IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბო-ქართველი წმინდანი?
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 12 2007, 06:31 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif

ციტატა
რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი?


იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 06:53 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif


კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ჩემი "უაზრო" პოსტებისა sad.gif

ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.


ეხლა დაგიდებ წმ. აბოს ცხოვრებას, სადაც არაფერი სწერია იმაზე რომ მან უარყო არაბობა!

________________________________________________________

იყო ჟამი, როდესაც სარკინოზთა (არაბთა) მპყრობელმა ამირა მუმნი აბდილამ (რომელიც თავის აშენებულ ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდა) ბაბილონში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე1. ბოროტი ადამიანების მიერ დასმენილი ნერსე ამირამ საპყრობილეში ჩასვა, სადაც მან სამი წელი დაყო. ამის შემდეგ ღვთის განგებით მოკვდა აბდილა და მის მაგივრად მისი ძე მაჰდი გამეფდა. ქველისმოქმედმა ღმერთმა მაჰდი ამირა მუმნის ნერსეს გათავისუფლება ჩააგონა. მაჰდიმ ნერსე გაათავისუფლა და ერისმთავრობის უფლებით სამშობლოში გამოუშვა.
ბაბილონში ყოფნისას ნერსეს მსახურად დაუდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი – აბო, რომელმაც მასთან ერთად ქართლში წამოსვლა მოისურვა. აბოს მშობლები და და-ძმა ბაღდადში ცხოვრობდნენ. იგი ნელსაცხებლების მომზადებაში იყო დახელოვნებული და სარკინოზთა მწიგნობრობაც შესწავლილი ჰქონდა. აბრაამის მსგავსად აბომაც ღვთის მინიშნებით დატოვა მამული და ნერსეს დაემგზავრა.
ქართლში აბო ნერსე ერისმთავართან ცხოვრობდა. სათნოების გამო იგი ყველამ შეიყვარა. აბო ქართული ენის შესწავლას შეუდგა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ზედმიწევნით შესწავლაც დაიწყო, დადიოდა ეკლესიებში და ისმენდა სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს, ეკითხებოდა სჯულის-მეცნიერებს. ამგვარად შეისწავლა მან კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება.
ამის შემდეგ აბომ უარყო მუჰამედის სჯული და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე, თუმცაღა ქართლის მპყრობელ სარკინოზთა შიშით აშკარად ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად. აბო ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა და ეძიებდა დაფარულ ადგილს ნათლისღებისთვის.
იმ დღეებში სარკინოზთა ხელისუფალნი ისევ განურისხდნენ ნერსე ერისმთავარს. იგი გაიქცა, რადგან სარკინოზნი სასტიკად ემტერებოდნენ. უფალმა დაიფარა მათგან ნერსე. მან გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც დარი-ალანს (დარიალს) უწოდებდნენ და ჩრდილოეთის ქვეყნებში შევიდა. ნერსეს სამასამდე მამაკაცი გაჰყვა, მათთან ერთად იყო ქრისტეს სანატრელი მონა აბო.
ჩრდილოეთის ქვეყანა მაგოგის ძეთა სამყოფელი იყო. ესენი ხაზარები იყვნენ, ველური ხალხი, საშინელი შესახედაობის, მხეცის ბუნებისანი, სისხლის მსმელნი, მათ არ ჰქონდათ სჯული, მაგრამ შემოქმედ ღმერთს აღიარებდნენ. ხაზართა მეფემ შეიფარა ნერსე, როგორც უცხო და მტერთაგან დევნილი, მისცა მასაც და მის თანმხლებთაც საკვები და სამოსი.
ნეტარმა აბომ როგორც კი იხილა, რომ სარკინოზთაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა პატიოსანი მღვდლების ხელით. სულიწმიდის მადლით ჩრდილოეთის ქვეყანაში მრავალი ქალაქი და სოფელი იყო, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ ქრისტეს სარწმუნოებით2. ამის შემდეგ ქრისტეს მადლით აღვსილი აბო დაუბრკოლებლად შეუდგა მარხვასა და ლოცვას.
ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ ჩრდილოეთის მეფეს სთხოვა, გაეშვა აფხაზეთში, სადაც მას წინასწარ დედა, ცოლ-შვილი, მსახურები და მთელი ქონება გაეხიზნა. ეს ქვეყანა სარკინოზთაგან დაცული იყო. ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან ნერსე მრავალი საჩუქრით გაისტუმრა. ქართლის ერისმთავარი და მისი თანმხლებნი დიდი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით აფხაზეთისაკენ გაემართნენ; მგზავრობაში მათ სამი თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ნეტარი აბო მარხულობდა და ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. აფხაზეთს რომ მიაღწიეს, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღო ნერსე და მისი ხალხი. როდესაც მან აბოს ნათლისღების ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა. აბო იხმეს მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდელმა, აკურთხებდნენ, ანუგეშებდნენ და საცხოვნებელ სწავლებას აუწყებდნენ, ქრისტესა და საუკუნო ცხოვრების შესახებ ახარებდნენ. აბოც, თავის მხრივ, მადლობით მიუგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, ისე რომ მათ უკვირდათ კიდეც და ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი აბო უფრო მეტად მადლობდა ღმერთს, რადგან ქრისტეს სარწმუნოებით აღსავსე ქვეყანა იხილა, მასში ურწმუნოთაგანი არავინ მკვიდრობდა.

წმიდა აბომ იქაური ხალხის გარდამეტებული ღვთისმოყვარება და მთელი ერის გამუდმებული ლოცვა რომ იხილა, საღვთო გულმოდგინებით განიმსჭვალა, რამეთუ წმიდა მოციქულის სიტყვები გაიხსენა: „კეთილ არს ბაძვა კეთილისათ ს მარადის“ (გალატ. 4,18). აბო ღვაწლს ზამთარში შეუდგა, ჩვიდმეტ იანვარს, წმიდა ანტონი დიდის ხსენების დღეს. მძიმე შრომა იტვირთა, ქალაქში, როგორც უდაბნოში ებრძოდა მტერს - ეშმაკს, დუმილითა და მარხვით ასუსტებდა ახალგაზრდა სხეულს, „რა თა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად“ (ეფეს. 1,16). აბომ მაცხოვრის ღვაწლი გაიხსენა, რომელმაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა ორმოცდღიანი მარხვითა და ლოცვით დაამარცხა მზაკვარი გამომცდელი - ეშმაკი. მსგავსადვე ნეტარი აბო ადამიანებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასე გაატარა სამი თვე მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის დღეებში შაბათსა და კვირას ეზიარებოდა და მხოლოდ ზიარების შემდეგ იღებდა მცირეოდენ საზრდოს. ასე გაგრძელდა ქრისტეს აღდგომის დიდებულ დღესასწაულამდე. ამის შემდეგ აბომ შეწყვიტა ეს მძიმე მარხვა, დუმილიც დაასრულა და ღმერთს ადიდებდა.

ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ მაჰდი ამირა მუმნმა ღვთის ბრძანებით ქართლის ერისმთავრად სტეფანოზი გამოგზავნა, გურგენ ერისთავის ძე, ნერსეს დისწული. ამ ამბავმა ნერსე გაახარა, რადგან უფალმა მის სახლს მთავრობა არ განაშორა. ნერსემ ამირებთან მოციქულები გააგზავნა, თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნების ნებართვა ითხოვა.

როგორც კი აფხაზეთიდან გამოემართნენ, აფხაზეთის მთავარმა დაუძახა ნეტარ აბოს და უთხრა: ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზების ხელშია, შენ კი ბუნებით სარკინოზი ხარ, არ მოგცემენ ნებას მათ შორის იცხოვრო და ქრისტიანად დარჩე. მეშინია, ნებით ან უნებლიეთ ქრისტეს სარწმუნოებას არ განგაშორონ და ამდენი შრომა არ დაგეკარგოს. ნეტარმა აბომ მიუგო: „რაკი შემიწყნარა ქრისტემ, ჩემი უწინდელი უმეცრების სიბნელე განმაშორა და მისი ნათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს. მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, თუნდაც მტანჯონ და მგვემონ, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს. ახლა კი ნუ დამაკავებ, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიშია და არც ქრისტესთვის სიკვდილი. გევედრები, გამიშვი, რომ ცხადად ეუწყოს ჩემი ქრისტიანობა იმ ქრისტეს მოძულეებს, რამეთუ მსმენია წმიდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის თქმული: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე მირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რა თა ენთებოდის ყოველთა. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“ (მათ. 5,15-16). და აწ მე რისთვის დავფარო ეს ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა? არასოდეს დავიმალები სიკვდილის შიშით, რადგან მისწავლია წმიდა მოციქულისაგან: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკ დრონ“ (1 კორ. 6, 9). ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ მე ქრისტესგან სასუფეველს ვეძიებ“. ასე დაარწმუნა აბომ მთავარი და მანაც გაუშვა იგი.
წმიდა აბო ნერსესთან ერთად ქართლში ჩამოვიდა, ქალაქ თბილისში შემოვიდა და ცხადად აღიარებდა ქრისტიანობას. თბილისში მცხოვრებმა სარკინოზებმა, რომლებიც ადრე იცნობდნენ აბოს, იგი ქრისტიანად რომ იხილეს, ზოგი საყვედურობდა, ზოგი შეურაცხყოფდა, ზოგი აშინებდა, ზოგი დევნიდა, ზოგი მშვიდი სიტყვით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ აბო განმტკიცებული იყო ქრისტეს რწმენაში და არავისი ეშინოდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა იგი თბილისსა და მის გარშემო სოფლებში ქრისტიანობის დაუფარავად, მაგრამ „ვერავინ მიყვნა ხელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (იოან. 7,30). ქრისტესმოყვარენი, რომელთაც აბოს ღვთისმოყვარება იცოდნენ, ეხმარებოდნენ მას საზრდელითა და სამოსით.

ნეტარი აბოს მარტვილობა აღსრულდა ექვს იანვრს, პარასკევ დღეს, განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულზე3. ამ დროს კონსტანტინოპოლში კონსტანტინე ლეონის ძე მეფობდა, სარკინოზების მეფე მოსე ამირა მუმნი იყო, მაჰდის ძე, ქართლში კათალიკოსი იყო სამოელი, ერისმთავარი - სტეფანოზი, გურგენის ძე.

ნათლისღებამდე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ნეტარი მოწამე და მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისის ამირა იყო. ქრისტეს აღიარებისთვის აბო საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ქართლის ერისმთავარმა გამოითხოვა იგი, საპყრობილიდან გამოიყვანა და გაუშვა.
არ გასულა დიდი დრო და მოწამის დამბეზღებელნი ისევ აღიძრნენ. მოილაპარაკეს, შევიდნენ მსაჯულთან (უკვე ახალი მსაჯული ამირა იყო თბილისში) და უთხრეს: „ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, ტომით სარკინოზი, იმ სჯულითაა აღზრდილი, რომელიც ჩვენმა მოციქულმა მუჰამედმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია ჩვენი სჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს და უშიშრად დადის ქალაქში, მრავალ ჩვენგანს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდებს. აწ ბრძანე მისი შეპყრობა, ტანჯე და გვემე, სანამ მუჰამედის, ჩვენი მოციქულის სჯულს არ აღიარებს. თუ არა და მოკვდეს, რომ მისი ქადაგების გამო სხვებმაც არ მიბაძონ“.
დაბეზღების ამბავი ქრისტიანებმა გაიგეს, სასწრაფოდ მივიდნენ აბოსთან და უთხრეს: „დაგეძებენ შესაპყრობად, სატანჯველად და საგვემელად“. არწმუნებდნენ, გარიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. აბომ გულშემატკივრებს უთხრა: „მე ქრისტესთვის არა მხოლოდ სატანჯველად ვარ გამზადებული, არამედ სიკვდილისთვისაც“. სიხარულით წამოვიდა და ქუჩებში უშიშრად მიმოდიოდა. შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულთან მიიყვანეს.

მსაჯულმა უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? გვარტომობით სარკინოზი ხარ, მშობლიური სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანთა ცდომილებაში ჩავარდნილხარ? ახლა მოემზადე და იმ სჯულით ილოცე, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს“. ნეტარი აბო განძლიერდა ქრისტეს მიერ, რწმენის სულით აღივსო და მსაჯულ ამირას ასე უპასუხა: „ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი. მაგრამ როდესაც ინება ღმერთმა, რომელმაც ჩემს ძმათა და ნათესავთაგან გამომირჩია, იესო ქრისტეს, თავისი ძისა და ჩემი ღმერთის მიერ მიხსნა და უმჯობესის გულისხმისყოფა მომანიჭა, მაშინ მივატოვე კაცთა მიერ შეთხზული სჯული, მეზღაპრეობის სიბრძნით მოპოვებული სარწმუნოება და წმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას შევუდექი, (აქ არსად სწერს აბო რომ ეროვნება უარყო! გუჯა.) ჭეშმარიტს, ქრისტეს მიერ მომადლებულს. ამ ღმერთის რწმენით მოვინათლე და მას ვსცემ თაყვანს, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი ღმერთი. აწ ქრისტიანი ვარ, ყოველგვარი დავის გარეშე“.

მსაჯულმა უთხრა: „უკუაგდე ეგ სულელური აზრი და თუკი გაჭირვების გამო შედგომიხარ ქრისტიანებს, მე ახლავე მოგცემ უფრო მეტ საბოძვარსა და პატივს“.

ნეტარმა აბომ მიუგო: „შენი ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს, შენი თავის წარსაწყმედად. მე პატივს კაცთაგან არ ვეძიებ, რადგან ქრისტესმიერი საბოძვარი გამაჩნია - ხსნისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ზეცაში“.

მაშინ მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ აბოსთვის ხელ-ფეხი რკინის ბორკილით და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ნეტარი ხარობდა, უფალს მადლობდა და ამბობდა: „გმადლობ, შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათვის წმიდისა“.

ეს მოხდა ოცდაშვიდ დეკემბრს, სამშაბათს, ხსენება იყო ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყოველთა მოწამეთა ერისმთავრის4 - წმიდა სტეფანესი. ასე განეწესა და ასე შვენოდა, რომ ყოველთა მოწამეთა ერისმთავარს ყველა სხვა მოწამესთან ერთად ეღვაწა, რათა ეს უკანასკნელი ქრისტეს მოწამე მოწამეობრივ გზაზე არ დაბრკოლებულიყო.

ნეტარი აბო საპყრობილეში დღითა და ღამით შეუსვენებლივ მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში იყო; მოწყალებას გასცემდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და საპყრობილეში მყოფ მშივრებსა და ღარიბებს ეხმარებოდა. ცრუმოძღვრები და მაბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ესაუბრებოდნენ. ზოგი მათგანი თვალთმაქცურად ეუბნებოდა: „შვილო, თავს ნუ გაწირავ, ნურც შენ სიჭაბუკეს გაცვლი ქრისტიანობაზე, ნურც შენს დებსა და ძმებს განეშორები, რომ შენს თავს ავი არ შეამთხვიო და ჩვენ ყველანი არ შეგვაწუხო“. სხვები აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: „რას გარგებს შენი ქრისტე, ვინ დაგიხსნის ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებული გვაქვს შენთვის, თუკი ჩვენკენ არ მობრუნდები“. ნეტარი აბო მათ არ უსმენდა, ლოცულობდა და გონებით განუწყვეტლივ ფსალმუნებს გალობდა, ბევრი ლაპარაკის შემდეგ კი უთხრა: „ნურაფერს მეტყვით, რადგან „მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თ სი; ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუა , რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“ (ფსალმ. 37,14-16; 118, 115). ვერ შეარყიეს მაცთურებმა მართალი აბო და საპყრობილიდან შერცხვენილები გამოვიდნენ.

ნეტარმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა, იგი ყოველდღიურად მარხულობდა და ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს მასთან ერთად მყოფ პატიმრებს უთხრა: „ხვალ სხეულს დავტოვებ და მივალ ჩემს უფალთან და ღმერთთან - იესო ქრისტესთან“. ეს უფალმა გამოუცხადა თავის მოწამეს. ამის შემდეგ აბომ სამოსელი განიძარცვა და გასაყიდად გაატანა, რათა მისთვის კერეონები (კელაპტრები) და საკმეველი ეყიდათ. ნაყიდი კერეონები ქალაქის ყველა ეკლესიაში დააგზავნა ასანთებად. ამასთან ერთად ყველა მღვდელს თხოვნა შეუთვალა - ელოცათ მისთვის, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში არ დაბრკოლებულიყო და ქრისტესთვის წამების ღირსი გამხდარიყო.

წმიდა დღესასწაულის (ნათლისღების) ღამეს ნეტარმა აბომ ორი დიდი სანთელი აიღო და გათენებამდე ფეხზე იდგა, სანამ მთელი ფსალმუნი არ იგალობა და სანთლები არ ჩაიწვა მის ხელებში, რომლებიც რკინით ჰქონდა მიბმული კისერზე.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვრი5, პარასკევი, ნეტარმა აბომ თქვა: „დიდია ეს დღე ჩემთვის, რადგან ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ. ამ დღესასწაულზე მდინარე იორდანეში ჩავიდა განშიშვლებული ნათლისღებისთვის და ღვთაებრივი ძალით შემუსრა წყალთა სიღრმეში დამალული გველის თავები. ამ დღეს ჩემთვის შესაფერია, რომ განვიმოსო შიში სხეულის გამო, რომელიც სამოსია ჩემი სულისა და, როგორც ზღვის სიღრმეში, ისე შევიდე ამ ქალაქის შუაგულში და ნათელვიღო ჩემივე სისხლით და ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა წინამორბედმა იოანემ. და შემდგომ წყალშიაც ჩავიდე და კვლავ განვნათლდე, რადგან დღეს სულიწმიდა გადმოდის ყველა წყალზე, რომლითაც ქრისტეს მორწმუნენი ინათლებიან. ხოლო ჩემი სხეულის განშიშვლებით აბუჩად ავიგდო და შუა ქალაქში ფეხით გავთელო მზაკვარი მტრის სივერაგენი, რომლებიც ჩემთვის განიზრახა. და კვლავ, ამ პარასკევ დღეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით, ჯვარზე ხელთა გაშლით შეარცხვინა და კიდით კიდემდე თითით საჩვენებელი გახადა მთელი ქვეყნიერების მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ ქრისტიანთა მტერს საბრძოლველად მივეჭრა და ქრისტესთვის ჩემი სისხლის დაღვრით ყველა ქრისტიანისთვის სასაცილო გავხადო იგი. მას ეგონა, თითქოს სიკვდილის შიშით ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშორებდა. მე კი საძრახისს გავხდი მის განზრახვას და ვძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და ჩემი უფლის ორმხრივ ვალს გადავიხდი“.

ნეტარმა აბომ წყალი მოითხოვა, პირი დაიბანა, თავზე ზეთი იცხო და თქვა: „ოდესღაც თვითონ ვიყავი მენელსაცხებლე, სურნელოვან საცხებელთა კარგად შემზავებელი. ეს საცხებელი კი ჩემი დასაფლავების დღისთვისაა. ამიერიდან აღარ ვიცხებ ამ წარმავალ, ჩემი მწირობის ზეთს, არამედ როგორც სოლომონმა მასწავლა „ქება ქებათაში“: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“ (ქება 1,3) ქრისტე, რომელმაც შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის წარუვალი სურნელებით აღმავსე. იცი, უფალო, რომ თავზე მეტად შენ შეგიყვარე!“ ეს რომ წარმოთქვა, კაცი გააგზავნა ეკლესიაში და მოართვეს წმიდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი. ამ დროს მესამე ჟამი იყო ნათლისღების დღისა. ჭეშმარიტსა და განმაცხოველებელ საიდუმლოს რომ ეზიარა, თქვა: „გმადლობ, შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუა საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არც სხუა სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“ (ფსალმ. 22,4).

ესა თქვა და მაშინვე მსაჯულის მსახურები მოვიდნენ. აბო პატიმარ ქრისტიანებს დაემშვიდობა და უთხრა: „ლოცვებში მომიხსენეთ, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ წუთისოფელში“. გამოიყვანეს აბო საპყრობილიდან ხელ-ფეხზე ბორკილდადებული; მიჰყავდათ იგი ქალაქში, მისი შემხედვარე ქრისტიანები და ნაცნობები ტიროდნენ, ხოლო წმიდანმა უთხრა მათ: „ნუ სტირით ჩემზე, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ“.

აბო ისე მიდიოდა, თითქოს სულით თავის სხეულს მიაცილებდა, ისევე როგორც მიცვალებულს მიაცილებენ. იგი ასმეთვრამეტე ფსალმუნს ამბობდა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“ (ფსალმ. 118,1), ხოლო საგალობლად ავაზაკის სიტყვებს დაურთავდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკ. 23,24).

ასე მიუახლოვდა აბო ამირას კარს, გაბედულად გადასწერა მას ჯვარი და თვითონაც პირჯვარი გამოისახა. წარუდგინეს იგი მსაჯულ ამირას, რომელმაც უთხრა: „რაო, ჭაბუკო, რა მოიფიქრე?“ წმიდა მოწამე სულიწმიდით აღივსო და უპასუხა: „მე მოვიფიქრე და ქრისტიანი ვარ“.

მსაჯულმა ჰკითხა: „არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და უგუნურება?“ ნეტარმა მიუგო: „უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავ, ქრისტეს მიყოლის ღირსი ვერ გავხდებოდი“. უთხრა მსაჯულმა: „ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის მიზეზად გაგიხდება?“ წმიდანმა მიუგო: „თუკი მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიცოცხლებ; და შენ რაღას აგრძელებ? რაც გეგულება ჩემთვის, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო სიტყვები, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ. ჩემი გონება ქრისტესთანაა, ზეცაში!“

უთხრა მსაჯულმა: „ასეთი რა სიტკბოება მიგიღია შენი ქრისტესგან, რომ თავი სიკვდილისთვისაც არ გებრალება?“ უპასუხა წმიდა აბომ: „თუკი მისი სიტკბოების შეცნობა გსურს, ირწმუნე ქრისტე, მოინათლე და მაშინ გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი“.

ამაზე ამირა განრისხდა, ბრძანა მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო სასახლიდან გამოიყვანეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს. ნეტარმა სამოსელი გადაიხია, გაშიშვლებულმა ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ, შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა“! ამის შემდეგ ხელები ზურგზე გადაიჯვარედინა, მხიარული სახით და უშიშარი სულით შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს ქედი მოუდრიკა.

სამჯერ დაჰკრეს მახვილი აბოს, ეგონათ, სიკვდილის შიშით განაშორებდნენ ქრისტესგან, მაგრამ წმიდა მარტვილი დუმილითა და მხნეობით ხვდებოდა მახვილს, სანამ სული არ მიაბარა უფალს.....................................

__________________________________________________


ეხლა კი მოიძიე ინფო, სად უარყო აბომ ეროვნება biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 12 2007, 06:58 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ციტატა
„ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 07:03 AM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი.



აქ უმეცრებაში გულისხმობს მუჰამედის სჯულს biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 12 2007, 10:17 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



და ვინ თქვა, რომ აბო ქართველი წმინდანია? აბო იყო არაბი წმინდანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 12 2007, 11:49 AM
პოსტი #7


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



სად წერია რომ აბო ქართველი წმინდანია?

ტექსტს არ კიხულობ გუჯა?

"უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნაო" ეს ქართველს ნიშნავს?
(მგონი ტექსტი ასე იყო)
უბრალოდ იგი საქართველოში რომ ეწამა, ამიტომაა ჩვენთვის საყვარელი წმინდანი. ამიტომ.

მაგალითი იყო იმ დროში, მერე როგორი მაგალითი ნახევარი საქართველო რომ არაბებისგან იყო დაშინებული და რჯულის უარმყოფელი.
მოვიდა "მტერი" და შენი სარწმუნოებისთვის ეწამა, ამიტომ ითვლება იქი საქართველოსთვის, მისი რელიგიისთვის წამებულად, რადგან ერიც ისხნა და ბერიც.


თუ შენთვის მთავარი შეკითხვის დასმაა? არც პასუხი გაინტერესებს, არც სხვისი აზრი, წერ და ხარ, არც რამეს იძენ შენ თვითონ და არც არავის ასწავლი.

იმ თემაში ჩამოვაყალიბეთ აზრი, რომ ეგ გამოთქმა" ქართველნო, ერთად ღვთისაკენ" ნიშნავს მოწოდებას ყველა საქართველოში მცხოვრებისადმი.
რადგან ყველანი ვინც აქ მკვიდრობენ, წარმოშობის მიუხედავად, არიან ქართველები.


აი ასე.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jul 13 2007, 04:05 AM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



di_onise
ციტატა
იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.

no.gif სხვა არ იყო, თბილელი იყო.

ზებედე
ციტატა
რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის.

მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას.

კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას.

რა ვიცი, მე ასე მგონია და...
g.gif


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 13 2007, 09:08 AM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(maZiebeli @ Jul 13 2007, 04:05 AM) *

di_onise

no.gif სხვა არ იყო, თბილელი იყო.

ზებედე
უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის.

მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას.

კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას.

რა ვიცი, მე ასე მგონია და...
g.gif

მეც მაგას ვამბობ და არ სჯერათ rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 13 2007, 09:27 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



maZiebeli
ციტატა
სხვა არ იყო, თბილელი იყო.


აბო თბილელი როგორც მე ვიცი სხვა წმინდანი იყო

რავიცი რავიცი........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 01:13 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჰო მართლა, მე ვეძიე და მოვიპოვე რომა, ქართველი მარტო ეთნიკური მნიშვნელობა არ იყო ძველათა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 13 2007, 06:24 PM
პოსტი #12


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას smile.gif

ასე ვიცი მე ყოველშემთხვევაში


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 13 2007, 07:17 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(stch @ Jul 13 2007, 06:24 PM) *

ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას smile.gif


ქართველები რომ გავქრისტიანდით, მაშინ ბერძნები გავხდით?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 08:16 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



რაღა დაგიმალოდ და აბო მე არაბად მყავს ნასწავლი, ისე როგორც შუშანიკი სომხად, თუ როგორ ვთქვა, კიდოsmile.gif) 13 ასურელი მამა, კიდევ წმინდა რაჟდენიც არაქართველი იყო, მგონი სპარსი.

მათ ერთი რაღაც აერთიანებდათ საქართველოში ეწამნენ აქ იქადაგეს და აშ. ჩვენ ვიცით მათი წარმომავლოა, ნუ გეშინია არ ვუკარგავთ და არც ვითვისებთ რამეს. შენც ხომ გემის ჩვენ წმინდანების ნაკლებობას არ განვიცდით, რომ ვინმე მივისაკუთროთ ან რომელიმე ქვეყანას წმინდანი დავუკარგოთ, და რომც არ გყვადეს ბევრი წმინდანი მაინც არავის მივითვისებდით. ეს უბრალოდ მათ მიმართ რაღაც ჩვენი სიახლოვის და სიყვარულის გამოხატულებაა, ჩვენ არავის ვიჩემებთ ვიცით, რომ წარმოშობით ისინი ქართველები არ იყვნენ და ამას ვაღიარებთ არ იდარდო ამაზე. ასე ვსწავლობთ, ასე ვასწავლით სხვებსაც.
არაბებსაც ვეტყვით, მათაც მოუარონ და წაიღონ აბოს სახელი თუ უნდათ ისე, როგორც ჩვენ გრიგოლ ფერაძის სახელს ვუფრთხილდებით. მე მგონი ამაზე არც ერ ქართველს არ გაუჩნდება რაიმე ეჭვიანობის ან სიბრაზის გრძნობა.



ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით.



კიდევ რა გაწუხებს ? სადაა კაიროსუნაsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 13 2007, 08:28 PM
პოსტი #15


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით.


დედა რამდენი მიპოსტია... ნერვი, ნერვი ამ ბიჭმა გადამრია: laugh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jul 14 2007, 08:04 PM
პოსტი #16


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



აბო თბილელს თავისი ეროვნულობა-არაბობა არ დაუტოვებია , მან მხოლოდ მისი რწმენა დაუტევა და მიიღო მრთლმადიდებლობა, ის აღესრულა საქართველოში..
რადგან წმინდა სინოდმა ის "ქართველ წმინდანად" შერაცხა, მეც ის "ქართველ წმინდანად" მიმაჩნია და მასზე ვილოცებ როგორც "ქართველ წმინდანზე"


smile.gif


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 16 2007, 02:53 PM
პოსტი #17


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ქართველი ყველა რო ქრისტიანი იყოს ქართველები ვიქნებით ბერძნობა არაფერ შუაშია smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 16 2007, 05:17 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(stch @ Jul 16 2007, 02:53 PM) *

ქართველი ყველა რო ქრისტიანი იყოს ქართველები ვიქნებით ბერძნობა არაფერ შუაშია smile.gif


პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:

ციტატა
ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას


ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 16 2007, 07:16 PM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან.


არქივშია არა? სიამოვნებით წავიკითხავდი რომ შემევსო ინფორმაციული დანაკლისი და შესაბამისად უფრო გამიადვილდეს აზრის გამოტანა დასმულ საკითხშიიიიი.

ისე, გუჯა, რახან აბოს თბილელად მოიხსენიებენ, მაგიტომ ჩათვალე აბო ქართველად მიაჩნიათო? huh.gif თუ როგორ? არა რა, წავედი ვნახო არქივი.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 28 2007, 01:26 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 06:31 AM) *

იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.




დარწმუნებული ხარ მაგაში? laugh.gif

ციტატა(Sotiris @ Jul 16 2007, 05:17 PM) *

პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:
ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.



ციტატა(Sotiris @ Jul 16 2007, 05:17 PM) *

პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:
ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.


შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ. მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს. ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 06:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი