სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:30 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვიმეორებ, ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო, სხვა ყველაფერი, სიკვდილი, ხეიბრობა, უხელობა, უფეხობა, სიბრმავე, სიყრუე, სასჯელი არ არის!. ვერ გამოდის მიმართება სწორი: რადგან იმ ადგილას წერია,რომ არც კი მოკვდებიან მშობლების ცოდვების გამო და ეს ხდება ძველ აღთქმაში. ახლა მეუბნები რომ ახალში ქრისტემ გაანათა სამყარო და ახლა ცხონებაზე არ იქნება გავლენა,თორე სიკვდილზე - უკვე არის სიკვდილზე უკვე ძველში თქვეს უარი (გიმეორებ - იქ ცხონებაზე არც იყო საუბარი) და ახალი აღთქმა რისი ახალია, თუ ისევ ძველში მაბრუნებ თუნდაც სიკვდილით -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
Feb 13 2008, 01:31 PM
პოსტი
#22
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა ბავშვი რომ კვდება ეს არის ერთის მხრივ ცოდვის გამო - ზოგადად სიკვდილი შემოვიდა ცოდვთ, მეორეს მხრივ კონკრეტულად მშობლის ან სვა მიზეზების მიერ გამოწვეული გავლენა (მშობლის გენეტიკური ან სხვა დაავადება, და სხვა) რა შუაშია მშობლის გენეტიკა მაგალითად პნევმონიასთან? უბრალოდ არსებობს მღვდელი ალექსი გრაჩოვის წიგნი "როცა ბავშვი ავადმყოფობს" ციტატა ამ წიგნიდან: "აი, ეს არის სწორედ პასუხი კითხვაზე: რატომ იტანჯებიან ბავშვები ჩვენი ცოდვების გამო; იმის გამო, რომ არ ვზრუნავთ არც საკუთარი და არც მათი სულების ცხონებაზე. ჩვენი, როგორც მშობლების, ამოცანა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შვილების ფიზიკური არსებობა უზრუნველვყოთ, არამედ, პირველ რიგში - სულიერად აღვზარდოთ ისინი, გავუხსნათ მათ ღვთისკენ მიმავალი გზა. აი, მაცხოვრის სიტყვები: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლუად ჩემდა, და ნუ აყენებთ მათ“ (მათე 19, 14). თუ ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბრკოლებთ მათ, ხელს ვუშლით მივიდნენ ქრისტესთან. და ეს არის ჩვენი უმთავრესი ცოდვა, რომელიც ბავშვებზე გადადის. აი, რატომ იტანჯებიან ჩვენი ცოდვების გამო ბავშვები, იმ შემთხვევაშიც, როცა თვითონ ამ ცოდვებში ბრალი არ მიუძღვით. ჩვენ მათთან უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებულნი, მათში - ჩვენი სისხლია და სული. ისინი ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს გამო არ დაიტანჯებოდნენ" -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:33 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეკატერინე
ტყუილად მეკამათები, მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად. აქ საუბარია რაღაც მაგიურ გავლენაზე ცოდვისა შვილებზე და არა სრულიად რაციონალურზე - არ დაგვყავს, არ ვზრუნავთ და მსგავსი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Feb 13 2008, 01:34 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
(დაკოპირებული ციტატა აქ ჩააკოპირა სისტემამ)
კადუნოსელი, მე არ ვიცი რა უპასუხა იესომ, დაწერე გთხოვ. აფხაზი, რატომ იბადება ადამიანი ხეიბარი? მოკლედ ესეც დაწერე, არც ეს ვიცი. მადლობა ორივეს წინასწარ. ხალხო, უკვე კატეგორიულად ვიტხოვ ამაზე პასუხს რაღაცას რომ დაწერთ ნამიოკებით, რაც ყველამ არ იცის, განმარტეთ ტან, თხოვნის შემდეგ მაინც. შემრცხვეს ახლა ძალიან? მაშინ განმიმარტეთ და მერე დამტუქსეთ თუ გინდათ, რომ ვერ გავიგე ან არ ვიცი. გამოსაცდელად კი არ ვკითხულობ ვიცდიიიიიიიიიი პლზ |
afxazi |
Feb 13 2008, 01:36 PM
პოსტი
#25
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეკატერინე
ციტატა თუ ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბრკოლებთ მათ, ხელს ვუშლით მივიდნენ ქრისტესთან. და ეს არის ჩვენი უმთავრესი ცოდვა, რომელიც ბავშვებზე გადადის. აი, რატომ იტანჯებიან ჩვენი ცოდვების გამო ბავშვები, იმ შემთხვევაშიც, როცა თვითონ ამ ცოდვებში ბრალი არ მიუძღვით. ჩვენ მათთან უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებულნი, მათში - ჩვენი სისხლია და სული. ისინი ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს გამო არ დაიტანჯებოდნენ ეს სიტყვები სერიოზულად თქვი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:36 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
staywhite
არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს არამეტ რათა განცხადდეს დიდება ღვთისა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Feb 13 2008, 01:38 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მადლობა, კადუნოსელი ახლა ვიცი.
|
afxazi |
Feb 13 2008, 01:40 PM
პოსტი
#28
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეკატერინე
ციტატა თუ ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბრკოლებთ მათ, ხელს ვუშლით მივიდნენ ქრისტესთან. და ეს არის ჩვენი უმთავრესი ცოდვა, რომელიც ბავშვებზე გადადის. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. (იოანე 15,22) და ამის მერე შენ მეუბნები რომ შვია დამნაშავე იმაში მე თუ არ ვეუბნები რამეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
athos |
Feb 13 2008, 01:42 PM
პოსტი
#29
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. (იოანე 15,22) და ამის მერე შენ მეუბნები რომ შვია დამნაშავე იმაში მე თუ არ ვეუბნები რამეს. ჩემო კარგო, ცოტა კარგად წაიკითხე, ამას მე კი არა მართლმადიდებელი მღვდელი ამბობს, მე უბრალოდ დავაკოპირე თან ჯერ-ჯერობით არავის ვეკამათები, უბრალოდ კითხვა დავსვი -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
KAIROS |
Feb 13 2008, 01:45 PM
პოსტი
#30
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ისინი ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს გამო არ დაიტანჯებოდნენ ნამდვილად მიუღებელია, ე.ი. ისინი ისჯებიან ( კვდებიან მაგ. პნევმონიით ) იმიტომ, რომ ციტატა ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ვერაა სრულყოფილი არგუმენტი... და მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს, კანონისტ: ციტატა სიკვდილი, ხეიბრობა, უხელობა, უფეხობა, სიბრმავე, სიყრუე, სასჯელი არ არის!. როგორ არ არის სასჯელი? როცა შენვე წერ, ამით მშობლები ( ც ) ისჯებიანო? ვერც ეგაა გამართული არგუმენტი... მოკლედ საკითხი დგას ასე რატომ კვდებიან ბავშვები, რაიმე პირდაპირი გენეტიკური კავშირი გარეშე? ანუ როგორ შეიძლება ცოდვა აისახოს შთამომავლობაზე ? ანუ რატომ უნდა მომკვდარიყო ვიღაც აათეისტის 3 შვილი 17 წლის ასაკშI,როცა მათ არაფერი არ ჩაუდენიათ? და კიდევ მათი დაღუპვა გულისხმობს თუ არა ავტომატურად მათ ცხონებას? თუ არა, მაშინ რა გამოდის წარწყმდნენ "ნაადრევად"? პასუხი ამ პრობლემებზე ერთადერთია "დიდებისათვის ღვთისა", ხოლო აქ რა იგულისხმება დიდებამ იცის ღვთისა! საინტერესოა-თი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
Feb 13 2008, 01:47 PM
პოსტი
#31
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეკატერინე
ციტატა ჩემო კარგო, ცოტა კარგად წაიკითხე, ამას მე კი არა მართლმადიდებელი მღვდელი ამბობს, მე უბრალოდ დავაკოპირე მისი სახელი გაგვანდეთ თუ შეიძლება. გასაგებია რომ ამას მოძრვარი ამბობს ხოლმე, მაგრამ მოძღვარი ეკლესია არაა. ვისაუბროთ საეკლესიო ტრადიციებით და არა კონკრეთული მოძღვრის მოსაზრებებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
Feb 13 2008, 01:48 PM
პოსტი
#32
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მისი სახელი გაგვანდეთ თუ შეიძლება. აფხაზ დაწერა ეგ ციტატა მღვდელი ალექსი გრაჩოვის წიგნი "როცა ბავშვი ავადმყოფობს" აზრი კი მიუღებელია და რა სამწუხაროა, რომ ასე გავრცელებულია -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:50 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
afxazi
KAIROS მე მგონი ის მღვდელი სხვას ამბობს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
Feb 13 2008, 01:50 PM
პოსტი
#34
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ცოტა დაკვირვებით თუ წავიკითხავთ ერთმანეთის პოსტებს, ვფიქრობ უკეთესი იქნება
მე ციტატა მოვიყვანე, მაგრამ არაფერს ვამტკიცებ, პირიქით, გეკითხებით და გთხოვთ უკეთესად ახსნათ ბავშვების ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი. მაგალითად რატომ ავადდებიან ბავშვები ლეიკოზით? ამიხსენით თუ შეიძლება -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:52 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეკატერინე
და ეს ცოდვის შედეგია პირდაპირ მშობლიდან მიღებულზე? მე ისე არ ვიცი ლეიკოზს საერთოდ რა იწვევს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
Feb 13 2008, 01:53 PM
პოსტი
#36
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
KAIROS
ციტატა აფხაზ დაწერა ეგ გამომჩა ეტყობა. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ კონკრეტული მოძღვრის მოსაზრება (თუ იგი არ ემყარება საეკლესიო ტრადიციებს) ვერ ჩაითვლება ეკლესიის პოზიციად. ასე მაგალითად III საუკუნეში მოღვაწეობდა უდიდესი წმინდანი წმ. კიპრიანე კართაგენელი, რომელსაც მიაჩნდა რომ ერესებიდან დაბრუნებული ყველა ადამიანი, განურჩევლად უნდა მონათლულიყო, მაგრამ ეს აზრი არ ქცეულა ეკლესიის ტრადიციად, ამ შემთხვევაში ეკლესიის ტრადიციად იქცა გამომრჩეველობა იმისა თუ როგორ მოინათლა ეს პიროვნება. ეს ისე მაგალითისთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანონისტი |
Feb 13 2008, 01:54 PM
პოსტი
#37
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა როგორ არ არის სასჯელი? როცა შენვე წერ, ამით მშობლები ( ც ) ისჯებიანო? ვერც ეგაა გამართული არგუმენტი... სასჯელი არის ამქვეყნიური მწირი და ადამიანური გაგებით (რომელიც შეიძლება რეალურად პირიქითაც იყოს) სასჯელი არ არის კანონიკური გაგებით, ანუ უფლის წინაშე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:56 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ზოგადად ეს თემა ძალიან ააშკარავებს მიდგომას ადამიანებისა, თუ როგორ ესმით მათ ქრისტიანობა....მგონი მალე მივადგებით ჩვილების საკითხს
KAIROS სასჯელი არ არის კანონიკური გაგებით, ანუ უფლის წინაშე ვერ გავიგე....ბოლო ბოლო კაიროსმა სწორი კითხვა დასვა: სად მიდის ის ადამიანი,რომელიც მშობლის გამო მოკვდა? შენ ცალსახად იცი რომ სამოთხეში? თუ არა,მაშინ სადაა მართლა სამართალი...ეგრე საეკლესიო სამართალი კი არა უსამართლობა გამოვა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Feb 13 2008, 01:59 PM
პოსტი
#39
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა რატომ უნდა მომკვდარიყო ვიღაც აათეისტის 3 შვილი 17 წლის ასაკშI,როცა მათ არაფერი არ ჩაუდენიათ? და კიდევ მათი დაღუპვა გულისხმობს თუ არა ავტომატურად მათ ცხონებას? თუ არა, მაშინ რა გამოდის წარწყმდნენ "ნაადრევად"? კაიროს, ეს რა არგუმენტია? 1. ამიხსენი ფრაზა "რატომ უნდა მომკვდარიყო ვიღაც აათეისტის 3 შვილი 17 წლის ასაკშI,როცა მათ არაფერი არ ჩაუდენიათ?" რატომ მოკვდა გრიგოლ ხანძთელი? ნუთუ მასზე ცოდვილი ვერავინ მოიძებნა კლარჯეთში? მოკვდა რა, ყველანი ვკვდებით... 2. შედარებით კარგი არგუმენტია: "და კიდევ მათი დაღუპვა გულისხმობს თუ არა ავტომატურად მათ ცხონებას? თუ არა, მაშინ რა გამოდის წარწყმდნენ "ნაადრევად"?" ავტომატურად ცხადია არ ნიშნავს. თუმცა ერთიცაა - ათეისტს მაღალი ალბათობაა რომ შვილიც ასეთივე ჰყავდეს, იქნებ ნაადრევად გაიყვანა უფალმა და უფრო დიდ ცოდვას ააცილა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
athos |
Feb 13 2008, 01:59 PM
პოსტი
#40
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
თქვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ აკრიტიკებთ იმ პოზიციას რომ შვილებს მშობლების გამო არ მოეკითხებათ, მაგრამ ვერაფერს წერთ რატომ ავადმყოფობენ ბავშვები.
მე კი მართლა მაინტერესებს ლეიკემიით შეიძლება ბავშვი სრულიად მოულოდნელად დაავადდეს. შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე www.donor.org.ua სადაც არის ავადმყოფი ბავშვების სურათები და დახმარების თხოვნა. ბავშვებს თვეების გატარება უწევთ საავადმყოფოებში. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი