IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
ana-xatia
პოსტი Oct 10 2006, 01:11 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



ჩემი მოძღვარი ამბობდა რომ ათონზე ყოფნისას რამოდენიმე მღვდელმსახურთან საუბარში ვკითხე რომ აი ცხონება ყველგან შეიძლება ერშიც და ბერშიც, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებსო.

და ძლივს, ძლივს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოთქვეს რომ მონაზვნობა აუცილებელია ცხონებისთვისო.

როცა გაზრდი შვილებს, დააყენებ გზაზე, როცა გექნება რაიმე დასათმობი ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა წახვიდე მონასტერში, ყველას გზა იქ უნდა მიდიოდესო

(ზუსტად სიტყვები ვერ გადმოვეცი, მაგრამ შინაარსი ვეცადე ზუსტად გადმომეცა, როგორც გავიგე)

ასევე ჩემი მოძღვრის სიტყვებით:
შეიძლება უდაბნოში იყო და ყირაზე გადადიოდე
და შეიძლება ქორწილში იყო და კრძალვით იყოო.

ვისაც რა გზა გვეძლევა ის უნდა მივიღოთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 10 2006, 01:19 PM
პოსტი #42


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ძლივს, ძლივს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოთქვეს რომ მონაზვნობა აუცილებელია ცხონებისთვისო

ვითომ? unsure.gif unsure.gif unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Oct 10 2006, 01:31 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



მარიამი
ციტატა
ვითომ?

მეც გამიკვირდა.

მაგრამ ესიცი როგორ თქვესო? თითქოს ამის თქმაც არ უნდოდათო.
შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი გამომდის და ვერ გადმოვცემ, მაგრამ სიტყვა "აუცილებელიაო" , ნამდვილად მახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 10 2006, 01:33 PM
პოსტი #44


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი გამომდის და ვერ გადმოვცემ, მაგრამ სიტყვა "აუცილებელიაო" , ნამდვილად მახსოვს.

შეიძლება რამე სხვაც დააყოლეს, თორემ ამ ფორმით ნათქვამი ეგ წინადადება აშკარად არაა სწორი unsure.gif
მაშინ გამოდის, რომ ეჭვი უნდა შევიპაროთ ყველა იმ წმინდანის ცხონებაში, რომელიც მონაზონი არ ყოფილა sad.gif ვთქვათ, წმ. ალექსი ღვთისკაცი, ვინც პირველად გამახსენდა...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Oct 10 2006, 01:42 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



მარიამი
ალბათ შემეშალა, როგორც კი ვნახავ მოძღვარს, აუცილებლად ვკითხავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 10 2006, 01:47 PM
პოსტი #46


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ana-xatia @ Oct 10 2006, 01:42 PM) *

მარიამი
ალბათ შემეშალა, როგორც კი ვნახავ მოძღვარს, აუცილებლად ვკითხავ.

ჰო კითხე აბა... რამეს კიდევ იტყოდნენ დამატებით...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 10 2006, 05:07 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



საკითხის ასე დაყენება ადამიანი მონაზვნობაში ცხონდება თუ ერში,ცოტა არასწორედ მიმაჩნია.ადამიანი ყველგან ცხონდება ერშიც და ბერშიც თუ იგი თავისი ცხოვრებით სათნო ეყოფა უფალს.უბრალოდ მონაზვნური ცხოვრება ნიშნავს უფრო მძიმე ჯვრის ტვირთვას.ყველამ თავისი შესაძლებლობების ჯვარი უნდა იტვირთოს.უფალი ხომ ამბობს ბერობაზე "არიან საჭურისნი რომელთაც თავი თავისი ნებით დაისაჭურისეს და იქვე ამბობს ვისაც შეუძლია დატევნა დაიტიოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 10 2006, 05:43 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



shota1
ციტატა
მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ.

ვერ დავეთანხმები შენს აზრს, არასწორად მიმაჩნია იმის ფიქრი რომ მონასტერში წავიდე მაშინ როდესაც ერში აღარაფერი შემეძლება და აღარავის დავჭირდები. ბერ მონაზვნები აღთქმას დებენ უპოვარობისა, მაშინ გამოდის მე ჩემი საკუთარი ნებით კი არ ვტოვებ ყოველივე ამყვეყნიურს, არამედ იზულების გამო, სხვა გზა აღარ დამრჩება და აბა მეტი რაღა უნდა ვქნა. მაგრამ იქნება კი ეს ჩემი მოწოდება? გულწრფელი იქნება ჩემი სიყვარული რომ უფლისათვის ყოველივე დავუტევო? მე ხომ ამ შემთხვევაში არა მოწოდების გამო, არამედ იზულების გამო გადავდგამ ამ ნაბიჯს.


ბოდის ვიხდი ცოტა აბდაუბდად ვიბჟუტურე biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 10 2006, 06:11 PM
პოსტი #49


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ალექსანდრე @ Oct 10 2006, 05:43 PM) *

shota1

ვერ დავეთანხმები შენს აზრს, არასწორად მიმაჩნია იმის ფიქრი რომ მონასტერში წავიდე მაშინ როდესაც ერში აღარაფერი შემეძლება და აღარავის დავჭირდები. ბერ მონაზვნები აღთქმას დებენ უპოვარობისა, მაშინ გამოდის მე ჩემი საკუთარი ნებით კი არ ვტოვებ ყოველივე ამყვეყნიურს, არამედ იზულების გამო, სხვა გზა აღარ დამრჩება და აბა მეტი რაღა უნდა ვქნა. მაგრამ იქნება კი ეს ჩემი მოწოდება? გულწრფელი იქნება ჩემი სიყვარული რომ უფლისათვის ყოველივე დავუტევო? მე ხომ ამ შემთხვევაში არა მოწოდების გამო, არამედ იზულების გამო გადავდგამ ამ ნაბიჯს.
ბოდის ვიხდი ცოტა აბდაუბდად ვიბჟუტურე biggrin.gif


გასაგებად "იბჟუტურე" biggrin.gif და გეთანხმები, რომ მონაზვნობა მოწოდება უნდა იყოს და არა იძულება... მაგრამ მე მგონი შოთამ სხვა რამე იგულისხმა. ვეცდები "მოვაბჟუტურო" ჩემი აზრი, თუ მოვახერხე smile.gif მოკლედ, ადამიანმა იმ შეგნებით დ უნდა იცხოვროს, რომ სიცოცხლის ბოლოს მაინც ამაღლდეს მონაზვნობამდე... ანუ მისი ცხოვრების იდეალი უნდა იყოს მონაზვნობა და ამ იდეალს სიცოცხლის მიწურულს მაინც უნდა მიაღწიოს... სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანის მთელი ცხოვრება უნდა იყოს ზეაღსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ სულიერების კიბეზე და როდესღაც მაინც უნდა დადგეს ის დღე, როცა ამ კიბეზე საერო ცხოვრების საფეხურს გადააბიჯებ და მონაზვნობის წიაღში შეაბიჯებ... ზოგს ეს დღე შეიძლება სიბერემდე ბევრად ადრე დაუდგეს, ზოგს უფრო გვიან... თუმცა მე ახლა იდეალურ ვარიანტებზე ვლაპარაკობ და რეალურად მართლაც ისეა, რომ ყველა ვერ აღწევს მაქამდე და არცაა ყველა მაგისთვის მოწოდებული... ზოგმა შეიძლება ერში უფრო დიდი საქმეები გააკეთოს, თუნდაც სიბერეში... ზოგი კი 18 წლის ასაკში უკვე მონასტერში იყოს...
უჰ huh.gif აი, აბდაუბდა ბჟუტური ამას ჰქვია rolleyes.gif ვინმემ რამე თუ გაიგო, გამიხარდება laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 10 2006, 06:14 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მარიამი
ციტატა
გასაგებად "იბჟუტურე" და გეთანხმები, რომ მონაზვნობა მოწოდება უნდა იყოს და არა იძულება... მაგრამ მე მგონი შოთამ სხვა რამე იგულისხმა. ვეცდები "მოვაბჟუტურო" ჩემი აზრი, თუ მოვახერხე მოკლედ, ადამიანმა იმ შეგნებით დ უნდა იცხოვროს, რომ სიცოცხლის ბოლოს მაინც ამაღლდეს მონაზვნობამდე... ანუ მისი ცხოვრების იდეალი უნდა იყოს მონაზვნობა და ამ იდეალს სიცოცხლის მიწურულს მაინც უნდა მიაღწიოს... სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანის მთელი ცხოვრება უნდა იყოს ზეაღსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ სულიერების კიბეზე და როდესღაც მაინც უნდა დადგეს ის დღე, როცა ამ კიბეზე საერო ცხოვრების საფეხურს გადააბიჯებ და მონაზვნობის წიაღში შეაბიჯებ... ზოგს ეს დღე შეიძლება სიბერემდე ბევრად ადრე დაუდგეს, ზოგს უფრო გვიან... თუმცა მე ახლა იდეალურ ვარიანტებზე ვლაპარაკობ და რეალურად მართლაც ისეა, რომ ყველა ვერ აღწევს მაქამდე და არცაა ყველა მაგისთვის მოწოდებული... ზოგმა შეიძლება ერში უფრო დიდი საქმეები გააკეთოს, თუნდაც სიბერეში... ზოგი კი 18 წლის ასაკში უკვე მონასტერში იყოს...

გასაგებია და გეთანხმები biggrin.gif ბერ მონაზვნობისათვის მოწოდებულიც უნდა იყო და რჩეულიც smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 10 2006, 06:24 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჟრიამული აუტეხავთ ჩიიტებს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 10 2006, 06:30 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mnate
ციტატა
ჟრიამული აუტეხავთ ჩიიტებს

ასე უნდა დაგეწყო : ''გაზაფხული შემოსულა ლენ" biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 10 2006, 06:36 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მონაზვნობა უნდა გუჯას. . . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Oct 10 2006, 06:53 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



შოთა მონაზვნობისკენ თუ ისწრაფვი ეგ შენი საქმეა, მაგრამ გირჩევ განდეგილობისგან თავი შეიკავო სანამ წლები არ გავა. ეგ ყველაზე ძნელი გადაწყვეტილებაა რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს და დიდი სიზუსტე ჭირდება.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Oct 11 2006, 10:44 AM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციტატა
შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია.
ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება.


ამ წიგნს ახლა ვკითხულობ...


კარგი მსჯელობაა smile.gif

მონაზვნობას ჯერ არ ვაპირებ, ასე მგონია რომ ვარ შევძლებ და მაგიტომ... რატომაც ვერ შევძლებ ისის ვიცი, რაც შეეხება მომავალს, მე სიბერეს არ ვგულისხმობ... ეს ყველაფერი თვითონ მოვა, უბრალოდ მე ასე მაქვს წარმოდგენილი ჩემი მომავალი... საერთოდ ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ ვწერ ხოლმე ერთ გვერდძე როგორი უნდა, ან მინდა რომ ვიყო მომავალში... შემდეგ ამ ნაწერიდან ამომაქვს მიზნები და ამოცანები და შემდეგ ყოველდღიურად ვმუშაობ მათ მიღწევაზე... სულ ეს არის... ის რომ დაახლოებით 50 წლის ასაკში მონასერში უნდა წავიდე... ეს მიზანი და ამ მიზნისათვის მზადება დღეს იწყება... მასეთი მასშტაბის მიზნები ადამიანის ცხოვრებაში რომ ჩამოთვალო ალბათ ერთი ხელის თითებიც ეყოფა... თითოეული მათგანის მიღწევას კი დიდი დრო, ნებისყოფა და ენერგია სჭირდება... სინამდვილეში წავალ თუ არა მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ სინამდვილეში მივაღწევ თუ არა მიზნებს მაგას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვეცადო, დრო, ნებისყოფა და ენერგია შევწირო... დანარჩენი ზემოდან გადაწყდება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Oct 11 2006, 11:17 AM
პოსტი #56


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ჩემს აზრსაც გეტყვით...smile.gif

მონაზვნობა, ჩემი აზრით, ცხოვრების წესია, გინდ ერში იცხოვროს ადამიანმა გინდ მონასტერში... ვინც ერში დარჩება მონაზვნურად უნდა იცხოვროს, წმინდათ უნდა იცხოვროს: თავის ქვეყანას, ერს უნდა გამოადგეს , ნაყოფიერი უნდა იყოს მისი ცხოვრება, ქრისტიანული ოჯახი შექმნას და ბევრი შვილები ყავდეს(ამაში ვიგულისხმე ერის ადამიანის წმინდა ცხოვრება )..
ხოლო მონაზვნობა ეს მოწოდებაა და ეს ისეთი რამაა, ადამიანმა მხოლოდ თვითონ უნდა გადაწყვიტოს...ეს გზა არის დიდი მადლიერება, დიდი სიყვარული უფლისადმი... ეს თუ არ გაუჩნდება ადამიანს, სხვა მიზეზით არ უნდა წავიდეს, თორემ ძალიან გაუჭირდება...
თუმცა, ვფიქრობ ,რომ ორივე გზა ძალიან რთულია 50/50..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Oct 11 2006, 04:24 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



მონაზვნობა ჩემი აზრით ღვთის უზომო სიყვარულმა უნდა გადაგაწყვეტინოს და არა გარყვნილი ხალხისგან თავის დაღევის სურვილმა.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 11 2006, 04:31 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mr_morrison
ციტატა
მონაზვნობა ჩემი აზრით ღვთის უზომო სიყვარულმა უნდა გადაგაწყვეტინოს და არა გარყვნილი ხალხისგან თავის დაღევის სურვილმა.

გეთანხმები smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 6 2006, 01:28 AM
პოსტი #59


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(david the iverian @ Jul 31 2006, 07:29 PM) *

IOANA
ცემი აზრიტ საერთოდ ბერ-მონოზონთა არსებობა უფალმა ჩვენს სასიკეთოდ დაუშვა... smile.gif

კითხვა მაქვს, რატომ წერ მონზონს?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Nov 11 2006, 02:11 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



xalxno eh monasterze kai am qveynad araferia 15 dgit viyavi meufe sergis rezidenciashi lagodexshi da es dgeebi yvelaze bednieri dgeebi iyo chem cxovrebashi radgan sulierad davmshviddi, imies shemdeg gamichnda survili monasteshi casvlis, magram jer-jerobit adrea chemi iq casval radgan sulierad ar var mzad eh bednierebi arian iq myofni berebi da morchilebi da temas rac sheexeba es albat adamianzea damokidebuli da gmertis nebaze tu sad ufro shezlebs cxonebas! gmertma daglocot da gmerts ebarebodet yvela
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი