![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
სკვნილის ტარება მართალია ერისკაცთათვის სავალდებულო არაა, მაგრამ მოძღვრის კურთხევით შეიძლება ერიკაცმაც ატაროს (როცა რაღაცის აღება გინდა საკუტარ თავზე საერთოდ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა ხდებოდეს).
მეორეც, სკვნილი არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი და მისი უდიერად მოპყრობა, ან ხელში სათამაშოდ გამოყენება არ არის სწორი. იგი ლოცვითი დანიშნულებისაა. ხშირად ასეთი რაღაცაც გვემართება ხოლმე რომ ტაძარში ახლადმისულები აღტყინებულინი და ძალიან მოწადინებულნი ვართ და გვინდა რომ ჩვენს ტავზე ვიტვირთოთ რაიმე განსაკუთრებული, დამატებითი ღვაწლი, ან რაიმე ლოცვები დავიმატოთ ან რაიმე კანონი დავიდოთ ტავზე, თუნდაც სკვნილის ტარება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ეს ენთუზიაზმი ჩვენში ქრება, ვეღარც იმ დამატებით ლოცვებს ვკიტხულობთ და თითქოს ეს ტვირთი გვსრისავს. არის კიდევ სხვა შემთხვევები რაც ასევე გვჭირს რომ ხშირად ისე ვართ აღტყინებულნი რომ გვინდა გარეგნულადაც მივბაძოთ წმიდა მამებს, და გამოდის ისე რომ გარეგნულად თითქოს ვბაძავთ მათ, მაგრამ შინაგანად ვატყობთ თავს, რომ საშინელი სიამაყით და სხვებისათვის დასანახად გამოდის ჩვენი საქციელი. აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. 100 სკვნილზე მუდმივ ლოცვას დიდი ზალა სჭირდება, ერის კაცს კი მგონია რომ ამის არც დრო აქვს და არც საშუაკლება რომ მუდმივად ილოცოს დღის განმავლობაში, ცემი აზრით ასეთი ადამიანი ან მექანიკურად ასრულებს სკვნილზე ლოცვას ან ხიბლშია ჩავარდნილი. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
S a l l y |
![]()
პოსტი
#22
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
აი მაგალიტად გავალთ ხოლმე ხშირად ქუჩაში და გვხვდება ადამიანი (საერო პირი ) რომელსაც 100 სკვნილი აქვს მოხვეული ხელზე ან ლოცულობს მასზე და გვერდით გავიხედავთ და სეიძლება თვითონ მოძღვარი არ ატარებდეს 100 სკვნილს, აი ამის ფონზე ცოტა უხერხულადაც ჩანს თითქოს. ამ ყველაფერს პირველ რიგში ცემს თავზე ვწერ, სხვა ნუ მიიღებს ცუდად ![]() გეთანხმები,ალექს ![]() საერთოდ აღარ ვლოცულობ გარეთ სკვნილზე,მართალია ასიანნი არ არის ![]() ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ketiketi |
![]()
პოსტი
#23
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 839 ![]() |
ძალიან გამიხარდა ეს განყოფილება რომ ვიპოვე,მაინტერესებდა,დიდი მადლობა,...
![]() უფალმა გააძლიეროს ![]() დიდი მადლობა ![]() |
likita |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 138 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,772 ![]() |
![]() Shot with E3200 at 2007-06-27!!! ![]() აი მე,როგორი სკვნილი მაქვს,ლამაზი და მშვენიერი ![]() ![]() ![]() ძალიან მიყვარს,ჩემი გაკეთებულია. იესოს ლოცვა ამან მასწავლა. თქვენ როგორ გგონიათ, სკვნილი უფრო ძველი სიტყვაა თუ ფსკვნილი -------------------- [size=3]
|
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#25
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ციტატა ფსკვნილზე სკვნილი სკვნილია და არა ფსკვნილი შევსკვენი და არა შევფსკვენი ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ისე ეგ ჩემო კარგებო ჩვენი კი არა ადამიანის სულიერი მამის-მოძღვრის გადასაწყვეტია და საფიქრალია ადამიანმა უნდა ატაროს სკვნილი თუ არა. ასე რომ მოძღვარი თუ მოგცემთ კურთხევას ატარეთ და თუ არა არ ატაროთ ![]() აჰა, მეც ეგრე ვიცი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#27
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ნათია
ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში? |
ნათია |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ნათია ხოდა რაღატო უნდა ვისაუბროთ და ჩავერიოთ მოძღვრების საქმეებში? მე არ ვერევი ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
![]() ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? ტექსტის ავტორი მაია გაგუაა თუ ხათუნა რაქვიაშვილი? ![]() ![]() როცა რამე საკოპირებთ, ავტორები მიუთითეთ მაინც, უხერხულია. ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
mariami-k |
![]()
პოსტი
#30
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
თამარი_ცქნაფო
მადლობ. ავტორის მითითება დამავიწყდა -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
გლახა |
![]()
პოსტი
#31
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
თამარი_ცქნაფო
შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა? |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
გაიგეთ ყველამ სკვნილი სიწმინდე არაააა!!!!
მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!! -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მხოლოდ ის ჯვარია სიწმინდე რომელიც სკვნილს აქვს მობმული... სკვნილი ლოცვის დასათვლელი საშუალებაა მხოლოდ!!!!! რუსები "ჩოთქ"-ს ეძახიან ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
მნათე
ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
![]()
პოსტი
#35
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მნათე ჩოთქს უსუპს ეძახიან.. ჯვარს რომ აქვს მობმული... ნაკურთხი წყლის სასხურებლად ![]() მე სხვაგვარად ვიცოდი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
teo.. |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული საპასუხო და რატომ, ის სულიერი დატვირთვა რაც სკვნილზე ლოცვის დროს აღევლინება საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე ძლიერი იარაღია შავი ძალების გასანადგურებლად. უფალმა შემინდოს კადნიერება, საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს მოგიყვებით ორიოდე წლის წინ საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიაში სასულიერო წიგნებისა და ხატების საყიდლად შესულს იქვე დაკიდებულმა სკვნილმა მიიქცია ჩემი ყურადღება... ეს არ იყო უბრალო ინტერესი, სიგიჟემდე მომინდა ამ ფსკვნილზე მელოცა მაგრამ რადგან ვიცოდი რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ მქონდა ამის უფლება (ძლივს შევიკავე თავი ყიდვისაგან). რამოდენიმე დღეში ისევ მოვხვდი ამ მაღაზიაში და სურვილს წინ ვეღარ აღვიდექი ისე მწყუროდა ამ სკვნილზე ლოცვა და ვიყიდე თან ვფიქრობდი მამაოს დავურეკავ და კურთხევას ავიღებ მეთქი რაც იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე და კურთხევის გარესე დავიწყე ლოცვა (უფალმა შემინდოს კადნიერება). მადლობა უფალს, ყველაფრისათვის ამ სკვნილზე ლოცვამ ორი უდიდესი სასწაული მიჩვენა არა იმიტომ რომ ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დამენახა მისი უდიდესი ძალა და ის თუ როგორი კრძალვით უნდა მოვპყრობოდო მას (უფლის განგებულებას ვინ ჩაწვდება) გამომგზავრების ბოლო დღეს (შუა დღე იქნებოდა) მომცეს მისამართი მაღაზიისა, სადაც ტემპერა და სხვა საჭირო მასალა უნდა შემეძინა ხატწერისათვის სიმართლე რომ გითხრათ მე ისიც არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ეს საღებავი და მის დამზადების წესებზე ხომ ლაპარაკიც არ არის (გაგიკვირდებათ ალბათ, ასეთმა უცოდინარმა ხატწერაზე როგორ იფიქრეო, მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა და უფლის განგება). ასეთი უცოდინარი ჩავჯექი მარშუტკაში, ჩანთიდან ჩემი სკვნილი ამოვიღე და ჩუმად დავიწყე ლოცვა (სკვნილი ასიანია). რადგან ამ ამბის მოყოლა არ აუკრძალავთ ამიტომ გიყვებით ,უფალს შევთხოვე მეპოვა ეს მაღაზია და იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანიც რომელიც დამეხმარებოდა ხატწერისათვის საჭირო მასალის არჩევაში. მაღაზიაში შესულს სულ რაღაც 2, 3 კაცი დამხვდა, მათ შორის ერთი შავებში ჩაცმული ქალი რომელიც ჩემგან ზურგით იდგა ტემპერის საღებავებთან ![]() ![]() უკან დაბრუნებულს მამაომ ხელში სკვნილი რომ დამინახა მკითხა რად გინდა შენ ეს სკვნილიო, შემდეგ მკითხა იცი როგორ უნდა ილოცოო?? და მაკურთხა ზოგჯერ კი ვერ ვასრულებ ხოლმე იმ რაოდენობას რაც დამიკანონა რაზედაც უფალს შენნდობას და შეწყალებას ვთხოვ, მაგრამ სკვნილზე ლოცვა მართლაც ენით აღუწერელ ძალას მმატებს. მადლობა უფალს მისი აურაცხელი მადლისა და იმ სიყვარულისათვის და სასწაულებისათვის რასაც ასეთ ცოდვიკლებსაც კი გვიჩენს როგორიც მე ვარ. -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#37
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარი_ცქნაფო შენც გგონია რომ სკვნილი სახიფათო სიწმინდეა? ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
S a l l y |
![]()
პოსტი
#38
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
teo..
![]() ღმერთმა გაგაძლიეროს!!!აღფრთოვანებული ვარ ხოლმე შEნი ისტორიებით... პირველად სკვნილი თორმეტი წლისას მაჩუქა ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა,მის ძმას გააკეთებია მონასტერში ყოფნისას და მაჩუქა...მითხრა ზედ იესოს ლოცვა უნდა წაიკითხოო...მაშინ მოძღვარიც არ მყავდა...სიმართლე გითხათ,სამკაულივით უფრო მეკეთა ![]() ორი წლის წინათ ჩემს მეგობარს ვუყიდე იერუსალიმიდნ ჩამოტანილი სკვნილი და მეც ძალიან მომინდა ჩემთვის...ბოლოს მამაოს მივუტანე და მომცა კურთხევა...ზოგჯერ ვერ ვასრულებ ![]() განსაცდლის ჟამს მასზე ლოცვით ძალიან ვმშვიდდები და ვძლიერდები........ -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
Otar Ratiani |
![]() ![]()
პოსტი
#39
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 4-July 07 წევრი № 2,387 ![]() |
რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას!
და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ ![]() -------------------- უფალს ებარებოდეთ!!!
|
teo.. |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
რა იცით ფსკვნილის შესახებ? რა დატვირთვა აქვს მას და თქვენთვითონ იყენებთ თჲ არა მას! და იცით თუ არა ფსკვნილის მოქსოვა სუტაჟით, თუ არ იცით და სურვილი გექნებათ მამაოს კურთხევის შემდეგ შემილია გასწავლოთ ვისაც სურვილი გექნებათ ![]() მე პირადად ბევრი არაფერი ![]() სურვილი კი მაქვს მაგრამ მე რომ საქართველოში არ ვიმყოფები როგორ მოხერხდება სწავლა?? -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი