IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
Misha Songulashvili
პოსტი Sep 3 2009, 09:03 PM
პოსტი #1


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მინდა შემოგთავაზოთ, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის მოსაზრება ქრისტეს შობის შესახებ. დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე და ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო, თუ როგორ პასუხობს დღევანდელი ქრისტიანობა დიდი მეცნიერის მოსაზრებებს, რომელიც 55 წლის წინ იქნა საჯარო ლექციაზე წაკითხულო. გთავაზობთ ამ ლექციის სტენოგრამიდან ამოკრებილ არასრულ ინფორმაციას...
აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ მაქსიმალურ მოთმინებას გამოვიჩენთ და შევძლებთ ჯანსაღ დისკუსიასა თუ კრიტიკას.

მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
მრავალრიცხოვან რელიგიათა შორის, რომელთაც ისტორია იცნობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანობას. ამ რელიგიამ დროთა მსვლელობაში შეიმუშავა საკუთარი არა მარტო დოგმატიკურ-ფილოსოფიური და მორალური მოძღვრება, არამედ მეტად რთული კულტიც. ამ მხრივ საყურადღებოა სისტემა დღესასწაულებისა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შობა ქრისტესი, დაბადება იმ ადამიანისა, რომლის სახელთან დაკავშირებულია ქრისტიანობა.

თავდაპირველად უნდა ვიკითხოთ: რა წყაროებშია შემონახული ცნობები ქრისტეს დაბადებისა და მისი ცხოვრების შესახებ? ერთადერთი წყარო ამისა არის ე.წ. სახარება, რომელიც ოთხი ავტორის შრომისაგან შედგება.

ამ შრომებში ყველაში კი არ გვაქვს მოთხრობილი ქრისტეს შობის შესახებ, არამედ ორში მხოლოდ, დანარჩენი ორი ამაზე არაფერს ამბობს.

სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26).

სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია.

შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე.

ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო".

ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით.

რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა.

გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება:

1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით.

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა".

3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია.

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის.

ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7).

ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.

მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:36 PM
პოსტი #21


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ნანინა
ციტატა
ცოტა უხერხულია მგონი ჩვენგან ასეთი დიდი მეცნიერის გაკიცხვა... ეხ რავიცი აბა...

არა, თქვენ ვერ გაიგეთ... ჩვენ მეცნიერს არ ვკიცხავთ. ჩვენ ვკიცხავთ დროებას უბიძგა ამ დიდი ადამიანს აქეთკენ... ჩვენ ვკიცხავთ ჩვენს თანამედროვეებს რომელთაც ეს ხელზე დაიხვიეს. და ჩვენ მადლობას ვუხდით ამ მეცნიერს ამ საკითხების წამოჭრისთვის. და ბოლოს ჩვენ გვსურს შევიძლოთ და ნაბიჯ ნაბიჯ პასუხი გავცეთ თითოეულ წამოჭრილ საკითხს...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 4 2009, 03:38 PM
პოსტი #22


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Misha Songulashvili
ციტატა
ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა.

ეს ისტორია არა მითრადან არამედ ბასილი დიდიდან მოდის.
საქმე კი იმაში იყო, რომ ქრისტიანებს იმ დროს არა მარტო სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, არამედ ათასგვარ ამბებს უგონებდნენ, რათა შეელახათ მათი რეპუტაცია. ამის აგმო ებრაელები ჯაშუშებსაც კი აგზავნიდნენ მათ რიგებში, რომელიც ქრისტიანის სახელით შიგნიდან მოქმედებდა, იქცეოდა შეუფერებლად და ამით ჩირქს სცხებდა ქრისტიანების სახელს. ამის გამო ბასილი დიდმა მოიფიქრა ასეთი რამ. როდესაც გახსნილდებოდა ტრაპეზის დროს ყველას აიძულებდა ღორის ხორცი ეჭამათ. ალბათ ხვდებით რომ ებრაელი ღორის ხორცს არ მიიღებდა. ეს ხერხი გამოიყენებოდა მათ გამოსააშკარავებლად.
არანაირი მითრას დროინდელი ამბავი არ არის ეგ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:42 PM
პოსტი #23


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



უჩა
ციტატა
პლიუს წყაროს მითითებით. ანუ სად შეილება რომ ვნახოთ ეს სტატია, ანუ სად მოიძიე შენ და რამდენად რეალურია...

კ. კეკელიძე
მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
თბილისში წაკითხული
საჯარო ლექციის სტენოგრამა
თბილისი 1954

ციტატა
ისე მართლა საინტერესო საკითხია, გამოსაკვლევადაც ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი სიცრუე და უარგუმენტო მსჯელობაა მაგ მოხსენებაში.

იქნებ მიგვითითოთ სიცრუეზე? და რას თვლით უარგუმენტო მსჯელობად?

დათიკო
ციტატა
ეს ისტორია არა მითრადან არამედ ბასილი დიდიდან მოდის.
საქმე კი იმაში იყო, რომ ქრისტიანებს იმ დროს არა მარტო სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, არამედ ათასგვარ ამბებს უგონებდნენ, რათა შეელახათ მათი რეპუტაცია. ამის აგმო ებრაელები ჯაშუშებსაც კი აგზავნიდნენ მათ რიგებში, რომელიც ქრისტიანის სახელით შიგნიდან მოქმედებდა, იქცეოდა შეუფერებლად და ამით ჩირქს სცხებდა ქრისტიანების სახელს. ამის გამო ბასილი დიდმა მოიფიქრა ასეთი რამ. როდესაც გახსნილდებოდა ტრაპეზის დროს ყველას აიძულებდა ღორის ხორცი ეჭამათ. ალბათ ხვდებით რომ ებრაელი ღორის ხორცს არ მიიღებდა. ეს ხერხი გამოიყენებოდა მათ გამოსააშკარავებლად.
არანაირი მითრას დროინდელი ამბავი არ არის ეგ

დიდი მადლობა! ძალიან საინტერესოა...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 4 2009, 03:44 PM
პოსტი #24


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ციტატა
არა, თქვენ ვერ გაიგეთ... ჩვენ მეცნიერს არ ვკიცხავთ. ჩვენ ვკიცხავთ დროებას უბიძგა ამ დიდი ადამიანს აქეთკენ... ჩვენ ვკიცხავთ ჩვენს თანამედროვეებს რომელთაც ეს ხელზე დაიხვიეს. და ჩვენ მადლობას ვუხდით ამ მეცნიერს ამ საკითხების წამოჭრისთვის. და ბოლოს ჩვენ გვსურს შევიძლოთ და ნაბიჯ ნაბიჯ პასუხი გავცეთ თითოეულ წამოჭრილ საკითხს...


რაღაც ეჭვი მეპარება თქვენს გულწრფელობაში rolleyes.gif
სამწუხაროა, რომ ამ დისკუსიაში საჭირო არგუმენტების უქონლობის გამო (რელიგიისა და ისტორიის სათანადო დონეზე ცოდნას ვგულისხმობ), მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, თუმცა საბედნიეროდ ამ ფორუმზე არიან ჩემზე ბევრად კომპეტენტურნი ამ საკითხში... smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:45 PM
პოსტი #25


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ნანინა
ციტატა
რაღაც ეჭვი მეპარება თქვენს გულწრფელობაში

დიდი მადლობა თქვენი პირდაპირობისათვის!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:58 PM
პოსტი #26


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



რაც შეეხება უჩას მოთხოვნას მოგვიანებით შევძლებ დასკანირებული ვარიანტი მივაწოდო ყველა მსურველს, არც თუ ისე დიდია...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 4 2009, 04:08 PM
პოსტი #27


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Misha Songulashvili
მიშა, თუ კარგი აპარატი გაქვს, სურათი გადაუღე. წესით გადიდებისას უნდა გამოჩნდეს. სანამ დაასკანერებდე, მაგასაც არაუშავს. დაინტერესებულები წაიკითხავენ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 04:11 PM
პოსტი #28


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



k@the
ციტატა
მიშა, თუ კარგი აპარატი გაქვს, სურათი გადაუღე. წესით გადიდებისას უნდა გამოჩნდეს. სანამ დაასკანერებდე, მაგასაც არაუშავს. დაინტერესებულები წაიკითხავენ.

მადლობ ქეთო, ვცდი.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 03:14 PM
პოსტი #29


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ინდურ სანსკრიპტებზე რაღას იტყვით რომელიც ბუდაზე ბევრად ძველია biggrin.gif

მეფის მიერ კრიშნას დევნა, ჰეროდეს მიერ ქრიისტეს დევნის ანალოგია და სხვა პარალელებიც ბლომადაა რომელიც არმახსოვს


გარდა ამისა მოძიებაც შეიძLება წყაროების სადაც ეგვიპტური ფრესკები და მოსეს მიერ დაწერილი თავები ძალიან გავს ერთმანეთს....



იცი როგორ მოგდით?! ადრე ებრაელები რომ ამბობდნენ ღმერთი მარტო ისრაელისააო... და რმერთიც უდასტურებდა, ხო მე თქვენი ვარ და სხვაერები, მათშორის ქართველებიც წიხლზე მკიდია ვიდრე ჩემი ბიჯი დაიბადებაო biggrin.gif

ესააა ჩემი კომენტარი tongue.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 5 2009, 11:02 PM
პოსტი #30


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Genesis


მოკლედ ყველას უნდა რომ ღმერთი თავისი რელიგიას ეკუთვნოდეს მარტო smile.gif

კრიშნაზე მეც დავწერე, მანუს და ნოეს ამბის იდენტურობასაც არ აქცევენ ყურადღებას. კიდევ ბევრია ინდუიზმში მსგავსებები...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 11:09 PM
პოსტი #31


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(cinemamu @ Sep 5 2009, 11:02 PM) *

Genesis
მოკლედ ყველას უნდა რომ ღმერთი თავისი რელიგიას ეკუთვნოდეს მარტო smile.gif

კრიშნაზე მეც დავწერე, მანუს და ნოეს ამბის იდენტურობასაც არ აქცევენ ყურადღებას. კიდევ ბევრია ინდუიზმში მსგავსებები...


აბაა ჩემი...
ეგოსისტობაა biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 11:34 PM
პოსტი #32


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ციტატა
კრიშნაზე მეც დავწერე, მანუს და ნოეს ამბის იდენტურობასაც არ აქცევენ ყურადღებას.

ვაქცევ ყურადღებას... ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი მახსოვს და ვევედრები უფალს მათი ხსნისათვის smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 6 2009, 05:55 AM
პოსტი #33


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ვაქცევ ყურადღებას... ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი მახსოვს და ვევედრები უფალს მათი ხსნისათვის



კრიშნას და მანუს ხსნისთვის ევედრები უფალს? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 11 2009, 11:56 PM
პოსტი #34


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ციტატა
რაღაც ეჭვი მეპარება თქვენს გულწრფელობაში

უაზრო ეჭვების განსაქარწყლებლად დავამატებ იმას, რომ როდესაც კორნელი კეკელიძემ ეს ლექცია წაიკითხა მას სტენოგრამისტი მიუსვეს... მან თავის ნაშრომთა ნუსხაშიც კი არ მიუთითა ეს საჯარო ლექცია, ვინაიდან მას ეს ლექცია იძულებით გააკეთებინეს. თუმცა დღეს დღეობით მრავალი იყენებს მის მოსაზრებებს როგორც იარაღს არა მეცნიერულ საუბრებში და ძალან დიდ წარმატებასაც აღწევს ისეთ ადამიანებთან საუბრისას ვისაც სათანადო განათლება არ გააჩნია... ქრისტიანობის მხრიდან კი ასეთი ფაქტები როგორც წესი უყურადღებოდაა დატოვილი...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 12 2009, 01:39 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Genesis @ Sep 5 2009, 03:14 PM) *

ინდურ სანსკრიპტებზე რაღას იტყვით რომელიც ბუდაზე ბევრად ძველია biggrin.gif

მეფის მიერ კრიშნას დევნა, ჰეროდეს მიერ ქრიისტეს დევნის ანალოგია და სხვა პარალელებიც ბლომადაა რომელიც არმახსოვს
გარდა ამისა მოძიებაც შეიძLება წყაროების სადაც ეგვიპტური ფრესკები და მოსეს მიერ დაწერილი თავები ძალიან გავს ერთმანეთს....
იცი როგორ მოგდით?! ადრე ებრაელები რომ ამბობდნენ ღმერთი მარტო ისრაელისააო... და რმერთიც უდასტურებდა, ხო მე თქვენი ვარ და სხვაერები, მათშორის ქართველებიც წიხლზე მკიდია ვიდრე ჩემი ბიჯი დაიბადებაო biggrin.gif


დევნის ფაქტები ძველ რელიგიაში თუ არის ეს იმას არ ადასტურებს, რომ ჰეროდეს მსგავსი რამ არ გაეკეთებინა. ამასთან ისტორიაში იოსებ ფლავიუსთან ცნობილია, რომ ჰეროდეს ცხოვრების ბოლოს ფსიქოლოგიური აშლილობა დაემართა, რასთანაც იყო დაკავშირებული ცრუმორწმუნეობა, რომელიც მას დასჩემდა და მანიაკური გადახრები, რაც როგორც სამართლიანად ფიქრობენ გამოიხატა იმაში, რომ მან თავისი ასტროლოგების ყალბი ჩვენების საფუძველზე ბეთლემში ჩვილების ხოცვა-ჟღლეტა მოაწყო, ეს ამბავი მისი ცხოვრების ბოლო წლით ანუ ძვ.წ. 4 თარიღდება, ქრისტეს დაბადების რეალურ თარიღადაც სწორედ უფრო ძვ.წ. 4 წელს მიიჩნევენ. ამის შემდეგ ხდება ეგვიპტეშ გაქცევა და ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ მარიამის შვილთან ერთად უკან დაბრუნება.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 12 2009, 01:44 PM
პოსტი #36


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
დევნის ფაქტები ძველ რელიგიაში თუ არის ეს იმას არ ადასტურებს, რომ ჰეროდეს მსგავსი რამ არ გაეკეთებინა. ამასთან ისტორიაში იოსებ ფლავიუსთან ცნობილია, რომ ჰეროდეს ცხოვრების ბოლოს ფსიქოლოგიური აშლილობა დაემართა, რასთანაც იყო დაკავშირებული ცრუმორწმუნეობა, რომელიც მას დასჩემდა და მანიაკური გადახრები, რაც როგორც სამართლიანად ფიქრობენ გამოიხატა იმაში, რომ მან თავისი ასტროლოგების ყალბი ჩვენების საფუძველზე ბეთლემში ჩვილების ხოცვა-ჟღლეტა მოაწყო, ეს ამბავი მისი ცხოვრების ბოლო წლით ანუ ძვ.წ. 4 თარიღდება, ქრისტეს დაბადების რეალურ თარიღადაც სწორედ უფრო ძვ.წ. 4 წელს მიიჩნევენ. ამის შემდეგ ხდება ეგვიპტეშ გაქცევა და ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ მარიამის შვილთან ერთად უკან დაბრუნება.



ჰეროდეს ისტორიას არც არავინ უარყოფს, უბრალოდ ისტორია ხშირად მეორდება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 12 2009, 11:59 PM
პოსტი #37


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Misha Songulashvili
ციტატა
უაზრო ეჭვების განსაქარწყლებლად დავამატებ იმას, რომ როდესაც კორნელი კეკელიძემ ეს ლექცია წაიკითხა მას სტენოგრამისტი მიუსვეს... მან თავის ნაშრომთა ნუსხაშიც კი არ მიუთითა ეს საჯარო ლექცია, ვინაიდან მას ეს ლექცია იძულებით გააკეთებინეს.

ამის წყაროს ხომ არ დაგვისახელებდი?
რომელ ისტორიკოსს აქვს ეს ფაქტი დაფიქსირებული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 13 2009, 03:20 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Atman @ Sep 12 2009, 01:44 PM) *

ჰეროდეს ისტორიას არც არავინ უარყოფს, უბრალოდ ისტორია ხშირად მეორდება.


ნებისმიერი მოვლენა უნიკალურია თავისი არსით, სახითა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, ამდენად ისტორია რეალურად არც არასდროს არ მეორდება, უბრალოდ მასში ბევრია დამთხვევა და ისიც ზედაპირული.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 13 2009, 05:56 AM
პოსტი #39


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ნებისმიერი მოვლენა უნიკალურია თავისი არსით, სახითა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, ამდენად ისტორია რეალურად არც არასდროს არ მეორდება, უბრალოდ მასში ბევრია დამთხვევა და ისიც ზედაპირული.


აბა ზუსტად ერთნაირად თუ განმეორდა ყველაფერი კარგად ყოფილა ჩვენი საქმე smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 13 2009, 03:27 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



biggrin.gif

მოვკვდი სიცილით


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th September 2024 - 12:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience