IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არქ.რაფაელი "ჯოჯოხეთის შესახებ".
saria-giorgi
პოსტი Jul 12 2007, 04:58 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



სახარება გვიამბობს,რომ უფალმა ღადარინელი ეშმაკეული განკურნა.სახარების ეს ეპიზოდი მომავალი ცხცოვრების ერთ-ერთ საიდუმლოს გვიცხადებს,ფარდას ხდის ჩვენი მზერისთვის დაფარულ საშინელ,შავბნელ უფსკრულს.
დემონისგან შეპყრობილი უბედური ადამიანის ტანჯვა ჩვენ ჯოჯოხეთის არსებობა,ბნელი ძალების არსებობა უნდა გაგვახსენოს.ერთი ღმრთისმეტყველი ამბობდა:ეშმაკი არა მარტო კაცისმკვლელი,არამედ უდიდესი მატყუარაც არის.მან გააცრუა ადამიანები და აიძულა,ჯოჯოხეთის არსებობა დაევიწყებინათ"!ჯოჯოხეთის საშინელი ალი მთლიანად მოიცავს ადამიანის სხეულის ყოველ უჯრედს,ყოველ პორას.როცა ადამიანი სამუდამოდ დაკარგავს ღმერთს, მაშინღა მიხვდება,რა არის ღმერთი,რას ნიშნავს მისი წყალობის,მისი სიყვარულის სხივებქვეშ ცხოვრება.ჯოჯოხეთი სამუდამო წყვდიადია-საუკუნო,უძირო,შავი ორმო,რომელშოც ცოდვილი ადამიანის სული ჩაიძირება.უფალი ბრძანებს:"მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშრტების"/მარკ.9.46/.მატლში უფალი სინდისს გულისხმობს.ჯოჯოხეთში ცვლილებები არ არის,იმედი იქ არ არსებობს.ღმერთიის ხსენებაც კი თითქოს ნერვულ შოკს ჰგვრის,ღმერთი თითქოს მისი პირადი მტერია.ჯოჯოხეთში მონანიება შეუძლებელია.ჯოჯოხეთში ადამიანები მიემსგავსებიან ერთმანეთში გახლართულ გველებს,რომლებიც ერთიმეორეს ჩააფრინდნენ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან.იქ ყველაზე ახლო ნათესავებსაც არ ეყვარებათ ერთმანეთი.ბიბლიაში წერია,რომ აბელის სიკვდილის შემდეგ კაენს ცოდვისა და განკითხვის ბეჭედი დაესვა.ჯოჯოხეთში კაენის ეს საშინელი ბეჭედი ადამიანის სულებზე და სხეულზე აღიბეჭდება.მათი სულები ადამიანის მსგავსი ობობასავით მხინჯი და საძაგელი იქნება,სხეულები კი-ბინდისფერი და ისეთივე მყრალი,როგორიც მათ მიერ ჩადენილი აშმორებული დაგახრწნილი ცოდვები.
ერთმა ქრისტიანმა ერთხელ სიკვდილის მდგომარეობა განიცადა.მან საშინელი ურჩხული-დემონი იხილა და დაიძახა:"ვინ ხარ?მე შენ არ გიცნობ"!ურჩხულმა მიუგო:"როგორ არ მიცნობ?შენ ხომ მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე ჩემს ნებას ასრულებდი,ახლა კი ჩემი ხარ"!ასე,რომ ვინც დემონს ემსახურება მისი კერძი ხდება საბოლოოდ.უფალმა დემონს ცრუ და კაცის მკვლელი უქოდა.როდესაც ჩვენ ადამიანებზე ვმრისხანებთ დსა მას ბოროტებას უსურვებთჩვენს გულში,ჩვენც კაცისმკვლელები ვართ და ეშმაკს ვეკუთნით ამ დროს.უფსალი სწორედ ამიტომ ამბობს:"რაჟამს დგეთ ლოცვასა შინა,მიუტევეთ უკეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთვისმე,რათა მამამანცა თქვენმან,რომელ-არს ცათა შინა,მიგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი"/მრკ.11.25/.წმ.მამები გვასწავლიან:"მანამ,ვიდრე შენთვის და შენი ახლობლებისთვის ილოცებ,მთელი გულით ილოცე შენი მტრებისთვის".წმ.იოანე კრონდშტანტელი გვასწავლის:"როდესაც ვხედავ მცოდველ ადამიანს,როდესაც ვხედავ ტანსაცმელშეწმოგლეჯილ,მიწაზე მწოლია მთვრალს,ან ადამიანს,საშინელ უწმაწურ სიტყვებს რომ წარმოთქვამს,ვცდილობ,ჩემი გონება უფლის მიმართ ოცვით ავამაღლო და ვთქვა:"უფალო,შენ ყოველივე ძალგიძს,შეიწყალე ეს ადამიანი.შენ შექმენი იგი და შენ თავასდვე უწყი,როგორ აცხოვნებ მას".და თუ ამას მთელი გულით შევთხოვ უფალს.მე მისი განკითხვა უკვე აღარ მომინდება".
ერთხელ ერთ დიდ მოღვაწესთან დემონი მივიდა ადამიანის სახით და ჰკიტხა:"განა შეიძლება ცხონდეს ის,ვინც დემონივით შესცოდა"?წმ.მამა ღმერთს ევედრა ამ კითხვის გაცხადებას,და უფალმა თქვა:"ჩემი მოწყალება აღემატება ეშმაკის ბოროტებას.მაგრამ იცოდე,შენ ბოროტი სული გამოგცდის.როდესაც ის მოვა შენთან უთხარი:"უფალი შეგინდობს შენ,თუ სინანულს შეუდგები,ილოცებ და იტყვი:"მე ძველი სიცრუე ვარ,უფალო შემიწყალე მე"!მეორეჯერ მართლა ეწვია ბერს ეშმაკი ადამიანის სახით.როდესაც ბერმა მას უთხრა,რაც უფლისგან ისმინა,ბერს სატანის ხარხარი მოესმა.სატანამ ამოიძახა:"როცა მარტო ვიყავი,მაშინაც არ მითქვამს ღმრთისთვის:"შემინდე",ახლა კი უდიდესი სამეფოს მფლობელი ვარ და როგორ გგონია,ვინმეს შენდობას ვთხოვ"?!წმ.ეფრემ ასურმა კადნიერად თქვა:"ჩვენი ეკლესია წარწყმედილი,მაგრამ მონანული ეკლესიაა"/ანუ ჩვენი ცოდვების გსმო,ჩვენი საქციელის მიხედვით ჩვენ წარწყმედა დავიმსახურეთ/.მონანული ეკლესია ცხონდება,რადგან სინანული სულის ცხონების ერთადერთი გზაა.
წმ.მEვდელმთავარი იოანე ოქროპირი ბრძანებს:"ჩვენ გვაქვს ეშმაკის კრულვის სიტყვა-იესუ ქრისტეს სახელი.რაც შეიძლება ხშირად იმეორე:"უფალო იესუ ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე,ცოდვილი".წმ.იოანე-სინას მთის მამასახლისი/კლემაქსი/კი დასძენს:"ჩვენი წინააღმდგომი(ეშმაკი)იესუ ქრისტეს სახელით ჰგვემე და სტანჯე,რადგან მასზე უძლიერესი საჭურველი არც ზეცაში და არც არც დედამიწაზე არ მოიპოვება".ამინ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 13 2007, 05:17 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ღმერთმა გაცხოვნოთ!


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 13 2007, 07:52 PM
პოსტი #3


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ძალიან საინტერესო იყო smile.gif ასე ერთად ჩამოყალიბებულია არ წამიკითხავს დიდი მადლობა smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaza zarqua
პოსტი Jul 14 2007, 05:53 PM
პოსტი #4


zaza zarqua
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 12-July 07
მდებარ.: Walenjixa
წევრი № 2,447



ძააან საინტერესოა. ბევრს ეხლა ჯოჯოხეთი მოძველებული ზღაპარი ჰგონია, არადა ის მართლა არსებობს.
მადლობა გიორგი ასეთი საინტერესო თემისთვის


--------------------
უფალო შეგვიწყალენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 16 2007, 03:05 PM
პოსტი #5


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ხო მამები ამბობენ რო ეშმაკის საუკეთესო მიღწევა ისაა რო ხალხს მისი არსებობა დაავიწყაო sad.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 01:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი