IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე..
marine
პოსტი Dec 15 2015, 12:32 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისე ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყვარდა - იმისთვის - მარილიანი იყო, ვისც ტკბილი უყვარდა - იმისთვის ტკბილი, თვითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: "ჩვენთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია". მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამოებად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ".

/წმ. აბბა დოროთე
"საქართველოს იმედი II" წიგნი 30, გვ.123/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 11:54 AM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან. მკვლელთა -სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას მშობელი მიწის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში ჰპოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი მწიგნობრის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს".

/კალენდარი კარიბჭე, მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 9 აპრილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2016, 10:28 AM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველივე საუკუნის 70-იან წლებში რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა იერუსალიმი აღგავა პირისაგან მიწისა. მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარიც. როგორც ისტორიკოსები წერენ, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის არც ერთი ქრისტეს სჯულზე მოქცეული არ ყოფილა, რადგან მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იერუსალიმის პატრიარქს წინასწარ ეუწყა. უფლის ბრძანებით, მან ქრისტიან ებრაელებთან ერთად დატოვა იერუსალიმი და რომაელებმა სწორედ ამის შემდეგ შემოარტყეს ქალაქს ალყა".

/"კარიბჭე" N5, 2016, გვ.57/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2016, 09:39 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისრაელში იყო ასეთი წესი, - თუ კაცი გარდაიცვლებოდა და მას თავის ცოლთან შვილი, მემკვიდრე არ ჰყავდა, გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა შეერთო მის ძმას. მათი პირველი შვილი იქნებოდა გარდაცვლილი ძმის სახელზე, - მის შვილად ჩაითვლებოდა, დანარჩენი შვილები კი უკვე მეორე ძმის შვილად. ეს სჯულში ეწერა".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.27/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:12 AM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავრობისმოყვარე ძველი აღთქმის ისრაელმა უარყო თავისი მაცხოვარი, მაგრამ სულ მცირე დროში 25 ცრუმესია მიიღო და ბოლოს სასოწარკვეთილმა უარყო. აბატმა ლემანმა 25 ცრუმესია დათვალა: თევდა, პალესტინაში 45წ., სიმონ მოგვი, პალესტინაში 34-37წ.წ., მენანდრე - იმავე წელს, დოსითეოსი, პალესტინაში 50-60წ.წ., ბარკოხბა, პალესტინაში 138წ., მოსე, კრეტაზე 434წ., ივლიანე, პალესტინაში 530წ., სირიელი, ლეონ ისავრიელის მეფობისას 721წ., სერენი, ესპანეთში 724 წ; სხვები - საფრანგეთში, სპარსეთში, არაბეთში, მორავიაში, მესოპოტამიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ინდოეთში, ბოლო მესია, საბათია ცები, თურქეთში 1658 წელს გამოჩნდა, - წერს სერგი ნილუსი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:29 AM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლუი ბრაილი უსინათლო ფრანგი გახლდათ. იგი 43 წლისა გარდაიცვალა ჭლექით. ერთხელ პარიზში, სენის ხიდზე, ბრაილი შეხვდა უსინათლო ბავშვს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ბრაილმა ბავშვი თავისთან წაიყვანა. შემდეგ ერთ ბავშვს მეორე მიემატა, მეორეს - მესამე და ასე დაარსდა ბრაილის ინსტიტუტი. ბრაილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. მოწყალების თხოვნასაც კი არ თაკილობდა. მანვე შექმნა ანბანი უსინათლოებისთვის. მადლიერმა ფრანგებმა ეს უდიდესი ჰუმანისტი ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მამულიშვილთა გვერდით დაკრძალეს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 29 2017, 06:41 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის - არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2017, 12:48 PM
პოსტი #208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუჯუნაში უძველესი დროიდან იცოდნენ "ქადაგად დაცემა". სუჯუნის დეკანოზის წარდგენითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კურთხევით, ირჩევდნენ ერთ ღირსეულ და სათნო ქვრივ მოხუცს. იგი, დეკანოზთან ერთად, გიორგობამდე რამდენიმე დღეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღესასწაულის წინა ღამეს, მწუხრის შემდეგ ეკლესიაში რჩებოდა, სადაც შუა ადგილზე დაუდგამდნენ ტახტს მოსასვენებლად, იქვე ანალოგიაზე დააბრძანებდნენ წმინდა გიორგის საქადაგო ხატს. ქადაგი იმ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ხალხური გადმოცემით, მას გამოეცხადებოდა წმინდა გიორგი.

მეორე დღეს, ვიდრე ჟამისწირვა დაიწყებოდა, დიდი ლიტანიობით დეკანოზი და კრებული ანთებული სანთლებით, სახარებით, ჯვრით და ხატებით ქადაგს გამოუძღვებოდნენ. მოხუცი ავიდოდა სამრეკლოზე და ქადაგად დაეცემოდა. ის ხალხს ამცნობდა წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ, მოუწოდებდა ცოდვების მონანიებისა და სინანულისაკენ, რომ დაეცვათ რწმენა და ეკლესიის სიწმინდე, შეაჩვენებდა ქურდს, მავნესა და ყველა იმას, ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფდა ხატსა და მორწმუნეებს.

ქადაგი წინასწარმეტყველებდა მომავალზეც, ჭირნახულის მოსავალზე, ამინდზე, ლაშქრობა-ომიანობაზე და სხვა. სუჯუნის ქადაგს ხალხში დიდი გავლენა ჰქონია, დადიანებიც კი მის წინასწარმეტყველებას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მთავრები ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ ხატებს და ვერ ბედავდნენ სუჯუნის ხატი სხვაგან გადაეტანათ. ეს ხალხური ტრადიცია, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს გაუქმებამდე გაგრძელდა".

/"კარიბჭე" N24, 2017, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2018, 02:30 PM
პოსტი #209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 32,382
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კეთილი კაცი კეთილ კვალს ტოვებს, ბოროტი კი ბოროტს. ინგლისში გვარი იყო ასეთი - ჰულიგანი, რომლის წარმომადგენლები ყველა ყაჩაღი, კაცისმკვლელი, თაღლითი გამოდიოდა და შემდგომში იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, ამ გვარის მიხედვით ხულიგანს უწოდებენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 01:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი