თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ კაპელანი

პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 31 2008, 04:16 PM

რა აზრის ხართ საქართველოში კაპელანის ინსტიტუტის დანერგვაზე? (კაპელანი-არმიის მღვდელი)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2008, 04:21 PM

მწირი
აუცილებელია. თუმცა უნდა შემუშავდეს ჯარისკაცებისა და სამხედრო მოძღვრის ურთიერთობის ფორმები, რადგან ყველა ჯარისკაცი მართლმადიდებელი ვერ იქნება...

ამჟამად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის. თუ რამე სიახლე იქნება, შეგატყობინებთ


პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 31 2008, 04:26 PM

მეც ვადევნებ თვალს მაგ მოლაპარაკებას, სამწუხაროა რომ ზოგიერთები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ცდილობენ ამ პროექტის ჩაშლას....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2008, 04:59 PM

მწირი
იმის გათვალისწინებით, რომ ჯარისკაცთა კრებულს საღვთისმსახურო განწესში მოიხსენიებენ, როგორც "ქრისტესმოყვარე მხედრობას", ბუნებრივია, მათ უნდა იცოდნენ, ვის მხედრობად იწოდებიან ისინი და რას ასწავლის ეს სარწმუნოება მათ. განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის იმის თაობაზე მოძღვრების მიწოდება, თუ როგორ უნდა იბრძოლონ, რომ უფალი იყოს მათთან, აგრეთვე ეკლესიის დიდი წმინდანების და დიდი სამხედროების ცხოვრების სწავლება (წმ. გიორგი, წმ. დიმიტრი თესალნიკელი, წმ. დავით აღმაშენებელი, წმ. ევსტათი პლაკიდა და სხვები)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 31 2008, 05:05 PM

რა ვიცი რა ვიცი....

კანონისტი

ციტატა
როგორ უნდა იბრძოლონ, რომ უფალი იყოს მათთან

როგორ უნდა მოკლან რომ უფალი იყოს მათთან? ეჰ არ მესმის მე ეს და თუ გინდათ მომკალით და შამფურზე შემწვით biggrin.gif


პ.ს.
მორჩა, ავიბარგე, მოვდივარ საქართველოში biggrin.gif
დაგასვენებთ ზუსტად ორი დღით biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2008, 05:09 PM

კანუდოსელი

ციტატა
როგორ უნდა მოკლან რომ უფალი იყოს მათთან? ეჰ არ მესმის მე ეს და თუ გინდათ მომკალით და შამფურზე შემწვით biggrin.gif

ვახ... biggrin.gif

სამაგიეროდ წმ. გიორგის ხომ ესმოდა...

არ მინდა საუბარი იმაზე გადავიდეს, ომში შეიძლება თუ არა კაცის კვლა. თემა ეხება კაპელანის ინსტიტუტს და ვისაუბროთ მასზე

P.S. ძალიან კარგი თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 31 2008, 05:12 PM

ციტატა
როგორ უნდა მოკლან რომ უფალი იყოს მათთან? ეჰ არ მესმის მე ეს და თუ გინდათ მომკალით და შამფურზე შემწვით


სიყვარულით მკვლელობის რა გესმის შენ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2008, 05:14 PM

მნათე
ნუ გადაგაქვთ თემა.

ან კაპელანზე, ან არაფერზე !!

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 31 2008, 10:05 PM

ციტატა
რა აზრის ხართ საქართველოში კაპელანის ინსტიტუტის დანერგვაზე? (კაპელანი-არმიის მღვდელი)


ჩემი მოკრძალებული აზრით ეს უბრალოდ აუცილებელია smile.gif

თუნდაც იმისტვის, რომ ჯარისკაცები მხეცებად და მკვლელებად არ გადაიქცნენ...

თუნდაც იმიტომ რომ რთულ სიტუაციებში ღვთის იმედი ქონდეთ... და ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება წარდგნენ უფლის წინაშე და მათ სულებზეც ვიფიქროტ...

ისინი ხომ სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 31 2008, 11:15 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 31 2008, 10:05 PM) *

ჩემი მოკრძალებული აზრით ეს უბრალოდ აუცილებელია smile.gif

თუნდაც იმისტვის, რომ ჯარისკაცები მხეცებად და მკვლელებად არ გადაიქცნენ...

თუნდაც იმიტომ რომ რთულ სიტუაციებში ღვთის იმედი ქონდეთ... და ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება წარდგნენ უფლის წინაშე და მათ სულებზეც ვიფიქროტ...

ისინი ხომ სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის smile.gif

ნინო ვეღარაფერს დავამატებ.მადლობა ღმერთს,რომ მიდის მოლაპარაკება ამის თაობაზე და დარწმუნებული ვარ ღვთის შეწევნით გამოვა ყველაფერი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)