თავმდაბლობა vs ამპარტავნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თავმდაბლობა vs ამპარტავნება |
marine |
Jan 28 2024, 03:20 PM
პოსტი
#361
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიმდაბლის გზები
/იგავი/ "დიდი ხნის წინათ ეშმაკმა გადაწყვიტა თავისი ხელობის ყველა ინსტრუმენტი გაეყიდა. მან ფაქიზად გამოფინა ისინი შუშის ვიტრინაში, ყველას დასანახად. რა საოცარი კოლექცია იყო! აქ ნახავდით შურის ელვარე ხანჯალს, მის გვერდით კი თავს იწონებდა მრისხანების ჩაქუჩი. მეორე თაროზე ვნების მშვილდი იდო, გვერდით განთავსებული იყო ნაყროვანების, ხორციელი ვნებებისა და ეჭვიანობის მომწამვლელი ისრები. ცალკე სტენდზე გამოფენილი იყო ტყუილის ხაფანგების უზარმაზარი არჩევანი. იქვე იყო მოწყინების, ვერცხლისმოყვარეობისა და სიძულვილის იარაღები. ყველაფერი მოწესრიგებულად იყო წარმოდგენილი და ზედ მიმაგრებული ჰქონდა ფასისა და დასახელების ამსახველი იარლიყები. ყველაზე ლამაზ თაროზე კი, ყველა ინსტრუმენტისგან განცალკევვებით, იდო პატარა, შეუხედავი და შელახული ხის სოლი, რომელზეც ეკიდა იარლიყი წარწერით "ამპარტავნება". რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ იარაღის ფასი ერთად აღებულ ყველა დანარჩენ იარაღზე მეტი იყო. ერთმა გამვლელმა ჰკითხა ეშმაკს, რატომ აფასებდა ამ უცნაურ სოლს ასე ძვირად? მან უპასუხა: - მე ნამდვილად ყველაზე ძვირად ვაფასებ მას, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ინსტრუმენტია ჩემს არსენალში, რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს, თუ ყველა დანარჩენი უსარგებლო აღმოჩნდება. და მან ნაზად გადაუსვა ხის სოლს ხელი. - თუ მე მოვახერხე ადამიანის გულში ამ სოლის ჩაჭედება, - განაგრძობდა ეშმაკი, - ის სხვა ინსტრუმენტებისთვისაც ახერხებს კარის გაღებას". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2024, 05:46 PM
პოსტი
#362
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იქ, სადაც უბრალოებაა, ანგელოზები ივანებენ!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 21 2024, 05:41 PM
პოსტი
#363
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და ჩვენც სულიწმიდის მადლს შევინარჩუნებთ და არ განვშორდებით მას, თუკი კეთილსინდისიერად ვიბრძოლებთ ვნებებთან, განსაკუთებით კი ამპარტავნების ვნებასთან. როგორ გვმართებდა ყოველთვის გვეხელმძღვანელა წმინდა წერილით, რომელიც იტყვის: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი". ამპარტავნების გამო მადლი ჩვენ არა მარტო გვშორდება, არამედ თავად ღმერთის მტრები ვხდებით"
/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 31 2024, 03:03 PM
პოსტი
#364
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილის ხსოვნის მეორე მტერი მრავალსიტყვაობაა - შეფარული ამპარტავნების ერთ-ერთი გამოვლინება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

#365

Apr 2 2024, 03:29 PM
პოსტი
#366
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავანო კაცო! რაოდენ მაღალი, რაოდენ განსაკუთრებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ გონებაზე, ის კი მუდამ და მთლიანად მუცელზეა დამოკიდებული"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2024, 07:03 PM
პოსტი
#367
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით - ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას შეუძლია ითამაშოს თავმდაბლობა, შეუძლია თავმდაბლურად ილაპარაკოს, მაგრამ თუ გულის სიღრმეში თავს ნამდვილად არ დაიმდაბლებს, თავმდაბლობის ნიღბიან ამპარტავნად დარჩება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 21 2024, 09:45 PM
პოსტი
#368
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავანის ლოცვას ღმერთი არ ისმენს, რადგან ამპარტავნება ზღუდეა"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2024, 08:23 PM
პოსტი
#369
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ჩვენს სათნოებებს ადამიანური ქებით დაზიანებისგან ვიცავთ, ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ ჩვენში მობინადრე ბოროტებისგანაც, ამ ჩვენი მარცხენა ხელისგან, რომ არ გაგვიტაცოს ამპარტავნების გულისსიტყვებმა და ოცნებებმა, ამპარტავნულმა სიხარულმა და ამპარტავნულმა ტკბობამ, რომლებიც ჩვენში სათნოების შესრულებისას ჩნდება და მის ნაყოფს გვართმევს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2024, 07:55 PM
პოსტი
#370
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიწის დიადო! დააკვირდი: შენ წინაშე ხოხავს ქედმაღლობა, მლიქვნელობა, სისაძაგლე! როცა ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ, შენვე დაგიწყებენ დაცინვას, პირველივე შემთხვევაში გიღალატებენ. შენს წყალობას ნურასდროს მოაფენ ამპარტავანს; ამპარტავანი იმდენად მდაბალია თავისზე მაღლებთან, რამდენადაც თავისზე დაბლებთან თავხედი, კადნიერი, არაადამიანურია. ამპარტავანს მლიქვნელობის, დაუზარელობის, სიცრუის განსაკუთრებული უნარით იცნობ, იმ ყველაფრით, რაც საძაგელი და მდაბალია"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2024, 01:28 PM
პოსტი
#371
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავნება და მისი შვილები - ცრუ სულიერი სიამეები, რომლებიც მოქმედებენ სულში, რომელშიც სინანულს არ შეუღწევია, თავმდაბლობის აჩრდილს ქმნიან. სულისათვის ჭეშმარიტი თავმდაბლობა ამ აჩრდილით ნაცვლდება. ჭეშმარიტების აჩრდილი, რომელმაც სულის ტაძარი დაიკავა, თავად ჭეშმარიტებას სულიერ ტაძარში ყველა შესასვლელს უღობავს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 28 2024, 07:30 PM
პოსტი
#372
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავნება თითქმის ყოველთვის მოქმედებს დასხვეწილ გემოთმოყვარეობასთან ერთად და ადამიანისთვის ყველაზე ნატიფი ცოდვითი სიამეები მოაქვს. ამ სიამის შხამი იმდენად ნატიფია, რომ მრავალნი ამპარტავნებისა და გემოთმოყვარეობის სიამეს სინდისის ნუგეშად მიიჩნევენ, ღვთის მადლის მოქმედებადაც კი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 29 2024, 08:48 PM
პოსტი
#373
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცოდვილის ხვედრი სიამოვნება არ არის; მისი ხვედრია გლოვა და სინანული. ამპარტავნება სულს ზუსტად ისევე ხრწნის, როგორც სიძვის ვნება ხრწნის სულსა და სხეულს. ამპარტავნება სულს უუნაროს ხდის სულიერი მოძრაობებისთვის, რომლებიც მაშინ იწყება, რომ მშვინვიერი ვნებების მოძრაობა მიყუჩდება, თავმდაბლობით გაჩერებული. სწორედ ამიტომ წმინდა მამები საერთო საქმედ სთავაზობენ ყველა ბერს, განსაკუთრებით, მლოცველებს და მასში წარმატების მსურველებს, წმინდა სინანულს, რომელიც პირდაპირ ამპარტავნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და სულისთვის სულიერი სიგლახაკე მოაქვს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 19 2024, 08:43 PM
პოსტი
#374
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საიდუმლოდ გეუბნები, გეუბნები ყველაზე უკეთეს საშუალებას სიმდაბლის მოსაპოვებლად. აი, რა არის ეს: ყველა ტკივილი, რომელიც ამპარტავან გულს გიჩხვლეტს, დაითმინე, და დღედაღამ ელოდე წყალობას ყოვლადმოწყალე მაცხოვრისგან. ვინც ასე ელოდება, უეჭველად მიიღებს"
/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2024, 07:20 PM
პოსტი
#375
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...მას არ გაკარებია კაცთა მოდგმის დამღუპველი სენი - ამპარტავნება..."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2024, 01:16 PM
პოსტი
#376
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავანს საკუთარი ჩრდილისაც ეშინია, თუმც მალავს ამას. თავმდაბალი კი ბობოქარ ტალღებშიც მშვიდი რჩება. ვინც ამპარტავნებას სძლია, მან დაამარცხა შიში, სასოწარკვეთა და შეშლილობა, რომლებმაც მთელი სამყარო შეძრეს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2024, 04:06 PM
პოსტი
#377
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავანი წყენას წლობით ატარებს; ის გულს უხრავს, როგორც ჟანგი ხრავს რკინას, სისხლს უწამლავს ჩირქიანი წყლულივით. ამიტომ ამპარტავანი, პირველ რიგში, საკუთარი თავის მტერია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2024, 07:29 PM
პოსტი
#378
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავნება - არანორმალური მდგომარეობაა. ამპარტავანი თავის სულს დემონურ იმპულსებს უღებს. ის საშინელ სულიერ "რადიაციულ ველში" მოხვედრილი ადამიანია. ამპარტავნების ერთ-ერთი გამოვლინება არის ურჩობა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 5 2024, 08:54 PM
პოსტი
#379
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანები ერთმანეთთან სიყვარულით არიან შეერთებულები. ამპარატავანი კარგავს სიყვარულს, სიყვარულის დაკარგვა - ეს სიგიჟის დასაწყისია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2024, 08:24 PM
პოსტი
#380
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავად ამპარტავნება - ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენი ვნების ჩახშობა შეუძლია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი