IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მორწმუნე შვილი და არაეკლესიური მშობლები..., არაეკლესიური ოჯახის წევრები
ეკუმენისტი
პოსტი May 16 2007, 11:54 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ვისაუბროთ ამ თემაზე....

ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია biggrin.gif), მშობელი რა თქმა უნდა ბრკოლდება ამის შემხედვარე, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი და მიუღებელი არაეკლესიური მშობლისთვის შვილის მონასტრული ცხოვრების არჩევანი ხდება.
ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში....

თქვენ რას ფიქრობთ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 17 2007, 12:00 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როცა მშობელი მორწმუნე არაა ისე არ უნდა მოიქცე რომ უარესად დააბრკოლო, (როცა არამორწმუნე მშობელს მონასტერს უხსენებ ის რა ჭკუაზე იქნება )


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 17 2007, 12:39 AM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ეგ პრობლემა არასდროს მქონია და საკუთარ გამოცდილებას ვერავის გავუზიარებ. მაგრამ ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც შვილებმა მიიყვანეს მშობლები ეკლესიაში. ერთმა მოძღვარმა თქვა: რა უცნაურ დროში ვცხოვრობთ - შვილები მშობლებს ასწავლიან სწორად ცხოვრებასო biggrin.gif
რაც შეეხება ამას:
QUOTE
ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ), მშობელი რა თქმა უნდა ბრკოლდება ამის შემხედვარე

ასე მარტო ახალგაზრდები არ იქცევიან - ეს არის ზოგადად ახლადმოქცეულის პრობლემა. ახლადმოქცეული ადამიანი აღფრთოვანებულია თავისი აღმოჩენით (მან ხომ ყველაზე დიდი საუნჯე იპოვა) და სურს ყველაზე ახლობელ ადამიანებს გადასცეს თავისი განწყობა. ამას ემატება ისიც, რომ ახლადმოქცეული დიდი მოშურნეობით გამოირჩევა, უნდა თავიდანვე მკაცრად იმარხულოს, ბევრი ილოცოს, იკითხოს და ა.შ. რაც ახლობლებს არ ესმით. მაგრამ რადგან მას სულიერი ცხოვრების გამოცდილება აბსოლუტურად არ გააჩნია, ამიტომ, როცა ოჯახის მხრიდან სრულ გულგრილობას აწყდება, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ არასწორად მოიქცეს და დააბრკოლოს ახლობლები. მაგრამ სულიერი გამოცდილების ზრდასთან ერთად ეს პრობლემა, როგორც წესი, გვარდება. თუმცა საწინააღმდეგო შემთხვევებიც არსებობს.
მონასტერზე კი მართლა უფრო რთულადაა საქმე. ხშირად მორწმუნე მშობლებსაც უჭირთ შვილის მონასტერში გაშვება. მაგრამ თუ მონასტერი მისი მოწოდებაა, რა ქნას აბა? დღევანდელი ბერ-მონაზვნების ალბათ 90% ასე მშობლების თანხმობის გარეშეა წასული მონასტერში. ვფიქრობ, ღმერთის ნებით...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 17 2007, 12:46 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ზოგადად იშვიათია მშობელი რომელიც გაგებით და სიხარულით შეხვდება იმას რომ თუ შვილმა გადაწყვიტა მონასტერში წასვლა.ამიტომ მშობელთა შეწინააღმდეგება გარკვეულ წილად ნორმალურიცაა,მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეჩვევა მშობელი და გაგებით იღებს შვილის ამ გადაწყვეტილებას.ასევეა არაეკლესიური მშობლების შემთხვევაშიც როდესაც შვილი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს გარკვეული შეწინააღმდეგებები (რა ამბავია ეკლესიაში ამდენი სიარული,რა ამბავია ამდენი მარხვა ჯანმთელობას დაიზიანებ და აშ)მაგრამ თუ შვილი ყოველივეს მოთმინებით და სიყვარულით დაითმენს და (ვირივით ჯიუტად იქნება)ანუ სიმტკიცეს გამოიჩენს და სულმოკლეობაში არ ჩავარდება და გააგრძელებს ეკლესიურ ცხოვრებას,გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობლებიც მიეჩვევიან და შვილის ლოცვებისა და მისი მოთმინების გამოც უფალმა შეიძლება მათი მშობლებიც მოაქციოს და მათაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ.

: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას
შვილის ასეთი საქციელი მართლაც ზედმეტებში გადასვლაა.ადამიანის ეკლესიური ცხოვრება უნდა იყოს შინაგანი და დაფარული და არა აფიშირებული გახსნილი.ანუ (დაუშვათ მე ამდენი ვიმარხულე ამდენი ხანი ვილოცე ესეთი მარხვა დავიცავი მკაცრი ესეთი და აშ.)ზოგადად შეიძლება თქვა მაგრამ დეტალები შენი ეკლესიური ცხოვრებისა შენთვის უნდა შეინახო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 17 2007, 12:48 AM
პოსტი #5


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ეკუმენისტი
პირადად მე რაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება 1 წლის შემდეგ მოუნდა დედაჩემს ეკლესიაში სიარული და დაიწყო კიდეც (ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს)
1 წლის წინ როდესაც მე მონასტერში წასვლა გადავწყვიტე არცერთი ცხოვრობდა ეკლესიურად მაგრამ არანაირი წინააღმდეგობა გაუწევიათ და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ასეთი ჯიგარო მშობლები მყავს smile.gif
და რაც შეეხება მშობლის ”მოქცევას” ჩემი აზრით ადამიანმა ჩუმად და მთელი გულით უნდა ილოცო ყველას დაუნახავად და ღმერთი აუცილებად შეისმენს და გააღვივებს მის გულში თავის სიყვარულს უფრო smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 17 2007, 12:52 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ასე მარტო ახალგაზრდები არ იქცევიან - ეს არის ზოგადად ახლადმოქცეულის პრობლემა. ახლადმოქცეული ადამიანი აღფრთოვანებულია თავისი აღმოჩენით (მან ხომ ყველაზე დიდი საუნჯე იპოვა) და სურს ყველაზე ახლობელ ადამიანებს გადასცეს თავისი განწყობა. ამას ემატება ისიც, რომ ახლადმოქცეული დიდი მოშურნეობით გამოირჩევა, უნდა თავიდანვე მკაცრად იმარხულოს, ბევრი ილოცოს, იკითხოს და ა.შ

ამაში გეთანხმები თავიდან მეც ასე მომდიოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 17 2007, 01:01 AM
პოსტი #7


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ვერ ვიტყვი რო დედაჩემის ტაძარში მოსვლა ჩემმა სიარულმა განაპირობა მარტო, მაგრამ ამანაც დიდი როლი ითამაშა, მიუხედავად იმისა რო მე არანაირი "ახსნა-განმარტებითი სამუშაოები"....biggrin.gif არ ჩამიტარებია..smile.gif

აი, მამაჩემი სხვა საქმეა....არ უნდა...არ ეწინაღმდეგება იმას რო ჩვენ დავდივართ, უბრალოდ გულგრილია...
ადრე ვდარდობდი...ეხლა რატომღაც აღარ, ვიცი, მისი დროც მოვა, ისევე როგორც ჯერ დედაჩემის და მერე ჩემი ძმების დრო მოვიდა...smile.gif

გულმა თუ არ მიგიყვანა ტაძარში, დაძალებით არაფერი გამოვა....


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 17 2007, 09:24 AM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



წინააღმდეგობას არასოდეს არ წავწყდომივარ. თუმცა, დედაჩემი ცოტ-ცოტას ბუზღუნებდა ხოლმე მთელი შაბათი-კვირა ეკელსიაში რატომ ხარო. ან გუშინ ხომ იყავი დღეს რაღაც გინდაო. სხვა რპობლემა არ შემქნია.


ციტატა
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ), მშობელი რა თქმა უნდა ბრკოლდება ამის შემხედვარე, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი და მიუღებელი არაეკლესიური მშობლისთვის შვილის მონასტრული ცხოვრების არჩევანი ხდება.



რაც შეეხება ამას, მე მგონი მარიამმა ძალიან კარგად ახსნა, დამატებას აღარ საჭიროებს, მეტ-ნაკლებად ყველას გამოგვივლია.

ჩემი მშობლები და ძმა ეკლესიურად არ ცხოვრობენ. ადრე მეც უფრო მეტად განვიცდიდი ვიდრე დღეს. ალბათ მატი დროც მოვა, ამასთან ვფიქრობ, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება გარკვეულწილად ჩემი სისუსტის ბრალია. მე, რომ უკეთესი ვიყო ისინი კარგა ხანია ეკლესიურები იქნებოდნენ. ხომ იცით თავი იცხოვნე და შენს ირგვლივ ათასაობით ცხონდებიანო. ანუ სუსტი მე ვარ.

რაც შეხება ახალმოქცეულებს, მათში მართლაც ბევრი მადლი ტრიალებს , თუ მათ მშობლებს სჭირდებათ სწორი დამოკიდებულება, რომ არ დაბრკოლდნენ ასევეა ახალმოსულიც, ამიტომ ზედმეტი მითითებები არც მას სჭირდება. ახალმოსულს ყოველთვის მეტი მოფერებაც სჭირდება ყურადღებაც და დათმობაც. ხომ იცით, რომ ახალმოსულს და ჩვენ ასე ვთქვათ ძველებს სხვადასხვანაირად გვაზიარებენ, დათმობა ახლმოსულებისთვის მეტია.


რაც შეეხება მონასტერს... დედაჩემს ძალიან გაუჭირდება.
მე გმონი ყველას უჭირს. ის კი არა ჩემს ტავზეც მიფიქრია, ჯერ შვილები არ მყავს, მაგრამ ნეტავ რას ვიზავ თუ ჩემი შვილები მონატსრში წასვლას მომთხოვენ? ვანხოთ აბა. ეგებ ეს დროც დადგეს, ვინ იცის.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 17 2007, 09:58 AM
პოსტი #9


დაურეგისტრირებელი









ეკუმენისტი
მე ზოგჯერ როცა რაღაც სისულელეს მეუბნებიან ნათესავები, მაგალითად
იმდღეს სასაფლაოზე მამიდაჩემმა კოლიო-კორკოტი მოაყარა საფლავს მგონი ასე იციანო biggrin.gif და მეთქი საიდან მოიტანთ მეთქი რა ფუნქციააქ მეთქი და მშობლებმა მითხრეს ეკლესიაში რო დადიხარ მაგი ნუ გაგააგრესიულებსო biggrin.gif არ ვიცი რატომ, რაცხა ინაპლანეტიანივით მიყურებენ სანათესაოში biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2007, 12:32 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,973
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეკლესიური ცხოვრება დავიწყე ჩემი უფროსი დის წყალობით, დედაჩემმა ჩემი წყალობით, და ახლახანს ჩემმა შუათანა დამ დედაჩემის წყალობით smile.gif smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 17 2007, 12:43 PM
პოსტი #11


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ჩემი და ზაფხულში ცოტა ვერ იყო სულიერად ხოდა, მოძღვარმა ურჩია 10 დღით მონასტერში წადიო, ხოდა ბებიაჩემი დადგა და ტირის:

"რა ცოდვა გაქ ნენა ამისანა მალაზონი რომ უნდა გახთეო, ახლა თავს ჩამევიხჩოფ და მაი ვარესი ცოდვა არ იქნებაო?"

მერე გადაწყვიტა: "ვინცხამ ეტყობა "შეაცთინა" და ახლა ორსულათაა და იმიზა მივა ეკლესიაშიო და ეხვეწებოდა ბებია, მე გაგიზდი მაგ ბაღანასო" laugh.gif

იმდენი ვიცინეთ, იმდენი ცუდად ვიყავით მთელი ოჯახი (მორწმუნე მშობლები მყავს), მერე ტაძარში ადგილი არ იყო და ჩემი დაიკოც ვერ წავიდა, ბებიაჩემი უნდა გენახათ laugh.gif ცას სწვდებოდა მისი სიხარული laugh.gif
ლამის ქეიფი გამართა laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 17 2007, 02:28 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



კატოს პოსტზე მაგარი ვიხალისეsmile.gif smile.gif

მე დიდი წინააღმდეგობა არ მქონია მაგრამ დედაჩემს თუ ბევრს ველაპარაკები ეკლესიაზე და რწმენაზე ცოტა ეჭვის თვალით მიყურებს ხოლმე. მეც ვჩუმდები.
ადრე უფრო ვამჩნევდი ამას მაგრამ შარშან მთელი ჩემი მრევლი მოსალოცად ვიყავიტ ატენის სიონსა და უფლისციხეში და მერე ჩემთან ვიტრაპეზეთ. ძალიან ბევრი ვიყავით. ხოდა იქ რომ ჩვენი მამაო და მრევლი გაიცნო მიხვდა რომ ამ ხალხზე მართლა ბევრი კაი შემეძლო მელაპარაკა. ახლა თვითონ მეკითხება ხოლმე იმათ ამბებს. smile.gif
თვითონ ძალიან მწყინს რომ არ დადის ეკლესიაში. ჩვენს სოფლეში არ არის ტაძარი და შორს კიდევ ვერ მიდის რომ წირვა-ლოცვას დაესწროს. ეხლა მე მგონი აშენდება და დედაჩემიც დაიწყვებს ეკლესიურ ცხოვრებას უფლის შეწევნით.

სხვებისაგან კი მსგავსიო მაგალითები ბევრი გამიგია მშობლები რომ აბრკოლებენ შვილებს.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი May 17 2007, 03:00 PM
პოსტი #13


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(მხევალი ნინო @ May 17 2007, 08:24 AM) *

წინააღმდეგობას არასოდეს არ წავწყდომივარ. თუმცა, დედაჩემი ცოტ-ცოტას ბუზღუნებდა ხოლმე მთელი შაბათი-კვირა ეკელსიაში რატომ ხარო. ან გუშინ ხომ იყავი დღეს რაღაც გინდაო. სხვა რპობლემა არ შემქნია.



ნაცნობი სიტუაციაა sad.gif ხანდახან ჩემებმაც ეგრე იციან ხოლმე "დამოძღვრა" sad.gif sad.gif



kato_Bato
laugh.gif laugh.gif ბებო მაინც სულ სხვაა რა


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი May 17 2007, 10:00 PM
პოსტი #14


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(ეკუმენისტი @ May 16 2007, 11:54 PM) *

ვისაუბროთ ამ თემაზე....

ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია biggrin.gif), მშობელი რა თქმა უნდა ბრკოლდება ამის შემხედვარე, ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი და მიუღებელი არაეკლესიური მშობლისთვის შვილის მონასტრული ცხოვრების არჩევანი ხდება.
ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში....

თქვენ რას ფიქრობთ?


ჩემს ოჯახში მხოლოდ მე და დედაჩემი ვართ მორწმუნეები, დანარჩენი წევრები არა, მაგრამ არანაირად არ დავუბრკოლებივარ მათ unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი May 18 2007, 09:38 AM
პოსტი #15


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ჩემს ოჯახში მარტო მე დავდივარ ტაძარში და ვმარხულობ.
ჩემი დაც იშვიათად დადის და წელიწადში ერთ მარხვას ან დაიცავს ან არა.
მიუხედავად იმისა რომ მგალობელი ვარ და თითქმის ყუოველდღე ეკლესიაში მიწევს ყოფნა ჩემი მშობლები მაინც ვერ "მოვაქციე". ისინი მონათლულები არიან მაგრამ ტაძარში ვერ მოვიყვანე და ჯვარი ვერ დავაწერინე, ვერც მოძღვარი ავაყვანინე, მარხვაზე ხომ ზედმეტია საუბარი.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 18 2007, 03:08 PM
პოსტი #16


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092




ჩემი მშობლები არაეკლესიურები არიან, მაგრამ ხელს არაფერში მიშლიან, პირიქით მოსწონთ კიდევაც და უხარიათ, არც მოსალოცად წასვლას მისლიან და არც არაფერს, მადლობა ღმერთს!
თუმცა კი ვწუხვარ რომ არაეკლესიურებია არიან sad.gif იმედია დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას.


მასწავლებელი გვეკითხებოდა, ბავშვებო ამერიკის დროსა ხომ არ გაქვთ კლასში უნდა დავკიდოო, მე ვუთხარი მას ჯერ საქართველოსი დავკიდოთ თქო, შემომხედა და მითხრა, : ხო ხო ზოგიერთ ეკლესიასი მოძღვრები მასე ქადაგებონო!


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 18 2007, 06:54 PM
პოსტი #17


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



მხევალი ნინო

რავიცი, ზედმეტად რომ დაველაპარაკე დამემუქრა ცალკე ჩაგიტარებ ტესტირებებსო. ამის არც კი შემშინებია მაგრამ ნამდვილად გული დამწყდა, ამაღლებას არ ვიყავი სკოლაში, წირვაზე ვიყავი და უთქვამს ამ დღისთვის ნადვილად არ ღირდა სკოლის გაცდენაო sad.gif
მე სახლში არ მაქვს პრობლემები, მაგრამ სკოლაში...
ერთხელ სხვა ბავშვმა გაკვეთილზე დაიყვირა, მასწავლებელმა მე შემომხედა და მითხრა, შენც ეკლესიური ხარ ხომო? მე ვეგონე sad.gif პასუხი რომ გავეცი ტლიკინაც ყოფილხარო sad.gif თუნდაც ასე ყოფილიყო, ამის თქმა რა საჭიროა? მე რაა.. სხვები რომ დაბრკოლდნენ ამის მეშინიაsad.gif
ერთხელ კიდევ სხვა მასწავლებელმა ასე მითხრა: ბავსვებს რაღაცაზე გაგვეცინა, შემომხედა მითხრა , შენც ეხლა რომ ეკლესიური ხარო! სიცილი რომ ცოდვააა არ იციო? ცოტა ხანსი მას აუტყდა ხარხარი და მერე ბოდიში მომიხადა.
კიდევ.. ეჰ აღარ ღირს ლაპარაკი,


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი May 18 2007, 09:46 PM
პოსტი #18


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



სამწუხაროდ მეც მეწუწუნებიან ხოლმე, შაბათ- კვირას ეკლესიასში რომ დავდივარ, ან თუ ისე მოხდა რომ გადაება დღეები, არის ასეთი ფრაზები რა არის ყოველდღე ეკლესიაში უნდა იაროო?!
ერთხელ მახსოვს დედას ვუთხარი მონასტერში მინდა წავიდეთქო და გადამერია რას ლაპარაკობ გინდა მოვკვდეო?!კიდევ კაი ჩემი ძმა იჯდა და მან გადააფიქრებინა, წავიდეს ცოტახანი რა უჭირსო და ასე გადამარჩინა ჩემა ძმამsmile.gif თუმცა დარწმუნებული ვარ ეხლა კიდე რომ ვახსენო მონასტერი კიდევ ისე მეტყვის დედა!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketiketi
პოსტი May 18 2007, 10:41 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 839



სამწუხაროა მაგრამ მე ზოგჯერ მიშლის დედაჩემი ეკლესიაში სიარულს. გონია რომ აუცილებლად მონასტერში მივალ და ამით ჩემი ცხოვრება დამთავრდება sad.gif ამიტომ ზოგჯერ მიწევს ჩუმად წასვლა, რაზეც ძალიან მწყდება გული.. ძალიან განვიცდი დედაჩემის არაუკლესიურობას... sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 19 2007, 12:49 PM
პოსტი #20


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



salome_tur
ეჰ სალომე, ჩემი და ჩაქვის სასულიერო გინმაზიაში სწავლობდა, ერთხანს იქ შენი მოძღვარი მამა პეტრე იყო დირექტორი, მერე ის რომ წავიდა ძაღლი პატრონს ვღაერ სცნობს, ბავშვებს სცემდნენ, მასწავლებლები არაფრის გონზე არ არიან, რომელი განათლება რა ცოდნა..

მამა არჩილი ყავთ მოძღვრად და ატყუებენ, თავის ჭკუაზე დაყავთsad.gif
ღმერთო როდის გამოფხიზლდება ეს ხალხიsad.gif
ბავშვებს აღსარებით აშინებდნენ, ტაძარში არ შეგიშვებთ მღვდელი, ვეტყვით ჩვენო და ასე...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 02:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი