IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიო საპატრიარქო
ზებედე
პოსტი Jan 31 2007, 12:56 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



პატრიარქი ბართოლომეოს I ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა




კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა წინაშე გამოვიდა, - იტყობინება ENI.

პატრიარქმა დეპუტატებისადმი თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა შორის დიალოგის აუცილებლობას. დიალოგი “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ჩვენი პლანეტა ერთდროულად რამდენიმე ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება”, - დარწმუნებულია ბართოლომეოს I. როგორც ადრე, ასევე დღესაც “ცალკეული ადამიანებისა და ხალხების ომში ჩასათრევად იყენებდნენ რელიგიურ მიზეზებს”, - აღნიშნა პატრიარქმა - “კაცობრიობის მომავლის ზოგიერთი დღევანდელი ანალიტიკოსი თვლის, რომ სისხლიანი შეტაკება რელიგიურ ნიადაგზე გარდაუვალია”.

“რელიგიათაშორისი დიალოგი - ყველაზე რთული დიალოგია, რადგან ბევრი რელიგია თავს ღვთიური ჭეშმარიტების მატარებლად მიიჩნევს, რომელიც თავად ღმერთისგან მიიღო”, მეტიც “ხშირად ადამიანი რელიგიურ განსხვავებულობას ან აღმსარებლობას თავისი ინდივიდუალურობის ნაწილად თვლის. ჩვენ არ შეიძლება იგნორირება გავუკეთოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი ადამიანისთვის, მთელი ცივილიზაციისთვის, რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს პირად, საზოგადოებრივ და ერის ცხოვრებაში, ბევრად იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში”, - განაცხადა პატრიარქმა.

ევროპელ პარლამენტარებთან გამოსვლისას ბართოლომეოს I-მა ასევე აღნიშნა “პიროვნების პატივისცემის” აუცილებლობა, რომელიც ინსტრუმენტი უნდა გახდეს ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში. “რელიგიური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეული შემთხვევა – ეს ჭრილობაა კაცობრიობის ცივილიზაციის სხეულზე”, - თვლის მსოფლიო პატრიარქი.

ბართოლომეოს I-ის თქმით, თურქეთში ბერძნული მართლმადიდებლური უმცირესობა “ჯერ კიდევ გრძნობს, რომ არ აქვს სრული უფლებები” მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა და მისმა ხალხმა ბოლო წლებში “მნიშვნელოვანი ნაბიჯები” გადადგა. “ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თურქეთის გეგმებს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მოუთმენლად ველოდებით ახალ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნას აუცილებლად სჭირდება ევროსტანდარტებთან გასათანაბრებლად”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნის ნაციონალური პარლამენტების კანონმდებლებს აერთიანებს. 22 იანვრის სხდომას არ ესწრებოდნენ თურქეთის წარმომადგენლები – ეს სახელმწიფო უარს ამბობს ცნოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსოფლიო პატრიარქის ტიტული, თურქმა პარლამენტარებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ გააპროტესტეს მართლმადიდებელი იერარქის ასამბლეის სხდომაზე გამოსვლა.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 31 2007, 01:16 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეს თემა ეკუმენიზმზე მისაერთებელი არ არის???


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 31 2007, 11:20 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Jan 31 2007, 09:16 AM) *

ეს თემა ეკუმენიზმზე მისაერთებელი არ არის???


არა, რატომ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 1 2007, 12:49 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუჯა
ციტატა
არა, რატომ?

კანონიკურ საკითხებს არ იხილავს და ამიტომ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CALITRI
პოსტი Apr 18 2007, 01:23 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 20-January 07
წევრი № 884



ვინმეს შეუძლია დამეხმაროს საპატრიარქოს მისამართის მოძებნაში? გთხოვთ თუ ვინმემ იცით საპატრიარქოს მისამართი, ან როგორ დავუკავშირდე პატრიარქს გთხოვთ მომწეროთ ჩემს e-mail ზე: pasion37@hotmail.com calitri_10@yahoo.es დიდი მადლობა წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 18 2007, 01:40 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



CALITRI
მსოფლიო საპატრიარქო

Republic of Turkey
ISTANBUL
Rum Patrikhanesi, 342 20 Fener- Haliç
Tel. +90 212 5319670 - 6,
Fax. +90 212 5349037.

ვებ-გვერდი:
http://www.ec-patr.org

ელ-ფოსტა:
melito@superonline.com
ყოვლადუსამღვდელოესი მელიტონი, მიტროპოლიტი ფილადელფიისა
მსოფლიო საპატრიარქოს საქმეთა მმართველი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი