სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
ლეონი |
Jan 4 2008, 11:18 PM
პოსტი
#21
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
მე ასეთი რამ გამიგია ერთი მამის ქადაგებიდან (ზუსტად აღარ მახსოვს რომელი): როდესაც ადამიანი სიკვდილის წინ ლოგინად ჩავარდება ეს ღვთის სასჯელი კი არა მისი წყალობაა, რადგან როდესაც ადამიანი სულ საწოლში წევს და მძიმე სენით არის დაავადებული, თითქმის ყოველთვის სიკვდილზე ფიქრობს, ფიქრობს რა იქნება სიკვდილის შემდეგ, ფიქრობ სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, რა თქმა უნდა არ უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა და ეშინია თავისი ცოდვების, სულ მასზე ფიქრობს და ცდილობს რომ მოინანიოს, და ინანიებს კიდეც წრფელი გულით. ახალ ცოდვებსაც ნაკლებად ჩადის, რადგან ერთ ოთახს ვერ სცილდება და განა რა ცოდვები შეიძლება ჩაიდინოს იმ ერთ პატარა ოთახში სადაც იშვიათად თუ მოაკითხავს ვინმე. (თუმცა ეშმაკი ყველგანაა და არც იმ პატარა ოთახში გაუჭირდება ადამიანის შეცდენას)
|
taaata |
Jan 19 2008, 05:25 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 3-July 07 წევრი № 2,373 |
სიკვდილი...რაღაც არ მიყვარს ეს სიტყვა მგონი,ერთადერთია ქართული ენა, სადაც ეგ მდგოარეობა გამოიხატება სხვა, შესანიშნავი სიტყვით: ,,გარდაცვალება"..ანუ ადამიანი არსებობის ერთი ფორმიდან გადადის სხვა ფორმაში...
ერთხელ ქელეხში ერთმა კაცმა გარდაცვლილის დღეგრძელობისას სადღეგრძელოში ასე თქვა( მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა): ,,ამ კაცის იმ ქვეყნად დაბადების დგეს გაუმარჯოსო" და მართლა სხვანაირად შევხედე ცხოვრებას... ალბათ სიკვდილიც სიცოცხლისთავისებური ფორმაა.. |
სოფი |
Jan 19 2008, 10:28 PM
პოსტი
#23
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
თ.დ.
ციტატა გოგონა კი იმიტო წაიყვანა რო რო გაიზრდებოდა გზას არ აცდენოდა და არ არეოდა ცხოვრება მეც მაგდაგვარი რამ გამახსენდა,როდესაც იზოს პოსტი წავიკითხე. ერთ ქალს 7 წლის შვილი უკვდებოდა,ბევრს ევედრა ღვთისმშობელს მისი გადარჩენისთვის.ბავშვი გადარჩა,მაგრამ როცა წამოიზარდა ძალინ ცუდ გზას დაადგა.ამის შემდეგ მიხვდა დედამისი თუ რა წყალობა გაიღო მაშინ მისთვის უფალმა. ნაადრევი სიკვდილით უფალმა შეიძლება ბევრი ცუდი რამ აგაცდინოს. ყველაფერი მისი ნებაა.. -------------------- "Happiness only real when shared."
|
Michaeli |
Jan 28 2008, 01:55 AM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 26-January 08 წევრი № 3,749 |
ამ ქვეყნად ჩვენ გარდავიცვლებით ! მაგრამ იქ სად მოვხვდებით ეგ არ ვიცით !
და საშინელებ არის ის რომ, სიკვდილი ნიშნავს როდესაც სული ხვდება ჯოჯოხეთში ! |
სოფი |
Jan 28 2008, 03:29 PM
პოსტი
#25
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
კითხვა იყო დასმული,გადადის თუ არა მშობლების ცოდვა შვილებზე,ან წინაპრების ცოდვა შთამომავლებზე. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე მაგდაგვარი დასმული კითხვები და მღვდლის პასუხები. აი ისინიც:
მყავს კაცთმოყვარე,პატიოსანი ახლობლები,რომელთა ბებიაც და ბაბუაც,ასევე მშობლებიც ძალიან წესიერი და სიკეთის მქნელი ხალხი იყო.ისინი მშვიდად მიიცვალნენ,მაგრამ ჩემს ახლობლებს განსაცდელი განსაცდელზე მოსდით,თანაც საკმაოდ მძიმე... ისინი მიზეზს ეძებენ.მე კი გამახსენდა,რომ მათ წინაპრებს უფლის არ სწამდათ და ყოველ წუთს გმობდნენ... ეს ცოდვა ხომ არ ამძიმებთ მათ? უფალი ისეთი გულმოწყალეა,რომ წინაპრის ცოდვას მათ შთამომავალს არ მოჰკითხავს,თუ თვითონაც არ იმეორებს ამ ცოდვებს.ყოველი ჩვენგანი თავის ცოდვებზე აგებს პასუხს.მაგრამ ისეთი დიდი ცოდვა,რომელიც ღვთის გმობაა და რომელიც თქვენი ახლობლების თვალწინ ხდებოდა,ბუნებრივია,მათ ამძიმებთ.ეს დიდი ტვირთია,რომლის სიმძიმე ცხოვრებასაც უძნელებს.ამიტომაც ისინი უნდა მოვიდნენ ეკლესიაში. ჩვენი წინაპარი მღვდელი იყო,რომელსაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი... შესაძლოა ამის გამოა,რომ ჩვენს სანათესავოში უცნაური,არასასიამოვნო ამბები ხდება... როგორ მოვიქცეთ,რით გამოვისყიდოთ ეს ცოდვა? რამდენიმე ხნის წინ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ მკითხველს უკვე განვუმარტეთ,რომ წინაპრების ცოდვის გამო შთამომავალი პასუხისმგებელი არ არის: მაგრამ იქვე უნდა დავაზუსტეთ ისიც,რომ შთამომავალზე წინაპრის ცოდვა მაინც აისახება... რადგანაც თქვენც გრძნობთ მის ზემოქმედებას,შეგიძლიათ წინაპრის ცოდვა აღსარებაში,თქვენს ცოდვებტან ერტად მოინანიოთ.გარდა ამისა,წარმოთქვით დილა-საღამოს ლოცვები და მოიხსენიეთ თქვენი ოჯახის წევრები და ნათესავები,სთხოვეთ უფალს მატი კეთილდღეობა... და რაც მთავარია,იცხოვრეთ ქრისტიანულად,რომ თქვენც და თქვენი შთამომავლობაც უფლის წყალობით იყოთ გარემოცული. ამბობენ,რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის,რამდენად შეესაბამება ეს აზრი ქრისტიანულ კანონიკას და თუ ასეა,როგორ მოინანიოს შთამომავალმა წინაპრის ცოდვა? წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს.მაგრამ ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე.ცნობილი ხალხური გამოთქმა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო" სწორედ ამას ნიშნავს,რომ წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს.უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება,ადამიანი და ცოდვათა გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვენი და მოგვცა სინანულის საშუალება,რათა სასუფეველში პირნათელი წარვდგეთ მის წინაშე... ამდენად,თუ ადამის ცოდვისაგან ვთავისუფლდებით,მით უფრო შეიძლება დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრის ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვით და ქრისტიანული ცხოვრების წესით. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Jan 28 2008, 07:09 PM
პოსტი
#26
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ერთ-ერთი მღვდლის სიტყვებით: არსებობს სამნაირი გარდაცვალება. პირველი,როდესაც მოიხადე ვალი შენი ქვეყნის,შენი ხალხის წინაშე(ანუ ჩვეულებრივ,მოხუცებულობის ასაკში გარდაიცვალე),და ეს ძალიან კარგია,მეორე - თვითმლკვლელობა,უპატიებელი ცოდვა, და მესამე,როდესაც უფალი ახალგაზრდას ნაადრევად გაგიყვანს ამ ქვეყნიდან(რაიმეს ასარიდებლად).
-------------------- "Happiness only real when shared."
|
llaasshhaa |
Jan 28 2008, 07:45 PM
პოსტი
#27
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
თან ძან მაინტერესებს სულიერი ხედვა , ტან მეშინია მეშინია იმის რო ღმერთი არ დავკარგო სამუდამოდ და ვცდილობ სუფტა შევხვდე
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
madziebeli |
Feb 3 2008, 07:05 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 21-June 07 მდებარ.: tbilisi.varketili წევრი № 2,258 |
ციტატა შეიძლება, რომ მშობლების ცოდვის გამო დაისაჯოს შვილი? მე ვფიქრობ წყევლა გადადის თაობებზე რადგან სიტყვას ძალა აქვს...ასევე კურთხევაც რათქმაუნდა -------------------- ლუკა 11:9
|
სოფი |
Feb 3 2008, 11:23 PM
პოსტი
#29
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
madziebeli
ციტატა მე ვფიქრობ წყევლა გადადის თაობებზე რადგან სიტყვას ძალა აქვს...ასევე კურთხევაც რათქმაუნდა მოიცა,ცოდვაო და წყევლა რა შუაშია? ანუ ადამიანი რო დაიწყევლება,ანუ დიდი ცოდვას ჩაიდენს,ის გადადის თაობებზეო მაგას ამბობ? თუ სხვამ დაწყევლა,თვითონ რა შუაშია?თავად ხომ არ სჩადის ცოდვას? -------------------- "Happiness only real when shared."
|
Michaeli |
Feb 7 2008, 07:52 AM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 26-January 08 წევრი № 3,749 |
შიში სიკვდილისა ჩემი აზრით სასოწარკვეტილებაა!!
თუ არა ?!! თქვენი აზრიც მაინტერესებს! |
m16 |
Feb 8 2008, 01:17 AM
პოსტი
#31
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
სიკვდილი რა არის?ერთხელ მოკვდები და მორჩა.
ჩვენ უსასრულობის მნიშვნელობა არ ვიცით თორემ ვიცხოვრებდით წმინდა ცხოვრებთ და სიკვდილიც არ შეგვაშინებდა. -------------------- :)
|
kato_Bato |
Feb 9 2008, 06:23 PM
პოსტი
#32
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
m16
ციტატა სიკვდილი რა არის?ერთხელ მოკვდები და მორჩა. ჩვენ უსასრულობის მნიშვნელობა არ ვიცით თორემ ვიცხოვრებდით წმინდა ცხოვრებთ და სიკვდილიც არ შეგვაშინებდა. რა საყვარელი ხარ შე საძაგელო ბავშვო გაილახები, ასე თუ გაააგრძელებ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
guest |
Feb 9 2008, 06:55 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შიში სიკვდილისა ჩემი აზრით სასოწარკვეტილებაა!! თუ არა ?!! თქვენი აზრიც მაინტერესებს! მე მგონი მთლად მასე არ არის , მიხეილ , მგონი სადღაც თემა იყო აქ, ამის თაობაზე, რომ სიკვდილის ყველას ეშინია და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ, რომ არ გეშინოდეს - ეს უკვე ხიბლია, ანუ ის, რომ შენ წმინდა ხარ და თიტქმის უცოდველი და სასუფეველი "გარანტირებული" გაქვს, იმ თემაში ეწერა, წმინდანებიც კი ევედრებოდნენ უფალს ჯერ ნუ მოვკვდებითო , ასევე მოყვანილი იყო ვიღაც კათოლიკე სასულიერო პირის ნათქვამი: მე ჩემი მისია შევასრულე ამ ქვეყნად და ახლა უდარდელად შემიძლია მოვკვდეო... საცხა იყო, რომელ თემაში არ ვიცი, თუ მე წავიკითხე რამე სტატია არ მახსოვს, დაღლილი ვარ მაგარი , 48 საათი არ მიძინია რომ ვიცოდე , რომ მხოლოდ გავქრები,ანუ აღარანაირად არ ვიარსებებ, მაშინ არ შემეშინდება თუ თავგანწირვაზე მიდგა საქმე, არ ვარ მაგ მხრივ "მშიშარა", მაგრამ ზემოთ დაწერილის "გაგებით" მაინც შემეშინდება, თუმცა, ვიმეორებ, როცა აუცილებელი ხდება რაღაც მიზეზების გამო, იქნება ეს ომი, შვილების გამო, ახლობლების გამო ან რა ვიცი ათასი რამეა რაც არაბუნებრივ სიკვდილს იწვევს,მაშინ რას გააწყობ კაცი... ბუნებრივი თუ მეღირსა, რაღაც ოდნავი სახით გამოსწორების იმედი მაინც არსებობს, თუმცა ოდნავი და ჩვენი გაგებით მთლიანიც კი ვინ იცის არაა ის, რაც გვგონია პ.ს. არც ზედმეტი იმედია კარგი ჩემი აზრით და უიმედობა ხომ უარესი. ერთ წმინდა მამას აქვს ასეთი გამოთქმა( ზუსტად არ მახსოვს რომელია, ვნახავ მერე ) : სანამ ჩვენ ცოდვით დავეცემით, მანამდე დემონი შეგვაგონებს, რომ უფალი კაცთმოყვარეა... ასე რომ, ეს სიყვარული "ბოროტად" არ უნდა გამოვიყენოთ. |
m16 |
Feb 9 2008, 10:13 PM
პოსტი
#34
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
kato_Bato
ციტატა რა საყვარელი ხარ შე საძაგელო ბავშვო გაილახები, ასე თუ გაააგრძელებ დამცინი არა? ისე სიკვდილის საერთოდ არ მეშინია,ამისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. ერთი ის რომ მაინტერესებს რა მოხდება სიკვდილის მერე. მერე ის რომ არა მგონია ჯოჯოხეთში მოვხვდე. -------------------- :)
|
ugirsi |
Feb 27 2008, 08:24 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,675 |
sikvdili es chveulebrivi movlenaaa,gardacvaleba gvtis nebaaa
|
nino_ni |
Mar 26 2008, 08:40 PM
პოსტი
#36
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ციტატა მეც მაგდაგვარი რამ გამახსენდა,როდესაც იზოს პოსტი წავიკითხე. ერთ ქალს 7 წლის შვილი უკვდებოდა,ბევრს ევედრა ღვთისმშობელს მისი გადარჩენისთვის.ბავშვი გადარჩა,მაგრამ როცა წამოიზარდა ძალინ ცუდ გზას დაადგა.ამის შემდეგ მიხვდა დედამისი თუ რა წყალობა გაიღო მაშინ მისთვის უფალმა. ნაადრევი სიკვდილით უფალმა შეიძლება ბევრი ცუდი რამ აგაცდინოს. ყველაფერი მისი ნებაა.. მეც გამახსენდა ეგ ამბავი.ვიცოდი მე მასე ვთვლი რომ ნაადრევი სიკვდილით რაღაც საფრთხეს გვარიდებს უფალი -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
naniko-naniko |
Apr 4 2008, 01:17 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 4-April 08 წევრი № 4,439 |
ზოგჯერ შვილები მშობლების ცოდვების გამო ისჯებიან
ხო გაგიგიათ ბაბუიის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო |
milana |
Apr 11 2008, 08:02 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
ერთი რაღაც მაინტერსებს ფილმი როა "ქვეყნის აღსასრული"შეიძლება როო დაუჯეროს ადამიანმაა?ხლა ვუყურე და ცუდად ვარ რაა
http://www.files.ge/file/214298/Qveynis-ag...HOP-GE-avi.html აი ლინკიც და დახეთ ნანახი თუ არ გაქვთ -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
marimari |
Apr 11 2008, 08:24 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 9-April 08 მდებარ.: ortajala წევრი № 4,513 |
ადამიანმა ყოველ დღე ისე უნდა გაატაროს როგორც მისი უკანასკნელი დღე, და უნდა შეეცადოს სიკეთე აკეთოს ამით ის სამარადისო სასუფეველს დაიმკვიდრებს ცათა სასუფელში
|
კავკასიელი |
May 1 2008, 11:01 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
მე ვფიქრობ განწმენდილ სულს სიკვდილის კი არ ეშინია არამედ პირიქით, იგი უფრო და უფრო მეტად გრძნობს ღმერთთან სიახლოვეს და სიხარული ეუფლება, ხოლო ცოდვილი სული კი ამ ყველაფერს მოკლებული შიში იპყრობს და იტანჯება.
-------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 10:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი