IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

51 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ნაციონალური ცეკვა
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 04:11 AM
პოსტი #81

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(miss_kartveli @ Mar 12 2007, 01:41 PM) *

მერე არავინ გეუბნება რომ ნაზად არ ცეკვავო. არც სუხიშვილების ნიჭიერებაში ეპარება ვინმეს ეჭვი, უბრალოდ ზოგიერთი ცეკვა მართლა მოკლებიულია ქართულობას, ახალი ელემენტები კარგია მაგრამ ისე უდა შეერწყას ძველს რომ ძნელად შესამჩნევი იყოს

ისეა შერწყმული რომ მიიღებოდეს რაღაც ახალი და ეტყობოდეს სიახლე, თორემ იგივე თუ გაიმეორეს რაღა ახალი იქნება?
გემოვნებაზე არ დობენ მაგრამ როდესაც წერთ რომ "სუხიშვილები" ზოგადად,ეს სისულელეა, შეიძლება ადამიანმა თქვას რომ არ მომწონს ესა თუ ის ნიუანსი, მაგრამ თქვენ ისე იხსენიებთ ანსამბლს მთლიანად თითქოს არ შეუძლიათ იმ ძველის ცეკვაც, საერთოდაც ზუსტად მაგიტომ არიან უძლიერესები რომ ორივეს მაგრად ცეკვავენ! ხოდა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ოდნავ დავკონკრეტდეთ ხოლმე!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 04:22 AM
პოსტი #82

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(ვეშაპო @ Mar 12 2007, 02:07 PM) *

miss_kartveli
მაიცა რა . . . IPB-ს სურათი

ისე რატომღაც ეჭვი მეპარება აქ რომელიმე იყოს ილიკოზე მეტად პოპულარული და ნიჭიერი, როცა ამა თუ იმ პიროვნებას ვაკრიტიკებთ ჯერ საკუთარ თავს შდევხედოთ, ნუთუ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები? მსოფლიომ აღიარა სუხიშვილების ნიჭიერება და ეხლა რამოდენიმეს თუ არ მოწონს ნაკლებად მნიშვნელოვანია!რავიცი ყველას საკუთარი აზრი გააჩნია, მაგრამ სასაცილოა ასე აგდებით ვიღაც ამხელა ანსამბლს რომ იხსენიებს!
პროფესიონალები და უნიჭიერესები არიან,ნახევარი მსოფლიო ასე გფიქრობს და აწი თქვენ რაც გინდა ის თქვით!:) smile.gif
და კიდევ სუხიშვილები იყო არის და იქნება!!!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 10:14 AM
პოსტი #83

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

Qeti
ციტატა

ქეთი, რატომ განრისხდი? ხალხმა თავისი აზრი გამოთქვა, ასეთია მათი დამოკიდებულება და ასე უნდა მიიღო. მართალი გითხრა მათ ვეთანხმები.

ილიკო, რომ ნიჭიერია უდავოა, მაგრამ რა გამოსვლაა შენი მხრიდან ჯერ საკუტარ თავს შეხედოს და აშsmile.gif) შენ რა იცი, იქნებ ჩვენ ჩვენს პროფესიაში მეტად პოპულარულები ვართ, ვიდრე ილიკო ტავისაშიsmile.gif)აუცილებლად ყველა ცეკვას უნდა ვდგაგვდეთ? ერთ ძალიან ცნობილ კრიტიკოს (სამწუხაროდ მისი სახელი არ მახსენდება) ახალი ნაწარმოების გაკრიტიკების გამო, მწერალმა უხეში შენიშნვა მისცა და უთხრა თვქენ ხომ საერთოდ ვერ წერთო, კრიტიკოსმა უპასუხა, მე არც კვერცხის დადება შემიძლია, მაგრამ კარგს და ლაყეს ერთმანეთისგან ვარჩევო. ასეა ძვირფასო, შეიძლება ცეკვებს ვერ ვდგავთ, მაგრამ ქართველები ვართ. ესაა გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ძირითადი კრიტიკოსები. იმიტომ, რომ ქართული ცეკვა ჩვენი ტრადიციის მაცვენებელია, ქალის და მამაკაცის დამოკიდებულების, ქალის სინაზის გამოხატვის, რაც განასხვავებს ქართულ ცეკვებს და შესაბამისად ტრადიციას სხვა ქვეყნის ცეკვებისგან და ტრადიციისგან. ნუ გადაირევი მსოფლიო აღიარებაზე, რომც არ აღიაროს მსოფლიომ ქართული ცეკვა, ის მაინც მეყვარება, იმიტომ, რომ ქართულია. არავის უღიარებია რუსული ცეკვები, მაგრამ დღემდე რუსები ისე ცეკვავენ, როგორც ადრე. აღიარების გამო ვერაფერს შევცვლი ვერც კულტურაში და ვერც ტრადიციაში. სულ არ მედარდება მსოფლიო რას აღიარებს.

ქართული ცეკვები ყველასია, ჩვენი კულტურის და რაც მტავარია ტრადიციის გამოვლინებაა, თუ ეს მტავარი და ძირითადი დაიკარგა ვინ რა ნიჭიერ მოძრაობას შეასრულებს სცენაზე საერთოდ არ მაღელვებს. ამიტომ, ნუ ღიზიანდები შენიშვნებზე და ცოტა რეალურად შეხედე.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 13 2007, 11:03 AM
პოსტი #84

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მართალია მთლად პირდაპირ ცეკვას არ ეხება, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი, ზოგად საკითხებზე

ეს ეხება კრიტიკას. საერთოდ კრიტიკას კარგი ჭკუა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება, ამავე დროს იმ საქმის კარგი ცოდნაც, რის თაობაზეც ჩვენ კრიტიკას გამოვთქვამთ. ამ სამიდან პირველი ორი უხვად გამოიმეტა უფალმა ჩვენ ერზე, ამიტომაა, რომ სამწუხაროდ მესამეს არ ვაქცევთ ყურადღებას და ისე ვიწყებთ უთავბოლო კრიტიკას, სადაც ზოგს ალბათ მართალსაც ვამბობთ, ზოგს კიდევ ტყუილს და არაკომპეტენტურს

პირველივე აზრი, თურმე რაც მოსდის უცხოელს ქართველის გაცნობისას არის ის, რომ რა კარგად აზროვნებს, მაგრამ რა ცოტა რამე იცის ამ საქმეზეო tongue.gif

პირადად ეს მე გამომიცდია სახელმწიფო პოლიტიკური კურსის კრიტიკისას, სადაც ვხედავ, რომ არაკომპეტენტური აზრი აშკარად ჩაგრავს კომპეტენტურს. რამდენადაც ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდი არაფერი გამეგება, ვერც იმას ვიტყვი, რომელმა თქვით მართალი და რომელმა არა, მაგრამ იმას კი ვატყობ, რომ კარგად ვავლენთ ქართულ ხასიათს და ვაკრიტიკებთ სხვის გაკეთებულ საქმეს. ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება.....

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 11:27 AM
პოსტი #85

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

კანონისტი
ციტატა
ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება.....

მხოლოდ იმას გავაკრიტიკებ, რაც ჩემთვის მტკივნეულია. უსაქმური არა ვარ დავით. არ მინდა ქართულმა ცეკვებმა თავისი სახე დაკარგოს და მხოლოდ სანახაობად და ვინმესთვის აღფრთოვანების წყაროდ იქცეს.
ქართული ხასითიადან ზუსტად ეგ გამოგრჩა. ვგიჟდებით უცხოელების სექებაზე და ძალიან გვიყვარს თავის წარმოჩენა, აი რა შეგვიძლიაოsmile.gif ადრე ბერძნულ ისტორიულ წყაროებს ვკიტხულობდი , იქ ეწერა, როგორ ტრაბახობენ ქართველები ტავიანთი ცეკვები და სიმრერებით. მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად სასაიამოვნოა ასეთი ლამაზი ცეკვები, რომ გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ ის მსოფლიომ აღიაროს არ ღირს ცეკვამ შეიცვალოს თავისი ტრადიცია, რაც ჩემთვის ყ ვ ე ლ ა ზ ე მნისველოვანია. აღიარებაზე მეტად.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 13 2007, 02:03 PM
პოსტი #86

ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360

Qeti

დიდი ბოდიში, მაგრამ რა შუაშია ერთმანეთთან "სუხიშვილები" და ქართული ფოლკლორი? IPB-ს სურათი

Qeti
ციტატა
როცა ამა თუ იმ პიროვნებას ვაკრიტიკებთ ჯერ საკუთარ თავს შდევხედოთ, ნუთუ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები?

აქ ვერ მივხვდი, რა იგულისხმება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვცეკვავ, ძალიან კარგად ვერკვევი ფოლკლორში და მისი სხვადასხვა განხრების (სიმღერა, ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) საკითხებში.

დამერწმუნე ჩემო კარგო, "სუხიშვილები" და "ერისიონი" თუ კარგად "ტლინკაობს", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სწორად ცეკვავენ.

ციტატა
მსოფლიომ აღიარა სუხიშვილების ნიჭიერება და ეხლა რამოდენიმეს თუ არ მოწონს ნაკლებად მნიშვნელოვანია!

დიდი ბოდიში, მაგრამ მსოფლიოს აზრი სულ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ვიღაც ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი ჩემთვის შემფასებლის ეტალონი ვერ იქნება.

ციტატა
მაგრამ სასაცილოა ასე აგდებით ვიღაც ამხელა ანსამბლს რომ იხსენიებს!

შენ არ მიცნობ და რატომ გგონია, რომ მე "ვიღაც" ვარ?

ციტატა
და კიდევ სუხიშვილები იყო არის და იქნება!!!

ძალიანაც კარგი, იყოს.
მაგრამ შენ მაინცა და მაინც ნუ გამოიდებ თავს და ნუ დააბრალებ მაგათ ფოლკლორს, თვითონ თავის თავს "ბალეტს" ეძახიან და აბსოლუტურად მართლებიც არიან.

--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Mar 13 2007, 04:32 PM
პოსტი #87

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969

ციტატა(Qeti @ Mar 13 2007, 04:22 AM) *

ისე რატომღაც ეჭვი მეპარება აქ რომელიმე იყოს ილიკოზე მეტად პოპულარული და ნიჭიერი, როცა ამა თუ იმ პიროვნებას ვაკრიტიკებთ ჯერ საკუთარ თავს შდევხედოთ, ნუთუ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები? მსოფლიომ აღიარა სუხიშვილების ნიჭიერება და ეხლა რამოდენიმეს თუ არ მოწონს ნაკლებად მნიშვნელოვანია!რავიცი ყველას საკუთარი აზრი გააჩნია, მაგრამ სასაცილოა ასე აგდებით ვიღაც ამხელა ანსამბლს რომ იხსენიებს!
პროფესიონალები და უნიჭიერესები არიან,ნახევარი მსოფლიო ასე გფიქრობს და აწი თქვენ რაც გინდა ის თქვით!:) smile.gif
და კიდევ სუხიშვილები იყო არის და იქნება!!!

მგონი ფოლკლორი და პოპულარობა ცოტა შორს არის ერთმანეთისგან blink.gif
ელტონ ჯონს მთელი მსოფლიო იცნობს და ვალერიან ბერიშვილი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დამწყები იყო გურული სიმღერის, გაჭირვებაში მოკვდა. რომელია უფრო დასაფასებელი?
რაც შეეხება ილიკოს ნიჭიერებას. არავის არ ეპარება ეჭვი მის ნიჭიერებაში, მაგრამ ერთი კი ფაქტია რომ სუხიშვილები ის აღარ არის რაც იყო sad.gif

ეხლა მეორე საკითხს შევეხები. ეს მეზობელ ფორუმშიც დავწერე და აქაც დავპოსტავ.
ქართული ცეკვა გაცილებით ცუდ დღეშია ვიდრე ქართული სიმღერა (წარმოიდგინეთ რა დღეშია ცეკვა)
ცეკვის აღორძინება იმით არ აღინიშნება თუ რამდენი ბილეთი გაიყიდება სალაროში.
თამამად ვიტყვი ცნობილი ანსამბლებიდან ფოლკლორთან ყველაზე ახლოს როკვა და რუთავი დგანან.
სუხიშვილებს და ერისიონს შეიძლება უკეთესი სოლისტები ყავდეთ ვიდრე ზემოთ თქმულთ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა შორდებიან ფოლკლორის ჩარჩოებს

ციტატა
როცა ამა თუ იმ პიროვნებას ვაკრიტიკებთ ჯერ საკუთარ თავს შდევხედოთ, ნუთუ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები? მსოფლიომ აღიარა სუხიშვილების ნიჭიერება და ეხლა რამოდენიმეს თუ არ მოწონს ნაკლებად მნიშვნელოვანია!რავიცი ყველას საკუთარი აზრი გააჩნია, მაგრამ სასაცილოა ასე აგდებით ვიღაც ამხელა ანსამბლს რომ იხსენიებს!

თუ აქ ვეშაპო იგულისხმე, გეტყვი რომ რაც სუხიშვილებმა გაუკეთა ქართულ ფოლკლორს (თავის დროზე), არანაკლები აქვს გაკეთებული ანჩისხატს სადაც ვეშაპო მღერის.

მეზობელ ფორუმებში მე და ვეშაპო თითქმის ყველაფერზე ვდაობთ biggrin.gif მაგრამ ფოლკლორი რომ არ უნდა დამახინჯდეს ამაში ყოველთვის ერთ აზრზე ვართ!!!!

--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 05:08 PM
პოსტი #88

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

misdevs mela loms
ციტატა
სუხიშვილებს და ერისიონს შეიძლება უკეთესი სოლისტები ყავდეთ ვიდრე ზემოთ თქმულთ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა შორდებიან ფოლკლორის ჩარჩოებს

გაიხარე... უი არ ვიცი როგორ მოგმართო მელა თუ ლომი, მაპატიე, კარგი აზრები გაქვს, ზუსტად ამას ვამბობ და ამაზე მწყდება გული. მიხარია, რომ შენნაირები კიდევ არიან.
დღეს სამწუხაროდ ყველაფერი შოუბიზნესზეა დამყარებული. იმით საზღვრავენ უცხოეთსი რა უკეთესად გაიყიდება. კიდევ ერთხელ ვიყტვი ქეთის გასაგონად, არ მედარდება ვის მოსწონს და ვის არა ქართული ცეკვა. ჩემთვის მთავარია მისი შენარჩუნება.

ისე ხომ ვერ მიმასწავლი მეზობელი ფორუმები რომელია?

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 05:10 PM
პოსტი #89

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(კანონისტი @ Mar 13 2007, 02:03 AM) *

მართალია მთლად პირდაპირ ცეკვას არ ეხება, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი, ზოგად საკითხებზე

ეს ეხება კრიტიკას. საერთოდ კრიტიკას კარგი ჭკუა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება, ამავე დროს იმ საქმის კარგი ცოდნაც, რის თაობაზეც ჩვენ კრიტიკას გამოვთქვამთ. ამ სამიდან პირველი ორი უხვად გამოიმეტა უფალმა ჩვენ ერზე, ამიტომაა, რომ სამწუხაროდ მესამეს არ ვაქცევთ ყურადღებას და ისე ვიწყებთ უთავბოლო კრიტიკას, სადაც ზოგს ალბათ მართალსაც ვამბობთ, ზოგს კიდევ ტყუილს და არაკომპეტენტურს

პირველივე აზრი, თურმე რაც მოსდის უცხოელს ქართველის გაცნობისას არის ის, რომ რა კარგად აზროვნებს, მაგრამ რა ცოტა რამე იცის ამ საქმეზეო tongue.gif

პირადად ეს მე გამომიცდია სახელმწიფო პოლიტიკური კურსის კრიტიკისას, სადაც ვხედავ, რომ არაკომპეტენტური აზრი აშკარად ჩაგრავს კომპეტენტურს. რამდენადაც ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდი არაფერი გამეგება, ვერც იმას ვიტყვი, რომელმა თქვით მართალი და რომელმა არა, მაგრამ იმას კი ვატყობ, რომ კარგად ვავლენთ ქართულ ხასიათს და ვაკრიტიკებთ სხვის გაკეთებულ საქმეს. ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება.....

გაიხარე დავით, ამაზე უკეთ ვერ ჩამოაყალიბებდა კაცი! ყველაფერი თქვი!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 05:11 PM
პოსტი #90

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

Qeti
ციტატა
გაიხარე დავით, ამაზე უკეთ ვერ ჩამოაყალიბებდა კაცი! ყველაფერი თქვი!

ქეთი დავითის პოსტი, რომ წაიკითხე მიდი პროფესიონალებისაც წაიკითხე, ვეშაპოსი და პატარა მელასი. ფოლკლორს ეს ორი ემსახურება. დავითი ტავის სპეციალობაშია მაგარი.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 05:16 PM
პოსტი #91

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 08:11 AM) *

Qeti
ქეთი დავითის პოსტი, რომ წაიკითხე მიდი პროფესიონალებისაც წაიკითხე, ვეშაპოსი და პატარა მელასი. ფოლკლორს ეს ორი ემსახურება. დავითი ტავის სპეციალობაშია მაგარი.

ვკითხულობ ჩემო კარგო და პასუხსაც ვწერ, იქნებ დაგეცდია??????????
ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითი არა მარტო თავის სპეციალობაში მაგარი არამედ ზოგადად საღი მოაზროვნის შთაბეჭდილებასაც ტოვებს!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 05:31 PM
პოსტი #92

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

Qeti
ციტატა

ვკითხულობ ჩემო კარგო და პასუხსაც ვწერ, იქნებ დაგეცდია??????????
ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავითი არა მარტო თავის სპეციალობაში მაგარი არამედ ზოგადად საღი მოაზროვნის შთაბეჭდილებასაც ტოვებს!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტად შეგნებული ადამიანი ბრძანდებით და არასაღად მოაზროვნედ ჩვენ არ ჩაგვთვალეთ.

დავითის ნიჭს ცხადია მეც ვაფასებ, მაგრამ უფრო მეტად შენ პოსტებს გავეცი პასუხი, შენ პასუხს პროფესიონალები გწერნ, მაგრამ ვხედავ შენთვის მნიშვნელოვანი ფოკლორი კი არ არის, არამედ ის საზღვარგარეთ როგორ იყიდება ესა თუ ის ცეკვა. დაივიწყე ქეთი რას იტყვის მსოფლიო. აქ მტავარი ქართული ფოლკლორის შენარჩუნებაა და არა მსოფლიო ბაზარი. ნიჭიერია ეს შენი ილიკო, კი ბატონო, მაგრამ ფოლკლორიდან შორსაა, შორს. ისე, როგორც ერისიონი ტავისი შოუთი და გაურკვეველი მუსიკით. თუ მსოფლიო აღიარება ქართულ ფოლკლორს დაღუპავს , რად გინდა ასეთი აღიარება.

მე ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ რა თქვა ერთმა კრიტიკოსმა, როცა მან სხვისი უნიჭო ნაწარმოები გააკრიტიკა და როცა მას უთხრეს , რომ თავად ვერ წერდა ვერაფერს და მხოლოდ აკრიტიკებდა, მან თქვა მე კვერცხის დადებაც კი არ შემიძლია , მაგრამ ლაყე და კარგი კვერცხის გემოს კარგად ვარჩევო. ვფიქრობ, დათოს შენნიშვნა სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო უადგილო იყო, ჩემო ქეთი ეს ქართული ცეკვაა, ჩვენი კულტურის ნაწილი და ნებისმიერი ქართველი ცეკვავს თუ არა ის ილიკოსთან თუ მას გული შესტკივა ქართულ ფოლკლორზე დაიცავს ქართულ ცეკვავს ირლანდიური შემოტევისაგან.

ისე შეფასების უფლება მეც მაქვს მგონი, ქართული ცეკვით აღFრთოვანებულ უცხოელებზე მეტად მე სემიძლია შევაფასო და კიდეც გავაკრიტიკო ქართული ცეკვა. შეგახსენებთ ქართული ფოლკლორის და მათ შორის სუხიშვილების დამოკიდებულებას ქართულ სცენაზე გამოსვლის თაობაზე, ისინი ამბობენ, რომ ქართველებტან კონცერტების ჩატარება მეტად უჭირთ ვიდრე უცხოელებთან და ეს ბუნებრივია. უცხოელი იმას ვერ შეამჩნევს და ვერც მოითხოვს რასაც ჩვენ. სხვათა შორის ვერც პროფესიონალიზმს ვერ შეაფასებს. რაც შეეხება შოუს მათი მოგონილია.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Mar 13 2007, 05:37 PM
პოსტი #93

♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907

ტიტუ რა ხდება აქანე biggrin.gif

რავი მე ყველა ანსამბლი მომწონს ...მეც დიდი ხანი დავდიოდი ცეკვაზე 12 წელი ოღონდ smile.gif მაგრამ სუხიშვილები 1 ია რა ვქნა smile.gif მათი მოგონილია ყველაფერი მერე დაკაპიროვკებულია smile.gif უბრალობ მართლა ჩვენი ხასიათის გამოვლინებაა ის რომ ვაკრიტიკოთ ის რაც არ გვესმის ან თუნდაც "რამე" გაგვეგება, უბრალოდ კონკურენცია ყოველთვის იქნება ყველგან და ყველაფერში და ვიღაცა რაღაცის "დაჭერაში"

smile.gif smile.gif ქართულ ცეკვას გაუმარჯოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოს!!! smile.gif smile.gif

--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 13 2007, 05:41 PM
პოსტი #94

ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360

კანონისტი
ციტატა
ყველაზე კარგი კრიტიკა კი უკეთესის გაკეთებაა, რაც, ისევ ვიმეორებ, ხშირად გვავიწყდება.....

აქ სულ სხვანაირად დგას საკითხი.
რა იგულისხმება უკეთესში?
მაგალითისთვის, ანსამბლ "მთიების" 120-კილოიანი ბიჭი (სამწუხაროდ სახელი არ ვიცი) გაცილებით მოუქნელია, ვიდრე ნებისმიერი "მოცეკვავე" თუმცა მისი ნაცეკვი ხორუმი მირჩევნია ნებისმიერ "სუხიშვილს" და "ერისიონს".
რატომ?
იმიტომ რომ სწორად ცეკვავს.
არ იჯგიმება მოცეკვავეებივით და არ კერავს სპეციალურ "როჟებს".

ასევე, შეხედეთ ნებისმიერ სვანურ ანსამბლს, აბსოლუტურად ზედმეტი გართულების გარეშე ცეკვავენ.
მსუბუქი, სადა ილეთებით.
სულაც არ საჭიროებენ, რაღაც მკაცრი სახეების გაკეთებას.
რახან სვანური ცეკვაა, ესეიგი რა, აუცილებლად პირქუში იერით უნდა იცეკვო?
ფეხის ქუსლები მაინცა და მაინც საჯდომზე უნდა მიირტყა ცერულის ცეკვისას?
არაა სწორი ეს ყველაფერი.

დღესდღეობით, ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ეთნოგრაფიულ ანსამბლს) საქართველოში არ არსებობს.

--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 05:47 PM
პოსტი #95

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(ვეშაპო @ Mar 13 2007, 05:03 AM) *

Qeti

აქ ვერ მივხვდი, რა იგულისხმება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვცეკვავ, ძალიან კარგად ვერკვევი ფოლკლორში და მისი სხვადასხვა განხრების (სიმღერა, ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) საკითხებში.

ნამდვილად არ მეპარება ეჭვი და არც კონკრეტულად თქვენზე არ მქონია გამახვილებული ყურადღება, უბრალოდ თქვენს მიერ ძალიან უხეშად ნათქვამს: " მაიცა რაა..." ს მოყვა, თუმცა ვაღიარებ რომ შეიძლება თქვენგან იმდენად არ იყოს საწყენი კრიტიკა ვიდრე ზოგიერთისაგან რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ამ სფეროსთან! თუ არ მოგწონთ არავინ გედავებათ, თქვენი აზრია, მაგრამ ასეთი აგდებული რეპლიკებით სხვას გულს ნუ ვატკენთ, თუმცა შეუძლებელია თქვენი სიმღერა აგდებით მოიხსენიოს კაცმა მაგრამ, შესაძლებელიც რომ იყოს გამორიცხულია ასე მეპასუხა!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 05:51 PM
პოსტი #96

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

Qeti
ციტატა
ხოდა მეც ჩემსას ვაფიქსირებ,თუ ღიზიანდები შეგიძლია არც წაიკითხოთ, მაგრამ ფორუმი იმისაა აქ ყველამ თავისი აზრი დააფიქსიროს და არა ვიღაცის შემოქმედებას ქაჯური უწოდოს და აგდებულად მოიხსენიოს, არ მოგწონს? დააფიქსირე საკუთარი აზრი მაგრამ მთლიანად ანსამბლის შეურაცყოფაზე ნუ გადავალთ!

ქეთი კარგია, რომ ის წაშალე, რაც გეწერა, იმიტომ, რომ ნამდვილად შეურაცყოფა გეწერა smile.gif რაც შეეხება ანსამბლის შეურაცყოფას, ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით, შენ ის შეურაცყოფად მიიღე.

რატომ იცავ ასე ხმალამოღებით ამ ანსამბლის ტან ისე, რომ არც ერთ პოსტს პასუხს არ სცემ მიკვირს. გაეცი პასუხი ვეშაპოს და მელას პოსტებს. კარგია პატივს, რომ სცემ ილიკოს და ასე, რომ იცავ, მაგრამ აქ ნათქვამი იყო ის, რომ რასაც ილიკო აკეთებს ის არ არის ფოლკლორიო, რატომ გაბრაზდი ასე ვერ გავიგე, თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს ამ მხრივ დაიცავი ილიკო, კი ნუ გვეჩხუბები.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Mar 13 2007, 05:51 PM
პოსტი #97

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969

ერისიონის კონცერტები ვისაც გაქვთ ნანახი დამეთანხმებით დარბაზში ტევა არ იყო, მაგრამ ეს ფოლკლორი არ არის. (ამ თემაზე მე ჩემი აზრი მაქვს. თუ გაინტერესებთ P.Mში მომწერეთ)
სწორედ ერისიონმა და სუხიშვილებმა უბიძგა ხალხს იმისკენ რომ სიმღერები დადგან წურწუმიას ლაზურზე და რონდოს ხახლურ მოტივებზე. ეს ჩვენი სირცხვილია. მე მოსმენილი მაქვს ასაფართი და მომეწონა როგორც კარგი საკლუბო მუსიკა და არა ისე როგორც ქართული მუსიკა.
ციტატა
გაიხარე... უი არ ვიცი როგორ მოგმართო მელა თუ ლომი, მაპატიე, კარგი აზრები გაქვს, ზუსტად ამას ვამბობ და ამაზე მწყდება გული. მიხარია, რომ შენნაირები კიდევ არიან.

მთლად პროფესიონალიც არ ვარ smile.gif (ანსამბლ დიდგორში ვმღერი, ფოლკლორული განათლება არ მაქვს)
როგორც გინდა ისე მომმართე smile.gif ისე სხვა ფორუმებზე patara karcivadze_თ მიცნობენ smile.gif

ციტატა
ისე ხომ ვერ მიმასწავლი მეზობელი ფორუმები რომელია?

www.forum.ge განყოფილება ქართული ფოლკლორი
forum.folk.ge

--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 13 2007, 05:52 PM
პოსტი #98

ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360

Qeti
შენდობას ვითხოვ, მაგრამ აბსოლუტურად არ მეჩვენება ნიჭიერებად ირლანდიური კუნტრუშის დანერგვა ქართულ ხელოვნებაში (თუნდაც ბალეტში).

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ჩემი ფრაზისთვის "მაიცა რა . . .", თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაგის დაწერისას ძალიან თავშეკავებული ვიყავი. IPB-ს სურათი

--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 13 2007, 05:58 PM
პოსტი #99

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

Qeti
ციტატა
ვიდრე ზოგიერთისაგან რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ამ სფეროსთან!

შენ რა იცი ვის რა შეხება აქვს, ვის გვიცნობ ასე დაწვრილებით საინტერესოა. კიდევ ერთხელ გაუბნები ქეთი, მე კონკრეტული პრეტენზია მაქვს ილიკოსთან და ერისიონთან, როგორც ქართველს. ანუ შენ ის გინდა ტქვა, რომ ილიკომ აფრიკელების მაგვარი ცეკვები, რომ დადგას ცეცხლის ირგვლივ ხტუნვა ხტუნვითი, რადგან მე პროფესიონალი ქორეოგრაფი არა ვარ, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ეს ცეკვა ქართული ფოლკლორი კი არა აფრიკულია ტქო. ??? არ მესმის რა უცნაურობებს ამბობ.

ილიკოს ცეკვა არ არის ფოკლორი. ვეთანხმები პატარა ქარცივაძეს, კარგი საკლუბო და გასართობი მუსიკაა, ფოლკლორის ფესვებით. ნიჭიერი ბიჭია და თანამედროვე ელფერი მისცა, მაგრამ ეს ფოლკლორი არაა, ქართულ ტრადიციებზე დარწმუნებული ვარ ბევრი გაგიგია და წაგიკითხია, ხოდა გადაავლე ტვალი თანამედროვე ქალის პარტიას ილიკოს ცეკვებში და მიხვდები რასაც ვამბობთ.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 13 2007, 06:04 PM
პოსტი #100

ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698

ციტატა(ვეშაპო @ Mar 13 2007, 05:03 AM) *

Qeti

დიდი ბოდიში, მაგრამ მსოფლიოს აზრი სულ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ვიღაც ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი ჩემთვის შემფასებლის ეტალონი ვერ იქნება.

აქ არაა საუბარი იმაზე თუ ვინაა ჩვენთვის შემფასებლის ეტალონი, აქ საუბარია მასაზე, რომელიც აღიარებს ამა თუ იმ ადამიანის ნიჭიერებას! ისე არ მგონია მარტო"ჰოლანდიელი ნარკომანი, იაპონელი ბიზნესმენი, ამერიკელი სერფინგისტი და რუსი ბომჟი"
დადიოდეს სუხიშვილების კონცერტებზე!

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 13 2007, 08:51 AM) *

Qeti
ქეთი კარგია, რომ ის წაშალე, რაც გეწერა, იმიტომ, რომ ნამდვილად შეურაცყოფა გეწერა smile.gif რაც შეეხება ანსამბლის შეურაცყოფას, ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით, შენ ის შეურაცყოფად მიიღე.

რატომ იცავ ასე ხმალამოღებით ამ ანსამბლის ტან ისე, რომ არც ერთ პოსტს პასუხს არ სცემ მიკვირს. გაეცი პასუხი ვეშაპოს და მელას პოსტებს.

არანაირი პოსტი არ წამიშლია დღეს, რას გულისხმობ და რა წავშალე რაღაც გეშლება, ვეშაპოს და არვიცი მეორეს როგორ მივმართო ნამდვილად ვცემ პასუხს!მოითმინე ძალიან გთხოვ!

--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."

"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

51 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი