ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი
მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:
"საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა.
"შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამეფებას" - უწინასწარმეტყველა ერთ დიაკონს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველმა,რომელიც ახლა უკვე ღრმად მოხუცებულია.
ბერი გაბრიელი (ურგებაძე):
" ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე, და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ბოლო ჟამია,თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით,უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს.ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილი ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულნი იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისაგან.
ადრეც ეგონათ ანტიქრისტეს მოსვლა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები, ომები კი იყო, მაგრამ არ იყო ცური სასწაულები და საყოველთაო განდგომილება.
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.
პ.ს ნელ ნელა დავამატებ...
თქვენც თუ რაიმე მოგეპოვებათ გთხოვთ დაპოსტეთ
ბერი გაბრიელი, არ გახლავთ წმიდა მამა.
ახლა შეიცვალა რამე
თათარაშვილი
გლახა
მხევალი ნინო
გლახა
მხევალი ნინო
ძალიან საინტერესო თემაა
"ყველას აცდუნებს თუ არა ანტიქრისტე?
ანტიქრისტე ყველას ვერ დაეუფლება, არამედ დაღუპვის ღირსთ, იმათ, რომელნიც მისი მოსვლის გარეშეც, თვითონვე მოიძულებდნენ ხსნას".
/გაბრიელ ბერი/
"ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ, საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს".
/გაბრიელ ბერი/
"უფლის მეორედ მოსვლა იქნება არა კაცობრიობის სულიერი გაფურჩქვნის, არამედ მისი სულიერი დაცემის ჟამს"
"უბრალო და ეფემერული მიზნები გვერდზე უნდა გადავდოთ, თუკი გვსურს რომ უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, ჩვენც ბრძენ ქალწულთა რიგებში აღმოვჩნდეთ"
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამთ, ვინც ნიშანი დაიდო"
/გაბრიელ ბერი/
"ვინც ბოლომდე შეინარჩუნებს რწმენას, მას არც მოშივდება, არც მოსწყურდება და არც რაიმე ევნება სტიქიური უბედურებების დროს"
ანტიქრისტე = ცრუ მესია
"ანტიქრისტეს მოსვლას თავად ადამიანები განსაზღვრავენ თავიანთი გაბოროტებით"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მსოფლიოს ყოველთვის მართავდა ღვთის სიტყვა. მას არც ახლა მართავენ ამერიკელები ან ევროპელები. ღმერთი უშვებს, რომ მათ იბატონონ დროებით, რათა ამით საკუთარი თავი დასაჯონ.
მოხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც შეძრავს ერებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იქნება მეორედ მოსვლა, არამედ ღვთაებრივი ჩარევა.
ადამიანები რწმენას დაუბრუნდებიან, ითხოვენ რომ მათ მოუყვნენ ქრისტეს შესახებ. დროთა და ჟამთა ნამდვილი მეუფე არის ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მას პატივი და დიდება, ამინ!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"[ანტიქრისტეს] ბეჭედზე უარის მთქმელ, მორწმუნე ადამიანებს გაუჭირდებათ. ამიტომ ახლავე უნდა მივეჩვიოთ უბრალო ცხოვრებას. და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ოჯახის საჭიროებისთვის მიწის ნაკვეთი ვიქონიოთ, რამდენიმე ძირი ზეთისხილის ხით. მძიმე წლები სამი-სამწელ-ნახევარი გაგრძელდება. ღმერთი ადამიანებს შეწევნის გარეშე არ დატოვებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ანტიქრისტეს სასწაულები და ქმედებანი თავად ღმერთის რჩეულებსაც "მოიყვანს გაოგნებაში".
"მიიღებს რა ანტიქრისტეს ბეჭედს, კაცობრიობა ზნეობრიობის ყველა საზღვარს წაშლის"
/ბერი ანტონის ხილვა/
- ბოლო ჟამს პირჯვრის გადაწერა დიდი ქრისტიანობა იქნება.
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ანტიქრისტე მოვა თავის განსაზღვრულ დროს. მის გამოჩენას წინ უსწრებს კაცობრიობის უმრავლესობის ქრისტიანული სარწმუნოებისაგან საყოველთაო განდგომილება. თავად ადამიანური სულის განწყობაში იშვება მოთხოვნილება - ანტიქრისტეს მოწვევა, თანაგრძნობა მისდამი, ისევე, როგორც ძლიერი სნეულებისას იშვება მომაკვდინებელი სასმელის წყურვილი".
/არქიეპისკოპოსი ამბერკი (ჯონდარვილელი)/
"უკანასკნელ ჟამს ანტიქრისტეს მსახურები ეკლესიებშიც ივლიან, პირჯვარსაც გამოისახავენ და ქრისტეს მცნებების შესახებაც იქადაგებენ, მაგრამ არ დაუჯეროთ მათ, ვისაც არ ექნება კეთილი საქმეები. მხოლოდ საქმეების მიხედვით შეიძლება ნამდვილი ქრისტიანის შეცნობა".
/წმ. გაბრიელ სალოსი/
“ანტიქრისტე ღვთის დაშვებით (2 თეს.11), ეშმაკის განსაკუთრებული იარაღია, ქრისტეს ყალბი ორეული. იგი ქრისტეს ნიღბით მოვა. ამავადროულად, ქრისტეს უარმყოფელია. იგი ესწრაფის, დაიკავოს ქრისტეს ადგილი და მსოფლიომ მიიღოს ქრისტეს მაგიერ“
/მღვდელმონაზონი ელპიდე/
"ანტიქრისტე იქნება ებრაელი დანის შტოდან"
"დღეს თითქმის ყველაფრის აღრევა ხდება. რელიგიების, კულტურის, ერების, სქესებისაც კი. შფოთავს დემონი და აგონიაშია, რადგანაც ახლოვდება დღე მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი".
/არქიმანდრიტი იოანე (კავსაძე)/
"თითქოს ანტიქრისტეს სუნთქვა იგრძნობა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ქრისტემტყუარი"
"დანის ტომზე კი ამბობს: დანი უნასია, გზაზე გაწოლილი. სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს ზოგიერთი წმინდა მამა, რომ შესაძლოა ანტიქრისტე დანის ტომიდან მოვიდეს".
"არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე არასწორი მრუშობის შედეგად იშვება. ჯერ მრუშობა რა არის და ისიც - არასწორი!"
/დეკ. გიორგი დორეული/
"ბოლო ჟამს კიდევაც რომ დავიწყოთ სულის გადარჩენაზე ზრუნვა, მოძღვრის ძიება და აღსარების ჩაბარებაზე ფიქრი, ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ყველა ტაძრის კარი დაიკეტება, ადამიანებს აღსარების ჩაბარების საშუალებაც აღარ მიეცემათ".
/მამა იაკობ აბაშიძე/
"მეორედ მოსვლის ნიშნების შესახებ თავად უფალმა გვაუწყა, მაგრამ ეს ნიშნები მაცხოვრის მოსვლის პერიოდიდანვე ყოველთვის იყო დედამიწაზე. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: "ჩვენ, ვინც დარჩენილი ვიქნებით ღვთის მეორედ მოსვლის დროს"... ანუ პავლე მოციქულს, ანუ მოციქულთა ხანაშიც ფიქრობდნენ, რომ უფალი ძალიან ჩქარა მოვიდოდა.
ეს ნიშნები ყოვლეთვის იქნება მეორედ მოსვლამდე, რაც დრო გადის, ახალ და ახალ ნიშნებს ვხედავთ, რაც უფრო მეტად გვაფიქრებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამი ახლოსაა, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მეორედ მოსვლა მოხდება, ვთქვათ, წელს, გაისად... რომელიმე კონკრეტულ დროს, შესაძლოა, ეს ჟამი მართლაც სულ მალე დადგეს, შესაძლოა, საუკუნეები დასჭირდეს.
კიდევ გავიმეორებ, უფალმა ადამიანებისაგან დაფარა მეორედ მოსვლის დრო, თარიღი, ეს ანგელოზებმაც არ უწყიან. ვინც თვლის, რომ მან ეს თარიღი იცის, ნიშნებს ასახელებს ან წინასწარმეტყველებს, მეორედ მოსვლა ამა და ამ დროს მოხდებაო, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ის ბოროტისგანაა და ეს ადამიანი განშორებულია უფალს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მეორედ მოსვლა ყოველწამიერად ახლოვდება. იგი შეიძლება აღსრულდეს წლების, საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მოსალოდნელია რამდენიმე საათის შემდეგაც. ეს არავინ უწყის. მაგრამ ის კი ვიცით, რომ ახლოვდება, რადგან ყოველი წუთი გვაახლოებს მასთან".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ხელზე ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება ნიშნავს იმას, რომ ვინც ფიზიკური საქმიანობით არის დაკავებული, ბოლო პერიოდში თავისი საქმიანობით განადიდებს ანტიქრისტეს, ვინც გონებრივი საქმიანობით არის დაკავებული, გონებით განადიდებს ანტიქრისტეს - "შუბლზე მიღებული ბეჭედი ამას ნიშნავს". ადამიანები ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ უკეთესი ცხოვრების სურვილით. ისინი, ვინც ანტიქრისტეს განადიდებს, დიდ განსაცდელში აღმოჩნდებიან მაცხოვრის მოსვლამდეც კი, მეორედ მოსვლის შემდგომ კი საუკუნო წარსაწყმედელი ელოდებათ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"არ უნდა გამოვცადოთ მეორედ მოსვლის ნიშნები. თქვენი რწმენისამებრ უფალი განწმენდს (ეშმაკის კოდს პროდუქტზე). 30-იან წლებში დევნილების დროს მსახურებისას წითელი მოცვის წვენს იყენებდნენ. ერთნი ეზიარებოდნენ, მეორენი - უარს ამბობდნენ. უფალი ორივეს იწირავდა - ზოგს მორჩილების გამო, მეორეებს კი - მოშურნეობისთვის".
"უმაღლეს ეკონომიკურ ძლიერებას ებრაელთა სახელმწიფომ მიაღწია სოლომონის (ძვ.წ. 931 წ.) დროს. "ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად" (მესამე მეფეთა 10,14). ეს იმდენად მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო, რომ სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ვერცხლი და სპილენძი მის დროს არაფრად მიაჩნდათ" (მესამე მეფეთა, 10, 21). სოლომონს სულ 7 წელი დასჭირდა გრანდიოზული ტაძრის ასაშენებლად. საინტერესოა, რომ სწორედ სოლომონის მეფობის დროს ვხვდებით ცნობილ "მხეცის რიცხვს" - 666-ს, რომელიც, ძველი აღთქმის მიხედვით, სიმდიდრის სიმბოლოა. აპოკალიფსი გვაფრთხილებს, რომ ის, ვინც მიიღებს მხეცის ნიშანს, განსაკუთრებით ეწამება "გოგირდითა და ცეცხლით". რაც ახლოვდებოდა ბაბილონი ტყვეობა, მით უფრო მრისხანე ხდებოდა წინასწარმეტყველებებიც. სოფონია წინასწარმეტყველის ცნობით, "გადაშენდება ყველა მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლიმტვირთველი" (სოფონია 1,11)".
- რას გვეტყვით ბოლო ჟამზე? არის თუ არა ახლა ეს დრო? ამას ხშირად ამბობენ, მათ შორის - ზოგიერთი მოძღვარიც. იცის ვინმემ, თუნდაც პატრიარქმა, როდის მოხდება ეს?
- საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია: ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების მერე სულ ბოლო ჟამია. ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს დიდებით დაბრუნების მოლოდინში. თუმცა არ ვიცით, როდის იქნება ეს, რადგან მეორედ მოსვლა არ მოხდება მაშინ, როცა ღმერთს მოუნდება, არამედ მაშინ, როცა კაცობრიობა არსებობის მიზანს დაკარგავს. კაცობრიობის არსებობის მიზანი კი არის შესაძლებლობა - ეძებოს ღმერთი. როცა ეს შესაძლებლობა მოისპობა, კაცობრიობის არსებობას აზრი აღარ ექნება და მაშინ დაბრუნდება უფალი.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
" - კაცები ქალებად იქცევიან და ქალები - კაცებად!... ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი - გმირად უნდა იქცე!"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ღმერთის მოკვდინებაც - უდიდესი ბოროტება, რაც სამყაროში აღსრულებულა - ყველაზე დიდ სიკეთედ შემოტრიალდა. მეორე დიდი ბოროტებაც - ანტიქრისტეს გამეფება - უდიდეს სიკეთედ მოტრიალდება - ამქვეყნიური სამყაროს დასასრულით და მარადიული ბედნიერი სამყაროს დასაწყისით, სადაც მარად უფლის დიდება იქნება."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"აი, უკვე მომავალი ანტიქრისტეს მეფობის სუნი დატრიალდა, ეშმაკის ცივი სუნთქვა ახალმოსული თოვლივით მთელ მსოფლიოში იგრძნობა".
/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/
"ოდეს აღივსება კაცობრივი უკეთურებებისა და უსჯულოების საწყაო, სწორედ მაშინ დასრულდება ღმერთის მრავალმოთმინების დროც. ოდეს სრულიად დამწიფდება იფქლიცა და ღვარძლიც ღმერთის ყანაში, სწორედ მაშინ დადგება მკის დრო. წარვალს ადამიანთათვის წინათგანსაზღვრული ჟამი სინანულისა და სიკეთის ქმნისა და დადგება დღე ღვთის სამსჯავროსი და მისაგებლის მიგებისა."
"იქამდე მივიდნენ, რომ ისეთი ბომბები გამოიგონეს, რომლებიც ხალხს ხოცავს, შენობებს კი არ ანადგურებს. ქრისტემ თქვა, რომ ერთი კაცის სული მთელ სოფელს უდრის, მათ კი შენობა მთელ სოფელზე ძვირად უღირთ, ეს საშინელებაა!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიებში ხატებს ჩამოყრის და თავის "ხატს" დაკიდებს. მაშინ გავა მხოლოდ იმ ეკლესიებიდან მადლი."
/წმ. გაბრიელ ბერი/
"უკანასკნელი ჟამის ეკლესიაში იქნებიან მონანული ცოდვილები. თუკი ისინი ყველაფერს დაითმენენ დრტვინვის გარეშე, გადარჩებიან. ეს იქნება დიდი ღვაწლი ღვთის წინაშე და თუ ამასთან ერთად შესძლებენ იქადაგონ მართლმადიდებელი სარწმუნოება, მაშინ იქნებიან მამებზე მაღლა მდგომნი. ბოლომდე დამთმენი გადარჩება".
/ბერი ანატოლი/
"მეფეები მეფობას მიიღებენ ანტიქრისტესთაან ერთად "ერთი საათით", ამიტომ ისინი არიან "ერთსაათიანი მეფეები".
"იმ დროს რამდენად დიდი ცოდვებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს და ქრისტესთვის გაუძლებს დიდ განსაცდელს, ეპატიება და ცხონდება".
"წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი დარჩებიან, პირველნი წინ დადგებიან".
"საქართველოზე რუსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ბრძანებს: "ივერიის ქვეყანაში ეშმაკი ვერ დაჯდება. დევნას გადაურჩება, ხოლო სხვა დროს (უკანასკნელ ჟამს) დევნა იქნება უმნიშვნელო, რამეთუ დედა ღვთისა იცავს ამ მხარეს".
"დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე, იცოდეთ, თუ სულში ქრისტე გყავთ, ანტიქრისტე ცუდს ვერაფერს გავნებთ!"
"როცა სულში ქრისტე გყავს, განა შეძლებს ანტიქრისტე შემოსვლას? განა შეძლებს ჩვენს სულში შემოსვლას საპირისპირო არსება? ახლა სულში ქრისტე არა გვყავს და ამიტომაც ვშფოთავთ ანტიქრისტეზე".
/მამა პორფირე კავსოკალიველი/
"არსებობს გადმოცემა, რომ მეორედ მოსვლის წინ უნდა აღდგეს სოლომონის ტაძარი - ეს იქნება სოლომონის მესამე ტაძარი. ვიცით, რომ სოლომონის ტაძარი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღადგინეს. ამგვარად, ერთ-ერთი ნიშანი მეორედ მოსვლისა ანტიქრისტეს მოსვლის წინ, იერუსლიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა იქნება.
ამჟამად იმ ადგილას, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა, "კლდის" მეჩეთი დგას. ამით უფალი ახდენს ერთგვარ დაბალანსებას. ადამიანთა მოდგმას აძლევს დროს, რომ დაფიქრდეს თავის ცოდვებზე და იზრუნოს სულის გადარჩენისთვის. ამჟამად მეჩეთის აღება, დანგრევა შეუძლებელია, რადგან ეს რომ მოხდეს, მთელი მუსლიმანური სამყარო აღდგება. როდესაც უფლის ნებითა და ძალით ეს პრობლემა მოგვარდება, მეორედ მოსვლის ჟამი დადგება. ამ დრომდე კი გვეძლევა პერიოდი, სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"კითხვა: სულ გვიქადაგებენ, რომ მოახლოებულია მეორედ მოსვლა, სამყაროს აღსასრული. თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს სწავლას, საერთოდ, მომავალზე ზრუნვას ან ცხოვრების მოწყობას?
პასუხი: წინასწარ არავინ უწყის, როდის იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა. ამიტომ აუცილებელია სწავლა, შრომა, საკუთარი თავის სრულყოფა. უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს, განვდევნოთ სულიდან ყოველგვარი ბოროტი, ცუდი, უსარგებლო. ამასთანავე, ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მეორედ მოსვლისთვის და გადამეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციოს მიწიერ სიამოვნებებს."
"საყოველთაო სამსჯავრო შეეხება ყველას, ცოცხალს თუ მკვდარს, კეთილს თუ ბოროტს, თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი: "უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაითა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად" (II პეტ. 2.4); (იუდ. 6).
"არა მარტო ბოლო ჟამს მოგვკითხავს, არამედ ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ უფლის წინაშე პასუხის საგებად"
"არ შეიძლება ქალისთვის მამაკაცის სამოსით სიარული, კაცისთვის კი - ქალის ტანსაცმლით. ამის გამო მოუწევთ ღვთის წინაშე პასუხისგება. არც თქვენ ჩაიცვათ და სხვებსაც დაუშალეთ. და იცოდეთ, რომ ქალებს, რომლებიც იცვამენ შარვლებს, მომავალი ომის დროს ჯარში გაიწვევენ და მათგან ბევრი ვერც გადარჩება"
/სქემმონაზონი ნილა/
"ვინ არის ანტიქრისტე? - "ის, ვინც არ აღიარებს განკაცებულ ქრისტეს"
"იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვევად"
/მეუფე ნიკოლოზი/
"წმინდა მამებმა წინასწარ გვაუწყეს, რომ ბოლო ჟამს, ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას და თავმდაბლური გზით ივლიან. ამავე დროს, განდგომილთა განკითხვასაც მოერიდებიან, ყოველივეს ღვთის ნებასა და სამსაჯავროს მიანდობენ.''
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
კაცობრიობა სულიერად იმდენად გაღატაკდა, რომ მართალია თავს „ქრისტიანულ საზოგადოებად“ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკისეულ „სასწაულთა“ საუკუნისთვის ემზადება. სწორედ ეს არის უკანასკნელი ჟამის მოახლოების ნიშანი. (გამოცხ. 16,14).
+მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
წმ. ეფრემ ასურელი: "ვინ გადაიტანს იმ დღეებს ძმანო, ვინ დაითმენს აუტანელ ვაებას, როდესაც იხილავენ ერთა მშფოთვარებას, რომლებიც დაიძვრიან მტარვალის (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სანახავად, თაყვანს სცემენ მას და თრთოლვით ეტყვიან: "შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი"? ხოლო ის ურცხვი, როდესაც მიიღებს ძალაუფლებას, წარაგზავნის დემონთ დედამიწის ყველა კუთხეში საქადაგებლად: "მოვიდა დიადი მეფე თავისი ბრწყინვალებით! მაშ, მოვედით, ხალხნო, და თაყვანის ეცით მას"... ხოლო ყოვლადბილწი, როგორც მპარავი, მოვა იმგვარი სახით, რათა აცთუნოს ყველა; მოვა როგორც მორჩილი, თავმდაბალი, თვითკრიტიკოსი, უსამართლობის მოძულე, უარმყოფელი კერპებისა და ღვთისმოსაობის პატივმგებელი; მოვა, როგორც კეთილი, გლახაკთმოყვარე, ღვთისმოშიში და ყურადღებიანი ყველას მიმართ. ამასთან ერთად, უდიდესი ძალმოსილებით მოიმოქმედებს მრავალ ნიშთა და სასწაულთ და ყოველგვარ ხრიკებს მიმართავს, რათა შეიყვაროს ყველამ. არ აიღებს ქრთამს და არ ილაპარაკებს მრისხანებით, არავის ეჩვენება პირმოღუშულად, არამედ კეთილსახოვნებითა და სათნო გარეგნობით აცთუნებს ყველას, მთელს სამყაროს, სანამ გამეფდება. ამიტომაც, როდესაც მრავალი წოდებანი და ერნი იხილავენ ესოდენ სათნოებებსა და ძალებს, ერთი აზრი შეიპყრობს ყველას და უდიდესი სიხარულით აღიარებენ მას მეფედ და ეტყვიან ერთურთს: "მოიპოვება კი დეამიწის ზურგზე ესოდენ კეთილი და სათნო ადამიანი"? და ძალიან მალე განმტკიცდება მისი მეფობა".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)