IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 8 2006, 11:21 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



solomony
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Aug 9 2006, 06:51 PM
პოსტი #22


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ჩემი აზრით, მონაზვნობა არის ცხოვრების წესი. ადამიანი გინდ ერში ცხოვრობდე, გინდ-მონასტერში ამ წესით უნდა ცხოვრობდე, სამწუხაროდ ეს მხოლოდ მონასტერში ხდება(რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არის ერში).ამიტომაც ვცემ მათ დიდ პატივს, ასე სიწმინდეში რომ ცხოვრობენ..
ბერ-მონაზვნები ძალიან დიდი ძალა არის ერისთვის, როგორც საქართველოზე ამბობენ, მსოფლიოში მონასტერივით არისო, ამ მონასტერში კიდევ უფრო დიდი სავანე არის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 9 2006, 10:24 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბერ-მონაზვნები ეს ის ხალხია ვინც დებს აღთქმას რომ იქნება უქორწინებელი უპოვარი მორჩილი თავმდაბალი და ა.შ. ისინი საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან ღმერთს და ლოცულობენ მთელი მსოფლიოსათვის.ბერ-მონაზვნობა ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვიან საკუთარ თავს ვიდრე არ დაიმორჩილებენ მას და ვიდრე არ დაამარცხებენ საკუთარ თავში სხვადასხვა ვნებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Sep 5 2006, 09:21 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ტალანტი ოდესღაც ფულის ერთეულს ნიშნადა ახლა კი ნიჭის აღმნიშვნელია,

მნიშვნელოვანი ის კი არ არის რა სირთულითა და სისწრაფით მიდიხარ ღვთისაკენ, არამედ ის რომ მაქსიმუმამდე ამოწურო შენი შესაძლებლობები, თუ 5 ტალანტი მოგეცა 5 კიდევ დაუმატო, თუ ათი - ათი, და სახარებიდან ჩანს რომ პატივი ერთიდაიგივეა ორივე მუშაკისთვის...

რაც შეეხება როგორი უნდა იყოს ბერი? რავი მინახავს ისეთი ულტრა თანამედროვე სისტემებით მოწყობილ ოფისში რომ მუშაობს და ისეთიც ნახევარ ცხოვრებას განდეგილობაში რომ ატარებს... მე ვფიქრობ განდეგილობა უფრო ზედა საფეხურია... და მგონია რომ ნებისმიერი ეკლესიური ადამიანი თავისი ცხოვრების ბოლო წლებს ან მესვეტეობაში ან მეუდაბნოებაში უნდა მოიაზრებდეს... ეს მიზანია, გზა კი მრავალი საფეხურისაგან შედგება...

მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ.

თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 10:22 AM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



shota1


ნეტარი სიმონი, თავის მეგობარ, დიაკონ იოვანესთან საუბარში ამბობს "ზღვაში არის შედარებით საშიში და ამასთან წყნარი ადგილებიც: ჩვენ ბერები, წყნარ ზღვაში ვცურავთ , ერში მყოფნი-აღელვებულ ტალღებში , ჩვენ ვცურავთ სიმართილის მზის შუქზე , ისინი კი მიჰქრიან უცოდინარობის ღამეში , ხდება , რომ ერში მყოფნი განსაცდელსა და სიბნელეში ცურვის შიშისგან მეტად ფხიზლობენ , უხმობენ უფალს და ასე გადაარჩენენ ხომალდს "
" ხომალდის გადამჩენებად" სალოსებს მოიხსენებს სალოსობა ერთ -ერთი ყველზა ურთულესი გმირობაა
ასე რომ ბერი თავად საკუთარი სულიერი შესაძლებლობეიდან გამომდინარე ირჩევს გზას მე ასე მგონია , გუშინ მამა ანდრიაზე წიგნს ვკითხულობდი ერთ ერთ თავში ბერი სიმონი ყველა თუ როგორ ურჩევდა მამა ანდრია მას ხალთან ყოფნას
" სულ მეუბნებოდა , რომ არასოდეს არ უნდა ჩაიკეტო , ხალხთან უნდა იყოო. შეგიძლია მათათან ღვთის სიტყვის მიტანა. მე ამის გაკეთება არ შემიძლიაო" ამავე თავში ბერი სიმონი ყვება როგორ განსაკუთრებულად იმოქმედა მამა ანდრიაზე მამათა ცხოვრებიდან ერთმა ამბავმა
"ერთი ბერი აღკვეციდან ოცი წლის განმავლობაში სენაკიდან არ გამოსულა , მერე კი წინამძღვარს უთხრა ,წავალ და ვიმოღვაწევებო .აბა ამ ოცი წლის მანძილზე რას აკეთებდიო?ოცი წელი ვკითხულობდი და რაც წავიკითხე , ახლა საქმით უნად აღვასრულოო."
smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 5 2006, 04:23 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 5 2006, 04:24 PM
პოსტი #27


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(liliana @ Sep 5 2006, 04:23 PM) *

შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი rolleyes.gif

უბრალოდ, ეგ ერში ძალიან ძნელია. ამიტომ ურჩევნიათ ხოლმე, რომ მონასტერში იღვაწონ


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 5 2006, 11:17 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



შოთა 1 შენსმიერ ნახსენებ ტალანტებზე მამა თეოდორეს ქადაგებიდან ხომ არ იძახი.ეგ ისე rolleyes.gif

რაც შეეხება ბერობას მასზე წარმოდგენა რომ შგვექმნას გირჩევთ წაიკითხოთ კიბე იოანე სინელი ასევე უდაბნოს გამოცდილება ბერი იოსებ ათონელი მეოცე საუკუნის წმიდა მამა,რომელიც დიდი ხანი არა რაც გარდაიცვალა.გაოცებული დავრჩი მისი მოღვაწეობით.იგი შეიძლ;ება შევადაროთ სერაფიმე საროველს და სხვა დიდ მამებს მოკლედ თუ წაიკითხავთ თქვენთიტონ გაიგებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 5 2006, 11:36 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ.

თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი?

ჩემს აზრს მოგახსენებ ამის შესახებ.აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს ბერობა მითუმეტეს განდეგილობა და სხვა ასკეტური მოღვაწეობა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და ყველას არ ძალუძს ამ ჯვრის ტვირთვა.ხშირია შემთხვევა პატერიკებში რომ ბერები რომლებიც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდნენ გადაწყვიტეს რომ ისინი შესძლებდნენ განდეგილობას,დაყუდებულ ცხოვრებას და აშ.და თავიც დაიღუპეს.ამიტომ როგორც წმიდა მამები:ბერი პაისი,ბერიიოსებ ათონელი და სხვა მამები გვირჩევენ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ბერობა პირველ რიგში უნდა შეარჩიოს გამოცდილი მოძღვარი და მას დაემორჩილოს.ისწავლოს მორჩილება.მოძღვარი კი თვითონ გადაწყვეტს ბერს რომელი ჯვრის ტვირთვა შეუძლია.ბერისთვის დამღუპველია საკუთარ ჭკუაზე სიარული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 5 2006, 11:58 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ახლა რაც შეეხება იმ საკითხს ბერს შეუძლია თუ არა ერში ასკეტურად ცხოვრება და მოღვაწეობა.თუ გადავავლებთ თვალს წმიდა მამათა ცხოვრებას ისეთი ცნობილისა როგორებიცაა:იოანე ნათლისმცემელი,ბასილი დიდი,იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,იოანე სინელი,ანტონი დიდი,მაკარი დიდი,სიმონ მესვეტე,ასურელი მამები და სხვა გამოჩენილი პატრიარქები,მღვდელთავრები,მღ
ვდლები და სხვა.მათ ცხოვრების გარკვეული ნაწილი უდაბნოში აქვთ გატარებული ეს პერიოდი განეკუთვნება მათი სულიერი ცხოვრების საწყის და შემდგომ სულიერი ზეახსვლის პერიოდს.მონასტერში ბერი სწავლობს საკუთარ თავთან,ვნებებთან,ცოდვებთან ბრძოლას და მათ დამარცხებას.წმიდა მამები მონასტრებში ასკეტური მრავალწლიანი მოღვაწების შემდეგ რაც დაამარცხებდნენ საკუთარ ვნებებს და განიწმენდნენ თავს შემდგომში გამოდიოდნენ ერში სამოღვაწეოდ.მაგალითად იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,ბასილი დიდი,და აშ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ამიტომ ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელი ბერმა იცხოვროს მარტო ერში და მიაღწიოს სულიერ წარმატებებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Sep 14 2006, 09:56 AM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



კი სოლომონ, მამა თეოდორეს ქადაგებები ჩემი ერთე–ერთი მნიშვნელოვანი სულიერი საზრდო...

შენი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა, შესაძლებელია ჯერ მონასტერში ცხოვრება და შემდეგ ერში დაბრუნება უფრო სწორი ტაქტიკა იყოს... მაგაზე ვიფიქრებ და გადავხედავ ჩემს გრძელვადიან გეგმებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 17 2006, 10:37 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



შოთა1 მეც ძირითადად ვუსმენ მამა თეოდორეს ქადაგებებს ასევე ძაან მომწონს მამა არჩილის და მამა გიორგი გამრეკელის ქადაგება.მათი ქადაგებები გამოირჩევა განსაკუთრებული გულში ჩამწვდომი სიღრმისეული და ბევრ რამეზე დამაფიქრებლობით rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 3 2006, 01:54 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



IPB-ს სურათი

ძაან მიყვარს ასეთი სურათები

ამ სურათზე არისრუსი სქიმ მონაზონი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 3 2006, 01:58 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სქემონაზონის შესამოსელი smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 3 2006, 02:04 AM
პოსტი #35


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(shota1 @ Sep 5 2006, 05:21 AM) *

მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ.

თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი?



მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Oct 3 2006, 09:29 AM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციტატა
მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით?


კი

საქმე იმაშია რომ მაგ გზას ადამიანი კი არა, როგორც ერთ-ერთ ქადაგებაში მოვისმინე, ღმეღტი ირჩევს, ანუ ღმერთი ირჩევს მაგ გზით წამსვლელებს...

მე მაქვს იმედი რომ ასეთი დღე ჩემს ცხოვებაშიც დადგება smile.gif

ოღონდ შესაბამის დროს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Oct 3 2006, 11:01 AM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



შოთა, ძალიან გთხოვ მოძებნე და წაიკითხე მამა ლაზარეს წიგნი "მონაზვნობის შესახებ". თუ ვიპოვე ელექტრონული ვერსია, მოგაწოდებ. ძალიან სასარგებლოა იმათთვის, ვინც მონაზვნობაზე ფიქრობს.


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Oct 3 2006, 06:25 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



მე ვფიქრობ რომ მონაზვნობა ღვთის სიყვარულია...
ვინც ერისაგან გაქცეულა არა ღვთის სიყვარულითა და მოშურნეობით ისევ ერში ბრუნდება ხოლმე ...
რაც შეეეხება შოთა 1-ს მოსაზრებას რჩეულობის შესახებ, სახარებაში ცერია რომ არიან საჭურისნი რომელნიც დედის მუცელშივე იყვნენ დასაჭურისებულები და რიან რომლებმაც საკუთარი თავი დაისაჭურისეს ღვთის სიყვარულისა გამო


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Oct 10 2006, 11:43 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია.
ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Oct 10 2006, 11:58 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



ციტატა(mr_morrison @ Oct 10 2006, 11:43 AM) *

შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია.
ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება.


სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა ქართულად?


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი