ქრისტე იერარქიას გმობს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე იერარქიას გმობს? |
წახწახა |
Jan 12 2014, 06:18 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. 10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. 11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს. |
A.V.M |
Jan 12 2014, 03:04 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
ძალიან ძველი ,,პესნიაა'' ეგ ,,არგუმენტები'' , მაგრამ მაინც არ დამზარდება საუბარი . სანამ გიპასუხებდე ჯერ ის მითხარი რა დამოკიდებულება გაქვს ახალ აღთქმასთან ( ამ შემთხვვაში ) . დავკონკრეტდები , რის უცდომელობას აღიარებ , მთლიანად ახალი აღთქმისა , მარტო სახარებების თუ არცერთის ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 05:08 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
მარტო სახარებების.. |
A.V.M |
Jan 12 2014, 05:18 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
რატომ ? მოციქულის დაწერილია სახარებაც და სამოციქულოც , ქრისტეზე მოგითხრობს სახარებაც და სამოციქულოც . რატომ და რაზე დაყრდნობით ახდენ დიფერენცირებას ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 05:35 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
პავლეს არ ვენდობი ბოლომდე ასე რომ ვთქვათ და ბევრ რამეში არ ვეთანხმები, სახარება კი ცნობებს გადმოგვცემს ქრისტეს შესახებ და მისი ციტატებია მოცემული/ ესეც ხომ ქრისტეს ქადაგებაა, მოწაფეების სუბიექტური მოსაზრებები არაა ძირითადად გადმოცემული. |
A.V.M |
Jan 12 2014, 05:47 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
ბევრნაერი არგუმენტი მომისმენია , მაგრამ მასეთი ჯერ არა. რა გარანტია გაქვს , სახარების უცდომელობას როდესაც აღიარებ , რომ მათე , მარკოზი , ლუკა და იოანე არ იყვნენ სუბიექტურები და პავლე კიდევ სუბიექტუური იყო . (ისე , ამის მაგალითად რას მომიყვან ? .. აი არგუმენტს , როდესაც პავლე წერს არასწორ ინფორმაციას) |
წახწახა |
Jan 12 2014, 05:55 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
პავლე თუ არ ჩართე ამ საქმეში, ისე უაზრობა გამოდის იერარქიის სასარგებლოდ არგუმენტი? რაც მკითხეთ იმასთან დაკავშირებით, პავლეს ნაწერები უბრალოდ არ მომწონს და რა ვუყო, ქრისტეს სტილი არ გადაკრავს. |
A.V.M |
Jan 12 2014, 06:11 PM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
ციტატა პავლე თუ არ ჩართე ამ საქმეში, ისე უაზრობა გამოდის იერარქიის სასარგებლოდ არგუმენტი? მე რის სასარგებლოდ რა არგუმენტი გამომივა ეს სხვა საქმეა და თავად ნახავ , უბრალოდ , როდესაც ასეთი სერიოზული საკითხის შესახებ ვმსჯელობთ , ჯერ ის უნდა გავარკვიოთ რომელი რას ვაღიარებთ და რატომ . ციტატა პავლეს ნაწერები უბრალოდ არ მომწონს და რა ვუყო, ქრისტეს სტილი არ გადაკრავს. ანუ , სანდოობა და ავთენტურობა , შენთვის დამოკიდებულია იმაზე , რამდენად მოგწონს და არა იმაზე , რამდენად მართებულია ? მხოლოდ პავლეს არ ვგულისხმობ , ზოგადად ახალი აღთქმის ავტორები , მოციქულები მყავს მხედველობაში . მათთან დამოკიდებულებაც იმის მიხედვითაა შენთვის , რამდენად მოგწონს თუ იმის მიხედვით , რამდენად სწორი , ავთენტური და რეალურია ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 06:22 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
ციტატა მხოლოდ პავლეს არ ვგულისხმობ , ზოგადად ახალი აღთქმის ავტორები , მოციქულები მყავს მხედველობაში . მათთან დამოკიდებულებაც იმის მიხედვითაა შენთვის , რამდენად მოგწონს თუ იმის მიხედვით , რამდენად სწორი , ავთენტური და რეალურია ? მოციქულები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, უფალთან დაახლოებული, მაგრამ მათაც შეიძლება მოსვლოდათ შეცდომები, თან ეპოქალური განვითარების და შეგნების მაშინდელ დონეზე იდგნენ, მხოლოდ ქრისტეა უნივერსალური ჭეშმარიტების მატარებელი. ბიბლიაში მოყვანილ ობიექტურ ფაქტებს და ციტატებს კი ვენდობი, ეს ისევე ფაქტად უნდა მიიღოთ როგორც ჩემი რწმენა, თან ქრისტეს ციტატები სხვადასხვა სახარებებში მეორდება, ასევე ფაქტები მის შესახებ. |
A.V.M |
Jan 12 2014, 06:27 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მოციქულები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, უფალთან დაახლოებული, მაგრამ მათაც შეიძლება მოსვლოდათ შეცდომები, თან ეპოქალური განვითარების და შეგნების მაშინდელ დონეზე იდგნენ, მხოლოდ ქრისტეა უნივერსალური ჭეშმარიტების მატარებელი. კი მაგრამ , მაგ უნივერსალური ჭეშმარიტების მატარებელ ქრისტეს სიტყვები , ისეც ჩვეულებრივმა , უფალთან დაახლოებულმა , მაგრამ მაშნდელი ეპოქალური განვითარებისა და შეგნების დონეზე მატარებელმა მოციქულებმა არ დაწერეს ? რატომ განუკუთვნებ ვთქვათ მარკოზს უცდომელობას და იაკობს კიდევ ცდომილებას ? მიზეზი ხომ გაქვს რაღაცა .ამის გაგება მაინტერესებს... და საერთოდ , 4 სახარებას რატომ აღიარებ მხოლოდ და მხოლოდ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 06:31 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
ციტატა მხოლოდ პავლეს არ ვგულისხმობ , ზოგადად ახალი აღთქმის ავტორები , მოციქულები მყავს მხედველობაში . მათთან დამოკიდებულებაც იმის მიხედვითაა შენთვის , რამდენად მოგწონს თუ იმის მიხედვით , რამდენად სწორი , ავთენტური და რეალურია ? ობიექტურია, თხრობით რეჟიმშია და არა სწავლების, ავტორის პოზიცია ნაკლებად ჩანს და ქრისტეს მეტი ადგილი ეთმობა თორემ ყველა წიგნშია სიმართლე რათქმაუნდა. |
A.V.M |
Jan 12 2014, 06:33 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
ციტატა ობიექტურია, თხრობით რეჟიმშია და არა სწავლების, ავტორის პოზიცია ნაკლებად ჩანს და ქრისტეს მეტი ადგილი ეთმობა თორემ ყველა წიგნშია სიმართლე რათქმაუნდა. მაშინ საქმე მოციქულთა რატომ არაა უცდომელი ? ობიექტურია , თხრობით რეჟიმშია და ავტორის პოზიცია ნაკლებად სჩანს ქრისტესაც მეტი ადგილი ეთმობა . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 06:57 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
ჰმმ ეს ისეთი საკითხია რომ უბრალოდ მწამს ისე მიმაჩნია რომ სიმართლე ყველგანაა, მაგრამ სეცდომები შეიძლება გაიპაროს, სახარების წმინდა ოთხთავს კი ინტუიციურად ვენდობი უფლის ნებით ალბათ. |
irakli sharabidze |
Jan 12 2014, 07:00 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 20-December 13 მდებარ.: ბათუმი წევრი № 13,472 |
მე მაქვს წაკითხული თომას და იუდას (ისკარიოტელის) აპოკრიფული სახარება,ძალიან საინტერესოა.რაც შეეხება იმ აზრს,რომ პავლე მოციქული თითქოსდა ცდება არ ვეთანხმები,რადგან ის,როგორც წმიდა წერილი გვეუბნება სავსე იყო სულიწმიდის მადლით.
|
A.V.M |
Jan 12 2014, 07:04 PM
პოსტი
#15
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წახწახა
ციტატა ჰმმ ეს ისეთი საკითხია რომ უბრალოდ მწამს ანუ , მე ,, მიწვევ'' პოლემიკაში , რომ დაგანახო შენი აზრის სიმცდარე და ჩემი აზრის სისწორე , მხოლოდ იმ წყაროდან , რომელიც ,, უბრალოდ გწამს '' . არ გეჩვენება რომ ზედმეტად სუბიექტური პოლემიკა გამოგვდის ? ციტატა ახარების წმინდა ოთხთავს კი ინტუიციურად ვენდობი უფლის ნებით ალბათ. და უფლისავე ნების არ ენდობი , უფლის ,, თავ მოციქულების'' დაწერილ წიგნებს ? irakli sharabidze ციტატა მე მაქვს წაკითხული თომას და იუდას (ისკარიოტელის) სახარება,ძალიან საინტერესოა.რაც შეეხება იმ აზრს,რომ პავლე მოციქული თითქოსდა ცდება არ ვეთანხმები,რადგან ის,როგორც წმიდა წერილი გვეუბნება სავსე იყო სულიწმიდის მადლით. მე მაგათ გარდა დაახლოებით 20მდე ,, სახარება'' მაქვს წაკითხული მაგრამ მე ,აქ სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება , პრინციპი მაინტერესებდა ,, უდცომელი წიგნების შერჩევის'' , რაც სამწუხაროდ ვერ გავიგე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 07:05 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
ციტატა ანუ , მე ,, მიწვევ'' პოლემიკაში , რომ დაგანახო შენი აზრის სიმცდარე და ჩემი აზრის სისწორე , მხოლოდ იმ წყაროდან , რომელიც ,, უბრალოდ გწამს '' . არ გეჩვენება რომ ზედმეტად სუბიექტური პოლემიკა გამოგვდის არა, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა, თუ შენი არგუმენტი ძლიერია და ყველა სიტუაციაზე ვრცელდება ნათლად დავინახავთ. და ვინ თქვა, რომ პავლეს სიტყვებში არაფერია სწორი? პავლეს სიტყვების უმტესობაა ნამდვილი, მაგრამ მონობაზე ვთქვათ და ქალების ჭკუის სისუსტეზე რასაც ამბობს როგორ უდნა დავეთანხმოთ, კიდეა მსგავსი საკითხები, როგორც უკვე ვთქვი ეპოქალური ფაქტორია ეს ყველაფერი რა, მივიღებ არგუმენტებს პავლეზე, მაგრამ უმჯობესია თუ ქრისტეს სიტყვები იქნება ამომავალი წერტილი. გისმენთ |
A.V.M |
Jan 12 2014, 07:11 PM
პოსტი
#17
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კარგი .
მგონი დროა რომ უკვე შენს მიერ წამოყენებულ არგუმენტებს შევეხო მცირედით . ციტატა 9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. ნურავის უწოდებთ მამასო ხომ ? ასე თქვა არა . ნურავისსო . მაინტერესებს ამ ყველაში , ხორციელი მამა არ შედის ? მამა მამაა ხომ . ეს ტერმინია და უპირველესად სწორედ ხორციელ მამას აღნიშნავს . ამ ფონზე და შენი ლოგიკით , არ გეჩვენება , რომ ქრისტე , არათუ იერარქიის , არამედ , ოჯახური იდილიის და მამაშვილური კავძშირებიოს წინააღმდეგი გამოდის ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
subterranean |
Jan 12 2014, 07:12 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
|
A.V.M |
Jan 12 2014, 07:13 PM
პოსტი
#19
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
subterranean
ციტატა ავისი ლოგიკით თუ ქრისტესი? თავისი . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
წახწახა |
Jan 12 2014, 07:17 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
A.V.M
ციტატა ოჯახური იდილიის და მამაშვილური კავძშირებიოს წინააღმდეგი გამოდის ? ოჯახური იდილიის საწინააღმდეგოდ რამოდენიმეჯერ გამოვიდა. ამ შემთხვვევაშიც ალბათ, მაგრამ მთავარი შემდეგ მოდის.. პლიუს, შენ ამბობ რომ აქედან არ გამომდინარეობს რომ მამაოს მამაო არ უნდა დავუძახოთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი