IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> უკანონოდ მოხვეჭილი სიმდიდრე და შესაწირი ეკლესიისთვის, გუჯა, გიხაროდენ!
Sotiris
პოსტი Jul 8 2007, 12:46 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ამ საკითხისთვის გუჯას არაერთგზის მოხვდა უკვე და შესაძლოა სამართლიანადაც, რადგან ასე ჩანს მისდა უნებურად ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების პროპაგანდის ქვეშ მოექცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ შეგვიძლია განვიხილოთ ამა თუ იმ სასულიერო პირის განკითხვის გარეშე. მე მეტსაც ვიტყოდი, არ არის კარგი სირაქლემასავით თავი ჩავრგოთ ქვიშაში და არ შევისწავლოთ იგი. ერთის მხრივ გარეშეებს არ უნდა მივცეთ საბაბი მართლმადიდებლობა ილანძღებოდეს ჩვენი უღირსების გამო და მეორეს მხრივ საკითხი ისე უნდა შევისწავლოთ, რომ კარგი პასუხიც გვქონდეს და ჭეშმარიტებასთანაც თანხმობაში ვიყოთ. როგორ უნდა შევისწავლოთ? რა თქმა უნდა წმიდა წერილის და წმიდა მამათა სწავლების საფუძველზე და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გათვალისწინებით. ამიტომ ამ თემაში დავდოთ ჩვენის აზრით წმ. წერილიდან ან წმ. მამათა სწავლებიდან ის ნაწყვეტები, რომლებსაც აღნიშნულ თემასთან შეიძლება ჰქონდეს მეტ-ნაკლები კავშირი.

წმიდა წერილიდან დავიწყოთ

1) მათე მეზვერის შესახებ ნაწყვეტები:

მათე 9,9-13:

9. და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 10. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. 11. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? 12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. 13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

მარკოზ 2,14-17:

14. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ 16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? 17. და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ლუკა 5,27-32:

27. და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. 28. და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. 29. და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი. 30. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? 31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. 32. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

2) საინტერესოა იმის წაკითხვა, რა მოიმოქმედა ზაქე მეზვერემ:

ლუკა, 19,1-10:

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ ანგარების შესახებ სწავლაში:

შევედ, კაცო, სახლსა ზაქესსა, და იხილე, ოდეს შევიდოდა მუნ ქრისტე, ვითარ შეამკო მან. არა მოჰმზადნა საჯდომნი ძოწეულნი და ბისონნი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქანდაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯეთაგან საბურავები სახითქმნული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელი სათნო იყო უფლისა, რამეთუ ჰრქუა უფალსა: `აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი'. აწ უკუე ჩუენცა ესრეთსახედ შევამკობდეთ სახლთა ჩუენთა, რაჲთა შემოვიდეს ჩუენდა ქრისტე. ესევითარი ტაბლაჲ დაუგოთ, ესევითარნი საჯდომნი დაუსხნეთ, რაჲთა განისუენოს ჩუენ შორის, რაჲთა სავანე-ყოს ჩუენ თანა, თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერემან ქმნა, გულსმოდგინებითა შეამკო სახლი თჳსი, და დატევებითა ყოვლისაჲთა, და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კუალად შეამკო ქველისსაქმითა და ლოცვითა. რამეთუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაჲ. და უნდოებაჲ სახლისა არა ესე არს: ცხედარი საგლახაკოჲ, და ჭურჭელი კეცისაჲ, და კედელნი მტუერდადებულნი, არამედ ცოდვანი მას შინა მყოფთანი. და ამას ქრისტე გამოაჩინებს. რამეთუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისუენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიეახლების. აწ უკუე სადა ყოველთა მეუფე მკჳდრ არს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოჲსა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს; ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან, იგი დაღაცათუ ოქროჲთა მოლესულ იყოს და მარმარილოჲთა შუენიერითა ბრწყინვიდეს, უხენეშეს არს სასკორეთა და სამწჳრეთა ადგილთასა. ამას არა მათთჳს ვიტყჳ, რომელნი სიმდიდრესა თჳსსა გლახაკთა ზედა წარაგებენ, არამედ ვეცხლისმოყუარეთა და ანგაჰრთათჳს; რაჲთა ცნან, ვითარმედ სახლთა მათთა ქრისტე არა შევალს. და ნანდჳლვე არა ვჰპოებთ, თუ შევიდა იგი ბრწყინვალეთა ტაძართა, არამედ მეზეუერისათა და მეთევზურთასა, არა სამეუფოთა და ფუფუნეულთა თანა. და შენცა, უკუეთუ გნებავს შეწყნარებაჲ ქრისტესი, შეამკვე სახლი შენი მოწყალებითა, ლოცვითა, მღჳძარებითა, მარხჳთა, სიყუარულითა, სიმდაბლითა. უკუეთუ ესენი გაქუნდენ, რაოდენცა გლახაკი იყო და სახლი უნდოჲ გაქუნდეს, ნუ სირცხვილ-გიჩნს. და რომელი მდიდარ არს და დიდებულ, ნუ სიმდიდრისათჳს ზუაობს, არამედ უფროჲსად ჰრცხუენოდენ, და ისწრაფდინ ზემოთქუმულისა მის სიმდიდრისა სათნოებათაჲსა მოგებად, რაჲთა ღირს იქმნას ქრისტეს შეწყნარებად და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳოს, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

აი ამ და მსგავს ნაწყვეტებზე ნელ-ნელა დავწეროთ კომენტარი და დავდოთ წმ. მამათა მოსაზრებები.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 8 2007, 12:53 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მე მაინტერესებს, პირველი მეორე კატეგორიაში;

ანუ უკანონოდ მოხვეჭილის ეკლესიისთვის შეწირვა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 8 2007, 12:58 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jul 8 2007, 12:53 AM) *

მე მაინტერესებს, პირველი მეორე კატეგორიაში;

ანუ უკანონოდ მოხვეჭილის ეკლესიისთვის შეწირვა.


ჰო, თემა პრინციპში სწორედ მაგაზე გავხსენი. ანუ რა პირობებშია შესაძლებელი შესაწირავის მიღება თუ არმიღება კაცისგან, რომელსაც ქონება უკანონოდ აქვს მოხვეჭილი.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 8 2007, 12:59 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა


ჰო, თემა პრინციპში სწორედ მაგაზე გავხსენი. ანუ რა პირობებშია შესაძლებელი შესაწირავის მიღება თუ არმიღება კაცისგან, რომელსაც ქონება უკანონოდ აქვს მოხვეჭილი.


მემგონი მანდ გაცემის შემდგომი სულიერი მდგომარეობაა გადამწყვეტი.. ანუ ნანობს თუ არა მომხვეჭელი, მოხვეჭილის უკანონობას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 8 2007, 01:06 AM
პოსტი #5


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(Sotiris @ Jul 8 2007, 01:58 AM) *

ჰო, თემა პრინციპში სწორედ მაგაზე გავხსენი. ანუ რა პირობებშია შესაძლებელი შესაწირავის მიღება თუ არმიღება კაცისგან, რომელსაც ქონება უკანონოდ აქვს მოხვეჭილი.


ზაქე ეუბნება უფალს, ვისაც წავართვი 2-მაგად დავუბრუნებო, ანუ ინაა თავისი საქციელი...უფალმაც მოუწონა ხო? ახლა მე მაინტერესებს, ზაქეს რომ ეთქვა ეს რაც წავართვი ხალხს, შენ შემოგწირავ უფალოვო, შეიწირავდა ღმერთი?


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 8 2007, 01:30 AM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მევიოლინე
ციტატა
ზაქეს რომ ეთქვა ეს რაც წავართვი ხალხს, შენ შემოგწირავ უფალოვო, შეიწირავდა ღმერთი?

საინტერესო საკითხია.
ეს დაახლოებით იმას გავს, მაფიოზი ეკლესიას რომ ააშენებს (მგონ იყო კიდეც იტალიაში დიდი მიტხმქ მომთქმა ამ თემაზე, თუ არ ვცდები სიცილიაში). ძალიან ხშირად გამიგია ხალხისგან განკითხვის სახის შენიშვნები ეკლესიის მიმართ: რატომ იღებენ იმ ფულს, როცა ყველამ იცის რომ მოპარული და ნაყაჩაღარია?!
მოკლედ, საინტერესოა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 8 2007, 01:46 AM
პოსტი #7


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(დათიკო @ Jul 8 2007, 02:30 AM) *

მევიოლინე

საინტერესო საკითხია.
ეს დაახლოებით იმას გავს, მაფიოზი ეკლესიას რომ ააშენებს (მგონ იყო კიდეც იტალიაში დიდი მიტხმქ მომთქმა ამ თემაზე, თუ არ ვცდები სიცილიაში). ძალიან ხშირად გამიგია ხალხისგან განკითხვის სახის შენიშვნები ეკლესიის მიმართ: რატომ იღებენ იმ ფულს, როცა ყველამ იცის რომ მოპარული და ნაყაჩაღარია?!
მოკლედ, საინტერესოა....


და შენ როგორ მიგაჩნია მოპარული ფულით აშენებული ტაძრები? იცი კიდევ რას ვფიქრობ? ქურდი ვერ ხვდება რომ ის მოპარული ფული უნდა დააბრუნოს, და ეს უფრო ღვთისთვის სათნოა, მას ჰგონია რომ უფრო კარგი იქნება ეკლესიას შესწირავს და ამით უფრო გაახარებს ღმერთს...მღვდელმა რომც უთხრას ქურდს დაუბრუნე ეგ ფული ხალხსო, მე არ შევიწირავო, ქურდი არც ხალხს დაუბრუნებს იმიტომ რომ იცის უჩივლებენ და დაიჭერენ, და არც ეკლესიას შესწირავს, ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...მაგრამ მღვდლებმა უნდა ასწავლონ აუცილებლად ზაქეს მაგალითი კრიმინალ და ქურდ "შემწირველებს"


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 11:33 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მევიოლინე @ Jul 8 2007, 01:46 AM) *

ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...



საწყლები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2007, 11:51 AM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მევიოლინე
ციტატა
და შენ როგორ მიგაჩნია მოპარული ფულით აშენებული ტაძრები? იცი კიდევ რას ვფიქრობ? ქურდი ვერ ხვდება რომ ის მოპარული ფული უნდა დააბრუნოს, და ეს უფრო ღვთისთვის სათნოა, მას ჰგონია რომ უფრო კარგი იქნება ეკლესიას შესწირავს და ამით უფრო გაახარებს ღმერთს...მღვდელმა რომც უთხრას ქურდს დაუბრუნე ეგ ფული ხალხსო, მე არ შევიწირავო, ქურდი არც ხალხს დაუბრუნებს იმიტომ რომ იცის უჩივლებენ და დაიჭერენ, და არც ეკლესიას შესწირავს, ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...მაგრამ მღვდლებმა უნდა ასწავლონ აუცილებლად ზაქეს მაგალითი კრიმინალ და ქურდ "შემწირველებს"

მეძავი რომ უფალთან მივიდა და ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი სცხო (აღნიშნულია კიდეც სახარებაში რა ძვირადღირებული იყო), უფალმა რა უთხრა თუ გახსოვს, ის უთხრა მე ნუ მცხებ, არამედ წადი და გლახაკებს დაურიგეო? არაფერიც არ უთხრა, არამედ შეიწირა მისგან (მე მგონი დამეთანხმებით რომ მეძავობა არანაკლები დანაშაულია და ამ საქმიანობით ნაშოვნი ფულიც არაა სუფტა), იმიტომ რომ ამ ქალს გადაწყვეტილი ქონდა გამოსწორება, გრძნობდა ტავის დანაშაულს და უფალმაც მიიღო მისგან მსხვერპლი. არ უთხრა წადი იმათ მიეცი ვისაც ფული გამოართვი შენი არასწორი ცხოვრების განმავლობაშიო.

რაც შეეხება ქურდებს, მე არ ვიცი რა მდგომარეობაში სწირავენ ისინი ფულს ტაძარს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათი საქმეა. თუ მხოლოდ ფულის გათეთრებაზე ფიქრობენ ეს მათი ტრაგედიაა, თუ პატივისცემა უნდათ გამოხატონ ეკლესიის მიმართ, შეიწირავს უფალი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 9 2007, 12:05 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(afxazi @ Jul 9 2007, 11:51 AM) *

(მე მგონი დამეთანხმებით რომ მეძავობა არანაკლები დანაშაულია და ამ საქმიანობით ნაშოვნი ფულიც არაა სუფტა)



ჰო, ამიტომაა ეგ საკითხი დელიკატური ძალიან...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 9 2007, 05:38 PM
პოსტი #11


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(afxazi @ Jul 9 2007, 07:51 AM) *

იმიტომ რომ ამ ქალს გადაწყვეტილი ქონდა გამოსწორება,


აი სწორედ ამაზე მაქვს მე საუბარი, ხედავ ქალს გამოსწორება ჰქონდა გადაწყვეტილი, და ჩვენს კრიმინალებს რა ჰქონდათ გადაწყვეტილი? "სწირავდნენ" ღმერთს და ტაძრის გარეთ ისევ მომპარავები და კაი ბიჭები იყვნენ, რამდენ ხალხს ამწარებდნენ....ეჰ sad.gif აქედან გამომდინარე, მენელსაცხებლე ქალის და "შემწირველი კრიმინალების" შედარება მე სისულელედ მიმაჩნია.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 9 2007, 05:53 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ზებედე
ციტატა
აქედან გამომდინარე, მენელსაცხებლე ქალის და "შემწირველი კრიმინალების" შედარება მე სისულელედ მიმაჩნია

მე არც ვადარებ. ადამიანისთვის მთავარი ის კი არაა რამდენ ტაძარს ააშენებს, არამედ ის თუ როგორ გულს მიუძღვნის უფალს. ღმერთი ერთადერთს რწმენას ითხოვს ჩვენგან, წმინდა გულს: "მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. " (ფს. 50. 19)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 9 2007, 05:55 PM
პოსტი #13


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(afxazi @ Jul 9 2007, 01:53 PM) *

ზებედე

მე არც ვადარებ. ადამიანისთვის მთავარი ის კი არაა რამდენ ტაძარს ააშენებს, არამედ ის თუ როგორ გულს მიუძღვნის უფალს. ღმერთი ერთადერთს რწმენას ითხოვს ჩვენგან, წმინდა გულს: "მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. " (ფს. 50. 19)


შენ რომ არ ადარებ ვიცი, მაგრამ მენელსაცხებლე ქალის მაგალითი ბევრს არასწორად ესმის....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 9 2007, 05:58 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 9 2007, 05:38 PM) *

აი სწორედ ამაზე მაქვს მე საუბარი, ხედავ ქალს გამოსწორება ჰქონდა გადაწყვეტილი, და ჩვენს კრიმინალებს რა ჰქონდათ გადაწყვეტილი? "სწირავდნენ" ღმერთს და ტაძრის გარეთ ისევ მომპარავები და კაი ბიჭები იყვნენ, რამდენ ხალხს ამწარებდნენ....ეჰ sad.gif აქედან გამომდინარე, მენელსაცხებლე ქალის და "შემწირველი კრიმინალების" შედარება მე სისულელედ მიმაჩნია.


გუჯა, ისევ თანამედროვე სასულიერო პირების განკითხვაზე დადიხარ, არადა პირველივე პოსტინგში დავწერე ამის გარეშე ვიმსჯელოთ-თქო. ერთი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ თუ სიმდიდრის უკანონოდ მომხვეჭის გულწრფელი სინანული და გამოსწორების სურვილი არ არის ყველასთვის ცხადი (ზაქეს შემთხვევაშიც და მეძავის შემთხვევაშიც ეს ცხადი იყო), ამით ჩრდილი ადგება ეკლესიას, ეკლესია ხდება "გარეშეთა" სალანძღავი.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 9 2007, 06:21 PM
პოსტი #15


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 9 2007, 01:58 PM) *

გუჯა, ისევ თანამედროვე სასულიერო პირების განკითხვაზე დადიხარ,


შვილო, შენ შიდსი ხომ არ გაქვს, სად განვიკითხე აქ სასულიერო პირები?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 9 2007, 06:42 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 9 2007, 06:21 PM) *

შვილო, შენ შიდსი ხომ არ გაქვს, სად განვიკითხე აქ სასულიერო პირები?


1) ზრდილობიანად ილაპარაკე.
2) ერთ პოსტინგში გეწერა ზოგიერთმა ჩვენმა მღვდლმა არც იცის ზაქეს მაგალითიო. ახლა შეგისწორებია ის პოსტინგი.
3) "ჩვენს კრიმინალებზე" და "ქურდებზე" საუბრით ჩრდილს აყენებ თანამედროვე ქართველ სასულიერო პირებს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 9 2007, 11:22 PM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ზებედე
ციტატა
შვილო, შენ შიდსი ხომ არ გაქვს

ასეთი რამ მეორედ აღარ დაწერო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 02:40 AM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 9 2007, 02:42 PM) *

1) ზრდილობიანად ილაპარაკე.



ციტატა(დათიკო @ Jul 9 2007, 07:22 PM) *

ზებედე

ასეთი რამ მეორედ აღარ დაწერო!


შემინდე შოთა, ცუდად გამომივიდა sad.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 11 2007, 09:50 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ბასილი დიდის ერთ ჰომილიაში საინტერესო ნაწყვეტი აღმოვაჩინე. თერმაზე პირდაპირ პასუხს არ შეიცავს, მაგრამ მაინც საინტერესოა:

богатый пусть посмотрит на собственные свои доходы, из которых намеревается приносить дары Богу: не утеснял ли нищего, не делал ли насилия немощному, не покорыстовался ли чем от подчиненнаго ему, вместо справедливости употребив власть? Ибо нам повелено соблюдать справедливость и равенство и в рассуждении рабов. Не делай насилий по той причине, что властвуешь; не лихоимствуй, потому что силен; напротив того, поелику есть у тебя преимущества власти, то покажи права справедливости. Не в том, чего не силен ты сделать, можешь представить доказательство послушания и страха пред Богом но в том, в чем имеешь силу преступить, и не преступаешь. А если, отнимая собственность нищих, подаешь нищим; то лучше было бы и не похищать и не давать. Для чего оскверняешь свое богатство, внося в него неправедные прибытки? Для чего приношение свое обращаешь в скверну неправдою, намереваясь принести то, в рассуждении чего надобно тебе пожалеть другого нищего? Помилуй того, кому делаешь неправду. С ним поступи человеколюбиво; ему окажи милость, и исполнишь милость с судом. Бог не будет иметь общения с любостяжательностию; Господь не сообщник разбойников и хищников Не по тому, что Сам не в силах пропитать нищих, оставил их нам; но нам же в благодеяние требует от нас правды и человеколюбивого плодоношения. Не бывает милостыни от неправды, благословения от клятвы, благодеяний от слез. Извлекающим слезы у обиженных Бог говорить: сия, яже ненавидех, твористе: покрываете слезами алтарь Мой, и плачем, и воздыханием (Мал.2,13). От трудов своих оказывай милости, не желай поступать несправедливо под тем предлогом, чтоб из приобретенного неправдою принести в дар Богу милостыню. Подобные дела показывают тщеславие и служат к приобретению похвал от людей, а не похвалы от Бога. Посему хорошо говорить Господь: да не видами будете человеки (Мф.6,1). Если творишь милостыню в той мысли, что видит ее Бог; то остерегайся творить ее из корыстолюбивых видов, зная, что сим не возвеселишь зрителя—Бога. Так будем творить милостыню, чтоб обратно получить ее от Бога. А Бог воздает тем, кого хвалит; и Он не хвалит ни одного любостяжателя. Ты не можешь привести дара Богу, если оскорбил брата. Сказано: аще принесеши дар твой ко алтарю, и ту помянеши, яко брат твой имать нечто на тя, шед прежде смирися сь братом твоим, и тогда пришед принеси дар твой (Мф.5,23.24.). Помни мытаря Закхея, который, положив сперва возвратить четверицею, если чем обидел, потом уже из остального имения отделил половину нищим (Лк.19,8). Он рад, что может принять Христа; и Христос не иначе приемлет щедрость к нищим, как по вознаграждении обиженных за отнятое у них корыстолюбием. И таким образом Господь приял правоту Закхея, и сказал: днесь спасение дому сему бысть (9).

თუ ვინმე ამას თარგმნის, დიდად დამავალებს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 11 2007, 10:16 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(მევიოლინე @ Jul 8 2007, 02:46 AM) *

და შენ როგორ მიგაჩნია მოპარული ფულით აშენებული ტაძრები? იცი კიდევ რას ვფიქრობ? ქურდი ვერ ხვდება რომ ის მოპარული ფული უნდა დააბრუნოს, და ეს უფრო ღვთისთვის სათნოა, მას ჰგონია რომ უფრო კარგი იქნება ეკლესიას შესწირავს და ამით უფრო გაახარებს ღმერთს...მღვდელმა რომც უთხრას ქურდს დაუბრუნე ეგ ფული ხალხსო, მე არ შევიწირავო, ქურდი არც ხალხს დაუბრუნებს იმიტომ რომ იცის უჩივლებენ და დაიჭერენ, და არც ეკლესიას შესწირავს, ალბათ მღვდლები იძულებულები არიან აიღონ მათგან ფული...მაგრამ მღვდლებმა უნდა ასწავლონ აუცილებლად ზაქეს მაგალითი კრიმინალ და ქურდ "შემწირველებს"



ნამდვილად სწორიხარ გუჯა ასე თამამად ჯერ არ დაგთანხმებივარ biggrin.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი