ფორუმული აქტივობები., მხოლოდ გაკეთებული საქმე! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმული აქტივობები., მხოლოდ გაკეთებული საქმე! |
A.V.M |
Aug 31 2012, 08:04 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბევრს შეიძლება ცოტა უცნაურად მოეჩვენოს ეს თემა მაგრამ მცირე ხანში ყველაფერს მიხვდება.
მოგახსენებთ რომ აღნიშნულ თემაში დაიწერება მხოლოდ ფორუმული ( უკვე შესრულებული) აქტივობების შესახებ. (შეგახსენებთ რომ ამის მსგავსი თემა გახსნილი ჰქონდა კაიროსსაც.) ახლა იმაზე გეყვით თუ რატომ გავხსენი მაინცდამაინც ჩემს განყოფილებაში. ეს განაპირობა ორმა ძირითადმა მიზეზმა: 1-ნებისმიერი ფორუმული აქტივობა მართლაც გასახარელი და მოსალოცია. 2-მოცემული განყოფილება მე მეკუთვნის და წავშლი ხოლმე თუკი იქნება ოფ-ტოპიკები. (იმედია ყველაფერიგასაგებია. მეც შევუდგები საქმეს.) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 31 2012, 08:48 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
I-ამა წლის 12 აგვისტოს. ფორუმელებმა მოვილოცეთ საჩხერე-ჭიათურის ეპარქია.
ა ბატონო ჩემო მოკლე ,,პატაკი'' საჩხერე-ჭიათურის მოლოცვა 12.08.2012 იშვიათად რომ დღევანდელ ფორუმზე ქველმოქმედებისა და მომლოცველობის განყოფილება აქტიურობდეს . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი , რომ ერთ მშვენიერ დღეს ,,ახალ პოსტებში’’ ვნახე თემა სათაურით-,,მღვიმევი-კაცხის სვეტი ‘’. პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე ჩავეწერე სიაში . ხელმძღვანელი გალერეის მოდერი ანანო გახლდათ , ხოლო ექსკურსიის მარშრუტს კი ნაინა ადგენდა მიჩიგანიდან . აღმოჩნდა რომ რამდენიმე ფორუმელმა არ იცოდა ზუსტი მდებარეობა სოფელ გომისა და ნაინას უხდებოდა ოკეანისგაღმიდან მათთვის ამის სწავლა. საიტზე დავწერე რომ ამ სოფლიდან ვიყავი და შევეშველებოდი კოორდინაციაში .გაირკვა ,რომ აღნიშნულ სოფელში უნდა შევერთებოდით თბილისიდან წამოსულ ჯგუფს მე და მაშიკო თავის დაქალითურთ(რომლებიც ქუთეისიდან მოდიოდნენ) მათ დეტალურად აღვუწერე ჩემი გარეგნობა-ჩაცმლობა რომ ადვილად ვეცნე, რა თქმა უნდა მეც დავინტერესდი თუ როგორ უნდა მეცნო ისინი, ამაზე გენიალური პასუხი მივიღე-,, ჩვენ საყვარელი გოგოები ვართ. და ხელში გაზეთი გვეჭირება.’’ მეც დავუწყე ცქერა საყვარელ და გაზეთიან გოგოებს , საბოლოოდ მივაგენი . უფრო სწორად, მივაგენი-,,უგაზეთო საყვარლებს.'' ჩვენც ჩრდილში გადავინაცვლეთ და დაველოდეთ ჯგუფს. უეცრად ჩაგვიქროლა სპრინტერმა, შიგ მჯდომთა ტანჯულ-ბედნიერ სახეების დანახვაზე დავრწმუნდი რომ ისინი ,,ჩარჩელები’’ იყვნენ. ჩემი ვარაუდი გამართლდა და ისინი მართლა ,,ჩვენიანები’’ აღმოჩნდნენ. დავიწყე ფორუმელების გაცნობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ უმეტესობა არათუ რეალობაში არამედ ფორუმიდანაც არ ვიცოდი მაგალითად ჰარირა. რომლის გაცნობის რიგი რომ მოვიდა ცოტა არ იყოს რაღაც-რაღაცებზე დავეჭვდი, თუმცა გავიგე რომ მას გზაში შარვალზე ლუდი გადასხმია და კითხვებიც უმალ გაქრა გონებიდან . ამის შემდეგ გემრიელად დავლიე( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაყინი და უეცრად სპრინტერიც გააჩერა ზვიადამ(მძღოლმა). აღმოჩნდა რომ კაიროსს რაღაც ისტორიული ძეგლი დაუნახავს ტრანსპორტიდან და იმის მოსანახულებლად წავედით. იქამდე მისასვლელად მცირე დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო და ამ დაბრკოლებას პატარა მდინარე წარმოადგენდა , მართალია ზოგი ფორუმელი მდინარის გადალახვისას- ,,ვარდენასავით’’ მოიქცა, თუმცა საბოლოოდ მშვიდად მივედით ძეგლთან , რომელიც სოფელ ალის ძველი, სამონასტრო კომპლექსი გახლდათ . ჯერ კიდევ კომპლექსის ეზოში მიიქცია ყურადღება ხეზე ჩამოკიდებულმა ცხვრის ფეხმა და ზემო შემოდებულმა მარილმა.(თუ მიცვალებულის ცხონება გინდა ცხვრის ფეხი სასაფლაოდან არ უნდა წამოიღო). ამ ადგილზე ყველა პირველად ვიყავით, თუმცა კაიროსმა ერთი შეხედვით იმდენი რამ გახადა ნათელი რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უგზოუკვლო განათლებაში , აგრეთვე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა იმაშიც , რომ ქართველებს ისტორიული ძეგლის უკვდავყოფაზე მეტად საკუთარი სახელების ,,უკვდავყოფა’’ გვიზიდავს ჰერმოსტრატესავით. თუკი ტაძარში კაიროსი ქვების განლაგებას, არქეოლოგიურ მასალას და ძეგლის არქიტექტონიკას სწავლობდა მე ამ სოფლის ,,love storey-ებს’’ ვარკვევდი. აღმოჩნდა რომ ჯემალას ყვარებია მზია , მაყვალას კი როინა. ხოლო ეს უკანასკნელი სატრფოს ღალატით გულდათუთქული-..ჯდა მტირალი წყლისა პირსა.’’ იატაკიდან 4-5 მეტრზე გაკეთებულ ამგვარ წარწერების მხილველს შეუძლებელია არ აღმოგხდომოდა ,,ჯარისკაცის მამის’’ ცნობილი სიტყვები-,, შენ აქ საიდან გაჩნდი ? რა მარჯვენამ მოგიყვანა შე ბარაქიანო შენა.’’ და ამის შემდეგ ბარაქიანად არ გადაგეკურთხებინა მისი ,,ხელმარჯვე ავტორისთვის.’’ მისი ავტორისთვის,რომელიც მთავრობასა და საპატრიარქოს აკრიტიკებს რადგან ვერ ,,უზრუნველყოფს’’ დავით გარეჯისა და ტაო-კლარჯეთის შთამომავლობისთვის შენახვას. ჩავჯექით სპრინტერში და გავაგრძელეთ გზა.მივუახლოვდით საჩხერეს. აქ კი ყველამ ვიცოდით რომ არ უნდა გვეხსენებინა სიტყვა რომელიც ,,ბ’’-ზე იწყება და ,,ძ’’ ურევია. აქაოდა საჩხერეში ყველაფერი მუქთაააო არ დავიზარეთ ყანიდან ჭყინტი სიმინდების მოპარვა , თან შენდობას ვთხოვდით მის პატრონს, რომელიც დამტვრეული ჩალისა და გამქრალი ტაროების დანახვაზე აუცილებლად არცთუ სასიამოვნოდ მოიკითხავდა ამის გამკეთებელს. შემდეგ გეზი ავიღეთ მღვიმევის მონასტრისაკენ. აქ მისულ კაიროსს კი ავუხდინე სურვილი და დავითვალე მონასტრამდე მიმყვანი საფეხურების რაოდენოდა . აღმოჩნდა რომ იგი 200 ბეტონის და 40 რკინის საფეხურისგან შედგებოდა . ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მღვიმეში გამოკვეთილმა მონასტერმა. კაიროსმა აგვიხსნა თუ რომელ ქვეყანაში იყო ამგვარი კომპლექსი , საიდან იღებდა ტრადიციებს და როგორ განვითარდა შემდგომში. შეთანხმებისამებრ აქ უნდა გამეცნო ჩვენი ფორუმელი-გვანცა, მართალია იგი და მისი ნათესავი-თათია გავიცანით თუმცა ვერაფრით დავიყოლიეთ ჩვენთან ერთად გზის გაგრძელებაზე,ლამის საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავრთეთ საქმეში-მაგრამ შენც არ მომიკვდე. მათ შემხედვარე კაცი იფდიქრებდა,რომ ესენი მოსალოცად კი არა გილიოტინა-ეშაფოტზე მიდიანო. შემდეგ მოვინახულეთ კაცხის რვაკუთხა ტაძარი , რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალურია საქართველოში . აქ ეკატომ და რა თქმა უნდა კაიროსმა გამოიყენეს მათი პროფესიული ცოდნა და გვითხრეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძრის პირვანდელი სახე , რა სამუშაოები იყო ჩატარებული ამის შემდეგ და ვენამდე 70 წლიანმა უღმერთობის ხანამ . აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ მხოლოდ ამ დროს გაგვახსენდა ფოტოაპარატების არსებობა და გადავიღეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი სურათი და გავეშურეთ კაცხის სვეტის მოსანახულებლად . გზაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა სწვდებოდა ჩვენს სმენას-,,გვშია!’’ მივედით სვეტამდე , მართალია იმედი გაგვიცრუვდა და სვეტის წვერზე ასვლა ვერ შევძელით , მაგრამ მაინც ძალიან კარგათ განვითარდა მოვლენები . სვეტის ძირში ნათლად შეიმჩნევა მასზე დანთებულ სანთელთა წვის კვალი. ჩვენ რა თქმა გავიხსენეთ რომ ასეთ წმინდა ადგილზე თუ გსურს მადლი მოიპოვო სანთელი შანდალზე კი არა, არამედ უშუალოდ ისტორიულ ძეგლზე უნდა დაანთო . შევთანხმდით იმ აზრზზე , რომ ერთობლივი სურათი გადაგვეღო, თან ისე , რომ სვეტი ბოლომდე გამოჩენილიყო. ფოტოს გადაღება ბუაჩამ ითავა .სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა თუ როგორი წვალება დაითმინა,რომ სვეტი გამოჩენილიყო. აპარატი მიწაზე დადო , ცალ მხარზე დაწვა, მარცხენა ხელი ჰაერში აწია და -ჰოპ. გადაღებულია. ამ დროს ზუსტად იმავე ადგილზე დადგა კაიროსი, გაიმართა წელში და გადაგვიღო სურათი, თან ისე,რომ სვეტი ბოლომდე გამოჩნდა. ეჭვი არ იყო , რომ ბუაჩა- ,,ამაოდ დაშვრა.’’ ამასობაში საჭმლის ჯერიც დადგა , გავაჩაღეთ ცეცხლი და ბუაჩამ დაიწყო თავისი კულინარიული ნიჭის გამოვლენა დაიწყო , მართალია გაბრაზდა როცა უმოქმედოდ დამინახა მაშნ, როდესაც მწვადს ცეცხლი ეკიდა თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი იყო , რადგან-,,არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.’’ დაიწყო ,,პურისჭამა’’ მე კი უმოწყალოდ ვხოცდი ბზიკებს. ამაზეა ნათქვამი: ,,შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ჯორი, ბზიკი ჩემგან განატყორცნი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი.’’ ამასობაში გაჩერდა ტაქსი , საიდანაც გურულო გადმოვიდა , ამან ყველას გამხიარულება გამოიწვია. განსაკუთრებით ჰარირასი,რომელმაც თქვა-,,აი! მეორე ხმაც მოვიდა.’’ გურულოს მალე მოყვნენ სამედიცინოს სტუდენტები და მალე მცირე პოლემიკაც გაიმართა ვეტერინარებსა და ადამიანთა ექიმებს შორის, თუ რატომ იყო ამ სასწავლებლის რამდენიმე ლექტორი-,,უზრდელი , უხეში და თანამდებობისთვის შეუფერებელი.’’ სულ მალე ალკოჰოლმაც გაჭრა. ჩვენ კი დავტკბით ჰარირასა და გურულოს სიმღერით , სიმღერას ცეკვა მოჰყვა და სანდრინიოს შემხედვარე პუბლიკა შეუძლებელია არ აღფრთოვანდეს მისი დახვეწილი პლასტიკით , მომხიბლავი ელასტიურობით , ელეგანტური მიხვრა-მოხვრით და.ა.შ. დავრწმუნდით რომ ქართულმა ქორეოგრაფიამ ნამდვილი ტალანტი დაკარგა . მის ცეკვიდან გამოსჭვიოდა ელეგანტურობა , მიმზიდველობა , ესთეტიურობა და ყველაფერი რაც საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებისთვის. ცეკვის შემდეგ ქართული ისეთ მტკივნეულ თემას შევეხეთ , როგორც ქართული ენის რეფორმაა და ერთხმად შევთანხმდით რომ ამიერიდან მძღოლს აღარ უნდა ეთქვა სიტყვა-,,გავახალასტოე,’’ არამედ -,,გავამარტოსულე’’. ამაზე ზვიადა დაგვთანხმდა და უკვე ანეკდოტებზე მიდგა ჯერი. სანდრინიოს (იგივე სანდრას) მონაყოლის შემდეგ იქ მყოფმა მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ აღარ ვიყიდდით პალტოს და თუ მაინცდამაინც მას ღილები არ უნდა ჰქონოდა. ამასობაში მოსაღამოვდა და გვარიანად შეზარხოშებულები გამოვემართეთ შინისკენ . გზაში შექმნილი დაბრკოლებით კი როგორც იტყვიან-,,შარი ხეირად მექცა.’’ რადგან მომეცა საშუალება ჯერ დავმტკბარიყავი ფორუმელთა ინტელექტით და მეცქირა მათი ,,ნამიოკობანასთვის’’ შემდეგ ეკატოს , გურულოს და ანანოსთან ერთად განმეხილა ფორუმის-,,წარსული , აწმყო დამომავალი.’’ ამასობაში გომშიც ამოვედით. მაშიკო თავიდან კი ცდილობდა რომ საღამოს 9 საათამდე ჩაეღწია საქართველოს მამაქალაქში (ანუ მეორე დედაქალაქში ) , მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო’’ და დაახლოებით 10 საათზე ავიდა ,,ქუთეისისკენ’’ მიმავალ ,,მარშუტში.’’ აქ ჯენტლმენობა ისევ ბუაჩამ გამოიჩინა და გოგოებიც გავაცილეთ მშვიდობიანად ამის შემდეგ მე ჩემი სახლისკენ წავედი ფორუმელები კი ავტობანისკენ. P.S. დღეს ფორუმზე ნაინამ მოითხოვა რომ ჩვენი ექსკურსია აღმეწერა. მეც შევეცადე ამის გაკეთებას. რამდენად ნათლად წარმოვაჩინე ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ. უკეთესი ექსკურსიების მოლოდინით! A.V.M ! დამატებითი ინფორმაცია იხილეთ- http://church.ge/index.php?showtopic=9294&st=100 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნაინა |
Aug 31 2012, 10:10 PM
პოსტი
#3
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
A.V.M
კარგია, მომეწონა თემა, აჯობებს ერთად მოვუყაროთ თავი ყველაფერს. დაიწეროს ერთმანეთთან შეხვედრებზეც, ემოციებზე და ასე შემდეგ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Sep 1 2012, 01:54 PM
პოსტი
#4
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
II- არ შიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი , რომ ფორუმზე ფუნქციონირებს ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი. სადაც იუზერები ყოველდღიური კითხვის რეჟიმით იხსენიებენ ერთმანეთს , ჯგუფის წევრთა პატიმრებს , მიცვალებულებს , საზღვარგარეთ მყოფებს და.ა.შ.
დამატებითი ინფორმაცია: http://church.ge/index.php?showtopic=9511&...40entry715064 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 2 2012, 08:33 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
III-
2012 წლის 30 აგვისტოს. რესტორას- ,,მირზაანშიი'' შედგა ფორუმელთა შეხვედრა , რომელმაც ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. (გაბრაზებული კატო ურეკავს ოფიციანტს , რომ შეკვეთილი მწვადები მოიტანოს , რათა დიდხანს არ მოუწიოს ცარიელი თეფშის ყურება.) დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - http://church.ge/index.php?showtopic=9592&...=0entry714909 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Sep 3 2012, 05:36 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
George Leluashvili
ნწუ, წარსულს, აწმყოს და მომავალს. დავადგინეთ, რომ ჩარჩის საქველმოქმედო აქტივობამ სხვა ფორმა უნდა მიიღოს, განვიხილეთ ახალგაზრდობის პრობლემები, მისიონერობა და ა.შ. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 8 2012, 12:56 AM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
IV-
ყველას მოეხსენება ისიც , რომ ფორუმი ცოცხალი ორგანიზმია და არ შემოიფარგლება მხოლოდ პოსტვით. CHURCH.GE ,,აქტიურადაა'' ჩართული იუზერთა სულიერ ცხოვრებაში. სურათზე მოცემულია ჩვენი ფორუმელების (ლელუაშვილის და შმაგის ცნობილ სექტოლოგ-მამა იაკობ ჩიჩილიძესთან შეხვედრა.არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ შმაგი არაა მართლმმადიდებლური ეკლესიის წევრი და უმეტესობა საკითხში ეთანხმება ჩარლზ რასელის სწავლებებს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 20 2012, 12:56 AM
პოსტი
#8
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
V-
არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ აღვნიშნავ , რომ ფორუმის სიცოცხლე მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში პოსტვით არ შემოიფარგლება. ფორუმი კლავიატურის გარეთაც საკმაოდ აქტიურობს, ეწევა პროპაგანდას,რეკლამირებას და.ა.შ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ფორუმის მაისურების შექმნა.შეგახსენებთ რომ ეს უკვე ,,მესამე თაობაა'' ამგვარი აქციის. (გურამი საზეიმო ვითარებაში გადასცემს მაისურს ლელუაშვილს) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 27 2012, 10:13 PM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
VI-
ფორუმი არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და გეგმავს წინსვლას. ახლალი აქტივობა-მოლოცვა-შეხვედრებით. ახლა ნახავთ ერთ-ერთი ბოლო მოლოცვის რეზიუმეს: თქვენის ნებართვით შემოგთავაზებთ თბილისის ტაძრების მოლოცვის რეზიუმეს. კარგად მოგეხსენებათ რომ ამ აქტივობას ვგეგმავდით და უცაბედად არ გაგვიკეთებია. თავიდან მსურდა რომ ბევრი წავსულიყავით , მაგრამ შემდეგ გავითვალისწინე ალექსანდრეს რჩევა და გამოცდილებაქ და ამიტომ სხვანაირად ვიმოქმედეთ.შეკრებილი ჯგუფში 4 ადამიანი არ მოვიდა. ქეთვანას და მარიამს გაცდენა ,,მიეტევათ'' და ,,საპატიო არა'' ჩაეწერათ ჟურნალში. ისე კი არა თურმე მარიამს ასეთი წარწერა უნახავს შიდა ქართლში , რომელიც ჩემზე გაბრაზებულ მასწავლებელ-მოსწავლეებს გამოუკრიათ , რადგან ერთი ფოლკლორისტი წავართვი იქაურობას. -------------------------------------------------------------------- wanted ! 5 000 000 ! -------------------------------------------------------------------- საპატიო გაცდენებზე უკვე მოგახსენეთ. ახლა არასაპატიოებზე გეტყვით. თამუნას რომ მივწერე რატო არ მოდიხარ მეთქი დაღლილი ვარ და მძინავსო ასე მიპასუხა. მეორე კი ირაკლი გახლდათ. მაგას კვირის დღეებში არ სცალია რადგან სწავლობს. შაბათს მუშაობს და კვირას არ სცალია იმიტომ რომ...იმიტომ რომ....იმიტომ რომ... უჰ. მეგრელია და არ სცალია. ამაზე მეტი არგუმენტი რაღათ უნდა. დაპირაბისამებრ გიორგის უნდა შევხვედროდი პარლამენტთან.გიორგის , რომელიც ოთხი თვე არ მენახა. ,, იცი მკითხველო ეს ოთხი თვე რა ოთხი თვეა? ბეწვის ხიდია, სიცოცხლის საწყისია. როგორ შევხვდები ჩემს გიორგას მე და როგორ შემხვდება ის. აი ეს კითხვები მაწუხებდა სარაჯიშვილის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე.'' მოლოცვა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძრიდან უნდა დაგვეწყო.კი მოგეხსენებათ რომ:,, სოფლელი ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა'' და ამ ,,ქალაქელების '' იმედი მქონდა.ამ დროს ლელუაშვილიც დავინახე.თუმცა დავრწმუნდი , რომ მაგის იმედი მამამისს რომ არ ქონდა იმიტომ ჰყავს პატარა ძმა სახლში. მოკლედ შევხვდით ერთმანეთს და ამ დროს გიორგამ ერთი ჩვენი ფორუმელი გაგვაცნო . ისეთი თვალები ქონდა და ისეთიი შეკრული წარბები ,რომ უეჭველი სვანი იყო. მეც აღარ დამიწყია ხუმრობები.პარლამენტთან თოკაც შემოგვიერთდა და სამი მუშკეტერი+ ხრიდოლიონი.(აბა ფოთელი დარტანიანი მილედიზე ფოქრობდა და არ ეცალა) გავემართეთ ტაძრისკენ. აქ დაგვხვდა იზი და აბო. დიდხანს ვფიქრობდი იმაზე , თუ ერქვა იზის ბარტყი. თვითონ იყო ბარტყი თუ სახლში ყავდა ბარტყები? შემდეგ გავიგეთ რომ გვართან ყოფილა კავშირში და დავმშვიდდი. აქვე გავიცანით აწ უკვე ,,ნაჭარმაგევი''ფორუმელი აბესალომი. მოდი და გამოიცანი ახლა ეს -აბე იყო , აბო თუ აბო ძია. საბოლოოდ გავიგეთ ვინც იყო და შევუდექით ტაძრის დათვალიერებას. აქ ისეთი ფაქტი მოხდა , რომ არ შეიძლება არ აღინიშნოს. ამ სეზონში ორი მნიშვნელოვანი ,,ფორმის გადაცემა'' შედგა. ერთი როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს მაისური მოირგო. (ა! ბატონო) და მეორე როცა ლელუაშვილმა მოირგო ფორუმის მაისური. Uploaded with ImageShack.us (ამ დროს გუნდი გალობდა-,,აქსიოს!აქსიოს!აქსიოოოს!) შემდეგ დავაკვირდი რომ ჩვენს რუსთაველ ფორუმელს პარკით რაღაც მოჰქონდა. ეს ხომ თადარიგიანი ბიჭია და გაითვალისწინა შესაძლო მეტეოროლოგიური ცვლილლებები.)და დუბლიონკა წამოიღო თბილსში. (მერე რა რომ ცელსიუსის შკალით 35 გრადუსი იყო დედაქალაქში) ჩვენც დავიძარით მამა დავითისკენ. ავედით ტაძარში.აქ აბემ და იზიმ დაგვატკბეს იადონ-ბულბულის ჰანგებით და დაგვირეკა ალექსამაც. რომელიც დაგპირდა რომ ,,უფლის შეწევნით'' აღმართს ამოივლიდა და შემოგვიერთდებოდა. ჩვენც რა თქმა უნდა დაველოდეთ მას. მანაც დაახლოებით ნახევარ საათში,,უფლის მეოხებით'' დაძლია მამა დავითის აღმართი და შემოგვიერთდა. აქ მცირე თათბირიც შედგა და გადავწყვიტეთ რომ მარშრუტში მცირე ცვლილებები შეგვეტანა და გავემართეთ კათოლიკური ეკლესიისკენ. მშვენივრად ვიცოდით რომ ბევრისთვის ამის გამო ეკუმენისტ-მწვალებელ-ერეტიკოსებად შევირაცხებოდით მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება და წავედით ტაძარში. აქ შევხვდით კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში-ბატონ ჯუზეპეს, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო და ეფექტური საუბარი გამოგვივიდა. შემდეგ გადავწყვიტეთ,რომ ახალი საბაგირო დაგვეთვალიერებინა.აქ ალექსას რჩევას დავუჯერეთ , რომელმაც გვითხრა რომ სულ ყოლიათ 3 კაბინა.აქედან ერი გამჭირვალე იატაკით და მას დავლოდებოდით. 13-მა კაბინამ რომ გაიარა და არცერთი აღნოჩნდა გამჭირვალე , მხოლოდ მაშინ მივხვდით რომ ,,ეს ის არ იყო რაც გვეგონა'' და ავედით. შყა გზაში ვართ ზუსტად და მესმის აბეს თხოვნა-ხვეწნა-ვედრება-მუდარა რომ ადექი სკამიდან და გადაიხედეო.აზრზზე რომ ვერ მოვედი რა ხდებოდა ბიჭიკოს მექანუკური საფრთხობელავავით დავმორჩილდი ვარდენს.(ვარდენს კი არა და აბეს) .თურმე ფოტოგრაფს შეუმჩნევია , რომ ჩემი მაისური და მტკვრის დინება ფერებში ეხამებოდა ერთურთს და ამის ფირზე აღბეჭდვა უნდოდა. Uploaded with ImageShack.us მგზავრობის ერთი ეტაპი დასრულდა. (ანუ ,,one way ticket.'') და ცალკე თემაა იქ განვითარებული მოვლენები. ჩვენს გვერდით მოდიოდა ორი გოგონა და რომ გეკითხათ მათთვის კაბები ეცვათ.(აბა შარვლის ჩაცმა ხომ ცოდვაა ბატონო ჩემო.)მათ შემხედვარეს ლამის მე მივეცი საკუთარი შარვალი.მოლედ რომ ვთქვათ ეგონათ კაბა და ეცვათ ქამარი.ამ ორიდან ერთი კი განწირული სახით და დატანჯული ხელებით იწევდა კაბას.(ნეტა რისი იმედი ქონდა) მაგრამ ნურას უკაცრავად!ვერ მოგართვით და კაბა(ანუ ქამარი) ისევ თავის ადგილზე იყო.რისი იმედი ქონდა ვერ გეტყვით მაგრამ მის მდგომარეობას ნამდვილად შეეფერებოდა დიდი ტატოს ეს ფრაზა:,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება.'' განწირულ სულისკვეთებაზე რა გითხრათ , მაგრამ გიორგას ნამდვილად აევსო მოთმინების ფიალა და მართლაც რომ განწირული ხმით დასჭექა:,,დაქაჩე!დაქაჩე!'' გოგოების სახეზე კი ამოიკითხავდით ამ ფრაზას:,, ნეტა მიწა გამისკდეს და შიგ ჩავვარდე მეტი არაფერი გვინდაო!'' ასეთ მდგომარეობაში გართულებს მოგვშივდა , მოგვწყურდა და გადავწყვიტეთ , რომ რამენაირად გვესველა ამისთვის.ძლივს ვიპოვეთ ადგილი სადაც ცივი-გაზიანი-ნახევარლიტრიანი ნაბეღლავი იყიდებოდა.თუმცა გამყიდველმა ისეთი ფასი გვითხრა , რომ წყურვილი კი არა სიცოცხლის სურვილიც მოგვიკლა მგონი . სხვა გზა აღარ გვქონდა. ვიყიდეთ პური და კიკუს ეს სიტყვები აღმოხდა ჩემს ბაგეთ: ,,პური ბაბა!ბევრი პური!'' როდესაც ,,ვიხმიეთ პური ჩვენი არსობისა,'' ჯანზე მოსულმა აბემ უკვე თავის შინაგან მეში დამალული ფარული ნიჭები გამოავლინა. თურმე ,,მთამსვლელი ყოფილა ომამდე'' და დაგვარწმუნა რომ მისი სახით დიდი სპორცმენი დაკარგა საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციამ. და გიორგი კვლავ პარკში ჩადებული დუბლიონკით დადის! ამ დროს წავაწყდი ნატვრის ხეს.რომელზეც ჩვენი მაისურები ჩამოვკიდეთ და ასეთი რამე ვისურვეთ: ,,ღმერთო იმ დღეს მომასწარ , რომ ადმინი პოსტავდეს,ნაინა საქართველოში იყოს,ლელუაშვილი არ მედიტირებდეს, ხოლო გუჯას და ატმანს ნიკების შეცვლა არ უწევდეს მეთქი.'' მოკლედ ვისურვე , რომ A.V.M და KARPAKI ერთად ძოვდეს. [url=http://imageshack.us/photo/my-images/560/hpim5317.jpg/] [/url] Uploaded with ImageShack.us რა აზრი ექნებოდა ჩემს შეხვედრას რომ არ ყოფილიყო ,,love storey.'' ხოდა ბატონო ჩემი ეგეც ვიპოვე.თურმე შუკას ყვარებია გუკა.და ეს სად უნდა აღენიშნა თუ არა ისეთი ისტორიული ადგილის ქვეშ როგორიც ,,ქართლის დედის'' ძეგლია. თავის მხრივ გუკასაც ჰქონია ,,გულს დამალული სიყვარული'' შუკას მიმართ.და იგიც სად გამოხატავდა ამ გრძნობას ?იგიც არ ჩამორჩა სატრფოს და ,,ქართლის დედის'' მიმდებარე ტერიტორიას ხელოვნების ახალი ნიმუში შემატა: ამ გრძნობაზე არ ამბობს რუსთაველი: ,,სიყვარული აღგვამაღებს ვით ეჟვანიც ამას ჟღერენო?'' ასეა ბატონო.ამ გრძნობაზე წერდა ზუსტად და ეს ყოველივეც გამოუხატავთ ჩემს თანატოლებს ,,ქართლის დედის'' ძეგლის ქვეშ.მერე ამ ურთიერობას გაგრძელებაც ჰქონია სხვა ახალგაზრდებში. ნუ იფიქრებთ რომ რაიმეთი დაარღვიეს დიდი შოთას მეორე დარიგება.მაგალითად ეს: ,,მძულს უგულო სიყვარული.ხვევნა-კოცნა.ტლაშა-მტლუში.'' რუსთაველმა უგულო მძულსო , თორემ გულიანად რამდენიც გინდათო და ამ აფორიზმით ,,აღტყინებული'' ახალგაზრდების არაერთი გულიანი ,,მტლაშა-მტლუშის'' მომსწრე გახდა ჩვენი თვალები. შეხვედრის დასრულება ახლად გახსნილ პარკში დავასრულეთ.(ეს ის პარკია ,,შანგრილადამ'' რომ ,,მიშას პამპერსზე'' გადახვალ და პარკის ბოლოს რომ ,,საშინელი სამსჯავროს კიბეებია.'' აი აქ კი მოხდა უღირსშესანიშნავესი ფაქტი.გიორგამ დუბლიონკა ჩაიცვა და ჩვენც მაჟორულ ნოტზე დავამთავრეთ შეხვედრა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
nick |
Oct 16 2013, 11:41 AM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 30-August 13 წევრი № 13,314 |
უნდა ავღნიშნო საოცრად წერ გურამ ეტელ ლილიან ვოინიჩის "კრაზანა" გამახსენე ოღონ შენ ტკბილი ნექტარი გაქ
-------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
|
kato_Bato |
Oct 16 2013, 11:00 PM
პოსტი
#11
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
III- 2012 წლის 30 აგვისტოს. რესტორას- ,,მირზაანშიი'' შედგა ფორუმელთა შეხვედრა , რომელმაც ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. (გაბრაზებული კატო ურეკავს ოფიციანტს , რომ შეკვეთილი მწვადები მოიტანოს , რათა დიდხანს არ მოუწიოს ცარიელი თეფშის ყურება.) დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - http://church.ge/index.php?showtopic=9592&...=0entry714909 არც მახსოვდა ეს რომ იყო, როგორ იყო. აქ მე, ქევანა, კაიროსი და მიშა არ ვიყავით? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
A.V.M |
Oct 17 2013, 01:42 AM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მადლობა , მაგრამ თემა ოფდება...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jun 8 2014, 07:17 PM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოგეხსენებათ რომ ოფიციალურად არსებობს საქველმოქმედო ფონდი - ,,უსახლკაროთა მეგობრები.'' სიხარულით გაუწყებთ რომ , დღეს , ჩვენი ფორუმი დაუმეგობრდა მას და იგეგმება ,მთელი რიგი ერთობლივი ღონისძიებები .
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : http://church.ge/index.php?showtopic=10230...=0entry749061 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი