IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი!
KAIROS
პოსტი Feb 13 2007, 12:55 PM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე არ მგონია რომ ადამიანი რაც უნდა ურწმუნო იყოს, გინდაც ეშმაკის მოციქული და უბრალოდ შეიგრძნოს ის ნეტარება რომელიც ღმერთისგან მოდის სასუფეველში და შემდეგ მასთან ერთობაზე უარი თქვას.


ბ.ნო მორისონ smile.gif

იმ ნეტარების შეგრძნებას თავისუფალი ნება სჭირდება, ხოლო ვინც ჯოჯოხეთშია იმ თავისუფალი ნებით არჩევანი გააკეთეს ღვთის გარეშე ცხოვრებაზე, ასე რომ ვერ შეიგრძნობენ, იმიტომ რომ არ უნდათ და ეს "არ ნდომა" მარადიულად იზრდება და მარადიულად ხდება ღვთისაგან დაშორება, რაც არის კიდეც ტანჯვის მიზეზი!

ისე სწორედ ის რომ ჩვილს ამ თავისუფალი ნებით ღვთის გარეთ ყოფნაზე არჩევანი არ გაუკეთებია, ამართლებს კიდეც მათ ღმერთან ყოფნას!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 13 2007, 01:31 PM
პოსტი #22


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კითხვისგან ტავს შევიკავებ ფორმზე უფრო პმ-ზე მოგწერsmile.gif)
მე ვფიქრობ, რომ ღმერთთან ურტიერთობას ამქვეყნად ვსწავლობთ. მაგალიტად ლოცვით, ესეც უფალტან ურთიერთობის შეჩვევაა, მისკენ გულისყურის მიპყრობა. ხოდა ლოცვის სწავლა და ცოდვებისგან ტავშეკავება ამარტივებს სასუფევლის დამკვიდრებას, ანუ უფალტან ყოფნა შენს სულს არ უჭირს. წირვაზე ხშირად ვიღლები და გარეთ მინდა ხოლმე გასვლა, ეს სურვილი ხანდახან გადაულახავია, ვგრძნობ, რომ ეკლეიიდან უნდა გავიდე. ასეთი, რომ მოხვდები არა თუ ეკლესიაში არამედ უფალტან და ტან იცი, რომ მის გვერდით უნდა იყო მუდმივად რა ტქმა უნდაა ეს ძალიან მძიმე იქნება შენთვის და ასეთი ყოფნიტაც კი დაიტანჯები. მით უფრო თუ კიდევ ათანაირი ცოდვითი მიდრეკილებებით არის სავსე სული. ამიტომ არის საჭირო ლოცვის მიჩვევა ანუ გულისყური უფლისკენ და ცოდვებსგან თავის შეკავება.

თმცა ჯოჯოხეთი რატომ არის უფლის ბოლო წყალობა ბოლომდე არ მესმის...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2007, 01:57 PM
პოსტი #23


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუმცა ჯოჯოხეთი რატომ არის უფლის ბოლო წყალობა ბოლომდე არ მესმის...


ჰმ, ძმელია...
იქნებ იმიტომ რომ მაინც არსებობს? აკი სული ტკბილია... და თუ იმ არსებობას არარსებობა სჯობს? მოკლედ ძნელია... ერთმა რუსმა მამამ თქვა:" ღმერთო, ჯოჯოხეთშიც რომ მოვხვდე, მაინც არ მეშინია, რადგან შენ შენი ყველგანმყოფობით იქაც იქნებიო"... კაცი და ხასიათი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 14 2007, 10:28 AM
პოსტი #24


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ჰმ, ძმელია...
იქნებ იმიტომ რომ მაინც არსებობს? აკი სული ტკბილია... და თუ იმ არსებობას არარსებობა სჯობს? მოკლედ ძნელია... ერთმა რუსმა მამამ თქვა:" ღმერთო, ჯოჯოხეთშიც რომ მოვხვდე, მაინც არ მეშინია, რადგან შენ შენი ყველგანმყოფობით იქაც იქნებიო"... კაცი და ხასიათი



ის, რაც რუსმა მამამ ტქვა უფლის იყვარულის გამოხატულება იყო, მე ამას ალბათ ვერ ვიტყვი... რა ვიცი ასეთ ყოფას არყოფნა ჯობია თუ არა, ალბათ ასეთ სულებს, რომ ჰკიტხო ისინი უფრო გიპასუხებენ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 04:07 AM
პოსტი #25


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ჯოჯოხეთური სატანჯველი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით


რას წარმოადგენს მომავალი სატანჯველი?
(წმინდა იოანე ოქროპირი)


შეუძლებელია გონებამ წარმოიდგინოს მომავალი სიკეთენი, მეტადრე გადმოსცეს სიტყვამ; რამეთუ ამათი საპირისპირო, თუმცა ჩვენთვის გასაგები ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოიცემა, რომ იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება.

გეენიასა შინა ტანჯვათა დაუსრულებლობაზე
(წმინდა იოანე ოქროპირი)


ყოველი ადამიანი კითხულობს: ექნება თუ არა დასასრული გეენიის ცეცხლს? ქრისტემ გაგვიმჟღავნა, რომ ამ ცეცხლს არა აქვს სასრული: სადა მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკოზი 9,46). ვხედავ, თქვენ შეკრთით, მაგრამ რა? ღმერთი გვიბრძანებს, დღემუდამ გამცნობდეთ ამაზე. თუმცა, თუ ისურვებთ, ეს თქვენთვის არ იქნება უსიამოვნო. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე (რომაელთა მიმართ 13,3).

ასე რომ, თქვენ არა მარტო უშიშრად მოგვისმინეთ, არამედ – სიამოვნებითაც. ქრისტე მათ შესახებ, ვინც მას არ აპურებდა, ამბობს: და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა (მათე 25,46). ნუ მეტყვი, რომ უსამართლობაა, თუკი ტანჯვა მარადიულია. როცა ღმერთი რაიმეს იქმს, დაემორჩილე მის განსაზღვრებას და ნუ ბრძნობ ადამიანურად. ამასთან, განა უსამართლობაა, თუკი კაცი თავიდან ათას სიკეთეს მიიღებს, ხოლო შემდეგ ღირსს სასჯელისას ჩაიდენს ისე, რომ გონს არ მოვა არც შერისხვისა და არც კეთილისმყოფელობისგან, ბოლოს დაისაჯოს? თუ შენ სამართლიანობას ითხოვ, მაშინ სიმართლის კანონით უკვე სათავეშივე უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ ღმერთი მაშინაც არა მარტო სიმართლის კანონით მოქმედებდა, არამედ მისი კაცთმოყვარება იყო ის, რასაც ჩვენ დავექვემდებარეთ. ღმერთმა შენ სამოთხეზე მეტი სიკეთე აღგითქვა; ჯერეც არ მოუნიჭებია, რათა შენ ღვაწლში არ გაზარმაცებულიყავ და ამასთან, შრომათა შინა არ დაუძლურებულიყავ. სცოდა რა ადამმა ერთი ცოდვით, სიკვდილი მოიმკო, ჩვენ კი – ყოველდღე ათასობით ცოდვას ჩავდივართ. თუკი მან ერთადერთი ცოდვით ამდენი ბოროტება იწვნია და ამსოფლად სიკვდილი შემოიყვანა, მაშინ ჩვენ რაღა დაგვემართება, ვინც მიწყივ ცოდვაში გავხევებულვართ, თუმცა კი სამოთხის ნაცვლად ზეცას ველოდებით? თუკი ნაკლების მიმღებელი დასჯილია და ვერაფერმა გაამართლა, მეტადრე ჩვენ მადლისაკენ მოწოდებულნი და უფრო მეტად ცოდვილნი, მივეცემით აუტანელ საუკუნო სატანჯველს.

ტანჯვათა სხვადასხვაგვარობაზე
(წმინდა ეფრემ ასური)


როგორც სახარებიდან გსმენიათ, სხვადასხვაგვარია ტანჯვა. ამიტომაც ბნელი გარესკნელი (მათე 8,12) განსაკუთრებულ მხარეშია; გეჰენია ცეცხლისა (მათე 5,22) – სხვა მხარეა; ღრჭენაჲ კბილთა (მათე 13,42) – სხვაა; მატლი დაუძინებელი (მარკოზი 9,48) – ასევე სხვა; ერთი ადგილია ტბა ცეცხლისა (გამოცხადებაჲ 19,20), ხოლო მეორე – გეჰენია, ცეცხლი უშრეტი (მარკოზი 9,48) სრულიად სხვა კი – ქუესკნელი (ფილიპ. 2,10). სწორედ ამ სატანჯველებში განაწილდებიან უბედურნი, თითოეული თავისი შეცოდებისდა მიხედვით. როგორც განსხვავდებიან ცოდვები, ასევე განსხვავდება სატანჯველი სატანჯველისაგან.

სხვაგვარად იტანჯება მრუში, სხვაგვარად – მეძავი, განსხვავებულად – მკვლელი, სხვაგვარად – ქურდი და სხვაგავრად – მემთვრალე, მწვალებლობებით შებღალულებს კი ეთქმით: მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ (ისაია 26,10).

ვისაც სხვის მიმართ ჰქონდა მტრობა, განიკითხება როგორც მძულვარე და წარიგზავნება უკუნ წყვდიადში, რამეთუ მოიძულა ქრისტე, მთქმელი ამისა: იყვარებოდეთ ურთიერთარს და შეუნდობდეთ ერთმანეთს.

ვაი, მაშინ მეძავთა. ვაი, მემრუშეთა. ვაი, მემთვრალეთა. ვაი, გრძნეულთა და მარჩიელთა. ვაი, განცხრომასა და ცეკვა-თამაშში ღვინისმსმელთა. ვაი, ერეტიკული გმობით შებღალულთა. ვაი, სინანულისთვის ბოძებული დროის სიცილსა და გართობაში გამფლანგველთა. ვაი, უკეთურთა ქრთამით გამამართლებელთა. ვაი, სხვისი საკუთრების გამფლანგველთა. ვაი, მუშაკისთვის გასამრჯელოს წამრთმევთა, რამეთუ ასეთები იგივე არიან, რაც სისხლის დამქცევნი.

ვინც დედამიწაზე ძარცვა-გლეჯვით შეურაცხყოფდა ღმერთს და ფარავდა თავის საქმეებს, ჩაგდებულ იქნება უკუნ წყვდიადში, სადაც სხივიც კი არაა სინანულისა. ვინც გულით მზაკვრობას ატარებდა, ხოლო გონებით – შურს, საშინელი უფსკრული დაჰფარავს, აღსავსე ცეცხლითა. ვინც მრისხანებას ეძლეოდა და გულს სიყვარულს არ აკარებდა ისე, რომ მოყვასიც კი სძულდა, ანგელოსებს გადაეცემა სასტიკი ტანჯვისთვის. ვინც პურს არ უტეხდა მშიერს, არ შეეწეოდა გაჭირვებულს, ხმამაღლა მოუხმობს თავის ტანჯვებში, მაგრამ არავინ გამოეხმაურება და არავინ განუსვენებს. ვინც მდიდარი იყო და გემოთმოყვარებითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებულს კი კარს არ უღებდა, ცეცხლის ალში გახვეული წვეთ წყალს ინატრებს, მაგრამ ბაგეს არავინ დაუსველებს... ვინც ბაგეს ავსიტყვაობით იბილწავდა და ენას – ღვთისმგმობობით, მყრალ წუმპეში შთაეფლობა და საშუალება აღარ ექნება პირი გახსნას. ვინც ძარცვავდა და სხვებს ავიწროებდა და უმართლებულო შენაძენით თავის სახლს ქონებას მატებდა, შეუბრალებელი დემონები თავისთან წაათრევენ. კბილთა ღრჭენა იქნება მისი მონაპოვარი. ვინც სამარცხვინო ავხორცობის ჟინით განხურდებოდა, სატანასთან ერთად მიეცემა საუკუნო წვას გეენიაში. ვინც სამღვდელოების აკრძალვას არღვევდა და თვით ღმერთისაგან ბრძანებულს ფეხით თელავდა, ყველაზე უფრო მძიმესა და ყველაზე უფრო საზარელ ტანჯვას მიეცემიან...

მაშინ ცოდვილნი და მართალნი განცალკევებულ იქნებიან ერთმანეთისგან და გაჰყვებიან გზას, საიდანაც არ ბრუნდებიან.

განცალკევებულ იქნებიან ისინიც, ვინც ერთ დროს მეფობდნენ: ბავშვებივით ატირდებიან და მონებივით გააძევებენ. განცალკევებულ იქნებიან უდებად მცხოვრებნი მონაზონნი, ამა სოფლის შემყვარებელნი და მიწიერად განმსჯელნი. განშორებულ იქნებიან მშობელნი შვილთაგან, მეგობრები მეგობართაგან. განცალკევებულ იქნებიან მეუღლენი, რომელთაც არ დაიცვეს სარეცელი შეუბღალავად. თუმცა აღარას ვიტყვი, რამეთუ თავად მეც შიში მომიცავს...

გაიქცევიან მაშინ ცოდვილნი, განდევნილნი, იძულებულნი და მძვინვარე ანგელოსთაგან გამათრახებულნი; გაიქცევიან ისინი კბილების ღრჭენით და სულ უფრო და უფრო ხშირად მიჰხედავენ უკან მართალთ, რომელთანაც განაცალკევეს. იმ სიხარულსა და სინათლეს დაინახავენ, რომელშიც წილი უძევთ და უკანასკნელ მწარედ ატირდებიან, თვალს მიეფარებიან. და მიაღწევენ ისინი ყველაზე უფრო საზარელ ადგილს, სადაც კიდევ ერთხელ იქნებიან განცალკევებულნი და განაწილებულნი სატანჯველისდა მიხედვით.

(წმინდა ბასილი დიდი)

თუკი ღმერთი სამართლიანი მსაჯულია, არამარტო კეთილთათვის, არამედ მანკიერთათვისცა, მიმგებელი თითოეულისთვის საქმეთაებრ მათთა, მაშინ ერთი შეიძლება ჩაუქრობელი ცეცხლის ღირსი იყოს, მეორე უფრო სუსტისა, ან უფრო მწველისა, სხვა კი – და???ანელი ტკივილის მომყენებელისა, თითოეულის შესატყვისად, ხოლო სრულიად სხვანი – გეენიისა, რომელშიც, უეჭველია, სხვადასხვაგვარი სატანჯველია, სხვები – უკუნი წყვდიადისა, სადაც ერთი ტირილამდეა მისული, მეორე კი – გადამეტებული ტანჯვისგან, კბილთა ღრჭენამდე. თავად უკუნი წყვდიადი გვაფიქრებინებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანი. და იგავში ნათქვამი სიღრმესა შინა ქვესკნელისასა (იგავი 9,18) გულისხმას გვაძლევს, რომ ზოგიერთები, თუმცაღა ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა ქვესკნელის სიღრმეში, განიცდიან რა შედარებით მსუბუქ ტანჯვას.




--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 3 2007, 02:10 PM
პოსტი #26


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



როგორ არ მინდა სასუფეველი მაგრამ ვიქნები კი ოდესმე მაგ ნეტარების ღირსი ადამიანური ცოდვილი ბუნების გამო.....sad.gif არ ვიცი იცით როგორ მეშინია რასაც ვკითხულობ ვიცი რომ ვერ გამოვსწორდები ისეთი ვერ ვიქნები როგორიც ღმერთს უნდა... იმიტომ რომ მიჭირს....ძალიან ღრმადაა გამჯდარი ჩემს გულსა და გონებაში ამაოება sad.gif ეხლა კი უცებ ვეჭიდები იმხელა სიბრძნეს და მეშინია მართლაა .... მართლა არ მინდა იმის განცდა რაც განკითხვის ჯამს იქნება მაგრამ ისე ვერ აღვიქვამ რა საშინელებაცააა, რომ დაუფიქრდები მერე ვძრწუნდები...არ ვიცი ხალხო გვეშველება რამე ?? sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 3 2007, 09:57 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი...


ამ სიტყვების სისწორეში ეჭვი მეპარება რადგანაც, დღეს (მიცვალებულთა ხსენების დღეს) კარგად გავიგონე თუ როგორ ლოცულობდა მღვდელი გარდაცვლილთა სულების აბრაამის წიაღსი დასამკვიდრებლად.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 11:27 PM
პოსტი #28


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Iona @ Mar 3 2007, 05:57 PM) *

ამ სიტყვების სისწორეში ეჭვი მეპარება რადგანაც, დღეს (მიცვალებულთა ხსენების დღეს) კარგად გავიგონე თუ როგორ ლოცულობდა მღვდელი გარდაცვლილთა სულების აბრაამის წიაღსი დასამკვიდრებლად.


ანუ ჩემს დაწერილ პოსტში? მე ვიგულისხმე ის რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში აღარ არსებობსთქო, და თუ თქვენ გგონიათ რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთშია ესეიგი მღვდელი ლოცულობდა სულების ჯოჯოხეთში მოხვედრაზე?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 17 2007, 04:23 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ანუ ჩემს დაწერილ პოსტში? მე ვიგულისხმე ის რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში აღარ არსებობსთქო, და თუ თქვენ გგონიათ რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთშია ესეიგი მღვდელი ლოცულობდა სულების ჯოჯოხეთში მოხვედრაზე?


აბრამის წიაღი სახარების მიხედვით არის ჯოჯოხეთში- უღმერო მაგრამ უტანჯველ ალააგში.

თუ მღვდელი ლოცულობდა მათ სასუფეველში დამკვიდრებაზე მაშინ მასეც იტყოდა ალბათ.
მაგრამ რატომღაც აბრაამის წიაღშიო, ანუ ცეცხლებიდან ამოიყვანე და უტანჯველ ადგილას მიაბარე გარდაცვლთა სულებიო.
რავიცი მე რომ ცეცხლებში ვიყო სულაც არ ვიტყოდი უარს უტანჯველ ადგილას ადგილის დამკვიდრებაზე,

და ამის გამო ფანატიკოსი ვარ ვითომ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 17 2007, 07:28 PM
პოსტი #30


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბრამის წიაღი სახარების მიხედვით არის ჯოჯოხეთში- უღმერო მაგრამ უტანჯველ ალააგში.


აღდგომის შემდეგ მსგავსი რამის არსებობაზე არცერთი ეკლესიის მამა არ წერს, გარდა კათოლიკური პურგატორიუმისა! ფრთხილად, უტანჯველი ადგილები ჯოჯოხეთში არ არსებობს ისე როგორც სამოთხეში უნეტარო ადგილები !

ციტატა
რატომღაც აბრაამის წიაღშიო, ანუ ცეცხლებიდან ამოიყვანე და უტანჯველ ადგილას მიაბარე გარდაცვლთა სულებიო


მაგაზე ჩემო იოანა არისე ერთადერთი განმარტება, რომელიც იქამდის მამა ანდრიას მიერაც იქნა დამოწმებული, რომ მაგ ლოცვაში უსიტყვოდ და გამონაკლისების გარეშე ახალი აბრაამის წიაღი იგულისხმება ანუ ის ადგილი სადაც აბრაამია ახლა! და სადაა აბრაამი? smile.gif

და კიდევ, მაგარი სასაცილო კურიოზიცაა, როგორია მღვდელი ყველა მიცვალებულის სულის "მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს უტანჯველ ჯოჯოხეთში" biggrin.gif

კარგით ახლა, რაზეც მე და მამაომ ვიკამათეთ, იგივეს ნუ დაწერთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 17 2007, 09:28 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



KAIROS

კარგი არ გვინდა დიდი თეოლოგიური დისკუსიების გამართვა, smile.gif მაგრამ ერთს ვიტყვი.
ტანჯვა არის ფარდობითი მცნება, სახარებისეული გლახაკი სწორედაც რომ ინუგეშიცემებოდა აბრაამის წიაღში, ასევე დიდი ნუგეშინისცემა იქნება აბრაამის წიაღში მოხვედრა მათთვისაც ვინც Gეენის ცეცხლში იხრუკება და უკეთური სულები ტანჯავენ,
მაგრამ ქრისტიანისთვის თავისთAვად აბრაამის წიაღი რა თქმა უნდა სულაც არ არის უტანჯველი, რატომ? როდესაც იცი რომ შეგეძლო ღმერთთან ყოფნა და შენ ის არ მიიღე, სულაც რომ არ გხარშავდნენ ქვაბში, მარტო ესეც საკმარისი უბედურებაა და ტანჯვაა,
მაგრამ შეიძლება შენ გვერძე უნათლავი ბავშვი იყოს და იმისთვის სულაც არ იქნება იქ ყოფნა მტანჯველი.

მე არა მაქვს სრულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, მაგრამ ჩემი აზრით ზემოთხსენებული მოსაზრებას კაკ მინიმუმ არსებობოს უფლება მაინც აქვს.



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 17 2007, 11:38 PM
პოსტი #32


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Iona @ Mar 17 2007, 05:28 PM) *

ტანჯვა არის ფარდობითი მცნება, სახარებისეული გლახაკი სწორედაც რომ ინუგეშიცემებოდა აბრაამის წიაღში, ასევე დიდი ნუგეშინისცემა იქნება აბრაამის წიაღში მოხვედრა მათთვისაც ვინც Gეენის ცეცხლში იხრუკება და უკეთური სულები ტანჯავენ,


ციტატა(Iona @ Mar 17 2007, 05:28 PM) *

მაგრამ ქრისტიანისთვის თავისთAვად აბრაამის წიაღი რა თქმა უნდა სულაც არ არის უტანჯველი, რატომ? როდესაც იცი რომ შეგეძლო ღმერთთან ყოფნა და შენ ის არ მიიღე, სულაც რომ არ გხარშავდნენ ქვაბში, მარტო ესეც საკმარისი უბედურებაა და ტანჯვაა,


ციტატა(Iona @ Mar 17 2007, 05:28 PM) *

მაგრამ შეიძლება შენ გვერძე უნათლავი ბავშვი იყოს და იმისთვის სულაც არ იქნება იქ ყოფნა მტანჯველი.



mamma mia



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 18 2007, 02:35 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ანუ ჩემს დაწერილ პოსტში? მე ვიგულისხმე ის რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში აღარ არსებობსთქო, და თუ თქვენ გგონიათ რომ აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთშია ესეიგი მღვდელი ლოცულობდა სულების ჯოჯოხეთში მოხვედრაზე?


ციტატა
mamma mia


ვაა?!! როგორ მეკაიფება ტიპი?!!

აბა ახლავე დაემხე მუხლებზე და მოინანიე!!!


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 19 2007, 12:10 AM
პოსტი #34


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Iona @ Mar 18 2007, 10:35 AM) *

ვაა?!! როგორ მეკაიფება ტიპი?!!

აბა ახლავე დაემხე მუხლებზე და მოინანიე!!!


როგორც გინდა ისე მოინანიე ეგ მწვალებლობა და სამარცხვინო აზრების ფრქვევა რაც იმ პოსტებში დაწერე, მიდი biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 19 2007, 01:10 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იოანა იმეორებ უკვე დაშვებულ შეცდომებს, გთხოვ გადაავლო ამავე თოფიქის წინა გვერდებს და "ღია მსჯელობის" პასუხებს თვალი!
თითქმის ყველა შეცდომა ეწერა:
1)
ციტატა
ტანჯვა არის ფარდობითი მცნება, სახარებისეული გლახაკი სწორედაც რომ ინუგეშიცემებოდა აბრაამის წიაღში

რატომ გავიწყდება,რომ აქ საუბარი არის სწორედ იმ პერიოდზე, როცა აბრაამის წიაღი არსებობდა და როცა იყო ძველი აღთქმა? ახალი აღთქმა ჯოჯოხეთის აბრაამის წიაღს არ იცნობს!

2) არ შეიძლება ერთიდაიგივე ადგილას ერთი იტანჯებოდეს და მეორე არა, ეგ ყველა საზღვარს ცდება დოგმატიკისა და ლოგიკისაც კი, როგორ შეიძლება, ძალიან მიწიერად აგიხსნი, ერთად ვიყოთ შუა აგვისტოში გაგანია პაპანაქებაში ორნი ერთსადაიმავე ადგილას, შენ გციოდეს და მე ვიწვებოდე? biggrin.gif

3) მთელი ეს ცრუ "აბრამიის წიაღი" ჯოჯოხეთში არის გამოგონება სწორედაც იმიტომ, რომ არ იციან სად წაიყვანონ საწყალი ჩვილები, ოღონდ სამოთხეში არ იყვნენ და ჯოჯოხეთშიც კი შეიტანეს ცვლილებები!

ყველაფერი ეს ზედმეტზე მეტია და ვფიქრობ ჩემო იონა, შენ იდეებს სწორედ რომ არა აქვთ "არსებობის" უფლება, ყოველშემთხვევაში როგორც ქრისტიანული სწავლების სახით, რადგან არანაირი საფუძველი დოგმატიკასა და მამათა შრომებში არ არსებობს!

ეს თემა ძალიან ნათელია:
წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით: " ყველაზე დიდი ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნაა და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში:

"..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний "

ე.ი. რადგან ჯოჯოხეთი სამოთხის გარეშე არსებობაა, მაშინ არ არსებობს ადგილი ჯოჯოხეთში სადაც ტანჯვა არ არის, ვინც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება, საქმე კაიროსთან კი არა წმ.იოანე ოქროპირთან აქვს და სიფრთხილეა საჭირო და ხანდახან დუმილიც!

პატივისცემით

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 19 2007, 08:40 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა


როგორც გინდა ისე მოინანიე ეგ მწვალებლობა და სამარცხვინო აზრების ფრქვევა რაც იმ პოსტებში დაწერე, მიდი



სახლში რომ მიხვალ 50 მეტანია აღასრულეsmile.gif smile.gif smile.gif


მწვალებლობაა და ერესი ის არაა როდესაც რაღაც არასწორედ გგონია.


ერესია როდესაც ეკლესია გაემიჯნები და გამოეყოფი რაღაც საკითხებიში შეუთანხმბლობის გამო, თორე მასე გამოვა რომ ცხონებისთვის ყვლეაზე მნიშვნელოვანი რაიმე თეოლოგიურ სასწავლებელში სწავლაა


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 19 2007, 10:13 PM
პოსტი #37


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Iona @ Mar 19 2007, 04:40 PM) *

მწვალებლობაა და ერესი ის არაა როდესაც რაღაც არასწორედ გგონია.


ოი დიდებულო ასტიბუუ !

ციტატა(Iona @ Mar 19 2007, 04:40 PM) *

ერესია როდესაც ეკლესია გაემიჯნები და გამოეყოფი რაღაც საკითხებიში შეუთანხმბლობის გამო,


ეგ რასაც შენ ამბობ განდგომილების და სქიზმის მაგვარია იონიუს. ერესის მნიშვლელობას კაიროს ბიძია აგიხსნის უკეთ smile.gif

ციტატა(Iona @ Mar 19 2007, 04:40 PM) *

თორე მასე გამოვა რომ ცხონებისთვის ყვლეაზე მნიშვნელოვანი რაიმე თეოლოგიურ სასწავლებელში სწავლაა


რაი? biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Mar 20 2007, 10:34 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



KAIROS

არ მინდოდა ამ საკითხზე კამათი მაგრამ ერთ ორს ჯანდაბას მაინც დავწერ...

ციტატა
3) მთელი ეს ცრუ "აბრამიის წიაღი" ჯოჯოხეთში არის გამოგონება სწორედაც იმიტომ, რომ არ იციან სად წაიყვანონ საწყალი ჩვილები, ოღონდ სამოთხეში არ იყვნენ და ჯოჯოხეთშიც კი შეიტანეს ცვლილებები!



შენ იმის თქმა ხომ არ გინდა რომ შენ გინდა რომ პატარა ბაიები ცხონდნენ და მე დამპალს კიდევ ერთი სული მაქვს როდის ვუკრა მათ თავს ქვესკნელში ? smile.gif

ციტატა
რატომ გავიწყდება,რომ აქ საუბარი არის სწორედ იმ პერიოდზე, როცა აბრაამის წიაღი არსებობდა და როცა იყო ძველი აღთქმა? ახალი აღთქმა ჯოჯოხეთის აბრაამის წიაღს არ იცნობს!


ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ რა ხდება სად წერია? მე როგორც ვიცი არსად აბრაამის წიაღი კიდევ კაკ რაზ რომ ახალ აღთქმაში არის ნახსენები.
საყოვეთაოდ ცნობილია რომ იქ ტანჯვა არ იყო, (ნუ ერთადერთი ტანჯვა ის იყო რომ ღმერთთან არ იყვნენ ის ხალხი, ამგვარად მართლებს იქ ყოფნა ალბათ სტანჯავდათ კიდეც მაგ პონტში, მაგრამ სახარების იგავში ნახსენები გლახაკი იქ IნუGეშინისემოდა!! ინუგეშინისცემებოდა!! ანუ ხაზს გავუსვავ რომ ერთ და იგივე ადგილას, გლახაკი --- ინუნუგეშინისცემებოდა ხოლო მართლები კიდევ თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდნენ, რადგანაც კარგად თავი შეიძლება მაშინ იგრძნო როცა ხარ სასუფეველში)
ნუ შემდეგ თუ ეშმაკმა ევრო რემონტი გააკეთა აბრაამის წიაღში და ტანჯვა იქაც შეიტანა ... არ ვიცი

პ.ს
ოღონდ ეს უნათლავი ჩვილები აღარ მიხსენო რა რაც გინდა ის მითხარი


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 20 2007, 11:01 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რაც შეეხება მოუნათლავი ჩვილები სად მოხვდებია ჯობია ასე ვთქვათ არვიცი და უფლის განგებულებას მივანდოთ ყოველივე ჩვენ კი თავი შევიკავოთ იმის მტკიცებებისგან გინდა თუ არა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდებიანო რადგანაც ასეთი მსჯელობებით შეიძლება ცრუ დასკვნები გავაკეთოთ.
რაც შეეხება აბრაამის წიაღს.უფლის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე ადამიანს რაც არ უნდა წმინდათ ეცხოვრა მაგ.აბრაამი მაინც ვერ ხვდებოდა სამოთხეში არამედ ისეთ მდგომარეობაში იყო(ანუ აბრაამის წიაღი )რომ არც ჯოჯოხეთში იყო და არც სამოთხეში ხოლო მას შემდეგ რაც უფალი ჩვენის ხსნისათვის განკაცდა და სიკვდილით სიკვდილი მოკლა და თავად გამოგვიხსნა ჯოჯოხეთისაგან უკვე ადამიანისთვის გაიხსნა ცათა სასუფევლის კარები ამიტომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ან ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს ან ჯოჯოხეთში მოხვდება ამიტომ ასეთი ადგილი აღარ არის რომ არც სამოთხეში იყო და არც ჯოჯოხეთში.და ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ ჯოჯოხეთში მომხვდარი ადამიანი შეიძლება კიდევ ცხონდეს ჩვენი და ეკლესიის ლოცვებით.ჯერჯერობით საბოლოოდ ხომ არ ხვდება ადამიანი ჯოჯოხეთში ვიდრე უფლის მეორედ მოსვლამდე და საყოველთაო განკითხვამდე.
უფალი ხომ ამბობს ვინც ჩემთან არაა ჩემი მტერია ამიტომ ნეიტრალური ტერიტორიები აღარაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 20 2007, 11:29 PM
პოსტი #40


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(solomony @ Mar 20 2007, 07:01 PM) *

რაც შეეხება აბრაამის წიაღს.უფლის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე ადამიანს რაც არ უნდა წმინდათ ეცხოვრა მაგ.აბრაამი მაინც ვერ ხვდებოდა სამოთხეში არამედ ისეთ მდგომარეობაში იყო(ანუ აბრაამის წიაღი )რომ არც ჯოჯოხეთში იყო და არც სამოთხეში


შეცდი, აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო სოლომონ, სადაც არ იტანჯებოდნენ (ეშმაკებისგან) და არც ნეტარებაში იყვნენ (სამოთხეშია ნეტარება). შენ კათოლიკე ხომ არ ხარ? biggrin.gif მაგათ აქვთ სწავლება ჯოჯოხეთს და სამოთხეს შორის არსებულ ადგილზე ე.წ. "განსაწმედელზე" და ასეთი სწავლება არ არსებობს მართლმადიდებლობაში, ან ჯოჯოხეთი (სატანჯველი-სასჯელი) ან სამოთხე (ცხონება-ნეტარება) არ არსებობს ნეიტრალური მდგომარეობა სიკვდილის შემდეგ.





--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი