IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> თორმეტი ანათემა
დავით ივერიელი
პოსტი Mar 3 2007, 12:56 AM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მოდით ვისაუბროთ ზოგადად ანათემის არსზე და რაობაზე... smile.gif

ესა ნახეტ წმინდა კირილე ალექსანდრიელის 12 ანათემა smile.gif
1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!

3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შსერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შებაბამიბი თანაშერთვით, ანათემა!

4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკეცებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!

5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა, და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!

6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!

7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!

8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა" ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!

9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!

10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ - სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!

11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ - რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!

12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა!


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Mar 3 2007, 01:00 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



საინტერესოა ძაან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 01:25 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ოხ, ინტერნეტმა მიმიშვას რა, ეს თემა ნამეტნავად მაინტერესებს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 02:42 PM
პოსტი #4


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



...საღვთო წერილი ამბობს, რომ შეუძლებელია ერთი წყაროს თვალიდან ტკბილი და მწარე წყალი გადმოდიოდეს....

გამგებმა გაიგოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 3 2007, 03:05 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
მაგალითად, როცა იოანე ნათლისმცემელი "იქედნეთა ნაშობ გველებს" უწოდებდა ზოგიერთებს, ამით რა? სცოდავდა? ან უფალი როგორ მიმართავდა ფარისეველებს - განგოზილ საფლავებს ადარებდა... და ა.შ. ცოდვა იყო? (ღმერთო, მაპატიე)

გამგებმა გაიგოს smile.gif

ვისაც ესმის, მათთვის - პირველი ანათემატიზმის განმარტება: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/anatematizma1.htm


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 03:07 PM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
შენ მხილებაზე რა აზრის ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 3 2007, 03:09 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა, პავლე მოციქულზე რა აზრის ხარ? dry.gif
„რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა“ (1 კორ. 16,22)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 03:16 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო
ციტატა
გლახა
შენ მხილებაზე რა აზრის ხარ?

მხილება რა თქმა უნდა ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია საჭიროების შემთხვევაში მარიამი

ციტატა
მაგალითად, როცა იოანე ნათლისმცემელი "იქედნეთა ნაშობ გველებს" უწოდებდა ზოგიერთებს, ამით რა? სცოდავდა? ან უფალი როგორ მიმართავდა ფარისეველებს - განგოზილ საფლავებს ადარებდა... და ა.შ. ცოდვა იყო? (ღმერთო, მაპატიე)

ანათემა ერთია და ამხილო ვინმე და ასე უწოდო მეორე....
გაიგოს მარიამმა თუ უნდა, თუ არა ნუ გაიგებს..
მომიცია არჩევანის თავისუფლება smile.gif


მარიამი
ციტატა
გლახა, პავლე მოციქულზე რა აზრის ხარ?
„რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა“ (1 კორ. 16,22)


საინტერესოა მართლა..
მაცხოვარი კი ამბობს:
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით...
მათე 5:44

ადრე ვიღაცამ თქვა რომ აქო ლაპარაკია შენს მტერზე და არა ქრისტეს მტერზეო...
არ ვიცი როგორ შეიძლება იქნას ეს გაგებული...
განა ქრისტეს მტერი ქრისტიანის მტერიც არ არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 05:26 PM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
საინტერესოა მართლა..
მაცხოვარი კი ამბობს:
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით...
მათე 5:44

ადრე ვიღაცამ თქვა რომ აქო ლაპარაკია შენს მტერზე და არა ქრისტეს მტერზეო...
არ ვიცი როგორ შეიძლება იქნას ეს გაგებული...
განა ქრისტეს მტერი ქრისტიანის მტერიც არ არის?

ეშმაკიც ხომ მტერია. უნდა გიყვარდეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 07:09 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გლახა

სერგი, უკვე მარაზმში იზრდება შენი კომენტარები smile.gif თან სრულ მარაზმში! smile.gif

კირილე ალექსანდრიელს სახარებაში არ ჩაუხედავს? შენ რომ ვინმე პასტორისგან ისწავლე,-მან მოციქულთა მოსწავლეებისგან, ასე რომ დადექ ვეჟო wink.gif tongue.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 3 2007, 07:56 PM
პოსტი #11


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახას პოსტების 100% ამ ბოლო დროს ეკლესიის განკითხვით იწყება ან მთავრდება sad.gif ხელმოწერაშიც კი ეკლესიის განკითხვა აქვს sad.gif ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება ანათემას, რადგან პავლე მოციქული გლახასთვის ავტორიტეტი არ აღმოჩნდა და მას უფლის სიტყვები დაუპირისპირა (სრულიად უადგილოდ), მაშინ უფლის სხვა სიტყვებს შევახსენებ (მეხსიერებით ვწერ და მთლად ზუსტი თუ არ იქნება, მომიტევეთ):
უფალი ეუბნება მოციქულებს: რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.
ანუ ქრისტემ ეკლესიას მიანიჭა არა მარტო ცოდვათა მიტევებს ხელმწიფება, არამედ შეკვრისაც, რასაც ჰქვია ზუსტად ანათემა.
თუმცა, როგორც ისტორიიდან ვიცი, ეკლესია ამას ძალაუფლებას უკიდურეს შემთხვევებში იყენებს ხოლმე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 08:01 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გლახას პოსტების 100% ამ ბოლო დროს ეკლესიის განკითხვით იწყება ან მთავრდება ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება ანათემას, რადგან პავლე მოციქული გლახასთვის ავტორიტეტი არ აღმოჩნდა და მას უფლის სიტყვები დაუპირისპირა (სრულიად უადგილოდ), მაშინ უფლის სხვა სიტყვებს შევახსენებ (მეხსიერებით ვწერ და მთლად ზუსტი თუ არ იქნება, მომიტევეთ):
უფალი ეუბნება მოციქულებს: რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა.
ანუ ქრისტემ ეკლესიას მიანიჭა არა მარტო ცოდვათა მიტევებს ხელმწიფება, არამედ შეკვრისაც, რასაც ჰქვია ზუსტად ანათემა.
თუმცა, როგორც ისტორიიდან ვიცი, ეკლესია ამას ძალაუფლებას უკიდურეს შემთხვევებში იყენებს ხოლმე.


ამას მიუმატე ჩემო მარიამ, ქადაგების არ მიღების შემთხვევაში, მოცუქულთა ფეხის მტვრის მიყრა ქალაქებისთვის და მერე ამ ქალაქთა სოდომ-გომორული ხვედრი laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 11:35 PM
პოსტი #13


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
მარიამი
ამ ორი ფრიად "მრავალი წიგნის წამკითხველ" მაგრამ მოცემულ საკითხზე არა კომპეტენტურ ადამიანების პოსტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 11:51 PM
პოსტი #14


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
ამ ორი ფრიად "მრავალი წიგნის წამკითხველ" მაგრამ მოცემულ საკითხზე არა კომპეტენტურ ადამიანების პოსტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

მე მიპასუხე smile.gif

ციტატა
საინტერესოა მართლა..
მაცხოვარი კი ამბობს:
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით...
მათე 5:44

ადრე ვიღაცამ თქვა რომ აქო ლაპარაკია შენს მტერზე და არა ქრისტეს მტერზეო...
არ ვიცი როგორ შეიძლება იქნას ეს გაგებული...
განა ქრისტეს მტერი ქრისტიანის მტერიც არ არის?

ეშმაკიც ხომ მტერია. უნდა გიყვარდეს?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 11:57 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
მარიამი
ამ ორი ფრიად "მრავალი წიგნის წამკითხველ" მაგრამ მოცემულ საკითხზე არა კომპეტენტურ ადამიანების პოსტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...


უფრო, ვერ-იცი wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 4 2007, 12:04 AM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(გლახა @ Mar 3 2007, 11:35 PM) *

მნათე
მარიამი
ამ ორი ფრიად "მრავალი წიგნის წამკითხველ" მაგრამ მოცემულ საკითხზე არა კომპეტენტურ ადამიანების პოსტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... smile.gif

ვერ გააკეთებ, ეგ მართალი თქვი biggrin.gif
მე არა ვარ კომპეტენტური, მაგრამ კომპეტენტურია სახარება, რომლიდანაც მოგიყვანე ციტატები, ბატონო გლახა, საკუთარი აზრები არ დამიწერია. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, შემოგვთავაზოთ თქვენი ფრიად კომპეტენტური მოსაზრებები სახარების ჩემგან მოყვანილ მუხლებთან დაკავშირებით rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 4 2007, 12:10 AM
პოსტი #17


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო
იცი ჩემო დავით მე მგონი ცოტა სასაცილო იქნება, რომ ამ "მტერში" სატანა იგულისხმო...



რაც შეეხება ჩემს ხელ მოწერას... რაზეც მნათემ დაწერა რაღაცა ისეთი თითქოს ხელმოწერაც რაღაც მართლმადიდებლობისადმი საწინააღმდეგოა...

მინდა გითხრა, რომ ეს ფრაზა ეკუთვნის 20 საუკუნის უდიდეს მართლმადიდებელს მამა ალექსანდრე მენს...

(მნატე ბოდიშს გიხდი ეს სენ არ დაგიწერია...)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 4 2007, 12:11 AM
პოსტი #18


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
ხელმოწერაზე მე დავწერე და როგორ, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ რამე გავიგო ცხოვრებაში? biggrin.gif თუ მნათესთვის 4 წელი, "ზნაჩიტ", მე 10 წლის წინ გამიგია biggrin.gif
პ.ს. სახარების ზემოთ მოყვანილი მუხლების კომპეტენტური განმარტებაზე ისევ უარზე ხარ? rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 4 2007, 12:18 AM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
ხელმოწერაზე მე დავწერე და როგორ, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ რამე გავიგო ცხოვრებაში?


მერე არ აღიარებ რომ მენი მართლმადიდებელი იყო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 12:18 AM
პოსტი #20


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
იცი ჩემო დავით მე მგონი ცოტა სასაცილო იქნება, რომ ამ "მტერში" სატანა იგულისხმო

რა თქმა უინდა სასაცილოა.
მე ეს ამიტომ დაგიწერე:
ციტატა
მაცხოვარი კი ამბობს:
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით...
მათე 5:44

ადრე ვიღაცამ თქვა რომ აქო ლაპარაკია შენს მტერზე და არა ქრისტეს მტერზეო...
არ ვიცი როგორ შეიძლება იქნას ეს გაგებული...
განა ქრისტეს მტერი ქრისტიანის მტერიც არ არის?

გამგები გაიგებს wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი