IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> კაცხის სვეტი-საქართველოს "მეტეორა", :)
nat_uly
პოსტი May 22 2008, 12:56 AM
პოსტი #1


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 22 2008, 12:57 AM
პოსტი #2


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ai gogoo,

სურათები ლამაზია smile.gif მაგრამ ტექსტის რა გითხრა, ლათინური ასოებით წაკითხვა ჭირს. იქნება გადააქართულო. მადლობა წინასწარ.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2008, 01:08 AM
პოსტი #3


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



კაცხის “სვეტი” მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფ. Kკაცხის ტერიტორიაზე, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლ. 3 კმ-ის მანძილზე. “სვეტი” შედის კომპლექსის შემადგენლობაში, რომელშიც გაერთიანებულია გალავანი, სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია, საძვალე, ძველი სამრეკლო და ბერების საცხოვრებელი სახლი (ნახ.1).
“სვეტზე” ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტი დანიელისა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავჯდომარის მოადგილის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით. ჭიათურმარგანეც-ტრესტის გენერალური დირექტორის ბ-ნ კაკო გურჯიძის ფინანსური მხარდაჭერით.
კაცხის “სვეტი” წარმოადგენს ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას, რომლის სიმაღლე 40-45 მ-ია, იგი ძირითადად შვეულად არის აღმართული, თუმცა მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ბუნებრივი ტერასაა განთავსებული (სურ.1).
ეჭვგარეშეა, რომ კაცხის “სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანის ყურადღებას. მართებული უნდა იყოს მოსაზრება, რომ ქრისტიანობამდე “სვეტი” წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაწარმოებში კაცხის “სვეტის” შესახებ ამბობს: “ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა – როკვანი; ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა _ გაათენიან”. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი “სვეტზე” ეკლესია აშენდა და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო.
გასული საუკუნის 40-იან წლებში კაცხის “სვეტზე” ასულა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩაუტარებიათ, აღმოუჩენიათ თიხის ნამტვრევები და ბრინჯაოს სასანთლე, თუმცა დღეისათვის ეს მასალა ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთ არსებობს ფოტოები რომელიც აღნიშნულ ექსპედიციის მიერ არის გადაღებული (იხ. დანართი). აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ . ანგარიშში ავტორი “სვეტის” თხემზე ორ ეკლესიას ადასტურებდა, ამათგან ერთ-ერთს (შირიმის თლილი ქვით აგებულს) “ორსართულიან ნაგებობას” უწოდებდა და მისი იატაკის ქვეშ გამართულ კრიპტას მესვეტეს საცხოვრებლად მიიჩნევდა. თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებულმა გათხრებმა დაადასტურა, რომ “სვეტის” თხემზე არსებობდა არა ორი, არამედ ერთი ეკლესია ხოლო მეორე, ეკლესიად წოდებული ნაგებობა კი ორი ოთახისაგან შემდგარ საცხოვრებელ სენაკს წარმოადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ “სვეტის” თხემზე ჩატარებული სამუშაოები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა; ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სვეტის სიმაღლე 45 მ-ს აღწევს ხოლო მისი ზედაპირის ფართობი 100 კვ.მ-ს არ აღემატება. ამასთან, სირთულეს წარმოადგენდა გათხრილი მიწის გადატანა ტერასაზე, ნანგრევი ქვისაგან ტერიტორიის გაწმენდა და ელემენტარულად სვეტზე ასვლა. Aამას თან ერთვოდა ცივი ამინდები, გამუდმებული ნალექით. სვეტზე ავდიოდით ხარაჩოსა და არმატურისაგან დამზადებული კიბის საშუალებით, ხოლო გათხრების მიმდინარეობისას ყველა მუშა უსაფრთხოების მიზნით ალპინისტური თოკებითა და ე.წ. “კარაბინებით” იყვნენ დამაგრებული (სურ.2).
გათხრები დაიწყო 30 ნოემბერს. თავდაპირველად გაიწმინდა “სვეტზე” მდებარე ეკლესია. გასუფთავდა მისი ინტერიერი და გამოვლინდა კირით მოლესილი იატაკი. იმის გამო, რომ ეკლესიის სახურავი მთლიანად განადგურებულია იატაკიც სავალალო მდგომარეობაში დაგხვდა, მოლესილობა მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და ამბიონზე ასასვლელი, მცირე საფეხურიც (15 სმ. სიმაღლის) ძლიერ იყო დაზიანებული (სურ.4). სოლეის დიდი ნაწილი ჩაშლილია სვეტის აღმოსავლეთ ფერდზე და შესაბამისად ეკლესიის აღმოსავლეთი კედელიც აღარ არსებობს (სურ.9). ეკლესიას კარი ჩრდილოეთიდან ჰქონია. კარი დღეისათვის 60 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მისი სიგანე 70 სმ-ს აღწევს (სურ.8). Eეკლესიის დღეისათვის არსებული ზომებია 2.50×3.50 მ. კედლები დაახლ. 60 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილზე (სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში) 2.70 მ-ს აღწევს (სურ.3. ნახ.2). ეკლესიის იატაკის ქვეშ აკლდამაა გამართული. აკლდამის გაწმენდის დროს ადამიანის ნეშტი არ აღმოჩენილა, თუმცა 1944 წელს ჩატარებული სამუშაოების დროს ზემოთ აღნიშნულ ექსპედიციას აქ მიცვალებულის თავის ქალა და ჩონჩხის ნაშთები უპოვნიათ. შემდგომ, 1999 წლის 26 მაისს, მიტროპოლიტ კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევითა და ბერი მაქსიმეს ხელმძღვანელობით სვეტზე ახალი სამარხი გაიმართა და ნეშტიც ამ სამარხში გადასვენდა. ძველ აკლდამას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს, იგი თაღის ფორმისაა და გადაყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის ქვით. ეკლესიის “პერანგი” და შიდა პირიც შირიმის ქვით ყოფილა ამოყვანილი. აკლდამა შიგნიდან კამარისებურად გადადის, მისი იატაკს კი “სვეტის” კლდოვანი დედაქანი წარმოადგენს, შესასველის ზომებია: სიმაღლე 0,70 მ, სიგანე 0,60 მ. შიდა სიმაღლეა 1 მ. სიგრძე 2 მ. სიგანე 1.10 მ. (სურ.16,17). აკლდამაში არავითარი მასალა არ აღმოჩენილა, მასალა აღმოჩნდა ეკლესიის ინტერიერის გაწმენდის დროს თუმცა-ღა მცირე რაოდენობით და მას ქვემოთ განვიხილავთ.
ეკლესიის შემდგომ გათხრები გავაგრძელეთ სვეტის ცენტრალურ ნაწილზე, ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის წინ. Dდაახ. 25-30 სმ-ის სისქის მიწის ფენის აღების შემდეგ, გამოჩნდა კირით მოლესილი იატაკი. როგორც ჩანს, ეკლესიას ამ მხრიდან მინაშენი ჰქონია. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს კლდოვან დედაქანში ჩაჭრილი ხის ძელისათვის განკუთვნილი ორმო და ასევე ეკლესიის კედელში გარედან შეჭრილი ძელის “ბუდეც” (სურ.6,7; ნახ.3). როგორც ავღნიშნეთ ეკლესია გარედან და შიგნიდან კარგად დამუშავებული შირიმის ქვით ყოფილა მოპირკეთებული, საძირკველსა და “პერანგის” შიდა სივრცის შესავსებად კი კირქვა გამოუყენებიათ (სურ.3) აღსანიშნავია, რომ შირიმის ქვა მახლობელი ადგილებიდან, კერძოდ, სოფ. ნავარძეთის ტერიტორიიდან არის მოტანილი, ხოლო კირქვა კი თვითონ სვეტის თავზე უნდა იყოს მოტეხილი და ჩართული მშენებლობაში. ეკლესია და მისი მინაშენიEგადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებული კრამიტით, რომლის ძირითადი მასა დამტვრეული და სვეტიდან გადარეცხილია, თუმცა, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ფრაგმენტები მაინც გვიქმნის შთაბეჭდილებას ამ კრამიტზე.


ეკლესიის ნანგრევისა და ნეშომპალის სქელი ფენისაგან განთავისუფლების შემდეგ სამუშაოები გავაგრძელეთ სვეტის ქვედა ტერასაზე. აღსანიშნავია, რომ “სვეტის” თხემი ორ - ქვედა და ზედა ტერასად იყოფა; ზედა ტერასაზე აშენებულია ეკლესია და საცხოვრებელი სენაკი, ხოლო ქვედა ტერასაზე კი მარანი. საერთოდ, მთლიანად კომპლექსი გალავანით ყოფილა შემოსაზღვრული მაგრამ დღეისათვის ამ გალავანის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი, დანარჩენი ნაპირები სვეტისა კი ციცაბოა, ისე რომ გალავანი ამ მხარეებზე დიდი ხნის წინ ჩანგრეულა. Aაქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ გალავანის ნაწილს, რომელიც როგორც ავღნიშნეთ “სვეტის” აღმოსავლეთ კიდეზეა შემორჩენილი ქვის ქვედა წყობაში 20-25 სმ-ის დიამეტრის ღრმულები აქვს დატანებული, შესაძლოა კომპლექსს ამ მხარეს გარკვეული სახის, მცირე “აივანი” ჰქონდა და აღნიშნული ღრმულები ხის ძელების დასამაგრებლად იყო განკუთვნილი (სურ.10).
როგორც ითქვა, მუშაობა გაგრძელდა ქვედა ტერასაზე, იმ ადგილზე, სადაც მარანი უნდა ყოფილიყო. თავიდან, მიწის ზედაპირზე ქვევრები არ ჩანდა მაგრამ, 25 სმ-ის სისქის მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა 3 ქვევრი, რომლებიც ბადიმებით იყვნენ დახურული. Gგარდა ამ სამი ქვევრისა, ორი ქვევრი სვეტის დასავლეთ ფერდზე ყოფილა განთავსებული, მაგრამ კლდის ეროზიის გამო ისენი გახეთქილან და ჩაშლილან, ისე რომ მათი მხოლოდ მცირე ნაწილები-ღა იყო შემორჩენილი. 1944 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მარანი 5 ქვევრისაგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენს მიერ წარმოებული გათხრების შედეგად გამოვლინდა კიდევ ერთი, შესანიშნავად შემორჩენილი მეექვსე ქვევრი, ისე რომ მარანში ექვსი ქვევრი ყოფილა. დღეისათვის ამ ქვევრებიდან ორი ნაწილობრივ არის შემორჩენილი, ოთხი მათგანი კი მიწაში მთლიანად ზის, თუმცა ისენიც დაზიანებული არიან (სურ.21,22). ერთ ქვევრს ყელის გარშემო რელიეფური წნული შემოუყვება, მეორეს კი ამოღარული ორნამენტი (სურ.23,24), მთლიანად მარანი კი დასავლეთიდან გალავანით ყოფილა დაცული. მარანში ჩასვლა ზედა ტერასადან, შესაძლოა მცირე კიბით ხდებოდა და აქ შენახული ღვინისა თუ წყალის მარაგი ერთი ადამიანის საარსებოდ საკმარისი იქნებოდა დაახ. 2 თვის მანძილზე.
მას შემდეგ, რაც დავამთავრეთ ეკლესიისა და მარანის გათხრა, მუშაობა დავიწყეთ “სვეტის’ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ნაგებობა, რომელსაც ვ. ცინცაძე “ქვით ნაგებ ეკლესიას” უწოდებდა, თუმცა ჩვენთვის თავიდანვე ცხადი გახდა, რომ საქმე გვქონდა არა ეკლესიასთან, არამედ საცხოვრებელთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებდა ის მრავალრიცხოვანი, სამეურნეო დანიშნულების კერამიკული მასალა, რაც აქ თავიდანვე გამოჩნდა და ასევე მშენებლობის ტექნიკაც. კერძოდ, თუ ეკლესია გათლილი, კარგად დამუშავებული და მოხდენილი შირიმით იყო აგებული, აღნიშნულ ნაგებობას უხეში, ფლეთილი ქვით ნაგები კედლები ჰქონდა (სურ.11,15. ნახ.4), ამასთან იგი არ იყო სიზუსტით აშენებული და უსწორმასწორო ფორმისა იყო. მოსაზრებას, რომ ეს ნაგებობა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო ამაგრებდა ის ლოგიკური აზრიც, რომ 45 მ-ის სიმაღლეზე, დაახ. 100 კვ.მ-ზე მოღვაწე ადამიანს ბუნებრივია დასჭირდებოდა გარკვეული თავშესაფარი და მეორე მხრივ სრულიად ზედმეტი იქნებოდა აქ ორი ეკლესიის არსებობა. თავდაპირველად დაიწყო ამ ნაგებობის ნანგრევი მასისა და ხის ფესვებისაგან გასუფთავება, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. აღმოჩნდა, რომ სამშენებლოდ უხმარიათ კირქვა და კირი, ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილში კი კედელის მაგივრობას სვეტის ვერტიკალურად აღმართული კლდე სწევდა, ისე რომ დანარჩენი კედლები სწორედ ამ კლდეზე იყო მიშენებული (სურ.12). შიდა სივრცეში შესვლა სამხრეთის მხრიდან გამართული კარებიდან ხორციელდებოდა. ამ კარებს შევყავდით ოთახში, რომელის იატაკსაც კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. სამუშაოს ართულებდა ის გარემოება, რომ შუაგულში საკმაოდ დიდი მუხის ხე იყო ამოსული და მისი ფესვები ჩაწნული იყო როგორც დედაქანში, ისე ნაგებობის კედლებში (სურ.19) ჩვენ შეძლებისდაგვარად გავანთავისუფლეთ ოთახის ინტერიერი ნანგრევი მასისა და ფესვებისაგან და გამოვავლინეთ, რომ ოთახი საკმაოდ მოზრდილი ზომისა - დაახ. 15 კვ.მ. - იყო (დაახ. 5×3 მმ-ზე), შემორჩენილი კედლების სიმაღლე კი 60-70 სმ-ს აღწევდა (სურ.13,14). როგორც ითქვა ამ ოთახის აღმოსავლეთ კედლის მაგივრობას ბუნებრივი კლდე სწევდა, კლდე გამოკვეთილი იყო ნახევარწრიულად და აფსიდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ვ. ცინცაძემ ეს ნაგებობა ეკლესიად მიიჩნია. ამ კლდეში, იატაკიდან დაახ. 1-1.20 მ-ის სიმაღლეზე სინათლისა და ჰაერის შემოსასვლელად ამოკვეთილი სარკმელი იყო გაჭრილი. აღსანიშნავია, რომ ამ ოთახს სარკმელი ჩრდილოეთის კედელშიც ჰქონია დატანებული, რაც ჩვენთვის ინტერიერის გასუფთავების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი (სურ.20). როდესაც დამთავრდა შიდა სივრცის ბოლომდე გასუფთავება და მოხდა მისი ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია ჩვენ იძულებული ვიყავით უკვე გარეთ გამოტანილი ნანგრევი ქვის მასა კვლავ უკან, ოთახში შეგვეტანა და დროებით აქ დაგველაგებინა, ვინაიდან, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული ჩვენ შეზღუდულები ვიყავით თავისუფალი ფართობის თვალსაზრისით.


აღნიშნული “ოთახის” გათხრების დასრულების შემდეგ მუშაობა გავაგრძელეთ მის ჩრდილოეთ მხარეს. Aაქ მდებარეობდა გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა, რომელსაც ვ. ცინცაძე “ღრმულს”, სოფ. კაცხის მოსახლეობა კი “გვირაბში ჩასასვლელს” უწოდებდა. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ საქმე გვქონდა არც “ღრმულთან” და არც გვირაბთან, ვინაიდან ეს ადგილი მსგავსად უკვე შესწავლილი ოთახისა ქვით ნაშენი კედლებით იყო შემოსაზღვრული და საცხოვრებლად განკუთვნილი ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მსგავსად წინა ოთახისა, ამ ნაგებობის აღმოსავლეთ კედელიც ბუნებრივი კლდით იყო წარმოდგენილი, აღსანიშნავია, რომ კლდე აქაც საგულდაგულოდ იყო დამუშავებული და გამოკვეთილი, ისე, რომ ინტერიერი გაზრდილი იყო მოტეხილი ქვის ხარჯზე. Dდაახ. 40 სმ-ის სისქის ქვა-ღორღისა და მიწის ფენის აღების შემდეგ გაირკვა, რომ საქმე გვქონდა საკმაოდ მოზრდილ ოთახთან, რომელიც სამხრეთ კედელში ჩაყოლებული სარკმელით მეორე ოთახს უკავშირდებოდა, ჩრდილოეთ კედელში ჩაყოლებული, თაღისებურად გადასული სარკმელით კი სვეტის ჩრდილოეთ ფასადზე გადიოდა (სურ.26). შესასვლელი ამ ოთახში დასავლეთის მხრიდან იყო და კარგად მოჩანდა ხის კარების ჩასასმელად განკუთვნილი ჭრილიც (სურ.18). მას შემდეგ, რაც მოვჭერით კედლების შიგნით ამოსული რამდენიმე ხე და შესაძლებელი გახდა უფრო თავისუფლად გვემუშავა გავაგრძელეთ დაღრმავება იატაკის დონის დასადგენად. გაირკვა, რომ იატაკი ოთახის მთელს ფართობზე შირიმის გათლილი ქვებით იყო დაფარული. მივედით დასკვნამდე, რომ ოთახი შიგნიდან აღნიშნული ქვით კამარით იყო გადაყვანილი, ამის სასარგებლოდ მიუთითებდა ისეც, რომ ქვების ნაწილი ნახევარ-წრიულად იყო “გათლილი”. ჩვენ მთლიანად ავალაგეთ შირიმის ქვა იატაკიდან და გამოჩნდა, რომ იატაკს აქაც, კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა, ალაგ-ალაგ მოლესილი კირით. Mმას შემდეგ, რაც მთლიანად გასუფთავდა ინტერიერი უკვე შესაძლებელი გახდა ჩაგვეტარებინა გრაფიკული და ფოტო სამუშაოები (სურ.25). დადგინდა რომ ოთახის ფართობი დაახ. 20 კვ.მ-ს აღწევდა (დაახ. 5×4 მმ-ზე) და იგი, მეზობელი ოთახისაგან 30 სმ-ის სისქის კედელით იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით მოხდენილად იყო ნაგები ჩრდილოეთი კედელი, იგი ამავე დროს კომპლექსის გალავანის ნაწილს წარმოადგენდა და ამიტომ მისი სისქე ძირში თითქმის 1.50 მ-ს აღწევდა, ზემოთ კი თანდათან თხელდებოდა და ოთახის სიმაღლეზე უკვე 70-80 სმ. იყო. როგორც ითქვა კედლის ამ ნაწილში თაღისებურად გადასული სარკმელი იყო ჩართული. სარკმელი დამუშავებული შირიმით იყო გამოყვანილი, მის მარჯვნივ კი კედელში მცირე ზომის თახჩა იყო დატანებული, სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელის ნამტვრევებით სავსე (სურ.28). განსაკუთრებით ეფექტური და საინტერესო იყო “ბუხარის” ნაშთი, რომელის გარე პირიც ასევე გათლილი ქვით უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზურგს კი “სვეტის” კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. “ბუხარის” ადგილზე კლდე ოთხკუთხად იყო გამოკვეთილი და ბოლის გასასვლელად მთლიანად იყო გაჭრილი აღმოსავლეთ მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც ქარი თითქმის არასოდეს უბერავს. აღსანიშნავია, რომ იატაკის დონეზე “ბუხარს” “სასულე” ჰქონდა დატოვებული, “სასულეზე” ბრტყელი ქვა იყო მიფარებული, ისე რომ ამ ქვის მოხსნა-დაფარებით შეიძლებოდა ცეცხლისათვის ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება. ამასთან ეს “სასულე” ზედმეტი ნაცარის გადასაყრელადაც მოსახერხებელი იქნებოდა (სურ.27,28).
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ “სვეტის” დასავლეთ ფერდზე, მარნის ქვემოთ, დაახ. 6 მეტრზე კლდეში გამოკვეთილი სენაკი არსებობდა; მაგრამ ჩვენ ამ სენაკში დაშვება ვერ მოვახერხეთ ვინაიდან ფერდობი თითქმის შვეულ კედელს წარმადგენს და ალპინისტების დახმარების გარეშე იქ ჩასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ შევძელით მოგვეძიებინა აღნიშნული სენაკის ნახაზები და მხოლოდ მათი აქ მოყვანით შემოვიფარგლეთ (ნახ.5).
ეკლესიის, საცხოვრებელი სენაკისა და მარანის გათხრების დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. Aამ მასალის ძირითადი ნაწილი კერამიკით წარმოდგება, თუმცა იყო ერთი ლითონის ნივთი და ქვის ინვენტარიც. Uუნდა აღინიშნოს, რომ 1944 წელს “სვეტზე” ასულ, ექსპედიციას უხვად მოუპოვებია თიხის ჭურჭელი და მხატვრულად ჩამოსხმული ლითონის სასანთლეც. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია აღნიშნული ნივთები, დავუკავშირდით ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის – ბ-ნ ლ. გოთუას ოჯახს, მაგრამ ვერ შევძელით ამ მასალის მოპოვება. Aაქვე გვინდა დავსძინოთ, რომ კაცხის “სვეტის” თხემზე მოპოვებული მასალის გარკვეული ნაწილი დაცულია ჭიათურის #3 საშუალო სკოლის მუზეუმში, იგი შეგროვებულია ამ მუზეუმის ხელმძღვანელის ბ-ნ გ. სამხარაძის მიერ.
გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკა ძირითადად საყოფაცხოვრებო ჭურჭელით წარმოდგება. Eეს ჭურჭელი დამზადებულია ადგილობრივი თიხისაგან, კერამიკულ მორგვზე. თიხას უხვად აქვს ქარსისა და კვარცის მინარევები, რის გამოც იგი არ ხასიათდება დახვეწილობით. თითქმის ყველა ნატეხს ეტყობა ცეცხლის კვალი, ისე რომ ისინი მოშავო-მონაცრისფრო ელფერს ატარებენ. განირჩევა დერგების, ჯამების, ქოთნებისა და თეფშების ფორმები (სურ.32,33,34,35,47).
დერგები საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, ძირითადად უყურო, თუმცა საცხოვრებელი ნაგებობის შიგნით აღმოჩნდა ერთი, ადგილზე დამსხვრეული დერგი, რომელსაც საკმაოდ მოზრდილი ორი ყური ჰქონია (სურ.48). რაც შეეხება ქოთნებს, ისინი ძირითადად მცირე ან საშუალო ზომისაა, მათGგარედან კარგად ეტყობოდათ ზედაპირის მოსწორების კვალი ნაფოტისებური ნივთით. მათი მუცელი მკვეთრად გადადის ძირზე, ქუსლის გარეშე. ყელი დაბალი აქვთ, ქობა კი მარტივი. ჯამები და თეფშები განკუთვნილი იყო თხევადი საკვებისათვის ან წყალისათვის. მათ არ აქვთ გამოყოფილი ქუსლი, ხოლო მათი გვერდები თანდათან გადადის ძირზე.
მთლიანად ეს კერამიკა ხასიათდება ჰორიზონტალურად გამოყვანილი ნაკაწრი ხაზებით, რაც ჭურჭელის ზედაპირის მოსწორების შედეგად უნდა დარჩენილიყო. რიგ შემთხვევებში ეს ნაკაწრები ჭურჭელის კედელზე დიაგონალურად ან ვერტიკალურადაც არის დატანილი ისე რომ ისენი ერთმანეთს ზოგჯერ კვეთენ კიდეც (სურ.42,43,46; ნახ.7,8). გარდა ამ სახის ორნამენტისა კაცხის “სვეტის” კერამიკას ახასიათებს რელიეფური სარტყელი. ასეთი რელიეფული სარტყელი, ერთ-ერთი ქვევრის ყელს ორმაგად შემოუყვება (სურ.23,29,30,44). აღსანიშნავია დერგების პირზე ჩაჭდეული ე.წ. თევზიფხური და ჯვარის ფორმის ორნამენტიც (სურ.39,45; ნახ.6). გარდა აქ აღწერილი ჭურჭელისა, საყოფაცხოვრებლო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო ქვაში ამოკვეთილი საკმაოდ მოზრდილი საცეხველიც (სურ.41). მსგავსი ნივთი თავისი როდინით, ნაპოვნი კაცხის “სვეტის” თხემზე, ჭიათურის ზემოთ აღნიშნულ სასკოლო მუზეუმშია დაცული (სურ.40). მარცვლეულის დასამუშავებლად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი ხელსაფქვავიც, რომელიც ჩვენამდე გატეხილი სახით მოვიდა, ისე, რომ ძნელია მისი ზუსტი ზომის დადგენა, თუმცა მაინც შესაძლებელია მისი ფორმის ზოგადად წარმოდგენა (სურ.37).


კაცხის “სვეტის” თხემზე სამშენებლო დანიშნულების კერამიკაც იქნა აღმოჩენილი. კერძოდ აგური და კრამიტი. Uუნდა ითქვას, რომ აგური ეკლესიის მშენებლობაში საერთოდ არ არის გამოყენებული. მცირე რაოდენობითაა იგი ჩართული საცხოვრებელი სენაკის კედლებში და მხოლოდ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ადგილებშია გამოყენებული (აღმოჩენილი აგურის ზომებია 20×20×5. 22×22×6). აგური დამზადებულია ადგილობრივი თიხისაგან, რომელშიც უხვადაა შერეული კვარცი და ქარსი რის გამოც იგი საკმაოდ უხეში ფორმისაა. აგურზე ზოგჯერ კირის კვალიც არის შემორჩენილი (სურ.31). კრამიტი “სვეტის” თხემზე მცირე რაოდენობით აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაცა და საცხოვრებელიც ამ მასალით ყოფილა გადახურული. ვფიქრობთ, ნაწილი კრამიტისა “სვეტიდან” გადაცვენილია, ნაწილი კი გაზიდული. აგურთან შედარებით კრამიტი მეტი რაოდენობით მოვიპოვეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბრტყელი კრამიტის გვერდით, ეკლესიის კედლების წინ ღარისებური კრამიტის ფრაგმენტიც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეკლესია ბრტყელი და ღარისებური კრამიტით იყო დაბურული. Aასევე უნდა ყოფილიყო გადახურული საცხოვრებელი ნაგებობაც, მისი გაწმენდის დროს კრამიტის ნამტვრევები ზოგჯერ იატაკის დონეზეც ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, გათხრებისას მთლიანი კრამიტი არ აღმოჩენილა, თუმცა, შემორჩენილი ნატეხები მაინც გვიქმნის შთაბეჭდილებას ამ კრამიტებზე (სურ.38).
მასალის დახასიათებისას გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მცირე ზომის ლითონის ნივთზეც (სურ.36). Eეს ნივთი წარმოადგენს 7 სმ-ის სიგრძისა და 2 სმ-ის სიგანის ვერცხლის მოოქროვილ ფირფიტას, რომელზედაც ჯვარის მოტივის გაბმული ორნამენტია გამოყვანილი. Aროგორც ჩანს იგი ზურგის მხარით დამაგრებული ყოფილა რაიმე ნივთზე, შესაძლოა იგი ხატის მოჭედილობის ფრაგმენტი იყოს.
ამით ამოიწურება კაცხის “სვეტის” თხემზე მონაპოვარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ვიდრე ამ დასკვნებს ჩამოვაყალიბებდეთ გვინდა ყურადღება შევაჩეროთ კაცხის “სვეტის” მახლობლად მდებარე მღვიმეზეც.
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ მღვიმეში გარკვეული ნაგებობის კედლები იყო შემორჩენილი, ამ კედლების შიგნით კი ძვლები და კერამიკა იყო ნაპოვნი. ჩვენ მცირე დაზვერვები ჩავატარეთ ამ მღვიმეში და დავრწმუნდით რომ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდა. გამოქვაბულში მართლაც არის შემორჩენილი კედლების ნაშთები, რომლებიც დაშენებულია კლდოვან დედაქანზე (სურ.49,50). კედლებს ქვედა ნაწილში კარგად ეტყობათ იატაკის დონის კვალი. ეს ნაგებობა თავისი ზომითა და ფორმით “სვეტზე” მდებარე ეკლესიას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, რომ ისიც მცირე ზომის სამლოცველო ყოფილიყო. დაზვერვების დროს გამოქვაბულში უხვად გამოჩნდა მასალა - ძირითადად თიხის ნატეხები - რომლებიც ანალოგიურია “სვეტის” თხემზე მოპოვებული კერამიკისა. კერძოდ: ისეც ხასიათხება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დატანილი ამოღარული ხაზებით, ასევე თიხა, რომლითაც ეს ჭურჭელია დამზადებული მსგავსია “სვეტის” კერამიკის თიხისა (სურ.51). ჩვენი აზრით აღნიშნულ გამოქვაბულში მდებარე ნაგებობა ქრონოლოგიურად “სვეტის” თხემზე არსებული კომპლექსს უნდა უახლოვდებოდეს. Aამ მოსაზრების ამაგრებს აქ აღმოჩენილი კერამიკული მასალაც, თუმცა ამ მასალის გვერდით, აქ ადრებრინჯაოს ხანის კერამიკის ფრაგმენტიც იყო ნაპოვნი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ მღვიმეში უფრო ადრეული ფენებიც უნდა არსებობდეს (სურ.52).
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ გამოქვაბულისა და მასში მდებარე ნაგებობის შესწავლა, რადგან ეს მეტ სიცხადეს შეიტანს მთლიანად კაცხის სამონასტრო კომპლექსის ისტორიის კვლევის საქმეში.
კაცხის “სვეტზე” გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკა ძირითადად საყოფაცხოვრებლო ხასიათის, მდარე პროდუქციას წარმოადგენს. იგი არ გამოირჩევა რაიმე განსკუთრებული დეკორით ან დამზადების მაღალი ხარისხით. ყველა ნატეხი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ჭურჭელის ფორმაზე, ისევე როგორც ამ ჭურჭელზე არსებული ორნამენტის სახეები გვიანფეოდალურ ხანას განეკუთვნება. Qქვევრები, რომელთაც პირზე რელიეფური დაჭდეული სარტყელი შემოყვებათ ანალოგიებს პოულობს უფლისციხის გვიანფეოდალური ხანის ქვევრებთან. ჭურჭელის ფრაგმენტები, კი რომელთაც ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ამოღარული ხაზები ახასიათებთ ახლოს დგანან კვეტარას გვიანფეოდალური ხანის მასალასთან. ბ-ნ დ. მინდორაშვილის განმარტებით კაცხის “სვეტის” კერამიკული მასალა წინასწარულად შესაძლოა მე-16-17 სს-ით განისაზღვროს. რაც შეეხება ქვის ნივთებს კერძოდ, საცეხველსა და ხელსაფქვავს მათი არსებობის ქრონოლოგიური დიაპაზონი მეტადია და ძნელია მათი კონკრეტული საუკუნეებისადმი მიკუთვნება.

[/QUOTE]


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 22 2008, 01:08 AM
პოსტი #4


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



IPB-ს სურათი

ეკლესია რომელიც კაცხის სვეტზე შენდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 22 2008, 09:35 AM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



კაცხის სვეტზე ამ მოთხრობიდან გავიგე პირველად: http://literatura.iatp.ge/gotua/katskhi.htm
საინტერესოა, წაიკითხეთ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 22 2008, 10:28 AM
პოსტი #6


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მარიამი
ციტატა
კაცხის სვეტზე ამ მოთხრობიდან გავიგე პირველად: http://literatura.iatp.ge/gotua/katskhi.htm
საინტერესოა, წაიკითხეთ

სწორედ ეს მოთხრობა უნდა დამედო ეხლა, უფრო სწორედ ლინკი.
გოთუას შესანიშნავად აქვს აღწერილი პირველი ექსპედიციის შედეგები.
გაიხარე smile.gif

კაცხის სვეტი მართლაც საოცარი სანახავია, იმერეთიდან ვარ წარმოშობით და არაერთხელ მინახავს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino nino
პოსტი May 23 2008, 02:21 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 15-December 07
წევრი № 3,423



ძალიან ლამაზი და საოცარია...კაცხის სვეტი...დიდება უფალს.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი May 23 2008, 02:41 PM
პოსტი #8


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ნამყოფი ვარ კაცხის სვეტის ძირას smile.gif

უუუუუზარმაზარესობააა


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი May 28 2008, 09:15 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



როგორ მოგეწონათ საქართველოს ,, მეტეორა,, ხალხო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 28 2008, 09:34 PM
პოსტი #10


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



საოცარია......ნამდვილად არ მქონდა გაგებული ასეთი რამე თუ არსებობდა sad.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 28 2008, 09:36 PM
პოსტი #11


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



მე მქონდა ბედნიერება ჩემით თვალით მენახა ეს საოცრება, მართლა ძალიან ლამაზია და იდუმალი smile.gif ისე რას იტყვით არ მოვილოცოთ?


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 28 2008, 10:28 PM
პოსტი #12


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



IPB-ს სურათი

ეს ტაძარის კაცხის სვეტის ქვემოთაა, და ესაც პატარა კელია smile.gif

http://img517.imageshack.us/img517/1623/hpim6936gh4.jpg


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jun 14 2008, 11:32 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ჰაეროვანი ქალაქი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamaria?
პოსტი Jun 18 2008, 03:33 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 17-June 08
წევრი № 5,106



დიდი სიამოვნებით წავიდოდი კაცხის სვეტის სანახავად, აღტფრთოვანებული ვარ სურათებით, დიდება უფალს დიდენა ჩვენს სამშობლოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jun 23 2008, 05:11 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



სრულდება სვეტის თავზე არსებული ტაძრის მშენებლობა . გადახურვაღა აკლია. მე ვიყავი ორი დღის წინ იქ . საოცარი სანახავია. კარგი იქნება მისი მოლოცვა. კმაყოფილი დარჩებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 18 2008, 11:03 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



მალე ახალ სურათებს დავდებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Nov 18 2008, 11:55 PM
პოსტი #17


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



აღმსარებელის თხოვნით დავდებ სურათებს smile.gif

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

კაცხის სვეტზე ახლადაშენებული ეკლესია.


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jan 29 2009, 05:04 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



IPB Image

IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jan 29 2009, 05:14 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ოო ზვიად, შენი თემა გიპოვია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 29 2009, 07:07 PM
პოსტი #20


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ ძალიან ლამაზი ადგილია. რამდენი წელია მანდ მინდა მოვხვდე და ვერა და ვერ მოვახერხე.

იქნებ წელს მაინც მოვილოცო უფლის მადლით. smile.gif ძალიან მაინტერესებს.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი