IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> ძველი საბრძოლო იარაღი, ქართული და არაქართულიც...
marine
პოსტი Apr 23 2022, 08:17 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლახვარი უძველეს წერილობით ძეგლებში გვხვდება. იგი ქართული სიტყვაა. ლახვარი იარაღია, რომელიც ხვრეტდა. ის სხვადასხვა ზომის უნდა ყოფილიყო, ბოლოს თანდათან იმდენად დაპატარევებულა, რომ იგი ეწოდებოდა შუბისებურ სეფისკვერის ნაწილის ამოსაღებს, რომელსაც ეკლესიაში იყენებდნენ. ლახვარი იმდენად მარჯვე და რისხვის დამცემი იარაღი ყოფილა, რომ ქართველს აქედან ნასახელარი ზმნა დალახვრა და გამონათქვამი "დალახვროს ღმერთმაც" უწარმოებია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 231/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 02:48 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლითონის დამმუშავებელი ხელოსნობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს "იარაღებისა" და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება შეადგენდა (კაჟიანი თოფები და დამბაჩები, ვერცხლით, ოქროზარნაშით, სევადითა და ძვლით გაწყობილი საპირისწამლეები, ხმლები, სატევრები, ქარქაშები). მაჭახელში (ჭოროხის ხეობა) დამზადებული "მაჭახელად" წოდებული თოფები და დამბაჩები საქართველოს და კავკასიის სხვადასხვა კუთხეში იყიდებოდა. აქვე, ჭოროხის ხეობასა და ლაზეთში, ფართოდ მისდევდნენ მესპილენძეობასაც. საქართველოში კეთდებოდა მუზარადები, ფარები. რკინის ფართან ერთად იცოდნენ ტყავის ფარის გაკეთებაც. ხევსურეთში ბოლო დრომდე შემონახული იყო ქართული აბჯარი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 195/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 07:34 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასროლი იარაღების ჯგუფში თავსდება, ცხადია, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოჩენამაც ძირფესვიანად შეცვალა სამხედრო ხელოვნება. ცეცხლსასროლი იარაღი ქართულ შეიარაღებულ ძალებში XVI საუკუნიდან ჩნდება. ამ დროისთვისაც ქართული ლაშქარი, მართალია, ძირითადად ცივი იარაღით იყო აღჭურვილი, მაგრამ მებრძოლთა გარკვეულ რაოდენობას უკვე გააჩნდა ევროპიდან შემოსული იარაღიც, მაგალითად XVI საუკუნის ბოლოს კახეთის ჯარში ხუთასი თოფიანი მებრძოლი ირიცხებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 233/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 02:20 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საბრძოლო იარაღი იყოფოდა სამხედრო და საქვეითო იარაღად - ცხენოსანი მეომარი და ქვეითი განსხვავებულად იყვნენ აღჭურვილი. თვითონ საბრძოლო იარაღიც ორნაირი იყო - სადღესასწაულო-საზეიმო და საომარი. საზეიმო იარაღი, რომელსაც ჯავახიშვილი წყაროზე დაყრდნობით "გასაჩვენოს" უწოდებს, ძვირფასი თვლებით მოკაზმული და ფიგურებით დამშვენებული იყო. ცხადია, ამ იარაღით ომში წასვლა გაუმართლებელი იყო და მას მხოლოდ დასამშვნებლად იყენებდნენ. ასეთივე სხვაობაა თავდასაცავ იარაღშიც - არსებობდა როგორც საკაცო, ისე საცხენო აბჯრები, რომლითაც ცხენს აღჭურავდნენ, რათა იგი მტრისგან დაცული ყოფილიყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 230/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2022, 12:26 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეჭნაობაში წარმატებულად "სამოღვაწეოდ" დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხმალს. საუკეთესოდ მიიჩნევდნენ დავითფერულს, შემდეგ მოდიოდა ფრანგული (სწორი ხმალი), რომელსაც ფართო გამოყენება სწორედ კეჭნაობაში ჰქონდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 436/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 06:04 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველ დროში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმალი ყოფილა. იგი სხვადასხვა მოყვანილობის იყო და რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: პირი, კოტა (ხელის მოსაკიდებელი), ვადა ან ჯვარედი. ხმალი ხარისხით შეიძლებოდა ყოფილიყო ან ბასრი და მაგარი, ან რბილი. მისი ეს თვისება ფერითაც იყო გამოხატული - ჩალურჯებული ანუ "ლიბრი" (ლიბრი - ჩალურჯებული, რუხა) ფოლადისა, საუკეთესოდ და ბასრად ითვლებოდა. ხოლო "თეთრი" უფრო მდარე ხარისხის იყო. ხევსურეთშიც ხმალი "ჯიშიანად" და "უჯიშოდ" იყო დაყოფილი. ჯიშიანი ხმლების რიგს "დავითფერული", "ფრანგული" და "გორდაფრანგული" მიეკუთვნებოდა, ხოლო უჯიშოს "ჭარული", "ლეკური" და სხვა.

ქართული კლასიკური ხმალი სწორი ფორმის იყო და მას "შვეტი" ერქვა. საეკლესიო მხატვრობიდან ჩანს, რომ ასეთი ფორმის ხმლები საქართველოში XII საუკუნემდე იყო გავრცელებული, ხოლო XIII საუკუნიდან ხმლის ფორმა ოდნავ იცვლის სახეს და იხრება. ეს კარგად ჩანს ლაშა-გიორგის ფრესკებში: ბეთანიის მონასტერში გამოსახულ უფლისწულ ლაშას "შვეტი ხმალი" არტყია, ხოლო ბერთუბნის მხატვრობაში, უკვე მეფეს, ოდნავ მოხრილი ხმალი უჩანს. ხმალი იდებოდა თავის ბუდეში, რომელსაც "ქარქაში" ერქვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 234/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 03:58 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ყოფისთვის ერთ-ერთ ყველაზეე მეტად დამახასიათებელ ატრიბუტს "ხანჯალი" წარმოადგენს. ის საბრძოლო იარაღია, ამავე დროს, ქართული კლასიკური ჩაცმულობის აუცილებელი ელემენტია და საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული. ხანჯალი//ხანჯარი სპარსული სიტყვაა და XV საუკუნიდან შემოდის ქართულ მეტყველებაში. ამ იარაღს, რომელიც წარმოუდგენელია XV საუკუნემდე არ ყოფილიყო საქართველოში გავრცელებული, მანამდ მახვილი უნდა რქმეოდა.

XVII საუკუნეში გვხვდება ტერმინი "სატევარი", რომელიც თავიდან მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული, შემდეგ კი მხოლოდ დასავლეთ საქართველოში შემორჩენილა. საბას განმარტებით "სატევარი" ქართული ტერმინია და ხანჯალს რქმევია: "ხანჯალი სხვათა ენაა, საგვერდული მახვილია, ქართულად სატევარი ჰქვიან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 235/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 04:20 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხედრული უნარების სწავლებას ვაჟისთვის ოჯახი პატარაობიდანვე იწყებდა, ხოლო 15-16 წლიდან უკვე ნამდვილი იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. ყველა კუთხეში განვითარებული იყო საბრძოლო წესებისა და იარაღის გამოყენების სწავლების კულტურა. რაც ფარიკაობა-ხმალაობაში (კეჭნაობა), ორთაბრძოლა-ჭიდაობების სხვადასხვა სახეობაში გამოიხატებოდა. მეომრული ჩვევების გამომუშავება-დახვეწას ემსახურებოდა აგრეთვე უამრავი საბავშვო თამაშობა და ნადირობის რთული ჩვეულება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 240/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 04:40 PM
პოსტი #69


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხევსურები ჩვეულებრივ მრგვალი ფარის გარდა ხმარობდნენ ე.წ. უბის ფარს, რომელსაც უბეში, მარცხენა მხარეს იდებდნენ გულის დასაცავად"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 240/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 02:27 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საფლავის ქვებზე არსებულ გამოსახულებათა შორის განსაკუთრებული ადგილი საბრძოლო იარაღებს უჭირავს. ესაა ცივი იარაღიდან: მშვილდ-ისარი, სათხევლე, ხმალი, ხანჯალი, დანა, ფარი და ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი სახეობა, როგორიცაა თოფი, დამბაჩა და მასთან დაკავშირებული საპირისწამლე"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 372/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2022, 09:39 PM
პოსტი #71


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აბდულ-ბეგი, როგორც მამუკა თავდგირიძე, ცნობილი იყო, როგორც ღონიერი კაცი. მისი ნახმარი თოფი დღესაც არის შემონახული განსვენებული ნესტორ თავდგირიძის სახლში: როგორც ამბობენ, ამ თოფს აბდულ-ბეგი თუთხემტი დრამი თოფის წამლით სტენიდაო. რაიმე დღესასწაულში ამ თოფსაც ისვრიან აკეთში. მხოლოდ თოკით ჯერ ხეზე მიაკრავენ, რადგან მისი ხელში დაჭერა და სროლა ყოვლად შეუძლებელია"

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2022, 09:50 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაშინ გუდამაყრელებს უკვე ჰქონდათ თვითნაკეთი თოფები, რომელსაც მაჟარს ეძახდნენ. იცოდნენ, როგორ უნდა დაემზადებინათ ტყვია-წამალი და ისე ლაღობდნენ ამ თოფებით, ხალხური ლექსიც კია ამის შესახებ თქმული:

ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო, ენა მჭერიო,
გუდამაყრელო - მაჟარი,
ტყვია გამოსდის ცხელიო".

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი", მოთხრობა "გაცოცხლებული მიცვალებული", გვ. 122/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2022, 06:39 PM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თეთრჩოხიანი კედლის კუთხეში მიაყუდებს თოფს, მხარიღლივგადაკიდებულ სავაზნეებს მოიხსნის და დარჩენილ ტყვიებს დაითვლის. მერე ქვემოთ ჩავა, ცხენს უნაგირს მოხსნის ხურჯინს ზემოთ ამოიტანს, იქედანაც ამოიღებს ტყვიებს და დანარჩენებს მიათვლის"

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი", მოთხრობა "თეთრჩოხიანი და შავჩოხიანები", გვ. 231/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 04:19 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის [აღმაშენებელი] დროს შეიქმნა ძვალთა და რკინათა მკვეთელი ხმალი "დავითფერული"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი