ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
guest |
Mar 25 2009, 04:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რასაც ამოკი ქვია. სიტყვა ამოკი მალაიური წარმოშობის ყოფილა და თარგმანში ნიშნავს ბრმა მრისხანებას და სისხლის წყურვილს.
არსებობს უამრავი მაგალითები ამოკის შესახებ, უახლოესი რაც იყო, ეს მოხდა აქ, გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ვინენდენში ამა წლის 11 მარტს. 17 წლის რეალშულე-ს მოსწავლემ თავის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებლები და თანასკოლელები, ასევე იქიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში პასანტები - სულ 15 კაცი. ბოლოს ის დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ , მაგრამ ამის შემდეგ მან მისივე ხელით მოიკლა თავი. იხ. სურათი: ქვემოთ მოვიყვან უახლოეს წარსულში გერმანიაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მაგალითად: 20.11.2006 - ვესტფალიის დასახლება ემსდეტენში ცეცხლსასროლი იარაღით, საფეთქებელი ნივთიერებებით და კვამლის ბომბებით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა მის ყოფილ სკოლაში და გახსნა ცეცხლი, შედეგად მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, საბოლოოდ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. 26.04.2002 - ერფრუტის ერთ-ერთ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ, შენიღბულმა და მძიმედ შეაიარაღებულმა 19 წლის ბიჭმა დაცხრილა 16 ადამიანი, მათ შორის 8 მასწავლებელი ქალი , 4 მასწავლებელი კაცი , 1 მოსწავლე, მდივანი ქალი და 1 პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავად მოიკლა საკუთარი თავი. ამ და მსგავს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩანს რომ ამოკით "შეპყრობილები" ბოლოს ლიკვიდაციას უკეთებენ საკუთარ თავს. კიდევ იმას მივამატებ, რომ ეს ბავშვები არიან შეძლებული ოჯახებიდან, არანაირი ფინანსური პრობლემები, არანაირი მარეტიალური დანაკლისი მათ ცხოვრებაში არ განუცდიათ. ბოლო უახლოეს მოვლენას რაც შეეხება, ბავშვმა მამამისის იარაღი აიღო, რომელიც ჩაუკეტავად ედო საძინებელ ოთახში. მამა იყო ე.წ. მსროლელთა კლუბის წევრი და უამრავი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ქონდა სახლში, თუმცა ჩაკეტილი ამ უკანასკნელის გარდა. დღესითვის ის გადაცემულია პასუხისგებაში დაუდავარი მკვლელობისათვის 15 შემთხვევაში. მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემაზე, როგორ შეიძლება , რომ ბავშვები ავაცილოთ ამ დიდ უბედურებას. არის ეს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა რასაც ისინი განიცდიან? რამდენადაც მატერიალურად არცერთ ჩამოთვლილთაგანს არაფერი აკლდათ. პ.ს. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, თუ რამდენად განხილულია ამოკის ფენომენი . არის ეს ფსიქიური დაავადება და თუ კი, როდის ყალიბდება, აქვს თუ არა მას წინა პირობები თუ მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებაა. მადლობა წინასწარ. |
Iona |
Mar 25 2009, 04:36 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
მე მეგონა მსგავსი მოვლენები მარტო ამერიკაში ხდებიდა - გერმანიის შესახებ პირვლეად შევიტყვე.
სავარაუდოდ მთლიანად საზოგადოების უგულობის ბრალია რომ მასში მყოფი, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით მაინც , ნორმალური ადამიანები ასე სასტიკად ბოროტდებიან. სხვა ხელშემწყობი ფაქტორი ისაა რომ იარომ თოფ -იარაღი ადვილად იშოვება. თვითმკვლელობის შანსები მაგალითAდ ისეთ ოჯახებში უფორო მეტია სადაც არის იარაღი. ისე კი მსგავს შემთხვევებში ძნელია დემონური გავლენაც რომ არ აგინიშნოს , თანაც როდესაც თვითმკვლელობით ამთავრებს ადამიანი მთელ ამ ხოცვა ჟლეტას. რადგანც როგორც მამები ზერენ ყოველი აზრი თვითმკვლელობის შესახებ დემონისგანაა , რადგანც ის არის კაცისმკვლელი დასაბამიდან. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
guest |
Mar 25 2009, 04:47 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Iona
ციტატა სხვა ხელშემწყობი ფაქტორი ისაა რომ იარომ თოფ -იარაღი ადვილად იშოვება. გერმანიას რაც შეეხება, მეტად მკაცრი კანონებია ამ მხრივ. ამერიკაში მგონი უფრო მარტივადაა ეს საქმე. ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან. სამივე შემთხვევაში, რაც მე ჩამოვწერე , რაღაც "შურისძიება" უფრო ჩანს. მაგალითად ერფრუტში ის ყმაწვილი გარიცხულ იქნა ადრე გიმნაზიიდან, მივიდა და დაწყვიტა ამის გამო. ამოკის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ხოცავენ სრულიად "უდანაშაულოებსაც". პ.ს. საქართველოში ყოფილა მსგავსი შემთხვევები? პ.ს.ს. გერმანიაში წელი არ გავა , რომ არ გამოაცხადონ წელიწადში ერთხელ მაინც ოჯახისწევრების დახოცვა მამის ან დედის მიერ. 2 კვირის წინ კიდევ კაცმა მოკლა ცოლი, შვილი , ხოლო გოგო შვილი 8 წლის გაექცა , მძიმედ არიან დაჭრილნი უფროსი ვაჟი და მისი მეგობარი. ეს შემთხვევები ძალიან ხშირია აქ, ძირითადი მოტივი ეჭვიანობაა : არც შენ, არც მე ! ხოცავენ შვილებსაც . ხშირად ბოლოს თავს იკლავენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომ არ იკლავენ, მაგრამ ნებაყოფილებით ბარდებიან პოლიციას . |
ქევანა |
Mar 25 2009, 04:48 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ამოკი დაახლოებით ის ხო არაა, გონება რომ გადაეკეტებათ და რომ ვერ აზროვნებენ რას ჩადიან?
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Mar 25 2009, 04:50 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქევანა
ციტატა ამოკი დაახლოებით ის ხო არაა, გონება რომ გადაეკეტებათ და რომ ვერ აზროვნებენ რას ჩადიან? რაღაც რომ ეკეტებათ, ეს ცხადია. მაგრამ როგორც ჩანს მშვენივრად აზროვნებენ მანამდე, თუნდაც სცენარის გააზრება, იარაღის შოვნა და მსგავსები.მოუმზადებელი არცერთი არ არის. ანუ გარკვეული მიზანია ეს მათი, აღსრულებამდე რაღაც დროის განმავლობაში მაინც. |
Iona |
Mar 25 2009, 04:59 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან. მემგონი ძირითადად მასეთი საკუთარ თავში ჩაკეტილი გულჩათხრობილი ბავშვები "ჭედავენ" - ჩამოკიდებს გარშემო ხალხი ნიუდაჩნიკის იარლიკს და .... შედეგად დეპრესიაა, მარტოობა ,გარიყულობა , ყველა ვერ გიტანს, სიცარიელეა, იგრუზება იბოღმება კომპლექსდება ადამიანი და ძაან თუ გაბოროტდა მერე ხდება მსავსი უბედურებები ...... ციტატა ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან. რომელიმე მათგანს რო ცოტა გაეგიმა მაინც იმ უბედურისთვის ვინ იცის ხო შეიძლება რომ არ ამოხოხცა ამდენი ხალხი მარა .... -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
guest |
Mar 25 2009, 05:02 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Iona
ციტატა რომელიმე მათგანს რო ცოტა გაეგიმა მაინც იმ უბედურისთვის ვინ იცის ხო შეიძლება რომ არ ამოხოხცა ამდენი ხალხი მარა .... მთელი გადაცემების სერია მიდის ახლა ამ ამბავთან დაკავშირებით და ექსპერტებიც მაგას ამბობენ: რომელიმეს მიეღო, სითბო ეჩვენებინა |
Ismail |
Mar 25 2009, 05:14 PM
პოსტი
#8
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შტეფან ცვაიგს აქვს ერთი კარგი მოთხრობა. "ამოკი" ჰქვია. სწორედ ამ დაავადებით შეპყრობილ კაცზეა.
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest |
Mar 25 2009, 05:20 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Ismail
ციტატა შტეფან ცვაიგს აქვს ერთი კარგი მოთხრობა. "ამოკი" ჰქვია. სწორედ ამ დაავადებით შეპყრობილ კაცზეა. ხო, ის სიყვარულით გამოწვეულია. ექიმია მგონი, თავისი საყვარელი პაციენტი ქალის საიდუმლოს შენახვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს რომ აკეთებს. ძალიან საინტერესო ნოველაა, როგორც ცვაიგს სჩვევია ხოლმე. |
Ismail |
Mar 25 2009, 05:23 PM
პოსტი
#10
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Ismail ხო, ის სიყვარულით გამოწვეულია. ექიმია მგონი, თავისი საყვარელი პაციენტი ქალის საიდუმლოს შენახვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს რომ აკეთებს. ძალიან საინტერესო ნოველაა, როგორც ცვაიგს სჩვევია ხოლმე. ისე, ჩემი ვარაუდით, გერმანიაში იმიტომ ხდება ასეთი რამ ხშირად, რომ გერმანელები ალბათ ყველაზე უფრო მეტად არიან რობოტად ქცეულები, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. და ზოგიერთი ადამიანი ვერ უძლებს ცხოვრების ასეთ ცივ და ავტომატიზებულ წესს და ამოკი ემართება. შეიძლება ვცდები... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest |
Mar 25 2009, 05:28 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Ismail
ციტატა შეიძლება ვცდები.. ცდები, ისმაილ, ანუ იმაში ცდები რომ რობოტებად იქცნენ გერმანელები ერთ-ერთი ყველაზე თბილი და გულიანი ხალხია ევროპაში. სწორედ რომ გერმანიაში ნაკლებია ეს შემთხვევები. მთავარი ის არის, რომ დიდი ბოროტებაა ამის დასაბამი... შურისძიება კიდევ ჯანდაბას, მაგრამ სრულიად უცხო და უდანაშაულო ხალხის ჟლეტა ეს უკვე ავადმყოფობაა... პ.ს. არ ვამართლებ შურისძიებით მკვლელობას ცხადია, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იქ მოტივი ნათლად ჩანს, სამიზნეც ჩანს და სურვილიც. |
Ismail |
Mar 25 2009, 05:44 PM
პოსტი
#12
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
staywhite
Ismail მთავარი ის არის, რომ დიდი ბოროტებაა ამის დასაბამი... შურისძიება კიდევ ჯანდაბას, მაგრამ სრულიად უცხო და უდანაშაულო ხალხის ჟლეტა ეს უკვე ავადმყოფობაა... პ.ს. არ ვამართლებ შურისძიებით მკვლელობას ცხადია, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იქ მოტივი ნათლად ჩანს, სამიზნეც ჩანს და სურვილიც. საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Iona |
Mar 25 2009, 06:17 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ისე, ჩემი ვარაუდით, გერმანიაში იმიტომ ხდება ასეთი რამ ხშირად, რომ გერმანელები ალბათ ყველაზე უფრო მეტად არიან რობოტად ქცეულები, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. და ზოგიერთი ადამიანი ვერ უძლებს ცხოვრების ასეთ ცივ და ავტომატიზებულ წესს და ამოკი ემართება არა გერმანელები ჯიგრები არიან როგორც წესი .... ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე, სადმე არის კინო რომ ვინმეს ხოცავდნენ? ზოგადად მორალური სტანდარტები დაბლა ეცემა როდესაც მუდმივად უცქერ სიბინძურეს და უბედურებას ეკრანიდან გული ნელ ნელა იწყებს ბოროტის თანაგრძნობას, ალბათ მაგიტომაც არის რომ , 1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
guest |
Mar 25 2009, 06:30 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე, Iona მაგაზეც იყო საუბარი : მის კომპიუტერზე ნახეს კომპიუტერული თამაშები, რომლებიც 18 წლიდან დაიშვება (17-ის იყო) , ძალადობა და ა.შ. თუმცა, ჩემი აზრით კრიტერიუმად ვერ დავადგენთ კომპ.თამაშების ზეგავლენას. რამდენადაც უამრავი თამაშობს და ყველა არ "გიჟდება". თუმცაღა ისიც მიმაჩნია , რომ რაღაც როლს თამაშობენ, თუნდაც გამოცდილების მიღებაში . |
guest |
Mar 26 2009, 12:27 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Ismail
ციტატა საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა? მე არა და ჩემს მერე თუ იყო რაიმე, ეგ არ ვიცი. ოჯახის წევრების მკვლელობები გამიგონია, მაგრამ ამოკური არა. ბევრი მოზარდი აფანატებს მათ, ინტერნეტიდან ღებულობს რა მათ შესახებ ინფოს, მათ დაწერილ წერილებს, მათ პროტესტს, სიძულვილს გარემოს მიმართ და გერმანელი ფსიქოლოგების აზრით სწორედ ამერიკული გავლენაა გერმანაში მომხდარი ბოლო ინციდენტები. |
likka |
Mar 26 2009, 02:38 PM
პოსტი
#16
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
მე ფილმი მაქვს ნანახი ამ სახელწოდებით, თუ არ ვდები შტეფან ცვაიგის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. შავ-თეთრი ფილმია, მუნჯი, მაგრამ თემაა სულ სხვაა იქ, მკვლელობა არ მახსოვს
-------------------- ეჰ...
|
guest |
Mar 26 2009, 02:44 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
likka
იქ არცაა მკვლელობა ამ თვალსაზრისით, უბრალოდ ქალის კუბოს ჩაყვება ზღვაში ანუ თავს მოიკლავს . |
ქევანა |
Mar 26 2009, 07:29 PM
პოსტი
#18
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა? მასობრივი ჩაცხრილვის არა მაგრამ ამის მსგავსი კი: კლასელის მოკვლა, მცირეწლოვანთა ქუჩური გარჩევები და ა.შ. :| ეს არის უსიყვარულობის, შეუგნებლობის შედეგი, როცა ადამიანი (უმეტესობა მაინც) დააფასებს არა მარტო თავის სიცოცხლეს, არამედ მოყვასის სიცოცხლესაც, მერე იქნებ შემცირდეს ასეთი შემთხვევები - ეს ჩემი აზრით :) |
guest |
Apr 1 2009, 04:48 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქევანა
ციტატა ეს არის უსიყვარულობის, შეუგნებლობის შედეგი, მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ რამდენიმე ფსიქოლოგია ამ ფორუმზე და არავის შემოუხედავს ჯერ აქ , რომ რაიმე მეცნიერულად დაწერონ. სოცილაურ პირობებს რაც შეეხება, გავიმეორებ რომ უმრავლესობა მათგანი საზოგადოების მარალი ფენის წარმომადგენელი ოჯახებიდან იყვნენ. ეს რატომღაც მახასიათებლად მიმაჩნია მე უკვე და რა ვიცი... |
ქევანა |
Apr 1 2009, 08:58 PM
პოსტი
#20
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ფსიქოლოგებს მეც ველოდები აქ
ციტატა უმრავლესობა მათგანი საზოგადოების მარალი ფენის წარმომადგენელი ოჯახებიდან იყვნენ. იცი, რას დავუკვირდი? უმეტეს შემთხვევაში რევოლუციონერები და გზიდან გადამხვევები, ისევ და ისევ მაღალი (ან შეძლებული) წრიდან გამოსული ადამიანები არიან.. იგივე ჰიპები, ... თუ სწორად მახსოვს, ძალიან ბევრი შეძლებული ოჯახიდან იყო.... თუმცა მე ამას განმსაზღვრელ მახასიათებლად ვერ ჩავთვლი, კიდევ სხვა რაღაცა უნდა იყოს მანდ... ოჯახი + სამეგობრო წრე (ან საზოგადოება), აი ეს ორი ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს ადამიანის გონებაზე და მერე ამ ადამიანში ბუნებრივად მოცემული ნიჭიც კი ვეღარ ცოცხლობს.. ალბათ საკითხი ასე უნდა დაისვას: რა აყალიბებს პიროვნებას? როცა ბავშვი იზრდება კრიმინალურ გარემოში, შესაძლებელია თუ არა მისგან კარგი ადამიანი გამოვიდეს? - ესაა კითხვა რომელიც მე დიდი ხანია მაწვალებს.... ამ მომენტში ვფიქრობ რომ შესაძლებალია, მაგრამ არ ვიცი როგორ, რა ხერხებით.. ყოველ შემთხვევაში დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას, მოთმინებას მოითხოვს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 12:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი