IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
დავით ივერიელი
პოსტი Jul 30 2006, 10:24 PM
პოსტი #1


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



***


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 11:01 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს...

გააჩნია რა იგულისხმება სამონაზვნო წესით ცხოვრებაში. მონაზონი დებს რამდენიმე აღთქმას, რომელიც არ მოეთხოვება ერისკაცს. მაგალითად, უპოვარების აღთქმა და ქალწულების აღთქმა. ამის გარეშე ერისკაცს შეუძლია ცხონება, რა თქმა უნდა, რადგან მისთვის აუცილებელი არაა ესენი. ხოლო სხვა მხრივ განსხვავება ერისკაცსა და მონაზონს შორის დიდი არაა. ლოცვა, მარხვა, ღვაწლი, კეთილი საქმეები ორივეს მოეთხოვება...
QUOTE
ქრისტეზე შეყვარებულნი თუ ერისგან გაქცეულნი...

ქრისტეზე შეყვარებულნი, ჩემი აზრით... რადგან მონაზვნობა არ არის რამეს მოძულება, რამესგან გაქცევა... მონაზვნობა ღმერთთან მუდმივი ერთობის სურვილია. მონაზვნობა არის თავგანწირვა, თავგანწირული ადამიანების გარეშე კი, მოგეხსენებათ, არც ერთი საქმე არ კეთდება წესიერად...
შედარებისთვის რომ ავიღოთ: დიდი მხატვარი, დიდი მუსიკოსი, დიდი მეცნიერი... ყველა ესენი თავგანწირული ადამიანები იყვნენ, ისინი არ ცხოვრობდნენ საერო ორომტრიალში, თითქოს გარიყულნი იყვნენ, მაგრამ არა გაქცეულნი, ისინი ამ ყველაფერზე მაღლა იდგნენ და თავს სწირავდნენ რაღაც უფრო დიდს, ვიდრე ყოფითი წვრილმანებია... მათი საქმიანობა კი საბოლოოდ ისევ ერს წაადგებოდა. ჩვენ (ჩვეულებრივი მოკვდავები) ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებთ იმ მსხვერპლის შედეგს, რასაც ასეთი ადამიანები გაიღებენ... სწორედ ასეთი ხალხია მონაზვნებიც, რომლებიც ამ ყველაფერზე მაღლა დგანან და თავს სწირავენ ღმერთს და ამით არა მარტო სულს იცხონებენ, არამედ უამრავ დიდ საქმეს აკეთებენ.
ამის დასტურად გადახედეთ თუნდაც საქართველოს ისტორიას: ვინ ააშენა ეს დიდებული ტაძრები, ვინ დაწერა და თარგმნა ის წიგნები, დღეს რომ ძალიან გვეამაყება? ვინ შეიტანა ლომის წვლილი დიდებული ქართული კულტურის შექმნაში? ბერ-მონაზვნებმა...
ბერები იყვნენ: იაკობ ხუცესი, გრიგოლ ხანძთელი, შოთა რუსთაველი, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელები და რომელი ერთი ჩამოვთვალო...
მგონი საკმარისია smile.gif რაღაც გრძელი სიტყვა გამომივიდა, მოკლედ ვერ ვთქვი smile.gif თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამ თემის გავრცობა კიდევ შეიძლება...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 11:12 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



არ შეიძლება აქვე არ ითქვას ბერ-მონაზვნების ის უდიდესი კეთილი გავლენა ერზე, რომლის გარეშეც ალბათ დედამიწა ვერ იარსებებდა დღემდე... რამდენ ერის ადამიანს მიუღია ბერ-მონაზვნებისგან ნუგეში, რამდენი მობრუნებულა წარწყმედის გზიდან ცხონების გზაზე, რამდენი გაძლიერებულა რწმენაში... თუნდაც ბერ-მონაზვნების ცხოვრების კითხვითაც კი, არა მარტო მათთან ცოცხალი ურთიერთობით... გავიხსენოთ თუნდაც ახლახანს გარდაცვლილი ბერი გაბრიელი...
სიტყვები არ მყოფნის კიდევ, არ ვიცი, როგორ გამოვხატო და გადმოვცე ყველაფერი, რაც გულში მიტრიალებს ბერ-მონაზვნობასთან დაკავშირებით...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ellada
პოსტი Jul 30 2006, 11:18 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 26-July 06
წევრი № 18



david the iverian
მოგესალმებით ყველას!
ციტატა
იშვიათად თუ მინახავს წმინდანი, რომელსიც მონოზონი არ ყოფილა.

უამრავი, შეიძლება ითქვას უთვალავი წმიდანი არსებობენ ჩემო კარგო, რომლებიც კანონიზირებულნი არ არიან და მხოლოდ ზეცაში იცნობენ მათ. მათ შორის ბევრი იქნებიან ისეთები, რომლებსაც სამონაზვნე აღთქმა არ დაუდიათ, ანუ საერო ცხოვრებით უცხოვრიათ. ასე რომ , მე და შენ თუ არ ვიცნობთ ან არ ვიცით ასეთი წმიდანები, ეს სულაც არ ნიშნავს არ არიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 30 2006, 11:20 PM
პოსტი #5


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი

კარგია რომ გიყვარს ისინი, მეც ძალიან მიყვარს... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 11:31 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
კარგია რომ გიყვარს ისინი, მეც ძალიან მიყვარს...

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს smile.gif

ელადა, მართალი ხარ, მაგრამ კანონიზირებულ წმინდანებს შორის მართლაც იშვიათია ერის ადამიანები (გარდა მოწამეებისა). ალბათ ეს ჰქონდა მხედველობაში ამ ფრაზის ავტორს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ერში ვართ, სასო წარვიკვეთოთ... ერშიც ისევე შეიძლება ცხონება, როგორც მონასტერში, თუმცა სახარების იგავი რომ გავიხსენოთ მთესვარზე და თესლზე, როგორც ვიცი ასე განიმარტება: ისინი, რომლებიც ასს გამოიღებენ ნაყოფად (ანუ სრულყოფილად გამოიღებენ ნაყოფს, 100 - სისრულის რიცხვია), არიან სწორედ მონაზვნები, ხოლო ჩვენ, ერის ადამიანებმა 30 და 60 თუ გამოვიღეთ, ეგეც დიდად ჩაგვეთვლება...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 30 2006, 11:35 PM
პოსტი #7


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ellada
ეგენი ძირირთადად მოწამეები არიან... მე ისეთ ერის კაცებზე ვთქვი მთელი ცხოვრება, რომ საერო ცხოვრებით, რომ იცხოვრეს და თავისი სიკვდილით დაუტოვებიათ ეს ქვეყანა(არავის მოუკვლია ისინი)...

ეგერ მოწამეები ძალიან ბევრნია არიან 10 000 მოწამე და კიდევ რამდენი... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 30 2006, 11:39 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ეგენი ძირირთადად მოწამეები არიან... მე ისეთ ერის კაცებზე ვთქვი მთელი ცხოვრება, რომ საერო ცხოვრებით, რომ იცხოვრეს და თავისი სიკვდილით დაუტოვებიათ ეს ქვეყანა(არავის მოუკვლია ისინი)...

ასეთებიც ბევრნი იყვნენ. მე მგონი ვხვდები, რაც იგულისხმა ელადამ. მაგალითად, ვის არ გაუგია, ჩვენი ახლო წინაპრების მონაყოლი მათ ბებია-ბაბუებზე smile.gif როგორი ღვთისმოსავები იყვნენ, არავიზე ცუდს არ იტყოდნენ, მარხვას არ დაარღვევდნენ, ბოროტებას არ გააკეთებდნენ, ბევრს ლოცულობდნენ... აი, ასეთი ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც დღეს არავინ იცნობს მათი უშუალო შთამომავლების გარდა, ალბათ ძალიან ბევრი იქნებიან სასუფეველში. მგონი ეს იგულისხმა ელადამ. არა, ელადა?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 30 2006, 11:52 PM
პოსტი #9


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



მარიამი
ხო ალბათ... მათ დროს ხომ არ იყო იმდენი ცდუნება რამდენიც დღესაა... sad.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 31 2006, 12:26 AM
პოსტი #10


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა
რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს...


თუ ამ სიტყვებში იგულისხმება საერო ცხოვრებასთან განშორება და მონასტერში წასვლა, მე გავიხსენებ შემდეგ სიტყვებს :

ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ ასეთი სიტყვები მაქვს წაკითხული : ყველა როდი ცხონდება მონასტერში, ისევე როგორც ყველა არ წარწყმდება ერში (ძალინ გთხოვთ, თუ იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები შემახსენეთ).

ასევე მინდა მოვიყვანო წმ. ეფრემ ასურის სიტყვები: "ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება" - მე მგონი ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია...

შარშან ერთი კვირით ვიყავი კორცხელის "ივერიის ღვთისმშობლის" ხატის სახელობის დედათა მონასტერში (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). არც კი ვიცი რა სიტყვებით გადმოგცეთ ის თუ რა მივიღე იმ ერთი კვირის განმავლობაში. მონასტერში ყოფნის ერთი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგაც კი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ცალკეა და ის ერთი კვირა - ცალკე. ამ ერთი კვირის განმავლობაში მე ვიგრძენი და ვნახე , თუ რა არის მოყვასის სიყვარული, ვნახე (სამწუხაროდ ვერ ვისწავლე) თუ რამდენად სათუთად უნდა მოექცე თითოეული ადამიანის სულს...

დაუფასებელია მონაზვენბის მიერ საერო ადამიანებისთვის გაწეული ღვაწლი. ჩემთვის ამის ცოცხალი მაგალითი დედა მარიამია (ღმერთმა გააძლიეროს და განმტკიცოს!). მეუფე გერასიმემ კორცხელში ქადაგების დროს მონასტერს ამქვეყნიური სავანე უწოდა. მართლაც, მონასტერი ის ადგილია, სადაც სული წმინდაა დავანებული და ეს, მონასტერში შედგმული პირველი ნაბიჯებისთანავე იგრძნობა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ მიგეღოთ უფლის ის დიდი შემწეობა, რომელსაც ის მონაზვნების ხელით გვიგზავნის.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 31 2006, 01:53 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



საინტერესო თემაა იმედია რომ ჩამოვალ საინტერესო აზრებს დამახვედრებთ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jul 31 2006, 04:41 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ყველა ადამიანი ცხონდება თუ ის იმ ცხოვრების ჯვარს რომელიც უფალმა უბოძა მორჩილებით და თავდაბლობით ატარებს და იცხოვრებს ქრისტიანულად rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 31 2006, 04:14 PM
პოსტი #13


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21




ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენთან კეთილო ხალხო... smile.gif

თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს ბერი? მაგალითად ავიღოთ ორი უდიდესი ბერი: გრიგოლ ხანძთელი და სერაფიმე საროველი... რა იყო მათ შორის განსხვავება?
სერაფიმე საროველი შეიმოსა სქემით: ერთხელ როდესაც ქვაზე ლოცულობდა და ერთხელაც მდუმარების აღთქმა დადო... ხშირად გადიოდა უდაბნოში და მხოლოდ სიბერეში მიიღო დედა ღვთისგან კურთხევა, რომ ხალხისთვის სენაკის კარი გაეღო...
გრიგოლ ხანძთელი კი მთელი ცხოვრება ტაძრებიშ შენებაში იყო და ერისკაცებთანაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა...
უფრო ნათელი რომ იყოს: აი მაგალითად, სამების მამათა მონასტერში(ავლაბარში) ბერებს მჭიდორო კავშირი აქვთ ერის კაცებთან: ელაპარაკენბიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ხოლო ბეთანიის მამათა მონასტერში ბერები ხშირად დებენ მდუმარების აღთქმას და ერისკაცებთან საერთოდ გაწყვეტილი აქვთ კავშირი.

რას იტყვიტ? როგორი უნდა იყოს ბერი?


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 31 2006, 05:15 PM
პოსტი #14


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ბერი ან ასეთი უნად იყოს ან ისეთი. ღმერთი ერთისგან ერთს მოითხოვს, მეორესგან - მეორეს, ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით. ორივე შემთხვევა საერო ადამიანისათვის შეიძლება სამაგალითო და მისაბაძი იყოს (რა თქმა უნდა საერო ცხოვრებისთვის მისაღებ ფარგლებში).

ის, რომ სამების ლავრის ბერებს მჭიდრო კავშირი აქვთ საერო ადამიანებთან, ეს ისევ და ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ არის დაშვებული. ზოგიერთი მათგანისთვის ეს შეიძლება მძიმე ჯვარიც კი იყოს, მაგრამ ჩემზე უკეთ გეცოდინება, როგორი მორჩილებით ასრულებენ ამ ტვირთს.

მდუმარება ეს არის ის, რაც მე დღემდე მაოცებს და მხიბლავს... სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისაგან დაეცე (ზირ 20.18)

ჩემი სუბიექტური აზრით, განდეგილი ბერი მდუმარებით უფრო სწრაფად ადის სულიერ კიბეზე, ვიდრე მღვდელ-მონაზონი. ეს ზოგადად, კონკრეტულ შემთხვევებში კი შეიძლება პირიქითაც არის.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 31 2006, 07:29 PM
პოსტი #15


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



IOANA
ციტატა
ის, რომ სამების ლავრის ბერებს მჭიდრო კავშირი აქვთ საერო ადამიანებთან, ეს ისევ და ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ არის დაშვებული.


ცემი აზრიტ საერთოდ ბერ-მონოზონთა არსებობა უფალმა ჩვენს სასიკეთოდ დაუშვა... smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 1 2006, 03:16 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ამ თემაზე ერთ პატერიკს ვიტყვი.მშობლების გარდაცვალების შემდეგ მათ თავისი ქონება ორ შვილს დაუტოვეს.ძმებმა გადაწყვიტეს რომ თავისი ქონება გლახაკთათვის დაერიგებინათ.ერთმა ძმამ მთელი ქონება დაარიგა და უდაბნოში განდეგილად დაიწო ცხოვრება,ხოლო მეორემ ააშენა გაჭირვებულთათვის თავშესაფარი და ყველას თვითონ უვლიდა და ასე ცხოვრობდა.მათი გარდაცვალების შემდეგ ხალხში დაიწყო კამათი თუ რომელი უფრო დიდი წმინდანია და ისინი მივიდნენ მაკარისთან ამ საკითხე.მაკარი დიდმა მრავალი ლოცვისა და მარხვის მერე მიიღო პასუხი რომ ორივე ძმა თანაბრად სათნო ეყო უფალს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 1 2006, 03:39 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



თუმცა უნდა ითქვას რომ ყველაზე უფრო მოკლე და აღმატებული გზა ცხონებისა ეს არის განდეგილობა მდუმარება დაყუდება მესვეტეობა სალოსობა და ა.შ მაგრამ ყველაზე უფრო სახიფათო და ძნელია.ამ ჯვრის ზიდვა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ რადგანაც მათ განსაკუთრებით ებძვის ეშმაკი და ცდილობს ამპარტავნებასა და სხვა ცოდვებში ჩააგდოს ისინი.ამიტომ ადამიანმა უნდა ატაროს ცხოვების ის ჯვარი რომლის ზიდვაც შეუძლია უფლის შეწევნით rolleyes.gif rolleyes.gif

მონაზონი,ბერი ერში იქნება თუ უდაბნოში მას უნდა ახსოვდეს მუდამ მორჩილება თავმდაბლობა სიმშვიდე და სიმტკიცე.ეს ის სათნოებებია,რომლის დაცვის შემთხვევაში იგი ყველანაირ განსაცდელს,საცდურს დასხვა უბედურებას წარმატებით დაახწევს თავს rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ellada
პოსტი Aug 1 2006, 07:01 AM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 26-July 06
წევრი № 18



მარიამი
ციტატა
ჩვენი ახლო წინაპრების მონაყოლი მათ ბებია-ბაბუებზე როგორი ღვთისმოსავები იყვნენ, არავიზე ცუდს არ იტყოდნენ, მარხვას არ დაარღვევდნენ, ბოროტებას არ გააკეთებდნენ, ბევრს ლოცულობდნენ... აი, ასეთი ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც დღეს არავინ იცნობს მათი უშუალო შთამომავლების გარდა, ალბათ ძალიან ბევრი იქნებიან სასუფეველში. მგონი ეს იგულისხმა ელადამ. არა, ელადა?


კი, ზუსტად ამას ვგულისხმობდი მარიამ.

ისე კი სოლომონმა ჩემი სათქმელიც თქვა. მეც ეგრე ვფიქრობ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Aug 1 2006, 09:24 AM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



solomony
ციტატა
თუმცა უნდა ითქვას რომ ყველაზე უფრო მოკლე და აღმატებული გზა ცხონებისა ეს არის განდეგილობა მდუმარება დაყუდება მესვეტეობა სალოსობა და ა.შ

გეთანხმებით და უბრალოდ ერთს დავამატებ...თუ ყველა ბერი გახდება და განერიდება წუთისოფელს მაშ ვინღამ აღასრულოს უწინარესი დავალება ჩვენი მაცხოვრისა: "წარვიდეთ და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმიდისაითა და ასწავლებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ..."
სახარება მათესი 28:19-20
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 1 2006, 10:37 AM
პოსტი #20


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა, ყველა ბერი ვერ გახდება... არც არის ღმერთისგან ყველა მაგისთვის მოწოდებული. ხომ გახსოვს სახარებიდან, ყველას რომ სხვადასხვა ნიჭები ეძლევა ღმერთისგან?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 03:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი