IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით
ალექსანდრე
პოსტი May 1 2007, 05:46 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით


ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილი სადღესასწაულო წირვების დროს

თუ გსურთ, დაუკავშირდეთ რომელიმე ნატვრის ავტორს და აუსრულოთ ნატვრა,
დარეკეთ ნომერზე: 377-533, 375-003



ხმის მიცემა SMS-შეტყობინებით
ტელეფონის SMS-ფუნქციაში აკრიფეთ სიტყვა ნატვრა, გამოტოვეთ ერთი სიმბოლოს ადგილი, შემდეგ კი ჩაწერეთ ტურის ნომერი, დეფისი და იმ ნატვრის ნომერი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ და რომელიც გსურთ, რომ ახდეს. SMS-შეტყობინება გამოგზავნეთ ნომერზე 8884.

მაგალითად, ამ # 27 ტურში მოგეწონათ მესამე ნომრით გამოქვეყნებული ოცნება და გინდათ, რომ თქვენი ხმა მას მისცეთ. ტელეფონის სერვისში, სმს-ფუნქციაში აკრიფეთ: ნატვრა 27-3 და გამოგზავნეთ ნომერზე: 8884.
სმს-შეტყობინების გამოგზავნა შეიძლება «მაგთიდან» და «ჯეოსელიდან». ერთი სმს-შეტყობინების ღირებულება 50 თეთრია.
გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობს 26 აპრილის 15 საათამდე გამოგზავნილი სმს-ები.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ:
37-50-03; 37-75-33


XXVII ტურში 355 «ნატვრის ბარათი» მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ ეს ნატვრები აარჩია

«ახდენილი ნატვრის» ჟიურის თავმჯდომარე მერაბ სეფაშვილი წარმოგიდგენთ:


--------------------------------------------------------------------------------

1 - გიორგი გ., 8 წლის, თბილისი

ძალიან გთხოვთ, მომიტანოთ დიდი, ფუმფულა ძაღლი. რამდენი ხანია, მინდა. ჩემს მშობელს არა აქვს იმის საშუალება, რომ მიყიდოს. დიდი მადლობა.

2 - მანანა ა., 12 წლის, თბილისი

ჩემი პატარა ძმა დიდი ხანია, ნატრობს გლობუსს. ძალიან გთხოვთ, ეს ნატვრა ამისრულოთ. მე და ჩემს 10 წლის დას კი ძალიან გვინდა რუსულ-ქართული ლექსიკონი, რისი ყიდვაც ჩემმა მშობლებმა ვერაფრით მოახერხეს. კეთილი ადამიანების დიდი იმედი გვაქვს.

3 - თინა ა., 66 წლის, ახმეტა, ქვემო ალვანი

ვარ პენსიონერი, ჩემი ნატვრაა, მქონდეს ბიბლია, რის შეძენასაც პენსიით ვერ ვახერხებ. ძალიან გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ ბიბლია. წინასწარ გიხდით მადლობას.

4 - თეკლე ე., 15 წლის, თბილისი

თუ გინდათ, რომ გაახაროთ
დარდით სავსე ბავშვის გული,
გეხვეწებით, მისახსოვრეთ
ერთი კარგი მობილური.

სამუდამოდ მეხსომება ეს ლამაზი გაზაფხული.

5 - ლამარა ტ., 70 წლის, თბილისი

ვარ მარტოხელა პენსიონერი. ვცხოვრობ მარტოდმარტო. წელს მისრულდება 70 წელი. ძალიან მიჭირს მარტოობა, ამხელა დღის დაღამება.

გთხოვთ, მაჩუქოთ ტელევიზორი, გინდ ფერადი იყოს, გინდ შავ-თეთრი, რისთვისაც გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

6 - ანანო ი., 7 წლის, თბილისი

ძვირფასო რედაქციავ, უკვე მეხუთედ გწერთ ჩემს ნატვრას. ძალიან მინდა ლამაზი თოჯინა. თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან გამახარებთ, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.

7 - მარიკა გ., 37 წლის, თბილისი

ბავშვობიდან ვოცნებობდი მტვერსასრუტზე, რატომღაც ამ ასაკამდე ამ ნატვრის შესრულება ვერ შევძელი. არადა, მართლაც ძალიან მჭირდება. გთხოვთ, თუკი ვინმეს ამის საშუალება გაქვთ, ეს ნატვრა ამისრულეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

8 - ნონა ვ., 32 წლის, დუშეთი, სოფ. დავათი

სოფელი, სადაც ვცხოვრობ, მაღალმთიანია. ტელეარხებიდან მხოლოდ ორ არხს აჩვენებს. შაბათი და კვირა ჩემთვის დღესასწაულია, რადგან ქართულ ფილმებს უჩვენებენ, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი უდიდესი ნატვრაა, მქონდეს ქართული ფილმების ვიდეოკასეტები, ყველა ფილმი ჩემთვის სანატრელია, განსაკუთრებით «ჭრიჭინა», «ხევსურული ბალადა», «გლახის ნაამბობი», «ისინი ჩამოვიდნენ მთიდან» და სხვა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში, რასაც ჩემი ხელფასით ვერ ვახერხებ.

9 - მარიამ ტ., 6 წლის, თბილისი

6 წლის გავხდი და წელს სკოლაში სასწავლებლად წამიყვანენ. ჩემი და ჩემი 4 წლის დაიკოს ნატვრაა იაკობ გოგებაშვილის «დედა ენის» ეკლესიური გამოცემა მღვდელი კონსტანტინეს (გიორგაძის) რედაქციით. ვცხოვრობთ ეკლესიურად, ხშირად ვეზიარებით. 4 წლის ეკატერინეს კითხვა უკვე ვასწავლე.

10 - ლია ო., 40 წლის, თბილისი

უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ, ამდენ მადლიან საქმეს რომ აკეთებთ და მრავალი ადამიანის გულს სიხარულით ავსებთ. მეც მოგწერთ ჩემს ნატვრას, რომელსაც დიდი ხანია, ვნატრობ, მაგრამ ჯერჯერობით არ შემსრულებია. გულით მინდა, გაზქურა მქონდეს. თუ გულთან მიიტანთ ჩემს ნატვრას, მადლობელი დაგრჩებით. უფალი გფარავდეთ. გმადლობთ წინასწარ.

11 - ნინო ხ., 8 წლის, ზესტაფონი

ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს პიანინო, რადგან დავიწყე მუსიკაზე სიარული. სახლში პიანინოს მაგივრად მაგიდაზე ვაკაკუნებ თითებს და ასე ვვარჯიშობ.

12 - ანატოლი ჩ., 70 წლის, ონი

ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ ნატვრა 70 წლის კაცსაც აქვს. ორი წელია, მწოლიარე ავადმყოფი ვარ, ჯერ მიწისძვრამ დამინგრია სახლი, ახალი, 2007 წლის წინა დღეებში კი ნაწილობრივ აღდგენილი სახლი ხანძარმა დამიწვა. ჯდომა შემიძლია მხოლოდ სხვათა დახმარებით. ჩემი ნატვრაა ფანჯარაში გახედვა, ამისთვის კი, ინვალიდის ეტლი.

13 - გიორგი ა., 8 წლის, თბილისი

მე მქონდა საწოლი, მაგრამ გავიზარდე, საწოლზე აღარ ვეტევი. დედაჩემი და მამაჩემი უმუშევრები არიან და ვერ ვყიდულობთ. გთხოვთ, მაჩუქოთ საწოლი.

14 - ირმა ბ., 29 წლის, დედოფლისწყარო, სოფ. ჯაფარიძე

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მათი დღემდე აუხდენელი ოცნებაა ფერადი ტელევიზორი. მათი სურვილი ჩემი ნატვრაა. ამასთან, გთხოვთ, «ბიბლია» მაჩუქოთ. გმადლობთ.

15 - იამზე ბ., 67 წლის, ქუთაისი

ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. მაქვს ხელოვნური სახსარი, რომელმაც ძალიან დიდი ხანია, თავისი ფუნქცია ამოწურა და შემიზღუდა მოძრაობა. მიჭირს სარეცხის რეცხვა. ძველი მანქანა გაგვიფუჭდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება, ახლის შეძენა არ შეგვიძლია. მეუღლეც მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ვცხოვრობთ მხოლოდ პენსიით. ძვირფასო ჟიური, ბევრჯერ მოგწერეთ ჩვენი ნატვრა, გთხოვთ, აგვისრულოთ ეს ნატვრა, კეთილო ადამიანებო. წინასწარ დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

16 - თეონა ს., 10 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს როლიკები. ჩემი ოჯახი ვერ ახერხებს როლიკების ყიდვას. ძვირფასო ჟიურივ და ძვირფასო მკითხველებო, გთხოვთ ამიხდინოთ ნატვრა.

17 - თამარ ა., 44 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, ჩემს 21 წლის ნათლულს, ნინო მელიქიშვილს ვაჩუქო ბიბლია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ავტოგრაფით. დარწმუნებული ვარ, იგი ჩემს ნათლულს დაიცავს და დაიფარავს მთელი ცხოვრება. პატივისცემით, თქვენზე მლოცველი.

18 - თაზო კ., 9 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი. მაგრამ ვინ შემისრულებს? რადგან დედას და მამას საშუალება არა აქვთ, ვინც ამას შემისრულებს, ღმერთი დალოცავს, დაულოცავი არც ადამიანისგან დარჩებით, ანუ ჩემგან.

19 - ქეთი ყ., 15 წლის, თელავი, სოფ. კურდღელაური

ნატვრა, მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი მაქვს (დედას 3 შვილი ჰყავს), მაგრამ ძალიან მინდა, ჩემი დის ნატვრა აასრულოთ, თუ შეიძლება. იგი სულ პიანინოს გაიძახის. მას ნატო ჰქვია, არის 4 წლის, დაავადებულია ლეიკემიით. ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში წევს. წინასწარ გიხდით მადლობას.

20 - შორენა ვ., 27 წლის, ლანჩხუთი

გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა, ვცხოვრობ მიტოვებულ ბინაში, მყავს ორი შვილი, მეუღლე არ მყავს, თუ საშუალება იქნება, მაჩუქოთ ტელევიზორი, ბავშვებს აინტერესებთ ტელევიზორი, სულ სხვას ხომ არ დავუსხდებით სახლში.

21 - თემურ ჟ., 16 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა ჩემი მომავალი დისშვილისთვის, რომელიც მალე დაიბადება, პატარა საწოლი და ღვთისმშობლის ხატი. იქნებ ერთხელ მაინც გავახარო ჩემი და. ღმერთმა დაგლოცოთ.

22 - სალომე მ., 15 წლის, თბილისი

გამარჯობათ! მართალი გითხრათ, ძალიან მიყვარს თქვენი გაზეთი და ხშირად ვკითხულობ. 1 მაისს ჩემი დაბადების დღეა. ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს, მაგრამ მუსიკის გარეშე, აბა, რა იქნება? მე კი ძალიან მინდა, რომ მქონდეს ცენტრი, იმიტომ, რომ ყველა ჩემს მეგობარს დაბადების დღეზე ჰქონდა და მე რომ არ მქონდეს, ძალიან დამწყდება გული. იმედია, ჩემი ნატვრა ამისრულდება. დიდი მადლობა!

23 - ქეთინო ნ., 58 წლის, თბილისი

ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, გულით და ასთმით დაავადებული. ოჯახში არავინ მყავს მარჩენალი. იმდენჯერ გთხოვეთ, სარეცხი მანქანის შეძენაში დახმარება, უკვე მეხათრება, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავ. ამიხდინეთ ეს სანუკვარი ოცნება, ეგება სიცოცხლე გამიხანგრძლივოთ სიხარულით. თქვენზე მლოცველი ქეთინო.

24 - თამილა გ., 43 წლის, ქუთაისი

იტყვიან, ქართველს საოცნებოს რა გამოულევსო. მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გოგონასთვის მინდა ყველაფერი. მას არ აქვს სამაგიდო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. ეს მისი ნატვრაა, ოღონდ მე მინდა, გავახარო, ისე, რომ მან არ იცოდეს. თუ შეგიძლიათ, ორივეს აგვიხდინეთ ნატვრა. გმადლობთ.

25 - დარეჯან მ., თბილისი

ჩემი ძმა პაატა დაბადებიდან ინვალიდი, დაუნის დიაგნოზით დაავადებული ახალგაზრდაა, სამწუხაროდ, მის ერთადერთ გასართობს წარმოადგენს ნათხოვარი ვიდეომაგნიტოფონით ქართული ფილმების ყურება. ნატრობს, ჰქონდეს ვიდეომაგნიტოფონი და «აბესალომ და ეთერის» კასეტა. პატივისცემით, პაატას და დარეჯანი.

26 - სალომე, 12 წლის, ანი, 10 წლის, ა-ები., ხაშური

ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი, ცელქი და მხიარული ძამიკო, რომელიც გიჟდება მანქანებზე. იგი მალე ორი წლის ხდება და ვოცნებობთ, ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც ყველაზე მეტად გაეხარდება. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დიდი მანქანა, რომელშიც შეძლებს ჩაჯდომას და მართვას.

თუ აგვისრულებთ ამ ნატვრას, ძალიან გაგვაბედნიერებთ და, ალბათ, ეს სიხარული არასოდეს დაგვავიწყდება. გმადლობთ.

27 - მარიკა ხ., 10 წლის, ვანი, სოფ. დიხაშხო

ყველა ნატვრა რომ სრულდებოდეს, პირველ რიგში, დედაჩემისთვის მარჯვენა ხელს ვინატრებდი, მაგრამ, ვიცი, რომ ეს შეუძლებელია და მოკვეთილ ხელს ვერავინ აღუდგენს. მე ხშირად ვეხმარები დედას, მაგრამ პატარა ხელებით რეცხვა არ შემიძლია და ამის გამო, ხშირად ვტირი, ჩემი და-ძმა კი ჩემზე პატარები არიან. გთხოვთ, დედაჩემს აჩუქოთ სარეცხი მანქანა. რომელიც შეგვიმსუბუქებს შრომას და მეტი დრო მექნება სწავლისთვის.

28 - ლილი ლ., 56 წლის, თბილისი

ვარ უმუშევარი, მოვყევი შემცირებაში. ვარ მარტოხელა. ძალიან მინდა, მქონდეს მიკროტალღური ღუმელი, რომ გამოცხობილი ნამცხვრები ჩავაბარო მაღაზიაში, რადგან ასაკის გამო, ვერ ვშოულობ სამსახურს.

29 - მაგდა ს., 27 წლის, თბილისი

მე სამი შვილი მყავს, უფროსი, თამარი 10 წლის ხდება, ის პატარა ხელოვანია და ვერ ავუსრულე ნატვრა, რადგანაც საშუალება არა მაქვს. მისი ნატვრაა, ჰქონდეს თეთრი თიხა, გუაშების და ფუნჯების «ნაბორი». წინასწარ გიხდით მადლობას მისი ნატვრის ასრულებისთვის.

30 - ირინა ბ., 22 წლის, თბილისი

მოგესალმებით, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი კეთილი საქმე წამოიწყო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ საქმეში მთელი რედაქცია და ხალხი მონაწილეობს. ჩემი ნატვრაა, «ბიბლია» - ეს წმინდა წიგნი მისახსოვროთ.

31 - ნანუკა ბ., 12 წლის, თბილისი

გამარჯობათ, გულისფანცქალით ველოდები თქვენი გაზეთის გამოსვლას. ძალიან, ძალიან, სულ ძალიან მინდა საბავშვო ენციკლოპედია. კეთილ ადამიანებს ვთხოვ, გულთან ახლოს მიიტანონ ჩემი თხოვნა და ოცნების შესრულებაში დამეხმარონ. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გამახარებთ და დამიბეჭდავთ ჩემს ნატვრას. გემუდარებით, გამიხარეთ გული.

32 - ლევან ჩ., 11 წლის, ზესტაფონი

უკვე დიდი ხანია, გწერთ. ოცნება კი არ ამისრულდა. ხშირად ისტორიის გაკვეთილზე პროექტის მოსამზადებლად მიხდება სურათების გადაღება ციხე-ტაძრებისა და ისტორიული ადგილებისათვის, ფოტოაპარატი კი არ მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში.

33 - მზია კ., 45 წლის, თბილისი

უმორჩილესად გთხოვთ, ამიხდინოთ ეს პატარა სურვილი და დამეხმაროთ მობილური ტელეფონის შეძენაში. არ ვნატრობ ძალიან ძვირიანს. გმადლობთ წინასწარ დახმარებისთვის.

34 - თინა გ., 59 წლის, თბილისი

თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი გათხოვილი, 28 წლის შვილის დაჩაგრულ გულს გაახარებთ და სარეცხის მანქანას აჩუქებთ. ის ცხოვრობს ქირით, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. უფროსი, 7 წლის დათუნა 5 თვიდან მიკროცეფალიით არის ავად. დანარჩენი თქვენ თვითონ გაითვალისწინეთ. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!

35 - დოდო ნ., 50 წლის, ხაშური

ღმერთის და განგების გავლენით და თქვენი წყალობით ბევრს აუსრულდა ნატვრა და ოცნება, იდღეგრძელოს თქვენმა ქველმოქმედებამ.

რადგან განგებამ ინება,
თავისი მადლი გვაპკურა,
უკვე მეხუთედ მოგმართავთ,
ძალიან მინდა გაზქურა.

ველი თქვენს თანადგომას.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 1 2007, 01:41 PM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ეს sms-ები რამეში წაადგებათ? მისი საფასური გადაერიცხება ამ ხალხს? sad.gif

საწკლებიsad.gif

ღმერთო გვიშველე.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 14 2007, 01:10 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გული დამეწვა ამ თხოვნების კითხვისას...

ფორუმი ზოგს მაინც ვერ დაეხმარება? sad.gif

http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 14 2007, 01:45 PM
პოსტი #4


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(KAIROS @ May 14 2007, 01:10 PM) *

გული დამეწვა ამ თხოვნების კითხვისას...

ფორუმი ზოგს მაინც ვერ დაეხმარება? sad.gif

http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

კაიროს ,ეს ლინქი ზოგადია მაგ გვერდის ყველა ქვეგვერდისთვის , ამიტომ გაუგებარია კონკრეტულად რომელ თხოვნებს გულისხმობ.
იქნებ მიუთითო


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 14 2007, 04:30 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(KAIROS @ May 14 2007, 01:10 PM) *

გული დამეწვა ამ თხოვნების კითხვისას...

ფორუმი ზოგს მაინც ვერ დაეხმარება? sad.gif

http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm


ამ ხალხთან დაკავშირება როგორ შეიძლება, ვინმემ თუ იცის?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 14 2007, 05:34 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა


ამ ხალხთან დაკავშირება როგორ შეიძლება, ვინმემ თუ იცის?



საპატრიარქოდან ან პირდაპირ რედაქციიდან გაიგებ მარიამ...

ციტატა
კაიროს ,ეს ლინქი ზოგადია მაგ გვერდის ყველა ქვეგვერდისთვის , ამიტომ გაუგებარია კონკრეტულად რომელ თხოვნებს გულისხმობ.
იქნებ მიუთითო



ლეონტი, რა ვიცი ძმაო, იქ ერთი ქალი ბიბლიას ითხოვდა sad.gif ათასი რაიმე ისეთი თხოვნაა, რომ ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ... მთლიანი გვერდი მივანიშნე, რომ ყველამ წაიკითხოს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 14 2007, 06:06 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
იქ ერთი ქალი ბიბლიას ითხოვდა

მეც ეგ მომხვდა თვალში...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 06:07 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(მარიამი @ May 14 2007, 05:30 PM) *

ამ ხალხთან დაკავშირება როგორ შეიძლება, ვინმემ თუ იცის?


კვირის პალიტრაშია ეგ თხოვნები და თითოეულ თხოვნას თავისი ნომერი აქვს რომელიც სმს-ით უნდა გაიგზანოს და ვინც მეტ ხმას დააგროვებს ის მიიღებს იმას რაც ინატრა smile.gif

http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

როცა ჩვენ ჩამოვყალიბდებით აუცილებლად გავითვალისწინებთ ამასაც smile.gif

შეგვაძლებინოს უფალმა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 14 2007, 07:05 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახდენილი ნატვრა


პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილი სადღესასწაულო წირვების დროს

თუ გსურთ, დაუკავშირდეთ რომელიმე ნატვრის ავტორს და აუსრულოთ ნატვრა,
დარეკეთ ნომერზე: 377-533, 375-003


ხმის მიცემა SMS-შეტყობინებით
ტელეფონის SMS-ფუნქციაში აკრიფეთ სიტყვა ნატვრა, გამოტოვეთ ერთი სიმბოლოს ადგილი, შემდეგ კი ჩაწერეთ ტურის ნომერი, დეფისი და იმ ნატვრის ნომერი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ და რომელიც გსურთ, რომ ახდეს. SMS-შეტყობინება გამოგზავნეთ ნომერზე 8884.

მაგალითად, ამ # 30 ტურში მოგეწონათ მესამე ნომრით გამოქვეყნებული ოცნება და გინდათ, რომ თქვენი ხმა მას მისცეთ. ტელეფონის სერვისში, სმს-ფუნქციაში აკრიფეთ: ნატვრა 30-3 და გამოგზავნეთ ნომერზე: 8884.
სმს-შეტყობინების გამოგზავნა შეიძლება «მაგთიდან» და «ჯეოსელიდან». ერთი სმს-შეტყობინების ღირებულება 50 თეთრია.
გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობს 17 მაისის 15 საათამდე გამოგზავნილი სმს-ები.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ:
37-50-03; 37-75-33

29-ე ტურში 382 «ნატვრის ბარათი» მონაწილეობდა. მათგან ჟიურიმ ეს ნატვრები აარჩია

«ახდენილი ნატვრის» ჟიურის თავმჯდომარე მერაბ სეფაშვილი წარმოგიდგენთ:


--------------------------------------------------------------------------------

1 - ქეთი გ., 16 წლის, თბილისი

იყო ერთი პატარა გოგო, რომელიც იმ დღიდან ოცნებობდა, მალე გაზრდილიყო და სკოლა დაემთავრებინა, როცა ლამაზ კაბაში გამოწყობილი გოგონები დაინახა. მართლაც გაიზარდა, სკოლასაც ამთავრებს, მაგრამ ბანკეტზე ვერ მიდის. რატომ? მას ხომ კაბა არ აქვს და რადგანაც კეთილი ფერიები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ, იქნებ კეთილმა ესემესებმა შეძლონ მისი დახმარება...

2 - ნიკა მ., 9 წლის, თბილისი

ამ ნატვრას პირველად ვაგზავნი. იმედი მაქვს, ჩემს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებთ და სონი 2-ს გვაჩუქებთ, ჩემს მშობლებს ხელფასი არ ჰყოფნით, რომ გვიყიდონ. როგორც კი გავიგე, რომ ბევრი ნატვრა აასრულეთ, მეც იმედი გამიჩნდა და ბედი ვცადე. იმედი მაქვს, არ დამაღალატებთ და თხოვნას ამისრულებთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენნაირ ბავშვებს ასეთ ნატვრებს გვისრულებთ.

3 - ნოდარ ქ., 12 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს კარატეს ფორმა და ფეხბურთის ბურთი.

4 - ნუნუკა ბ., 12 წლის, თბილისი

ჩემს პაპას 13 მაისს აქვს დაბადების დღე. უსრულდება 67 წელი. ჩემი ნატვრაა მისთვის ფერადი ტელევიზორის ჩუქება. გთხოვთ, დამეხმაროთ ამ ნატვრის ასრულებაში. გფარავდეთ ღმერთი!

5 - მერი ღ., 80 წლის, თბილისი

მყავს შვილიშვილები - ორი გოგონა. კარგად მღერიან. მინდა, ნატვრა ამიხდეს, აჩუქოთ ჩონგური და გიტარა. ამით მინდა გავახარო ჩემი 12 წლის მარიამი და 11 წლის თინიკო. მადლია, ერთი ჩონგურზე მღერის, მეორე გიტარაზე. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

6 - ზაალ და ვაჟა ვ.-ები, 12 და 13 წლის, ანი, ლანჩხუთი

ძალიან ბევრჯერ მოგწერეთ, მაგრამ იმედი ჯერ არ დამიკარგავს და ისევ გწერთ. საქმე ისაა, რომ უფროს ძმებს ძალიან გვინდა, ჩვენს პატარა ძმას რამე ვაჩუქოთ. დემეტრე ერთი წლისაა და ძალიან უყვარს ბურთი, როცა ტელევიზორში რეკლამების დროს ხედავს, სიხარულით ბურტყუნებს. და კიდევ, პულტიანი მანქანა. იქნებ დაგვეხმაროთ და ჩვენი პაწიასთვის გული გაგვახარებინოთ. წინასწარ გმადლობთ.

7 - ხათუნა მ., 28 წლის, აბასთუმანი

მყავს 4 წლის ტყუპი ბიჭები და ძალიან მინდა, მათ ჰქონდეთ ერთნაირი ველოსიპედები. თუ ეს ნატვრა ამიხდება, თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები.

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.

8 - ციცინო ნ., 55 წლის, თბილისი

მე ჩემს ნატვრას ამ პატარა ნატვრის ბარათს გავანდობ, სასწაულები ხომ ხდება და იქნებ მოხდეს სასწაული და ბედმა მეც გამიღიმოს. გულით მინდა, მქონდეს სარეცხი მანქანა, რათა ცოტაოდენ მაინც შევძლო ჩემი შრომის შემსუბუქება. წინასწარ გიხდით მადლობას. გფარავდეთ ღმერთი.

9 - ციური გ., 67 წლის, თბილისი

ძალიან ბევრჯერ დავწერე ჩემი ნატვრა, მაგრამ ეტყობა, ასრულება არ უწერია. ძალიან მინდოდა, ამ სიბერეში მქონოდა ბიბლია და უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ბოდიში შეწუხებისთვის. გმადლობთ.

10 - ეკა ო., 35 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი, რომლის შეძენასაც უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ. ძალიან მინდა საპატრიარქოს არხის ყურება, მაგრამ ჩემი ძველი ტელევიზორი ამის საშუალებას არ იძლევა. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ და დამეხმაროთ ნატვრის ასრულებაში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

11 - გიგა ლ., 6 წლის, სოფ. ჭოპორტი

მალე 7 წლის გავხდები. დედა და მამა სულ მპირდებიან სათამაშო კომპიუტერს, მაგრამ ვიცი, ვერც ახლა მიყიდიან. იქნებ თქვენ ამისრულოთ ეს ნატვრა. დიდი მადლობა.

12 - ნათელა ზ., 61 წლის, გორი

უკვე მეშვიდედ გწერთ, მაგრამ ამაოდ. იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება კეთილი ადამიანი, რომელიც ჩემს ნატვრას ამისრულებს, რომ მქონდეს სისხლში შაქრის გასაზომი აპარატი, რადგან ვარ დიაბეტით დაავადებული. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

13 - ეკა ლ., 25 წლის, წყალტუბო, სოფ. ხომული

ჩემი პაწია ჯიმიკუნა უკვე 1 წლის და 5 თვისაა. ჩემთვის მთავარი პრობლემა ზაფხულში დგება, როცა აუტანელი სიცხეების გამო საჭმელი მალე ფუჭდება. კეთილო ადამიანებო... ერთი პატარა მაცივარი... გფარავდეთ წმინდა გიორგი!

14 - ნიკა ე., 9 წლის, თბილისი

გულით მინდა მობილური. 2 წელია, დედიკო არ მინახია. მობილური რომ მექნება, ბევრ მესიჯებს მივწერ და ვეტყვი, რომ ძალიან მენატრება, მალე ჩამოვიდეს.
გელოდებით სულმოუთქმელად, თქვენ ხომ ყველას ეხმარებით.

15 - გენადი ზ. 15 წლის, თბილისი

მყავს 46 წლის ინვალიდი მამა. ვერ დადის. ვართ ლტოლვილები. ჩემი ნატვრაა მამისთვის ეტლი, რომლითაც შეგვეძლება მამის გარეთ გამოყვანა, გასეირნება სუფთა ჰაერზე. მჯერა ჩემი ნატვრის ახდენის, თქვენი წყალობით.

16 - მარიამ მ., 83 წლის, თბილისი

ძალიან მინდა ფერადი ტელევიზორი. 30 წელია, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ძალიან მიჭირს გადაადგილება და ამის გამო, 10 წელია, მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს. ჩემი ტელევიზორი ძალიან ძველია და ცუდად აჩვენებს. ძალიან გეხვეწებით, გაახარეთ ჩემი გული. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.

17 - გიორგი ა., 9 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სახატავი მოწყობილობები (ანუ ფუნჯები, დაფა, საღებავები). კიდევ მინდა მტვერსასრუტი, რათა ჩემი ოთახი დავალაგო. იმედია, შემისრულებთ ნატვრას.

18 - ლელა გ., 40 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, ჩემს უფროს ქალიშვილს გული არ დავწყვიტო და სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ნათხოვარი კაბით და ფეხსაცმლით არ გავუშვა. მეუღლე დაავადებულია და არ მუშაობს. ჩემი ხელფასი წამლებს არ ჰყოფნის. თუ დამეხმარებით, დიდი მადლობელი ვიქნები. სამაგიეროს ღმერთი გადაგიხდით.

19 - ნინიკო ლ., 10 წლის, თბილისი

მე ყოველთვის მინდოდა როლიკები, მაგრამ ვერ შევძელი შეძენა და ძალიან მინდა. იმედია, ამ სურვილს შემისრულებთ.

20 - მარიამ ტ., 6 წლის, თბილისი

უკვე მერამდენედ გიგზავნით ნატვრას, ახლაც ვცდი, იქნებ ბედია. ძალიან მიყვარს მუსიკა, მაგრამ ჩემი მშობლების ხელმოკლეობის გამო, არა მაქვს აუდიომაგნიტოფონის შეძენის საშუალება. იქნებ ამისრულოთ ჩემი ნატვრა, წინასწარ გიხდით მადლობას ქველმოქმედებისათვის. მწამს, რომ ჩემი ოცნება ასრულდება.

21 - თეონა ც., 25 წლის, თიანეთი, სოფ. ზარიძეები

მყავს ხუთი ობოლი დისშვილი, უფროსს დაბადების დღე აქვს მაისში, მე კი არა მაქვს იმის საშუალება, რომ რამე ვუყიდო, თხოვნით მოგმართავთ ყველას, რომ დაეხმაროთ ნატვრის ახდენაში. ძალიან უნდა ფერადი ტელევიზორი. ღმერთი დაგლოცავთ ყველას, ობლის პატარა გულს თუ გაახარებთ. უფალი გფარავდეთ, ამდენ მადლიან საქმეს რომ აკეთებთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

22 - მაია კ., 16 წლის, რუსთავი

მყავს მშობლები, დედა ნაოპერაციევია, მამას წნევამ დაარტყა ერთი წლის წინ და ლოგინში არის ჩავარდნილი. მყავს, აგრეთვე, ჩემზე უფროსი ძმა, რომელიც არის ცერებრალური დამბლით. ოჯახის ტვირთი ჩემზედაც არის. რადგან სკოლის მოსწავლე ვარ, სარეცხის რეცხვა სწრაფ რეჟიმში მიწევს, ამიტომ იქნებ ამიხდინოთ ოცნება და მაჩუქოთ სარეცხი მანქანა.

23 - გურამ ა., 48 წლის, თბილისი

ბევრს არ მოგაწყენთ თხოვნით. თუ არსებობს სასწაული, იქნებ ვინმე მადლიანი ადამიანი გამოჩნდეს და ჩემს ერთადერთ სიცოცხლეს აჩუქოს ველოსიპედი. სულ მის ნატვრაში აღამებს და ათენებს. არის 7 წლის, მე-2 კლასში, სწავლობს კარგად. ღმერთი დაგლოცავთ მისი გახარებისთვის.

24 - გიორგი ჯ., 83 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, ვაჩუქო ჩემს პატარა შვილთაშვილებს გიას და ბაკოს ბიბლია უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ავტოგრაფით. დარწმუნებული ვარ, იგი ჩემს შვილთაშვილებს დაიცავს და დაიფარავს მთელი ცხოვრების მანძილზე. პატივისცემით, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

25 - თამუნა ნ., 18 წლის, ხაშური

უკვე მეორედ გწერთ ჩემს ნატვრას, გთხოვთ დამეხმაროთ, ჩემი ნატვრაა მობილური, არც ვმუშაობ და ვერც ვსწავლობ, არ მაქვს საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ, მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. გმადლობთ წინასწარ.

26 - ბაჩუკი ჯ., 13 წლის, აბაშა, სოფ. ძველი აბაშა

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი. რამდენჯერმე ვცადე თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩემი ნატვრის ახდენა. იმედი ჯერ კიდევ მაქვს, მჯერა თქვენი ღვთისნიერების. წინასწარ გიხდით მადლობას. გფარავდეთ უფალი.

27 - ლია ჟ., 40 წლის, ქუთაისი

ვარ სიმსივნით დაავადებული. შვილი კი ლეიკემიით მყავს დაავადებული. ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს. იქნებ გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა და სარეცხი მანქანა გვაჩუქოთ. წინასწარ გიხდით მადლობას. უფალი იყოს თქვენი შემწე (აგვისტოს თვემდე ჩვენი მისამართი აღნიშნული კლინიკაა).

28 - მარიამ მ., 9 წლის, წყნეთი

ჩემი ნატვრაა, რომ ჩემს ბებოს ჰქონდეს მაჯაზე გასაკეთებელი წნევის საზომი აპარატი, რომ შეეძლოს თვითონ წნევის გაზომვა, რადგანაც მე ჯერ ვერ ვუზომავ, თვითონ კი ძალიან ავადაა, მარცხენა თვალში ვერ ხედავს, მეზობლებს კი ყოველთვის ვერ აწუხებს და უფრო ნერვიულობს. ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს ბებოს.

29 - ჟუჟუნა ჩ., 29 წლის, თელავი

ჩემი მეუღლის მცირე შემოსავლით არსებობისთვის საჭირო პროდუქტის გარდა, არაფრის ყიდვა არ შეგვიძლია და ამიტომ ჩემი 2 წლის გოგონასათვის ვნატრულობ საწოლს, რადგან ნათხოვარი ე. წ. «ლულკა», რაშიც ახლა იძინებს, მომავალი შვილისთვის დამჭირდება (2 თვეში ველოდები პატარას). წინასწარ მადლობა გულისხმიერებისათვის.

30 - თეონა ჯ., 13 წლის, რუსთავი

ავარიის შედეგად ორივე ფეხი მოტეხილი მაქვს, არადა ანსამბლში ვცეკვავდი. უკვე მერამდენედ ვავსებ ნატვრის ბარათს, მაგრამ... არადა, მობილური ტელეფონი სიზმრად მელანდება. გაზეთს გულისფანცქალით ვშლი, მაგრამ ამაოდ. ჩემი ნატვრა რომ ახდებოდეს, მეგობრებს ტელეფონით მაინც მოვიკითხავ, რა ბედნიერია ის, ვისაც სიარული შეუძლია, ცეკვა და გაზაფხულის დილის გათენება უხარია.

31 - დავით ჯ., 79 წლის, გორი, სოფ. ძევერა

ვარ ქვრივი მოხუცი, სოფელში ჩემთვის ვფუსფუსებ, პენსიაც მაქვს, მაგრამ საჭმელად ვიზოგავ. არ მაქვს ტელევიზორი და თუ ნატვრაა, ვინატრებდი იაფფასიან ფერად ტელევიზორს, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ნატვრა ამიხდინოს, ღმერთი გვფარავდეს, წინასწარ გიხდით მადლობას. მოხუცი პაპა!!!

32 - დათო ხ., 18 წლის, მესტია

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სამოყვარულო ციფრული ფოტოკამერა, რათა შევქმნა სვანეთის საერო და საკულტო არქიტექტურის ელექტრონული კატალოგი, რომელიც მომავალში გამოადგებათ რესტავრატორებს. ეს არქიტექტურა ახლა ნადგურდება.

33 - თამარ ა., 89 წლის, ხაშური

ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მაქვს სერიოზული დაავადებები. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი ხნოვანება და აღმომიჩინოთ ეს დახმარება. ვიქნები კეთილი ადამიანების იმედად. დაგლოცოთ ღმერთმა!

34 - ბაქარ დ., 10 წლის, ქუთაისი

ჩემი მთავარი ოცნება, გავმხდარიყავი კარგი ფეხბურთელი ან კალათბურთელი, ოცნებად დარჩება, რადგან თვალებზე პრობლემები მაქვს და ექიმმა ამიკრძალა სპორტზე სიარული. ახლა კი ჩემი ნატვრაა ჩემი საყვარელი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას და ფეხბურთელის კახი კალაძის დიდი პლაკატები და ბურთები მათი ხელმოწერით. იმედი მაქვს, ჩემი საყვარელი სპორტსმენები ამ ნატვრას ამისრულებენ. წინასწარ ვუხდი მათ მადლობას.

35 - ნატო მ., 45 წლის, ლანჩხუთი

ოჯახში ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ ფერადი ტელევიზორი ის ნივთია, რომელიც ჩვენს პატარა ოჯახში შავ-თეთრ ცხოვრებას გაალამაზებდა და უზომოდ გაგვახარებდა. მით უმეტეს, რომ ჩემს მეუღლეს დაბადებიდან 50 წელი უსრულდება და ქორწინებიდან 20 წლისთავი გვაქვს. ტელევიზორი კი დიდი საჩუქარი იქნებოდა. იქნებ ნატვრისთვალმა ჩვენც გაგვაბედნიეროს.

36 - ლიდა ჯ., 66 წლის, თბილისი

ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეუღლე - პირველი ჯგუფის. სიძესთან ვარ და ვზრდი 5 ობოლ ბავშვს, რომელსაც დედა გარდაეცვალათ ნაღვლის ოპერაციის შემდეგ. პირველ და მეორე კლასში დადიან უფროსები, 3 ბაღის აღსაზრდელია. ორი თვით მიმყავს ხოლმე სოფელში. იქ ჩემს მეუღლესაც ვუვლი, ძალიან მინდა სარეცხი მანქანა. წინასწარ გიხდით მადლობას.

37 - ქეთინო ჭ., 18 წლის, ხაშური

მინდა ვინატრო ფოტოაპარატი და იმედი მაქვს, ამიხდება კეთილი ადამიანების ნებით, რადგანაც 18 მაისს ვამთავრებ სკოლას. ამის აღსანიშნავად ეწყობა ბოლო ზარი და ექსკურსია. მინდა, ჩემი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები აღვბეჭდო ფირზე და მთელი ცხოვრება მქონდეს სამახსოვროდ. თუ ამ სურვილს შემისრულებთ, ჩემზე მადლიერი არავინ არ გეყოლებათ. გფარავდეთ ღმერთი!

38 - გვანცა ს., 19 წლის, თბილისი

გამარჯობათ, მე გვანცა ვარ, 19 წლის, და ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა ხევსურული კაბა. მე არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ნანატრი კაბა შევიძინო ან შევიკერო, არადა, ძალიან მინდა. მინდა ქუჩაში ამ კაბით ვიარო და ჩემი სამშობლოს სიყვარულის მცირედი ნაწილი მაინც გამოვხატო. იქნებ ვინმე მაინც დამეხმაროს ამ ნატვრის ახდენაში. ძალიან გთხოვთ, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი გფარავდეთ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 14 2007, 08:04 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ასეთი თემა უკვე არსებობს, მაგრამ აქამდე არავინ დაინტერესებულა და არც გამოხმაურებია

http://church.ge/index.php?showtopic=1544



--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი May 14 2007, 09:06 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



რა ღირს ხალხო ბიბლია საქართველოში?


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 14 2007, 10:10 PM
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









შოთა
ძვირი არა, 10 თეთრი თითო ფორუმელმა რომ დადოს ბიბლიას ვიყიდით.
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 10:18 PM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(შოთა @ May 14 2007, 10:06 PM) *

რა ღირს ხალხო ბიბლია საქართველოში?


მინიმუმი 25 ლარი - მაქსიმუმი 50 ლარი



ციტატა(ქავთარაძე @ May 14 2007, 11:10 PM) *

შოთა
ძვირი არა, 10 თეთრი თითო ფორუმელმა რომ დადოს ბიბლიას ვიყიდით.


ვისაც რამდენი შეუძლია იმდენი დადოს

ავაგროვოთ და ვუყიდოთ ბიბლია


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 14 2007, 10:30 PM
პოსტი #14


დაურეგისტრირებელი









ნათია
ეეე კაი რას ამბობ კაცო 10 ლარზე მეტი ღიიირს? ohmy.gif

მერე რა პრობლემააა კაცო 2000 ს ზე მეტი მომხმარებლიდან 50 კაცი მაინც არაა აქტიური რო 1 ლარი დადოს?
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 10:36 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ქავთარაძე @ May 14 2007, 11:30 PM) *

ნათია
ეეე კაი რას ამბობ კაცო 10 ლარზე მეტი ღიიირს? ohmy.gif

მერე რა პრობლემააა კაცო 2000 ს ზე მეტი მომხმარებლიდან 50 კაცი მაინც არაა აქტიური რო 1 ლარი დადოს?



10 ლარად ბიბლიას სად ნახავ ? smile.gif

ხო და 1 ლარიც რომ შევაგროვოთ დავიჯერო 40 კაცი არ დადებს ფულს?

იქნებ ვისაც შეხება აქვს საეკლესიო მაღაზიებთან იკითხოს რა ღირს და დავიწყოთ ფულის აგროვება

მე თუ ხვალ სადმე შევხვდი საეკლესიო მაღაზიას ვიკითხავ

თქვენც გაიკითხეთ

გაიხარეთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 15 2007, 03:30 PM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დღეს დოლიძეზე საეკლესიო მაღაზიაში ვნახე ბიბლია და 30 ლარი ღირს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 15 2007, 08:11 PM
პოსტი #17


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



”ალილო”ში ვნახავ უფრო იაფადაც შეიძლება ყიდვა მგონი , თუ არადა 30 ლარი მემგონი უმნიშვნელო თანხაა მადენი კეთილისაქმის მოსურნე ადამინებისათვის smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 15 2007, 08:15 PM
პოსტი #18


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Floyd @ May 15 2007, 09:11 PM) *

”ალილო”ში ვნახავ უფრო იაფადაც შეიძლება ყიდვა მგონი , თუ არადა 30 ლარი მემგონი უმნიშვნელო თანხაა მადენი კეთილისაქმის მოსურნე ადამინებისათვის smile.gif


კარგი ზურა მაშინ ამ დღეებში გაიგე ფასი და იქნებ დავიწყოთ ფულის აგროვება


გაიხარე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 15 2007, 08:16 PM
პოსტი #19


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ნათია
აუცილებლად ნათი ხვალ მგონი ვნახავ და მერე დავთქვათ დრო და ადგილი სად შევხვდეტ ერთმანეთს უკვე smile.gif
იხარე!


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2007, 08:21 PM
პოსტი #20


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ბიბლიასთან ერთად იმ ქალბატონს უცხო სიტყვათა ლექსიკონიც უნდა. არა მგონია ბიბლიაზე ძვირი ღირდეს. იქნებ ეგეც გვენახა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი