IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ვარძია, ფოტო-გამოფენა
მარიამი
პოსტი Sep 27 2006, 11:19 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



IPB-ს სურათი

ვარძია

იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

ათასი კიბით,
ათასი ხვრელით
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.

ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.

იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.

ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.

თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.

იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი


IPB-ს სურათი

მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm

ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია,
IPB-ს სურათი

რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა:
IPB-ს სურათი

ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა:
IPB-ს სურათი

ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ:
IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 27 2006, 11:23 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი sad.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 27 2006, 11:23 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



IPB-ს სურათი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 27 2006, 11:39 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



II ნაწილი: ანანაური

ანანაურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საკმაოდ შეუმჩნეველ ადგილასაა გამოკვეთილი. ისიც ვარძიის სამონასტრო კომპლექს ეკუთვნის. ძალიან მადლიანი პატარა ტაძარია ულამაზესი ფრესკებით. ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ფრესკების უმრავლოსობას თვალები დათხრილი აქვს sad.gif

IPB-ს სურათი

ანანაურის ფრესკების ფოტოებს მოგვიანებით დავამატებ

ლილიანა, გაიხარე ამ ფოტოსთვის. რამდენი ვეძებე და ასეთი კარგი ჩემს კოლექციაში ვერ ვიპოვე smile.gif

ციტატა
ხალხო ვარძიაში არ ვარ ნამყოფი

მოსალოცად გქონია საქმე wink.gif წინ დიდი სიამოვნება გელოდება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 27 2006, 11:55 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



III ნაწილი: ზედა ვარძიის დედათა მონასტერი

IPB-ს სურათი

ვარძიის ჯვარი:
IPB-ს სურათი

წმინდა ნიკოლოზის მირომდინარე ხატი, რომელიც მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული:
IPB-ს სურათი

ზარი smile.gif ჩემი სისუსტე - ყველგან ზარებს ვიღებ rolleyes.gif
IPB-ს სურათი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (IX საუკუნე):
IPB-ს სურათი

უძველესი, კლდეში ნაკვეთი სენაკი. დღეს აქ არავინ ცხოვრობს...
IPB-ს სურათი

ყვავილები ტაძრის ეზოში - ჩემი მეორე სისუსტე smile.gif
IPB-ს სურათი

კნუტები smile.gif
IPB-ს სურათი

გაგრძელება - ხვალ... ან ზეგ... ან როცა მოვიცლი wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 28 2006, 12:02 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 28 2006, 12:04 AM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ალექსანდრე @ Sep 28 2006, 12:02 AM) *

მარიამ ვარძიაში ორივე მონასტერია მამათა და დედათა?

ქვემოთ არის მამათა მონასტერი - კლდეში ნაკვეთი, ზემოთ - დედათა. დედათა მონასტერი უფრო ადრინდელია, 2-3 საუკუნით უსწრებს წინ. 4-5 კილომეტრია მანძილი მონასტრებს შორის.
როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა... იქ რომ დადიხარ, რაღაც საოცარი განცდაა, როცა გაიფიქრებ, რომ აქ წმინდა თამარ მეფეს უვლია rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 28 2006, 12:06 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამი
ციტატა
როგორც ამბობებ, თამარ მეფეს მხოლოდ 2-ჯერ აქვს გათენებული ღამე ქვემო ვარძიის მამათა მონასტერში, სხვა დროს ყოველთვის ღამის გასათევად ზემოთ - დედათა მონასტერში რჩებოდა...

მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა?
ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 28 2006, 12:10 AM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ალექსანდრე @ Sep 28 2006, 12:06 AM) *

მარიამი

მერე მამათა მონასტერში შეიძლებოდა?
ისე რამდენი ბერი და მორჩილი მსახურობს?


თამარისთვის შეიძლებოდა unsure.gif ეტყობა ლოცვაში გაათენა, თორემ დასაძინებლად კი არ მივიდოდა huh.gif
ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Sep 28 2006, 12:23 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამი
ციტატა
ამჟამად 5-6 მამა მოღვაწეობს: ბერები და მორჩილები.

კარგი იქნებოდა მონახულება smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qazqaz
პოსტი Oct 4 2006, 04:35 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 1-October 06
წევრი № 241



ეხ რა ბედნიერი ვარ რომ იქაური ვარ და ყოველ ზაფხულს დაახლოვებით 50 ჯერ ვნახულობ.საოცარია, ყველას გირჩევთ იქ ჩასვლას.ისე იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება და რომელიც აშენებულია 12 საუკუნეში შევეცდები სურათი დავდო. http://up.aqache.com/?act=download&fid=


--------------------
[size=7]გფარავდეთ ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 4 2006, 05:10 PM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება

წუნდა აღადგინეს? ვაშააა! smile.gif

აი,სურათი:
IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 4 2006, 08:21 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



IPB-ს სურათი

მემგონი ესეც წუნდაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qazqaz
პოსტი Oct 5 2006, 10:21 AM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 1-October 06
წევრი № 241



ეს მამა მათეს და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ძალისხმევით მოხდა:


--------------------
[size=7]გფარავდეთ ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 6 2006, 09:53 PM
პოსტი #15


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



III ნაწილი: ბერთსაყუდელი

ვაგრძელებ ვარძიის თემას ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილის ფოტო-მიმოხილვით smile.gif
ესაა - ბერთსაყუდელი.
IPB-ს სურათი

ბერთსაყუდელი ზემო და ქვემო ვარძიის მონასტრებიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. როგორც სახელიდანაც ჩანს, აქ ადრე ბერთა სავანე იყო, რომლებიც სწორედ ამ კლდეებში გამოჭრილ ქვაბულებში ცხოვრობდნენ.
IPB-ს სურათი

ზემოთა სურათზე მარჯვნივ ბერების სენაკებია. ფიცრები ამ ორიოდე წლის წინ გადეს, რომ ხალხისთვის ადვილი გადასასვლელი ყოფილიყო. მანამდე კი მარჯვენა სენაკებში მოხვედრა მხოლოდ მარცხენა სენაკში გაჭრილი საკმაოდ ვიწრო გვირაბით იყო შესაძლებელი (მე პირადად იქ ვერაფრით ვერ გავრძვრებოდი... შიშის გამო, რა თქმა უნდა და არა იმიტომ, რომ ვინი პუხივით გავიჭედებოდი biggrin.gif პრინციპში ეს უკანასკნელიც არაა გამორიცხული laugh.gif)
მარცხნივ კი ტაძარია, ზუსტად ქვით ნაშენი კედლის ზემოთა მარცხენა მხარეს.
IPB-ს სურათი

ეს არის ტაძარი შიგნიდან. პირდაპირ სამკვეთლო ჩანს, ხოლო სანთლის მარჯვნივ - ტრაპეზი. ძალიან მაინტერესებს, რატომ არის იატაკზე ოთხკუთხედად ამოჭრილი. შეიძლება აქედან ლოცვის ხმა ჩადიოდა ქვემოთ, სადაც ბერების ერთი ნაწილი იდგა... ეს ჩემი ვარაუდია.
IPB-ს სურათი

ბერთსაყუდელიდან კი ასეთი ლამაზი ხედი მოჩანს:
IPB-ს სურათი

smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qazqaz
პოსტი Oct 12 2006, 11:24 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 1-October 06
წევრი № 241



http://dade.ge/?code=1160695962MY835IZVZQ აი კიდევ ერთი სურათი


--------------------
[size=7]გფარავდეთ ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 20 2006, 12:13 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



IPB-ს სურათი


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 20 2006, 12:23 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 20 2006, 01:00 AM
პოსტი #19


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ Oct 20 2006, 12:23 AM) *

მარიამ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მესამე ნაწილი.გფარავდეთ ღმერთი

მეოთხე ნაწილიც იქნება smile.gif ვეღარ მოვიცალე... ისიც ძალიან საინტერესოა, მგონი ყველაზე მეტად rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 13 2006, 12:08 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ვარძიაზე თემა გავუხსენი რუსებს ერთ ერთ საიტზე - ფოტოებიც დავდე- გადაირივნენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი