კითხვა ცხონების შესახებ, თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა ცხონების შესახებ, თქვენი აზრი |
missis_kartveli |
Jul 2 2007, 08:54 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
|
ნათია |
Jul 2 2007, 09:16 PM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რადგან ცხონებაზეა საუბარი, ამიტომ დავწერე ....
უფალი ყოვლად სრულ სიყვარულს გვასწავლის ერთი მოვლენის მიხედვით, რომლის შესახებაც ლუკა მახარებელი გვიამბობს (ლკ.10. 25-28). სჯულის მეცნიერი ვინმე მივიდა უფალთან და ჰკითხა: რა ვქნა, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. სჯულის მეცნიერს, ანუ ადამიანს, რომელიც სწავლობს ღმრთივდადებულ სჯულს და მას აღასრულებს, ეს თავადვე უნდა სცოდნოდა. უფალმა სწორედ ამიტომაც ჰკითხა მას: "სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ" (ლკ. 10.26)? მესჯულემ წაიკითხა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლკ. 10.27). მაშინ უფალმა უთხრა მას: "მართალ მომიგე; მაგას იქმოდე და ჰსცხონდე" (ლკ. 10.28), ანუ დაადასტურა სჯულის მეცნიერის პასუხი და დაამოწმა, რომ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და სულის ცხონების სხვა გზის შესახებ კითხვაც არ ეგების: სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის. წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მარიამი |
Jul 2 2007, 09:34 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ავაზაკი და წმ. სიდონია რომელ ეკლესიაში დადიოდნენ რომ ცხონდნენ? მაინც ვერ გამოხვედი ოთხი კედლის გაგებიდან? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
afxazi |
Jul 2 2007, 09:38 PM
პოსტი
#24
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ავაზაკი მხოლოდ ერთი მიზეზით ცხონდა, გარდა იმისა რომ მან მოინანია თავისი დანაშაული, ყველაზე მთავარი მაინც ის იყო რომ ავაზაკმა ქრისტე ყველაზე დამცირებულ მდგომარეობაში, ჯვარზე გაკრული, შეიცნო როგორც ძე ღვთისა და აღიარა, აი ეს იყო მთავარი.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
forumis virusi |
Jul 2 2007, 09:39 PM
პოსტი
#25
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
|
მარიამი |
Jul 2 2007, 09:43 PM
პოსტი
#26
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
Jul 2 2007, 09:56 PM
პოსტი
#27
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ნათია
ციტატა სხვა გზა არ არის და არც შეიძლება არც შეიძლება არსებობდეს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი - აი, სულ ეს არის. ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე. არადა, სხვაგან ვკითხულობთ: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5 და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში: რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26 და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3 ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით. რწმენა და საქმეები. |
ნათია |
Jul 2 2007, 09:59 PM
პოსტი
#28
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ნათია ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე. არადა, სხვაგან ვკითხულობთ: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანე 3,5 და ასეევ იაკობ მოციქულის ეპისტოლეში: რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს. იაკობ 2.26 და სხვაგანაც, როდესაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ესაუბრება: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. იოვანე 3,3 ანუ ცხონებისთვის აუცილებელი პირობა - ნათლობა წყლითა და სულით. რწმენა და საქმეები. ეს მათი პრობლემაა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
leluka |
Jul 2 2007, 10:27 PM
პოსტი
#29
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
საერთოდ რავიცი მგონია რომ ვინ ცხონდება და ვინ არა მხოლოდ უფალმა უწყის.. მეც მასე ვფიქრობ ........ -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
მარიტა |
Jul 2 2007, 11:02 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მეც სწორედ მამა თეოდორეს ქადაგების მერე გავხსენი თემა,მან შეკითხვა დაგვისვა გვაქვს თუ არა გათვიცნობიერებული ეს მოვლენა
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
forumis virusi |
Jul 4 2007, 12:47 AM
პოსტი
#31
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
|
დათიკო |
Jul 4 2007, 01:17 AM
პოსტი
#32
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
forumis virusi
ციტატა დავით, მონათლულ ბავშვებს რწმენა და საქმეები სჭირდებათ ცხონებისთვის? შენ გეტყობა, უკვე აკვიატებული იდეა დაგჩემდა ამ ჩვილებთან დაკავშირებით. არ არის ეს სერიოზული. |
forumis virusi |
Jul 4 2007, 01:21 AM
პოსტი
#33
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
|
stch |
Jul 4 2007, 02:44 AM
პოსტი
#34
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა
და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
KAIROS |
Jul 4 2007, 02:51 AM
პოსტი
#35
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა ჩემო კარგო ახალი ხარ გადაავლე ხოლმე წინა ნაწერებს თვალი, სისხლით ნათლობა მაშინ ხდება, როცა ადამიანი ეწამება ქრისტესათვის, ის ავაზაკი კი თავისი ბოროტი საქმეებისათვის იყო იქ და ასე რომ სისხლით ნათლობა არაფერ შუაშია, აი მეორე კი ოოოოოო.... ციტატა წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო აბა ბევრ კითხვას და მშვიდ სწავლას გისურვებ, იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
stch |
Jul 4 2007, 03:31 AM
პოსტი
#36
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
გადავავლე წინას თვალი და კაკრას მაგიტომ დავწერე ერთს ეწერა ედიშერ ჭელიძემ თქვა რო მოწამეობრივად აღესრულაო და ზუსტად მაგ განმარტებას ემთხვევა მერე რას ერჩი ?
აფორიაქებული სწავლაც არსებობს ? რავი ეს ისე დამაინტერესა უცბად -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
forumis virusi |
Jul 4 2007, 03:58 AM
პოსტი
#37
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
ხო მონათვლა საჭიროა ცხონებისთვის მაგრამ არის მონათვლის ორი სახე როგროც მე ვიცი წყლით და სისხლით ანუ შეიძლება ითქვას რო ავაზაკი სისხლით მოინათლა ედიშერს არსად უწერია რომ ავაზაკი სისხლით მოინათლა, პირიქით, ის სწერს რომ ავაზაკი მონათლა მაცხოვნებელმა სულმა და სინანულმა აცხოვნა. დავითს მგონი არასწორად ახსოვს... და კიდე წაკითხული მაქვს რომ სიკვდილის წინა სინანულს დიდი ძალა აქვსო და შეისმენს ღმერთიო ხო და დაველოდოთ სიკვდილს მშვიდ სწავლას გისურვებ, აფორიაქებული სწავლაც არსებობს ? კაიროს გლიჯააააააავ |
stch |
Jul 4 2007, 10:20 AM
პოსტი
#38
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
იქ როგორც ეწერა მე ის ვნახე მარტო და რაცვ შეეხება მონათვლას როდიდან დაიწყო ? მე მგონია რო სულიწმიდის გარდამოსვლის მერე სცემდნენ ნათელს მოციქულები და მანამდე როგორ იქნებოდა ეგ საქმე ?
თანაც გავიხსენოთ ის ფაქტი რო ბევრი მიცვალებული აღვიდა ზეცად მაცხოვრის ჯვარცმის მერე და ისინი იყვნენ მონათლულები ? ხოდა მასე შეიძლება ჩაითვალოს ავაზაკი და ყველა სულიწმიდის გარდამოსვლამდე ასე მგონია მე და რა ყველამ იცის კაცო მშვიდად სწავლის მნიშვნელობა ჩემ გარდა ? -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
alex_b |
Jul 4 2007, 12:47 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
დათიკო
ციტატა ზუსტად მასე გაიგეს პორტესტანტებმაც მათი აზრით საკმარისია გწამდეს და გიყვარდეს უფალი რომ ცხონდე. რაკი პროტესტანტების აზრმა გაიჟღერა, ცოტაოდენს მეც დავძენ. საერთოდ სიტყვა ”პროტესტანტი” ძალიან დიდი სიტყვაა იმისათვის, რომ მათი აზრი ილაპარაკო, ვინაიდან ყველა, ვინც პროტესტანტად უხმობს თავს როდი არიან. არსებობს განსხვავებული აზრებიც, მაგრამ შევეცდები იმ ძირითად აზრზე მოგახსენოთ, რაც სწამთ პროტესტანტთა უმრავლესობას. საკმარისია გიყვარდეს უფალი და ცხონდე, ეს გულჩვილი გამოთქმაა და არა თეოლოგიური თეზისი. ამიტომ ეს გამოთქმა ცოდვილი ცხოვრების გასამართლებლად არ გამოდგება. იესო ამბობს: ”თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით”, სხვაგან - ”ვისაც ვუყვარვარ, მე მომყვეს”. ასევე: ”ღმერთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს” მოკლეთ ამაზე უამრავი ადგილი არსებობს, ისე რომ დათიკო შეგეძლო გაცილებით დიდი სია ჩამოგეწერა ამ მუხლების. ჩვენ უბრალოდ იმას უარვყობთ, რომ კეთილი საქმეები მიზეზი გახდება გადარჩენის. ანუ სასწორივით თუ გადაწონის სიკეთე ბოროტებას - გადარჩები. ჩვენი რწმენით გადარჩენის წყაროა რწმენა იესო ქრისტესადმი. ხოლო ეს რწმენა და სიყვარული ხდება წყარო და მიზეზი: 1. გადარჩენის 2. კეთილი საქმეების 3. ეკლესიაში გაერთიანების 4. ეკლესიისადმი მორჩილების. კეთილი საქმეები კი არ იწვევს გადარჩენას, არამედ რწმენა, რომელიც ასევე წყაროა ყველა დანარჩენის. ახლა რაც შეეხება ავაზაკის ჯვარზე გადარჩენას, გავკადნიერდები და ჩემს აზრსაც მოგახსენებთ. ავაზაკის შემთხვევაში მისი გადარჩენის მიზეზი არ გამხდარა მხოლოდ ”სინანული” - ამ სიტყვის საზოგადოებრივი გაგებით. მას შეიძლებოდა ენანა ის, რატომაც დასაჯეს ანდა სულაც ის, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მაგრამ მის შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად იყო საქმე. როგორც წეღან აღვნიშნე, რწმენა არის შემდგომ მიზეზი და მოტივი კეთილი საქმეებისა, ეს ისე შეხსენებისთვის. ადამიანს კი ჭირდება გადასარჩენად: 1. რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა - ”თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია” 2. საკუთარი დანაშაულის შეგრძნება 3. იესოს უბიწო გამომსყიდველური მსხვერპლის რწმენა 4. წყალობის თხოვნე მოწყალე ღვთისადმი. 5. რწმენის შესაბამისი მოქმედება. 1. ავაზაკმა, როგორც წეღან აღნიშნეს მას შემდეგ, რაც იესოს უყურებდა და უსმენდა შეიცვალა აზრი. ის ფაქტი, რომ იესოს ეუბნება ”როდესაც შენი სასუფევლით მოხვალ” - მეტყველებს იმაზე, რომ მან აღიარა, რომ იესო მესია იყო. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ეთქვა - გვიშველეთ სანამ მოგვკლესო. შესაძლოა ამ ავაზაკს გაგონილი ჰქონდა იესოს შესახებ, რომ იგი ცოდვებს პატიობდა. და აი ამ დროს, როდესაც ის უეჭველ სიკვდილს ელოდა - ის აღიარებს იესოს, როგორც მესიას - ძე ღვთისას. ვფიქრობ, რომ ამაში სულიწმიდაც ჩაერია. (იოან.6:44; 1კორ.12:3). 2. როგორც ჩანს ამ ავაზაკმა აღიარა ის, რომ იგი დამნაშავე იყო და სამართლიანად ისჯებოდა ”ჩვენ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ” ანუ ეს მოთხოვნაც შეასრულა ავაზაკმა თავის გამოსვლაში. 3. რაც შეეხება იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს - აქ ავაზაკი ამბობს ”მას კი არაფერი ჩაუდენია”. 4. მაგრამ როგორც ჩანს ასე არაა ”ამირან გულში მღეროდაო” და არა მხოლოდ გულში მან მიმართა იესოს და წყალობა სთხოვა. მან დაკარგული ძესავით თავმდაბლურად მიმართა. არ უთქვამს შენს სასუფეველში რამოდენიმე ათეულ ქალაქზე დამაყენეო, უბრალოდ სთხოვა ”მომიხსენე” ანდა გამიხსენე. გულზე მეხება, როცა წარმომიდგენია ამ სიტყვის ტონი. 5. ხოლო რაც შეეხება რწმენის შესაბამის მოქმედებას, მას შეწყვიტა ქრისტეს გმობა და აქეთ სხვას, მეორე ავაზაკს დაუწყო შეგონება და ქადაგება. შესაძლოა მან უფრო ბევრი თქვა, ვიდრე სახარებაში ჩაიწერა, მაგრამ რაც დაიწერა საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ რისი თქმა სურდა მას. ხოლო ახლა რაც შეეხება ეკლესიას. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს ეკლესიის ნაწილი. ეკლესია თვითონ ადამიანების ერთობაა და არა უბრალოდ კედლები. მაგრამ ავაზაკის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ქრისტეს ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული. ზუსტად არ ვიცი როგორ ასწავლის ამაზე მართმადიდებლობა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი ეკლესიის დაფუძნება მოხდა მეერგასე დღეს, სულთმოფენობისას. რაც საოცარია ასევე, რომ ეს იყო იუდეველთათვის ”პირველნაყოფობის” დღესასწაული. ხოდა პირველი ნაყოფი ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისა ეს იყო მეერგასე დღეს. იესო ამბობს ”მე დავაფუძნებ” - ეს სიტყვა მომავალ ფორმაშია. ანუ იესოს მიწიერი სიცოცხლის და მოღვაწეობის დროს არ იყო ჯერ ეკლესია დაფუძნებული. ახლა ცოტას ვიტყვი იმ ადგილზე, რომელმაც რამდენჯერმე გაიჟღერა სულითა და წყლით შობის აუცილებლობაზე სასუფეველში შესასვლელად. ალბათ დამეთანხმებით რომ სიტყვა-სიტყვით ”წყლით შობა” წარმოუდგენელია. ამიტომ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ რას გულისხმობდა იოანე ამ ნათქვამში. იოანეს სახარებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ეს ტერმინები სული და წყალი. მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ამ ტერმინები იოანესეული გამოყენება, თვალი უნდა გადავავლოთ სხვა ადგილებს: მოდი ეხლა ჩემს სიმფონიას გადავშლი და იოანეს სახარებაში მოვძებნი ამ ადგილებს.... 1. წყალი ხოოოო, როგორც ჩანს იოანეს უყვარდა ამ სიტყვის გამოყენება და ბევრჯერ აქვს იგი ნახსენები. მაგრამ მოდი ამოვიღებ საგულისხმო ადგილებს იოანეს მიერ დაწერილი ”წყლით შობის” (და არა ნათლობის) გასაგებად. ”შენ რომ იცოდე ღვთის მადლი და ის, თუ ვინ გეუბნება შემასვი წყალიო, შენ სთხოვდი მას და ის მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან.4:10). ”ვინც დალევს წყალს, რომელსაც მივცემ, არასოდეს მოსწყურდება, არამედ მისი წიაღიდან მარადიულად იდინებს” (4:14). ”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები” (7:38). ასევე აღვნიშნავ სხვა მომენტებს იოანეს სახარებიდან, სადაც რატომღაც წყალზეა ლაპარაკი: 1. იოანე ნათლავდა წყლით 2. წყალი გადაიქცა ღვინოდ 3. ჩაასხა წყალი და ფეხები დაბანა მოწაფეებს 4. წყლის შერხევას ელოდნენ აუზში 5. მისი ჭრილობიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი ზემოთ მოყვანილი მუხლების საფუძველზე მიჩნდება აზრი, რომ როცა იესო ლაპარაკობს წყალზე, აქ უფრო მეტია ნაგულისხმევი ვიდრე წყალი. ჩემი აზრით ეს წყალი მიანიშნებს ღვთის სიტყვაზე, რომელიც მოიტანა იესომ. აბა სცადეთ და ზემოთმოყვანილ ”წყალში” იგულისხმეთ ”ღვთის სიტყვა” - არის რაიმე წინააღმდეგობა? თუ არის სიამოვნებით მოვისმენ განსხვავებულ აზრს. ახლა კი მოდით სულით შობაზე გადავიდეთ. ჩვენი სამსჯელო მუხლის (იოან.3:5) მიხედვით წყლითა და სულით შობა - ეს ერთი და იგივე მომენტია. ანუ არა შობა მხოლოდ წყლით ანდა მხოლოდ სულით არამედ - ”ვინც არ იშობა წყლითა და სულით”. შობა ერთია - ხოლო მშობელი - წყალი და სული. თუ ამ შობას დავარქმევთ იგივე ნათლობას, წმიდა წერილში შესაძლოა რამოდენიმე წინააღმდეგობას წავაწყდეთ. მაგ: ”სიტყვები, რომელიც გითხარით სულია და სიცოცხლეა” (6:23) ”ვისაც მე ვწამვარ, როგორც წერილი ამბობს მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. ეს იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან სულიწმიდა ჯერ არ იყო, რადგან იესო არ იყო განდიდებული.” (იოან.7:38-39). ”მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ. რომელიც თქვენთან იქნება საუკუნოდ. სული ჭეშმარიტებისა, რომელიც წუთისოფელს არ შეუძლია მიიღოს, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენში რჩება და თქვენში იქნება.” (14:16-17). ”როცა მოვა სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში” (16:13). აქედან დასკვნას ვაკეთებ, რომ ”სულითა და წყლით შობა” ეს არ არის პირდაპირ ნათლობა. არამედ ღმერთის სიტყვის ზემოქმედება ადამიანზე, რომელიც ცვლის მის ცხოვრებასა და მიმართულებას. ხოლო ნათლობა - ეს იესოს მიერ დატოვებული მცნებაა, რომლითაც ხდება იმის გამოხატულება, რაც ღმერთმა უკვე გააკეთა. ”ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს მას, რომელმაც ჩვენსავით მიიღო სულიწმიდა” (საქ.10:47). პ.ს. მუხლები მე თვითონ ვთარგმნე ინგლისურიდან და მომიტევეთ თუ არ შეესაბამოს რომელიმე თარგმანს -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი