IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 110 111 112 113 114 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 7 2018, 11:12 AM
პოსტი #2221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამყარო წმინდანების ლოცვით დგას. ბერებიც მთელი ქვეყნიერებისთვის ლოცვისკენ არიან მოწოდებულნი. ამაში მდგომარეობს მათი მსახურება, ამიტომ არ შეიძლება საერო საზრუნავებით მათი დატვირთვა.

ბერი მუდმივად თავშეკავებით უნდა ცხოვრობდეს, ხოლო თუ იგი საერო საზრუნავებითაა დაკავებული, იძულებული ხდება ბევრი ჭამოს, რაც ძალზე ცუდია, რადგან ზედმეტი ჭამის შემდეგ იგი ისე ვეღარ ილოცებს, როგორც საჭიროა. მადლს გამხდარ სხეულში უყვარს დამკვიდება.“

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 10:43 AM
პოსტი #2222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილებამ და თავმდაბლობამ უშველა

"ერთხელ მთაწმინდაზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, სახელად გიორგი. მას სიყრმიდანვე ეშმაკის ხილვა ტანჯავდა. თანასოფლელმა ღვთისმოშიშმა ქალმა ურჩია, - მთაწმინდაზე წადი, წმინდა მოძღვრები და ღირსი მამები თავიანთი ლოცვით გაგათავისუფლებენ ამ ხილვებისგანო.

გიორგიმ დაუჯერა და მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში მორჩილად შედგა. იქ მას ბასილი დიდის შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა კეთილად მოღვაწე ბერი მამა პავლე. ერთხელ დაჩოქილ მორჩილს მოესმა, რომ მოძღვარი შეფუცვის ლოცვისას ტიროდა. წამოდგა - მამა პავლეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ეშმაკის შემოტევა მაინც გრძელდებოდა.

მერე ის სკიტიდან ფილოთეოს მონასტერში გადავიდა. იქ მცირეაზიელმა ბერმა სიმონმა ბერად აღკვეცა. ცხოვრობდა ამ მონასტერში, აღსარების სათქმელად კი ივერიის მონასტერში დადიოდა მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მაგრამ ეშმაკის განსაცდელები გრძელდებოდა.

სახიერმა ღმერთმა ჩააგონა მის სულიერ მოძღვარს, მამა მაქსიმეს, ერჩია, ყარაყალის მონასტერში გადასულიყო. ამ მონასტერში ძმები აკლდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერები, რომლებიც უფრო მოხუცებული მამების მოსავლელად სჭირდებოდათ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწევიან და კურნებას მოგცემენო, - უთხრა გიორგის მამა მაქსიმემ. ასეც მოხდა.

მონაზონი ანდრია (ასე დაარქვეს ბერად აღკვეცისას), შვილი მორჩილებისა და თავმდაბლობისა, დამორჩილდა სულიერი მამის ნამცნევს. როცა მისი ფილოთეველი მოძღვარი მოკვდა, იგი ყარაყალის მონასტერში გადავიდა და მოხუცებულ მამებს უვლიდა. ამ სავანეში ათამდე მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველამ შეისვენა უფლისა მიმართ. იქაც ლოცვებს უკითხავდნენ.

ბოლოს მოახლოვდა მისი განკურნების ჟამიც. მონაზონ ანდრიას მორჩილებამ, რომლის გამოც მოვიდა ამ სავანეში, მისმა მოთმინებამ, რომლითაც ის ზრუნავდა მამებზე, თავმდაბლობამ, უდრტვინველად რომ ეხმარებოდა მათ სიკვდილამდე და ბოლოს ქრისტიანულმა სიყვარულმა, რომელსაც იჩენდა მოყვასის მსახურებისას, შედეგი გამოიღო. ეშმაკის ოცნებები, ხილვები და საერთოდ უხილავი მტრის საცდურ-განსაცდელები შეწყდა. ღელვა დაცხრა.

კურნება კი ამგვარად მოხდა: ერთხელ ყარაყალის სავანის სარკმელთან მდგარმა ქალი-ჭინკა დაინახა, რომელმაც ველური ხმით უთხრა: სიყრმიდანვე - ოცდაჩვიდმეტი წელი ჩემს ხელთ იყავი, ახლა კი მიდიხარ ჩემგან! მე დაგკარგე და სხვამ წაგიყვანაო! ამის მერე ეშმაკი გაქრა და როგორც თვითონ მამა ანდრიამ მითხრა, თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამოშორდა, შვებით ამოისუნთქა.

ეს სასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით აღესრულა, რომელსაც ის ხშირად მოუხმობდა.

იმავე დღეს, როცა ეშმაკის ხილვები შეწყდა, იგი სხვა სნეულებისგანაც განიკურნა, რომელიც ასევე მრავალი წელი ტანჯავდა. ტანჯვისაგან დახსნილმა მონაზონმა ადიდა ღმერთი და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მას მერე მშვიდად მიუყვება მონაზვნური ცხოვრების გზას და ღვთის შიშით იღვწის თავისი ცხონებისათვის."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2018, 12:23 PM
პოსტი #2223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცილისწამების გარეშე ვერ გახდება ბერი წმინდანი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2018, 10:49 AM
პოსტი #2224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა-მონასტრად ითვლებოდა. უწმინდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმინდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიდია სიჩუმეო...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2018, 12:31 PM
პოსტი #2225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა... იმის გამო, რომ ზეციერი სიკეთის სიტკბოების გემო იცის. იგი ადვილად უარყოფს მიწიერს... უპოვარი მეფეა ამ წუთისოფლისა... ძეა უვნებელობისა... რაც გააჩნია, იმას არაფრად მიიჩნევს“ (სიტყვ. 17), არ წუხს იმის გამო, რომ არაფერი აბადია და ისე ცხოვრობს, თითქოს ყვველაფერი ჰქონდეს“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2018, 10:33 AM
პოსტი #2226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანდრიას ჰქონდა სურვილი და გადაწყვეტილება, აღკვეცილიყო მონაზვნად, მაგრამ ამისთვის მას უნდა გაევლო გამოსაცდელი ვადა. ორი წელი წადი ის უნდა ყოფილიყო მორჩილი და ამ ხნის მანძილზე გამოჩნდებოდა, იყო თუ არა იგი მონაზვნად აღკვეცის ღირსი.

მრავალი სიძნელე გამოიარა ანდრიამ ამ ორ წელიწადში. მან გამოსცადა მონასტრული მორჩილების ყველა სახე და იყო უფროსების უსიტყვო მორჩილებაში. ბევრი მწუხარებაც განიცადა: მოთმინებით იტანდა ზოგიერთი ძმის მძიმე ხასიათს, მკვახე და უხეშ სიტყვებს, განუწყვეტელ საყვედურებს - წვიმის წვეთებივით რომ ეცემოდნენ მას ერთიმეორის მიყოლებით.

ასეთ ახალგაზრდა ასაკში ნაზი, მგრძნობიარე ბუნების მქონე ადამიანისთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საძნელო, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლებოდა: რაღა თქმა უნდა, მტკივნეული იყო თბილი, ოჯახური ატმოსფეროდან მკაცრ მონასტრულ ყოფაში გადასვლა. ყველანი - იღუმენიდან დაწყებული უკანასკნელი მორჩილით დამთავრებული - უნდა დახმარებოდნენ მას ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში: ყველა თავისებურად - თავისი ხასიათისა და ცოდნის შესაბამისად.

ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ახალგაზრდა ანდრიას ჰქონდა საიმედო საყრდენი, და ეს იყო, პირველ რიგში, მისი ღირსად პატივსაცემი მოძღვარი - იღუმენი სვიმეონი - მისი მიწიერი მამა. „ჭეშმარიტი მამა ხომ, უპირველესად, ჩვენი საერთო მამაა, მერე კი ის, ვინც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობს“ (წმ. ბასილი დიდი). თავის მოძღვარს იგი ყველანაირ აზრს, ეჭვსა და გაჭირვებას ეუბნებოდა და მისგან ნუგეშს იღებდა. მოძღვრის სიყვარული და განსჯის უნარი მას მონასტრული ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2018, 11:00 AM
პოსტი #2227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთადერთი მიზეზი მონაზვნის დაცემისა გახლავთ რწმენა თავისი აზრისადმი და კრიტიკულად აღქმა მოძღვრის სიტყვებისა, ანუ ადამის ცოდვის გამეორება, რომელსაც სიამაყე და ურჩობა ჰქვია.”

/ღირსი ამბა დოროთე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2018, 01:16 PM
პოსტი #2228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საცდური

“ერთმა კარიესელმა მონაზონმა კანონად დაიდო, ათონი არასოდეს დაეტოვებინა, მაგრამ ეშმაკმა არც ამ ბერს დაანება თავი. ერთხელ, როცა ვათოპედის მონასტერში ზეთისხილს კრეფდა, ტოტზე შემოხვეულმა გველმა ლოყაზე უკბინა. ლოყა დაუსივდა და გაუშავდა. იმ ადგილას წვერი გასცვივდა. ზოგიერთმა სალონიკში ექიმთან წასვლა ურჩია. მან კეთილის მსურველებს უთხრა: - რადგან აქამდე არაფერი შემემთხვა, აწი არაფერი მომივა. ღვთისმშობელი სიკვდილის ნებას არ მომცემს და განმკურნავსო. მართლაც, ღვთისმშობელმა, რომელიც ათონელ მონაზონთა მფარველი და პატრონია, ბერი სავსებით განკურნა.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2018, 10:55 AM
პოსტი #2229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როცა ადამიანი მონასტერში მიდის და საკუთარ ოჯახს, ხორციელ და-ძმას განერიდება , ის უკვე სულიერ წინამძღვარს, დებს, ძმებს იძენს და ქრისტესმიერი სიყვარულით მათთან ერთად ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა ადიდებს უფალს.

მონასტრის წევრებს თავად უფალი ირჩევს თავისთან მისაყვანად. სხვადასხვა ხასიათის, ზნე-ჩვეულების მქონე ღვთის შვილები უფლის სიყვარულით ურთიერთსიმძიმის ზიდვით აღასრულებენ ქრისტეს სჯულს. მათი ღვთივსათნო ცხოვრების წესი კი ერში მყოფი თითოეული მრევლისთვის მისაბაძი და სანეტაროა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2018, 10:06 AM
პოსტი #2230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა. მონასტრის ეკონომოსი ერთ მუშას საქმეზე გზავნიდა, მაგრამ იგი გამოუცდელობის გამო, წასვლაზე უარს ამბობდა. როცა ეკონომოსმა წასვლა მკაცრად მოსთხოვა, მუშა გაბრაზდა და იქ მყოფი, დაახლოებით 40 კაცის გასაგონად, მას ძაღლი უწოდა. მაგრამ ეკონომოსმა შეიბრალა მუშა, ჩაი და შაქარი მისცა და უთხრა: „ყოველთვის ძაღლი დამიძახე“. მუშას ისე შერცხვა, რომ სირცხვილისგან სახე აეწვა და ამის შემდეგ ყველაზე მორჩილი გახდა“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2018, 11:11 AM
პოსტი #2231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სახემნათი მოხუცი სქემმონაზონი“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2018, 11:07 AM
პოსტი #2232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ ერთმა ძმამ მუხლი მომიდრიკა: - მაკურთხე, მამაო. მე ერთი ჩვენი ძმა შევაწუხე და ამიტომ ლოცვა არ მომდისო. საშიში არაფერია. მუხლი მოიდრიკე ძმის წინაშე, რათა სიყვარული გეწვიოს და ლოცვაც კვლავ დაგიბრუნდება-მეთქი.

"მამაო, მე ხომ მუხლი შენ მოგიდრიკე, განა ეს საკმარისი არ არის?" - შეცბა. "არ არის საკმარისი. რაც მის წინაშე შესცოდე, მასზე სთხოვე შენდობა". ვხედავდი, რომ მასში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლოს წავიდა და შენდობა ითხოვა. მეორე დღეს კვლავ მოვიდა: "გმადლობ, მამაო, რჩევისთვის. მთელი ღამე სიხარულით და გულის შემუსვრილებით ვილოცე".

- მამაო, შენდობა ითხოვო, ეს კარგია. მაგრამ ხდება ხოლმე, ვინმეს შენდობას სთხოვ და ის არ გპატიობს. როგორ მოვიქცე?

- შენ შენდობა ითხოვე? ესე იგი თავისუფალი ხარ. მხოლოდ ეცადე, სიყვარული გქონდეს ძმისა და შემდგომში, ვიდრე ის არ მიიღებს შენს სინანულს, მისთვის სკვნილზე ილოცე.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2018, 01:22 PM
პოსტი #2233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა ქრისოგენ დაყუდებული

"ყუთლუმუშის სავანის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა მონაზონი, რომელიც არ ზრუნავდა ცხოვრებისეულ საგნებზე. მრავალი წელი თავისი კელიიდან ფეხი არ გაუდგამს, არც ტაძარში, არც საზიარებლად, არც მამათა კრებაზე, არც მორჩილებაზე, არც სასტუმროში, არც მონასტრის ალაყაფთან, რათა ადამიანისთვის შეეხედა, თუნდაც მონაზვნისთვის ანდა ერისკაცისთვის.

იგი სრულიად განშორებული იყო მონასტრის სხვა ძმათაგან და არაფერი ამსოფლიური არ აინტერესებდა. მისთვის შეგეძლო დაგეძახა "არამიწიერი", ცნობისმოყვარეობას მოკლებული, დაყუდებული, მყუდროების მოყვარული, რომლის მსგავსიც არავინ იყო ათონზე. მისი გონება მიჯაჭვული იყო მისსავე იდეებს, ხილვებსა და "გამოცხადებას", მიპყრობილი იყო "ზეცისკენ" და საკუთარი ბრძნობისკენ.

ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა საკუთარი მშვიდი ცხოვრებით. მისი და ყოვლისმხედველი ღმერთის გარდა, არავინ იცის, რას აკეთებდა, რას ხედავდა, რას ფიქრობდა. ერთხანობა, როცა ამ მონასტერში მორჩილი ვიყავი, მისთვის საჭმელი მიმქონდა.

ის არასდროს აღებდა კარებს საჭმლის გამოსართმევად. გარეთ, თაროზე ვტოვებდით და მეორე თეფშს ვაფარებდით. ის კელიიდან მხოლოდ ტუალეტში წასასვლელად გამოდიოდა, ანდა კელიასთან ონკანზე ჭურჭლის დასარეცხად ან ხელების დასაბანად.

ერთხელ მას კელიის გარეთ შევხვდი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვისაუბრეთ - რამდენიმე უაზრო სიტყვა მითხრა. როგორც მივხვდი, მის "გამოცხადებებს, ხილვებსა" და "ანგელოზებს" ეხებოდა, რომლებიც მას სხვადასხვა "საიდუმლოს" და "არამიწიერ იდეებს" აცნობდნენ.

ამ მონასტრიდან წამოვედი. რამდენიმე წლის მერე შევიტყვე, რომ არქიმანდრიტმა ქრისტოდულომ, ვითარცა ჭეშმარიტმა მწყემსმა, სცადა მისი დარწმუნება, ტაძარში ჩამოსულიყო და ზიარებოდა უწმინდეს საიდუმლოს, რაც შეძლო კიდეც.

ასე გამოიტაცა იგი მამა ქრისტოდულომ ეშმაკის კბილთაგან და ხიბლის ბნელი ღრუბლისაგან. ამიტომ კაცთა მოდგმის მტერმა, რომელმაც დაკარგა სული, რომლისთვისაც მახე დააგო, შური იძია ძმობაზე. დაახლოებით 1984 წელს საშინელი ხანძარი მოხდა მონასტრის სწორედ იმ ფლიგელში, სადაც მამა ქრისოგენის კელია იყო.

ბოლოს მამა ქრისოგენი ეზიარა საღმრთო საიდუმლოს, გახდა ჭეშმარიტი შვილი ქრისტეს ეკლესიისა და დაახლოებით 1984 წელს წარვიდა მონაზონთა ზეციურ დასთან.

ღმერთმა არ დაუშვა, ხიბლში დაღუპულიყო და სიკვდილის წინ იხსნა მისგან, რამეთუ, როგორც შევიტყვე, ვიდრე ის დაეყუდებოდა, საავადმყოფოში სწევდა მორჩილებას, მრავალ მოხუცს უვლიდა და ეხმარებოდა მათ ყველაფერში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2018, 11:45 AM
პოსტი #2234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები ჯარისკაცებივით ვართ. სადაც გვიბრძანებენ, იქ უნდა წავიდეთ. მხედართმთავარმა იცის, ვინ სად გამოდგება. ჩვენ არ გვაქვს შეწინააღმდეგების უფლება. მონაზვნები შესამოსელს არ ვიხდით, ლეჩაქით და კაბით ვიძინებთ. ჩვენ არ ვიცით, უფალი თავისთან როდის გვიხმობს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2018, 11:27 AM
პოსტი #2235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველა ადამიანი ეძებს სიმშვიდეს და სიხარულს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, სად იპოვოს იგი და რა არის საჭირო მის მისაღწევად. აი, უკვე 35 წელია ერთ ბერს ვხედავ, რომლის სული მუდამ მხიარულია, ხოლო სახე სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მოხუცია. ეს იმიტომ, რომ მას მორჩილება უყვარს და სულით უფლის ნებასაა მინდობილი. ამიტომ არაფერზე ზრუნვა არ სჭირდება, რადგან მის სულს უფალი უყვარს და მას ჭვრეტს“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2018, 10:50 AM
პოსტი #2236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აღკვეცა

„ანდრიამ წარმატებით გაიარა გამოსაცდელი მორჩილება და მონასტერში ორი წლის ცხოვრების შემდეგ მამა სვიმეონმა აუწყა, რომ მოახლოებული იყო მისი აღკვეცის დღე. ამ ცნობამ სიხარულით აღავსო ჭაბუკის გული: მალე ის შეიმოსება ანგელოზებრივ სქემაში! რა დიდი პატივია!

აღკვეცამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრიას მოუხსნეს ყველანაირი მორჩილება და მან უდიდესი მოვლენისთვის მზადება დაიწყო. სენაკის სიჩუმეში, სიმარტოვეში, ლოცვაში დანთქმული მოუთმენლად ელოდა ამ სანატრელ დღეს და წუთებს ითვლიდა მის დადგომამდე;

კითხულობდა სქემაში აღკვეცის წესს და მღელვარებისგან ცრემლები სდიოდა. აღთქმებს, რომლებსაც ის დადებს, ანგელოზები ზეცაში აიტანენ და ოდესმე თვით ღმერთი მოჰკითხავს მათთვის პასუხს.

აღკვეცის წინა ღამეს ანდრია მოძღვართან მივიდა და მორჩილის ხარისხში უკანასკნელი აღსარება ჩააბარა, მიიღო მისგან ლოცვა-კურთხევა და ღვთივგანბძნობილი დარიგებები. მთელი ის ღამე მან, ათონური ტრადიციისამებრ, მღვიძარებასა და ლოცვაში დაჰყო.

აღკვეცის დროს ლმობიერებისა და სიხარულის გრძნობა დაეუფლა. ის მონაზვნად აღიკვეცა და მისი აღთქმები ზეციურ წიგნში ჩაიწერა. მანტიაში შემოსილს, მას ხელში სანთელი და ჯვარი ეჭირა და მამებისგან ცრემლებით იღებდა კურთხევას.

- რა არს სახელი შენი, ძმაო?

- ეკითხებოდნენ მამები, როგორც ამას ტრადიცია ითხოვდა.

- ცოდვილი მონაზონი ათანასე, - მღელვარედ მიუგებდა იგი.

ყველასთვის სასიხარულო იყო ეს დღე, რადგან გულწრფელად უყვარდათ და პატივს სცემდნენ ახალაღკვეცილს მისი წყნარი ყოფაქცევისთვის. და, რა თქმა უნდა, მამა ათანასეს აღკვეცის გამო ანგელოებიც ხარობდნენ ზეცაში“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2018, 12:40 PM
პოსტი #2237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონი ყველაზე ბედნიერი ადამიანია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2018, 09:49 AM
პოსტი #2238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმ პირების აღკვეცის დროს, რომლებიც მონაზვნობაში ქორწინების, ან ქორწინების გარეშე ურთიერთობების შემდეგ მოვიდნენ, დაიდება უბიწოების, ან შემდგომი სრული თავშეკავების აღთქმა. ხოლო იმ პირების აღკვეცის დროს, რომლებსაც ხორციელი ურთიერთობების გამოცდილება არ ჰქონიათ, იდება ქალწულების აღთქმა“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2018, 12:19 PM
პოსტი #2239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონაზონს წაართმევ ლოცვას, მას ართმევ უფლებასაც, იგრძნოს თავი ღვთის ჭეშმარიტ შვილად“

/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2018, 11:47 AM
პოსტი #2240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთხელ, ამბა დანიელი წავიდა ქალაქს, რათა გაეყიდა თავისი ხელ-საქმე. შეხვდა მას ერთი ყმაწვილი კაცი. მან სთხოვა მას და უთხრა „სიკეთისთვის, ძმაო, გთხოვ, წამომყევი სახლში მისთვის, რომ ილოცო ჩემი ცოლისათვის, რათა მიწყალობოს ღმერთმა შვილი, რამეთუ იგი უშვილოა“.

ბერი წაჰყვა მას. ილოცა მისთვის, ცოლისათვის და იმ წელს დაფეხმძიმდა. და აი, ხალხმა, რომელთაც არ ეშინიათ ღვთისა, შესაზიზღი გახადა ბერი და თქვა, რომ ჭაბუკი უშვილოა. მას მხოლოდ ამბა დანიელისგან უჩნდება შვილი.

ბერამდეც მიაღწია ამ სიტყვებმა. ბერმა გააგზავნა კაცი ჭაბუკთან და უთხრა: როდესაც ცოლი შვილს გაგიგჩენს - მაცნობე.

როდესაც ქალმა შვა, ჭაბუკმა შეატყობინა ბერს, მოვიდა ბერი და უთხრა ჭაბუკს, გამართე სადილი და მთელი ნათესავები და ახლობლები დაპატიჟე.

ჭამად როდესაც დასხდნენ, ბერმა აიყვანა ყრმა და ხელზე დაიწვინა. შემდეგ უთხრა: კრების წინაშე გვაუწყე, ვინ არის შენი მამა, ყრმაო? ყრმამ დაილაპარაკა, თითი მამისკენ გაიშვირა და თქვა: „ეს“ და იყო ყრმა მხოლოდ ოცდახუთი დღის. მაშინ განცვიფრდნენ ყველანი, რომელნიც იქ ესწრებოდნენ, ადიდეს ღმერთი და მადლი შესწირეს მას“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 110 111 112 113 114 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი