IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფსიქოლოგიური ტრავმა
aleko512
პოსტი Jun 22 2014, 07:36 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 22-June 14
წევრი № 13,747



გამარჯობათ,
ვარ 28 წლის, მამაკაცი. გასაგები მიზეზების გამო ვეცდები ზუსტი დეტალების დასახელებისაგან თავი შევიკავო
ფაქტიურად ადრეული ბავშვობიდანვე დათრგუნულად ვიზრდებოდი, ,მამა ადრე გარდაიცვალა, არც მახსოვს და დედა მზრდიდა მარტო, რომელიც იყო ძალიან მკაცრი, ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მცემდა და ხმა რომ ამომეღო ხანდახან და ამაზე ნერვები მოშლოდა, ეგეც კი შეიძლება გამხდარიყო ცემის მიზეზი. ამის გამო გავხდი ჩაკეტილი და გულჩათხრობილი საკუთარ თავში, არც არავინ მყავდა რომ გამემხილა ან შველა მეთხოვა. ალბათ ამის გამო ადრეულ ბავშვობაშივე, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკში, დამეწყო რაღაც მდგომარეობა, ფიქრები, აზრები, რომლებიც თითქოს "ჩემგან დამოუკიდებლად ფიქრობდნენ", თუმცა რამე დანიშნულება არ ქონდათ, არ ვიცოდი რა იყო, რატომ იყო, თუმცა აუტანელი შეგრძნება იყო და ყოველ ღამე ვიძინებდი იმის იმედით, რომ ძილში დავისვენებდი, დავწყნარდებოდი და მეორე დღეს გაქრებოდნენ, მაგრამ არა. მერე სადღაც წავიკითხე და აღწერით მივხვდი, რომ ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა.. განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იყო ჩემთვის თითქმის შეუძლებელი და დროთა განმავლობაში,, როცა წამოვიზარდე, უფრო აშკარად გამოჩნდა. ამავე დროს, თანატოლებისთვის ეს ჩემი მდგომარეობა ხშირად ხდებოდა დაცინვის ან ჩაგვრის პირდაპირი ან ირიბი მიზეზი და ამან კიდევ უფრო ჩაკეტილი გამხადა ადამიანების მიმართ. ნორმალური ურთიერთობის უნარი დავკარგე. იმდენად უკუღმა მიდიოდა ყველაფერი და იმდენად ნულზე იყო დასული ცხოვრების ყველა მხარე, რომ ხანდახან ვფიქრობდი, შეუძლებელი იყო ასე შემთხვევით, "ბუნებრივად მომხდარიყო", ან ჯადო მქონდა, ან რამე მაგდაგვარი, ეს არ იყო ერთი ცუდი შემთხვევა, თითქოს რაღაც საშინლად ძლიერი მაგნიტი ვიყავი, რომელიც ყველანაირ პატარა თუ დიდ ტრავმას თვითონ იზიდავდა. ეკლესიაში მისვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ მხოლოდ აქ თუ ვნახავდი პასუხს, მით უმეტეს, წაკითხული მქონდა ერაერთხელ რომ მოწრმუნე ადამიანზე ჯადოები და ბოროტი ძალების მსგავსი ზემოქმედება არ ჭრის. მანამდეც მწამდა ღმერთის გულწრფელად და ისედაც ვფიქრობდი რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო ეკლესია. სანამ მივიდოდი ეკლესიაში მაშინაც ვლოცულობდი, მათ შორის მათთვის, ვინც ჩემს ჩაგვრას ცდილობდა და ბოროტად მექცეოდა, გადავწყვიტე რომ ყველასთვის მეპატიებინა და ასეც ვიქცეოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში არათუ რაიმე კარგი მომიტანა ამან, არამედ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს უკვე რამდენიმე წლის მერე, როცა შედეგი უკვე აშკარა იყო და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ეკლესიაში ვმარხულობდი, აღსარებაც ჩავაბარე რამდენჯერმე, ზიარებაც მივიღე, ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა საჭიროებისამებრ, მითუმეტეს, ჩემი არაერთი თხოვნა უფალმა ისმინა და ბევრი მათგანი სასწაულებრივად შესრულადა, ეჭვი არ მეპარება მის არსებობაში და ძლიერებაში. , მიუხედავად ამისა, რაც არ ვთხოვე, რომ ეს აუტანელი მდგომარეობა მოეშორებინაჩემთვის და საშუალება მოეცა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისა, ეშველა ჩემთვის ამ განსაცდელში, მაინდამაინც ამ მხრივ საერთოდ არაფერი იცვლებოდა........ ის რაც ჩემთვის, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, არ მქონდა. წირვაზე ყოფნა ყოველთვის მანიჭებდა სულიერ სიმშვიდეს და ეს წირვის შემდეგ რამდეიმე საათიც გრძელდებოდა, მაგრამ პრობლემა არასდროს მოგვარებულა. მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რაღაც მეთვითონ უნდა მეღონა, ალბათ. იყო რაღაც პასუხისმგებლობა, რომელიც უშუალოდ მეკისრებოდა. რაც შეეხება ჩემს მოძღვარს, აღსარებას ვაბარებდი, მაგრამ პირად საკითხებზე არასდროს მისაუბრია, არც მასთან და არც სხვა ვინმესთან. სულ რამდენჯერმე მქონდა მომენტები, როდესაც რამდენიმე საათით, ყველაზე მეტი - 2-3 დღით ვიყავი ნორმალური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი და შემეძლო სხვა ადამიანებთან დალაგებულად ურთიერთობა. რამე კონკრეტული მიზეზი ამას არ ჰქონია. რაღაც თავისით მოიდიოდა და მერე ისე ქრებოდა ეს "მდგომარეობა" რომ ვერ ვახერხებდი მის "დაბრუნებას"...რაც არ უნდა მეცადა. ეს რწმენასთან არაფრით ყოფილა დაკავშირებული ან მარხვასთან, უბრალოდ იყო რაღაც უმიზეზოდ მოსული და უმიზეზოდ წასული გამონათებები ძალიან ცოტა ხნით და იშვიათად. დიდი ხანი არ გასულა, როცა უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომლის ქვევით წასვლა, ალბათ, აღარ შეიძლებოდა, ეს იყო რაღაც ფსკერი, მყრაი, როცა ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაზე უარესი, ალბათ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მოხდა, არ მქონდა პირადი ცხოვრება, ვიყავი დათრგუნული და დაჩაგრული, ფაქტიურად ყველაფერში მარცხს განვიცდიდი, ერთადერთი სწავლა გამომდიოდა და ამ გამუდმებულმა ნეგატიურმა მდგომარეობამ მეხსიერებასა და აზროვნების უნარსაც დაატყო კვალი, განსკუთრებით მეხსიერებას.. არაფერს აზრი აღარ ჰქონდა, , თავს იმიტომ არ ვიკლავდი და არც მქონდა მაინცდამაინც ამის სურვილი, რომ საშინელებასა და უარეს საშინელებას შორის საშინელებას ვარჩევდი ისევ.
სხვებისთვის მაქსიმალურად "დახურული" ვიყავი და კი ამჩნევდნენ, რომ ვიყავი ჩუმი, ჩაკეტილი თუმცა ალბათ მეტი არაფერი იყო მათთვის გასაგები. ხანდახან ისეთ ადამიანებთან მომიწია შეხვედრა, რომელთაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, და გაოცებული ვრჩებოდი იმდენად არაადეკვატური წარმოდგენა ექმნებოდათ ჩემზე...
გამომდინარე იქიდან, რომ ან იმავე ფსკერზე უნდა დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი, ან რამე უნდა მეღონა, ინტერნეტში ვეძებდი პასუხებს ჩემს კითხვებზე, ვიღაცას ხომ მაინც ექნებოდა ასეთი რამე, და ვიღაც ხომ მაინც იფიქრებდა, თუ რა უნდა ყოფილიყო საშველი... მანამდე ასე ინტენსიურად არასდროს მიძებნია პასუხი იმაზე თუ რა მჭირდა და რატომ, როგორ შეიძლებოდა სიტუაცია გამომესწორებინა.ბევრი მეთოდი აღმოვაჩინე, ზოგმა გამოიღო შედეგი, ზოგმა არა, ყველაფერს ვცდიდი,საბოლოო შედეგი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ კოლოსალური ნამდვილად იყო, რომ გავაანალიზე, თავიდან როგორც დაიწყო ყველაფერი და სადამდეც ვიყავი მისული... ერთ წელიწადში ის "დავიბრუნე", რაც 10 წელზე მეტის განმავლობაში ვკარგე . უკვე შემეძლო ადამიანებთან არამარტო ნორმალური ურთიერთობა, არამედ ბევრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას, ხშირად მომხდარა, ადრე რაც ყოველთვის ჩემს საჭინააღმდეგოდ ტრიალდებოდა ხოლმე, ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი უკვე. არამარტო ადამიანებთან ურთიერთობაში, კარიერაშიც მნიშვნელოვანი წინსვლები მქონდა. ვაკეთებდი ისეთ რაღაცეებს და გამომდიოდა ისეთი რაღაცეები, რაც ბევრისთვის ძალიან რთული შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე უკვე ნელ-ნელა მცირე ნიუანსებზც დავიწყე მუშაობა და ახლა ნამდვლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აზრი და მნიშვნელობა მიეცა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მინდოდა ცხოვრება და დაბრუნების დიდი სურვილი არ მაქვს, ალბათ ეკლესიაში გავაგრძელებ(დავიწყებ) სიარულს, ქართული თუ ვერ ვნახე, სხვა სხვა ენაზე მაინც დავესწრები წირვას. აქ მგონი არაა ქართული სამრევლო.
რამე კონკრეტული შეკითხვა, ალბათ, არ მაქვს, ეს უფრო იმიტომ დავწერე, რომ მე თავის დროზე ამ თემზე პასუხი ვერსად ვიპოვე, მათ შორის ვერც აქ. ახლა მაინც კარგი იქნებოდა, თუ სასულიერო პირი ამ კონკრეტულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მისცემდა რჩევას. მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
aleko512   ფსიქოლოგიური ტრავმა   Jun 22 2014, 07:36 PM
MIRDAT   aleko512 მეცნობა ძაან შე...   Jun 23 2014, 01:31 AM
G_saxva   aleko512 ძალიან საინტერ...   Jun 23 2014, 10:00 AM
aleko512   G_saxva თუ ადამიანი მივ...   Jun 23 2014, 10:59 PM
G_saxva   aleko512 ცოტა სხვა კუთხი...   Jun 24 2014, 09:45 AM
qetevano   რადგან მსჯელობაში ...   Jun 24 2014, 01:37 PM
aleko512   G_saxva რომ არ ვიმარჩიე...   Jun 24 2014, 06:45 PM
iohanan   aleko512 ახლა როგორ ხარ???...   Jun 24 2014, 07:34 PM
MIRDAT   მადლობა ვის? ღმერთ...   Jun 24 2014, 11:34 PM
MIRDAT   ძალიან რთული მომე...   Jun 25 2014, 12:06 AM
G_saxva   aleko512 მოდი ჯერ იქიდა...   Jun 25 2014, 10:13 AM
iohanan   Mირდატ ეკლესია და ღM...   Jun 25 2014, 03:26 PM
qetevano   iohanan ეკლესია მასში ...   Jun 25 2014, 03:48 PM
q.w.e   ეკლესია ქრისტეს მ...   Jun 25 2014, 05:23 PM
MIRDAT   ჩემი აზრით შენი მთ...   Jun 25 2014, 05:40 PM
qetevano   q.w.e ტაძარი ქვია შენო...   Jun 25 2014, 05:44 PM
G_saxva   qetevano q.w.e iohanan მეგობრებო...   Jun 25 2014, 05:56 PM
iohanan   ღერთი თუ გიყვარს ,მ...   Jun 25 2014, 06:24 PM
q.w.e   კი მაგრამ მისტიკუ...   Jun 26 2014, 12:16 AM
aleko512   დიდი წითელი ასოები...   Jun 27 2014, 01:28 AM
G_saxva   aleko512 მე უკვე არაერთ ...   Jun 27 2014, 09:36 AM
aleko512   G_saxva გეთანხმები, ალბ...   Jun 27 2014, 04:39 PM
MIRDAT   aleko512 ჩემი აზრით ჩაკე...   Jun 28 2014, 12:02 AM
G_saxva   aleko512 საკმაოდ რთულია...   Jun 30 2014, 02:30 PM
A.V.M   როცა ასეთი რაღაც ხ...   Jul 1 2014, 06:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 03:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი