდიდა სირო-სპარსული ეკლესიის გავლენას, სწორედ ამიტომ ამ საუკუნეში კავკასიის ახლად ჩამოყალიბებული სამი ავტოკეფალური ეკლესიის (საქართველოს, ანუ იბერია-ქართლის, სომხეთის და ალბანეთის) მეთაურებმა სწორედ ეს ტიტული მიიღეს და არა – ”პატრიარქის”. უფრო გვიან, XI საუკუნიდან, როდესაც ბიზანტური საეკლესიო გავლენა (ათონური პერიოდიდან მოყოლებული) მკვეთრად იჭრება ჩვენში, პატრიარქის წოდებაც შემოდის ჩვენი კათოლიკოსის ტიტულატურაში, მაგრამ მაინც ნაკლები გამოყენებით, უძირითადესად ქართველები მეტყველებაშიც და წერილობით დოკუმენტებში ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრისათვის ვიყენებდით მხოლოდ ტერმინ ”კათოლიკოსს”, როგორც ჩანს ისევ ბიზანტიური გავლენით, რომლის მიხედვით საპატრიარქო კათედრები იყო მხოლოდ ხუთი: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. საქართველოს ეკლესიის მეთაურნი თავის ”კათოლიკოსობას”, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევდნენ პატრიარქობაზე ნაკლებ სტატუსად და ეს ასეც იყო. ბერძნები არასოდეს არ აღიარებდნენ საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქის წოდებაში, თუმცა აღიარებდნენ მათ ავტოკეფალურ უფლებას და უწოდებდნენ ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსს (მაგ. ანტიოქიის პატრიარქი და ცნობილი კანონისტი თოდორე ბალსამონი (1193 — 1199წ.წ.), იერუსალიმის პატრიარქები დოსითეოსი (1667 — 1707 წ.წ.) და ქრიზანთე (1707 — 1731წ.წ.), გამონაკლისია XV საუკუნეში კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ეკლესიარხის სილვესტეროს სიროპულოსის ცნობა, სადაც ის ახსენებს ”იბერიის პატრიარქს”, მაგრამ ეს არის არაოფიციალური წყარო, და ამასთან, არც დიდად გასაკვირი: ზოგადი გაგებით, ყოველი პირველიერარქი ”პატრიარქია” თავის ეკლესიაში, მეხუთე საუკუნემდე კი ”პატრიარქი” (ეს ბერძნული სიტყვა ქართულად ”მამამთავრად” ითარგმნება) ეწოდებოდა ყოველ ეპისკოპოსს.

ვიმეორებთ, ბიზანტიურ დიპტიხში მხოლოდ პატრიარქები შეყავდათ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა რომის პაპის (ანუ პატრიარქის) ხსენება, ხოლო 1589 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად რუსეთის ეკლესია და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი და დიპტიხში მეხუთე ადგილი, 1920 წელს კონსტანტინოპოლმა სცნო სერბეთის საპატრიარქოს მეექვსე ადგილი, 1925 წელს რუმინეთის საპატრიარქოს მეშვიდე, ხოლო 1953 წელს ბლგარეთის საპატრიარქოს მერვე ადგილი. ჩვენი 1917 წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი – მხოლოდ 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი ღვაწლის შედეგად. მაგრამ ჩვენ ისტორიის ამ მიმდინარე პროცესში ერთგვარად დავიგვიანეთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ეთმობა მის მიერ უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული დიპტიხის დარღვევა. მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოთა 1943 წლის შეთანხმებით დადგენილი დიპტიხში ჩვენი მეექვსე ადგილის სასარგებლოდ კი მეტყვლებს ერთი მხრივ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიძველე (თუმცა, დიპტიხის იერარქია ამ პრინციპით არაა აგებული), ხოლო მეორე მხრივ, ფერერა-ფლორენციის ”მსოფლიო” საეკლესიო კრებაზე ჩვენი ეკლესიის დელეგაციის მეხუთე ადგილზე (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოთა შემდეგ) დაყენების ისტორიული ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის დიდი სურვილი და ენერგია მიმართულია საიმისოდ, რომ 2016 წელს დაგეგმილ დიდ და წმინდა, საყოველთაო მართლმადიდებლურ კრებაზე ეს საკითხი ჩვენი წმინდა, უძველესი ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყდეს და მსოფლიო საპატრიარქომ სცნოს ჩვენი ეკლესიის კუთვნილი მეექვსე ადგილი დიპტიხში.

ესაუბრა თეონა ნოზაძე

http://www.ambioni.ge/saqartvelos-martlmad...adgili-diptixsi


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 18 2014, 02:26 AM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ოდნავ კულუარულ ინფორმაციასაც გეტყვით , რომელიც ბევრს ნამდვილად არ ეცოდინება .
მოკლედ და კონკრეტულად , საუბარი მიდის დიპტიქში , საქართველოს ეკლესიის მე-6 ადგილზე გადანაცვლების შესახებ . მართალია ჩვენ ,,ისტორიული'' ადგილი მე-5 არის , თუმცა , დღეს ამაზე ფიქრიც კი უაზრობაა , რადგან რუსეთის საპატრიარქოა დაპატრონებული . ( თუ რატომ და როგორ , ამაზე სურვილისამებრ ვისაუბროთ თუ გენდომებათ ) . შეგახსენებთ რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით მე-9 ადგილზე და მე-6 ზე გადასასვლელად , მოგვიწევს სერბეთის , ბულგარეთის და რუმინეთის ეკლესიებთან ჭიდილი . იმასაც გეტყვით რომ , ამ 3 დან , თითქმის გადაწყვეტილია რომ 1 , თანახმაა , მეორეც სავარაუდოდ დაგვთანხმდება , აი ამ 2 წლის მანძილზე , თუკი მესამე მათგანსაც დავითანხმებთ დიპლომატიური გზით , რეალური შანსი იქნება , რომ მე-6 ადგილი დავიკავოთ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 18 2014, 09:37 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
რუსეთი ყველგან და ყველაფერში როგორი არასამართლებრივია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2016, 11:20 AM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერძნული სიტყვა დიპტიქი ქართულად ითარგმნება როგორც "ორად დაკეცილი", ანუ "ორკარედი" ("ორფრთიანი"), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩაწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულები".

/"კარიბჭე" N4, 2016, გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2016, 11:23 AM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიმდინარე წლის 2016 წლის იანვარს შვეიცარიაში, შამბეზში გამართულ პანორთოდოქსულ (საერთო მართლმადიდებლურ) შეკრებაზე (სინაქსისზე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია და წელს დაგეგმილ დიდ კრებაზე ეს საკითხი არ გადის განსახილველად: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან".

/"კარიბჭე" N4, 2016, გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2016, 09:29 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დიპტიქია დაცული: "...ჩვენცა გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა... სვეტიცხოველის მეექვსესა პატრიარქსა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოსა კათოლიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ წარვწერ..." (ქართ. სამართლ. ძეგლ. II, გვ.66).

აქედან ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს დიპტიქის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს".


/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ. 9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2016, 10:03 AM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესიის მეთაურის მე-6 ადგილზე მოხსენიებას ქართულ ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ისტორიულ-ტრადიციული მნიშვნელობა და ისევე შეიცვლელად ითვლებოდა, როგორც საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2016, 02:34 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას შემდეგ, რაც რომი კათოლიკე ეკლესიას მოწყდა, მართლმადიდებლური დიპტიქიდან ამოვარდა რომის პაპის მოხსენიება, რამაც ადგილობრივი ეკლესიები მეთაურთა ექვსეულში ვაკანტური ადგილი წარმოშვა. მაგრამ, მსოფლიო საპატრიარქოს ხელშეწყობით, შემდგომში ვაკანტური ადგილი რუსეთის ეკლესიამ დაიკავა.

ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთის ეკლესიამ იყიდა მეხუთე ადგილი დიპტიქში; რუსეთის ხელმწიფემ ქრთამი მისცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. თუმცა აღსანიშნავაია, რომ რუსეთი მეფეს სურდა ადგილი მოეპოვებინა ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ. მაგრამ რადგან წინა საუკუნეებში წმინდა მამათა მიერ დიპტიქში დადგენილი იყო ალექსანდრიის საპატრიარქოს შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა ხსენება, რაც დადასტურებული გახლდათ ტრულის კრების კანონით, ამიტომაც, აღმოსავლეთის პატრიარქებმა გადაწყვიტეს რუსეთის პატრიარქის ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიქში იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ დაეთმოთ.

ეს ადგილი რუსეთის საპატრიარქომ მოიპოვა არა მარტო სიდიდისა და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროს მაჰმადიანურ ქვეყნებში არსებული აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი რუსეთის ქრისტიანულ სახელმწიფოს იმედის თვალით შესცქეროდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2016, 10:57 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1811 წელს, რუსეთის მიერ დაპყრობის შედეგად დაკარგა. 1917 წელს ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ეს კანონიერი ნაბიჯი არ სცნო და ბუნებრივია, არც დიპტიქში იხსენიებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელს.

1943 წელს იოსებ სტალინის ხელშეწყობით რუსეთის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და VI ადგილი დიპტიქში. ღვთისმსახურებისას რუსეთის ეკლესიამ იწყო საქართველოს პატრიარქის VI ადგილზე მოხსენიება. რაც შეეხება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათი ნაწილი დიპტიქში ჯერ კიდევ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს VI ადგილზე.

ეს საკითხე დღეს მსოფლიო მართლამდიდებელი ეკლესიის წინაშე დგას. მისი გადაჭრა ალბათ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქო მიიღებს ისეთივე დოკუმენტს, როგორიც მან 1990 წელს მიიღო საქართველოს ავტოკეფალიის თაობაზე".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2022, 08:58 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მართლმადიდებლური დიპტიხიდან გავიდა რომის პაპის მოხსენიება, ვაკანტური ადგილი 1593 წელს დაიჭირა მოსკოვის საპატრიარქომ, ჩვენი ეკლესიის წინ. ეს მოხდა იმის გამო, რომ 1589 წელს დაარსდა რუსეთის საპატრიარქო და მისმა პატრიარქმა დიპტიხში მე-5 ადგილი დაიკავა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 160/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი