IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სპეციალური დადგენილება 23 ივლისთან დაკავშირებით, ფონდისა და ფორუმის ერთობლივი ღონისძიების შესახებ
ნათია
პოსტი Jul 14 2008, 04:54 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ის საქველმოქმედო ფონდის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

23 ივლისის აღნიშვნის შესახებ



ითვალისწინებს რა იმას, რომ მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-სთან,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფორუმი დიდ დახმარებას უწევს ფონდს, კერძოდ, ფონდის სპონსორების სარეკლამო ბანერების ინტერნეტში განთავსების გზით, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, აგრეთვე პერიოდულად ათავსებს ფონდის მოღვაწეობისა და გეგმების თაობაზე ინფორმაციას,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის დაფუძნება და მიზნების განხორციელება მჭიდრო კავშირშია ფორუმის საქმიანობასთან,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის საქმიანობის მრავალმხრივი რეკლამირება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპონსორების მოზიდვას და ფორუმის საქმიანობის გაზრდას, და
ითვალისწინებს რა იმას, რომ 23 ივლისს სრულდება 2 წელი ფორუმის შექმნიდან და 1 წელი ფონდის დაფუძნებიდან,

ფონდის გამგეობამ ფორუმის ადმინისტრაციასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების, ფონდის განაცხადის მიზნების თავის მე-9 პუნქტისა და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. 23 ივლისი ფონდმა და ფორუმმა აღნიშნონ ერთდროულად.
2. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ფონდი უზრუნველყოფს ღონისძიებების დაფინანსებას, ხოლო ფორუმი ამის თაობაზე რეკლამის უსასყიდლოდ განთავსებას ინტერნეტში, მასობრივი საშუალებების ინფორმირებას და მაღალი რანგის სტუმრების მოწვევას, აგრეთვე იშუამდგომლებს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან ღონისძიებების წმ. სამების საპატრიარქო ლავრის ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით.
3. დამტკიცდეს ღონისძიებათა ბიუჯეტი 500 ლარის ოდენობით (ხარჯთაღრიცხვა თან დაერთოს)
4. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს საფინანსო ჯგუფმა
5. გადაწყვეტილება ძალაშია დამტკიცებისთანავე.



ფონდის გამგეობა,
ქ. თბილისი
7 ივლისი, 2008 წ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 29 2008, 01:04 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



2008 წლის 23 ივლისის დადგენილების თანახმად

საქველმოქმედო ფონდისა და ფორუმის ღონისძიების

ხ ა რ ჯ თ ა ღ რ ი ც ხ ვ ა




1. ხატი წმინდა მიწით (სპონსორებისთვის) - 4 ცალი - 48 ლარი
2. ხატი (ნომინანტებისთვის) - 22 ცალი - 33 ლარი
3. ფსალმუნნი (ნომინანტებისთვის) - 22 ცალი - 55 ლარი
4. მაგიდის ხატი (მამებისთვის) - 3 ცალი - 60 ლარი
5. ვერცხლის ხატი (მეუფისთვის) - 1 ცალი - 55 ლარი
6. სურათების დაბეჭდვა გამოფენისთვის - 24 ცალი - 40 ლარი
7. შთაბეჭდილებების წიგნი - 1 ცალი - 5 ლარი
8. შუშების დასამაგრებელი 0.40 ლარი X 84ც=33.60 ლარი
9. ტორტი - 2 ცალი - 70 ლარი
10. ნამცხვრები "ტკბილი ქვეყანა" (გრილიაჟი - 10 ლარი, აკინაკი - 7.50 ლარი) - 17.50 ლარი
11. ნამცხვარი დესერტი (რუშელი) - (1 ყუთი) 17. 10 ლარი
12. პეროგი - 10 ლარი
13. შაქარლამა - 0.30ლ X 50 ც=15 ლარი
14. ფახლავა - 24 ცალი - 17 ლარი
15. ხაჭაპური - 20 ცალი - 110 ლარი
16. შამპანური (3ც შავი და 4 ც თეთრი ბაგრატიონი, 3ც X 9.50 ლ= 28.50 ლარი, 4ც X 6.50 ლ= 26 ლარი) - 54.50 ლარი
17. ლიმონათი 50 ც - 30 ლარი
18. ნაბეღლავი - 18 ცალი - 15.40 ლარი
19. ერთჯერადი ჭურჭელი ( 200 ცალი თეფში, 200 ცალი ჭიქა, 200 ცალი ჩანგალი) - 13 ლარი
20. ნესვი - 16 კგ - 24 ლარი
21. ვაშლი - 3 კგ - 2.50 ლარი
22. მსხალი - 3 კგ - 3 ლარი
23. გარგარი - 6 კგ - 15 ლარი


-----------------------------------------------------

ჯამი: 743.60 ლარი



ფონდის თავმჯდომარე: ნ. ბოლქვაძე

ფონდის გამგეობის წევრი: გ. ხითარიშვილი

საფინანსო ჯგუფის წევრი: ნ. რუხაია

საფინანსო ჯგუფის წევრი: თ. დეისაძე

ფორუმის წევრი: ე. ღუდუშაური





*შენიშვნა: გადამეტებული თანხა 243.60 ლარი (743.60 ლარი - ფონდიდან გამოყოფილი 500 ლარი = 243.60 ლარი) დამატებულ იქნა ფორუმელების მიერ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი