IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საეკლესიო სამართლის წყაროები ნიკეის, I კრებამდელ პერიოდში
კანონისტი
პოსტი Apr 25 2007, 05:54 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეს არის ჩემი I სასემინარო თემა თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტურაში

მგონი დაგაინტერესებთ....

(აქ არ არის მოცემული სქოლიოები, ანუ მითითება ავტორების შესახებ)


შ ე ს ა ვ ა ლ ი


წარმოდგენილი ნაშრომი ეხება საეკლესიო სამართლის წყაროებს ნიკეის I მსოფლიო კრებამდელ პერიოდში, ანუ ქრისტეს შობიდან 33-325 წწ.

ცნობილია, რომ ეს პერიოდი თითქმის მოიცავს (33-315 წ.) ეკლესიის დევნილობის პერიოდს, როდესაც რომის ეკლესიასა და მის შემოგარენში სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით იდევნებოდა ქრისტიანული ეკლესია და ქრისტიანები. ამავე დროს, ეს პერიოდი განსაკუთრებულია იმითაც, რომ სწორედ ამ დროს დაიწერა ქრისტიანთა სასჯულმდებლო წიგნი – ახალი აღთქმა. ზემოხსენებული სიტუაციიდან გამომდინარე და განსხვავებით შემდგომი პერიოდისაგან ეკლესია მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, რომ დაედგინა სამართლის ნორმები და ეზრუნა საკანონმდებლო საქმიანობისათვის, თუმცაღა, ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებანი დღის წესრგიში მაინც აყენებდნენ გარკვეული სამართლებრივი რეგულირების საკითხებს. აქედან გამომდინარე, ეკლესიის დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ, რომ ეს ნაკლოვანებანი შეევსოთ და ქრისტიანები უზრუნველყოფილი ჰყოლოდათ გარკვეული მომწესრიგებელი ნორმებით.

საეკლესიო სამართლის შესწავლის თვალსაზრისით ამ პერიოდის წყაროების შესწავლა რამდენიმე მიმართულებით არის აქტუალური. უპირველესად იმით, რომ, როგორც ვახსენეთ, ხსენებული პერიოდი არ გამოირჩევა სასულიერო მოღვაწეთა აქტიური საკანონმდებლო საქმიანობით. ხშირ შემთხვევაში საეკლესიო სამართლის წყაროდ არასამართლებრივი – დოგმატური ან დიდაქტიკური ხასიათის ძეგლები გვევლინება, რაც იწვევს კანონისტთა ინტერესს საეკლესიო ცხოვრების თითოეული მომწესრიგებელი ნორმის გამოკვეთისა თუ დადგენის თვალსაზრისით. ამავე დროს, საინტერესოა ისიც, რომ საეკლესიო სამართლის მკვლევარისათვის მნიშვნელოვანია იმ საფუძვლების ცოდნა, რასაც შემდგომში დაეფუძნა მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები. როგორც აღვნიშნეთ, ნიკეის კრებამდელ პერიოდშია შექმნილი ახალი აღთქმა, რომელიც უმთავრესი წყაროა საეკლესიო სამართლისათვის.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა წმინდა გადმოცემა _ ეკლესიის ტრადიცია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა წერილის თანასწორია და იგი გადმოსცემს დოგმატური სწავლებებისა თუ კანონიკური საკითხების ყოველდღიურ ყოფაში გამოყენების წესს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა გადმოცემა ამ პერიოდისათვის ძირითადად ზეპირად არსებობდა და ზეპირადვე გადაეცემოდა საეკლესიო იერარქიის შემდგომ თაობებს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გადმოცემის ჩაწერაც ამ პერიოდიდან იწყება.

ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ოფიციალურად შეწყდა ეკლესიის დევნა, მოწვეულ იქნა ორი მართალია ადგილობრივი, მაგრამ შემდგომში მნიშვნელობით მსოფლიო კრებებთან გათანაბრებული ანკვირიისა და ნეოკესარიის კრებები, რომლებსაც ხსენებული პერიოდის განხილვისას გვერდს უვლიან საეკლესიო სამართლის მკვლევარები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკეის I კრებამდელი საეკლესიო სამართლის წყაროების კვლევის ამ აქტუალობამ გამოიწვია ჩვენი ინტერესი, რომ შეგვესწავლა საეკლესიო სამართლის წყაროები სწორედ რომ ამ პერიოდისათვის.

შესაბამისად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ გამოკვლევა გვეწარმოებინა იმ მიმართულებით, რომ გვეჩვენებინა ამ პერიოდში შექმნილი საეკლესიო სამართლის თითოეული ძეგლის შექმნის წინაპირობა, ავტორი, სტრუქტურული შემადგენლობა, მნიშვნელობა ეკლესიისათვის როგორც იმ, ისევე თანამედროვე ეპოქაში, აგრეთვე მოგვეხმო მნიშვნელოვანი ნორმები თითოეული მათგანიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე კვლევისას ვისარგებლეთ ძირითადად ისტორიულ-დოგმატური მეთოდით.

ნაშრომი შედგება შესავლის, შემოკლებების, ძირითადი ნაწილის, დასკვნისა და გამოყენებული ლიტერატურისაგან. ძირითადი ნაწილი იყოფა ხუთ თავად. პირველში განხილულია საეკლესიო სამართლის წყაროები ზოგადად და, აგრეთვე, ნიკეის I მსოფლიო კრებამდელი პერიოდის მოკლე ისტორიული დახასიათება. დანარჩენ ოთხ თავში გაერთიანებულია საეკლესიო სამართლის წყაროები თემატური ნიშნით: II თავში _ წმინდა წერილი და გადმოცემა, III თავი _ მოციქულთა სწავლებანი და კანონები, IV თავი _ ადგილობრივი კრებების კანონები და V თავი _ ეპისტოლარული კანონები.


I. საეკლესიო სამართლის წყარობი


1. საეკლესიო სამართლის წყაროები და მათი არსი


უშუალოდ საეკლესიო სამართლის წყაროებზე საუბრის წინ მცირედით შევეხოთ თავად საეკლესიო სამართლის არსს.

საეკლესიო სამართალი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც იმ ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიის წევრებს შორის და მათ ურთიერთობას თავად ეკლესიასთან, აგრეთვე განსაზღვრავს საეკლესიო იერარქიის ფორმირების წესს. `საეკლესიო კანონი არის საეკლესიო მოწყობის, მისი მართვის, სახარებისა და სამოციქულო სწავლების ზნეობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე საეკლესიო იერარქიის, მღვდელმსახურთა და თითოეული ქრისტიანის მოვალეობათა განწესი~. მისი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, დაადგინოს მოქმედი საეკლესიო სამართლის ფორმირების ისტორიული პროცესი, მეორე მხრივ, იმ კანონთა დოგმების გადმოცემა, რომლებიც ეფუძნება ეკლესიის უძველეს _ მოციქულთა, მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა კანონებს, მესამე მხრივ, ადგილობრივ ეკლესიათა თანამედროვე სამართლის გადმოცემა, ხოლო მეოთხე მხრივ, მოქმედი საეკლესიო მოწყობის კრიტიკულ ანალიზი, რომლის კრიტერიუმად აღებულ უნდა იქნეს როგორც უძველესი კანონები, ასევე თანამედროვე ცხოვრების რეალიები და მოთხოვნები.

ამრიგად, საეკლესიო სამართალი არის ეკლესიის მოქმედი სამართალი, რომლის მეშვეობითაც ეკლესია წარმართავს თავის ცხოვრებას. საგულისხმოა, რომ არაერთი ქრისტიანული დოგმატი სწორედ რომ საეკლესიო კანონებით არის დამტკიცებული მსოფლიო კრებებისა თუ ადგილობრივი კრებების მიერ, რომლებიც შემდგომში გაიზიარა ქრისტეს ეკლესიამ, როგორც დოგმატური სწავლება.

შევეხეთ რა საეკლესიო სამართალს მეცნიერების კუთხით, შეგვიძლია უკეთ გავიაზროთ საეკლესიო სამართლის წყაროების არსი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ეკლესია არა მხოლოდ დაფუძნებულია თავად ქრისტეს მიერ, არამედ იგია ქრისტეს სხეული და მაცხოვარია მისი თავი, რომელიც უხილავად მართავს მას საღვთო ნების შესაბამისად. მართლმადიდებლური სწავლებით მიღებულია, რომ ყოველი კანონი, რომელიც მიიღება საეკლესიო კრების მიერ, არ წარმოადგენს კონკრეტული პირის ან პირთა წრის მოსაზრებას ან კერძო აზრს, არამედ საეკლესიო კრების მიერ კანონის შემუშავების პროცესში უხილავად მოქმედებს სულიწმიდის მადლი და ამდენად, კრება გადმოსცემს საღვთო ნებას, განუცხადებს საღვთო ნებას ადამიანებს. აქედან გამომდინარე, შეგვძლია დავასკვნათ, რომ `საეკლესიო სამართლის წყარო არის საღვთო ნება~.

დეკანოზ ვლ. ციპინის მოსაზრებით, საეკლესიო სამართლის წყარო არის არამხოლოდ წმინდა წერილი, წმინდა გარდამოცემა და კანონიკური ნორმები, არამედ ჩვეულებები და ავტორიტეტულ კანონისტთა მოსაზრებები. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საეკლესიო სამართლის ზემოაღნიშნული წყაროები ერთგვაროვანი არ არის.

წმინდა წერილში მოიაზრება როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმა. ძველი აღთქმის მოქმედების ფარგლებს ახალი აღთქმის ეკლესიაში ამ ნაშრომის ცალკე ქვეთავი ეძღვნება, თუმცა აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ძველი აღთქმა სრულად აღარ მოქმედებს ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, მასში მოქმედია მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ახალი აღთქმის სულს და არ გულისხმობს ერის მომზადებას მესიის შესახვედრად.

წმინდა გარდამოცემა (გადმოცემა) უაღრესად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრებისათვის, ვინაიდან მრავალი ქრისტიანული დოგმატი ქრისტიანებს გვემცნო გადმოცემის მიხედვით. გადმოცემა განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში: იმისათვის, რომ ეკლესიის განწესება და საიდუმლოებანი დაფარული ყოფილიყო გარეშეთათვის, განსაკუთრებით კი დევნილობის პერიოდში, იგი არ იწერებოდა, არამედ ზეპირად გადაეცემოდა ქრისტიანულ თემებში. ხოლო მას შემდეგ, რაც ეკლესიის დევნა შეწყდა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადმოცემა ჩაწერილ იქნა და დღეს ისინი წერილობითი სახით არსებობს. უმრავლესი მათგანი კი მიღებულ იქნა მსოფლიო კრებების მიერ ან გადმოცემულ იქნა ეკლესიის ავტორიტეტულ მოძღვართა ნაწერებში. სწორედ ამიტომ, საეკლესიო წყაროების შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესია წმინდა გარდამოცემის ცოდნა და შესწავლა.

საეკლესიო კანონები ეწოდება მსოფლიო ან ადგილობრივი კრებების მიერ მიღებულ კანონებს. ამ ნაწილში შეგვიძლია მოვიაზროთ ეკლესიის დიდ მოღვაწეთა ის ეპისტოლეებიც, რომლებიც შემდგომში შეტანილ იქნა დიდ სჯულისკანონში და საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როგორც ეკლესიის მოქმედი სამართლის განუყოფელი ნაწილი.

ამდენად, დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საეკლესიო სამართლის წყარო არის საღვთო ნება და ეკლესია სამართალშემოქმედებით საქმიანობას წარმართავს უფლის განგებულების შესაბამისად.


2. ნიკეის I კრებამდელი პერიოდის მოკლე დახასიათება

ნიკეის I კრებამდელი პერიოდი ისტორიული თვალსაზრისით შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად:
ა) მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდი (33-110);
ბ) ეკლესიის დევნილობის პერიოდი (110-313);
გ) ქრისტიანთა შეწყნარების პერიოდი (313-325).

მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდის დასაწყისად შეგვიძლია ავიღოთ სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე, როდესაც დაარსდა ქრისტეს ეკლესია. ეს თარიღი საეკლესიო წრეებში მიღებულია, რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 33 წელი, მაცხოვრის ამაღლებიდან 50-ე დღე, დასასრულად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ უფლის ბოლო მოციქულის _ წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხორციელი აღსასრულის თარიღი _ 110 წელი ქრისტეს შობიდან .

ქრისტეს შობიდან პირველი საუკუნე უმნიშვნელოვანესი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ჩამოყალიბების პროცესში. ამ პერიოდში დაიწერა მთელი ახალი აღთქმა წმ. სახარებებიდან მოყოლებული იოანეს გამოცხადებით (ე.წ. `აპოკალიფსი~) დასრულებული, მათ შორის მოციქულთა ის ეპისტოლეები, რომლებიც არ იქნენ შეტანილი ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა რიცხვში.

ამ პერიოდში შედგა მოციქულთა კრება (51 წ.), რომელიც ეკლესიის ისტორიაში ცნობილია იერუსალიმის კრების სახელით. ამ კრებამ დასაბამი დაუდო ეკლესიისათვის სასიცოცხლო საკითხებზე საეკლესიო კრებების მოწვევას. ამ კრების შესახებ ჩანაწერი არის თავად წმინდა წერილში, კერძოდ _ მოციქულთა საქმეებში.

მოციქულებმა ძირითადად განიხილეს წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთა შორის მოსეს რჯულის გავრცელებისა და მოქმედების საკითხი. ამ კრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმით, რომ ეკლესიის უმაღლეს საკანონმდებლო და სჯულმდებელ ორგანოდ დადგინდა კრება. მოციქულთა შეკრება იერუსალიმში `იქცა მაგალითად იმისა, რომ ეკლესიის უმნიშვნელოვანესი საკითხები ყოველთვის კრებას უნდა გადაეწყვიტა~.

ამ პერიოდს განეკუთვნება აგრეთვე სწავლება ერისა ათორმეტთა მოციქულთა მიერ, რომელიც ცნობილია `დიდაქე~-ს სახელწოდებით.

მოციქულებს მიეწერება აგრეთვე დიდი სჯულისკანონის პირველი ნაწილი _ მოციქულთა 85 კანონი. იგი უშუალოდ მოციქულთა მიერ არ არის ჩაწერილი, თუმცა ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც მოციქულთა კანონები, რამდენადაც შედგენილია 12 მოციქულის სწავლებების შესაბამისად.

საეკლესიო სამართალი იცნობს აგრეთვე მოციქულთა განწესებებს, რომელიც არ არის შეტანილი ნომოკანონის კორპუსში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია იგი განვიხილოთ, როგორც ეკლესიის პირველი საუკუნეების სამართლის წყარო.

ეკლესიის დევნილობის პერიოდის დასაწყისია უფლის უკანასკნელი მოციქულის ხორციელი აღსასრული _ 110 წელი ქრისტეს შობიდან, ხოლო დასასრულად შეგვიძლია მივიჩნიოთ 313 წელი _ იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ მილანის ედიქტის გამოცემა, რომლის შესაბამისადაც იმპერიაში შეწყდა ქრისტიანთა დევნა და მათ მიეცათ საშუალება დაუბრკოლებლად შეესრულებინათ ღვთისმსახურება და ეღიარებინათ საკუთარი მრწამსი.

ეკლესიის დევნა უწყვეტი არ ყოფილა. იგი დამოკიდებული იყო იმპერატორებზე, რომლებიც, საკუთარი შეხედულებებისდა შესაბამისად, შეასუსტებდნენ ან გააძლიერებდნენ ხოლმე ქრისტიანთა დევნას. ამ პერიოდამდე მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე ეკლესიის 12-დან 11-მა მოციქულმა (გარდა იოანე ღვთისმეტყველისა), ხოლო ამ პერიოდში _ ეკლესიის ბევრმა დიდმა მნათობმა.

სჯულისკანონში შესული სამი ეპისტოლარული კანონი, რომლებიც შეიქმნა ამ პერიოდში ეკუთვნით დიონისე ალექსანდრიელს, გრიგოლი ნეოკესარიელ საკვირველმოქმედსა და პეტრე ალექსანდრიელს. საგულისხმოა, რომ სამივე დევნილობას განიცდიდნენ რომის იმპერიისაგან, და ორმა მათგანმა მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
ქრისტიანთა შეწყნარების პერიოდი იწყება მილანის ედიქტიდან (313 წ.) და სრულდება ნიკეის I მსოფლიო კრების მოწვევამდე (325 წ.), როდესაც საერთოდ სრულდება ქრისტეს ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი _ ნიკეამდელი პერიოდი.

ამ პერიოდში მოწვეულ იქნა ორი ადგილობრივი კრება _ ანკვირიისა (314 წ.) და ნეოკესარიისა (315 წ.). მათ მიერ მიღებული კანონები შეტანილ იქნა სჯულისკანონის კორპუსში.

წინამდებარე ნაშრომის ძირითად ნაწილში ცალ-ცალკეა განხილული წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა, მოციქულთა მიერ შექმნილი სწავლებანი და კანონები, ადგილობრივ კრებათა კანონები და ეპისტოლარული კანონები. აღნიშნულის უმეტესი ნაწილი შეტანილია სჯულისკანონში და ეკლესიის მიერ დღესაც ოფიციალურად ითვლება მოქმედ საკანონმდებლო ძეგლებად და შესაბამისად, საეკლესიო სამართლის წყაროებად. სამწუხაროდ, ნაშრომში არ არის განხილული ის სავარაუდო სამართლის წყაროები, რომლითაც შესაძლოა ხელმძღვანელობდა ეკლესია პირველ საუკუნეებში, მაგრამ იგი შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო ამოღებულ იქნა გამოყენებიდან. ეს საკმაოდ დიდ სამეცნიერო მოღვაწეობას მოითხოვს და ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს.



II. წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა


1. მოსეს სჯულის მოქმედება


ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბებისთანავე დღის წესრიგში დადგა ორი საკითხი. ერთი იმის შესახებ, თუ რა მოქმედების ძალა რჩებოდა მოსეს სჯულს, ხოლო მეორე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ახალი აღთქმის ეკლესიაში ზნეობრივი, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხები. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ დადგა მას შემდეგ, რაც ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინეს წარმართობიდან მოქცეულმა ადამიანებმა, რომელთათვის უცხო იყო მოსეს სჯული და აღთქმული მესიის მოლოდინი.

ქრისტიანად მონათლულ ებრაელთა შორის მოსეს სჯული, განსაკუთრებით სჯულდების, ზნეობისა და აკრძალვების ნაწილში შეუზღუდავად მოქმედებდა. შეიცვალა მხოლოდ ის ნორმები, რომელთა შესახებ მითითება პირდაპირ იყო ახალ აღთქმაში . ამასთან, გაუქმდა ის ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ერის მომზადებას აღთქმული მესიის შესახვედრად.

თეოლოგთა და კანონისტთა მიერ ცალსახად არის აღიარებული, რომ ძველი აღთქმის აკრძალვათა და ვალდებულებათა უმთავრესი კანონი _ ათი მცნება შეუზღუდავად მოქმედებს ახალი აღთქმის ეკლესიაშიც.

წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანებისათვის მოციქულთა მიერ დადგინდა, რომ წინასწარმეტყველ მოსეს დროინდელი აკრძალვებიდან მოქმედებდა იმ პერიოდში ერთობ გავრცელებული ნაკერპალის ჭამისა და მრუშების აკრძალვა. საინტერესოა, რომ როგორც ძველი ქრისტიანული ნაწერებიდან ირკვევა, ზემოხსენებულთან ერთად იკრძალებოდა კერპთმსახურება და მკვლელობა.

ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში მოქმედი ძალა შეინარჩუნა, აგრეთვე, მოსეს დროინდელმა ნორმებმა მეათედის შეწირვის, მევახშეობის აკრძალვის, ერთი დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის აკრძალვის, მტკიცებულებისათვის ორი ან სამი მოწმის ჩვენების მოთხოვნისა და სხვათა შესახებ. ახალი აღთქმის თანახმად, მართალია, გაუქმდა ძველი აღთქმისეული მრავალი ინსტიტუტი, მაგრამ მათ დაეფუძნა ქრისტეს ეკლესიის ანალოგიური ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად მღვდლობა.

საგულისხმოა, რომ პირველ საუკუნეებში მოქმედი მოსეს სჯულის არაერთი ნორმა ახალი აღთქმის ეკლესიაში სანაცვლოს შექმნის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს ძალას, განსაკუთრებით ეს ეხება სამართლებრივ საკითხებს, თუმცა ძველი აღთქმის დოგმატური და საღვთისმსახურო არაერთი დებულება დღესაც შეუზღუდავად მოქმედებს.


2. წმ. სახარება
წმინდა სახარება, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ოთხთავს და დაწერილია მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მოციქულების მიერ. პირველ საუკუნეებში არსებული სხვადასხვა სახარებისეული ტექსტებიდან მოციქულთა 85-ე კანონით დადგინდა კანონიკური წიგნების ნუსხა და დამტკიცებულ იქნა ზემოაღნიშნული წიგნების კანონიკურობა.

წმინდა სახარება სარწმუნოებრივი წიგნია, იგი გადმოსცემს ქრისტიანული რელიგიის ძირითად მიმართულებებს, მოძღვრების საფუძვლებს. შესაბამისად, მასში იშვიათია ცალსახად გამოკვეთილი სამართლებრივი ნორმები, თუმცა, ასეთებსაც არაერთ ადგილზე ვხვდებით. კანონიკური სამართლის ნორმები ეფუძნება სახარებისეულ დებულებებს, უფლის სიტყვებს, იზიარებს ქრისტიანული სარწმუნოების სულს. ამდენად, საეკლესიო სამართლის უმთავრესი წყარო _ წმინდა სახარება არაერთ შემთხვევაში თავად წარმოადგენს კანონიკური ნორმების წყაროს.

მოსეს სჯულზე საუბრისას ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სახარების ტექსტში არაერთგან ვხვდებით ძველი აღთქმის ნორმების გაუქმების შესახებ ჩანაწერებს. შესაბამისად, წმ. სახარება ამ გზით ქრისტეს ეკლესიისათვის ადგენს ახალ სამართლებრივ ნორმებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ძველ აღთქმაში დასაშვები იყო ცოლის გაშვება. ამისათვის მეუღლეს უნდა მიეცა გაყრის წერილი . ქრისტე მაცხოვარი კი ბრძანებს: `ხოლო მე გეტყÂ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თÂსი თÂნიერ სიტყÂსა სიძვისა, მან ამრუშა იგი~ , ანუ ამ სიტყვებით ახალი აღთქმის ეკლესიაში მეუღლეთა გაყრა ერთადერთი მრუშების გამო იქნა დაშვებული.

ცნობილია, რომ ძველი აღთქმა ერთ-ერთ სასჯელად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ჩაქოლვით. ახალ აღთქმაში ასეთი სასჯელი გაუქმდა.

სახარების არაერთ ადგილას ვხვდებით ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ შაბათ დღეს ყოვლითურთ უქმობა, ანუ როცა არცერთი საქმის კეთება არ შეიძლება, გაუქმდა და დასაშვებად გამოცხადდა კეთილი, მოყვასისათვის სასარგებლო და სულის საცხონებელი საქმის კეთება.

წმინდა სახარება განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს რაიმე დანაშაულში მხილებული ადამიანის შეწყნარება. პირველად შემცოდეს (დამნაშავეს) პირადად უნდა მოუწოდონ გამოსწორებისაკენ. კვლავ განმეორების შემთხვევაში _ ორი ან სამი ადამიანის თანდასწრებით, ხოლო კვლავაც განმეორების შემთხვევაში კრებულის (ანუ ეკლესიის) წინაშე უნდა ამხილონ. თუკი მაინც არ დაანებებს თავს დანაშაულს (ცოდვას), იგი ქრისტიანისათვის უნდა იყოს როგორც წარმართი და მებაჟე, ანუ გაძევებულ იქნეს ეკლესიიდან. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რადგან ამით არამარტო შემცოდის შეწყნარების წესი იქნა დადგენილი, არამედ ისიც, რომ კრებული, ანუ ეკლესიის კრება არის საბოლოო ინსტანცია და მისი გადაწყვეტილება აღარ ექვემდებარება ხელახალ განხილვას. ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის შემცოდის სიყვარულსაც, მაგრამ ამავე დროს განსაზღვრავს დანაშაულის განხილვის წესებს, საფუძველს უყრის საეკლესიო სასამართლოს.

ქრისტე მაცხოვარი მასთან მისულ ერთ-ერთ ებრაელ ახალგაზრდას უარს ეუბნება ქონების გაყოფის საკითხთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაზე, ხოლო პროკურატორ პილატე პონტოელთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი მეუფება არა ამსოფლისაგანია . ამ ორ ადგილას უფალი ფაქტიურად ერთიდაიმავე პრინციპს გადმოსცემს, პრინციპს იმისა, რომ ეკლესიისა და საეკლესიო სამართლის იურისდიქცია არ ვრცელდება საერო საკითხებზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრინციპია, ვინაიდან სახარების ამ სიტყვებით ქრისტიანული სარწმუნოება თავის სამართალს _ საეკლესიო სამართალს არ აცხადებს ერთადერთ მოქმედ სამართლად და იგი უშვებს მის პარალელურად საერო სამართლის არსებობასაც. ამასვე უკავშირდება მაცხოვრის სხვა მცნება _ `მიეცით კეისრისა კეისარსა, ხოლო ღმრთისა _ ღმერთსა~ . ეს სიტყვები, გარდა იმისა, რომ გადმოსცემს ზემოთმოყვანილ პრინციპს, ასევე ახდენს საერო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპს, ადგენს იმას, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეების გადაწყვეტაში.

საინტერესოა ცოდვების მიტევების ხელმწიფების გადაცემა სასულიერო პირთათვის. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი გამოეცხადა რა მოციქულებს, მათ სულიწმინდა შეჰბერა და უთხრა, რომ ამიერიდან მათ ეძლეოდათ გახსნისა და შეკვრის უფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ მათ მიერ ცოდვისაგან ამქვეყნად გახსნილი ცათა შინა, ანუ საღვთო სამსჯავროს წინაშეც გახსნილად ჩაითვლება, ხოლო მათ მიერ ამქვეყნად შეკრული _ ცათა შინა შეკრულად, ხოლო მის მიერ ჩადენილი ცოდვა _ მიუტევებლად. ამ სიტყვებით ძე ღვთისამ მოციქულებს მისცა სრული უფლებამოსილება ადამიანებისათვის ჩადენილი ცოდვების მისატევებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მოციქულების `უშუალო მემკვიდრენი და საქმის გამგრძელებელნი~ არიან ეპისკოპოსები , ეს ხელმწიფება გააჩნიათ მათ და მათი სახით _ ქრისტეს ეკლესიას.

ამდენად, წმინდა სახარება გარდა იმისა, რომ ზოგადად წარმოადგენს საეკლესიო სამართლის უმთავრეს წყაროს, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ადგენს საეკლესიო სამართლის ამა თუ იმ მნიშვნელოვან ინსტიტუტს.


3. სამოციქულო

სამოციქულოს სახელით ცნობილია ახალი აღთქმის შემდეგი წიგნები (ერთობლიობაში): მოციქულთა საქმეები და მოციქულთა ეპისტოლეები. მოციქულთა საქმეები ისტორიული შინაარსის წიგნს წარმოადგენს და მოკლედ აღწერს უფლის მოციქულების მიერ წარმართებსა და იუდეველებს შორის ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების საქმეებს. მასში, გარდა ისტორიული თხრობისა, არაერთგან ვხვდებით მოციქულთა მიერ ერის დამოძღვრის სიუჟეტებს, სადაც გადმოცემულია ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელოვანი დოგმატები, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტიანი ადამიანის მიერ შესასრულებელი წესები. ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მოციქულთა საქმეებში ვხვდებით ჩანაწერს მოციქულთა პირველი კრების გამართვის შესახებ, რომელიც იერუსალიმში შედგა.

რაც შეეხება ეპისტოლეებს, ახალ აღთქმაში შეტანილია იაკობ, პეტრე, იოანე და იუდა მოციქულების კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეპისტოლეები, აგრეთვე პავლე მოციქულის ეპისტოლეები სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებთა მიმართ. სამოციქულო, როგორც წმინდა წერილის სამოძღვრო წიგნთა კრებული, სახარების მსგავსად საეკლესიო სამართლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

მოციქულთა საქმეებში ვხვდებით სასულიერო ხარისხში დადგინების წესს: `და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა~ . აქ ჩანს, რომ სასულიერო პირად გამორჩევა კრებულის მიერ უნდა მოხდეს, აგრეთვე ისიც, რომ ხუცესად, ანუ პრესვიტერად პირის გამორჩევის შემდეგ მასზე კურთხევა უნდა შესრულდეს. ამასვე წერს პავლე მოციქული თავის მოწაფე ტიტეს (ტიტ. 1:5).

საინტერესოა, რომ პავლე მოციქული დეტალურად აღწერს, თუ რა თვისებების უნდა იყოს ეპისკოპოსი: `ჯერ-არს ეპისკოპოსისაÁ, რაÁთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღÂნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყუარულ, თÂსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თÂსისა სახლისა განგებაÁ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაÁ აგოს? ნუ ახალნერგ, რაÁთა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა, არამედ ჯერ-არს მისი, რაÁთა წამებაÁცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან~. როგორც ვხედავთ, დადებითი პირადი თვისებების გარდა აუცილებელია, რომ ეპისკოპოსობის კანდიდატს ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, უნდა ემორჩილებოდნენ შვილები და არ უნდა იყოს ახალმოქცეული.

წმ. მოციქული იქვე აგრძელებს და ჩამოთვლის უკვე დიაკონის თვისებებს: `დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღÂნისა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ. აქუსმცა საიდუმლოÁ იგი სარწმუნოებისაÁ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად და მაშინღა დიაკონობდედ~.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული პირდაპირ მოუწოდებს მრევლს _ ქრისტიანთა კრებულს, რომ დაემორჩილონ მათთვის დადგენილ წინამძღვრებს და აღნიშნავს მათ დამსახურებას ქრისტიანთა სულებისათვის.

კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში პავლე მოციქული განაწესებს მღვდელმსახურთა რჩენის მოვალეობას საეროთა მიერ. ამით ეკლესიაში დადგენილია მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხი _ მღვდელმსახურთა ანაზღაურებისა.

ქორწინება, როგორც ცნობილია, ერთ-ერთ საეკლესიო საიდუმლოს წარმოადგენს და შესაბამისად, მას გვერდს არ უვლიან მოციქულებიც. კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული განსაზღვრავს არამხოლოდ მეუღლეთა ურთიერთმოვალეობებს, არამედ შვილების მოვალეობებსაც მშობლების მიმართ.

`მოციქულთა ეპისტოლეებში დაწვრილებით არის ახსნილი სახარებისეული მოძღვრება ქრისტიანის სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების თაობაზე~ , რასაც ეხება პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (13:1-2). წმ. მოციქული აღნიშნავს, რომ ყოველი ხელისუფლება არის ღვთისგან და მის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს უფლის წინააღმდეგ გალაშქრებას. ეპისტოლეში ახსნილია აგრეთვე ისიც, თუ რატომ არის საჭირო მორჩილება მთავრობისადმი.

შემცოდესთან, ანუ ცოდვის ჩამდენთან დამოკიდებულების თაობაზე საინტერესოა პავლე მოციქულის სიტყვები: `ხუცისათÂს ნუ თავს იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწმითა, და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთასა ამხილე, რაÁთა სხუათა მათ ეშინოდის~ , `გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის~. ამ ორი ციტატის შეჯერებით, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პავლე მოციქული ადასტურებს სახარებისეულ მოძღვრებას შემცოდის შეწყნარების შესახებ და მის მიერ ჩადენილი ცოდვის მოუნანიებლობის შემთხვევაში შედეგების თაობაზე.

ცოდვათა მიტევებასთან დაკავშირებით საინტერესოა იაკობ მოციქულის კათოლიკე ეპისტოლე, რომლის თანახმადაც ეკლესიაში დაწესდა ზეთის კურთხევის საიდუმლო. წმ. მოციქული ბრძანებს, რომ სნეულს უნდა სცხონ მღვდლებმა ზეთი უფლის სახელით და რაც ცოდვა აქვს, მიეტევება . ამ გაგებით, ზეთის კურთხევის საიდუმლოს იურიდიული ხასიათი აქვს და იგი ერთგვარად ცვლის კიდევაც აღსარების საიდუმლოს .

როგორც ვხედავთ, სამოციქულო მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საეკლესიო სამართლისათვის არა მხოლოდ ნაშრომში განსახილველი პერიოდისათვის, არამედ ქრისტეს ეკლესიისათვის ყველა დროში. `მოციქულთა ნაწერებიდან ქრისტიანებმა მივიღეთ სახელმძღვანელო დებულებები სათემო-თანამდებობრივი ორგანიზაციის, საეკლესიო თანამდებობათა დასაკავებლად აუცილებელი თვისებების, ცოდვათა მიტევების, უძლურთა ზეთისცხების, ქორწინების, საოჯახო სამართლის საკითხებისა და მეუღლეთა თანაცხოვრების შესახებ~.

გავაგრძელებ.....

ჯერ ეს წაიკითხეთ tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2007, 11:28 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



წაიკითხეთ?? tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 14 2007, 11:48 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(კანონისტი @ May 15 2007, 12:28 AM) *

წაიკითხეთ?? tongue.gif



ჯერ ეს ბოლომდე წავიკითხოთ და გაგრძელება მერე laugh.gif



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 15 2007, 09:25 AM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ძალიან საინტერესოა დათო, მართალი გითხრა ნელა ვკიტხულობ, შეკითხვებიც მაქვს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 06:11 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ Apr 25 2007, 06:54 PM) *

ეს არის ჩემი I სასემინარო თემა თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტურაში

მგონი დაგაინტერესებთ....

წარმოდგენილი ნაშრომი ეხება საეკლესიო სამართლის წყაროებს ნიკეის I მსოფლიო კრებამდელ პერიოდში, ანუ ქრისტეს შობიდან 33-325 წწ.




დავით "მგონის" გარეშე... smile.gif ძალიან საინტერესოა... რაღაც კითხვებიც გამიჩნდა... unsure.gif ბოლომდე დადე რაა კაი? rolleyes.gif

ციტატა(კანონისტი @ Apr 25 2007, 06:54 PM) *

გავაგრძელებ.....

ჯერ ეს წაიკითხეთ




როდის?


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2007, 06:12 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



makuna7474
ციტატა
როდის?


რა ვიცი, ძირითადმა დაინტერესებულმა ხალხმა თუ წაიკითხეთ, გავაგრძელებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 06:16 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ May 15 2007, 07:12 PM) *

makuna7474
რა ვიცი, ძირითადმა დაინტერესებულმა ხალხმა თუ წაიკითხეთ, გავაგრძელებ


კაი დაველოდები... rolleyes.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2007, 06:22 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



4. საეკლესიო ტრადიცია

საეკლესიო ტრადიციამ ჩამოყალიბება დაიწყო თავად მოციქულთა დროიდან. წმინდა სამებისადმი ლოცვის აღსავლენად შეკრებილ ქრისტიანებს სჭირდებოდათ ერთიანი დადგენილი წესი ლოცვების კითხვის განწესის, დროის, წირვის აღვლენის თავისებურებების და მორწმუნის ყოველდღიური ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. შესაბამისად, ეკლესიისათვის ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს პირველ საუკუნეში თავად მოციქულები ქმნიდნენ, რომლებსაც შემდეგ ზეპირად ან წერილობითი სახით გადასცემდნენ ეპისკოპოსებს. ჩვენ შესავალში წმ. გადმოცემაზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ იგი შემდგომში ჩაწერილ იქნა წმინდა მამათა და მსოფლიო კრებათა მიერ, თუმცა ჩვენს მიერ განსახილველ პერიოდში იგი უმეტესწილად ზეპირად არსებობდა.

პროტოპრესვიტერ მიხეილ პომაზანსკის მიხედვით წმინდა გარდამოცემა დაცულია:
`ა) ეკლესიის უძველეს ძეგლში `წმინდა მოციქულთა კანონები~;
ბ) ადრეული ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოში;
გ) ძველ ლიტურგიებში;
დ) უძველეს აქტებში ქრისტიან მოწამეთა შესახებ;
ე) ეკლესიის ისტორიის ძველ ჩანაწერებში;
ვ) ადრეული ხანის ეკლესიის წმინდა მამათა და მასწავლებელთა ნაწერებში;
ზ) დასასრულ, თვით ეკლესიის ცხოვრების წესში.~

საეკლესიო ტრადიცია თანდათან ყალიბდებოდა ეკლესიაში. ცნობილია, რომ ეკლესიის პირველივე საუკუნეში ქრისტიანები ადიდებდნენ ყოვლადწმინდა სამებას, როგორც ერთარსებას და განუყოფელს, ლოცვისას პირით დგებოდნენ აღმოსავლეთისკენ, გამოისახავდნენ პირჯვარს, წირვისას ღვინოში ურევდნენ წყალს , ევედრებოდნენ წმინდანებს და ა.შ. უძველესი საეკლესიო ტრადიციაა სააღდგომო (ე.წ. `ორმოცდღიანი~) და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა, ნათლობის აღსრულების წესი, მირონის კურთხევა, სამღვდელო ხელდასხმა, წირვის ზოგადი განწესი, აღაპის გამართვის წესი და მრავალჯერ ჯვრისწერის აკრძალვა.

წმინდა გადმოცემა წმინდა წერილთან ერთად საფუძველია მართლმადიდებელთა სარწმუნოებისა. შესაბამისად, საეკლესიო ტრადიცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად მოიცავს წმინდა გადმოცემას, წარმოადგენს საეკლესიო სამართლის ერთ-ერთ უძველეს წყაროს, ხოლო ჩვენს მიერ განსახილველ _ ნიკეის კრებამდელ პერიოდში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა.



III. მოციქულთა სწავლებანი და კანონები


1. დიდაქე


`დიდაქე~-ს სახელით ცნობილია ქრისტიანული ეკლესიის პირველი სამოძღვრო ნაშრომი _ სწავლება ერისა ათორმეტთა მოციქულთა მიერ (გამომდინარე ბერძნული სიტყვიდან _ δδιδαχή-სწავლება). იგი სულ ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ცნობილი გახდა ქრისტიანებისათვის. საქმე ისაა, რომ დიდაქეს ტექსტი აღმოჩენილ იქნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. დეკანოზი ვლადისლავ ციპინი აღნიშნავს, რომ იგი აღმოჩენილია 1862 წელს არქიმანდრიტ ანტონის (კაპუსტინი) მიერ , ხოლო პროფ. ნ. სუვოროვის მოსაზრებით _ 1875 წელს ნიკომიდიელი მიტროპოლიტის ფილოთეოსის მიერ XI საუკუნის ხელნაწერ კრებულში. თავად დიდაქეს ტექსტი 1883 წელს გამოქვეყნდა პირველად. არსებობს რამდენიმე მოსაზრება დიდაქეს შექმნის დროსა და ადგილთან დაკავშირებით. იგი დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს II საუკუნის დასაწყისისა ან შესაძლოა I საუკუნეშიც, ხოლო შედგენილი უნდა იყოს ან ეგვიპტეში ანაც სირიაში.

დიდაქე შედგება 16 თავისაგან. მასში გადმოცემულია ქრისტიანული ზნეობისა და სარწმუნოების ძირითადი საფუძვლები. თავად დიდაქეს ტექსტი იწყება სწავლებით ორი გზის _ სიცოცხლისა და სიკვდილის გზის შესახებ. დიდაქე, მეცნიერთა მოსაზრებით, წარმოადგენდა პირველი საუკუნეების ეკლესიის უმთავრეს აქტს, რომელსაც ეფუძნებოდა იმდროინდელი ქრისტიანული თემების ზნეობრივი ცხოვრების წესი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.

დიდაქეს XI-XVI თავები გარკვეულწილად აწესრიგებს სამართლებრივ საკითხებს.

XI თავში მოცემულია ის ნიშნები, რომლის თანახმადაც მორწმუნე ქრისტიანებმა უნდა განარჩიონ ჭეშმარიტი მოციქული ან მოძღვარი, თუკი ასეთი მივა მათთან.

მე-3 წინადადების თანახმად `მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ~, ანუ ამ სიტყვებით არის მოწოდება ქრისტიანთა მიმართ, რომ მათთან მისული მქადაგებელი გაარჩიონ სახარების სწავლების შესაბამისად. დიდაქე აღნიშნავს, რომ `თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი~.

XII თავის პირველი წინადადებები გარკვეულწილად იგივე საკითხს აწესრიგებს, ანუ მოსული ადამიანის გასტუმრების წესს, თუმცა მცირედით განსხვავებით, რადგან აქ უკვე საუბარია არა მქადაგებელ, არამედ რიგით, ჩვეულებრივ სტუმარზე.

საინტერესოა მე-3 და მე-4 წინადადებები: `თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.~ აქ უკვე ქრისტიანთა შრომითი დავალდებულებაა, რომ უშრომელად არავინ არ იყოს, შრომის გარეშე არავინ ცხოვრობდნენ. ცნობილია, რომ თვით მონასტერში მცხოვრები ბერ-მონაზონნიც, რომლებიც აღთქმის თანახმად `ამ სოფელს~ განერიდნენ, ისინიც კი შრომობენ ყოველდღიურად.

დიდაქეს XIII თავი ეხება შრომის ნაყოფის განაწილების წესს. მე-3-მე-6 წინადადებების თანახმად, `რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.~ როგორც ვხედავთ, ეკლესიისადმი პირველშესაწირის გაღება ახალ აღთქმაში მცირედი ცვლილებით გადმოვიდა ძველი აღთქმიდან, აქ, როგორც ვხედავთ, არ ვხვდებით ჩანაწერს შესაწირის მთელი მოსავლის მეათედი ოდენობის შესახებ. დიდაქე ამ შემთხვევაში სარგებლობს წმინდა წერილისეული შეგონებით, რომ მთავარია არა შესაწირის ოდენობა, არამედ შემწირველის სურვილი შესაწირის გაცემისა.

XIV თავში მოცემულია ვალდებულება ყოველ კვირა დღეს წმინდა წირვის აღვლენისა. იქვეა მითითება (მე-2 წინადადება), რომ იმ ქრისტიანს, რომელიც მოძმეს ექიშპება, უფლება არ აქვს ძღვენი შესწიროს ღმერთს.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდაქეს XV თავი. აქ ვხვდებით მოწოდებას ქრისტიანთა თემებისადმი, რომ მათ დაადგინონ ეპისკოპოსები და დიაკვნები. საყურადღებოა, რომ დიდაქეში არ ვხვდებით მითითებას ხუცესთა, ანუ სამღვდელო დასის მეორე ხარისხის პირთა შესახებ, მაშინ, როდესაც, როგორც აღვნიშნეთ, სამოციქულოში ვხვდებით ხუცესთა დადგინების შემთხვევებს.

ამ თავის პირველივე წინადადების თანახმად, ეპისკოპოსები და დიაკვნები უნდა იყვნენ `ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი~, ანუ დიდაქე გვთავაზობს მისეულ დახასიათებას, თუ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი.

დიდაქეს ბოლო, XVI თავი ეძღვნება ძირითადად ესქატოლოგიურ საკითხებს, ანუ წინასწარმეტყველებას უფლის მეორედ მოსვლისა და მისი ნიშნების შესახებ. აქ საგულისხმოა მე-2 წინადადება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები ხშირად უნდა შეიკრიბონ.

დიდაქე, როგორც ვხედავთ ძირითადად აწესრიგებს ზნეობრივ საკითხებს, თუმცა ვხვდებით ორგანიზაციული შინაარსის ნორმებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ტექსტი არც ისე დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი, ძნელია იმის მტკიცება, თუ რა ტერიტორიაზე და რომელ თემებს შორის ვრცელდებოდა მისი მოქმედება და რამდენად იყო იგი სავალდებულო. თუმცა, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მოციქულთა ნაწერების ავტორიტეტი პირველ საუკუნეებში და აგრეთვე, მსოფლიო კრებების მიერ შემდგომში მიღებული კანონები, რომლებიც შინაარსობრივად გამომდინარეობენ დიდაქისგან თუ მოციქულთა სხვა სწავლებისაგან, გვაფიქრებინებს, რომ დიდაქე საკმაოდ ფართო გავრცელებისა უნდა ყოფილიყო პირველი საუკუნეების ქრისტიანთა შორის~.


2. მოციქულთა კრება იერუსალიმში

ჩვენ მცირედით უკვე შევეხეთ მოციქულთა ამ კრებას, ხოლო აქ განვიხილოთ იგი დაწვრილებით.

მოციქულთა კრება შედგა ქრისტეს შობიდან 51-ე წელს იერუსალიმში. აღსანიშნავია, რომ მოციქულები ამ კრებამდე რამდენიმეჯერ შეიკრიბნენ.

პირველად მოციქულები შეიკრიბნენ ამაღლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. კრებას ესწრებოდა 120-მდე კაცი. კრების ერთადერთი საკითხი იყო უფლის გამცემი იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მე-12 მოციქულის არჩევა. კრებას სიტყვით პეტრე მოციქულმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ მე-12 მოციქულობის ღირსი უნდა ყოფილიყო ის, ვინც მათთან ერთად მოწამე იყო მაცხოვრის ქადაგებების, მისი აღდგომისა და ამაღლების. ასეთად გამორჩეულ იქნენ ორი: იოსები, რომელსაც ბარსაბა შეარქვეს და იოსტოსი, რომელსაც შეარქვეს მატათა. ამის შემდეგ მოციქულებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს და ღმერთს შესთხოვეს ამ ორიდან ერთის გამორჩევა, ჰყარეს წილი და იგი ერგო მატათას, რომელიც ჩაირიცხა მეთორმეტე მოციქულად. ამით კრება დასრულდა.

მეორე შეკრება მოხდა აღნიშნულიდან სულ რამდენიმე დღეში, ქრისტე მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს. ამ დღეს ქრისტიანები ვზეიმობთ სულთმოფენობის დღესასწაულს, რადგან უფლის აღთქმისამებრ ამ დღეს ცეცხლის სახით გადმოვიდა სულიწმიდა მოციქულებზე და აავსო ისინი ღვთაებრივი მადლით, რის შემდეგ მათ მიეცათ ცოდნა საღვთო ჭეშმარიტების შესახებ და ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენებზე. სულთმოფენობის დღესასწაული ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ. პირველი კრების შემდეგ, მას მერე რაც სულიწმიდით აივსნენ მოციქულები, წმ. პეტრემ იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება და იმ დღეს 3000 იუდეველი მოინათლა.

მოციქულთა შემდგომი შეკრება, როგორც აღვნიშნეთ, მოხდა ქრისტეს შობიდან 51-ე წელს. კრებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მოციქულები, არამედ ქრისტიანი უხუცესები. კრებას თავმჯდომარეობდა იაკობ მოციქული, მაცხოვრის ხორციელი ძმა. კრებას ვერ ესწრებოდა წმ. იაკობ ზებედესი (იოანე მოციქულის ძმა), რომელიც ჰეროდე მეფემ მოაკვლევინა. მოციქულთა ეს კრება აღწერილია წმინდა წერილში _ მოციქულთა საქმეების მე-15 თავში.

კრების მოწვევის მიზეზად იქცა იმ პერიოდში გავრცელებული სწავლება, რომ თითქოს ახლადმოქცეული წარმართები იუდეველთა მსგავსად უნდა წინადაცვეთილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ცხონდებოდნენ. პეტრე მოციქული სიტყვით წარდგა კრების წინაშე და აღნიშნა, რომ ქრისტიანთა შორის სხვაობა არ არსებობდა და წარმართებიც და იუდეველებიც თანაბრად იყვნენ გამოხსნილი საუფლო მადლმოქმედებით, შესაბამისად წინადაცვეთა საჭირო აღარ იყო არათუ წარმართებისთვის, არამედ თვით ებრაელთათვისაც.

ამის შემდეგ, როგორც მოციქულთა საქმეებიდან ირკვევა, კრებას ბარნაბა და პავლე მოციქულებმა მიმართეს, თუმცა მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები წმინდა წერილში არ არის შეტანილი და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, თუ რა წარმოთქვეს მათ.

კრების შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა წმ. იაკობ მოციქული. მან აღნიშნა, რომ წარმართი ერების ჭეშმარიტების გზაზე შედგომა წარმოადგენდა ძველი წინასწარმეტყველებების აღსრულებას და არავის ჰქონდა უფლება, ისინი ამ გზაზე დაებრკოლებინა. წმინდა მოციქულმა კრებას შესთავაზა, რომ წარმართთაგან მოქცეული ქრისტიანებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე მოციქული (და ასეთებად გამორჩეულ იქნენ პავლე, ბარნაბა, იუდა და შილა) და მათთვის წერილი გაეტანებინათ, სადაც კრებაზე განხილულ საკითხებზე მოციქულთა მოსაზრებას მიწერდნენ. იაკობ მოციქულმა შესთავაზა კრებას, რომ მოსეს რჯულიდან წარმართებზე გავრცელებულიყო მხოლოდ კერპთაყვანისმცემლობის, ნაკერპავის მიღებისა და სიძვის აკრძალვა.

ამ კრებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ისტორიისათვის და საეკლესიო სამართლისათვის. 51 წელს იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა დაადასტურეს, რომ ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ კრების მიერ, რომ კრებაა უფლებამოსილი განიხილოს სჯულის მოქმდებისა და სამართლის საკითხები. მოციქულთა ამ კრებამ სათავე დაუდო მომავალ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებს. იერუსალიმის კრების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან სახელმძღვანელო დებულებად იქცა პირველი საუკუნეების ქრისტიანებისათვის.


3. მოციქულთა 85 კანონი

მოციქულთა 85 კანონი წარმოადგენს პირველ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ძეგლს ეკლესიის ისტორიაში. იგი ეხება ეკლესიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მოიცავს ეკლესიის დოგმატური, ლიტურგიკული, ზნეობრივი თუ ორგანიზაციული საკითხების ძირითად ნაწილს, შეტანილია დიდ სჯულისკანონში და დღესაც შეუზღუდავად მოქმედებს.

მოციქულთა 85 კანონის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს ტრულის მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონი: `ფრიად კეთილად და ყოვლად სასწარაფოდ ადგენს ეს წმინდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი...~

ეს კანონები უშუალოდ მოციქულთა ხელით არ არის დაწერილი, თუმცა მას არასდროს მოკლებია სამოციქულო ავტორიტეტი. ისინი ყოველთვის ითვლებოდნენ მოციქულთა მიერ შედგენილად იმიტომ, რომ, როგორც ცნობილია, მოციქულები ზეპირად გადასცემდნენ თავის მოძღვრებას და საეკლესიო-საორგანიზაციო საკითხების შესახებ განწესებებს და სწორედ ამ ზეპირი გადმოცემით დაცულმა განწესებებმა მიიღეს კანონების სახე და ჩაწერილ იქნენ მოციქულთა უშუალო მოწაფეების მიერ.

იმას, რომ ეს კანონები თავად წმინდა მოციქულებს ეკუთვნის, ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

1) მოციქულთა კანონებისა და წმინდა წერილის სწავლებათა ურთიერთ-თანხმობა. მოციქულთა არაერთი კანონი პირდაპირ იმეორებს წმინდა წერილის სიტყვებს ან გადმოსცემს იგივე დებულებებს:
_ `ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს, ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს~ (მთ. 5:32)
_ `თუ ერისკაცმა თავისი ცოლი განიშოროს და შეირთოს მეძავი ან სხვისგან გაშორებული ქალი, უზიარებლობით დაისაჯოს~ (მოც. 48-ე კანონი)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოციქულთა ეპისტოლეებში არაერთგან ვხვდებით სამღვდელო კანდიდატებისათვის აუცილებელი თვისებების ჩამონათვალს (1 ტიმ. 3:2-13; ტიტ. 1:5-9; 1 პეტრ. 5:1-4: 3 ინ. 1-10), აღნიშნულს კი ზედმიწევნით იმეორებენ მოციქულთა მე-17, 25-ე, 42-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე და მე-80 კანონები.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მოციქულთა 29-ე კანონი, სადაც საუბარია ქრთამით ხელდასხმის უკანონობაზე. კანონი ამბობს, რომ ხელდამსხმელიცა და ხელდასხმულიც ორივე `სრულიად მოიკვეთოს ზიარებისაგან, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგან~. მოციქულთა საქმეებში ჩვენ ვხედავთ ვინმე სიმონ მოგვს, რომელიც მოციქულებს ფულს სთავაზობდა იმის სანაცვლოდ, რომ მათ მიეცათ მისთვის სნეულთა განკურნების უნარი. სწორედ ეს სიმონი მოკვეთა პეტრე მოციქულმა.

ზემოაღნიშნულის გარდა, მოციქულთა არაერთი კანონი პირდაპირ ახდენს ციტირებას წმინდა წერილიდან, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს 85 კანონი ავტორიტეტული და საეკლესიო სჯულდებაში განსწავლული პიროვნების მიერ არის შედგენილი.
2) მოციქულთა კანონებისა და ეკლესიის უძველესი პრაქტიკის ურთიერთ-თანხმობა. ეკლესიის უძველეს მამათა ნაწერებში, როგორებიც იყვნენ კლიმენტი რომაელი, ეგნატე ღმერთშემოსილი, ტერტულიანე, ირინეოსი და სხვები ვხვდებით ჩანაწერებს ქრისტიანთა პირველი საუკუნეების თემების შესახებ. მათ მოთხრობილი აქვთ ქრისტიანთა ყოველდღიური ცხოვრების ისტორია, მათ დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის წესი, ღვთისმსახურების აღსრულების წესი, ნათლობის წესი, წარმართებთან ურთიერთობის საფუძვლები, პირველ ქრისტიანთა დამოკიდებულება სახელმწიფო ხელისუფლებისადმი და მრავალი სხვა. აღნიშნული ნაწერების შუქზე მოციქულთა კანონებად წოდებული 85 კანონის განხილვა კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ეს კანონები მართლაც აწესრიგებდნენ ქრისტიანული ეკლესიის შიდა ურთიერთობებს პირველ საუკუნეებში რადგან, ფაქტობრივად, წმინდა მამათა ზემოხსენებული ნაწერები თხრობითი ენით აღწერენ მოციქულთა კანონებში გადმოცემულ კანონიკურ საკითხებს.

3) რაც მთავარია, წმინდა მამები და მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებების კანონების პირდაპირი მითითება ამ კანონებზე, როგორც მოციქულთა მიერ შედგენილზე. აღნიშნულის თაობაზე მიუთითებენ: წმ. ბასილი დიდი (მე-3 და მე-12 კანონები), ანტიოქიის (მე-3, მე-9, 21-ე და 23-ე კანონები), ღანგრისა (21-ე კანონი) და კართაგენის (მე-60) ადგილობრივი კრებები, აგრეთვე მსოფლიო კრებების კანონები.

შემდგომი პერიოდის კანონები არა მხოლოდ აღიარებენ 85 კანონის სამოციქულო წარმოშობას, არამედ არაერთგან იმეორებენ მოციქულთა კანონების შინაარსს და მიუთითებენ ამ კანონების უდიდეს ავტორიტეტზე. ის, რომ ამ კანონებს სამოციქულო წარმოშობა აქვთ, პრაქტიკულად უდავოა მართლმადიდებელ კანონისტთა შორის.

საგულისხმოა, რომ მოციქულთა 85 კანონი მოქმედებდა ეკლესიის ისტორიის პირველ საუკუნეებშიც. ნიკეის I მსოფლიო კრების 1-ლ კანონში არის საინტერესო ჩანაწერი: `...თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.~ რომელ კანონზეა აქ საუბარი? ავტორიტეტულ კანონისტთა მოსაზრებით აქ არის მითითება მოციქულთა 21-ე კანონზე, რომელიც მსგავსივე საკითხს აწესრიგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკეაში შეკრებილმა 318 წმინდა მამამ კარგად იცოდნენ მოციქულთა კანონები, აღიარებდნენ მათ და მას აფუძნებდნენ ახალ კანონებს.

რაც შეეხება კანონების ჩამწერს, მასზე მეცნიერთა შორის ერთგვაროვანი შეხედულება არ არსებობს. გავრცელებულ მოსაზრებას, რომ იგი კლიმენტი რომაელის მიერ იყო ჩაწერილი, ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) უარყოფს და მიიჩნევს, რომ იგი ჩაწერილ იქნა თანდათანობით, უცნობი ავტორების მიერ და საბოლოო სახე მიიღო III საუკუნის ბოლოს ან IV საუკუნის დასაწყისში.

მოციქულთა კანონები აწესრიგებენ სამღვდელო პირთა ხელდასხმის წესს, ჯვრისწერის წესსა და პირობებს, ქრისტიანთა მოვალეობებს, სასულიერო პირთა უფლებამოსილებებს, სისხლის სამართლის საქმეებს, საეკლესიო წეს-ჩვეულებების საკითხებს, საეკლესიო სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფოსთან ქრისტიანის ურთიერთობის საკითხებს და ა.შ.

4. მოციქულთა განწესებანი

ეკლესიის პირველ საუკუნეებში მოქმედებდა აგრეთვე საეკლესიო სამართლის ძეგლი, რომელიც ცნობილია მოციქულთა განწესებების სახელით. მის ჩაწერას მიაწერენ ეკლესიის ნიკეამდელი პერიოდის დიდ მოღვაწეს წმ. კლიმენტი რომაელს.

მოციქულთა განწესებანი შედგება რვა წიგნისაგან. პირველი ექვსი ემთხვევა დიდასკალიას . მეშვიდე წიგნი შინაარსობრივად ახლოს დგას დიდაქესთან, მხოლოდ მისგან განსხვავებით აქ უკვე აღარ ვხვდებით ჩანაწერებს წინასწარმეტყველთა შესახებ და უკვე მოხსენიებული არიან ხუცესებიც.

`მოციქულთა განწესებების მერვე წიგნი ატარებს უპირატესად საეკლესიო-სამართლებრივ ხასიათს და შეცავს თორმეტ მოციქულთაგან თითოეულის მიერ გამოთქმულ კანონებს მღვდელმსახურთა ხელდასხმის თაობაზე, მათი უფლებებისა და ვალდებულებების და საეკლესიო დისციპლინის შესახებ. ამ წიგნს აქვს განსაკუთრებული სახელწოდება `წმინდა მოციქულთა განწესებანი ხელდასხმის შესახებ~.

საინტერესოა, რომ თითოეული განწესი გადმოცემულია რომელიმე მოციქულის მიერ პირველ პირში: `პირველად ვამბობ მე, პეტრე. ეპისკოპოსად ხელი დაასხით, როგორც ადრე ყველამ დავადგინეთ, მას, ვინც ყველაფერში უბიწოა და ხალხის მიერ გამორჩეულია, როგორც საუკეთესო....~

მოციქულთა განწესებების თაობაზე საუბარია მოციქულთა 85-ე კანონში, სადაც ხდება კანონიკური წიგნების დამტკიცება: `...და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი...~.

როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მოციქულთა განწესებების ტექსტი დამახინჯდა, რის გამოც ტრულის VI მსოფლიო კრებამ იგი ამოიღო მართლმადიდებლური კანონების რიცხვიდან: `...ხოლო რადგან ამ კანონებში [იგულისხმება მოციქულთა 85 კანონი, დ.ჩ.] გვემცნო ჩვენ წმინდა მოციქულთაგანვე კლიმენტოსის მიერ გადმოცემული განწესების შეწყნარება, რომელშიც ძველად სხვაგვარად მადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის გასარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისათვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილმშვენიერ საღვთო სჯულს აბნელებენ, მათ სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვთ საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას~ (მე-2 კანონი).

აღნიშნულის მიუხედავად, მოციქულთა კანონებით განწესებების, როგორც ეკლესიის მოქმედი სამართლის წიგნის აღიარება ადასტურებს იმას, რომ პირველ საუკუნეებში მოციქულთა განწესებანი აქტიურად გამოიყენებოდა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 06:23 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ამ თემაზე მამა გიორგის (ზვიადაძე) ლექციებზე გვქონდა ხოლმე საუბარი, რა თქმა უნდა მოკლედ და უფრო ნაკლები "სიღრმით"... მაშინ ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა... დიდი მადლობა შენ დავით ამ იმფორმაციის მოწოდებისთვის...

პ.ს. გაგრძელება არ დაგავიწყდეს smile.gif smile.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2007, 06:24 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



makuna7474
ციტატა
ამ თემაზე მამა გიორგის (ზვიადაძე) ლექციებზე გვქონდა ხოლმე საუბარი, რა თქმა უნდა მოკლედ და უფრო ნაკლები "სიღრმით"... მაშინ ძალიან ბევრი კითხვა დამრჩა... დიდი მადლობა შენ დავით ამ იმფორმაციის მოწოდებისთვის...

პ.ს. გაგრძელება არ დაგავიწყდეს


არა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 06:27 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ May 15 2007, 07:24 PM) *

makuna7474
არა smile.gif

მადლობა! 2kiss.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 15 2007, 06:53 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif
ძალიან საინტერესო ნაშრომია...


პ.ს. IV და V თავებიც გვინდა smile.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 18 2007, 09:53 AM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
საინტერესოა, რომ პავლე მოციქული დეტალურად აღწერს, თუ რა თვისებების უნდა იყოს ეპისკოპოსი: `ჯერ-არს ეპისკოპოსისაÁ, რაÁთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღÂნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვეცხლის უყუარულ, თÂსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თÂსისა სახლისა განგებაÁ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაÁ აგოს? ნუ ახალნერგ, რაÁთა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა, არამედ ჯერ-არს მისი, რაÁთა წამებაÁცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან~. როგორც ვხედავთ, დადებითი პირადი თვისებების გარდა აუცილებელია, რომ ეპისკოპოსობის კანდიდატს ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, უნდა ემორჩილებოდნენ შვილები და არ უნდა იყოს ახალმოქცეული.



მე, როგორც ვიცი და აქედანაც ჩანს, რომ თავდაპირველად ეპისკოპოსებს ოჯახი და შვილები ჰყავდათ. როდიდან და რით (ანუ კრების დადგენილებით თუ ტრადიციით) შეიცვალა ეს წესი? \



ციტატა
ზეთის კურთხევის საიდუმლოს იურიდიული ხასიათი აქვს და იგი ერთგვარად ცვლის კიდევაც აღსარების საიდუმლოს .




ეს ცოტა ვერ გავიგე. რას გულისხმობ, ზეთის კურთხევის საიდუმლოს?ამაში იგულისმხება შვიდგზის ზეთისცხება ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 18 2007, 10:18 AM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
მე, როგორც ვიცი და აქედანაც ჩანს, რომ თავდაპირველად ეპისკოპოსებს ოჯახი და შვილები ჰყავდათ. როდიდან და რით (ანუ კრების დადგენილებით თუ ტრადიციით) შეიცვალა ეს წესი?


VI მსოფლიო კრებამ ოფიციალურად აკრძალა, თუმცა საეკლესიო ტრადიცია ამ მიმართულებით ცოტა უფრო ადრეც ჩამოყალიბდა

ციტატა
რას გულისხმობ, ზეთის კურთხევის საიდუმლოს?ამაში იგულისმხება შვიდგზის ზეთისცხება ?

დიახ დიახ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი May 18 2007, 10:25 AM
პოსტი #15


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



კანონისტი

იმდენი დაგიწერია და გიშრომია, თვალები რომ გადმომცვივდეს მაინც წავიკითხავ, საინტერესო ჩანს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 18 2007, 07:19 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
1. დიდაქე




დიდაქე, მე-19 საუკუნემდე არ იყო ცნობილი? როგორ აღმოაჩინეს, ვინ დაადგინა, რომ იგი მოციქულებს ეკუთვნის ან პირველი საუკუნის ნაშრომია?

ციტატა
შილა)



უკაცრავად, ეს რომელი მოციქულია?

85 კანონი ტავიდან დამოუკიდებელი სახით იყო დაწერილი და მერე შევიდა დიდი სჯულის კანონში თუ არა? ან სჯულის კანონი რომელ საუკუნეში ცამოყალიბდა იმ სახით რა სახითაც დღეს არსებობს, რაიმე ცვლილება განიცადა?

ციტატა
`მოციქულთა განწესებების მერვე წიგნი ატარებს უპირატესად საეკლესიო-სამართლებრივ ხასიათს და შეცავს თორმეტ მოციქულთაგან თითოეულის მიერ გამოთქმულ კანონებს მღვდელმსახურთა ხელდასხმის თაობაზე, მათი უფლებებისა და ვალდებულებების და საეკლესიო დისციპლინის შესახებ. ამ წიგნს აქვს განსაკუთრებული სახელწოდება `წმინდა მოციქულთა განწესებანი ხელდასხმის შესახებ~.



განწესება ხელდახმი რიტუალს შეიცავდა თუ მხოლოდ მითითებას, როგორი ადამიანზე უნდა მომხდარიყო ხელდასხმა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 22 2007, 10:32 AM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
დიდაქე, მე-19 საუკუნემდე არ იყო ცნობილი? როგორ აღმოაჩინეს, ვინ დაადგინა, რომ იგი მოციქულებს ეკუთვნის ან პირველი საუკუნის ნაშრომია?


არა, XIX საუკუნეში აღმოაჩინეს

ნუ, სწავლების შინაარსიდან გამომდინარე დადგინდა

ციტატა
უკაცრავად, ეს რომელი მოციქულია?

70-თაგანი

ციტატა
85 კანონი ტავიდან დამოუკიდებელი სახით იყო დაწერილი და მერე შევიდა დიდი სჯულის კანონში თუ არა? ან სჯულის კანონი რომელ საუკუნეში ცამოყალიბდა იმ სახით რა სახითაც დღეს არსებობს, რაიმე ცვლილება განიცადა?

85 კანონი მოციქულთა მემკვიდრეების მიერ არის დაწერილი. ცვლილება არ განუცდია, უბრალოდ რომის ეკლესია მხოლოდ პირველ 50-ს აღიარებს

სჯულისკანონი ასეთი სახით X საუკუნეში ჩამოყალიბდა

ციტატა
განწესება ხელდახმი რიტუალს შეიცავდა თუ მხოლოდ მითითებას, როგორი ადამიანზე უნდა მომხდარიყო ხელდასხმა?

მხოლოდ მითითებას. ხელდასხმის წესი დაცული იყო გარდამოცემით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th December 2017 - 05:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი