IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> 'რომის პაპის, მისი უწმინდესობის ბენედიქტ XVI-ის, საზეიმო ლექცია რეგენსბურგის უნივერსიტეტში. '
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 08:31 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ალბათ ყველას გვსმენია, რომის პაპის ლექციის შესახებ, რომელსაც მუსლიმანთა აღშფოთება მოყვა, სწორედ ამ ლექციის I ნაწილს გთავაზობთ.


ასევე არ შემიძლია არ მოვიწონო!

12 სექტემბერი 2006 წელი ქ. შ.


ნაწილი I


ეს არის ამაღელვებელი წუთი, კიდევ ერთხელ რომ ვდგევარ საუნივერსიტეტო კათედრასთან და კიდევ ერთხელ რომ მეძლევა ლექციის წაკითხვის უფლება. ჩემი ფიქრები უბრუნდებიან იმ წლებს, როცა ბონის უნივერსიტეტში დავიწყე მოღვაწეობა ფრაიზინგის უმაღლეს სასწავლებელში გატარებული ლამაზი პერიოდის შემდეგ. ეს იყო ჯერ კიდევ ძველი უნივერსიტეტების დრო, 1959 წელი, როცა ცალკეულ კათედრებზე არც ასისტენტები და არც მდივნები არ არსებობდნენ. სამაგიეროდ არსებობდა უშუალო ურთიერთობა სტუდენტთან და, რაც მთავარია, პროფესორთა შორის. ლექტორები ხვდებოდნენ ერთმანეთს ლექციის წინ და ლექციის მერე. ეს იყო დრო ძალიან ცოცხალი კონტაქტებისა ისტორიკოსებთან, ფილოსოფოსებთან, ფილოლოგებთან და თეოლოგიის ორივე ფაკულტეტთა შორის. ყოველ სემესტრში იმართებოდა ეგრეთწოდებული აკადემიური დღეები, სადაც ყველა ფაკულტეტის პროფესორი თავს წარუდგენდნენ მთელი უნივერსიტეტის სტუდენტებს, რითაც შესაძლებელი იყო განცდა იმისა, თუ რა არის უნივერსიტეტი. თითოეული ჩვენთაგანი, გამომდინარე იმ თავისი განხრიდან, რომელიც ხანდახან ერთმანეთისთვის უსიტყვოს გვხდიდა, ქმნიდა ერთ მთლიანობას. განცდა კი ხდებოდა იმისა, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა განზომილებებით ერთიანი გონების ასეთ მთლიანობაში მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება ამ გონების სწორ გამოყენებაზე. უნივერსიტეტი საკმაოდ ამაყობდა თეოლოგიის ორივე ფაკულტეტით. ცხადი იყო, რომ ისინიც, სვავენ რა კითხვებს რწმენის გონიერებაზე, ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს მეცნიერებათა ერთობლიობას (universitas scientiarum), მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმ რწმენას არ იზიარებდა, რომლის საერთო გონებასთან მიმართების ძიებაშიც თეოლოგები იღლებიან. ეს შინაგანი ერთობლიობა გონების კოსმოსში მაშინაც კი ვერაფერმა შეატორტმანა, როცა ერთხელ ერთ-ერთმა კოლეგამ განაცხადა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში უცნაურ რამეს ჰქონდა ადგილი, კერძოდ კი იმ ორ ფაკულტეტს, რომელიც დაკავებული არიან იმითი, რაც არ არსებობსო, ანუ ღმერთით. ის რომ ასეთი რადიკალური სკეპსისის წინაშეც აუცილებელი და გონივრულია დასმული იქნეს გონების მიერ შეკითხვა ღმერთზე და ეს გაკეთდეს ქრისტიანული რწმენის ტრადიციის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში საკამათო არ იყო.

ყოველივე ამაზე ისევ დავფიქრდი, როცა ცოტა ხნის ვკითხულობდი პროფესორ თეოდორ ხურის (მიუნსტერის უნივერსიტეტი) მიერ გამოცემულ ერთი დიალოგის ნაწილს. ეს დიალოგი გამართა სწავლულმა ბიზანტიელმა კეისარმა, მანუელ II პალეოლოგმა, ერთ განათლებულ სპარსთან ალბათ 1391 წელს ანკარასთან გაშლილ ზამთრის ბანაკში. საუბარი ეხებოდა ქრისტიანობას, ისლამს და მათ ჭეშმარიტებას. კეისარმა ეს დიალოგი ჩაწერა ალბათ კონსტანტინეპოლის ალყაში ყოფნის დროს 1394-სა და 1402 წელს შორის. ამიტომ გასაგებია, რომ კეისრის საკუთარი აზრები უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული ვიდრე სპარსი სწავლულის პასუხები. დიალოგი ეხება მთელ რიგ სარწმუნოებრივ საკითხებს, რომლებიც ბიბლიასა და ყორანშია განხილული, ღმერთსა და ადამიანზე წარმოდგენას ისევე როგორც "სამ კანონთა" შორის ურთიერთმიმართებას: ძველი აღთქმა - ახალი აღთქმა- ყორანი. ამ ლექციაში მინდა შევეხო მხოლოდ ერთ, დიალოგის აგებულებისთვის უფრო მარგინალურ საკითხს, რომელმაც რწმენისა და გონების თემასთან დაკავშირებით მომხიბლა და რომელიც ამოსავალი წერტილი გახდა ჩემი აზრებისთვის ამ თემაზე.

პროფესორ ხურის მიერ გამოცემულ მეშვიდე საუბარში (διαλεξις - კამათი) კეისარი ეხმაურება ჯიჰადის (წმინდა ომის თემას). კეისარმა უეჭველად იცოდა, რომ ყორანის სურაში 2, 256 სწერია: არ არის ძალდატანება რწმენის საქმეში, რაც ერთ-ერთი ადრეული სურათაგანია იმ დროის მონაკვეთიდან, როცა მოჰამედი ჯერ თვითონ ძალაუფლების გარეშე და მუქარის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა კეისარი რასაკვირველია იმ გვიანდელ მითითებებსაც იცნობდა წმინდა ომის შესახებ, რომლებსაც ყორანი შეიცავს. კეისარმა, აუარა რა გვერდი ცალკეულ განსხვავებებს "წერილისმქონეებთან" და ?ურწმუნოებთან? მოპყრობას შორის, უჩვეულოდ მძაფრი ფორმით მიმართა თავის თანამოსაუბრეს უბრალოდ მთავარი კითხვით რელიგიის და ძალადობის ურთიერთმიმართების შესახებ. იგი ამბობს: "მიჩვენე, რა მოიტანა მოჰამედმა ახალი, და შენ იქ მხოლოდ ცუდსა და არაჰუმანურს იპოვი, როგორც ის, რაც მან დააწესა, რომ მისი ნაქადაგები რწმენა მახვილით გავრცელდეს." ამის შემდეგ კეისარი ასაბუთებს დაწვრილებით, თუ რატომ არის რწმენის გავრცელება მახვილით უაზრობა. ასეთი გავრცელება წინააღმდეგობაში ექცევა ღმერთის არსთან და სამშვინველის არსთან. "ღმერთს არ მოსწონს სისხლი, და არაგონებრივი ქმედება ეწინააღმდეგება ღმერთის არსს. რწმენა სამშვინველის ნაყოფია, არა სხეულის. თუ ვინმეს უნდა სხვა ადამიანი რმწენამდე მიიყვანოს, მაშინ იგი მჭერმეტყველობას საჭიროებს და სწორ აზროვნებას და არა ძალადობას თუ მუქარას. გონიერი სამშვინველი რომ დაარწმუნო, საჭიროა არა მკლავი და არა საცემი თუ სხვა ისეთი საშუალებანი, რომლითაც ვინმეს შეიძლება სიკვდილით დაემუქრო."

ამ არგუმენტაციის გადამწყვეტი წინადადება ძალადობით მოქცევის წინააღდეგ არის: არაგონებრივი ქმედება ეწინააღმდეგება ღმერთის არსს. ტექსტის გამომცემელი თეოდორ ხური ამ ადგილს ასეთ კომენტარს უკეთებს: კეისარისთვის, როგორც ბერძნული ფილოსოფიით აღზრდილი ბიზანტიელისთვის ეს წინადადება თავის თავად ცხადია. მუსულმანური მოძღვრებისთვის კი ღმერთი აბსოლუტურად ტრანსცენდენტალურია. მისი ნება არ არის არც ერთ ჩვენს კატეგორიასთან დაკავშირებული, თუგინდ ეს იყოს გონიერება. ხურის მოჰყავს ცნობილი ფრანგი ისლამოლოგის, პ. არნალდესის ციტატა, რომელიც მიუთითებს, რომ იბნ ჰაზმი იქამდეც კი მიდის თავის ახსნებში, რომ ღმერთი საკუთარ სიტყვის წინაშეც კი არ არის რაიმესთვის ვალდებული და არც იმას არაფერი ავალდებულებს, რომ ჩვენ გაგვიზიაროს ჭეშმარიტება. მას რომ უნდოდეს, ადამიანმი კერპთაყვანისცემელი იქნებოდა.

აქ იყოფა გზები, თუ როგორ გვესმის ღმერთი და აქედან გამომდინარე იყოფა გზები რელიგიის კონკრეტულ განხორციელებაში, რაც უშუალოდ ჩვენი დღევანდელობის გამოწვევაა. არის წარმოდგენა, რომ გონების საწინააღმდეგოდ ქმედება ღმერთის არსს ეწინააღმდეგება, მხოლოდ ძველი ბერძნული აზროვნებისთვის დამახასიათებელი თუ ეს წარმოდგენა ძალაში რჩება მუდამ და თავისთავად- ვფიქრობ, რომ სწორედ სწორედ ამ წარმოდგენაში ვლინდება თანხვდომა იმისა, რაც ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ძველი ბერძნულია, და ბიბლიაზე დაფუძნებული ღვთის რწმენის.
ასხვაფერებს რა პირველ სტრიქონს დაბადების წიგნისა, იოანე იწყებს თავისი სახარების შესავალს სიტყვებით: პირველად იყო გონიერი სიტყვა (Logos). ეს არის სწორედ ის სიტყვა, რომელსაც კეისარი ხმარობს: ღმერთი მოქმედებს გონიერი სიტყვით, რაც არის გონება და სიტყვა ერთდროულად. გონება, რომელიც შემოქმედია და შეუძლია თავის თავთან წილნაყარი გაგხადოს, მაგრამ სწორედ როგორც გონებას. იოანემ ამითი გვაჩუქა ბიბლიური ღმერთის ცნების საბოლოო სიტყვა, რომელშიც ბიბლიური რწმენის ყველა ხშირად დამღლელი და მიხვეულ-მოხვეული გზა მთავრდება და თანხმობაში მოდის. პირველად იყო გონიერი სიტყვა, და გონიერი სიტყვა არის ღმერთი, გვეუბნება ჩვენ იოანე მახარებელი. თანხვედრა ბიბლიური სათქმელისა და ძველი ბერძნული აზროვნებისა არ მოხდა შემთხვევით. ხილვა პავლესი, ყველა გზა რომ ჩაეკეტა აზიისკენ და ღამით ერთი მაკედონელის სახე იხილა, რომელიც მას ეძახდა: მოდი ჩვენთან და დაგვეხმარე (საქმენი 16, 6-10), ეს ხილვა შეიძლება განხილულ იქნას როგორც შინაგანი საჭიროებიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეხვედრა ბიბლიური რწმენისა და ბერძნული კითხვების.

ამასთანავე ამ შეხვედრისთვის სვლა უკვე დიდი ხანი დაწყებული იყო. ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული ღმერთის სახელი ალმოკიდებული ბუჩქიდან, რომელიც ამ ღმერთს ყველა სხვა ღმერთების მრავალი სახელებიდან გამოარჩევს და უბრალოდ მის ყოფნას ამბობს, უკუგდებაა ყოველგვარი მითიურის. ამასთან შინაგანად ანალოგიურია სოკრატეს მცდელობა, გადალახოს და ამაღლდეს მითიურზე. ალმოკიდებულ ბუჩქთან დაწყებული პროცესი ძველი აღთქმაში ახალ სიმწიფეს განიცდის განდევნილობის ხანაში, როცა აგერ უკვე მიწისა და თაყვანისცემის გარეშე დარჩენილი ისრაელის ღმერთი თავს მიწისა და ცის ღმერთად აცხადებს და აალებულ ბუჩქთან თქმულის გასაგრძელებლად საკუთარ თავს მარტივი სახელით წარადგენს: "ეს მე ვარ." ღმერთის ამ ახალი შემეცნებით ისახება ახალი განათლება, რომელიც ღმერთების დაცინვაში პოულობს მძაფრ გამოხატულებას. ღმერთებისა, რომლებიც ადამიანთა ნაკეთებია (შეად. ფსალმ. 115). ასე მიემართება ბიბლიური რწმენა ჰელენისტურ ეპოქაში შინაგანად საუკეთესოსკენ ძველი ბერძნული აზროვნებიდან, რათა შეეხონ ერთურთს, მიუხედავად თვალშისაცემი წინააღმდეგობისა ჰელენისტი მმართველების მხრიდან, რომლებსაც ყოველვარი ხერხით უნდოდათ გადაეყვანათ ყველაფერი ბერძნული ცხოვრების წესსა და მათ მრავალღმერთიანობაზე.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ალექსანდრიაში წარმოშობილი ბერძნული თარგმანი ძველი აღთქმისა, სეპტუაგინტა, არც თუ ისე პოზიტიურად შესაფასებელი თარგმანი ებრაული ტექსტისა, თვითმყოფადი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღვთიური გაცხადების ისტორიაში. ამ ტექსტში ზემოთ ნახსენები შეხვედრა (რწმენისა და ძველი ბერძნული აზროვნებისა- რედ.) ისე განხორციელდა, რომ მან ქრისტიანობის წარმოშობისა და გავრცელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მოიპოვა. სიღრმისეულად საქმე ეხება ერთმანეთთან შეხვედრას რწმენისა და გონების, ნამდვილი განათლებისა და რელიგიის. მანუელ II-ს შეეძლო მართლაც რომ ქრისტიანული რწმენის შინაგანი არსიდან და ამავედროს ჰელენისტური არსიდანაც, რომელიც რწმენაში გაიხსნა, ეთქვა: ქმედება არა გონიერი სიტყვით ეწინააღმდეგება ღმერთის არსს.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 4 2007, 08:33 PM
პოსტი #2


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ალბათ ყველას გვსმენია, რომის პაპის ლექციის შესახებ, რომელსაც მუსლიმანთა აღშფოთება მოყვა, სწორედ ამ ლექციის I ნაწილს გთავაზობთ.


გვთავაზობ შენც რომის პაპის პრესცენტრის ხელმძღვანელი არა მყამდე..პაშოლ!!!!!!
laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jan 5 2007, 03:19 AM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ ეს თემა ახალ თემებში გადავიტანოთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2007, 03:26 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ ეს თემა ახალ თემებში გადავიტანოთ?


აპოლოგიაა huh.gif ფაქტიურად laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jan 5 2007, 03:38 AM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
ციტატა
აპოლოგიაა ფაქტიურად

აპოლოგიაის თემის გახსნას ვაპირებ სწორედ ახლა (მალე) ხოდა იქ ვისაუბრებთ კათოლიციზმზე საღვთისმეტყველო ჭრილში.
ეს თემა კი უბრალოდ ინფორმაციის მატარებელია და ვერ გამიგია აპოლოგიის ჭრილშია განსახილველი, თუ მუსულმანების ფანატიიზმის დასაგმობადაა დაპოსტილი biggrin.gif
ჰა, ხომ არ გეწყინება რომ გადავიტანო? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 5 2007, 12:41 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დათიკო
ციტატა
ჰა, ხომ არ გეწყინება რომ გადავიტანო?

გადასატანია

მთავრობისაგან თანხმობა biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 5 2007, 02:05 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გაიტანეთ ახალ თემებში laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი