IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი ქართული დამწერლობა
შოთაძე
პოსტი Oct 13 2007, 03:31 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ძველი ქართული დამწერლობა


ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული ლიტერატურის კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმთარესი საკითხთაგანია. დასაბუთებულია აზრი, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ. წ.აღ-ის VII-Vი სს.. აღსანიშნავია ისიც, რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა და მათ შორის საქართველოში.
ქართული ანბანის რეალური ისტორია V საუკუნის I ნახევრიდან იწყება, მაგრამ არის საბუთები, რომ ძველ კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ (აპოლონიოს როდოსელის `არგონავტიკა"). მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა).
არსებობს სომხური ლეგენდა ქართული ანბანის წარმოშობაზე.
ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო:
I. მრგვლოვანი ანუ ასომთავრული (V-IX სს.)
II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური (IX-XI სს.)
III. მხედრული ანუ საერო (XI საუკუნიდან დღემდე)
ქართული შრიფტის სახეობები ერთმანეთის პარალელურად იხმარებოდა IX საუკუნის შემდეგაც, ოღონდ განსაზღვრული იყო მათი გამოყენების არე. მაგ., საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ (მრგვლოვანით ან მისგან წარმომდგარი კუთხოვანით, რომელშიც მრგვლოვანიც იყო გარეული), ხოლო მეფეთა ბრძანებები, სამართლის დადგენილებები და საერო ხასიათის სხვა დოკუმენტები თუ წიგნები (მხატვრული ნაწარმოებები და სხვ.)იწერებოდა მხედრული ასოებით. მრგვლოვანი ხელით არის დაწერილი IX-X სს.სახარებანი, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, დავითნი... ხოლო ნუსხურით _ `მამათა სწავლანი" (943 წ.-მდე), იოანე ოქროპირის ცხოვრება (968 წ.), ოშკის ბიბლია (978 წ.), იერუსალიმური რედაქციის წინასწარმეტყველთა წიგნები (XI ს.), იერუსალიმური ლექციონარი (X-XI სს.), შატბერდის კრებულის (X ს.) ერთი ნაწილი მრგვლოვანით არის დაწერილი, მეორე - კუთხოვანით (ნუსხა-ხუცურით). საეკლესიო წიგნები ნუსხა-ხუცურით იწერებოდა, მრგვლოვანი შენარჩუნებული იქნა სათაურებში, ინიციალებში აბზაცების დასაწყისად.
XI-XII საუკუნის საქართველოს ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება მოითხოვდა სწრაფ წერას და წერის ეკონომიურობას, რასაც მხედრული წერა უფრო შეეფერებოდა. თვლიან, რომ ნუსხური მრგვლოვანის განვითარებაა, მხედრული კი _ ნუსხურისა.
ჩვენს დრომდე მოღწეული დაწერილობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია. ყველა ასო-ნიშანს ანბანური მწკრივი გააჩნია და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 10000-მდე.

დაწერეთ ძველი ქართული ენის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა და როგორ ვითარდებოდა

თუ არ მოგეწონათ ეს თემა მაშინ არ გამიბრაზდეთ შეგიძლიათ წაშალოთ smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Marabella
პოსტი May 28 2008, 03:54 PM
პოსტი #2


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



კაი გამარჯობა თქვენი!

ჩემი შეკითხვა უშუალოდ თემას არ ეხება, თუმცა შეიძლება იმან ვინც აქ შემო/იხედება იცოდეს: მაინტერესებს არსებობს თუ არა ძველი ქართულის (ასომთავრულის) შრიფტი ? მე როგორც ვიცი არნოლდ ჩიქობავას და სხვა უამრავთ 30იან წლებში სურდათ მრგვლოვანში ასომთავრული ასოები შემოეღოთ ე.წ. "დიდი ასოები"-ს სახით. თუმცა მაშინდელი პერიოდის სიმძიმილებისა და შეზღუდულობათა გამო ეს ვერ მოხერხდა. მე მაგალითად ეს იდეა ძალიან მომწონს - სიამოვნებით დავწერდი ასომთავრულ ასოს წინადადების ანდა კერძო თუ საზოგადო სახელის დასაწყისში...


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი