IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> კითხვა ცხონების შესახებ, თქვენი აზრი
missis_kartveli
პოსტი Jul 2 2007, 08:54 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(forumis virusi @ Jul 2 2007, 08:51 PM) *

რა ქვია ხო არ იცი? biggrin.gif

biggrin.gif სამწუხაროდ არა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 2 2007, 09:16 PM
პოსტი #22


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



რადგან ცხონებაზეა საუბარი, ამიტომ დავწერე ....

უფალი ყოვლად სრულ სიყვარულს გვასწავლის ერთი მოვლენის მიხედვით, რომლის შესახებაც ლუკა მახარებელი გვიამბობს (ლკ.10. 25-28). სჯულის მეცნიერი ვინმე მივიდა უფალთან და ჰკითხა: რა ვქნა, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. სჯულის მეცნიერს, ანუ ადამიანს, რომელიც სწავლობს ღმრთივდადებულ სჯულს და მას აღასრულებს, ეს თავადვე უნდა სცოდნოდა. უფალმა სწორედ ამიტომაც ჰკითხა მას: "სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ" (ლკ. 10.26)? მესჯულემ წაიკითხა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლკ. 10.27). მაშინ უფალმა უთხრა მას: "მართალ მომიგე; მაგას იქმოდე და ჰსცხონდე" (ლკ. 10.28), ანუ დაადასტურა სჯულის მეცნიერის პასუხი და დაამოწმა, რომ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და სულის ცხონების სხვა გზის შესახებ კითხვაც არ ეგების: სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის.


წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 2 2007, 09:34 PM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ავაზაკი და წმ. სიდონია რომელ ეკლესიაში დადიოდნენ რომ ცხონდნენ?

მაინც ვერ გამოხვედი ოთხი კედლის გაგებიდან? laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 2 2007, 09:38 PM
პოსტი #24


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ავაზაკი მხოლოდ ერთი მიზეზით ცხონდა, გარდა იმისა რომ მან მოინანია თავისი დანაშაული, ყველაზე მთავარი მაინც ის იყო რომ ავაზაკმა ქრისტე ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში, ჯვარზე გაკრული, შეიცნო როგორც ძე ღვთისა და აღიარა, აი ეს იყო მთავარი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 2 2007, 09:39 PM
პოსტი #25


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



ციტატა(მარიამი @ Jul 2 2007, 10:34 PM) *

მაინც ვერ გამოხვედი ოთხი კედლის გაგებიდან? laugh.gif


ეტყობა ვინაა 4 კედელში ჩარჩენილიიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 2 2007, 09:43 PM
პოსტი #26


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(forumis virusi @ Jul 2 2007, 10:39 PM) *

ეტყობა ვინაა 4 კედელში ჩარჩენილიიი

ხო, მეც ვატყობ tongue.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 2 2007, 09:56 PM
პოსტი #27


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ნათია
ციტატა
სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის.

ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც biggrin.gif
მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.
არადა, სხვაგან ვკითხულობთ:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5
და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში:
რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26
და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 2 2007, 09:59 PM
პოსტი #28


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(დათიკო @ Jul 2 2007, 10:56 PM) *

ნათია

ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც biggrin.gif
მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.
არადა, სხვაგან ვკითხულობთ:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5
და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში:
რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26
და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება:
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.




ეს მათი პრობლემაა laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jul 2 2007, 10:27 PM
პოსტი #29


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(მარიტა @ Jul 1 2007, 06:24 PM) *

საერთოდ რავიცი მგონია რომ ვინ ცხონდება და ვინ არა მხოლოდ უფალმა უწყის..



მეც მასე ვფიქრობ ........


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 2 2007, 11:02 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მეც სწორედ მამა თეოდორეს ქადაგების მერე გავხსენი თემა,მან შეკითხვა დაგვისვა გვაქვს თუ არა გათვიცნობიერებული ეს მოვლენა


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 4 2007, 12:47 AM
პოსტი #31


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



ციტატა(დათიკო @ Jul 2 2007, 10:56 PM) *

ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით.
რწმენა და საქმეები.


დავით, მონათლულ ბავშვებს რწმენა და საქმეები სჭირდებათ ცხონებისთვის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 4 2007, 01:17 AM
პოსტი #32


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



forumis virusi
ციტატა
დავით, მონათლულ ბავშვებს რწმენა და საქმეები სჭირდებათ ცხონებისთვის?

შენ გეტყობა, უკვე აკვიატებული იდეა დაგჩემდა ამ ჩვილებთან დაკავშირებით. არ არის ეს სერიოზული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 4 2007, 01:21 AM
პოსტი #33


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



ციტატა(დათიკო @ Jul 4 2007, 02:17 AM) *

forumis virusi

შენ გეტყობა, უკვე აკვიატებული იდეა დაგჩემდა ამ ჩვილებთან დაკავშირებით. არ არის ეს სერიოზული.


კარგი პასუხი იყო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 02:44 AM
პოსტი #34


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა smile.gif

და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 4 2007, 02:51 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა


ჩემო კარგო ახალი ხარ smile.gif გადაავლე ხოლმე წინა ნაწერებს თვალი, სისხლით ნათლობა მაშინ ხდება, როცა ადამიანი ეწამება ქრისტესათვის, ის ავაზაკი კი თავისი ბოროტი საქმეებისათვის იყო იქ და ასე რომ სისხლით ნათლობა არაფერ შუაშია, აი მეორე კი ოოოოოო.... smile.gif

ციტატა
წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო


აბა ბევრ კითხვას და მშვიდ სწავლას გისურვებ,

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 03:31 AM
პოსტი #36


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



გადავავლე წინას თვალი და კაკრას მაგიტომ დავწერე smile.gif ერთს ეწერა ედიშერ ჭელიძემ თქვა რო მოწამეობრივად აღესრულაო და ზუსტად მაგ განმარტებას ემთხვევა მერე რას ერჩი ?

აფორიაქებული სწავლაც არსებობს ? რავი ეს ისე დამაინტერესა უცბად


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 4 2007, 03:58 AM
პოსტი #37


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



ციტატა(stch @ Jul 4 2007, 03:44 AM) *

ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა smile.gif


ედიშერს არსად უწერია რომ ავაზაკი სისხლით მოინათლა, პირიქით, ის სწერს რომ ავაზაკი მონათლა მაცხოვნებელმა სულმა და სინანულმა აცხოვნა. დავითს მგონი არასწორად ახსოვს...

ციტატა(stch @ Jul 4 2007, 03:44 AM) *

და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო smile.gif


ხო და დაველოდოთ სიკვდილს biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Jul 4 2007, 03:51 AM) *

მშვიდ სწავლას გისურვებ,



ციტატა(stch @ Jul 4 2007, 04:31 AM) *

აფორიაქებული სწავლაც არსებობს ?


კაიროს გლიჯააააააავ biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 10:20 AM
პოსტი #38


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



იქ როგორც ეწერა მე ის ვნახე მარტო biggrin.gif და რაცვ შეეხება მონათვლას როდიდან დაიწყო ? მე მგონია რო სულიწმიდის გარდამოსვლის მერე სცემდნენ ნათელს მოციქულები და მანამდე როგორ იქნებოდა ეგ საქმე ?

თანაც გავიხსენოთ ის ფაქტი რო ბევრი მიცვალებული აღვიდა ზეცად მაცხოვრის ჯვარცმის მერე და ისინი იყვნენ მონათლულები ? ხოდა მასე შეიძლება ჩაითვალოს ავაზაკი და ყველა სულიწმიდის გარდამოსვლამდე ასე მგონია მე

და რა ყველამ იცის კაცო მშვიდად სწავლის მნიშვნელობა ჩემ გარდა ? biggrin.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Jul 4 2007, 12:47 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



დათიკო
ციტატა
ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე.

რაკი პროტესტანტების აზრმა გაიჟღერა, ცოტაოდენს მეც დავძენ.

საერთოდ სიტყვა ”პროტესტანტი” ძალიან დიდი სიტყვაა იმისათვის, რომ მათი აზრი ილაპარაკო, ვინაიდან ყველა, ვინც პროტესტანტად უხმობს თავს როდი არიან.
არსებობს განსხვავებული აზრებიც, მაგრამ შევეცდები იმ ძირითად აზრზე მოგახსენოთ, რაც სწამთ პროტესტანტთა უმრავლესობას.
საკმარისია გიყვარდეს უფალი და ცხონდე, ეს გულჩვილი გამოთქმაა და არა თეოლოგიური თეზისი. ამიტომ ეს გამოთქმა ცოდვილი ცხოვრების გასამართლებლად არ გამოდგება.
იესო ამბობს: ”თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით”, სხვაგან - ”ვისაც ვუყვარვარ, მე მომყვეს”.
ასევე: ”ღმერთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს”
მოკლეთ ამაზე უამრავი ადგილი არსებობს, ისე რომ დათიკო შეგეძლო გაცილებით დიდი სია ჩამოგეწერა ამ მუხლების.

ჩვენ უბრალოდ იმას უარვყობთ, რომ კეთილი საქმეები მიზეზი გახდება გადარჩენის. ანუ სასწორივით თუ გადაწონის სიკეთე ბოროტებას - გადარჩები.
ჩვენი რწმენით გადარჩენის წყაროა რწმენა იესო ქრისტესადმი. ხოლო ეს რწმენა და სიყვარული ხდება წყარო და მიზეზი:
1. გადარჩენის
2. კეთილი საქმეების
3. ეკლესიაში გაერთიანების
4. ეკლესიისადმი მორჩილების.


კეთილი საქმეები კი არ იწვევს გადარჩენას, არამედ რწმენა, რომელიც ასევე წყაროა ყველა დანარჩენის.


ახლა რაც შეეხება ავაზაკის ჯვარზე გადარჩენას, გავკადნიერდები და ჩემს აზრსაც მოგახსენებთ.
ავაზაკის შემთხვევაში მისი გადარჩენის მიზეზი არ გამხდარა მხოლოდ ”სინანული” - ამ სიტყვის საზოგადოებრივი გაგებით. მას შეიძლებოდა ენანა ის, რატომაც დასაჯეს ანდა სულაც ის, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მაგრამ მის შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად იყო საქმე.

როგორც წეღან აღვნიშნე, რწმენა არის შემდგომ მიზეზი და მოტივი კეთილი საქმეებისა, ეს ისე შეხსენებისთვის.
ადამიანს კი ჭირდება გადასარჩენად:
1. რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა - ”თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია”
2. საკუთარი დანაშაულის შეგრძნება
3. იესოს უბიწო გამომსყიდველური მსხვერპლის რწმენა
4. წყალობის თხოვნე მოწყალე ღვთისადმი.
5. რწმენის შესაბამისი მოქმედება.

1. ავაზაკმა, როგორც წეღან აღნიშნეს მას შემდეგ, რაც იესოს უყურებდა და უსმენდა შეიცვალა აზრი. ის ფაქტი, რომ იესოს ეუბნება ”როდესაც შენი სასუფევლით მოხვალ” - მეტყველებს იმაზე, რომ მან აღიარა, რომ იესო მესია იყო. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ეთქვა - გვიშველეთ სანამ მოგვკლესო. შესაძლოა ამ ავაზაკს გაგონილი ჰქონდა იესოს შესახებ, რომ იგი ცოდვებს პატიობდა. და აი ამ დროს, როდესაც ის უეჭველ სიკვდილს ელოდა - ის აღიარებს იესოს, როგორც მესიას - ძე ღვთისას. ვფიქრობ, რომ ამაში სულიწმიდაც ჩაერია. (იოან.6:44; 1კორ.12:3).
2. როგორც ჩანს ამ ავაზაკმა აღიარა ის, რომ იგი დამნაშავე იყო და სამართლიანად ისჯებოდა ”ჩვენ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ” ანუ ეს მოთხოვნაც შეასრულა ავაზაკმა თავის გამოსვლაში.
3. რაც შეეხება იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს - აქ ავაზაკი ამბობს ”მას კი არაფერი ჩაუდენია”.
4. მაგრამ როგორც ჩანს ასე არაა ”ამირან გულში მღეროდაო” და არა მხოლოდ გულში მან მიმართა იესოს და წყალობა სთხოვა. მან დაკარგული ძესავით თავმდაბლურად მიმართა. არ უთქვამს შენს სასუფეველში რამოდენიმე ათეულ ქალაქზე დამაყენეო, უბრალოდ სთხოვა ”მომიხსენე” ანდა გამიხსენე. გულზე მეხება, როცა წარმომიდგენია ამ სიტყვის ტონი.
5. ხოლო რაც შეეხება რწმენის შესაბამის მოქმედებას, მას შეწყვიტა ქრისტეს გმობა და აქეთ სხვას, მეორე ავაზაკს დაუწყო შეგონება და ქადაგება. შესაძლოა მან უფრო ბევრი თქვა, ვიდრე სახარებაში ჩაიწერა, მაგრამ რაც დაიწერა საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ რისი თქმა სურდა მას.

ხოლო ახლა რაც შეეხება ეკლესიას.
მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს ეკლესიის ნაწილი. ეკლესია თვითონ ადამიანების ერთობაა და არა უბრალოდ კედლები.
მაგრამ ავაზაკის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ქრისტეს ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული. ზუსტად არ ვიცი როგორ ასწავლის ამაზე მართმადიდებლობა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი ეკლესიის დაფუძნება მოხდა მეერგასე დღეს, სულთმოფენობისას. რაც საოცარია ასევე, რომ ეს იყო იუდეველთათვის ”პირველნაყოფობის” დღესასწაული. ხოდა პირველი ნაყოფი ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისა ეს იყო მეერგასე დღეს.
იესო ამბობს ”მე დავაფუძნებ” - ეს სიტყვა მომავალ ფორმაშია. ანუ იესოს მიწიერი სიცოცხლის და მოღვაწეობის დროს არ იყო ჯერ ეკლესია დაფუძნებული.

ახლა ცოტას ვიტყვი იმ ადგილზე, რომელმაც რამდენჯერმე გაიჟღერა სულითა და წყლით შობის აუცილებლობაზე სასუფეველში შესასვლელად.

ალბათ დამეთანხმებით რომ სიტყვა-სიტყვით ”წყლით შობა” წარმოუდგენელია. ამიტომ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ რას გულისხმობდა იოანე ამ ნათქვამში.
იოანეს სახარებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ეს ტერმინები სული და წყალი. მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ამ ტერმინები იოანესეული გამოყენება, თვალი უნდა გადავავლოთ სხვა ადგილებს:

მოდი ეხლა ჩემს სიმფონიას გადავშლი და იოანეს სახარებაში მოვძებნი ამ ადგილებს....

1. წყალი
ხოოოო, როგორც ჩანს იოანეს უყვარდა ამ სიტყვის გამოყენება და ბევრჯერ აქვს იგი ნახსენები. მაგრამ მოდი ამოვიღებ საგულისხმო ადგილებს იოანეს მიერ დაწერილი ”წყლით შობის” (და არა ნათლობის) გასაგებად.

”შენ რომ იცოდე ღვთის მადლი და ის, თუ ვინ გეუბნება შემასვი წყალიო, შენ სთხოვდი მას და ის მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან.4:10).

”ვინც დალევს წყალს, რომელსაც მივცემ, არასოდეს მოსწყურდება, არამედ მისი წიაღიდან მარადიულად იდინებს” (4:14).

”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები” (7:38).

ასევე აღვნიშნავ სხვა მომენტებს იოანეს სახარებიდან, სადაც რატომღაც წყალზეა ლაპარაკი:
1. იოანე ნათლავდა წყლით
2. წყალი გადაიქცა ღვინოდ
3. ჩაასხა წყალი და ფეხები დაბანა მოწაფეებს
4. წყლის შერხევას ელოდნენ აუზში
5. მისი ჭრილობიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი

ზემოთ მოყვანილი მუხლების საფუძველზე მიჩნდება აზრი, რომ როცა იესო ლაპარაკობს წყალზე, აქ უფრო მეტია ნაგულისხმევი ვიდრე წყალი. ჩემი აზრით ეს წყალი მიანიშნებს ღვთის სიტყვაზე, რომელიც მოიტანა იესომ.
აბა სცადეთ და ზემოთმოყვანილ ”წყალში” იგულისხმეთ ”ღვთის სიტყვა” - არის რაიმე წინააღმდეგობა? თუ არის სიამოვნებით მოვისმენ განსხვავებულ აზრს.


ახლა კი მოდით სულით შობაზე გადავიდეთ.
ჩვენი სამსჯელო მუხლის (იოან.3:5) მიხედვით წყლითა და სულით შობა - ეს ერთი და იგივე მომენტია. ანუ არა შობა მხოლოდ წყლით ანდა მხოლოდ სულით არამედ - ”ვინც არ იშობა წყლითა და სულით”. შობა ერთია - ხოლო მშობელი - წყალი და სული.
თუ ამ შობას დავარქმევთ იგივე ნათლობას, წმიდა წერილში შესაძლოა რამოდენიმე წინააღმდეგობას წავაწყდეთ. მაგ:
”სიტყვები, რომელიც გითხარით სულია და სიცოცხლეა” (6:23)

”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. ეს იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან სულიწმიდა ჯერ არ იყო, რადგან იესო არ იყო განდიდებული.” (იოან.7:38-39).

”მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ. რომელიც თქვენთან იქნება საუკუნოდ. სული ჭეშმარიტებისა, რომელიც წუთისოფელს არ შეუძლია მიიღოს, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენში რჩება და თქვენში იქნება.” (14:16-17).

”როცა მოვა სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში” (16:13).


აქედან დასკვნას ვაკეთებ, რომ ”სულითა და წყლით შობა” ეს არ არის პირდაპირ ნათლობა. არამედ ღმერთის სიტყვის ზემოქმედება ადამიანზე, რომელიც ცვლის მის ცხოვრებასა და მიმართულებას.

ხოლო ნათლობა - ეს იესოს მიერ დატოვებული მცნებაა, რომლითაც ხდება იმის გამოხატულება, რაც ღმერთმა უკვე გააკეთა.
”ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს მას, რომელმაც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა” (საქ.10:47).

პ.ს. მუხლები მე თვითონ ვთარგმნე ინგლისურიდან და მომიტევეთ თუ არ შეესაბამოს რომელიმე თარგმანს wink.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 05:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი